Jump to content

ბერო

VIP
  • Posts

    6561
  • Joined

  • Days Won

    15

Everything posted by ბერო

  1. ეს არის Valhalla Game Studio-ს პირველი თამაში, რომელიც დაარსა Team Ninja-ს შეფ Tomonobu Itagaki-მ, ეს უკანასკნელი კი ავტორია ისეთი ცნობილი პროექტებისა, როგორებიცაა Ninja Blade, Dead or Alive, Ninja Gaiden და ა.შ. თამაში ოფიციალურად დაანონსდა PlayStation 3 და Xbox 360 პლათფორმისთვის, მაგრამ შესაძლებელია PC-ზეც ვიხილოთ. რელიზის თარიღი უცნობია. ესეც პირველი ტრეილერი, რომელიც E3-ზე იქნება წარდგენილი: E3 2010: Exclusive Debut Trailer HD http://www.gametrailers.com/player/101178.html
  2. კომპანია Sony Computer Entertainment დაანონსა MotorStorm ის ახალი სერია, წერს Eurogamerი. თამაშს ერქმევა Motostorm Apocalypse და გაყიდვაში გამოვა 2011 წლის 1 კვარტალში, ხოლო E3 2010 ზე წარმოადგენენ 15 ივნის. MotorStorm 3 ის შექმნაზე მუშაობს კომპანია Evolution Studios, მისი შექმნილია ასევე MotorStormის წინა 2 სერია, თამაშის ეპიზოდი მიმდინარეობს დანგრეულ ქალაქში,მოთამაშეებისთვის შესაძლებელია 13 ტიპის გადაადგილების საშუალება, MotorStorm 3 ში პირველად ვიხილავთ ვერტმფრენებს. MotosStorm Apocalypse იქმნება მხოლოდ Playstation 3 ისთვის.თამაშს ექნება ბევრმომხმარებლიანი რეჟიმი, ამ რეჟიმის მეშვეობით ერთმანეთში შეგვიძლია ვითამაშოთ 16კაცმა, 1 კონსოლით კი შეგვიძლია ვითამაშოთ 4 კაცმა ერთდროულად. MotorStorm ის სერიას შეადგენენ:MotorStorm და MotorStorm Pecific Rift (შექმნილია Evolution Studios ის მიერი) და ასევე MotorStorm Artic Edge PSPსთვის. თემის ავტორი - ჭიბო
  3. Codemasters Southam-ს Operation FlashPoint სერიის ახალი ნაწილზე მუშაობა დაწყებული აქვს. Official Xbox Magazine უახლეს გამოცემაში რედაქტორი გვიზიარებს, თამაშის ნახვის შემდეგ, თავის შთაბეჭდილებებს და გვამცნობს, რომ Operation FlashPoint: Red River-ში ფოკუსირება გაკეთებულია თამაშზე და უფრო დახვეწილი და მყარია, ვიდრე ეს Operation FlashPoint: Dragon Rising-ში იყო. თქვენს ეკრანებზე შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნა, კი ახლა უფრო რეალურია. Operation FlashPoint: Red River რელიზი 2011 წელს შედგება. წყარო: GameTech.ru
  4. ამხელა ხნის პაუზის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა ახლი Ace Combat, და ეს უბრალოდ ახალი სერია არ გეგონოთ თამასში უამრავი ცვლილებები და სიახლეებია რაზეც ქვემოთ მოცემული სკრინები და თრეილერიც მეტყველებს! სამწუხაროდ თამაში გამოვა მომავალ წელს (ზუსტი დრო უცნობია) ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ... შემქმნელი: Project Aces გამომშვები: Namco Bandai Games პლატფორმები: Xbox 360, Playstation 3 ჟანრი: Flight Action ESRB: NA ოფიციალური საიტი: Ace Combat Assault Horizon თრეილერები: Ace Combat: Assault Horizon Trailer (PS3) http://www.youtube.com/watch?v=CUqTqJJBXVY&feature=player_embedded Ace Combat: Assault Horizon Trailer (Xbox 360) Ace Combat Assault Horizon TGS 2010 Trailer ინტერვიუ დეველოპერებთან: (TGS 2010) Interview: Kazutoki Kono [1] (TGS 2010) Interview: Kazutoki Kono [2] სკრინები: თემის ავტორი - haloluk
  5. Capcom-ის წარმომადგენლები იუწყებიან რომ ამ თამაშის რელიზი იქნება 2011 წლის პირველ კვარტალში. თამაშის ბოლო ნაწილი დაახლოებით 10 წლის წინ გამოვიდა. შემქნელების აზრით ეს ფაითინგი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება . ასევე თამაშს ექნება სიუჟეტური ხაზი და პერსონაჟები 3D ფორმატში იქნებიან. თამაში გამოვა PS3-ზე და Xbox360-ზე ესეც თრეილერი. 3Dnews.ru თემის ავტორი - RecoN
  6. დიდი ხნის წინ დაიდო ეს ინფო, მაგრამ მგონი აქ არავის აინტერესებს დოტა მოკლედ რაც ვალვემ დაიქირავა Dota-ს (Warcraft 3-ის ყველაზე პოპულალური მოდი, ან რუკა თუმცა მოდი უფროა) ამჟამინდელი დეველოპერი Icefrog-ი, დადიოდა ჭორები რომ ცალკე თამაშად გამოდის დოტა, ხოდა გამოაცხადეს რამდენიმე დღის წინ რომ უშვებენ დოტა 2-ს, რომელიც ზუსტი კოპირება იქნება დოტასი, 100ზე მეტი გმირით და იგივე სტილის გეიმპლეით. ესაც გმირების ახალი "იმიჯი" http://gameinformer....ed-details.aspx აქ დაწვრილებით წერია ყველაფერი, რის თარგმნაც მეზარება თუმცა ყველაზე მეტად ამ თამაშს ველოდები. ხო სულ დამავიწყდა ონლაინია მარტო. თემის ავტორი - Nathaniel
