Jump to content

rezo-j

წევრი
  • Posts

    215
  • Joined

  • Last visited

Posts posted by rezo-j

  1. აუ კაუკაზუსი შემოვიდოდეს და მერე ნახე ამათი სეირი, ყველა კლიენტს დაკარგავენ

    20 ლარად თბილისში 5 მგ/წმ გაწვდიან ლოკალ/გლობალს ესენი კი.........................................

  2. მე 19 ლარიანი პაკეტი მაქვს და გლობალიდან მხოლოდ მაქს 250 კბ-წმ მოაქვს, არის რამე შანსი სიჩქარის გაზრდის პაკეტის საფასურის გაზრდის გარეშე?

  3. მე ტელევიზორიც უბრალო მაქვს თან 25 ინჩიანი სონი ვეგა, 42-46 ინჩიან ლედზე ვეღარ გადავბარგი ამ უფულობაში, ისე კარგათ უბერავს მართლა, თავიდან უფრო კარგათ მუშაობდა ისე, ოდნავ გაფუჭდა ზოგიერთი არხების ხარიხსი, ჯმჯ არხებიც არის, ისე კი მე თითქმის ყველაფერს 20 ინჩიან ვაიდსკრინზე ვუყურებ ფილმები და კონცერტები იქნება ბდ-ში თუ სპორტული ტრანსლიაციები HDTV 1080i, 5.1 სპიკერებზეც საკაიფო ხმა აქვს X-FI Xtreme gamer stereo surround-ში, ანუ ტელევიზიასთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს, ამ ეტაპზე ერთადერთი რაც მაწუხებს არის გლობალური სისწრაფე, ცოტაა მაინც HD ვიდეობის გადმოსაწერათ 750კბ.სეკ-ი 49 ლარათ, როცა კავკასუსზე 6400კბ.სეკია უკვე 50 ლარში, სხვა ყველაფერი ნორმალურათ უბერავს ინტერნეტი იქნება თუ ტელევიზია

    +1 გლობალი აქვთ გამოსასწორებელი, თორემ თუ სილქი ან კავკაზუსი შემოვიდა რუსთავში ეგრევე დაკარგავენ კლიენტურას

  4. გამარჯობათ....მე ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს რაც ზემოთ გიწერიათ...მეც უკრაინის სახელით ვარ დარეგისტრირებული მაგრამ დღეს რომ შევედი ექაუნთზე ეს წარწერა დამხვდა წიტელ ფონზე "Your account access is limited" ......და ამას მთხოვენ: Confirm your credit card

    Photo ID

    Credit Card Statement

    Proof of Address

    Update phone numbers

    Provide more information about payments

    Authorize transaction

    თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება იქნებ ამიხსნათ ამას როგორ ავარიდო თავი...ან საერთოდ რამე პრობლემას შემიქმნის საერთოდ? წინასწარ მადლობა :)იმედია დამეხმარებით

    დაგალიმიტეს :( ეგ მაგარი ტეხავს, გთხოვენ იმ მონაცემების დადსტურებას (კომუნალური გადახდის ქვითრის წარდგენას და ასეთი სისულელეები) რათა დადასტურდეს ი მონაცემები რაც ექაუნთის შექმნისას შეყარე, ეგ როგორ გამოასწორო მაგას ვერ გეტყვი, უბრალოდ თუ წარმოუდგენ ამ ყველაფერს რასაც გთხოვენ თორემ სხვა გზა არაა, ან უბრალოდ სხვა ექაუნთი გახსენი, მაგრამ მოგიწევს სხვისი სახელით (შენი სახელით ვეღარ) და სხვის სახელით გახსნილ პლასტიკურ ბარათით

  5. მე პირადად დავითრიე HD რესივერი, დავაშერინგე 36''-ზე და ამის მერე გავარტყი ყველანაირ სილქს, კავკაზუს, მაგტისატს და მითუმეტეს სი-ჯი-სის ტელევიზიას, გირჩევ მეგობარო ნაკლებ ფასში მეტს მიიღებ, მითუმეტეს თუ ტელეც ხელს გიწყობს.

