Jump to content

OgaiB

გლობალ-მოდერი
  • Posts

    5125
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    18

Everything posted by OgaiB

  1. ჩემი და არა მარტო ჩემი "ლიუბიმჩიკი" მწარმოებლები, რომლებიც უკვე პენსიაში არიან სამწუხაროდ. Abit AN9 32X
  2. და DFI-ის ინჟინრული გენიის შედევრი: LanParty UT 790FXB-M3eH7 რომელიც სამწუხაროდ სერიულ წარმოებაში არ ჩაშვებულა, რამდენიმე ათეული ცალი დაურიგდათ ენთუზიასტებს და დაიდო მაშინ რამდენიმე მსოფლიო რეკორდი
  3. LANPARTY UT 790FX-M2R ერთ-ერთი პირველი ციფრულფაზიანი მაზერი
  4. ეჰ, სად იყვნენ სხვა მწარმოებლები, როდესაც DFI-ს სრულიად "სოლიდ კაპ" მაზერები ჰქონდა ჯერ კიდევ 939 სოკეტზე დავწერ რამ მაზერიც არის, თორემ ახალგაზდები დაიბნევიან LANPARTY UT NF4 SLI-DR Venus გაგრძელება იქნება...
  5. ეგ უკვე აქ: http://www.overclockers.ge/index.php?/forum/37-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ გახსენი თემა და მანდ გავაგრძელოთ, ეს თემა რომ არ გაოფდეს.
  6. ეგ "პასტა" თითქმის აღარ "იშოვება", ვანოს ჰქონდა ბოლოს გასაყიდად და კიდევ აქვს თუ არა, არ ვიცი. +ები: დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო თერმოინტერფეისი. სხვა + მემგონი არ არის საჭირო -ები: ცოტა რთული წასასმელია და უფრო რთული მოსაშორებელი. ალუმინისძირიან "ქულერებთან" გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ამ ინტერფეისს ისეთი ფასი ჰქონდა, მუგენზე და ულტრაზე თუ გამოიყენებდა იმ დროს მყიდველი. ასევე შეიძლება პროცესორის "ზედაპირიდან" მოშორების დროს წაიშალოს ნაწერები და შემდეგ პროცესორის გაყიდვის შემთხვევაში პრენტენზიულმა მყიდველმა "იბუინოს" :)
  7. ნამდვილად როცა თემები გადმოგვქონდა მოდერებს, თავისთავად ახალ ფორუმში შექმნის თარიღი ეწერებოდა და არა აქტუალური, როგორიც იყო ძველ ფორუმზე. წლევანდელი შედეგი ეს არის:
  8. 2 წელზე მეტი ხნის წინანდელი თემაა მაშინ აზოტის გემო არ ვიცოდით :D
  9. avtori: neiron AMD-მ წარმოადგინა პროცესორი AMD Opteron 6100 Series,კოდური სახელწოდებით Magny-Cours. დაანონსებული იქნა 8 და 12 ბირთვიანი x86 თავსებადი ჩიპები 1ან 4 პროცესორიანი სისტემისათვის. ფორუმზე Xtremesystems.org beaker7 -მა გატესტა 48 ბირთვიანი სისტემა, 12 ბირთვიანი AMD Opteron 6174 ტესტირების შედეგები Cinebench 11.5: ბირთვი 32-ია მითითებული,მაგრამ ექსპერიმენტატორის განცხადებით იგი 48 იყო. ამ ტესტში Core i7-930-მა 4 გჰც-ზე დარაზგონებულმა ,Hyper-Threading ტექნოლოგიის ჩართვით 6,53 ქულა აიღო. 4გჰც სიხშირეზე Phenom II X6 1090T-მ 7,1 ქულა აიღო,Core i7 980X-მა კი – 8,42ქულა.
