Jump to content

Blue_Origin

წევრი
  • Posts

    116
  • Joined

Posts posted by Blue_Origin

  1. ჰაერივით საჭიროებაც გაზვიადებულია და 0.1 პროცენტიც :D კაი იქნება 3G გადააშენონ და 4-ს მოხმარდეს გამოთავისუფლებული რესურსი. ტელეფონზე არა მგონია ვინმემ გააპროტესტოს, 3G only სმარტები რამდენი იქნება შემორჩენილი?! თუ არ ვცდები სალარო აპარატები, ფეიბოქსები და მსგავსი ჯაბახანა ტექნიკა მუშაობს 2G/3G-ზე და მაგიტო არ ეხებიან ჯერ.

  2. On 6/27/2023 at 9:23 PM, L'one said:

    ჰაერივით საჭიროა არადა, თუმცა ისეთივე ხარისხი თუ უნდა ქონდეს როგორც 4ჯს აქვს საქართველოში, მაშინ ნუ დააყენებენ რა აზრი აქვს

    სადაც agregation ხდება (4G+ რო აწერს ხოლმე) კაი სიჩქარე აქვს მარა თბილისშიც კი იშვიათია 100მბ/წამი და უფრო ზემოთ მოგცეს. რეგიონებში საშუალოდ 30მბ/წმ თუ გაქვს მადლობელი უნდა იყო.

    ისე სადაც ოპტიკა არ არის მობილურის ჰოთსპოტზე ბლომად ხალხი ზის, ფასით და სიჩქარით ბევრად ჯობია ბარეორ ხიხო პროვაიდერს (აღარ დავასახელებ), პირდაპირი გაგებით ოთუზ ბირს რომ იხდი და 10მბ/წამს ვერ გაწოდებენ სტაბილურად. სოფელში მეც გავაუქმე, რამდენჯერაც ხეები აშრიალდებოდა წყვეტები ჰქონდა :D

    ხარჯიანი საქმეა საქართველოში ქსელის გამართვა.

    georgia-view-from-the-sky.jpg

  3. 19 hours ago, G1ORG1 said:

    ზანგი ბალღი რატომ ყავს ეგ ვერ გავიგე ჯერ

    ლათინოსს გავს მაგრამ ვისი ვისაშია მეც ვერ გავიგე :D

    25-ში მეორე ნაწილი გამოვაო

    Diesel officially announced the release date of Fast X Part 2 on June 12, sharing a photo of himself with Fast X's main antagonist, Momoa -- who plays...

  4. 5 hours ago, George said:

    19045 ბილდში გაუძლიერებიათ user acсount control-ი UAC, ანუ ეხლა ბლოკავს ყველა ლევი პროგრამებს სულ ქვემოთაც რომ დაწიო სეთინგებში

    ბარემ პაროლის შეყვანაც მოითხოვოს ლინუქსივით :facepalm:

  5. პროვაიდერებს არც 4G უნდოდათ, იმდენი იწუწუნეს. ახლაც იგივე ხდება, ათას მიზეზს მოიგონებენ რომ ფული არ დახარჯონ. ისედაც კუს ნაბიჯებით კეთდება ყველაფერი. მაგათ ცოტა თუ არ წაუთაქე თავში 5 წელს მარტო ფიქრში დახარჯავენ :D

    1 hour ago, david_888 said:

    მოსახლების 99%-ს არაფერში სჭირდება, მათ შორის მეც

    ახლა მეც არ მჭირდება მაგრამ მოვა მაგის დროც. 

    ძაან არ უნდა ჩამოვრჩეთ სამყაროს. ხალხი მარსზე რომ წავა საგულაოდ ჩვენ ამ დროს თოხი არ უნდა გვეჭიროს ხელში :D

  6. მთლად შეუძლებელიც არ მგონია, სახელმწიფოსგანაც თუ იქნება სუბსიდიები. (დღგ მაინც გააუქმონ შემოტანილ ტექნიკაზე) ანძები კი აქვთ და აპარატურის ყიდვა და მონტაჟია საქმე + პროგრამული უზრუნველყობა. 

    გარდაუვალია, რამდენიმე წელიწადში მაინც მოუწევთ და დაიწყონ ბარემ ნელ-ნელა.

  7. 1 hour ago, david_888 said:

    არარენტაბელურია ჯერჯერობით

    ეგრეა.

    სავარაუდოდ ორგანიზაციებისთვის იქნება, ჩვეულებრივ მოკვდავებს ჯერ არ გვაღირსებენ.

  8. On 11/30/2022 at 8:45 PM, L'one said:

    ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ???

    დადის მოარული ხმები წლის ბოლოს იქნებაო. ლიცენზიები მგონი გაცემულია უკვე.

  9. 10 hours ago, user24 said:

    pixel 6a

    კაია ოღონდ თუ გინდა ჭკუიდან არ გადაგიყვანოს, პაჭა-პუჭა აფდეითები არ უნდა გადმოაწერინო არასდროს. სულ რაღაც უბედურება ემართება ხოლმე.

    • Like 1
  10. რამდენჯერ გამიკეთებია გუგლის ექაუნთი რაღაც უაზრო საიტზე დასარეგისტრირებლად და მეორედ აღარც შევსულვარ ზედ. ამნაირებს თუ წაშლიან არ დაიქცევა ქვეყანა. ოღონდ იგივეს თავიდან შექმნა და მითვისება არ უნდა იყოს შესაძლებელი.

    რავი 2 წელი კაი დროა მგონი. ერთხელ მაინც თუ არ გაგახსენდა ე.ი. აღარ გჭირდება.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.