  6. საქართველოს საგადასახადო კოდექსი

    მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

    იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

    დ) ფიზიკური პირის მიერ:

    დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

    მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება

    1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:

    ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;

    მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

    5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:

    ბ1) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

    საქართველოს ფინანსთა მინისტრისბრძანება №290

    2012 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

    თავი IX

    გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

    მუხლი 45. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

    1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით შესაძლებელია გაფორმდეს:

    ი) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

    3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

    ეს ჩემგან, მოკლე კურსი საკანონმდებლო სამყაროდან :) :) :)

    • Upvote 1
  7. პროკრედიტის პლასტიკური გავაკეთებინე, უბრალო არა, სპეციალური რომელიც გერმანიაში დაამზადეს და ამისთვის როგორც მახსოვს 35-40 ლარი გადამახდევინეს, სადღაც 2 კვირა ველოდე სანამ ჩამოვიდოდა, მერე იღებ რომელიმე რეალურ უკრაინულ მისამართს თავის ტელეფონის ნომრით (დაგუგლავ და ათასობით მისამართს იპოვი თუნდაც კიევისას) და რეგისტრირდები paypal-ზე, ფეიფალზე რეგისტრირებისას ბილინგ ადრესში წერ უკრაინულ მისამართს, შიფინგ ადრესში კი შენ ამერეკის მისამართს (მაგალითად რასაც გაძლევს usa2georgia) ამ დროს უპრებლემოდ დარეგისტრირდები, უბრალოდ სტატუსი გექნება ანვერიფილდი, ამითიც შეგიძლია იბეიზე ვაჭრობა, მაგრა უმრავლესი სელერი ვერიფილდს ითხოვს. შემდეგი ნაბიჯი არის შენი სტატუსის ანფერიფილდის ვერიფილდად შეცვლა, ამისათვის თავიდანვე იზრუნე რომ ჩართული გქონდეს ინტერნეტ ბანკინგი და პლასტიკურზე გქონდეს ცოტაოდენი დოლარი (არ მახსოვს სადღაც 5-10 დოლარი, მგონი არც მაგდენი) , როგორც კი დარეგისტრირდები ფაიფალი იწყებს შენს შესწავლას (ისე უნდა ავღნიშნო რომ ფეიფალი არის ერთერთი უდედ-.....სი არსება მაგ ამბავში, თუ დაგიჭირა ტყუილში, ჩათვალე რომ ამ სახელითა და გვარით პეიფალით ვეღარც ივაჭრებ) არ მახსოვს იმავე დღეს ან რამდენიმე დღეში ჩამოგაჭრის რამდენიმე დოლარს და უკან დაგიბრუნებს რამოდენიმე დღეში როგორც კი შენს შესწავლას დაამთავრებს, აი უკან რომ დაგიბრუნებს, შედი შენს ინტერნეტ ბანკინგში და უკან დაბრუნებული თანხის გასწვრივ განმარტებით ნაწილში იქნება 3-4 ციფრიანი კოდი, რომელიც უნდა შეიყვანო შენი ფეიფალის ექაუნთში (შენს სტატუსს რომ დაწკაპავ-ანვერიფილდს იქ გამოგიტანს კოდის ჩაწერის გრაფას, იტოგში მიხვდები) როეორც კი ჩაწერ სტატუსი შეგეცვლება და გახდება ვერიფილდი ამ დროს უკვე ჩათვალე რომ ტანკში ზიხარ :) (ყველაზე მთავარი აქ იმ კოდის მიღებაა). ამის მერე შედიხარ იბეიზე და მთელ ხმაზე ყვირიხარ გამოდით სელერებო უნდა დაგთვალოთო და ასშ....:) :) :) ეს იყო და ეს , პროსტა გაითვალისწინე რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთე 2 წლის წინ და თუ ახლა რამე შეიცვალა მე მომიტევეთ ;) .......

    • Upvote 3
  8. ამათ გადახედე ჯობია:

    http://galaxy.com.ge/details.asp?ItemID=3045&LNG=GEO

    http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=51931

    http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=53378

    http://www.hotspot.ge/tv-32-81cm-ue32eh5000w-fhd-1920x1080-100hz-pip-usb-movie-hdmi-scart-vesa/p20937/

    http://www.hotspot.ge/ue32eh5300w/p24240/

    http://www.freeshop.ge/index.php?page=11&id=4390

  9. რაც ჩამოთვალე არჩევანს სამსუნგის ლედებზე შევაჩერებდი, მაგრამ ერთს გირჩევ, მაქედან არც ერთი არ არის FULL HD, დღეს კიდევ თუ ტელევიზორს ყიდულობ FULL HD უნდა იყოს, ცოტა გაიჭირვე, ცოტაც დაამატე და რომელიმე LED FULL HD იყიდე

  10. 3დ არაა ოღონდ, თუ მაინდამაინც 3დ არ გინდა აიღე მაშინ ეგ, ცუდი არ იქნება ნთლიანობაში მაგრამ იპს მატრიცას ჩამოუვარდება ჩვენებით

    იპს მატრიცით საქართველოში იყიდება 27'' ზომის მონიტორი?

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.