Jump to content

ბერო

VIP
  • Posts

    6561
  • Joined

  • Days Won

    15

Posts posted by ბერო

  1. Star_Citizen_logo.png
     
    ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება.
     


     
    თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ.
     

     
    თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები:
     

     
    თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს.
     
    @RobertsSpaceIndustries
     
    cxIY5pk.png
     
    MFCTbnj.png
     
    GsoJigj.png
    • Upvote 2
  2. გამოუშვან მერე :@

    ჯერ კარგად გაიყიდება კონსოლებზე და ალბათ ერთი წლის დაგვიანებით გამოვა pc-ზე ground zeroes-თან ერთად.

    ის 30 წუთიანი E3-ის დემო არ გამოტოვოთ, შთამბეჭდავია. ცხენის მოკუკვასაც ნახავთ : D

    წინა წლის ტრეილერები:

    წარმოდგენა მაქვს ამ სერიებზე, მაგრამ კარგად არ ვიცი ისტორია, თუმცა სიამოვნებით ვითამაშებდი ^^

  3. რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა ეს თამაში:

     

     

    უფასო იქნება (Free-to-play), თამაშის პროცესით Team Fortress 2-ს ემგვანება.

     

    @VG247

     

    battlecry_bethesda_game_10.jpg

     

    battlecry_bethesda_game_9.jpg

     

    battlecry_bethesda_game_7.jpg

    • Upvote 1
  4. Get_even.jpg
     
    ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა:
     


     
    პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული.
     
    თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით.
     

     
    @TheFarm51
     
    46b7e2192ac30a8.jpg
     
    509d790cbb72986.jpg

     

    10295035_298363883675038_823964749209784
     
    48cb8a7eb6b6525.jpg
     
    7bfa26d6e946b0f.jpg
     
    ce6feb5fbbfccac.jpg
     
    a34e25f5c3e4b7c.jpg

    • Upvote 2
  5. 93f0OvJ.jpg

    ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot
     


     
    Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული.

    @Ubisoft
     
    rainbow6siege_ss5_147516.jpg

    rainbow6siege_ss1_147508.jpg

    rainbow6siege_ss2_147510.jpg
     
    rainbow6siege_ss3_147512.jpg
     
    rainbow6siege_ss4_147514.jpg
    • Upvote 5
  6. TheVanishingOfEthanCarter_logo_t.png

    ეს უცნაური საშიში-ფიქციონალური ჟანრის თამაში წინა წლის თებერვალში დაანონსდა:
     


     
    იქმნება დამოუკიდებელი დეველოპერის, The Astronauts-ის მიერ, რომელიც გამოეყო People Can Fly-ს (Bulletstorm-ისა და ორიგინალი Painkiller-ის შემქმნელი), მას შემდეგ რაც Epic Games-მა იყიდა სრულად კომპანია.
     
    რამდენიმე კვირის წინ ახალი ვიდეო გამოქვეყნდა:
     


    თამაშის რელიზი ამ წლის სექტემბერშია დაგეგმილი. იქმნება Unreal Engine 3-ზე. დეველოპერმა ასევე გამოაქვეყნა პრიკუელის მინი-კომიქსი.
     
    @TheAstronauts

    TVoEC_reveal_screenshot.jpg
     
    TVoEC_ScreenShot_01.jpg

    TVoEC_ScreenShot_02.jpg

    TVoEC_ScreenShot_03.jpg

    TVoEC_ScreenShot_04.jpg
    • Upvote 2
  7. Dreadnought_attacking-noscale.jpg
     
    E3 2014-ზე ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში:
     
    https://www.youtube.com/watch?v=teH5Oowj-J8
     
    პროექტს უძღვება Yager Development, რომელიც ასევე ქმნის Dead Island 2-ს და წარსულში ცნობილია Spec Ops: The Line-ით. როგორც ჩანს, 130 პერსონალიანი სტუდია ბერლინში საკმაოდ დაკავებულია.
     
    მოთამაშეებს მოუწევთ მასიური ხომალდების გაკონტროლება, იქნება მათი კოსტუმიზაცია, კლასები და ქვე-კლასები. თამაშის პროცესი იქნება დაძაბული, ტაქტიკური გრძნობით, დეველოპერის თქმით.

    თამაშის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს, გამოსვლამდე იქნება ღია-ბეტა ტესტირება. თამაში იქნება უფასო სათამაშო (Free-to-play).

    თამაშის პროცესის ვიდეო E3-დან:
     


     
    @GreyBox

    Tactical_cruiser_combat-noscale.jpg
     
    Combat_shot-noscale.jpg

    Corvette_combat-noscale.jpg

    Destroyer_in_hangar-noscale.jpg
    • Upvote 2
  8. ამას techland აღარ ქმნის სხვათა შორის (რომელიც ამჟამად dying light-ით და hellraid-ით არის დაკავებული), yager development მუშაობს, spec ops the line-ის შემქმნელი, რომელმაც მეორე თამაშიც წარადგინა ამ წლის e3-ზე dreadnought, უფასო თამაში, ხომალდების ბრძოლაზე, ასევე ue4-ზე. ახლა ვხსნი თემას. ჩასწორდა ამ თემის საკვანძო სიტყვები.

