Jump to content

ბერო

VIP
  • Posts

    6561
  • Joined

  • Days Won

    15

Posts posted by ბერო

  1. greenday

    კონკრეტულად შენზე არ მითქვამს არაფერი და საერთოდ, არ მაქვს იმის "მუღამი", რომ ვინმეს ვორნი დავადო..

    უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე თემები PC თამაშების განყოფილებაში იხსნებოდა, არათუ ამ ქვეგანყოფილებაში და სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება.. nothing personal!

    რაც, შეეხება თემას, ტორენტიდან დაქაჩე - მე ამას გირჩევდი : )

  2. რა დაგემართათ, ხალხო, პრობლემების & დახმარების ქვეგანყოფილებას ვერ ხედავთ?

    გადამაქვს თემა და ამ ჯერად გაფრთხილებ, მეორე ჯერზე კი 20 %-იანი ვორნის და 2 საათიანი პოსტინგის შეზღუდვა მომიწევს.

  3.  მეც "აჯაგრული" მქონდა თმები ამ ნახევარი წლის წინ, სანამ არ გადავიპარსე, ახლა მკიდია ვარცხნილობა და ყოველ დილით უბრალოდ "რადიოზე ვისწორებ" მას :D

    ხო, შედეგს 2 წლის წინ მივაღწიე დაახლოებით, მაგ ჟელეებით და მაიმუნობებით, მაგრამ მალევე გადავაგდე ეგ ქიმია, რადგან თავისით დგებოდა თმები მერე უკვე :P

    P.S. კარგად გავერთე ამ თემაში :D

  4. 62449.jpg

    Год выпуска: 2010 

    Жанр: Racing

    Разработчик: Criterion Studios

    Издатель: Electronic Arts

    Платформа: PC

    Тип издания: Лицензия

    Язык интерфейса: Multi/Rus

    Язык озвучки: Multi/Rus

    Таблетка: Временно отсутствует

    Описание:

    В Need for Speed Hot Pursuit Limited Edition издание войдут 6 эксклюзивных автомобилей: Alfa Romeo 8C Competizione, Ford Shelby GT500, Audi TT RS Coupé, Chevrolet Camaro SS, Porsche Cayman S (модель для полицейских) и Dodge Challenger SRT8. Стоит отметить, что модели Alfa Romeo 8C Competizione и Ford Shelby GT500 будут доступны исключительно в Need for Speed Hot Pursuit Limited Edition, выпущенном ограниченным тиражом, и ни в каких других версиях игры больше не появятся.

    Эти мощные гоночные машины дают игрокам существенное преимущество, которым они могут воспользоваться, чтобы обойти на дороге всех соперников. Неважно, участвует игрок в коллективном или одиночном заезде, либо же сравнивает результаты пройденных гонок. Преимущество, которым обладают владельцы расширенного издания, является очень важным фактором, ведь главное в игре - дух соревнования.

    Игра Need for Speed Hot Pursuit разрабатывается студией Criterion Games, создателями завоевавшей всеобщее признание гоночной серии Burnout. Признанные новаторы вновь изменяют основы жанра и представляют проект, который объединяет игроков и предлагает им не только соревноваться друг с другом в Интернете, но и выполнять задания своих друзей.

    Основой Need for Speed Hot Pursuit служит комплекс сетевых режимов, объединенный системой Need for Speed Autolog, которая позволяет игрокам легко общаться, соревноваться друг с другом и сравнивать свои достижения.

    Экзотические машины и восторг погони – все это Need for Speed Hot Pursuit.