  7. გამომცემლობა «1С» ცნობით ახალი ვერტმფრენების სიმულატორი Apache: Air Assault გამოვა 19 ნოემბრისთვის ,მის შექმნაზე იზრუნა კომპანია Activision მა.მოთამაშეს მოუწევს, XX საუკუნის ა.შ.შ.-ს არმიის საუკეთესო ვერტმფრენის», «აპაჩის» პილოტის როლის მორგება.შემქმნელები აცხადებენ: ეს არ არის ბანალური არკადა, ეს არის რეალური სიმულატორი დახვეწილი აეროდინამიკური მოდელებითა და ლანდშაფტებით, რომელიც შექმნილია კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით. ამ ღთამაშის გამოსვლა დაგეგმილია : PC, PS3 და Xbox 360. პლათფორმებზე.იხილეთ თრეილერები და სქრინები > თემის ავტორი - FC BARCELONA
  8. Metacritic-ის შეფასება - 85 http://www.metacriti...ms/ps3/infamous დაანონსებულია სექველიც inFamous 2. თემის ავტორი - Abnormalia
  9. ჟანრი: არკადა, სათავგადასავლო პლატფორმა: PlayStation 3 გამოსვლის თარირი: ოქტომბერი 2008 წელი შემქმნელი: Sony Computer Entertainment გამომცემელი: Sony Computer Entertainment Metacritics-ის შეფასება - 95 http://www.metacriti...littlebigplanet თამაში შედგება სამი ძირითადი რეჯიმისაგან: Play / ითამაშე: ამ რეჟიმში გავდივართ Media Molecule-ს მიერ წინასწარ დამზადებულ 50, სხვადასხვა სირთულის დონეს, სხვადასხვა თემატიკიდან, რომელიც რეალური ცხოვრებიდანაა აღებული Create / შექმენი: თამაშს გააჩნია უნიკალური რედაქტორი, სადაც შესაძლებელია როგორც არსებული დონეების რედაქტირება, ისე საკუთარი დონეების შექმნა უამრავი ხელსაწყოს საშვალებით. რედაქტირებადია თითმის ყველაფერი, დაწყებული პერსონაჟიდან, დამთავრებული ობიექტის ფორმით, ფიზიკითა და მატერიით. რედაქტორი ფანტაზიის განხორციელების საშვალებას იძლევა. ესკიზიდან 3D სივრცეში! Share / უწილადე: ამ რეჟიმში ჩვენს მიერ შექმნილი დონის მთელი PSN ქსელის მაშტაბით გაცემაა შესაძლებელი, მილიონობით მოთამაშე გაივლის დონეს და შეაფასებს ქრეატიულ ნიჭს. უკვე 84,000 მომხმარებელმა შექმნა თავისი ლოკაცია და გაუნაწილა მთელ პლანეტას, შესაძლებელია დონეების მეგობრებთან ერთად გასვლაც კარგი ხანი უკვე მილიონზე მეტი დონეა შექმნილი და უამრავი ადონი გამოდის და მართლად მოუბეზრებელი, სახალისო თამაშის ნებიმისერი ასაკისთვის. ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიუჯდეს და ერთად ითამაშონ და თანაბრად იხალისონ. ეხლახან გამოვიდა წყლის ადონი. თემის ავტორი - Abnormalia
  10. ოფიციალური საიტები http://www.finalfantasyxiii.com/ http://www.finalfantasy13game.com/ PlayStation 3 Linear PCM 5.1Ch/Dolby Digital 5.1ch/DTS Digital Surround 5.1ch No HDD Install 1 Dual Layer Blu-Ray Disc Video Resolution Support 480p, 720p, 1080i, 1080p Xbox 360 Dolby Digital 5.1ch 18GB HDD Install Size (Optional) 3 Dual-Layer DVDs Video Resolution Support 480p, 720p, 1080i, 1080p ბოქსარტები პერსონაჟები LIGHTNING ახალგაზრდა გოგონა რომელიც ცოტას ლაპარაკობს თავის თავზე. სულ სერიოზული და ბრაზიანია სახელიც კი არ არის ცნობილი და ყველა "კლიჩკა" LIGHTNING-ით მიმართავს. SNOW VILLIERS ახალგაზრდა მამაცი მებრძოლი, რომელიც ჯერ იბრძვის და მერე სვავს კითხვებს. ბუნებით ოპტიმისტია. OERBA DIA VANILLE ახალგაზრდა ნამეტნავად ცანცარა გოგონა. სუფთა "ანაააანოოო" "შუა ქალაქიდან" SAZH KATZROY მეგობრული, მხიარული. რატომღაც მის თმებში პატარა ჩიტს აქვს ბუდე. HOPE ESTHEIM ახალგაზრდა ბიჭუნა. ჯერ რაც ვუყურებ სუ დაღვრემილი დადის და წუწუნებს, ალბათ იმიტომ რომ დასაწყისში დედა დაეღუპა OERBA YUN FANG მისტიური ქალი. ეხლახან გამეჩითა ჯერ არ ვიცი რა უნდა და ვის მხარეზეა. ბრძოლის სისტემა XIII-ში გამოიყენენება Active Battle System - ATB. თავიდან მხოლორ 2 ATB სლოტია გახსნილი და სვლების რაოდენობა შესაბამისად შეზღუდულია. შემდეგ უფრო მეტი იხსნება და ეს უფრო მეტი სტრატეგიული მანევრირების საშუალებას გვაძლევს. ბღზოლის დროს ჩვენ უშუალოდ 1 პერსონაჟს ვაკონტროლებთ დანარჩენი 2 AI-ს იმედზეა. თუმცა ჩვენ შეგვიძია ჩავერიოთ ბრძოლის დროს და როლები "პარადიგმები" ცვალოთ. პარადიგმების დროზე შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დიდი ბოსებთან ბრძოლის დროს. მაგალითად შემტევი - "კომანდო" პარადიგმის დროს მაქსიმალურ ზიანს ვაყენებთ მტერს იმიტომ რომ 3-ე წევრი შეტევაზეა გადასული მაგრამ ამ დროს სწრაფად შეიძლება სიცოცხლის (HP-ის ) დაკარგვა და შესაბამისად წაგება. ამიტომ სასურველია დაცვით პარადიგმაზე გადავერთოთ სადაც 1 ან რამოდენიმე პართის წევრი მედიკის როლზე გადაერთვება და გვიმკურნალეს. თუმცა მუდმივად ამ როლში დარჩენაც არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ კომბოების ზიანი ამ ნელნელა მცირდება. სულ არის 6 პარადიგმა: ამის გარდა კიდევ გვაქვს ტაქტიკური ქულები, სამონ ქულები, ბლომათ აითემები და იარაღები. პერსონაჟების განვითარების ინდივიდუალური ხე და ა.