Jump to content

ბერო

VIP
  • Posts

    6561
  • Joined

  • Days Won

    15

Everything posted by ბერო

  1. ახალი ტრეილერი:
  2. 6 ევრო ღირს origin-ზე https://www.origin.com/en-ie/store/buy/battlefield-bad-company-2 amazon-ზე 8$ http://www.amazon.com/Battlefield-Bad-Company-2-PC/dp/B002NIP2SM/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1401810399&sr=8-1&keywords=battlefield+bad+company+2+pc
  3. გადაუდიათ 2015-მდე... @IGN
  4. ბეტმობილის ტრეილერი: ოჰ, ვაუ. ბეტმენისთვის შეუფერებელი არსენალი აქვს : D
  5. ვიღაცამ გამოასწორა ორიგინალი ტრეილერის მუსიკა : D
  6. დღეს ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში. როგორც მოგეხსენებათ, THQ-ს გაკოტრების შემდეგ, Homefront-ზე უფლებები Deep Silver-მა მოიპოვა. თამაშს ქმნის Crytek UK, გამოვა PC, PS4, Xbox One, Mac და Linux პლათფორმებზე 2015 წელს. მოქმედება ვითარდება ფილადელფიაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ა.შ.შ.-ს დაპყრობიდან ოთხი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი მახასიათებლებია: გამოიკვლიეთ თამაშის ცოცხალი და ღია სამყარო - განიცადეთ ნამდვილი ღია სამყაროს თამაშის პროცესი პირველი პირში, გაცოცხლებული CRYENGINE-ის შთამბეჭდავი ვიზუალით;პარტიზანული ომი - შეისწავლეთ პარტიზანული ომის ხელოვნება, მოაწყვეთ თავდასხმები, ინფილტრაცია, შეტევისა და გაქცევის ტაქტიკები მოწინააღმდეგებზე;შექმენით წინააღმდეგობა - შეკრიბეთ რევოლუციონერები, შექმენით ბაზები, თავშესაფრები, შეცვალეთ არსენალი და ა.შ.;მოაწყვეთ რევოლუცია - დათრგუნული მოქალაქიდან, რევოლუციურ ლიდერამდე, ეპიკური ერთპირიანი კამპანია მოგვითხრობს ა.შ.შ.-ს მეორე ომს დამოუკიდებლობისათვის. დინამიური სამყარო ვითარდება თქვენი მოქმედებების მიხედვით;ონლაინ-კოოპერატივი - ითამაშეთ მეგობრებთან ერთად ქსელში და მოიპოვეთ რევოლუციის გმირის რეპუტაცია;სურათები: @VG247
  7. გრაფიკულად ბევრად მიახლოებული იქნება ტრეილერს, pc-ზე და ამჟამინდელ კონსოლებზე, მაგრამ თამაშის პროცესი თუ ისეთივე ნელი იქნება როგორიც ტრეილერშია ნაჩვენები, მგონი არ მოუხდებოდა MK-ს. კი, მაგაზე შედარებით მეტია დასაწერი, თუ ვინმემ არ დამასწრო გავხსნი : D open world-იქნებაო, დამაინტერესა
  8. სპეკულაციების და ჭორების შემდეგ, ეს თამაში დღეს ოფიციალურად დაანონსდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ დასახელება და ოფიციალური ტრეილერია ცნობილი: მეტს E3-ზე გავიგებთ. Amazon-ის ინფორმაციით (რომელიც უკვე წაიშალა), თამაში შემდეგ პლათფორმებზე გამოვა: @VG247
  9. epenis-ების შედარება? : D დავუბრუნდი აქციის მერე თამაშს, რატომღაც ბევრ grand bazaar-ს ვთამაშობდი. მისი, seine-ს და aftermath dlc-ის მაგვარი ქვეითის რუკები ნაკლებად არის bf4-ში (ვნახოთ dragons teeth თუ გამოასწორებს). strike at karkand კლასიკაა და ალბათ ფავორიტი რუკაა ქვეითად სათამაშოდ. ერთი სერვერი მუდამ სავსეა ხოლმე bf3-ში. ჰაკერები არც იმდენად ბევრნი არიან, რამდენსაც ველოდი ამ აქციის შემდეგ.
