Jump to content

rezo-j

წევრი
  • Posts

    215
  • Joined

  • Last visited

Posts posted by rezo-j

  1. ბრაცი, ტესტზე ჩინური პრემი 112 ხომ არ გამოუყვანიათ? რამე პრემი მინდა ფარმისთვის და ეს ჩინური რაცხა მესიმპატიურება :)

  2. იყიდეთ ხალხო ექაუნთი 

     

     

    არავის გინდათ? :P

     

     

     

     

    თავისი პრემიუმ ტანკებით

    რამდენად და რეები გყავს, დადე სქრინები

  3. კლანში - ვზვოდში ყომარის მუღამი რა არის, დაწერეთ ვინმემ ანა-ბანა მაგისი, ვხვდები რომ სოლო თამაშისგან რადიკალურად განსხვავდება

  4. ეგ შენ ხარ ჩემი ექს-კოლეგა პატივცემულო გლობალ-მოდერო :) :) :)  ისე გიო სიყვარულს ვინ ითხოვს, უბრალოდ მინდა ყველას ესმოდეს იმ შრომის რასაც ჩვენი ბიჭები აკეთებენ 24 საათის , კვირაში 7 დღე, წლის 365 დღის განმავლობაში რომ საქართველოში ათასი სიბინძურის შემოტანას შეუშალონ ხელი :) თუმცაღა ერთი საერთო წესის დადგენა ძალიან ძნელია რომელიც ყველა ვარიანტს მოარგებ, გამოჩნდება ვინმე რომელიც მაინც რამით იქნება უკმაყოფილო, ზოგადად ქართველი კაცის ხასიათია ეგეთი :) ...................... 

  5. რა არ მესმის და რას ვწერ აბა ისეთს? 

     

    ან საბაჟო რა შუაშია საერთოდ? სად ვახსენე საბაჟოს შესახებ რამე ისეთი?  ვაბშე ვერ მივხვდი შენი დაწერილის შინაარს . საბაჟოს საქმეა მსგავსი ამანათების მოძიება და შესაბამისად მოქმედება , კიბატონო ეს ყველამ ვიცით , მაგრამ რა გადამზიდი კომპანიის ტრაკის საქმეა მსგავსი რამეების ჩალიჩი და იმაზე გადამეტებულად ზრუნვა რო ვიღაცამ ბაჟი გადაიხადოს? 

     

    და კიდევ საბაჟოს ინტერესებში თუა სწორად განხორციელდეს პროცედურები , მაშინ ჩემი ტელეფონის ამბავზე რატო ხორციელდებოდა არასწორად?  ვინ აფასებს საერთოდ ამანათებს ან რის საფუძველზე?  ნივთი რომელიც არ მუშაობდა კარგად, ქონდა პრობლემები , იყო გარეგნულადაც ცუდ მდგომარეობაში , შემიფასეს 400 თუ 500 ლარად (არ მახსოვს ზუსტად) , მაშინ როცა 500-600-ები ღირდა იგივე ნივთი მეორად მდგომარეობაში , მაგრამ ახალივით და არაფერი რო არ ჭირდა ისეთი , აქ სადაა მაშინ "სწორად განხორციელებული პროცედურები" ამიხსენი აბა :)

     

     

    და საერთოდაც ვერ ვხვდები , ახლა შენ რის დაცვას ცდილობ? ჩვენ აქ არცერთს არ გვიხსენებია საბაჟო რაიმე ისეთ კონტექსტში , აქ ლაპარაკი იყო მხოლოდ გადამზიდი კომპანიის "ზედმეტ ხელის ფათურში" . ასე რომ შენი პოზიცია სრულიად გაუგებარია 

    1) "პროსტა რა აზრი აქვს მაგათთვის მაგას ვერ ვიგებ რა , ბონუსები აქვთ ბლიად საბაჟოსგან თუ რა პონტია" 

    კიდევ ერთხელ გეუბნები, საბაჟო არ აქეზებს და არავის "ბონუსებს" არ უწერს  იმისთვის რომ რომელიმე საფოსტო გადამზიდავმა არაგასაბაჟებელი ამანათი "იჩალიჩა" და გასაბაჟებელში გაატარა და 2 ლარით მეტი შესძინა ბიუჯეტს!!! " ალბათ ეს აზრი გარკვევით მაქვს დაწერილი: საბაჟო ინტერესში არ არის მანდამაინც დადეკლარირება ამანათის და შესაბამისი ბაჟის გადახდა, საბაჟოს ინტერესია სწორად განხორცილედეს პროცედურები რომელიც ამანათის საზღვრის კვეთას ეხება და დადეკლარირდეს მხოლოდ ის ამანათები რომელთაც ეკუთვნით განბაჟება..............

    2) "რა გადამზიდი კომპანიის ტრაკის საქმეა მსგავსი რამეების ჩალიჩი და იმაზე გადამეტებულად ზრუნვა რო ვიღაცამ ბაჟი გადაიხადოს? "

    აქაც არა მგონია ორაზროვნად მეწეროს რამე: უსა2-ის გადამეტებულად ზრუნვა საბაჟოსგან დამოუკიდებლად  მიმდინარეობს და ეს მისი საქმეა, თუ ამ ყველაფრით კლიენტურას კარგავს ეს მისი სადარდებელია, ეს არის კერძო კომპანია რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ისე როგორც თვითონ თვლის საჭიროდ, თუმცაღა ეს არ უნდა გაცდეს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს თორემ კანონი ყველასთვის კანონია.

    3) "ვინ აფასებს საერთოდ ამანათებს ან რის საფუძველზე?"

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება # 290, მუხლი 46, პუნქტი მე-5:

        "იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ."

         არის შემთხვევები და საკმაოდ ხშირადაც(!!!), როდესაც "განბაჟების" თავიდან აცილების მიზნით, პიროვნების მიერ გაცხადებულია იმაზე ნაკლები ღირებულება ვიდრე სინამდვილეშია, ეს იქნება ინვოისით თუ ზეპირსიტყვიერად (ნუ ამაზე საუბარი საკმადო შორს წაგვიყვანს.....).   აი ამის პრევენციისთვის უკვე საქმეში ერთვება საბაჟო და ზოგადად საგადასახადო სისტემა. ეს შენი "აიფონების თემაც" საკმაოდ აქტუალურია და ჩათვალე ყოველდღიური, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ასეთი მაქინაციებით ფონს გასვლას (ამ შემთხვევაში შენ არ გგულისხმობ, უბრალოდ ზოგადად არსებულ სიტუაციას გეუბნები), ამიტომაც ასეთ შემხვევაში ექსპერტი აფასებს იმ მინიმუმით რაც მას მოქმედი კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, თუმცაღა არ გამოირიცხება ის ფაქტიც რომ გათვალისწინებულ იქნას ის ინვოისი ან ვთქვათ ის ფეიფალის ამონაწერი რომელიც ამანათის მფლობელს აქვს გადახდილი............. 

    4) და საერთოდაც ვერ ვხვდები , ახლა შენ რის დაცვას ცდილობ? ......................................... . ასე რომ შენი პოზიცია სრულიად გაუგებარია 

     

    მე აქ არავის დამცველი არავარ მითუმეტეს უსა2-ის, მე მინდა რომ ის აზრი რომელიც ხალხში ტრიალებს იყოს სწორი და  "შეულამაზებელი".  ვიცი ძალიან ბევრი ხარვეზია რის გამოსწორებაც ყველას ინტერესშია და ჩემი პოზიციაც ჩემო მეგობარო ის არის რომ ყველანაირი ის უარყოფითი რაც ეს კერძო კომპანიები ჩადიან საბოლოო ჯამში ისევ საბაჟომდე დადის და რატომღაც ყველას ვინც რამით უკმაყოფილოა და  ვისაც არ ეზარება მას ლაძღავს და ეს არ არის სწორი, ყველანაირი "ბონუსებზე", "ინტერესებზე" საუბარი უადგილოა და ეს უსა2 წერეთელმა კი არ გვიანდერძა, გაწყეტამდეა სხვა ფოსტები. ასე რომ "დავეძალოთ საშუალოებს" :) ეს ფორუმი იმისთვისაა რომ აზრი ვიკითხოთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, თორემ ვინმეს ძაგებას ყოველთვის მოვასწრებთ, აი ეს არის ძმობილო ჩემი პოზიცია ...... მგონი ახლა ნათლად გავწერე ყველაფერი.
  6. მაშინ მე გეტყვი, საბაჟო ხუთი თითივით ვიცი, იმიტომ რომ 5 წელი ვმუშაობდი მაგ სფეროში. 

    საბაჟოს ინტერესებში შედის საბაჟო კანონის დაცვა და გადასახდელების არგადამხდებელის გამოვლენა კანონით გათვალისწინებული ქმედებთ.