შ. რევიუები მეტაკრიტიკის შეფასებები: PS3 - 82/100 http://www.metacriti.../finalfantasy13 XBOX 360 - 83/100 http://www.metacriti.../finalfantasy13 1-2 კაპიკიც ჩემგან: ეს თამაში რომ ვიყიდე 99% დარწმუნებული ვიყავი რომ არ მომეწონებოდა. ამის არცერთი ნაწილი არ მქონდა აქამდე ნათამაშები. უბრალოდ "პრომოუშენები" დამიგროვდა ამაზონზე და რამეზე უნდა დამეხარჯა დრო გადიოდა და დიდი ფასდაკლებით ვიყიდე. ( თან Heavy Rain, God of War III მიდევს და ჯერ არ მითამაშია ისენი ) ჰოდა შევდე. ნუ ჯერ "სინემატიკებმა", ინგეიმ გრაფიკამ და სამყარომ გადაგვრია მე და გიო. ძალიან მაგარია ვიზუალურად, საკაიფო ალისინგიც აქვს და თამამად დავუყენებ Uncharted 2, Heavy Rain, GOW III-ს ვიზუალური შესრულების მხრივ. FF-ს სამყაროს უნიკალურობას, დეტალიზაციას, არტისტულ შესრულებას, ქრეათიულ მიდგომას და არაამქვეყნურ სილამაზეს ანალოგი ვერ მოვუნახე. რო შევყევი და შევყევი ვერ მოვწყდით. მეორე დღესაც ისევ მივუბრუნდი და მოკლედ ჩაგვითრია. მერე ნელნელა სთორიში და სამყაროშიც გავერკვიეთ. თან არ მეგონა ბრძოლების დროს ასეთი მოზგაობა თუ იყო საჭირო და ასეთი ჩალენჯი. პრიკოლი ისაა რომ პირველი 10-12 საათი ტუტორიალიაო ფაქტიურად (მე ჯერ სადღაც 4-5 საათზე ვარ), ნაღდი თამაში მერე იწყებაო 10-12 კი არა დღეს 90% იგრებს 5-8 საათი აქვს გეიმფლეი !!! თემის ავტორი - Abnormalia
  11. God of War III პლატფორმა: PLAYSTATION 3 გამომცემელი: SCE Studios Santa Monica შემქმნელი: Sony Computer Entertainment Series: God of War რეზოლუცია: 1080p გამოშვების დრო: 2010 წლის მარტი ჟანრი: Action, Hack and Slash, Adventure თამაში რეჟიმი: Single Player დისკის ტიპი: Blu-ray™ Gameplay გეიმპლეი ძალიან გავს წინა ნაწილებს, მას ახალი იარაღი გააჩნია - ლომის თავის ბასრი ხმლები. მისი ფუნქცია ილეთების ჩატარებაც იქნება. თამაშში ასევე იქნება წინა ნაწილებში მყოფი იარაღები. ტრეილერებიდან გამომდინარე, კრეიტოსი გაიას' ზურგზე შემჯდარი მიაღწევს ზევსს Development God of War III - ზე პირველად გაისაუბრა Cory Barlog - მა God of War II - ის პრესკონფერენციაზე. მან გამოაცხადა, რომ თამაშს ექნებოდა Full HD 1080p - ს მხარდაჭერა და ასევე DualShock 3 -ის Rumble ფუნქცია. თამაშის პირველი ტიზერი ასახული იყო God of War: Chains of Olympus - ის სახელმძღვანელოს უკანა ყდაზე. ტრეილერები პ.ს. ვისაც გინდათ შარშანდელი ზაფხულის დემო ითამაშოთ, შედიხართ ამაზონზე და აპრეორდერებთ GOW III-ს. 2-3 დღეში მოგივათ კოდი რომელსაც შეიყვათ პუსუ3-ში ( უნდა იყოთ US-ში დარეგისტრირებული ) და გადმოგაწერინებთ დემოს. პრეორდერის დროს 1 თეთრიც არ გეხარჯებათ. თანხა ჩამოიჭრება მარტო მაშინ როცა თამაში გამოვა. თუ გინდათ კოდის მიღებიუს მერე გააუქმეთ პრეორდერი მარა არ მგონია ასეთ თამაშზე ამის გაკეთება მოგინდეთ GoWIII To Launch With Custom Design PS3, Plus Resistance 3 And Infamous 2 Announcements At E3 God of War III is the most anticipated title of 2010, fans of the franchise have been impatiently waiting to get their hands on said title for multiple years and now the wait has become unbearable. But if they could hold on just a little longer, not only will they behold the epic conclusion of Santa Monica’s masterpiece, but for those who have enough cash, a GoWIII custom design PS3 could be theirs for the taking. In the January 10th issue of PlayStation: The Official Magazine, it says that they’re 90 percent sure that God of War III will launch with its own unique console design, much like Konami’s Limited Edition PS3 released in tandem with Metal Gear Solid 4. Furthermore, the Magazine believes Killzone 3, Resistance 3 and Infamous 2 will be announced at this year’s E3, however none of them will be available until 2011. Another big surprise is the Magazine’s belief that there’s an 85 percent chance Metal Gear: Rising will be available this coming Christmas. თემის ავტორი - Abnormalia