    Особенности игры:

    Карьера – Впервые в истории Need for Speed игроки смогут участвовать в головокружительных погонях в роли не только гонщиков, но и полицейских. В Need for Speed Hot Pursuit невероятно глубокий и продуманный режим карьеры для одного игрока тесно сплетается с революционными возможностями для игры в Интернете. В итоге и сетевые заезды с друзьями, и одиночная карьера будут приносить игроку награды, повышающие его статус и открывающие доступ к новым машинам, оружию и снаряжению

    Need For Speed Autolog – В Need for Speed Hot Pursuit ход вашей игры определяют ваши друзья. Need for Speed Autolog - это революционная система, объединяющая игроков и позволяющая им сравнивать собственные достижения, испытания и скриншоты. Need for Speed Autolog предложит вам испытания, основанные на занятиях ваших друзей, закладывая основу для будущих состязаний и формируя постоянно изменяющееся окружение мира игры

    Оружие и снаряжение – Повысить накал страстей во время скоростной погони поможет разнообразное оружие. Возможность обезвредить подозреваемых с помощью полицейского арсенала или уйти от погони, используя специальное оборудование для обмана копов, позволит игрокам всегда найти способ переиграть своего противника

    Машины – Машины в Need for Speed Hot Pursuit варьируются от просто крутых до нереально крутых. Вы ощутите восторг, управляя самыми желанными и самыми мощными авто на головокружительных скоростях. Оцените мощь супернавороченного полицейского перехватчика, такого как Lamborghini Reventon, или же перехитрите стражей порядка на сверхскоростных суперкарах типа Pagani Zonda Cinque

    Seacrest County – Мир игры так же разнообразен, как побережье Калифорнии - вас ждут пустыни и леса, морские пляжи и горные дороги. Открытый игровой мир Seacrest County создан специально для самых ярких погонь из всех существующих в жанре

    Системные требования:

    » Операционная система: Windows XP (SP3)/Vista/7;

    » Процессор: Intel Core 2 Duo (1,8 ГГц) или AMD Athlon X2 64 (2,4 ГГц);

    » Оперативная память: 1,5 Гб (для XP)/2 Гб (для Vista/7);

    » Видеокарта: 256 Мб видеопамяти, совместимая с DirectX 9.0c, с поддержкой Shader 3.0;

    Поддерживаемые видеокарты: ATI Radeon серий X1950, HD 2000/3000/4000/5000; NVIDIA GeForce серий 7 (7600 или более мощная)/8/9/100/200.

    » Место на жестком диске: 8 Гб;

    » Звуковое устройство: совместимое с DirectX;

    Инструкция по установке:

    1) Смонтировать образ с помощью Daemon Tools

    2) Установить игру, просто закрыв окно с Активацией.

    3) Распаковать CRACK в папку с игрой и играть!

    http://geotorrents.c...ti_L-s-62449.ts

    http://bin.ge/file/1...10.torrent.html

    Crack

    http://bin.ge/file/1...-CRACK.rar.html

    v1.010 Patch

    http://www.gamershell.com/download_66672.shtml

    • Upvote 1
  5. Windows-Phone-Mango-Logo-Official.jpg

    აქ დავწეროთ ყველაფერი ამ პლათფორმის შესახებ. ვიმსჯელოთ გამოსულ და მომავალ მოდელებზე, ასევე პლუსებზე და მინუსებზე, მასთან დაკავშირებულ ნიუსებზე და ა.შ.

    ესეც ჩვენი, ძლიერი ვანოს მიერ დაწერილი პრევიუ :)

    იყო დრო, როცა სიტყვა სმარტფონის ხსენებაზე ყველას გონებაში ამოტივტივდებოდა Symbian-ი, Windows Mobile-ი ან იშვიათ შემთხვევებში Palm OS-ი. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, სმარტფონების ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად Google-ის Android-ი ითვლება. ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ Apple-ის iOS (iPhone) და RIM-ის BlackberryOS. გასაგები მიზეზების გამო Microsoft-ის Windows Mobile 6.5 ბაზარზე პოზიციებს თმობდა, ამიტომაც დიდმა MS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ახალი ოპ. სისტემა - Windows Phone 7.

    ახალი სისტემა და მასზე დაფუძნებული აპარატები ბაზარს სულ რაღაც 3 დღის წინ, 8 ნოემბერს მოევლინა ოფიციალურად.

    ამ მცირე ზომის სტატიის მიზანია ზოგადად მიმოვიხილოთ ახალი პლატფორმა და გავეცნოთ ახალ აპარატურულ და პროგრამულ გადაწყვეტებს.

