Jump to content

dante2505

წევრი
  • Posts

    65
  • Joined

  • Last visited

Everything posted by dante2505

  1. მოგესალმებით პირველ რიგში , თქვენი რეკომენდაცია მჭირდება ნოუთბუქის არჩევაში. მინდა, რომ უეჭველი ჰქონდეს: CPU - Intel i-5, sandy-bridge VIDEO - Nnidia, 5XX ან 6XX სერია HDD - მინიმუმ 500 გბ RAM - 3-4 გბ ესაა HARD-ის მოთხოვნები. ამასთან მაინსტერესებს, რომელი ბრენდი სჯობს ასეთი მონაცემების ნოუთბუქებში? მე Asus მინდა უფრო, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. კიდევ მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ღირებული განსხვავება, ვთქვათ, ნოუთბუქის ასეთ ვიდეო დაფებში: GT 525 და GT 610-ს შორის? მე მგონია, რომ 525 შეიძლება სჯობდეს პირიქით. ასევე, ვნახე ვთქვათ ასეთი cpu: i5-2410 2.3 GHZ და ასეთი: i5-2450 2.5/3.1 GHZ. მეორე მოდელს უწერია Turbo Boost Technology. და პირველს, რომელსაც 2.3 GHZ აქვს სიხშირე, მაგას Turbo Boost არ უწერია. ყველა i-5-ს არ აქვს Turbo Boost? ესეც მაინტერესებს. პროგრამებით დატვირთვას ვაპირებ და Turbo Boost მეტნაკლებად დამჭირდება. ასევე ვნახე i5-3XXX თაობა, რომელიც ალბათ კიდე უფრო კარგია. თქვენი რეკომენდაცია მაინტერესებს ისევ და ისევ . ვაპირებ თბილისში ყიდვას. თუ იცით რომელიმე ასეთი მონაცემების ნოუთბუქი, ისეთი ბრენდი, რომელსაც ზაფხულში ოფლი არ გასდის , გთხოვთ დამიწეროთ.
  2. გამარჯობათ, პირველ რიგში გილოცავთ აღდგომას, მრავალს დაესწარით, უფლის მადლი გფარავდეთ მაქვს პრობლემა და იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება. მაქვს Western Digital-ის ეს 3ტბ-იანი ვინჩესტერი: http://www.amazon.com/gp/product/B0041OSQBG/ref=s9_simh_gw_p147_d0_g147_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1ZNAJ1W2MQSAE4Q9BZX9&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846 ვინჩესტერი არის კვებაზე, დაახლოებით ერთი წელია ჩვეულებრივ მუშაობდა, და გუშინის მერე სჭირს შემდეგი: როცა ვაერთებ კომპიუტერში, მიწერს "installing device driver...." და ბოლოს ჩვეულებრივ წერს "Ready to use", მაგრამ My Computer-ში მაინც არ ჩანს, ვერ ხედავს კომპიუტერი. მაქვს ასევე HD Video player, სადავ ვაერთებდი ამ ვინჩესტერს ფილმების საყურებლად, და ეგ პლეერიც ვეღარ ხედავს ვინჩესტერს. კომპში ვინჩესტერის მიერთების მერე ქვემოთ საათთან ინთება ჩვეულებრივ ინთება "safely remove hardware" ღილაკი, Device manager-შიც ჩვეულებრივად ჩანს ვინჩესტერი თავისი სახელით, მაგრამ my computer-ში არაფრით არ ჩანს. ნოუთბუქშიც შევაერთე, და თავიდან ცოტა ხნით ამუშავდა და მერე მანდაც გაითიშა. მაინტერესებს თქვენი აზრი როგორ შეიძლება ვუშველო ამ პრობლემას, ან თუ დაზიანებული შეიძლება იყოს, მაშინ რა ნაწილი - ვინჩესტერის შიგნით რამე მცველი, კვების ბლოკი თუ სხვა რამე?
  3. Downgrade რო გავუკეთო სისტემას, ბეისბენდიც ჩამოქვეითდება დაყენებული სისტემის შესაბამისად? 4.1 სისტემას ხომ მოჰყვება რაღაც ბეისბენდი, განსხვავებული 05.16.05-სგან. დაყენენდება ჩემ 3GS-ზე ეგ ბეისბენდიც თუ გავაკეთებ 4.1-ზე Downgrade-ს?