  12. Metactritic-ის შეფასება - 89 http://www.metacriti...ps3/demonssouls უნიკალური და ძაალიან თავისებური პროექტი, რომელსაც ალბათ ბევრი ვერ დაუჭერს მუღამს და თუ დაუჭირა ვერ მოწყდება ! ამასთან ერთად ძალიან რთული თამაშია. ბევრი ფიქრი გიწევს რომ გახვიდე და ყველა ბოსს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. ნებისმიერი პატარა გამარჯვების მერეც კი პატარა ბავშვივით გიხარია რომ გახვედი ! გახდა 2009 წლის ინოვაციური თამაში და ბევრი პრიზებიც აიღო. აქვს უნიკალური მულტის-ექსპერიენსი. ინტერნეტიდან თუ ვინმე თამაშობს იგივე ადგილას სადც ეხლა იმყოფები, რანდომით ირჩევს და განახებს როგორ მოკვდა სხვა მოთამაშე იმ ადგილას ან როგორ გაიარა. ასევე შეიძლება მესიჯი დაწერო და დატოვო. მაგალითად გააფრთხილო სხვები "წინ ჩასაფრებაა !" თუმცა პირიქითაც შეიძლება მოატყუო )))))) თემის ავტორი - Abnormalia
  13. მდგომარეობა: შექმნის როცესში პლათფორმა: PlayStation 3 ჟანრი: ფსიქოლოგიური ტრილერი (18) გამოსვლის თარიღი: 2009 წლის ბოლო შემქმნელი: Quantic Dream გამომცემელი: უცნობია ოფიციალური საიტი: www.quanticdream.com ექსკლუზივი, 2009 წლის მთავარი პროექტი, რომელმაც ხარისხის ახალი მაჩვენებელი უნდა შემოიღოს ვირტუალურ გართობაში, რომელმაც მომხმარებელში სრულიად განსხვავებული, თამაშებში ჯერ არ განცდილი გრძნობა უნდა გამოიწვიოს! Heavy Rain - The Casting E3 2006-ზე ერთ-ერთ სტენდზე გაიმართა პრეზენტაცია, რომელმაც კრიტიკებში გაოცება გამოიწვია, პესონაჟი იმდენად დამაჯერებლად იქცეოდა, გარემო, ეფექტები, საოცრად დამაჯერებელი იყო, ეს გახლდათ Heavy Rain-ის პირველი ტექნიკური დემონსტრაცია, რომელსაც თამაშთან გარდა ტექნოლოგიისა, არაფელი საერთო არ გააჩნდა. დემო კასტინგი იყო, სადაც მსახიობი კარგათ ასრულებდა როლს, აქცენტი იყო გაკეთებული ემოციებზე. მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ორელი ბრანსილონი (Aurelie Brancilhon) თამაშობდა, აქაც იყო რტილერის ელემენტები, რაც თამაშის ჟანრს უსვამდა ხაზს. ტექნოლოგია გულისხმობდა ახალ ძრავას, რომელიც კომპანიამ თვიტონ შექმნა, პერსონაჟის სახის-პოლიგონებს მიღმა ტუნთების ეფექტის იმიტაცია შეძლეს, რაც მიმიკას, ხასიათ ანიჭებს მთავარ გმირს, თვალები აღარაა ცარიელი, ცრემლი, ღიმილი განცდა რეალურადაა. GC08 trailer უყურეთ პირველი ტრეილერია თამაშიდან, უმაგრესია! ორი წელი დუმილის შემდეგ, ლაიფციგში პირვლად წარდგა პროექტი უკვე თამაშში აარსებული ბონუს ლოკაციით, ფსიქოლოგიური დრამა-ტრილერი, განკუტვნილია მაღალი ასაკის გეიმერებისთვის, დირექტორმა David Cage-მ აღნიშნა, რომ პროექტი შეეხება თემებს, რომლებიც თამაშებში იშვიათია, ან საერთოდ არ გამოიყენება, რთული სიუჟეტი, დაძაბულ, ემოციურ პერსონაჟები, გეიმპლეი, სადაც მოდუნება შეუძლებელია, სადაც არაფელი არ მეორდება და ყველაფერი მოულოდნელია საოცარ ატმოსფეროს იწვევს. თამაშში არ იქნება დიდი ქალაქი, როგორც GTA-ში, არ იქნება ბრძოლა, დანის ქნევა, ზომბები მაგრამ იქნება ცალკე ლოკაციები, რაც დეტალიზაციაზე აისახება (პარკები, მეტრო .... ) შემქმნელები ფოტორეალისტურ გრაფიკას გვპირდებიან,იქნება ოთხი მთავარი პერსონაჟი, რომელთა მართვას შევძლებთ. ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის რომელიც მოთამაშემ უნდა ამოიცნოს, რადგანაც ისტორიას ოთხივე პერსონაჟი თავისებურად მოგვითხრობს, მათ შორის კავშირი იქნება მოთამაშის შუამავლობით, რაც ძალიას დამაინტრიგებელი და საინტერესოა, მოგვეცემა საშვალება გავაანალიზოთ ყოველი მათგანის ქმედებები და ვეძიოთ სწორი გზა. ასევე ცნობილია რომ რომელიმე მათგანის დაღუპვისას თამაში არ წყდება, სიუჟეტი გრძელდება პატარა საიდუმლო რომელმაც ელექრტონული ხელოვნება უნდა შეცვალოს.. ჩანაფიქრი თავიდანვე ორიგინალური იყო. იქიდან გამომდინარე რომ კეიჯს კინემატოგრაფიასთან შეხება ჰქონდა, სულ ცდილობდა ფილმს მიეახლოვებინა თავისი ქმნილება. ეს არი სცენა სადაც ცოცხალი მსახიობები თამაშობენ, პირველი დემონსტრაციაც ამაზე მიუთითებდა, სწორედ ამ დროს ირჩეოდნენ ადამიანები, პერსონაჟების შესაქმნელად ყველა პერსონაჟი ცოცხალი და ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მსახიობების გარეგნობასთან ერთად მათი ჩვევებიც გამოიყენეს, რასაც პროცესში ხშირად შეამჩნევთ, სწორედ ამითაა HR უნიკალური ყველა ლოკაცია დეტალურადაა გააზრებული.. თემის ავტორი - Abnormalia