  10. avtori: neiron ამ და მომდევნო კვარტალში დაგეგმილია ანონსი დიდ რაოდენობა ჩიპებზე Athlon II X2,რამოდენიმე მოდელი Phenom II და Sempron... 2 APU Zacate გამოჩნდება ამ წლის ბოლოს,1 ბირთვიან ვერსიას ენერგომოხმარება 18 ვატი ექნება,2 ბირთვიანს კი 25ვატი,მათ ექნებათ DirectX 11-ის და ოპერატიული მეხსიერების DDR3-ის მხარდაჭერა. ბაფასოებული იქნებიან სხეულში BGA,გათვლილი იქნება პლანშეტებში და ნეტბუკეში გამოსაყენბებლად. მესამე კვარტალის შუა რიცხვებში წარმოდგენილი იქნება 6 ბირთვიანი მოდელი Phenom II X6 1045T, 2,7მგც-ზე მომუშავე,ტურბო რეჯიმში კი 3,2მგც. 45ნმ ბირთვი Thuban აღჭურვილი აპ პროცესორს მიანიჭებს 6მბ კეშ მახსოვრობას L3 დონეზე და DDR3-1333მჰც-ის მხარდაჭერას. აგრეთვე Sempron 150 2,9მგც-ზე მომუშავე,Sempron 140 2,7მგც-ზე მომუშავე. თბოგამოყოფა კი-45 ვატი
  11. avtori: jambo ინტერნეტში გამოჩნდა დამატებითი ინფორმაცია AMD Fusion-ზე - პროცესორის ახალ არქიტექტურაზე, რომელიც მუშავდება კომპანია AMD-ს მიერ 2006 წლიდან. მის მიზანს წარმოადგენს გრაფიკული და ცენტრალური პროცესორის ერთ კრისტალში გაერთიანება. მოსალოდნელია, რომ AMD Fusion-ის გამოშვება 2011 წელს იგეგმება, მაშინ როდესაც 32NM-იანი ტექნოპროცესორები იქნება მზად. როგორც იუწყებიან, კოდური დასახელება მობილური Fusion-ის იქნება - Llano, მისი ცენტრალური პროცესორი ორ ან ოთხ ბირთვიანი იქნება , რომელიც დამზადებული იქნება Bulldozer არქიტექტურაზე. Llano-ს გრაფიკული "ნაწილს" ექნება DX11-ის მხარდაჭერა და დაფუძნებული იქნება ჩიპ Evergreen-ის მობილურ ვერსიაზე(მასიური GPU კოდური დასახელებით Park) Llano-ში GPU და CPU განხორციელებული იქნება ერთ კრისტალზე, რომელიც დამზადებული იქნება 32NM ტექნოლოგიაზე. AMD ასეთ გადაწყვეტილებას უწოდებს APU(Accelerated Processing Unit)-ს. მოსალოდნელია, რომ TDP მაჩვენებელი იქნება 20-დან 55 ვატამდე. ასევე მოსალოდნელია, რომ ნოუთბუქები ამ პლატფორმაზე გამოვა 2011 წლისათვის.
  12. avtori: bero დღეს ინტერნეტში გავრცელდა ASUS-ის მომავალი ფლაგმანის ,-ასევე მომავალ 890FX მიკროსქემაზე დაფუძნებული-, Crosshair IV Extreme-ის ფოტოები. ერთი შეხედვით იგი საკმაოდ მიმზიდველია და შეუძლია ოვერქლოქერის გული ადვილად დაიპყროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მწარმოებლის პირველი დედა დაფაა, რომელსაც Lucid-ის Hydra ჩიპი ექნება, ასე რომ მითი Nvidia-ს და ATI-ს ვიდეო დაფების ASUS დედა დაფებზე გაერთიანებისა გაცოცხლდა. როგორც აღინიშნა სიახლე დაფუძნებულია AMD-ს 890FX Chipset-ზე, SB850 სამხრეთ ხიდითურთ, ეს უკანასკნელი კი დედადაფას SATA 6Gbps-ით უზრუნველყოფს, ხოლო NEC კონტროლერის საშუალებით პროდუქტი USB 3.0-თან იქნება თავსებადი. სხვა მხრივ სპეციფიკაციებში ჩვენ ვხვდებით ცხრა SATA პორტს, ხუთ PCI-Express x16, ერთ PCI და ოთხ DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტს. როგორც ყველა ASUS' ROG ბრენდის დედა დაფას Crosshair IV Extreme-შიც ვიხილავთ სხვადასხვა სახის ფუნქციებს, მაგ. ჩვენ უნდა ველოდოთ ორმაგ BIOS-ის ოპციას, ასევე ROG Connect და RC Bluetooth-ს და ა.შ. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მომხმარებელს შეეძლება სასურველი PCI-Express x16 სალტეს ჩართვა/გამორთვა. ASUS Crosshair IV Extreme: მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ სხვა დეტალურ მახასიათებლებს პროდუქტთან დაკავშირებით, პრევიუსთვის კი არსებულიც საკმარისია. წყარო: Fudzilla.com
