Jump to content

dante2505

წევრი
  • Posts

    65
  • Joined

  • Last visited

Posts posted by dante2505

  1. George, ეგეთი იაფი რატოა?? :) AH-IPS არის ეგეც, Full HD, 10M:1 დინამიური კონტრასტი, 5მწ რესპონსი, ყველა ღირსება აქვს რაც ზემოთხსენებულ ასუსს და ლგ-ს.

  2. დიდ ფპს-ზე აქვსო არტიფაქტები დინამიურ სცენებში, თუმცა თუ იგრავოი პროცესით ხარ გართული შეიძლება არც ჩანს ეგრე აშკარათ, მაგრამ რომ დააკვირდე უნდა გამოჩნდეს, რა თქმა უნდა შენსაზე თუ არ დაფიქსეს უკვე ეგ დეფექტი რაც იმ სატესტო მოდელს ქონდა აბზორში

    ზუსტად მაგიტო არ უნდა დაეტაკო ტექნიკას, გამოსვლის მეორე დღესვე :))

    მე მელომანი ვარ საკმაოდ მიტაცებს ეგ ამბავი, იმდენად, რომ ჩემი აიფონისთვის ყურსასმენებად Sennheiser HD 598 ვიყიდე ამაზონიდან :)) მაგრამ ესე პირდაპირ ეგეთი მძლავრი მოდელების მიერთება პორტატულ პლეერებზე არ შეიძლება. მაგისთვის არსებობს პორტატული მაძლიერებლები. ხოდა რა მოდელსაც ველოდებოდი თვეობით, როგორც იქნა გამოუშვეს მარტის ბოლოს, მარა მერე წავიკითხე ინტერნეტში, რო პირველ ეტაპზე გამოუშვებენ 20 ცალს ექსკლუზიურად, მერე ნელ-ნელა გაზრდიან, და ნელ-ნელა დაიფიქსება პატარა ხარვეზები. ზუსტად მაგიტო ველოდები კიდე 1-2 თვეს, ფულიც არ მაქვს პრინციპში მაგის, დაახლოებით $130-140 უნდა მაინც და კიდე დეფექტები რო ქონდეს ხო გადამიყვანს ჭკუიდან.

    I-II პარტიების დათრევა არაა რეკომენდებული, მომდევნო ბატჩები უკვე იხვეწება ისე რო ნორმალურია. ელექტრონიკას ეხება ეს რა თქმა უნდა და არა ყველანაირ საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

  3. არა ქარხანაში აქვს დამატებითი კალიბრაცია გაკეთებული და უფრო კარგი ჩვენება აქვს, მაგის ხარჯზე ცოტა მეტი ღირს სხვა უფრო იაფიან მოდელებზე, ვისაც გეიმინგი კიდია მემგონი მართლა LG აღება ჯობია, ისე კი რაზგონზე თუ არტიფაქტები ეტყობა მართლა ეგ ტეხავს მაგარი, გამოდის რომ დეფექტი ქონია როცა რაზგონზე ამუშავებ და ეგრე გინდ ქონია ეგ ფუნქცია და გინდ არა ნორმალურათ თუ აღარ აჩვენებს, ხო ისე ნორმალი რომ აწერია აი მასე უბერავს 330 ლარიანი იაფიანი LG მოდელი იგრებში, მე რის ყიდვასაც ვაპირებ, თამაში შეიძლება რა თქმა უნდა მაგრამ უკვე 500 ლარამდე რომ ღირს გინდა რომ ნორმალური ოვერდრაივიც ქონდეს და არა ეგეთი დეფექტიანი

    100%-იანი ხარ, დასაწყისშიც აღვნიშნე, რო 500 ლარს იმიტო ვიხდი მონიტორში რო დეფექტები პირდაპირ არ გამეჩხიროს თვალებში ყურების დროს :)

    LG-ს მოდელის არტეფაქტებს რაც შეეხება, ერთი რამე დავამუღამე Overclockers.ru-ს ტესტებიდან: რაიმე ასე ვთქვათ ხილვად პრობლემაზე როცა საუბრობენ, აღნიშნავენ რო ეს შეიძლება კონკრეტულად გატესტილი ეგზემპლიარის  დეფექტია და არა ზოგადად მაგ მოდელის. LG-ის შემთხვევაშიც ეგ წერია და შესაძლოა უბრალოდ 2-3 მოდელია ეგეთი დეფექტური, ან ტრანსპორტირების დროს დაზიანდა ან სხვა რამე.