  4. კი 8გბ-იანია. 39-ე კვირაშია დამზადებული. ჩიპის შეცვლა არ მინდა. ორი ვარიანტია რა: 1) ისეთი Redsn0w გამოვა, რომელიც თავსებადი იქნება ყველა 3GS-ზე სერიული ნომრის მიუხედავად. 2) ისეთი Ultrasn0w გამოვა, რომელიც პირდაპირ იქნება თავსებადი 05.16.05 ბეისბენდზე. - - - ისე Restore and Update რო გავუკეთე, Itunes მაგის დროს ხომ არ აკეთებს ბეისბენდის განახლებასაც? თუ აკეთებს, მაშინ თუ იცით რამე ხერხი, თვითონ ბეისბენდი რომ შევცვალო ქვემოთა ვერსიებისკენ? დიდი სიამოვნებით დავაყენებდი Ipad Baseband-ს, დიდად არ მანაღვლებს GPS იმუშავებს თუ არა, მარა არ შვება ბეისბენდის დაფლეშვას სერიული ნომრის გამო.
  5. ხო ჩიპის შეცვლის იდეა არც მე მომწონს. Downgrade სარისკოა როგორც ვიცი ამიტომ ვიკავებ თავს. ეხლა გამოდის მალე ახალი Ultrasn0w და თუ მაგას ექნება 05.16.05 ბეისბენდის მხარდაჭერა მაგრად გაასწორებს .
  6. რისი რისკი არსებობს Downgrade-ის გაკეთების დროს? აიფონის ცენტრში მითხრეს დღეს, რომ პროგრამულად ჩალიჩი არ გინდა, შეიძლება დააზიანოო. ტელეფონი არის 2011 წლის ივლისში დამზადებული და მაგის ჩიპზე ჯერ არ გამოსულა გატეხვაო. თბილისში ბევრგან აკეთებენ ჩიპის შეცვლას და მაგის მერე უპრობლემოდ გაუკეთებ Unlock-სო. ალბათ ვაგზალზე იქნებიან მაგის გამკეთებლები :D
  7. იგივე პრობლემა მაქვს ზუსტად. 3GS IOS 5.0.1. ჯეილბრეიკი აქვს. ყველაფერი უმუშავებს და Unlock-ს არაფრით არ შვება. 05.16.05 ბეისბენდი აქვს, რომელსაც ვერ ვანახლებ Ipas Baseband-ზე, იმიტო რო ტელეფონის სერიული ნომბრის მესამე-მეოთხე-მეხუთე ციფრი 139 არის და მაგაზე არ ხდება მგონი ბეისბენდის განახლება, ნუ Redsn0w-თი ფაქტია არ აკეთებს.
  8. გამარჯობათ, ამერიკიდან ჩემ ძმას ჩამოუვიდა Iphone 3GS. დაყენებული იყო 4.3.5 სისტემა და არ ვარგოდა, Cydia არ ირთვებოდა და კიდე რაღაც პრობლემები ჰქონდა. მოკლედ ვიჩალიჩეთ და თავიდან სხვა სისტემის დაყენებაც არ გამოვიდა. აიტუნზში შევაერთეთ და დაწერა ტელეფონი Recovery mode-ში არისო. ხოდა Recover and Update გავაკეთეთ. დაყენდა 5.0.1 სისტემა. Redsn0w-თი უპრობლემოდ ჯეილბრეიკიც გაკეთდა და Cydia-ც დაყენდა, მარა Unlock არაფრით გამოდის. Ultrasn0w-ც დავაყენე, მაგრამ არაფერი უშველა. დავქექე ინტერნეტშიც და მიზეზი შემდეგია: ტელეფონის სერიული ნომრის მესამე-მეოთხე-მეხუთე ციფრებია 139 შესაბამისად ტელეფონი გაკეთებულია 2011 წლის 39-ე კვირაში. ამასთან ბეისბენდის ვერსია 05.16.05 არის. IOS 5.0.1-ზე თავსებადი Ultrasn0w 1.2.5 კი თავსებადი არ ყოფილა თურმე 05.16.05 ბეისბენდზე. გამოსავალი მხოლოდ ბეისბენდის აპდეითია, მაგრამ მანდაც პრობლემაა, რადგან Redsn0w არ აკეთებს მაგას ერთი მიზეზით: სერიული ნომრის მესამე-მეოთხე-მეხუთე ციფრებია 139. 