  10. დეველოპერებზეა დამოკიდებული ნამდვილად, კომპრომისი უწევთ გამოსახულების ხარისხსა და FPS-ს შორის. თუ როგორმე იდეალურად დაიცავენ ბალანსს და მიაღწევენ 1080p/60fps-ს, 2014 წელში ასეთ ტექსტურებს მიიღებ: პრობლემა ის არის, რომ 30 fps-ს ასამართლებენ და არ აღიარებენ რომ მათ არ შეუძლიათ ხარისხი და წარმადობა ერთ დონეზე შეინარჩუნონ, რადგან აპარატურა არ უწყობს ხელს. კამერონი შემდეგ ავატარებს რომ ნამდვილი 60 fps-იანი კამერით გადაიღებს, მერე რითი გაასამართლებენ 30 fps-ის "სინემატიკურ ეფექტს".. მაგ დროისთვის ალბათ უკვე 20 fps იქნება სტანდარტი კონსოლების თამაშებისთვის თუ ისევ არ შეაყოვნებენ პოლიგონების გაზრდას ან უკვე ახალი კონსოლი არ იქნება გამოსული : D ისე ჩემი აზრით კონსოლების ეს ციკლი ბევრად მოკლე იქნება ვიდრე წინა. nintendo-ს ახალ აპარატურაზე უკვე დადის ჭორები (Wii U ჩაფლავდა და nintendo-ს აქვს საკმარისი შესაძლებლობები რომ გამოუშვას ახალი : D). ps4-ს უკვე მოგება მოაქვს sony-სთვის. playstation now-იც ფეხს მოიკიდებს მალე. მე-7 თაობამდე 2-3 წელი იყო მაქსიმუმი დაშორება თაობებს შორის. თუმცა რამდენადაც ps1 და ps2 უსწრებდნენ ბევრად pc-ს თავიანთი დროისთვის, ის აღარ მგონია განმეორდეს ისევ. p.s. კონსოლების თამაშებში გადახდილი 60$ არაფერს არ ნიშნავს, მან შეიძლება დააპირატა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი არჩევანია, თუმცა pc-ზე დიდი ხანია აღარ არის პირატობა პრობლემა დეველოპერებისთვის. თამაშები ბევრად იაფი ღირს + ხშირი ფასდაკლებები + უფასო თამაშები (bf3 და ro 2 hos მახსენდება ბოლო უფასო თამაშებიდან) (ნამდვილად უფასოს ვგულისხმობ, იმას არა რასაც ps plus და xbox live gold აკეთებენ : D). +"პირატობა" არ ნიშნავს უშუალოდ პირატობას, შენ არ მოპარე დეველოპერს კოდი, ფული ან საავტორო უფლებები... შენ მხოლოდ გააზიარე.. თუ მოგეწონება თამაში და ვინმეს მის შესახებ ეტყვი, შეიძლება პოტენციური მყიდველი გამოუჩნდეს თამაშს, ასევე გიცავს სრული ფასის გადახდისგან ისეთი თამაშებისთვის, რომლებიც შეიძლება არ მოგეწონოს და ინანო ყიდვა. დეველოპერიც ხარ და origin-ის და steam-ის ანგარიშიც გაქვს როგორც მახსოვს, ამიტომ მიხვდები რასაც გულისხმობ : P
  11. თამაშის ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმსაც Visceral უძღვება DICE-თან კოლაბორაციით https://twitter.com/leveluptime/status/472471630917029888
  12. ისე hardline-მდეც ჰქონდათ 1 წლიანი ციკლი. bf2-სა და bf2142-ს შორის და bf1942-სა და bf vietnam-ს შორის, რელიზის თარიღები 1 წელი და რამდენიმე თვე იყო
  13. საცოდაობაა... ჯერ ამჟამინდელ AAA თამაშებზე (მგონი wolfenstein new order იყო ერთი მასეთი fps-ის ვარდნის გარეშე) ვერ აღწევენ 1080/60fps და მომავალში რა იქნება... : D kinect-ისგან რესურსებისგან გათავისუფლება, რომელიც დამატებით gpu-ს შესაძლებლობლებს მისცემს მაქსიმუმ ps4-ის დონეზე დააყენებს კონსოლს...
  14. 2 სექტემბერს გამოვა ეს თამაში @FireflyStudios
  15. PC ვერსიისთვის პაჩი იგეგმება წარმადობის გამოსასწორებლად @PCGamer DF-ის მეტი ტესტი:
  16. თამაშის პლათფორმის ვერსიების შედარებები:
  17. 2015 წლისთვის გადაიდო ეს თამაში: ახალ თამაშის პროცესს არ ვიხილავთ Gamescom-მდე, E3-ს გამოტოვებს, მაგრამ ვიდეოში ნაწყვეტია ნაჩვენები. საინტერესო ჩანს.
  18. კლავიატურა: არ ყოფილხარ pc master race-ის წევრი : D 4k ან მულტიმონიტორული გეიმინგი ქსმენია? აი მანდ დაგჭირდება LPC... 4 ტიტანი ზედმეტია, პირადად არ ვისურვებდი, ყოველთვის 1 gpu-ს ვანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ თუ შეიძლება რატომაც არა ^^
  19. დეველოპერების შთაგონებები თამაშის შექმნისას:
  20. თამაში 2015 წლისთვის გადაიდო. ვიდეო პრევიუები: შთამბეჭდავად გამოიყურება. დამტკიცდა რომ თამაში 30 fps-ზე გაეშვება "სინემეტიკური" ეფექტისთვის, დეველოპერის თქმით
  21. თემა გადავიდა შესაბამის განყოფილებაში. pc თამაშებში მხოლოდ რელიზებზე იხსნება თემები. შემდეგში გაითვალისწინე
  22. უფასოა ეს თამაში origin-ზე და გადმოწერეთ ვისაც გინდათ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.