  13. avtori: Hannibal პირველად საქართველოში, ჩვეულებრივმა "რაზგონმა" გადაინაცვლა ექსტრემალურ რაზგონში გუშინ 2008 წლის 2 ნოემბერს, overclockers.ge-ს გუნდმა პირველად საქართველოში განახორციელა Extreme Sub Zero Overclocking-ი, რომელიც შესაძლებელი გახდა მშრალი ყინულის და აცეტონის საშუალებით, ამ ორი ნივთიერების შერევა გვაძლევს გამაოგნებელ -78 გრადუსს, ასეთ დაბალ ტემპერატურასთან კი არც თუ ისე ადვილია მუშაობა. იმის გამო რო მშრალი ყინული ასეთი ცივია ეს tube-ის (ალუმინისგან გამოჩარხული ტრუბა, რომელიც ედება პროცესორს და შიგნით იყრება ყინული) გარშემო ყინავს ყველაფერს, არის შანსი კონდენსატის პლატაზე მოხვედრის და მისი დაწვის. ამის აღსაკვეთად არსებობს რამოდენიმე ხერხი, ჩვენ გამოვიყენეთ თურქების მოგონილი ჭ#$%ტვადი საშლელის მეთოდი რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, არ ტოვებს კვალს დედაპლატაზე და უსაფრთხოა. საშლელის გარდა არსებობს ათასი წვრილმანი რომელიც გასათვალისწინებელი იყო, ამის შესასწავლად საკმაო ხანი ვიღებდით რჩევებს ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან Xtremesystems-იდან, როდესაც ჩავთვალეთ რომ უკვე საკმაო ცოდნა გვაქ რათა უსაფრთხოდ ჩაგვეტარებინა აჩქარება, დავნიშნეთ დღე, საათი და დავიწყეთ ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ტესტირება გრძელდებოდა მთელი 6 საათის განმავლობაში, თავიდან როგორც ყოველთვის წარმოიშვა უამრავი პრობლემა, მაგრამ დანებებას არცერთი არ ვაპირებდით. როგორც იქნა გამოვნახეთ ისეთი "მაზერი" რომელიც არც თუ ისე ძველია და არც ისე ძვირი, ძვირიანი იმიტომ არ გვინდოდა რომ ჩვენი გამოუცდელობის გამო დიდი შანსი იყო მისი დაწვის. ავაწყეთ სისტემა, დავაყენეთ ვინდოუსი და შევამოწმეთ ჰარდი. ამის მერე კი უკვე დავიწყე პლატის ინსულაცია, საშლელით დავფარე პროცესორის გარშემო ყველა ის დეტალი დედაპლატაზე, რასაც შეეძლო წყლის მოხვედრის შემთხვევაში, მოკლე ჩართვის გამოწვევა და დედაპლატის დაწვა. როდესაც დავრწმუნდით რომ პლატა საიმედოთაა დაფარული საშლელით, ერთიანი ძალებით შევუდექით Tube-ის ინსტალაციას. მისი პლატაზე დაყენება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისი სიდიდის გამო. საერთოდ Tube-ს გაცილებით უფრო პატარებს აკეთებენ, რათა ადვილი იყოს ბოლტებით პლატაზე Tube-ის დამაგრება, მაგრამ ქართველები მოგეხსენებათ ამბიციური ხალხი ვართ და მეც ნორმაზე დიდი გამოვაჩარხინე, რის გამოც მომიწია თითონ ალუმინის გახვრეტა 4 ადგილას სადაც შურუპები დამაგრდებოდა. როგორც იქნა ყველაფერი თავის ადგილზე დავამაგრეთ, დავამოკლეთ Power on-ი და სისტემა ჩაირთო, ტემპერატურას ბიოსიდან ვაკვირდებოდით, სანამ მშრალ ყინულს ჩავყრიდით და აცეტონს დავამატებდით, პროცესორის ტემპერატურა იყო 40 გრადუსის ფარგლებში, მშრალი ყინულის რამოდენიმე ნატეხის ჩაყრის შემდეგ ტემპერატურა არ შეცვლილა, რამაც ცოტახნით ჩაგვაფიქრა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა აცეტონი, მისი ჩასხმისთანავე აშკარად შეეტყო პროცესორის ტემპერატურას კლება. პროცესორის ტემპერატურა, სულ რაღაც 1 წუთში +40 გრადუსიდან დაეშვა -47 გრადუსზე. ამ ტემპერატურაზე პროცესორმა დაახლოებით 2 საატი იმუშავა სანამ ჩვენ ვცდილობდით მის დარაზგონებას საქართველოს რეკორდამდე. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოგვივიდა მარტივი მიზეზის გამო, დედაპლატას Vcore ეწეოდა მხოლოდ 1.6-ამდე რაც Celeron D347-ს მხოლოდ 4.6-ამდე რაზგონზე ეყო. თუმცა ჩვენი მიზანი არც იყო საქართველოს რეკორდის მოხსნა, მიზანი იყო საქართველოში პირველი ნაბიჯი გადაგვედგა Extreme overclock-ში და მიგვეღო ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, რაც ჩემი აზრით მიღწეულია, ყინული გადნა და დედაპლატაც უვნებლად დაუბრუნდა პატრონს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში იგეგმება საქართველოს რეკორდების მოხსნა, კიდე უფრო შორეულ მომავალში კი მსოფლიო რეიტინგში ღირსეული ადგილების დაკავება. ტესტირებაში მონაწილეობას იღებდნენ Overclockers.ge Team & allmark Team-ი იდეის და სტატიის ავტორი: დავით დვალი დანარჩენი სურათები: ვიდეოსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ესეც ვიდეო: http://www.myvideo.ge/?video_id=305571 კარგი ხარისხით: http://www.link.ge/file/139085/Dry-Ice.wmv.html კომენტარები გაკეთებულია ამ თემაში: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=6315
  14. დიდი ხანია რაც მინდოდა რამე ექსტრემალურისთვის მიმეღწია. როგორც მსოფლიო რეიტინგიდან ჩანს ყველაზე ოვერქლოქერული მაზერი Asus Commado არის და პროცესორი ინტელის Cedar Mill პროცესორები, განსაკუთრებით Celeron D347. გადავწყვტე ამ ორი კომპონეტის შეძენა, ოპერატიულები კი მქონდა. მთლად ექსტრემალურისთვის აზოტი ძვირი იყო ჩემი ჯიბისთვის თან მერე ვერ გამოვიყენებდი, ასევე კარგი წყალიც შედარებით ძვირია და ახლანდელ კეისში და ჩემს კომპიტერულ ავეჯში ვერ გამოვიყენებდი მომავალში, ამიტომ შევჩერდი თერმალრაითის ულტრა 120 იქსტრიმზე, თან ნოქტუას 2 ცალი P12-ც უკვე მქონდა. კიევში ყოფნისას ვისაც კი პრაისში ჰქონდა კომანდო, ყველას დავურეკე, მაგრამ არავის არ ჰქონდა რეალურად იმ პერიოდში ნიუეგზე იყო 200$-ად მაგრამ ძვირი გამომდიოდა ჩამოტანა და ცოტა დამიცხრა ვნებათაღელვა. ეს აზრი მაინც მიტრიალებდა, მაგრამ არ ჩანდა კომანდო იაფად. ინტელის ჩიპსეტზე SLI-ის გაკეთებით დაინტერესებამ, მიმაგნებინა იქსტრიმსისტემზე Big_Sam-ის მოდიფიცირებული დრაივერებისთვის. შევხედე რა მაზერებზე მიდიოდა და ეს Abit AW9D-MAX ძალიან მომეწონა და ვკითხე რუდოლფს, ხომ არ უცდია თავის მაზერზე SLI-ს გაკეთება და ისეთი პასუხი მივიღე, რომ გადავწყვიტე რაც არ უნდა დამჯდომოდა, ზომიერების ფარგლებში , დამემტკიცებინა რომ SLI მუშაობს Abit AW9D-MAX-ზე.ეს მაზერიც თავის ასაკის გამო საკმაოდ დეფიციტი აღმოჩნდა. მაზერბოარდპრო-ზე იყო, მაგრამ 217$ ღირდა, რაც ძალიან ძვირი მეჩვენა. ცოტაოდენი ძებნის შემდეგ ერთ უცნობ საიტზე მივაგენი ამ მაზერს 100$-ად, მაგრამ ქართულ ბარათებს არც ის იღებდა. ამიტომ დავუკავშირდი "ბარამს" და შევუკვეთე ამ მაზერის ყიდვა. 