    ყოველ შემთხვევაში როცა მონიტორი 500-მდე ღირს, და თან მატრიცის ამ თაობის მწარმოებელი ზუსტად ეგ ფირმაა, ეგეთი დიდი შეცდომები არ უნდა მოდიოდეს. ფასი გამოდის მაშინ უფრო ძვირი ვიდრე რეალურად უნდა ღირდეს. რათ მინდა ისეთი დახატული ფერები, თუ შედარებით მეტად დინამიურ სცენებში ფლიკერები და სხვა მსგავსი პამეხები დაიწყო. ეგრევე იკარგება მონიტორის ყველა პლიუსი მაგ დროს ჩემი აზრით.

  4. ხო ვიცი ეგ მონიკი, რამდენიმე წლის უკანდელი მოდელია მგონი, ცუდი ჩვენება არ უნდა ქონოდა, თუმცა ეგ მეორე ჯობია, თან რაღაც დიზიანიც არ მომწონს მაგ მონიტორის

    კი დიზაინში ვერ მოვა MX სერიასთან ML. რამოდენიმე წლის მოდელებია და დღეს ნაღდად არ ღირს მაგათი დათრევა ჩემი აზრით.

     

    დამიჯერეთ არც თამაშებშია პრობლემა LG-სთან! ოდნავი ხარვეზი ვერ ვუპოვე, ფილმებისთვისაც იდეალურია. ქარხნული კალიბრაცია საკმაოდ კარგადაა გაკეთებული და ფერების გადმოცემა პირადად ჩემთვის იდეალურია. ზუსტად ასუსსა და ლგ-ს შორის მიწევდა არჩევანი და ვარჩიე ცოტა თანხა დამეზოგა და ასევე ცოტა უკეთესი ფერების მქონე მონიტორი მეყიდა. ვფიქრობ რომ არ შევცდი.

    LG-ც მაგრად მომწონს, დიზაინში ისეთია ეს ორი მოდელი, რომ არჩევანის გაკეთება მიჭირს. ძალიან დახვეწილია ვიდზე ორივე, ორივე უჩარჩოო მოდელია. მონაცემები ტყუპისცალებივით აქვთ.

    ASUS-ს ერთი არ მომწონს რო სპიკერები აქვს, იმიტო რო ფულს ვიხდი იმაში რაც მე არაფერში მჭირდება, სახლში სისტემა მაქვს ფანჯრებს აზანზარებს და 24 Bit / 96 Khz აუდიო კარტა მიყენია კომპში.

    გეიმინგთან ასუსი უფრო ახლოა და ალბათ ამიტომ ავირჩევ ასუსს, თორე LG IPS237L-ც ძალიან მომწონს ნაღდად.

    ქარხნული კალიბრაცია რას ნიშნავს, ანუ მენიუში ჩაშენებულია კალიბრაციის პროცესი, თუ CD დისკზე მოყვება მაგის საინსტალაციო პროგრამა?

    ასუსს არაფერი მაგის მსგავსი არ აქვს?

    George,

    აი ეხლა უკვე მაგ სურათებიდან აზზე მოვედი, რატომაც ღირს ASUS ცოტა ძვირი, ვიდრე LG. გასაგებია ყველაფერი, მთლად იმაში არაა საქმე რო სახელი უფრო დიდი აქვს.

    მე დეტალური დანასტროიკებისკენ ვიხრები კომპის ნებისმიერ ჰარდში და მონიტორშიც თუ შემეძლება რათქმა უნდა კაია. სხვადასხვა ვიზუალს სხვადასხვა კონფიგი უნდა ეს ორი აზრის გარეშეა.

    ჩემი მეგობარი როგორც ვთქვი, გეიმინგით არაა გატაცებული, კომპიც არ აქვს შესაბამისი. მხოლოდ ფილმების ყურება, და 1-2 მუსიკალურ პროგამაში მუშაობისთვის უნდა, იმასაც 19"-იანი აქვს და დიდი widescreen სჭირდება.

  5. George,

    მართალი ხარ, გადავიკითხე გუშინ ნახევრად MX239H-ის რევიუ და ჩემთვის უფრო ეგ მოდელია სასურველი. მატრიცის რაზგონს როგორც მივხვდი Trace Free ჰქვია და ეგეც ვნახე საიდან ხდება.

