Jump to content

Ako*G

წევრი
  • Posts

    311
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Ako*G

  1. w8dec.jpg

    კომპანია Gainward-მა გადაწყვიტა გაეხარებინა გეიმერთა გულები და წარმოადგინა GeForce GTX 580-ის ახალი, არარეფერანს მოდელი.

    ახალი ვიდეო-კარტა გამოვიდა "GOOD" მარკით, რომელიც იშიფრება როგორც Gainward Optimized Own Design. პირველი, რაც ამ "მონსტრის" დანახვისთანავე გვხვდება თვალში, ეს არის ახალი გაგრილება - მას ხომ ორი 80 მმ-იანი ფანი უყენია, რომელთა ბრუნვის სიჩქარე PWM -ის მეშვეობით რეგულირდება. მწარმოებლის თქმით, ახალი გაგრილება 32%-ით უფრო ეფექტურია და 6,6 დეციბალით უფრო ჩუმია, ვიდრე რეფერანს-მოდელის გაგრილება.

    14ffd.jpg

    wim6n.jpg

    გაგრილების სისტემის ასეთმა ეფექტურობამ მწარმოებლებს საშუალება მისცა GPU-ს სიხშირე 783 MHz-მდე, ხოლო Memory-ს სიხშირე 2010 MHz-მდე გაეზარდა. ახალ ვიდეო-კარტას, ისევე როგორც რეფერანს-მოდელს, აქვს 1,5GB (1536MB) სიდიდის GDDR5 მეხსიერება, 384 ბიტიანი სალტით.

    y758t.jpg

    9tahz.jpg

    შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 580-ის რეფერანსული სიხშირეები ასეთია:

    GPU clock(MHz) - 772

    Memory clock (MHz) - 2004

    მას უკანა მხარეს გამოტანილი აქვს ორი Dual-link DVI-I, ერთი DisplayPort და ერთი HDMI პორტები.

    uqw8o.jpg

    q8iff.jpg

    სამწუხაროდ, ფასი და გაყიდვაში ჩაშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

    • Upvote 5
  2. ხო კარგი ლევან კარგი :) წავლენ ხავი და ინიესტა :D ფაბრეგასს არავინ გაძლევთ და ერთი ჩვეულებრივი გუნდი გახდება ბარსა :) დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები :)

    http://barcamania.ge/index.php?newsid=5285

    :ugly_wink: :chojinfc:

  3. ზუსტად ამაზე იყო "მაი ნიუს" წინა ფორუმზე ოღონდ :chojinfc:

    ლოლ :xelitavi:

    არადა ტექპაუერაპზე და კიდევ ორ საიტზეც გუშინ და დღეს დადეს და :cheti:

  4. კომპანია Mushkin-მა თავის ოპ. მეხსიერების სერიას, Radioactive-ს ახალი კიტები შემატა, რომლებიც ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულებზეა გათვლილი. კიტებში შედის DDR3-1600 მეხსიერების მოდულები CL7 ლატენტურობით(დაგვიანებით). ისინი განკუთვნილნი იქნებიან Intel LGA 1366 და LGA 1156 სოკეტებზე.

    nppm4.jpg

    კიტების მონაცემები ასეთია:

    996974 — 4 GB (2 x 2 GB), PC3-12800, 7-9-7-24, 1,65 V;

    998974 — 6 GB (3 x 2 GB), PC3-12800, 7-9-7-24, 1,65 V.

    კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 996974-ის ფასი 67,49 დოლარი იქნება, ხოლო 998974-ისა კი 101,49 დოლარი.

    • Upvote 4
  5. ui9ft.jpg

    კომპანია AeroCool-მა დაანანონსა ახალი Mid-Tower კეისი Vs-4, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. კორპუსი დამზადებულია 0,5 მმ სისქის SGCC ფოლადისაგან და როგორც გარედან, ისე შიგნიდან, გაფორმებულია შავ ფერში.

    hkcfb.jpg

    AeroCool Vs-4 აქვს ოთხი 5,25 დიუმიანი და ხუთი 3.5 დიუმიანი სლოტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დასჭირდება ბევრი მყარი დისკი კეისში, დეველოპერებმა მათი საუკეთესო განლაგებისათვის და შნურების უკეთესი ორგანიზებისათვის გაითვალისწინეს დამატებითი „კალათის“ დამონტაჟების შესაძლებლობა.

    o3rqx.jpg

    AeroCool Vs-4 -ზე შესაძლებელია ოთხი ფანის დაყენება და ოთხივე მათგანი 120 მმ-იანია.

    ორი ფანის დამონტაჟება შეიძლება გვერდზე (ოპციური), ერთის - წინა მხრიდან(ოპციური) და ერთიც უკანა მხარეს(კომპლექტში).

    მწარმოებლის თქმით, კარგ გაგრილებას ასევე ხელს შეუწყობს კვების ბლოკი, რომელიც კეისის ძირზე ყენდება. კეისში შეიძლება ჩავდგათ 290 მმ სიგრძის ვიდეო-კარტა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვხსნით ზემოთ ნახსენებ, მყარი დისკებისათვის გათვალისწინებულ დამატებით „კალათას“, მაშინ შესაძლებელი გახდება 430 მმ-იანი ვიდეო-კარტის ჩადგმა. უკანა პანელზე გათვალისწინებულია წყლის გაგრილების გამოსასვლელები.

    კეისის წინა პანელზე გამოტანილია ორი USB 2.0 პორტი და ორი 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონისა და ყურსასმენებისათვის.

    AeroCool Vs-4 გაყიდვაში მალე ჩაეშვება და მისი საორიენტაციო ფასი 57 დოლარი იქნება.

    • Upvote 5
  6. გავმაზე ეგ მატჩი არც ვიცოდი თუ იყო თან ლაივში სპორტ HD-ზეც არ გაუშვიათ, ხვალ იქნებაო გამეორება 15.00-ზე მაგ კანალზე და საღამოსთვის იქნება უკვე დადებული ტრეკერებზე და გადმოვწერ აუცილებლათ HD-ში, ისე არ მაწყობს, მთავრდებოდა უკვე რომ გავიგე რომ გადიოდა რუსთავი ორზე და აღარ მიყურებია, მაგენი აჩვენებენ აწი პრემიელ ლიგას თუ მარტო 1 მატჩი იყიდეს, მზეს არ უნდა დაეწყო ტრანსლიაციები 15 იანვრიდან ვითომ, დაჟე ბუნდეს ლიგაც გვექნებაო

    იანვარში საფეხბურთო არხი დაიწყებს მუშაობასო და იანვრის ბოლოს მეორე არხი გაიჩითება კიდევ რომელიც ყველა სპორტს შეეხებაო(ჩოგბურთი, კალათბურთი და ა.შ), ობოლაძემ თქვა :spiteful:

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.