135 და დაბალ ციფრებზე კი გამოდის Ipad Baseband-ის დაყენება. - - - - მოკლედ რას მირჩევთ Unlock-ის გასაკეთებლად? ინტერნეტში ერთი შეხედვით წერენ, რომ 05.16.05 ბეისბენდი არ ტყდება, მაგრამ როგორ დავიჯერო რომ რამე არ ტყდება Ipad Baseband-საც ვერ ვაყენებ არათავსებადი სერიული ნომრის გამო.. პეკინზე Iphone-ს ცენტრში დავრეკე და ყველა ჯიშის 3GS-ს ვტეხავთო, მაგრამ 50 ლარად. ეგ კი არაა პატარა თანხა დამეთანხმებით, თან მჯერა, რომ რაიმე საშუალება შეიძლება ინტერნეტშიც მოვძებნო, თუნდაც ამ საიტზე. გისმენთ აბა თუ არ დაიზარებთ მადლობელი დაგრჩებით :rolleyes:
  9. ვინმე კიდე თამაშობს ამას? :lol:
  10. ეგ მაინტერესებდა ზუსტად. მადლობა სოსო კიდევ ერთხელ ერთი მაინტერესებს და ვსო : მაზერში დარჩა ორი ვარიანტი: 1) ASUS http://www.amazon.com/Asus-Motherboard-P5G41T-M-LX3-microATX/dp/B004R9HFYY/ref=sr_1_4?s=electronics&ie=UTF8&qid=1321627947&sr=1-4 2) Gigabyte http://www.amazon.com/GA-P45T-ES3G-Desktop-Motherboard-Socket-LGA-775/dp/B004YLE5H0/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1321629889&sr=1-1 მე Gigabyte-სკენ ვიხრები. მიზეზი: 1. უფრო ახალი ჩიპსეტი - Gigabyte: P45 და ASUS: G41. 2. მეტი PCI სლოტი, 3. პრინციპში ინტერნეტში წერენ, რომ ასეთი თანხის ფარგლებში (150 ლარამდე) Gigabyte-ს აღება სჯობს. შენი აზრით მაგ ორში რომელია უკეთესი? რაზგონისთვის არანაირად არ უნდა კომპი. Stock-ზე მხოლოდ. ისიც ვიცი, რომ Stock-ზე სამუშაოდ დიდი განსხვავება არაა რომელ დაფას აიღებ, მარა მაინც თუ იცი რომელიმეს ღირსებები,იმის გარდა რაც ვთქვი.
  11. აი ეს კვების ბლოკი აქვს: http://www.thermaltakeusa.com/Product.aspx?S=1172&ID=1537#Tab0 აღწერაში წერია: 20+4 pin connector და ქვემოთ იქვე: 24-pin Main Connector X 1. ეს ნიშნავს რო ძირითადი მკვებავი არის 20 შეტყუპული და კიდევ დამატებით ცალკე 4 წვერიანი შემყვანები? ანუ მაინტერესებს ჩვეულებრივ 24 პინიან მაზერზე ჩაჯდება ხო? იმ 20 პინიანს მიედება 4 პინიანი და ერთად მიტყუპულად ჩაისმება მაზერის 24 პინიან კონექტორზე ხო?
  12. ოპერები შევარჩიეთ http://www.gskill.com/products.php?index=231. აღმოჩნდა, რომ კვების ბლოკი არის 20+4 პინიანი. შერჩეული მაზერი http://www.amazon.com/Asus-Motherboard-P5G41T-M-LX3-microATX/dp/B004R9HFYY/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1321549698&sr=1-3 კი ითხოვს მხოლოდ 24+4 პინიან ბლოკს. არანაირად არ წავა 24+4 პინიან მაზერზე 20+4 პინიანი ბლოკი? თუ არ წავა, მაშინ ახალ მაზერს მოვძებნით.
  13. http://www.gskill.com/products.php?index=231 ეს RAM ხო წავა საკაიფოდ ამ მაზერზე ?: http://www.amazon.com/Asus-Motherboard-P5G41T-M-LX3-microATX/dp/B004R9HFYY/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1321549698&sr=1-3
  14. http://www.amazon.com/Asus-Motherboard-P5G41T-M-LX3-microATX/dp/B004R9HFYY/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1321549698&sr=1-3 ეს მაზერი ავარჩიე. 1066 MHZ-იანი ოპერები მირჩიეთ. 4 ან 8gb.
