Jump to content

ბერო

VIP
  • Posts

    6561
  • Joined

  • Days Won

    15

Everything posted by ბერო

  1. ახალი ხომალდი Xi’An Khartu-al, პირველად რომ დავინახე The Bubbleship გამახსენა კაბინის დიზაინით, კრუზის Oblivion-დან ^^: მოქმედებაში: @RSI
  2. ბევრი alan wake-ს ამსგავსებს, მე არ მითამაშია, მაგრამ სურათებზე დაყრდნობით, გარემოთი ჰგვანან
  3. ეს კოსმოსური კომბატის სიმულატორი ალბათ ყველაზე ამბიციური პროექტია უახლოეს წლებში. 2012 წელს წარმატებულად დაფინანსდა Kickstarter-ზე 2.1$ მლნ.-ით, მაგრამ თამაშის დაფინანსება დღესაც გრძელდება და 46$ მლნ.-ს არის გადაცილებული საერთო ბიუჯეტი. თამაშის დირექტორი კრის რობერტსი ცნობილია Wing Commander-ის შექმნით, რომელიც 90-იანების კოსმოსური სიმულატორია, იგი უძღვებოდა ასევე Freelancer (2003)-ის შექმნას, რომლის სულიერი გამგრძელებელიც სწორედ Star Citizen იქნება. თამაში იქმნება ძლიერად მოდიფიცირებულ CryEngine-ზე. იქნება ერთი დიდი სამყარო, რომელიც მუდმივად განვითარდება დეველოპერის მიერ. მოთამაშეები არ იქნებიან გაყოფილები სხვადასხვა სერვერებით, მატჩების ორგანიზატორი ავტომატურად დააკავშირებს მათ. გარდა კოსმოსური კომბატისა და ვაჭრობისა, თამაშში შედის კიდევ რამდენიმე ქვე-თამაში: იქნება პლანეტების გამოკვლევის შესაძლებლობები, ერთპირიანი სროლის მექანიკა, ერთპირიანი მისიები Squadron 42-ის შესახებ. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წლისთვის, მაგრამ პროექტის მხარდაჭერებისთვის დეველოპერი უშვებს სხვადასხვა მოდულებს, რომელთაგანაც უკანასკნელი Arena Commander-ია სადაც მოთამაშეებს პირველად შეუძლიათ გამოსცადონ ხომალდები: თამაშს მხოლოდ ერთხელ იყიდით და სამუდამოთ ითამაშებთ, ანუ არც უფასო მიკროტრანზრაქციებით და არც გამოწერადი არ იქნება. ექნება Oculus Rift-ის მხარდაჭერა, გამოვა Linux-ზეც და არასდროს არ გამოვა კონსოლებზე, კრის რობერტსის თქმით, რადგან თამაშის პროცესს არ გაამარტივებენ კონტროლერებისთვის და ასევე ამჟამინდელი კონსოლების აპარატურაც ვერ აკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებებს. @RobertsSpaceIndustries
  4. ჯერ კარგად გაიყიდება კონსოლებზე და ალბათ ერთი წლის დაგვიანებით გამოვა pc-ზე ground zeroes-თან ერთად. ის 30 წუთიანი E3-ის დემო არ გამოტოვოთ, შთამბეჭდავია. ცხენის მოკუკვასაც ნახავთ : D წინა წლის ტრეილერები: წარმოდგენა მაქვს ამ სერიებზე, მაგრამ კარგად არ ვიცი ისტორია, თუმცა სიამოვნებით ვითამაშებდი ^^
  5. რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა ეს თამაში: უფასო იქნება (Free-to-play), თამაშის პროცესით Team Fortress 2-ს ემგვანება. @VG247
  6. ეს თამაში რამდენიმე თვის წინ დაანონსდა: პოლონელი დეველოპერი The Farm 51 (ცნობილი Painkiller: Hell & Damnation-ითა და NecroVisioN-ით), გვპირდება რევოლუციურ შუთერს. თამაში იყენებს 3D სკანირების ახალ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც თამაშში შემავალი თითოეული დონე ნამდვილი ერთეულიდან იქნება სკანირებული. თამაშის სიუჟეტი კი ორი პიროვნების დაპირისპირებაზე იქნება. დეველოპერი ოფიციალურ გვერდზე საუბრობს ერთიან თამაშზე, ბარიერის გარეშე ერთპირიან და მრავალმომხმარებლიან რეჟიმებს შორის (რაც უკვე ვიხილეთ Watch Dogs-ში და Need for Speed Rivals-ში). თქვენ არ გეცოდინებათ ნამდვილ პიროვნებას ებრძვით თუ ხელოვნურ ინტელექტს. თამაშს ექნება Oculus VR-ის მხარდაჭერა და შეძლებთ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის გამოკვლევას მისი დახმარებით. @TheFarm51
  7. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
  8. ეს უცნაური საშიში-ფიქციონალური ჟანრის თამაში წინა წლის თებერვალში დაანონსდა: იქმნება დამოუკიდებელი დეველოპერის, The Astronauts-ის მიერ, რომელიც გამოეყო People Can Fly-ს (Bulletstorm-ისა და ორიგინალი Painkiller-ის შემქმნელი), მას შემდეგ რაც Epic Games-მა იყიდა სრულად კომპანია. რამდენიმე კვირის წინ ახალი ვიდეო გამოქვეყნდა: თამაშის რელიზი ამ წლის სექტემბერშია დაგეგმილი. იქმნება Unreal Engine 3-ზე. დეველოპერმა ასევე გამოაქვეყნა პრიკუელის მინი-კომიქსი. @TheAstronauts
