მადლობა გამოხმაურებისთვის,
ესეიგი ჯერ დავაყენე 1.26 ზე როგოც gchi-მ მითხრა და მივეცი 400, და თითქოს სტაბილურად იყო
მერე ავწიე 420 ზე და დაიქრაშა დამირესტარტა, ჩამოვწიე 415-410 და იქრაშებოდა მაინც
ბოლოს ავწიე ვოლტი 1.3 ზე და 420 ზე დგას ეხლა, თითქოს სტაბილურიაო დავსტრესე სპუ ცოტა და არ დაიქრაშა არაფერი
ტემპერატურას რაც შეეხება სტოკზე 50 გრადუსზეა და ნაგრუზკაზე 65-68 მდე ადის,
ნორმალური ტემპერატურაა? ანუ ვიცი რომ მთლად კარგი არაა, მაგრამ ანუ დროებით წავა?
და რა ქულერს მირჩევდით ნორმალურ ფასად?
ეხლა სტოკ ქულერზეა და ოქროსფერი თერმოპასტა რომ არის თუ იცით უბრალოდ ეგ უსვია HC 160
კიდევ მაქვს ram-ზე რამოდენიმე კითხვა
1. 4 სლოტი აქვს ამ მაზერს 2 სტაფილოსფერი და 2 ყვითელი, ეხლა მაქვს ჩასმული სტაფილოსფერებში 2X2GB
ანუ ეხლა დუალ ჩენელში მუშაობენ?
2. ასროკის საიტზე ამ მაზერს 16 გბ უწერია დანახვა და მინდა კიდევ 2X2 გბ დავამატო ანუ 8 რომ იყოს ჯამში, მაინტერესებს იდენტური მოდელები უნდა ვიშოვო როგორიც ეხლა მაქვს თუ სხვა ოპერებიც შეიძლება? ანუ რაიმე განმსაზღვრელი არის იმის შევლენ ერთმანეთთან კონფლიკტში თუ არა?
მაგალითად ეხლა ესენი არიან 800 იანები, მაშკინები ან ჯსქილები რომ მიუყენო 800 იანები შეიძლება ეგრე?
კიდევ ერთი რაღაცაც
ანუ CPU_z ში რომ Core speed ს ეკონომ რეჟიმზე არ აგდებს, სულ 3.78 ზეა, 3.3 ზე მქონდა და არც მაშინ გადადიოდა ეკონომ რეჟიმში
დატვირთვა საერთოდ არ ქონდა რამეს რომ გამოეყენებინა, უბრალოდ დესკტოპზე გამოსულზე ვამბობ და რისი ბრალია ეგ? ან ნორმალურია სულ ესე მაქსიმუმზე მუშაობა?