110$ ღირდა მათ ოფისამდე მიტანით + 20% მათი მომსახურება და + ტრანსპორტირება საქართველომდე, საერთო ჯამში 240 ლარი შეადგინა. ამაზე უკვე ვიყავი წამსვლელი და შევუკვეთე. მაგრამ შარო საიდან მოდიხარო, ვერაფრით ვერ ყიდულობდა, საიტი გაუმართავივით იყო. რამე "ფეიკი" არ იყოს-თქო და სხვა, ცნობილ საიტზე Abit IP35Pro XE შევუკვეთე. ვითომ უკვე ეს იყო ნაყიდი და აქ ფორუმზე ვიკითხე Celeron D347-ის და P35 ჩიპსეტის თავსებადობაზე. თუ არა და P4 641 ავიღებდი, ორივე იყო იმ დროს იუნიტექში. ბოლოს კი აღმოჩნდა რომ "ბარამმა" შეძლო Abit AW9D-MAX-ის ყიდვა თერმალრაითი ულტრა 120 იქსტრიმიც შევუკვეთე და დავრეკე იუნიტექში. აღარ იყო Celeron D347 და აღარც P4 641 მივდექი, მოვდექი თბილისის მაღაზიებში, პრაისებში არავის ჰქონდათ. ბოლოს "ულტრა"-ს საიტზე წავაწყდი Celeron D346-ს, D347-ის სიხშირით, მაგრამ პატარა კეშით. დავრეკე და ნამდვილი D347 აღმოჩნდა, მაგრამ მათმა ავლაბრის ოფისმა, ცალკე არ ვყიდითო, ყბა ჩამომვარდა საბურთალოს ოფისში დავრეკე და იქ არ შეიქმნა პრობლემა, მივედი და ვიყიდე D347 68 ლარად, D0 რევიზია, რომელიც C1 რევიზიასთან ერთად მსოფლიო რეიტინგის სათავეში არიან. ჩემმა მეგობარმა ჩაანაცვლა თავის 2X6600GT ახალი 2X8800GT-ით და 6000-იანი სერიის ვიდეო დაფებიც გამოჩნდა SLI-ის ექსპერიმენტისთვის. კვების ბლოკიც გამოცვალა, 520-ანმა თერმალტეიკმა ვერ გაქაჩა 8800GT-ის SLI და 750 თერმალტეიკი აიღო და ეს კვების ბლოკიც ექსპერიმენტის კომპონენტად იქცა. ჩამოვიდა "ბარამის" გზავნილები და მეც მივიღე ჩემი ტექნიკა. ყველაფერი მზად იყო ექსპერიმენტისათვის. მაშ ასე, ექსპერიმენტის მთავარი გმირები: დედალატა: Abit AW9D-MAX http://www.abit.com.tw/page/en/motherboard...p;fMTYPE=LGA775 პროცესორი: Celeron D347 http://www.cpu-world.com/CPUs/Celeron_D/In...X80552347).html ოპერატიული მეხსიერება: 2Gb Team Xtreem CL5 DDR2 PC2-8000 http://www.anandtech.com/printarticle.aspx?i=2853 თერმოპასტა: Coollaboratory Liquid Pro http://www.coollaboratory.com/en/product_pro.shtml თუმცა ამას, პასტას ვერ დავარქმევთ, თხევადი მეტალია. პროცესორის რადიატორი: Thermalright Ultra-120 eXtreme http://www.thermalright.com/new_a_page/pro...W50aHVzaWFzdA== რადიატორის ვენტილატორი: Noctua NF-P12 http://www.noctua.at/main.php?show=product...d=12&lng=en კვების ბლოკი: Thermaltake 520 watt HDD 120GB IDE, DVD, Floppy მაშ ასე, ყველა კომპონენტი ხელთ მაქვს, მაგრამ აი დრო არ მაქვს, დღისით სამსახურში არ მცალია და საღამოთი სახლში მით უმეტეს. ველოდები შაბათ-კვირას. მაგრამ აი დროც გამოჩნდა, სამსახურში პარასკევს შუაღამიდან დილამდე ვაკეთებთ სერვერული ოთახის გადართვას ახალ უწყვეტი კვების სისტემაზე და სანამ ელექტრიკოსები იმუშავებენ, 2-3 საათი მაქვს. მაშ ასე, ჯერ ისევ პარასკევი, 23:30. დავიწყეთ(მთელი განყოფილება "მბალეშიკობს") დიადი მიზანი: 6 Ghz დავიტანე თითო წვეთი liquid pro პროცესორზე და რადიატორზე. ცოტა მეტი საწვალებელია, ვიდრე თერმოპასტა, მაგრამ ღირს. ყველაზე კარგ თერმოპასტებს Arctic Cooling MX-2 და Seven Carat Diamod-ს 2-3 გრადუსს უგებს, სხვა თერმოინტერფესებზე არაა საუბარი. პროცესორი უკვე სოკეტშია, "ბექპლეიტი" მაზერის ქვემოთ და აი რადიატორის მოთავსდა პროცესორზე და დამაგრდა. რადიატორზე ერთი ვენტილატორი სტანდარტული სამგრით, ხოლო მეორე "სკრეპებით" მივამაგრეთ. ოპერტიულები, ჯერჯერობით ერთი ვიდეოპლატა, HDD, DVD. მოკლედ აიწყო სტენდი. ერთადერთი პრობლემა, რამაც ალბათ იქონია საბოლოო შედეგზე მნიშვნელობა, მაზერს ჰქონდა 8 პინიანი დამატებით კვება, ჩვენს კვების ბლოკს კი 4 პინიანი. დავაყენეთ სისტემა 32-ბიტიანი Windows XP. ჩავდგი მეორე ვიდეოპლატა, მაზერს მოყოლილი კროსის ბრიჯით, დავანსტალირე მოდიფიცირებული დრაივერი და სისტემის გადატვირთვის შემდეგ ნვიდიას დრაივერმა მახარა რომ მეორე ვიდეოც გაქვს და SLI გააკეთეო, მეც არ დავაყოვნე და ჩავრთე SLI რეჟიმი. კიდევ გადატვირთვა და სისტემა მუშაობს SLI-ში. ლაითი რაზგონი 4Ghz და 3DMark 06-ის ტესტი წარმატებით გაიარა და 3.6 ქულა ქართულ გუნდს hwbot-ზე. ერთი მიზანი მიღწეულია: 975X-ზე მუშაობს SLI და დოკუმენტარულადაც დადასტურებულია. ჯერჯერობით არის დრო, ელექტრიკოსებს ჯერ არ დაუმთავრებიათ თავიანთი საქმე. გადავედით პროცესორის ოვერქლოქზე. ვინც არ იცის, ინფორმაციისათვის აბიტის ჰაი-ენდ მაზერებზე ოვერქლოქს და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს µGuru ჩიპი შესაბამისი მენიუს პუნქტით ბიოსში. ლაითი+ რაზგონი, ცოტათი მომატებული ძაბვა პროცზე და 200 FSB და 4.6Ghz. მეტზე უკვე აღარც ძაბვის მომატება შველის. სავარაუდოდ ბიოსია განსაახლებელი და ამასობაში ჩვენი მუშაობის დროც დადგა ოფისში, ავწიეთ სერვერები და დილის 4 საათზე დავიშალეთ. შაბათს დღისით მეძინა კვირას ვერ მოვიცალე. დადგა ორშაბათი. ახალი ბიოსით(E8400-ის მხარდაჭერა აქვს!!!) და "ფლოპი დრაივით" შეიარაღებული მივადექი დედაპლატას ბიოსის დაფლეშვამ წარმატებით ჩაიარა. 1333-იანი სალტე გამოჩნდა მხარდაჭარაში და DDR-800. დამხმარე ძალად მოწვეულ იქნა ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ალექსეი(ლიოშა). ამოღებულ იქნა ერთი DDR2 პლატა და ტესტირება გაგრძელდა "სინგლ ჩენელში". 3-5 სტეპინგით და ძაბვების მომატებით FSB ავიდა 220-ზე, მიღებულია 5060Mhz ახალი რეკორდი სახეზეა, ვალიდაცია გაკეთდა, მაგრამ საიტზე დადებას არ ვჩქარობ, უფრო მეტი "ატრივი" მინდა, მაგრამ 220-ზე მეტით აღარ მიდის ოპერაციულის ჩატვირთვა. დასახმარებლად ვუხმეთ სოფტს, 220-ით ჩატვირთულ ვინდოუსში $#^#(|ადეთ FSB-ს მომატებას. ოვერქლოქერებში პოპულარული setfsb ვერ დაგვეხმარა, არ ჰქონდა ჩემი მაზერის მხარდაჭერა, ამიტომ ისევ Abit-ს საფირმო µGuru უტილიტას მივადექით. ცოტათი ავწიეთ, 223 FSb 225 და 5173 მეგაჰერცი სახეზეა, უკვე სოლიდური განსხვავებაა, ვალიდაცია და ფორუმზე განთავსდა ინფოც და ფოტომასალაც. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ისევ მივადექი სტენდს, რადგან რეკორდის მოხსნა არ იყო საბოლოო მიზანი. 6Ghz-ს ვუმიზნებთ. ვინდოუსიდან მეტი ძაბვის მომატება არ შველის, "რესტარტზე" მიდის. ამიტომ მოვიფიქრე ასეთ სინთეზი: ბიოსში ვაყენებ მაღალ ძაბვას, FSB-ს 220 და ვინდოუსის ჩატვირთვის შემდეგ, µGuru უტილიტიდან ვუმატებ FSB-ს. მიღწეულია 230 FSB, 5296Mhz გაკეთებულია ვალიდაცია. მაინც ვერ ვისვენებ, ბოლოსწინა დაშვებული ვოლტაჟი ბიოსიდან პროცესორზე 1.685 ვოლტი და არის 233 FSB, 5365Mhz. ვალიდაცია და განთავსება საიტზე და Hwbot-ზე. 2.3 ქულა ჩვენს გუნდს. 235 FSB არაფრით აღარ დაიდო. კვების 8-პინიანის 4-პინიანით ჩართვას დაბრალდა ყველაფერი ტესტირება დამთავრებულია. ველოდებით შესაბამის კვებას და მიზანი უცვლელია: 6GHZ!!!