  14. Metacritic-ის შეფასება - 92 http://www.metacriti...orzamotorsport3 თემის ავტორი - Abnormalia
  15. შემქმნელი: Remedy Entertainment გამომცემელი: Microsoft Game Studios დიზაინერი: Petri Jarvilehto პლათფორმა: Xbox 360 ჯანრი: Psychological action thriller მატარებელი: DVD გამოსვლის თარიღი: 2010, 18 მაისი amazon.com pre-order ისტორია ალან ვეიკი (Alan Wake) ახალგაზრდა მწერალია, რომელიც საშინელებათა რომანებს წერდა. ბესთსელერების ავტორმა დიდ წარმატებას მიაღწია. მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მწერლის შთაგონება და მუზა მისი საცოლე ელისი (Alice) იყო. მომავალი მეუღლის გაცნობის დღიდან ალანი უცნაირ სიზმრებს ხედავდა, რომელსაც შემდგომ ფურცელზე გადმოსცემდა და წიგნს წერდა. ელისის მოულოდნელმა გაუჩინარებამ ალანი დეპრესიაში ჩააგდო, სიზმრები გაქრა და მწერალი უძილობამ შეიპყრო. ლიტერატურული მოღვაწეობა შეწყდა, მთავარი გმირი ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოვარდა, მძიმე ფსიქოლგიური წნეხის ქვეშ მოყვა, დაკარგა ყველაფერი რაც ძვირფასი იყო მისთვის, ამიტომ გადაწყვიტა დაძაბულ ცხოვრებას განშორებოდა და სამკურნალოდ ამერიკის შტატ ვაშინგტონის პატარა ქალაქ ბრაითფოლისის( Bright Falls ) მახლობლად მყოფ კლინიკაში გაემგზავრა, გაემგზავრა შორს სტრესული, ურბანული ცხოვერბის სტილისგან. წყნარმა, მშვიდმა გარემომ მწერალზე კარგად იმოქმედა და უძილობაც გაუქრა. მოულოდნელად ვეიკი კლინიკაში მომუშავე მისტიკურ ქალს იცნობს, რომელიც ძალიან წააგავს დაკარგულ ელისს. მისი სიძმრები ბრუნდება, მაგრამ ამ ჯერად კოშმარების სახით. ალანი ახალი წიგნის წერას იწყებს, სადაც თავის საშინელ სიზმრებს აღწერს. მწერალი ხვდება რომ მის ცხოვრებაში რაღაც ცუდი, უცნაური ხდება. ქალაქი ნელ-ნელა წიგნში აღწერილ კოშმარს ემსგავსება. მთავარ გმირს დიდი გზა ელის საიდუმლოს გასაგებად, გადარჩენისთვის ბრძოლა გარდაუვალია. გეიმპლეი გეიმპლეი იცვლება დღის მონაკვეთის მიხედვით. დღისით მთავარი გმირი ქალაქ ბრაითფოლს შეისწავლის, მოივლის ტერიტორიებს, გამოესაუბრება მაცხოვრებლებს და იმფორმაციას მიიღებს. როდესაც დაღამდება, ქალაქს მწერლის მოჩვენებითი წარმოსახვა შეცვლის, თამაში survival horror ად იქცევა. განათება ძირითადი ელემენტია, ძალას რომელსაც ვებრძვით, სინალთე აკნინებს ამიტომ მოგვიწევს ინტერაქტიული გარემოს გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ. გარემო მოიცავს 100კვ მეტრს, 36კვ მილს, 2 კილომეტრი სწორი ხედვის რადიუსით. უზარმაზარ ქალაქში ნებისმიერ მაცხოვრებლებთან შესაძლებელია საუბარი და ლოგიკური, გააზრებული პასუხის მიღებაც. ალანი შეისწავლის როგორც გარე, ღია ტერიტორიას, ასევე შიდა, დახურულსაც. უმნიშვნოვალესი დეტალია ავტომობილით სრულფასოვანი გადაადგილება, რაც საიდუმლო სამყაროს შესწავლას უფრო საინტერესოს ხდის. სტრუქტურა თამაშის სტრუქტურა შემდეგია: (ეპიზოდები) აქ სიუჭეტი ეპიზოდებადაა დაყოფილი და ყოველი გარკვეული მონაკვეთი სრულდება და მომდევნო იწყება, არეული ეპიზოდები თანდათან ლაგდება და კონცენტრირება მთავარი გმირის წარსულზეა. (ერთი მთლიანი) ეს სტრუქტურა გაცილებით ატმოსფერულია და მთლიან ისტორიას მოგვითხრობს ეპიზოდების გარეშე რემედი არის პატარა გუნდი, რომელიც გათვლებს ხარისხზე აკეთებს, როგორც თვითონ აღნიშნეს, მიისწრაფიან იდეალურობისაკენ, ხარისხისაკენ, დაიწერა ძრავა (Havok )-ის ფიზიკის ინტეგრირებით, ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა (2005-2008) შეიქმნა საოცარი სამყარო. პროექტი 3 წელიწადზე მეტია მზადდება, მასზე 31 სპეციალისტი მუშაობს, დაფინანსება 7 მილიო $-ს შეადგენს. Alan Wake Won't Be Shining A Torch On The PC Once upon a time, Alan Wake was a game coming for both the PC and Xbox 360. Then mention of the PC version began to simply disappear, culminating in the final announcement yesterday that the game's for the 360 only. A statement from