  9. E3 2014-ზე ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში: https://www.youtube.com/watch?v=teH5Oowj-J8 პროექტს უძღვება Yager Development, რომელიც ასევე ქმნის Dead Island 2-ს და წარსულში ცნობილია Spec Ops: The Line-ით. როგორც ჩანს, 130 პერსონალიანი სტუდია ბერლინში საკმაოდ დაკავებულია. მოთამაშეებს მოუწევთ მასიური ხომალდების გაკონტროლება, იქნება მათი კოსტუმიზაცია, კლასები და ქვე-კლასები. თამაშის პროცესი იქნება დაძაბული, ტაქტიკური გრძნობით, დეველოპერის თქმით. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს, გამოსვლამდე იქნება ღია-ბეტა ტესტირება. თამაში იქნება უფასო სათამაშო (Free-to-play). თამაშის პროცესის ვიდეო E3-დან: @GreyBox
  10. ამას techland აღარ ქმნის სხვათა შორის (რომელიც ამჟამად dying light-ით და hellraid-ით არის დაკავებული), yager development მუშაობს, spec ops the line-ის შემქმნელი, რომელმაც მეორე თამაშიც წარადგინა ამ წლის e3-ზე dreadnought, უფასო თამაში, ხომალდების ბრძოლაზე, ასევე ue4-ზე. ახლა ვხსნი თემას. ჩასწორდა ამ თემის საკვანძო სიტყვები. მე კი არასდროს მომწონდა ზომბებზე თამაშები, მაგრამ dying light საინტერესო ჩანს, უფრო პარკურის გამო
  11. ინტერაქტიული დემო, რომელიც მისიის გასვლის სამ გზას აჩვენებს:
  12. ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა: იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს. თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით. E3 2014-ის ვიდეო: @HelloGames
  13. გამოვა, არ დაუანონსებიათ რადგან NDA აქვთ microsoft-თან პლათფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ იმას ამბობენ რომ პირველად xbox one-ზე გამოვა ამოვიღე მაინც pc დროებით საკვანძო სიტყვებიდან სანამ ოფიციალურად დაანონსდება
  14. მარტში კოჯიმამ თქვა რომ ისურვებდა ამ თამაშის გამოშვებას pc-ზე @GameSpot
  15. გულითადი ინტერვიუ ერთ-ერთ დეველოპერთან : D თამაშის პროტაგონისტი: Ajay Ghale - "კირატის მცხოვრები, ერთგული შვილი და Pagan Min-ის (ანტაგონისტი) საპატიო სტუმარი: FarCry@Facebook კირატში დედის უკანასკნელი სურვილის გამო ბრუნდება. მანამდე იგი ა.შ.შ.-ში იყო გადასახლებული პატარაობიდან მამის სიკვდილის შემდეგ
  16. Inside წარმოადგენს, დამოუკიდებელი დეველოპერის, Playdead-ის ახალ თამაშს, რომელმაც შექმნა ცნობილი შავ-თეთრი 2D პლათფორმერი Limbo. თამაში გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში, პირველად Xbox One-ზე. მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზე და სხვა პლატფორმებზეც. E3 2014-ის ტრეილერი: @Playdead
  17. ამ თამაშის მოქმედებები ვითარდება Metal Gear Solid V: Ground Zeroes (1974/1975)-ის მოვლენების შემდეგ და ორიგინალ Metal Gear (1995)-მდე. მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს დიდი ბოსი (Big Boss). კოჯიმას თქმით, კონტენტის მოცულობა 200 ჯერ დიდი იქნება Ground Zeroes-თან შედარებით, რომელიც ამ თამაშის პროლოგი იყო. თამაში იქმნება Fox Engine-ზე. ტექნოლოგიურად იგი შთამბეჭდავი იქნება, ღია სამყარო, დღე-ღამის მონაცვლეობა, ჭკვიანი A.I., რეალისტური პერსონაჟები, დახვეწილი ანიმაციები და ა.შ. E3 2014-ის ოფიციალური ტრეილერი: 30 წუთიანი ოფიციალური დემო E3-დან: @Wikipedia
  18. ალბათ ამ ათწლეულის ჩემი ფავორიტი ახალი ინტელექტუალური საკუთრებაა : D ახლიდან დავიწყე თამაში. steam-ზე goty გამოშვება 10$ ღირს ფასდაკლებით. წელს ვითომ მეორე ნაწილი უნდა დაანონსებულიყო E3-ზე, მაგრამ ჭორი აღმოჩნდა http://www.vg247.com/2014/03/06/dishonored-2-darkness-of-tyvia-e3-2014-fact-sheet-surfaces-report/ HL3-ივით ნუ გაწელავენ მაგრამ გამოიყენონ ის დრო რომ პირველ ნაწილს მაინც არ ჩამოუვარდეს გაგრძელება : D კარგად გაიყიდა ისე, იმაზე მეტი ვიდრე მოსალოდნელი იყო http://www.eurogamer.net/articles/2012-11-28-higher-than-expected-dishonored-sales-mean-bethesda-has-a-new-franchise
  19. E3-ის ინტერვიუ დეველოპერებთან IGN-ის მიერ:
  20. ბიზნესზე ფოკუსირებული ახალი რეკლამა:
  21. თამაშის სიუჟეტის სცენის მიღმა ტრეილერი:
  22. E3-ის ტრეილერი: gamespot-ის დემო E3-დან:
  23. დახურულ კარს მიღმა (E3-ისთვის მზადება):
  24. სილქნეთის ოტპიკური ვისაც გაქვთ, კმაყოფილი ხართ ხარისხით? რომელი პაკეტი და რა სიჩქარეა? შეყოვნებები თუ არის? მადლობა ^^ 25 მბ-იან ოპტიკურზე რეალურად 1 მბ-იანი არისო ოპერატორის თქმით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.