  15. avtori: utilizatori დღეს გაყინვის გურუები 8 ქვეყნიდან გაყინავენ AMD-ს ახალ Phenom II X6 პროცესორებს პირდაპირ ეთერში, თხევადი აზოტით როგორც არაერთხელ გვინახავს კომპანია AMD კეთილგანწყობილია ოვერქლოქერების მიმართ. სწორედ AMD იყო პირველი, რომელმაც გამოუშვა თავისუფალი მამრავლით პროცესორები საშუალო სეგმენტისათვის. Intel-ი ასეთი პროცესორების გამოშვებას ამ კვარტალში აპირებს. მეორეც AMD-მ დაასპონსორა თავისი 4 ბირთვიანი Phenom II X4 პროცესორების დაჩქარება თხევადი ჰელიუმით. და შემდგომში კომპანიამ ენთუზიასტებს შორის გაავრცელა, შეზღუდული რაოდენობით Black Edition TWKR სერიის პროცესორები, რომლებიც "ოპტიმიზირებული" და ხელით ნარჩევი იყო, რათა გაეძლოთ ექსტრემალური პირობებისთვის. შედეგად ამ პროცესორებით შესაძლებელი გახდა 7 GHz-იანი ბარიერის გადალახვა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ამ ექსპერიმენტის შესახებ. http://www.amdblackops.com/ ესეც პატარა ფოტოკოლაჟი წარსულიდან დღეს საღამოს დაიწყება გრანდიოზული ღონისძიება, სადაც რამოდენიმე ქვეყნის 8 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს Phenom II X6 პროცესორების თხევადი აზოტით აჩქარებში. ამ ღონისძიების სპონსორები AMD-სთან ერთად იქნებიან Gigabyte და Asus. განხილვა იქნება ფორუმებზე XtremeSystems.org და hwbot.org. პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე AMD Black Ops საათის ათვლა დაწყებულია :)
  16. avtori: gati რადგან AMD მისი ლოგოს გამო არ მომწონს არ ნიშნავს რომ მასზე ინფორმაციებს არ დავდებ ხოლმე ასე რომ - დღეს გადავწყი აი ამ ფრიად საინტერესო ინფორმაციას. ნუ როგორც იქნა AMD-მ Intel Atom-ის კილერი და Xeon-ის საბოლოო მკვლელი კონკურენტები დაგვისახელა - Bobcat და Bulldozer ბირთვები, რომელსაც აუცილებლად დააანონსებს. თუმცა 2011 წლამდე მოგვიწევს აი ამ პრეზენტაციის სლაიდებით დაგმაყოფილება . Bobcat ბირთვი არის AMD-ს დიდი "წინ გადადგმული" ნაბიჯი ნეთბუქებისა და ულტრათხელ მოწყობილობათა მარკეტში. თანამედროვე ჩიპებთან შედარებით 90% წარმადობის მომატებით ეს K8-ზე დაფუძნებული მეინსტრიმ ჩიპები, AMD-ს ახალი მობილური პროცესორები მის წინამორბედებთან შედარებით 2ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება მობილურ ინდუსტრიაში, რადგან დღევანდელი ლეპტოპებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ენერგიის მოხმარება, ზუსტად ამ ენერგიის მოხმარების გამოა რომ უმცირებენ ტაქტურ სიხშირეს, ძაბვას და ათას მამაძაღლობებს. Bobcat სავარაუდოდ იქნება დიდი წარმატება Ontario APU - შ შემდეგ - AMD's პირველი Fusion ჩიპი, მას მოყვება Llano -- რომელიც ამ წლის ბოლოს გამოჩნდება და გაყიდვაშ სავარუდოდ 2011-ის პირველი კვარტალიდან დაიწყება. Bulldozer-საც აქვს მომავალი Fusion-ის ოჯახში, თუმცა მისი პირველადი ჩიპები ორინეტირებული იქნება სერვერებისათვის და high-end კომპიუტერებისათვის. უცნაურია რომ Bulldozer-ის ჩიპები იქნება აღჭურვილი 2 ბირთვით. ეს იმიტომ რომ AMD დაყო მისი შიდა pipeline-ები (ქართულად როგორაა არ ვიცი) ორად, რაც საბოლოოდ ნიშნავს შემდეგ "პარადოქსს" - რამოდენიმე ბირთვი - თითოეულ ბირთვზე. ანუ როგორც იქნა კომპანია რაღაც მულტინაკადობას აკეთებს (multithreading). Interlagos არის პირველი კოდური სახელწოდება Opteron ჩიპებისა რომელიც ამ ბირთვებით გამოვა, შემდეგ წელს კი 16 ბირთვიანსაც ვიხილავთ (ანუ 8 Bulldozers) და გვპირდება 50% წარმადობის მატება Magny-Cours-თან შედარებით. დეტალები სურათებში:
  17. avtori: utilizatori კორეელმა ოვერქლოქერმა namegt დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი რომელიც რეკორდია როგორც Phenom II X4 955-ისთვის ასევე 965-ისთვის პროცესორის გაგრილება თხევადი აზოტი ტემპერატურა -187C სატესტო სისტემა: CPU: AMD Phenom II X4 955 Black Edition Mainboard: Biostar TA870+ RAM: CORSAIR DDR3 4G PC3-16000 CL8 DOMINATOR GT VGA: AMD ATI HD4350 Power: Cooler Master SiLENT PRO Gold 1200W როცა ამ თემას წერდა ავტორი http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=260797 მხოლოდ 7112.8MHz ვალიდაცია ჰქონდა http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1432276 და როგორც ჩანს შემდეგ მოახერხა თავისივე რეკორდის გაუმჯობესება აგერ ფაქტიც Freq : 7125.42 MHz (250.01 * 28.5) http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1192969
  18. avtori: NEIRON სან-ფრანცისკოში IDF-ისას მწარმოებელმა AMD-მ მოახდინა პროცესორის დემონსტრაცია, კოდური სახელწოდებით Zacate. ჩიპს აქვს 2 ენერგოეფექტური ბირთვი არქიტექტურით x86 და გრაფიკა DirectX 11 ,კლასი-Cedar. Zacate მოიხმარს 18 ვატს ,აქვს ინტეგრირებული 1 არხიანი მახსოვრობის კონტროლერი (DDR3). AMD-მ შეადარა Zacate და Core i5-M 520 -ით აღჭურვილი ნოუთბუკები(დრაივერთა ბოლო ვერსიებით). ორივე სისტემას ჰქონდა 4გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა ОС Windows 7 Premium. Internet Explorer Psychedelic ტესტში ორივე პროცესორმა თითქმის ერთიდაიმავე შედეგი აჩვენა. AMD Zacate Intel Core i5-520M AMD Zacate Intel Core i5-520M შედეგიანობა თმაშში Batman Arkham Asylum. გაფართოვება:1024x768 თამაშის მაჩვენებლები მაქსიმალურზე (სურათზე თავად ჩანს,ახსნა არაა საჭირო) APU AMD Zacate-ს ქმედითუნარიანობა Intel Core i5-520M ის წინააღმდეგ,სხვაობა amd-ს სასარგებლოდ 45% AMD Zacate Intel Core i5-520M შემდეგი თამაში,რომელშიც გაიტესტნენ პროცესორები :City of Heroes გაფართოვება:1024x768 თამაშის ხარისხი დაბალი მაჩვენებელზეა amd-ს ქმნილება ზოგჯერ თითქმის 2 თავით მაღლა იდგა ინტელის ქმნილებაზე ამ ტესტში. სხვაობა amd-ს სასარგებლოდ:საშვალოდ 55% . AMD Zacate Intel Core i5-520M AMD-ს წარმომადგენლება აგრეთვე გატესტეს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვის შესაძლებლობები: ამისათვის ანახეს სიმულაცია N-Body( DirectCompute-ს ქვეშ) AMD Zacate-მ აჩვენა შედეგი 23 გიგაფლოპსი, Intel Core i5-520M-მა კი -8,8 გიგაფლოპსი. ტესტირებაში გამოყენებული Amd-ს პროცესორი იყო zacate-ს პროტოტიპი,სიხშირის მაჩვენებელი საბოლოო არაა, დრაივერიც არ იყო კარგად მორგებული,ასე რომ,ამ ნიუანსების დახვეწით კი პროცესორის ქმედითუნარიანობაც მოიმატებს. ჩიპები Zacate განკუთვნილია ნოუთბუკებზე,რომლებიც 500$-მდე ეღირება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.