Microsoft reads: Some games are more suited for the intimacy of the PC, and others are best played from the couch in front of a larger TV screen. We ultimately realised that the most compelling way to experience "Alan Wake" was on the Xbox 360 platform, so we focused on making it an Xbox 360 exclusive. Both Microsoft and Remedy have long histories in PC game development. This decision was about matching this specific game to the right platform. So there you have it. Pity, but given the absence of material or promotion for a PC version, hardly surprising. თემის ავტორი - Abnormalia
  16. გამომშვები: Rockstar Games პლატფორმა: PlayStation 3, Xbox 360 გამოსვლის თარიღი: 16 მაისი, 2010 პრიციპში მალე გამოდის ეს თამაში, სკრინებით და გეიმპლეის ინფორმაციით უმაგრესი ჩანს. უმაგრეს სინგლ და მულიპლეიერ გაოცდილებას გვპირდებიან. ოფიციალური ტრეილერი: http://media.rocksta...jm_1280x720.wmv In a First for Rockstar, Red Dead Redemption Gets Difficulty Settings თემის ავტორი - Abnormalia
  17. რეისინგ-სიმულატორის Forza Motorsport-ის ახალი, მეოთხე ნაწილი ოფიცალურად დაანონსდა და შექმნის პროცესშია. ცნობილია, რომ თამაშს ექნება Kinect-ის მხარდაჭერა. რელიზის თარიღი: 2011 წელი; ჟანრი: სარბოლო სიმულატორი; ექსკლუზიურად: Xbox 360-ზე; გამომშვები: Microsoft; ESRB: RP; შემქმნელი: Turn 10 Studios. გალერეა: თრეილერი: E3 2010: Debut Gameplay (Stream) HD http://www.gametrailers.com/player/101402.html წყარო: Xbox 360.IGN.com
  18. Pirates of the Caribbean: Armada of the Damned არის მოქმედებითი ტიპის როლური თამაში, რომელიც გვთავაზობს სრულიად ახალ გამოცდილებას კარიბის ზღვის მეკობრეები სამყაროს ფარგლებში. თამაშს ვიხილავთ მანამდე სანამ ამავე სახელის ფილმი გამოვა. ცნობილია, რომ მოქმედება მოხდება გაშლილ სამყაროში, რომელიც თავს შეგვაყვარებს თავისი ლამაზი დედაბუნებით. თითოეულ პერსონაჟს ექნება თავისი ისტორია, ამ უკანასკნელზე გავლენას მოახდენს მოთამაშის თითოეული ქცევა, თუ არჩევანი. რელიზის თარიღი: უცნობია; ჟანრი: მოქმედებითი; პლათფორმა: PC, PS3, Xbox 360; გამომშვები: Disney Interactive Studios; ESRB: RP-T+; დეველოპერი: Propaganda Games. წყარო: PC.IGN.com გალერეა: თრეილერი: Choose Your Destiny Gameplay HD http://www.gametrailers.com/player/700318.html E3 2010: Big Battles Trailer HD http://www.gametrailers.com/player/101373.html Village Battle HD http://www.gametrailers.com/player/700324.html Finding the Idol Gameplay HD http://www.gametrailers.com/player/700326.html Intro Gameplay HD [mediahttp://www.gametrailers.com/player/700328.html Fiery Boss Gameplay HD http://www.gametrailers.com/player/700330.html E3 2010: Exclusive Preview HD http://www.gametrailers.com/player/101192.html
  19. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში რევოლუციური არმია დაიკავებს ქვეყნებს, რომლებზეც გადის მსოფლიოს მნიშვნელოვანი გზები. ისინი იმუქრებიან, რომ დიდ ზიანს მიაყენებენ გლობალურ ეკონომიკას. თქვენ იქნებით Nato Operations Commander-ის ელიტურ ხუთკაციან Ops Com ქვედანაყოფის ერთ-ერთი წევრი. მეამბოხე არმიის დასამარცხებლად და მათი გეგმების გამოასაშკარავებლად ბრძოლა მოგიწვთ ჯუნგლებში, ქალაქის ქუჩებში და ნანგრევებში. თუმცაღა აღჭურვილი იქნებით უახლესი იარაღებით და ბადალი არ ეყოლება თქვენს სპეცრაზმს თავის საქმიანობაში, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ ფლობთ თუ არა თქვენ სტელს, სიჩქარეს და ტაქტიკური განლაგების უნარს, რომელიც დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში? ამ შემთხვევაში დრო არ არის თქვენს მხარეს: გაქვთ ექვსი დღე, რათა ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი მისია. გამარჯვებისთვის აუცილებელია ფრონტის ხაზზე წინ გაჭრა, სიტუაციის კონტროლი და ბრძოლა მტკნარი ინტენსივობით. SOCOM 4 არის ტაქტიკური შუთერი, შექმნილი Zipper Interactive-ს მიერ. ერთ-მოთამაშიანი რეჟიმი გამოირჩევა ბრძოლის ველის კონტროლის მრავალფეროვნებით, ხოლო 32-მოთამაშიანი ონლაინი ნათლად წარმოაჩენს თითოეული გეიმერის ბრძოლის მერყევ, თუ უდრეკ ხასიათს. ცნობილია, რომ თამაშს ექნება