    ჩემ მეგობარს თამაშები არ აინტერესებს, უფრო ფილმების ყურება ევასება.

    ამიტომ მე მგონი MX239H-ს დავითრევ, იმას კიდე LG237L-ს ვურჩევ.

    გუშინ ალტას პეკინის ფილიაში ვიყავი და ეგ მოდელები არა მაგრამ საკმაოდ მსგავსები ჰქონდათ ASUS-ის და VIEWSONIC-ის, IPS LED-ები და ძალიან კარგებია ორი სიტყვით რო ვთქვათ. განსაკუთრებით მომეწონა ერთერთი ASUS, მემგონი ეს მოდელი იყო ML239H. ჩვენება შედარებით კარგი 23"-ებში მაგას ჰქონდა. თან მანდ BD ვიდეოები არაა გაშვებული მონიტორებზე სადემონსტრაციოდ, ეგ ვკითხე კონსულტანტს და დამიდასტურა მაგანაც.

    ბოლომდე წავიკითხავ ორივეს ტესტებს რო რამე ისეთი არ გამოძვრეს რაც მაგრად არ მინდა, მაგრამ მეეჭვება უკვე ეგეთი რამე იყოს, ძირითადი აზრი ჩამომიყალიბდა რა პლიუსები და მინუსები აქვს მაგ მოდელებს.

  6. Overdrive რა ფუნქციაა საერთოდ? მონიტორის დარაზგონება? :)) თუ ეგრეა, მაშინ როგორ ხდება ეგ პროცესი მაინტერესებს.

    რა მურტალია მონაცემებში რო ვერ ერკვევი ბოლომდე და ისე ყიდულობ ტექნიკას...

    ესეიგი Overdrive აქვს Asus MX239H-საც და LG IPS237L-საც ხო? არამგონია სხვა მოდელებს ისეთი უპირატესობები ჰქონდეს ამათთან, რო თბილისში მაგათ ჩამოსვლას ველოდო. სახლში მე ეხლა სამსუნგი 19" კვადრატი მიდგას და აქამდე როგორ ვუყურებდი წლების მანძილზე, დღეს მაგრად მიკვრის :D

  7. HD ვიდეოებისთვის მინდა კაკრაზ ყველაზე მეტად დიდი და ხარისხიანი მონიტორი.

    BD ფილმები მაგრად მევასება, გარდა მაგისა, HD ფეხბურთის მატჩებიც. თამაშებს რაც შეეხება, ნუ კრაისისი 3 აბსოლიტური შედევრია მარა მე რაში მარგია, როცა GTX 465 მაქვს :)) ეგეთი დონის თამაშები უნდა ითამაშო მაქსიმუმზე, რისი საშუალებაც არ მაქვს. თორე 2 X 680 (690) რო მქონდეს კი ავიღებდი 27"-ს და ცოტა მოშორებით დავჯდებოდი ან ახალ მაგიდაზე დავდებდი კომპს. Xbox-ის ჯოისტიკი მაქვს და მეტწილად უფრო მაგაზე თავსებადი თამაშებით ვერთობი, PES, NFS და ა.შ.

    მონიტორის დატუნინგებაში კი არაფერი მესმის. ნელ-ნელა დავამუღამებ. ერთადერთი კალიბრაცია ვიცი რაცაა და როგორც კეთდება. დანარჩენში ნული ვარ. წავიკითხავ დეტალურად Overclockers.ru-ს ტესტებს და მოვალ აზრზე რას ვყიდულობ :) თორე ისე მიტყდება :D

    ასეა თუ ისე, ხელფასამდე მაინც ვერაფერს ვიყიდი. მანამდე კიდე შევისწავლი ორივე მოდელს, LG-საც და ASUS-საც.

  8. აქ ფორუმზე მერმანა ყიდის სამსუნგის 27-იან მონიტორს, მაგ ფასის შუალედში. მეც ეგეთი მაქვს, ოღონდ A550, მშვენიერი მონაცემები აქვს, თამაშებში და მულტიმედიაში მეტი არც გინდა, თუ გრაფიკაზე არ მუშაობ.

    არა 27" ძალიან დიდი იქნება ჩემთვის, დაახლოებით ნახევარ მეტრში ვზივარ კომპთან, პატარა მაგიდა მაქვს და 27" რო დავდგა მაგიდაზე ხელებს ვერ დავდებ ეგრევე დამაბრმავებს :D

    23-24' მინდა მითუმეტეს თუ Full HD განზომილებაა სჯობს მაგხელა იყოს მონიტორი. 27" მონიტორზე WQHD უკეთესია.