  15. ოკ სოსო გაიხარე. უფრო ASUS მინდა ან Gigabyte. მაქსიმუმ 150 ლარში მაგ ორიდან რომელი ბრენდის დაფას მირჩევ შენ? 6 არხიანი ხმის input უნდა ჰქონდეს. არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო ჰქონდეს და ვერც ექნება რა თქმა უნდა მაგ ფასში დაფას . პროცესორს 1066 MHZ უწერია და რაზგონიც არ უნდა ვისიცაა ეს პროცესორი. სჯობს ისევ 1066 MHZ-ზე შევჩერდეთ მაშინ. საღამოს მივალ სახლში ეხლა ავარჩევ მეც. მაზერის და მეხსიერების 1-2 მოდელი შენც მირჩიე კაცურად თუ ბევრ დროს არ წაგართმევ :D
  16. გამარჯობა, ამ პროცესორზე: Core 2 Quad 6600 გთხოვთ მირჩიეთ მაზერი და 4GB რამი. საკმაოდ ძლიერ 5.1 სისტემაზე უნდა მიერთდეს კეისი ანუ 6 Channel აუდიო აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაზერს. ფასი დაახლოებით 80-150 ლარის ფარგლებში რომ იყოს. RAM-ს ამას ვფიქრობ: Corsair XMS3 ვფიქრობ ამ პროცესორს ოპერები 1333MHz-ის სიხშირეზე სრულიად ეყოფა. არ დაიშუროთ რეკომენდაციები B)
  17. dante2510 << დამიმატეთ გუშინ დავიწყე თამაში და მომეწონა :thumbsup:
  18. ანუ სელერონი ყოფილა მარკა როგორც ი7, რომელიც მოიცავს რამოდენიმე კოდურ სახელს. გასაგებია ;)
  19. ეგ რანაირად? ისე ეს იმას ნიშნავს, რომ Celeron–ს ყველაზე ძლიერი ბირთვი აქვს?
  20. ოკ. შემდეგი გააკეთე: 1) ბასბოჩკიდან და დინამიკებიდან გამოაძრე ხუთივე შნური. 2) გაასწორე შნურები და შეაერთე ისევ თავის ადგილას. 3) ვინდოუსიდან შედი Playback Device–ში და ტესტი გაუკეთე ხმას და რა თქმა უნდა 5.1–ზე. ნახე ისევ ის დინამიკი აჩმახებს? შეიძლება სხვა დინამიკი აჩმახებდეს, შეიძლება ყველა მუშაობდეს. მნიშვნელობა აქვს ასევე რა პლეერით უკრავ, რადგანაც თვითონ პლეერს აქვს ხოლმე 5.1–ზე გადასართავი. KM Player დააყენე და დაკონფიგებულ ფაილს გამოგიგზავნი, ორჯერ დაკლიკავ და პლეერი იმ პარამეტრებზე დაყენდება რაზეც ჩემთანაა. მაგრამ პირველ რიგში ის სამი პუნქტი შეასრულე რაც ზემოთ გირჩიე. მოსვლია ეგეთი შხიპინი ჩემს დინამიკებსაც და მაგ პროცედურებით გამოვასწორე. ისე კი ერთს გირჩევ: დაითრიე თუნდაც ჩემნაირი Sound Blaster Audigy. დამიჯერე მინიმუმ 2-ჯერ უკეთეს ხმას იგრძნობ. ბასებიც და საერთო ჟღერადობაც გაცილებით ხარისხიანი იქნება + საუნდ კარტის დრაივერიდან შეგეძლება ცალკე მართვა და სხვადასხვა ეფექტის დადება ხმაზე. ცოდოა ეგეთი სიმძლავრის სისტემა მაზერის ქარხნულ საუნდზე. შენ მაზერს აქვს 5.1 აუდიოს მხარდაჭერა ანუ სამი აუდიო ჯეკი? მარტო მწვანეზე ხო არ გაქ დასმული ბასბოჩკა? სამი შნური უნდა ერთდებოდეს – სტაფილოსფერი, შავი, მწვანე. აგერ ეს დაითრიე თბილისში მაქსიმუმ 60 ლარი დაგიჯდეს ახალი: Creative Sound Blaster Audigy 2 Creative Sound Blaster Audigy 2
  21. მთავარია შენ არ ინერვიულო. ნერვების აშლად არ ღირს როდესაც Software–ის პრობლემა Hardware–ს პრობლემად გეჩვენება როდესაც ეგრე არაა შეიძლება ზოგჯერ ხმა დაეკარგოს საერთოდ და რესტარტის მერეც არ ამოიდგას ხმა. ეგეც პროგრამულია და კონკრეტული პროგრამით გვარდება. ზემოთ პოსტში რაც დაგიწერე დაკვირვებით გაეცანი და გაითვალისწინე კიდევ ერთხელ – პროგრამული ხარვეზია მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება უბრალოდ ცუდი დრაივერი გიყენია. არის ინტერნეტში დაგდებული მოდიფიცირებული გაუმჯობესებული დრაივერები. ასე რომ მოგვარებადია მარტივად შენი სისტემის პრობლემა დამიჯერე .