PlayStation Move Motion Controller-ის მხარდაჭერა. რელიზის თარიღი: 2011 წლის დასაწყისი; ჟანრი: მესამე-პირის სროლები; MSRP: $59.99; გამომშვები: Sony Computer Entertainment; ESRB: RP-T+; შემქმნელი: Zipper Interactive; ონლაინ თამაში: 32 მოწინააღმდეგე. გალერეა: თრეილერი: Exclusive Debut Trailer HD http://www.gametrailers.com/player/62664.html Teaser with Commentary http://www.gametrailers.com/player/62714.html GDC 10: Press Conference: SOCOM 4 http://www.gametrailers.com/player/62923.html GDC 10: PlayStation Move Gameplay Walkthrough (Cam) HD http://www.gametrailers.com/player/63020.html E3 2010: Exclusive Story Trailer HD http://www.gametrailers.com/player/101176.html წყარო: PS3.IGN.com
  20. ეს თამაში რამდენიმე ხნის წინ დაანონსდა. მოქმედება იქნება ახალ ერაში, სადაც დახვეწილი და რთული ტექნოლოგიები განსაზღვრავენ კაცობრიობის მიღწევებს, მაგრამ მათში იმალება ის, რაც ადამიანს განადგრუებით ემუქრება. თქვენ შეუერთდებით აგენტთა ჯგუფს და მოგიწევთ ამ საიდუმლოში ჩაღრმავება. ცნობილია, რომ მოთამაშეს შეეძლება თავისი გაფართოებული აზროვნების საშუალებით აკონტროლოს მოწინააღმდეგე და უბრალო მოქალაქეები. ამ ახალ სამოქალაქო ომს კი ნებისმიერი შემხედვარე უერთდება. აქ შენი "სულიერი მდგომარეობა" შენი სისუტეა! რელიზის თარიღი: 2010 წელს; ჟანრი: მესამე-პირის შუთერი; MSRP: 59.99$; გამომშვები: Square Enix; პლათფორმა: Xbox 360, PlayStation 3; დეველოპერი: Feel Plus; ESRB: RP. გალერეა: თრეილერი: E3 2010: Debut Trailer HD http://www.gametrailers.com/player/101737.html წყარო: Xbox 360.IGN.com
  21. ადამიანმა შექმნა მცურავი ქალაქი არკა (Ark), რომელიც თავისთავად შედგება ასობით პატარა მცურავი კუნძულისგან და არის სამოქალაქო ომის კიდეზე (Brink). იგი შეიქმნა ექსპერიმენტარულად და არის 100%-ით "მწვანე" საცხოვრებელი ადგილი. 25 წლიანი სოციალური შეუთავსებლობის შემდეგ, არკას მკვიდრებმა მიაღწიეს დარბევის წერტილს. ახლა შენზეა დამოკიდებული არკას მომავალი. Brink (კიდე) არის ჩამთრევი შუთერი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს single-player, co-op და multiplayer გეიმფლეის. თამაშის განმავლობაში შენ გეძლევა გააძლიერო შენი პერსონაჟი. Brink-ის სამყაროში შენ იღებ პასუხიმგებლობას, დაიცვა შენი თავი და გაადრჩინო კაცობრიობა. Brink გვთავაზობს დინამიურ ბრძოლის ველებს, ფართო კოსტუმიზაციის ოპციებს და ინოვაციური კონტროლის სიტემას. რელიზის თარიღი: 2010 წლის 7 სექტემბერი; ჟანრი: პირველი-პირის სროლები; ასევე: PlayStation 3 და Xbox 360-ზე; გამომშვები: Bethesda Softworks; ESRB: RP-M+; შემქმნელი: Splash Damage. გალერეა: თრეილერი: E3 09: Exclusive Teaser HD http://www.gametrailers.com/player/49784.html GDC 10: Cinematic Trailer HD http://www.gametrailers.com/player/63040.html Character Customizaton Walkthrough HD http://www.gametrailers.com/player/60975.html Introductory Airport Walkthrough HD http://www.gametrailers.com/player/59711.html Container City Gameplay Part I HD http://www.gametrailers.com/player/59705.html Container City Gameplay Part II HD http://www.gametrailers.com/player/59707.html Container City Gameplay Part III HD http://www.gametrailers.com/player/59709.html სხვა ვიდეოები - http://www.gametrail...ame/brink/11373 წყარო: PC.IGN.com
  22. თამაში Bulletstorm წარმოადგენს პირველი პირის მოქმედებით შუთერს, რომელიც დაქვემდებარებუ- ლია "Kill with Skill" გეიმფლეიზე. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს ელიტურ დაქირავებულ ქვედანაყოფის Dead Echo შესახებ, რომლის ორი წევრიც გრეისონ ჰანტი (Grayson Hunt) და იში სატო (Ishi Sato), თავიანთი მეთაურის მოტყუებით აღმოჩნდებიან შორეულ გალაქტიკაში უცხო მონსტრების და მუტანტების წინაშე. მათ აქვთ ორი მთავარი მისია: გადარჩნენ ცოცხლები მოცემულ პლანეტაზე, ხოლო შემდეგ შური იძიონ იმ ადამიანზე, რომელმაც ისინი მოატყუა. თამაშის შექმნას ეწევა პოლონური კომპანია People Can Fly (Painkiller-ის შემქმნელები), პროდიუსერია ქლიფ ბლეზინკსი (Cliff Bleszinski - Gears of War-ის იდეის ავტორი) გამომცემელია Electronic Arts (EA). გამოვა, როგორც PlayStation 3, Xbox 360 კონსოლებზე, ასევე პერსონალურ კო- მპიუტერზე 2011 წლის პირველ კვარტალში. Screens: Videos: Debut Gameplay Trailer HD http://www.gametrailers.com/player/100172.html EA Showcase London Featurette HD http://www.gametrailers.com/player/100415.html Cliff Bleszinski First Look Interview HD http://www.gametrailers.com/player/100174.html Headshot Slideshow HD http://www.gametrailers.com/player/65154.html წყარო: IGN.com