  9. პატარა ზომის ყურსასმენებში, ჩემი აზრით სამი ბრენდია წამყვანი: Panasonic, Sony, Sennheiser.

    ღრმად მწამს, რომ ზენჰაიზერი ნომერ პირველი ბრენდია ხარისხის პონტში ყურსასმენებში.

    მაგრამ 50 ლარის ფარგლებში Sennheiser-ის დათრევა არ ღირს, ამ ფირმას უფრო სოლიდური მსხვილი მოდელებით აქვს სახელი განთქმული.

    პატარა ზომებში კი სონის ვერცერთი შეედრება ჩემი აზრით.

    მე თავად მაქვს ეს მოდელი: http://www.amazon.com/Sony-MDR-E818LP-Fontopia-Headphones-Acoustic/dp/B00005QBUU/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1369070047&sr=8-4&keywords=sony+mdr828%27

    მაგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად საკაიფო ბასი აქვს, მაგრამ შუა სიხშირეებში დაბალი დონეა. ანუ, ბასებს და ზედა სიხშირეებს (სისინს) კარგად გაიგებ, მაგრამ შუა სიხშირეები უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ხარისხიანი ჟღერადობა ვისაც უყვარს, ეგ არ უნდა იყიდოს.

    50 ლარის ფარგლებში ამ მოდელებს გირჩევ:

    1) http://www.amazon.com/Sony-DREX61IP-Premium-Monitor-Earbuds/dp/B005M7AVLO/ref=pd_cp_e_3

    2) http://www.amazon.com/Sony-DREX12iP-BLK-Phone-Headset/dp/B004QOA93E/ref=sr_1_3?s=wireless&ie=UTF8&qid=1369069116&sr=1-3

    3) http://www.amazon.com/Sony-MDREX58V-BLK-Series-Headphones/dp/B004RE3YU8/ref=pd_cp_e_1

    პირველი მოდელი უკეთესია და ეს ფასითაც და მონაცემებითაც ჩანს:

    სიხშირის დიაპაზონი: 5Hz - 23,000Hz შესანიშნავია ერთი სიტყვით. აღწერებშიც შედარებით ხშირად აღნიშნავენ ხარისხიან ხმას, რაც მთავარია რა თქმა უნდა. აქვს Apple-ს პროდუქციის თავსებადობა. აქვს მიკროფონი. მოჰყვება ყურასმენის ბუბლიკების რამოდენიმე სიდიდის წყვილი. მე მაგას გირჩევ რავიცი, ისე მართალი თქვეს აქ ჩემი აზრითაც, ორიგინალი ყურსასმენები ზოგადად არაა კაი ხარისხი, Apple შეიძლება გამონაკლისია, იმიტო რო მეც მაქვს Iphone და ძალიან კარგი ყურსასმენი მოჰყვა, მარა თუ ყიდვა გიწევს, ბევრად უკეთესებიც არის, მთავარია ფული გადაიხადო.

    50 ლარის ფარგლებში ამაზონზე მე მაგ მოდელს - Sony DREEX61IP-ს ავიღებდი.

    • Upvote 2
  10. მონიტორის მატრიცის რაზგონი საერთოდ პირველად მესმის, კომპის ჰარდი რო რაზგონდება ვიცოდი და მეც გამიკეთებია, მარა მონიტორი როგორ რაზგონდება?? :))

    მესმის რო უცხოეთში უკეთესი მოდელებია და ჩვენ ჩამორჩენილები ვართ და ვიქნებით კიდე კაი ხანი.

    აქ რა მოდელებიცაა დღესდღეობით, ეგ ორი დამევასა: ASUS MX239H და LG IPS237L

    უკეთესებს რა დალევს, მარა ჩამოტანას ვერ გავრისკავ, ლაპარაკია 500 ლარზე ან მეტზე, ან ბრაკი ჩამოვა ან არა, შეიძლება მალეც გაფუჭდეს და რა ვუყო მერე?