  22. ჩემი აზრით ვინდოუსია დაზიანებული. მითუმეტეს სუფტა ორიგინალი იმიჯიდან არ აქვს დაყენებული. XP SP3 დააყენე ოღონდ ორიგინალი იმიჯი. თუ არც არაზგონებ და მხოლოდ ვიდეოებს უყურებ, რატო უნდა დამწვარიყო ოპერები?. გირჩევ ამას: XP SP3 June 2011 Thepidatebay.org Btjunkie.org ამ საიტებზე ყველაფერი ნორმალური დევს ერთერთიდან გადმოწერე.
  23. ნაცნობი პრობლემაა მე ვიყიდე პირველად მაგის წინა მოდელი SW-HF5.1 5000. მერე გადავედი SW-HF5.1 6000–ზე. ეგეთი პრობლემა მქონდა ორივეზე. DVD რეჟიმზე გადართვისას ორ–არხიან ფაილებს არ უკრავდა ყველა დინამიკში. AUX (MP3) რეჟიმზე თუ გადავრთავდი 5.1 ანუ ექვს–არხიან ფაილებს კი უკრავდა ყველა დინამიკში მარა ცუდი ხარისხით, რაც ნორმალური და ლოგიკურია – 6 არხს აქცევს 2 არხად რაც ძალიან ცუდია ხშირად მქონია ეგეთი პრობლემა ორივე 5.1 სისტემაზე როგორც ვთქვი, დროდადრო მივხვდი რაშიც იყო საქმე: პრობლემა არის საუნდ კარტის Windows–იდან კონფიგურაციაში რა საუნდ კარტა გიყენია? ვინდოუსში კუთხეში საათთან როა ხმის რეგულირების გილაკი, გახსენი მარჯვენათი და playback Devices–ში შედი (ვისტა/სევენზე ეგრე ჰქვია) და ნახე რო default device–დ ანუ მონიშნულად იყოს შენი საუნდ კარტის დრაივერი რაც გიდგას კომპში. მერე შედი თვითონ მაგაში და შეიძლება არხები უყენია 2.0–ზე 5.1–ის მაგივრად. დააყენე 5.1–ზე და იქვე შეგიძლია Test მისცე და დარწმუნდე რო ყველა დინამიკიდან მოაქვს ხმა. მოკლედ მთავარია: სისტემის ბაზბოჩკაზე დაყენებული გქონდეს DVD რეჟიმი რადგანაც ეგ თავსებადია 2.0 ფაილებზე ანუ mp3, თამაშების უმრავლესობა, კლიპების უმრავლესობა და ასევე 5.1 ფაილებზე – მაღალი ხარისხის ფილმები: HDTV, BD/BDRip, Lossless მუსიკები – .ogg, .Wav, .dts. მე მაგალითად საუნდკარტად მიყენია Creative Sound Blaster Audigy. 24bit/96khz გადასარევი ხმა მოაქვს. DVD რეჟიმზეა ბასბოჩკა, და playback Devices–ში არჩეული მაქვს Sound Blaster Audigy. მანდ თუ არ აირჩევ შენ აუდიო კარტას, ჩათვალე ტყუილად გიდევს კომპში ეგ კარტა რადგანაც მაზერის აუდიო კარტა უზრუნველყოფს ჟღერადობას მაგ დროს, იმიტო რო default–ზე აყენია. რა ფირმის და რა მოდელი საუნდ კარტა გაქვს დაწერე და &#036;#^#(|დები დაგეხმარო. დინამიკების პრობლემა 99%-ით შეგიძლია გამორიცხო :D
  24. http://www.overclockers.ge/index.php?/topic/8065-zotac-gtx-260/ http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=1418619 აარჩიე GTX 260-ს ყიდიან. დაელაპარაკე იქნებ მოთანხმდეთ ფასზე. GTX 260-სა და GT 240-ს შორის არის განსხვავება :spiteful:
  25. ჩემი გახსნილი თემაც ნახე ვაირლეს მოდემებზე. ბევრი მოდემია განხილული გამოგადგება გადახედე .
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.