  23. Nail'd არის სარბოლო თამაში, რომელიც თავისი მხირიარული არკადის ელემენტების საშუალებით, შესაძლებლობას მოგცემთ დროებით გამოეთიშოთ ერთფეროვან, მოსაწყენ რეალობას. იგი გამოძახილს პოვებს, დაწყებული მოთამაშის რეფლექსებიდან დამთავრებული ფიზიკის კანონებით. თქვენ მოგიწევთ რბოლა კვადროციკლებით (ე.წ. ATV-ებით) და მოტოციკლეტებით. შესაძლებელი იქნება თითქმის ვერტიკალური კურისთ მოძრაობა და ჰაერში დაუჯერებელი ტრიუკების გაკეთება. Yosemite National Park-ის თავბრუდამხვევი შეჯიბრი შესაძლებლობას მოგცემთ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს "ვერტიკალურობა". Nail'd-ის ერთმოთამაშიანი კამპანია დაკომპლექტებულია განსხვავებული ტიპის შეჯიბრებით, რომელიც შედგება, როგორც ტურნირისგან, ასევე Time Attack-ის და Quick Event-ისგან, რაც შეეხება მრავალმომხმარებლიან რეჟიმს, აქ მოთამაშეები განისაზღვრებიან თამაშის დროს დაგროვებული ქულებით, ეს თავისთავად დამოკიდებულია თქვენს სიძლიერეზე. ყოველი რბოლის შემდეგ თქვენ ხსნით სხვადასხვა სახის კომპონენტებს, რომელიც დაგეხმარებათ ტრანსპორტის შემადგენელი ნაწილების კოსტუმიზირებაში და გაუმჯობებსებაში. რელიზის თარიღი: 15 ნოემბერი, 2010; ჟანრი: რეისინგი; MSRP: 49.99$; გამომშვები: Deep Silver; სხვა პლათფორმა: PlayStation 3 და Xbox 360; შემქმნელი: Techland (Poland); ESRB: RP; ონლაინ თამაში: 12 მოწინააღმდეგე. გალერეა: თრეილერი: Debut Trailer HD http://www.gametrailers.com/player/64776.html E3 2010: Exclusive Get Dirty Gameplay HD http://www.gametrailers.com/player/64776.html სხვა ვიდეოები - http://www.gametrail...ame/naild/13076 წყარო: PC.IGN.com
  24. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კენ ლევინი (Ken Levine) და მისი სტუდია Irrational Games მუშაობდა Project Icarus-ზე, ეს უკანასკნელი, კი BioShock Infinite აღმოჩნდა. გუშინ კი პრესის წარმომადგენლებისთვის გამართეს დემონსტრაცია ნიუ-იორკში. ამ დღეებში ქსელში გავრცელდება ვიდეო, სადაც თამაშის რეალური გეიმფლეი იქნება ნაჩვენები. BioShock: Infinite - ეს არის პირველი პირის შუთერი, რომელშიც მოქმედება 1912 წელს ხდება. ეს იქნება ახალი განსხვავებული თამაში, რომლის მოქმედებაც წ#$%ს ქალაქ Rapture-დან დიდ ცის ქალაქ Columbia-ში გადავა. Pinkerton-ის ყოფილი აგენტი ბუქერ დეუითი (Booker DeWitt) გაგზავნილი იყო Columbia-ში, რათა გადაერჩინა ელიზაბეტი (Elizabeth), ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალით ყავდათ ამ ქალაქში ბავშვობიდან. ბუქერმა ურთიერთობა უნდა დაამყაროს ელიზაბეტთან, ასწავლოს თავისი შესაძლებლობების გამოყენება და ამ ნიჭის წყალობით უნდა გამოიქცნენ ცის ქალაქიდან და დაბრუნდნენ დედამიწაზე. მთავარ გმირს ასევე მოუწევს ბევრი ბრძოლა განსხვავებულ მოწინაღმდეგეებთან. ჩვენს არსენალში შევა მრავავალი სახის იარაღი სხვადასხვა შესაძლებლობებით. ამ თამაშის რელიზი 2012 წელს არის დაგეგმილი, გამოიყენებს Unreal Engine 3 ძრავს. P.S BioShock in the sky is coming! წყარო#1: GameTech.ru წყარო#2: GameTech.ru თრეილერი: Debut Trailer http://www.gametrailers.com/player/702795.html Starting From Scratch Interview http://www.gametrailers.com/player/702825.html Story & Concepts Interview http://www.gametrailers.com/player/702804.html
  25. ომი არასდროს არ მთავრდება, ISA-ს ისევ უპირისპირდება Helghast Empire. გეიმერები უნდა მოემზადონ საბოლოო, მესამე შეტაკებისთვის. რელიზის თარიღი: 22.02.2011 ; ჟანრი: პირველი-პირის სროლები; ექსკლუზიურად: PlayStation 3-ზე; გამომშვები: Sony Computer Entertainment; ESRB: RP-M+ შემქმნელი: Guerrilla Games. გალერეა: თრეილერი: Debut Teaser HD http://www.gametrailers.com/player/100886.html წყარო: PS3.IGN.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.