  11. აი ასუსის აბზორი http://www.overclockers.ru/lab/52985/Esche_odin_bezramochnik_._Obzor_i_testirovanie_monitora_ASUS_MX239H.html

    ეს კიდე 23 ინჩიანი LG http://www.overclockers.ru/lab/51328/Ya_otkalibrovan-2._Obzor_i_testirovanie_monitora_LG_IPS237L.html ფერებით ვითომ LG ჯობიაო, ზავაცკოი კალიბრაცია ქონია თან, თუმცა ორივე AH-ips მატრიცაზეა და დიდი სხვაობა არ უნდა იყოს ფერების დამუშავებაში, ანუ შავი შავი უნდა იყოს და თეთრი თეთრი, ოვერდრაივზეც წერია და ნახე როგორ უბერავს მაგ რეჟიმში, ეგ მნიშვნელოვანი იქნება მაინც ზოგიერთ იგრებში დინამიური სცენები სადაცაა, ინპუტ ლაგი კი ორივეს ცოტა აქვს HDMI-ზე რაც კარგია ონლაინ იგრებისთვის

    დიდი მადლობა გადავხედავ კი არა საფუძვლიანად შევისწავლი ორივეს :))

  12. მაგ ორიდან გეიმინგისთვის მემგონი მაინც ასუსი ჯობია ცოტათი, აბზორებში ეწერა LG-ზე ჩართული ოვერდრაივით არტიფაქტები აქვსო რაზგონზე, ასუსზე კი კარგათ უბერავს ოვერდრაივი როცა ჩართულია, ფერებით ცოტათი LG ჯობს, დიზაინით მემგონი მაინც ასუსი ჯობია მაგრამ ბევრათ არა, ორივე გააჩნია HDMI ვიხოდი, კიდე თუ გიჭირს არჩევანის გაკეთება შემიძლია რუსული აბზორები გოპოვო მაგ ორი მოდელის, ფასშიც არაა დიდი სხვაობა ეგ 30 ლარიანი განსხვავება უფრო დიზაინის გამოა და ასუსზე კიდე რაღაც აუდიო სისტემაა და ეგეც მოუმატებდა ღირებულებას, ნუ ეგ მარტო მაშინ გამოგადგება თუ რამე ბანძი სპიკერები გაქვს, ისე ჯობია გათიშული გქონდეს მაგის 2.0 აუდიო

    ასუსის სპიკერები ნაღდად არ მჭირდება, გენიუსის 5.1 სისტემა მაქვს 200 ვტ-იანი + 24/96 აუდიო კარტა :)

    overclockers.ru-ს რევიუებს გადავხედე, სამწუხაროდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 27" ანუ ამ ორივე ოჯახის უფროს მონიტორებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს. აი ამეებზე ვიძახი:

    http://www.overclockers.ru/lab/52985_5/Esche_odin_bezramochnik_._Obzor_i_testirovanie_monitora_ASUS_MX239H.html#20

    http://www.overclockers.ru/lab/51327_5/Pervoprohodec._Obzor_i_testirovanie_monitora_LG_IPS277L.html#20

    LG IPS277L-ის რევიუ უდევთ უფრო პატარის არა.

    ესეიგი ძირითადი განსხვავება რაც არის ამათ შორის მე ესე გავიგე:

    თუ ქარხნულ კონფიგზე გინდა დატოვება, მაშინ ასუსი სჯობს, მაგრამ თუ მაქსიმალური ეფექტის მიღება გინდა, ანუ ჩალიჩი არ გეზარება და შესაძლოა საათობით ცვლა კონფიგების იმისთვის რო მიიღო ის რაც გინდა, მაშინ LG უკეთესიაო. მაგრამ როგორც დავწერე LG-ის შემთხვევაში ლაპარაკია 27"-იან მოდელზე. 24" მოდელს მემგონი უფრო პატარა პიქსელები აქვს, 0.2652 ზომის (რადგან განზომილება იგივე დარჩა 27"-ში, 1920 X 1080 და გაიზარდა პიქსელის სიდიდე 0.311-მდე).

    შენ თუ ახლოს გაქვს სხვა რუსული რევიუები რაც ზემოთ ახსენე, ჩამიგდე თუ შეგიძლია და ვნახავ დამატებით რამეს.

    ისე ჰგავს მონაცემებში ეს ორი მოდელი, საინტერესოა უკვე რეალურად რომელს რა უპირატესობა აქვს. თეორიით ძნელია გაგება პრაქტიკული განსხვავება მაინტერესებს.

    agapo,

    რჩევისთვის მადლობა მეგობარო, მაგრამ მე IPS (რაც შეიძლება ბოლო ვერსია) LED, თან Full HD მინდა.