    მსგავსი რამე არასდროს არ მომხდარა რასაც ეგენი ცდილობენ გააკეთონ.

    ბევრი ჩემი ახლობელიც მუშაობს ახლა ამანათებთან დაკავშირებით, მაგრამ ნამდვილად ვიცი არავის არ მოსვლია მსგავსი "გამოძიებების" ჩატარება.

    რატომღაც U2G-ს ინტერესია რომ აჩვენოს ვითომ ყველაზე პატიოსნად მუშაობენ და "ურჩი" გადამხდელები გამოავლინონ.

    შენ შეიძლება ხუთი წელი მუშაობდი მეგობარო ოდეზღაც, მე 7 წელია რაც საბაჟოზე ვარ, ასე რომ ნამდვილად არ მესწავლება საბაჟოს ინტერესებში რა არის, უსა2-ის ინიციატივა საბაჟოსგან დამოუკიდებლად  მიმდინარეობს და ეს მისი საქმეა, თუ ამ ყველაფრით კლიენტურას კარგავს ეს მისი სადარდებელია, თუმცაღა თუ ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი ის რომ რამე სამართალდარღვევის წინაშე აღმოჩნდა იგი ვალდებულია აცნობოს საბაჟოს, რომელიც შესაბამის, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს. და ზოგადად კანონის დაცვა არამარტო საბაჟოს ვალია, ეს ყველას ევალება განურჩევლად იმისა ხარ სახელმწიფოს წარმომადგენელი, კერძო თუ იურიდიული პირი

  7. სტაჟიანი როა იმიტომ გაბლატავდნენ ეგ ბო$ები . ხშირად ხდება მსგავსი გაურკვეველი რაღაცეები მაგათთან :|

     

    მარა მაინც ყველაზე უფრო "მოწესრიგებულია" ეგ კომპანია და მაინც მაგას ვხმარობთ , ეგაა საცოდაობა :D

     

     

    პროსტა რა აზრი აქვს მაგათთვის მაგას ვერ ვიგებ რა , ბონუსები აქვთ ბლიად საბაჟოსგან თუ რა პონტია . აი როგორც პატრულები ასრულებენ ხოლმე დღის გეგმას და ზოგჯერ ტყუილად გაჯარიმებენ , ისეთივე პონტში იქცევიან ეგენიც 

    რაც არ გესმის მეგობარო იმას ნუ წერ, საბაჟო ინტერესში არ არის მანდამაინც დადეკლარირება ამანათის და შესაბამისი ბაჟის გადახდა, საბაჟოს ინტერესია სწორად განხორცილედეს პროცედურები რომელიც ამანათის საზღვრის კვეთას ეხება და დადეკლარირდეს მხოლოდ ის ამანათები რომელთაც ეკუთვნით განბაჟება..............

  8. შენ ოპტიკური 19 ლარიანი გქონდა არა, მგონი დლს-იდან თუ ოპტიკურზე გადადიხარ მაშინ ჭირდება ნამდვილათ ოფისში მისვლა

     

    ოპტიკური 19-დან 49-ზე

  9. კი მისვლა დაგჭირდება, არა აქვს მნიშვნელობა დსლ-იდან ოპტიკურ პაკეტზე გადადიხარ თუ ერთი პაკეტიდან მეორეზე, მაინც მაგათ ოფისში უნდა მიხვიდე და გადაგიფორმებენ კონტრაქტს, შენთან მოსვლა და ეგეთები აღარ იქნება მემგონი საჭირო, იქიდან გადაიყვანენ უკვე ალბათ სხვა სისწრაფეზე, საერთოდ ესეთი სისწრაფეები 10 მარტიდან აქვთ უკვე გაშვებული, უბრალოთ საიტი ეხლა გაანახლეს მარტო და ოფიციალურათ დაადასტურეს უკვე, თორე 10 მარტიდან ხოშიანათ უბერავდა ჩემთან, დაკლებით არა მაგრამ ერთი 10 დღე 100მეგაბიტიც კი იყო გამოშვებული ანუ 12500-ით უბერავდა გამწარებული ტორენტებიდან და მერე დაწიეს 6400-მდე, მაგრამ ეგ არაფერი, 5-6 საათში 130გბ მოაქვს და ეგეთი სისწრაფე დაჟე 4K BD-ზეც კი მეყოფა, ნუ მანდ კი დავიწყებ ალბათ მეც რემუქსების გადმოწერას, საკმაო სხვაობა იქნება ზომაში ალბათ რემუქს და ორიგინალს შორის მაინც, 130GB BD ვგულისხმობ, თუმცა ჯერ რედკათ გამოვლენ ეგეთი ლიცენზიები რახან ძალზე ძვირია 4K 65 ინჩიანი ტელევიზორები და 1% არ ექნება ეგეთი ჯერ, სასწაფოთ დასათრევი მაქვს 23 ინჩიანი FULL-HD ips, თორე 20 ინჩიან ძველ 1680:1050 ძველ სამსუნგზე ტეხავს ბდ ყურება შავი ხაზებით თორე მარტო ეკრანის ზომას ვინ ჩივის