    მე კი არასდროს მომწონდა ზომბებზე თამაშები, მაგრამ dying light საინტერესო ჩანს, უფრო პარკურის გამო

  9. jKqrGyj.jpg

     

    ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა:

     

     

    იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს.

     

     

    თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით.

     

    E3 2014-ის ვიდეო:

     

     

    @HelloGames

     

    Am7oC0Z.jpg

    dGCCsHN.jpg

    • Upvote 6
  10. გამოვა, არ დაუანონსებიათ რადგან NDA აქვთ microsoft-თან პლათფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ იმას ამბობენ რომ პირველად xbox one-ზე გამოვა

    ამოვიღე მაინც pc დროებით საკვანძო სიტყვებიდან სანამ ოფიციალურად დაანონსდება

  11. გულითადი ინტერვიუ ერთ-ერთ დეველოპერთან : D

     

     

    თამაშის პროტაგონისტი: Ajay Ghale - "კირატის მცხოვრები, ერთგული შვილი და Pagan Min-ის (ანტაგონისტი) საპატიო სტუმარი:

     

    10397841_249218638618868_292060827663224

     

    FarCry@Facebook

     

    კირატში დედის უკანასკნელი სურვილის გამო ბრუნდება. მანამდე იგი ა.შ.შ.-ში იყო გადასახლებული პატარაობიდან მამის სიკვდილის შემდეგ

  12. inside_web_comp.png

     

    Inside წარმოადგენს, დამოუკიდებელი დეველოპერის, Playdead-ის ახალ თამაშს, რომელმაც შექმნა ცნობილი შავ-თეთრი 2D პლათფორმერი Limbo. თამაში გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში, პირველად Xbox One-ზე. მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზე და სხვა პლატფორმებზეც.

     

    E3 2014-ის ტრეილერი:

     

     

    @Playdead

     

    INSIDE_03.jpg

     

    INSIDE_02.jpg

     

    INSIDE_01.jpg

    • Upvote 1
  13. MGS5_TPP_E3_2014_main_imagery.jpg
     
    ამ თამაშის მოქმედებები ვითარდება Metal Gear Solid V: Ground Zeroes (1974/1975)-ის მოვლენების შემდეგ და ორიგინალ Metal Gear (1995)-მდე. მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს დიდი ბოსი (Big Boss). კოჯიმას თქმით, კონტენტის მოცულობა 200 ჯერ დიდი იქნება Ground Zeroes-თან შედარებით, რომელიც ამ თამაშის პროლოგი იყო.

    თამაში იქმნება Fox Engine-ზე. ტექნოლოგიურად იგი შთამბეჭდავი იქნება, ღია სამყარო, დღე-ღამის მონაცვლეობა, ჭკვიანი A.I., რეალისტური პერსონაჟები, დახვეწილი ანიმაციები და ა.შ.
     
    E3 2014-ის ოფიციალური ტრეილერი:
     


     
    30 წუთიანი ოფიციალური დემო E3-დან:
     

     
    @Wikipedia
    • Upvote 4
  14. ალბათ ამ ათწლეულის ჩემი ფავორიტი ახალი ინტელექტუალური საკუთრებაა : D

     

     

    ახლიდან დავიწყე თამაში. steam-ზე goty გამოშვება 10$ ღირს ფასდაკლებით.

     

    წელს ვითომ მეორე ნაწილი უნდა დაანონსებულიყო E3-ზე, მაგრამ ჭორი აღმოჩნდა http://www.vg247.com/2014/03/06/dishonored-2-darkness-of-tyvia-e3-2014-fact-sheet-surfaces-report/

     

    HL3-ივით ნუ გაწელავენ მაგრამ გამოიყენონ ის დრო რომ პირველ ნაწილს მაინც არ ჩამოუვარდეს გაგრძელება : D კარგად გაიყიდა ისე, იმაზე მეტი ვიდრე მოსალოდნელი იყო http://www.eurogamer.net/articles/2012-11-28-higher-than-expected-dishonored-sales-mean-bethesda-has-a-new-franchise

  15. სილქნეთის ოტპიკური ვისაც გაქვთ, კმაყოფილი ხართ ხარისხით? რომელი პაკეტი და რა სიჩქარეა? შეყოვნებები თუ არის?

     

    მადლობა ^^

     

    25 მბ-იან ოპტიკურზე რეალურად 1 მბ-იანი არისო ოპერატორის თქმით -_-

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.