    Asus MX239H-სა და LG IPS237L-ს შორის ავარჩევ ალბათ. ასუსი მინდა უფრო როგორც ბრენდი ბევრად მევასება და ალბათ მაგიტომაც :)

    • Upvote 1
  13. http://gigant.ge/ka/16112--asus-55412.html

    http://gigant.ge/ka/17041--099176.html

    თქვენი ნარჩევი ორი მოდელი მომეწონა საბოლოოდ. მონაცემებში არის მცირე განსხვავება. ფასები თითქმის თანაბარია. თქვენ რომელს აიღებდით (გარეგან დიზაინს თუ არ ჩავთვლით)?

  14. საერთოდ LG შეიძლება აბშივკა ქონდეს უფრო დიშოვი, ისე კი იპს მატრიცას კაკრაზ LG უშვებს და ცვეტოპერედაჩის პონტში კარგებია, მატრიცის რაზგონის ფუნქცია კი ორივე მოდელს აქვს

    კი ბაზარი არაა, ზუსტად ვიდითაც არ მევასება LG. ზოგადად სერიოზული ბრენდია რა თქმა უნდა, მარა სახელი მონიტორებში უფრო ასუსს და სამსუნგს აქვს და ეგეცაა რო LG ნაკლებად პოპულარულია.

    24" მონიტორები ასეთი მოდელები ხო არ იცით? უკეთესი იქნებოდა.

     

    მე უფრო ეს მომწონს 

    LG IPS237L-BN IPS LED 23"

     

    აუ კი ტო, დონე ვიდზეა. ერთბაშად ბევრი კაი მოდელი მანახეთ ეხლა თქვენ ცოტა ამებნა არჩევანი :)) ინტერნეტში დავქექავ და ერთერთს დავტოვებ.

  15. l-e-v-a-n,

    გაიხარე მადლობა გარკვევისთვის :)

     

    ეს აიღე http://gigant.ge/ka/16112--asus-55412.html ან ეს  http://gigant.ge/ka/17041--099176.html ესეც არაა ცუდი მაგრამ ცოტა უფრო დიდია, ანუ 24 ინჩიანი http://gigant.ge/ka/17175--lg-24ea53vq-p-238.html ყველა AH-ips-ზეა გაუმჯობესებული ცვეტოპერედაჩით და ენერგომოხმარებით

     

    უკვე მეორე ხარ, ვინც MX239H მირჩია.ყველა პარამეტრი მომწონს მაგის და მგონი ghosting-იც არ აქვს. თამაშეზე და განსაკუთრებით უფრო ფილმებზეც საკაიფო უნდა იყოს წესით. ალბათ მაგას დავითრევ. მონიტორებში და ტელევიზორებში LG რატომღაც არ მევასება. ყველა წამყვან ბრენდთან შედარებით დაბალი ფასი ადევს და ალბათ მაგიტო :D

    ბევრი იძახის რო ასუსი ვერ მოვა მონიტორებში სამსუნგთან. მარა ზოგადად როგორც ბრენდი, მე ასუსი ბევრად უფრო მევასება. თქვენც მეტწილად ასუსი მირჩიეთ, ამიტო მაგას დავითრევ სავარაუდოდ ხელფასზე.

    მადლობთ დახმარებისთვის :)

    ხო რა მაინტერესებს, ეს მაღაზია, GIGANT, რისი ლინკებიც დამიდეთ, ძვირი მაღაზიაა, თუ შემიძლია მანდ ვიყიდო? ჩემთან ერთად ჩემ მეგობარსაც უნდა მონიტორი და ბარემ ვიყიდით ორ ცალს მაქედანვე.

  16. http://www.amazon.com/Asus-VS248H-P-24-Inch-Full-HD-Monitor/dp/B0058UUR6E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1368722769&sr=8-1&keywords=Asus+VS248H

    რავი აქ და სხვაგანაც წერია რომ IPS არის. მარა ბოლომდე მაინც ვერ გადავწყვიტე მაგ მოდელზე, იმიტო რო თუნდაც უმნიშვნელო Ghosting და ეგეთი რაღაცეები ნაღდად არ მინდა. მონიტორში 500 ლარის ან შეიძლება მეტის გადახდას იმიტო არ ვაპირებ, რო ნაკლი პირდაპირ ეკრანზევე შევამჩნიო ჩაბნელებისას. მითუმეტეს მკვეთრად კაშკაშა ეკრანი და ფერების გადარეცხვა.