    არ ვიცი ჩემზე გამონაკლისი გააკეთეს თუ არა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს რომ მოსვლის გარეშეც გადაგიყვანთო, რისთვისაც დიდი მადლობა სი-ჯი-სის

    • Upvote 1
  10. რუსულზე პინგი რამდენი გაქვთ საშუალოდ, მე ევროპაზე ვარ და დაახლოებით 80-90 ms უკავია



    ევროპაზე ვინც ხართ დამამატეთ და რავიიცი იქნებ რამეში გამოვადგეთ ერთმანეთს rezoj

  11. ისე როგორ იცით, პაკეტის გასაზრდელად 19-დან 49-ლარამდე, ჩემი მისვლაა იქ საჭირო თუ დარეკვითაც შეიძლება?! წეღან ვურეკავდი საკითხავად და იმდენი ხანი  მალოდინეს ხაზზე რომ ნერვები მომიშალეს და გავთიშე................... 

  12. გერმანულ ხაზზე მირჩიეთ რამე, როგორ გავუყვე, საერთოდ გერმანული ხაზის გაყოლა ღირს რო? ახლა ვარ V ლეველზე, მყავს ორი თითქმის ერთნაირი ტანკი Pz III/IV და Pz. IV. (ან რამ გამაყოლა სულ გერმანიას?!) ვითომ Pz III/IV-ით თუ სწორად მახსოვს უნდა გავიდე E-50 (მედიუმის ვარიანტში), ხოლო Pz. IV-ით E-75-ზე (ჰევის ვარიანტში). სტილი უფრო სნაიპერული-სოლო მეორე ხაზიდან ვიდრე პირველ ხაზზე თავქუდმოგლეჯილი სირბილი, უფრო გამოცდილების რჩევა მჭირდება გერმანული ხაზის განვითარება ღირს საერთოდ? რას მირჩევთ ღირს ორივეს გაყოლა თუ რომლი ტიპს დავანებო და იგივე ვარიანტში სხვა ქვეყანას გავუყვე, მაგალითად ამერკიას?

  13. ამ ტანკზე რას იტყვით, ღირს პირველ პრემიუმ ტანკად ამის შეძენა?

     

     

    Heavy Tank: FCM 50 t

     

    როგორ დაფარმავს ხომ არ იცით?

  14. რას შვრება სი-ჯი-სი ჩალიჩობს რომ ხალხი არ დაკარგოს ? :) ისე ნეტა კავკაზუსი რას შვრება  , ძველში არ გამოყავს ნეტი?

  15. ვინმემ ძმურად ვისაც კარგი ნეტი აქვს ეს დასიდეთ, თორემ ჩემი გლობალის და სი-ჯი-სის გადამკიდე ამას 2 კვირაში გადმოვიწერ 

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2852683

    არადა კარგ ხარისხში ამის ყურების მაგარი მუღამი მაქვს და ფილმიც ძაიან მაგარია

  16. გაეშვა უკვე ჩვენთან კავკასუსის ოპტიკა, საიტზეც წერს უკვე რომ შეიძლება ჩართვა, თუმცა არსად გადასვლას არ ვაპირებ ესე თუ დატოვებენ რა თქმა უნდა სისწრაფეებს, ჩემთან თავიდან ქონდა მარტო პატარა წყვეტები, ეხლა კი ისევ ისე უბერავს როგორც ადრე 750კბ.სეკ-ით რომ მოქონდა, ანუ გათიშვები და ეგეთები საერთოდ არა აქვს

    შეგიძლია 50 ლარიანი პაკეტების შედარება სი-ჯი-სის და კავკაზუს ონლაინის დღევანდელი მდგომარეობით? კბ/სეკ-ში

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.