    24" მინდა უფრო, ჯერერთი ფილმების ყურება მიყვარს მაგრად, თან თამაშებიც მევასება - ფეხბურთი, ავტოსიმულატორები, შუთერები.

    დიდი გამოცდილებაც არ მაქვს, ის ვიცი, რო ან Samsung ან Asus მინდა, მინდა LED, მინდა დაბალი Response time-იანი მოდელი. ანუ ზოგადი ცოდნა მაქვს მხოლოდ, საპასპორტო მონაცემებით ავარჩევ, მარა რეალურად რომელი მოდელი რისი მაქნისია ეს არ ვიცი. Widescreen არასდროს მქონია და ბოლოს და ბოლოს მინდა საშველი დავაყენო და ვიყიდო, და ბარემ ისეთი იყოს რო ერთი 3-4 წელი გამიჩერდეს რა...:)

  17. IPS da 2 MS ?

    ხო, აქვს ასუსს ეგეთი მოდელი: VS248H. მონაცემებში ყველანაირი ღირსება აქვს, მაგრამ უარყოფით თვისებად მიიჩნევენ გადახუნებულ, ძალიან გაღიავებულ ეკრანს, რაც ფერებს ცოტა არარეალურს თვლის. ამას წერენ ინტერნეტში.

    მაგასთან ერთად ვნახე Samsung BX2450, LED-ია (IPS არა), 2 მს responce time. მარა მაგ მოდელზე ზოგან წერენ რო არის low end ანუ დიშოვკა.

    ბევრი მოდელი გადავქექე ინტერნეტში, ყველა Asus-ისა და Samsung-ის. დაახლოებით 4-5 მოდელი.

    ისეთი მოდელი მჭირდება ვნახო, რაც თბილისში იყიდება, იმიტო რო ჩამოტანაში დიდი რისკია მაინც.

    რჩევებს დაველოდები ჯერ და თუ არაფერი გამოჩნდა, ჩემ შერჩეულ მოდელებს დავწერ და ნელ-ნელა გავცხრილოთ :D

  18. გამარჯობათ,

    მჭირდება და მინდა ზოგადად რო შევიძინო 24" მონიტორი, და როგორც ხშირად ხდება ხოლმე :), ამ საიტზე მყოფი გამოცდილი ხალხის რეკომენდაცია დამჭირდა.

     

    ჩემი ძირითადი მოთხოვნებია:

    ეკრანის ზომა: 24" (შესაძლოა 23"-ც)

    IPS LED განათება

    Responce Time: 2 მწ (შესაძლოა 5-ც)

    რეზოლუცია: 1920 X 1080, Full HD

     

    120hz 3D არ მინდა, ბიუჯეტიდან გამომდინარე :))

    როგორც უმრავლესობა, ვიხრები SAMSUNG-ისა და ASUS-ის ბრენდებზე.

    ვიდეო კარტა კარგი მაქვს მაგრამ არც ისეთი რო 27"-იანი პროფესიონალური გრაფიკის მონიტორები აიტანოს. ამიტომაც მინდა მაქსიმუმ 24"-იანი. თან კომპიუტერთან საკმაოდ ახლოს ვზივარ და უფრო დიდი მონიტორის დადგმის აზრს ვერ ვხედავ ჩემ შემთხვევაში.

  19. 120 ჰც-იანი მხოლოდ ტელევიზორები მაქვს ნანახი და ფრიად სასიამოვნოა. მესმის უკვე გეიმინგში რაც იქნება, მარა ყველას არ გვაქვს სამწუხაროდ შესაძლებლობა ამგვარი ფუფუნების :)

  20. 45.5 და პატარა მოგივიდა? 

     

    შენ ფეხბურთის კი არა კალათბურთის ბოტასები გდომებია ძმაო :D

     

    ჩემი ძმაკაცის არის, 45.5 მაგისი ზომაა უბრალოდ პატარა მოუვიდა რატომღაც და ყიდის მაგიტო :)

  21. იყიდება ახალი პლანშეტი 7“ინჩიანი, 2 კამერით, თავისი ტყავის ჩასადებით და კლავიატურით (გამოგზავნილია ამერიკადან) დევს თავის ყუთში და მოყვება ყველა აქსესუარი. აქვს ყველა ფუნქცია რაც აქვთ პლანშეტებს და წერია ბევრი საჭირო აპლიკაციები, უპრობლემოდ ხსნის ყველა აუდიო და ვიდეო ფორმატებს, ოფისებს(WORD, EXCEL, PDF) ასევე 3D თამაშებსაც, პირდაპირი წვდომა აქვს ანდროიდის მარკეტთან და შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი პროგრამა უფასოდ. აქვს მიკრო ჩიპის ჩასადები და შესაძლებელია მეხსიერების 32gb-მდე გაზრდა.

    საკონტაქტო ნომერი: 598162292

    ფასი: 220 ლარი

    იხილეთ ტექნიკური მონაცემები:

    CPU Processor: CORTEX- A13 High Performance GPU 1.5GHz+mali 400
    Operating System: Google android 4.0.4
    Display Technology: 7”inch TFT LCD capacitive touch screen
    Display Resolution: 800 x 480 pixels
    G-sensor +3D
    RAM: 512MB DDR3
    HARD DRIVE: 4GB
    Extended memory: support external TF CARD extend up to 32GB
    CAMERA: 1.3
    LAN: Wi-Fi + 3G
    USB: Mini USB port
    Battery: 2400mAh
    Color: pink (ვარდისფერი)


    2ea07bc64b70.jpg


    ea6a91105700.jpg


    506aed3b34d4.jpg


    e23e29a010c3.jpg

     

  22. იყიდება ნაიკის ფეხბურთის სათამაშო შიპოვკა NIKE T90 Shoot IV Turf

    სულ ახალი, გამოწერილია ამერიკიდან ერთი კვირის უკან და პატარა მომივიდა.


    ზომა: 45.5 (US - 11.5) (UK - 10.5)

    შიპოვკას გვერდით მხარეს აქვს წარწერა - ZLATAN

    საკონტაქტო ნომერი: 555363632

    ფასი: 90 ლარი

    პროდუქტის აღწერა:

    The Nike Total 90 Shoot IV Mens Astro Turf Trainers provide a comfortable fit with off centre lacing, padding to the heel and ankle, and a supportive insole. These Nike turf trainers sport a synthetic instep pass pad for excellent ball control, and are complete with a durable moulded outsole designed to offer superb traction on astro pitches.

    > Mens astro trainers
    > Asymmetrical lacing
    > Shaped ankle
    > Instep pass pads
    > Moulded outsole for astro pitches
    > Nike Swoosh
    > Synthetic Leather upper and sole, Textile inner

    სურათები (პირველი ინტერნეტიდანაა, დანარჩენი ჩემი გადაღებულია):


    a422488da478.jpg

    195d3f91e26e.jpg

    323e968802f0.jpg

    40554a03c089.jpg


    ვიდეო YOUTUBE-დან (ჩემი გადაღებული არაა):

     

  23. თამაშს აპირებ ? თუ კი მაშინ gt 525 სუსტია , კაკ მინიმუმ gt 540m/630m გინდა , მე ჩემი 1430 ად ვიყიდე სადღაც 9 თვის წინ და წესით 1500ად ახლა უკეთესი მოგივა. gt555m/gt640m -ით თუ იშოვი მთლად კარგი (მეეჭვება მარა მაინც). თუ თამაშს არ აპირებ ლეპტოპზე მაგ ფასში gt525m-ით რო ნახე ჯობს თან უფრო დიზაინსაც მიაქცევ ყურადღებას. ფულში გაჭედილი რო ხარ კაი ჰარდით + სასურველი დიზაინით ძნელია შოვნა. გადახედე ამ საიტსაც www.notebookcheck.net

    სპასიბა, რამეს ავარჩევ. საახალწლოდ მინდა დათრევა, იქნებ უკეთესი ვარიანტები გაიჩითოს თბილისის მაღაზიებში მანამდე.

    რა ვქნა ასუსი მინდა რა მაინც. ავიჩემე და ვსიო რა :) ცოტა ძვირები კი აქვს ასუსს სხვებთან შედარებით, მარა თუ გაიჩითა ასეთი კონფიგი, ვიყიდი ალბათ. თამაშებისთვის ვაფშე არ მინდა, მაქსიმუმ საოფისე თამაშები, ისიც 1-2.

    პროგრამირების ენების სწავლისთვის მჭირდება მეტწილად, პლიუს მუსიკა, ფილმები იშვიათად და ეგაა სულ.

    მაგრამ i-5 მინდა უეჭველი რა. დამჭირდება მაგის Turbo Boost.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.