    პლატფორმის ზოგადი მიმოხილვა

    აღსანიშნავია, რომ Windows Phone 7 არაა Windows Mobile 6.5-ის აპგრეიდი, იგი სრულიად ახალი სისტემაა, რომელიც, ასე ვთქვათ, 0-დან შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პლატფორმა საკმაოდ ახალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პტაფორმის შექმნა Microsoft-ისგან სწორი გადაწყვეტილება იყო.

    რაც შეეხება ზოგადად ოპ. სისტემას, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიზნეს ასპექტში ბრწყინავს (როგორც ყოველთვის Windows Mobile-ი ამ სფეროში ლიდერი იყო). შესაბამისად, ამ სფეროში Windows Phone 7 საკმაოდ მძლავრ კონკურენციას გაუწევს როგორც თავის უფროს ძმას, Windows Mobile 6.X-ს, ასევე RIM-ს. მეორეს მხრივ, WP7-ს გააჩნია მშვენიერი მულტიმედია და გეიმინგ შესაძლებლობები, ასევე სოციალურ ქსელებთან მჭიდრო ინტეგრაციის ფუნქციები და ამ მხრივაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს iOS-სსა და Android-თან.

    როგორც უკვე ვთქვით, ოპ. სისტემა და მობილური აპარატები უკვე ხელმისაწვდომია. აშშ-ში 2-წლიანი კონტრაქტით მათი ფასი 199$-ის ფარგლებშია. Microsoft-ის პრეზენტაციაზე პარტნიორების სიაში დასახელდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა AT&T, Sprint, Vodafone, Orange.

    აპარატურული შესაძლებლობები

    პრეზენტაციაზე MS-მა განაცხადა რომ 8 ნოემბრისთვის ბაზარზე 9 სმარტფონი იარსებებს. პარტნიორების სიაში დასახელდა Dell, Samsung, LG, HTC და ASUSTek-ი. ღონისძიებაზევე მოხდა 3 მათგანის პრეზენტაციაც, რომლებიც AT&T-ის ქსელში იქნება ხელმისაწვდომი.

    პირველი - LG Quantum. სლაიდერი 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon პროცესორით, 3.5-დუიმიანი თაჩსქრინით, 16 გბ მეხსიერებითა და QWERTY კლავიატურით.

    მეორე - HTC Surround, რომელიც რეალურად საკმაოდ ჰგავს HTC EVO-ს და განკუთვნილია მედია და გეიმინგ ენთუზიასტების სეგმენტისთვის. პროცესორი იგივეა, 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon-ი. ეკრანის ზომა - 3.8 დუიმი, ფოტოკამერა - 5 მეგაპიქსელი, მეხსიერება 16 გბ. აღსანიშნავია, რომ Surround-ი პირველი სმარტფონია, რომელსაც Dolby Labs-ის მიერ დამზადებული Surround ხმის სისტემის ორი ცალი სპიკერი აქვს ჩამონტაჟებული.

    და მესამე - Samsung Focus, რომელიც აღჭურვილია 4 დუიმიანი Samsung-ის SuperIM OLED ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანით, 1 გჰც-იანი Snapdragon პროცესორით, 5 მპ-იანი ფოტოკამერითა და სხვებთან შედარებით ცოტა - 8 გბ-იანი მეხსიერებით.

    ალბათ შენიშნავდით, რომ 3-ვე აპარატში ერთნაირი პროცესორი, 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon-ია გამოყენებული. ეს Microsoft-ის სპეციალური მოთხოვნაა. მართალია, აღნიშნული ფაქტი ცოტათი აძვირებს WP7-ზე მომუშავე სმარტფონებს, თუმცა მეორეს მხრივ, მინიმალური სტანდარტების დაწესება იმის გარანტიას იძლევა, რომ ოპ. სისტემა მუდმივად გამართულად იმუშავებს სრული დატვირთვის დროსაც კი.

    მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციისას არ იყო ნაჩვენები, რეალურად კიდევ რამდენიმე საინტერესო მოდელია გაყიდვაში. T-Mobile-ის ქსელში გამოჩნდება HTC Mozart, 8 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერით. იმავე T-Mobile-ის ქსელში ხელმისაწვდომი იქნება HTC 7 HD7 4.3 დუიმიანი ეკრანით, 16 გბ-იანი მეხსიერებითა და 5 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერით და 4.1 დუიმიანი ეკრანით აღჭურვილი ვერტიკალური სლაიდერი Dell Venue Pro.

    Sprint-ის ქსელში გამოჩნდება სლაიდერი HTC 7 Pro, რომელზედ ბევრი ინფორმაციაა ცნობილი არაა გარდა იმისა, რომ მასაც სხვების მსგავსად 1 გჰც-იანი პროცესორი და 16 გბ მეხსიერება ექნება.

    თუ ზემოთ ჩამოთვლილ 7 მოდელს ერთმანეთთან შევადარებთ, ვნახავთ რომ ძირითადი სხვაობა არის სლაიდერის ტიპებში, კლავიატურაში, მეხსიერებისა და ეკრანის ზომეში, ფოტოკამერაში, აუდიო აპარატურაში და, რა თქმა უნდა, ზოგად შესრულებაში.

    აპარატურული გადაწყვეტის მხრივ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით microSD გათვალისწინებული არაა WP7 სმარტფონებისთვის. იგივე ნაკლი აქვს Apple-ის iPhone-საც.

    ჯამში, პლატფორმა საკმაოდ კონკურენტულად გამოიყურება როგორც iPhone-ის წინააღმდეგ (ბევრ მოდელს უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს), ასევე Android-ზე ბაზირებული სმარტფონების წინააღმდეგ.

    პროგრამული შესაძლებლობები

    თუ Windows Phone 7-ზე ბაზირებული სმარტფონის ყიდვისთვის ერთადერთი მიზეზი გჭირდებათ, ეს მიზეზი ინტერფეისია.

    Bing Search-ი ინტერფეისში საკმაოდ მყარადაა ინტეგრირებული და ზოგადად, ინტერფეისი საკმაოდ მარტივი, სწრაფი და ინტუიციურია. ე.წ. ძირითად მენიუზე განთავსებულია ოთხკუთხა ხატულები, რომლებსაც ჰაბები ეწოდება (მესიჯები, ზარები, ელ-ფოსტა...). ანიმაციის თვალსაზრით ჰაბები გარკვეულწილად Android-ის ვიდჯეტებს გავს.

    ძირითადი მენიუ და ჰაბები აბსოლურად რედაქტირებადია. მარტივად, თაჩსქრინის გამოყენებით შესაძლებელია ჰაბებისთვის ადგილების შეცვლა, გაქრობა, ახალი ჰაბების დამატება და ა.შ.

    ბიზნეს ფუნქციონალობის თვალსაზრისით WP7 საკმაოდ დახვეწილია. მაგალითად, სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით, WP7-ში გეგმები/შეხვედრები (ე.წ. appointments) პირდაპირ ეკრანზე გამოდის, სმარტფონის "ანლოქი" საჭირო არაა. შესაძლებელია "ეფოინთმენთების" სინქრონიზაცია Exchange სერვერებიდან, Yahoo Mail, Gmail, Hotmail-ისა და სხვა სერვისებიდან.

    ბეჭდვის პროცესი WP7-ში საკმაოდ კარგადაა გადაწყვეტილი. რეალურად იგი სჯობს Android-ის სისტემას და გვერდით უდგას iOS-ს. WP7-ში ჩაშენებულია ჭკვიანი ავტო-კორექციის სისტემა, რომელსაც ახალი სიტყვების სწავლა და თქვენს სტილზე მიჩვევა შეუძლია.

    სისტემაში ინტეგრირებულია Bing Maps-იც. მაგალითად, თქვენი კონტაქტების მისამართებზე უბრალო შეხებისას გაიხსნება Bing Maps-ი, რომელიც გიჩვენებთ სად მდებარეობს არსებული მისამართი და გიჩვენებთ მისასვლელ გზას (ფეხით ან ავტომობილით მისასვლელად). შესაძლებელია სატელიტური სურათის ნახვაც. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია 100%-ით არ იმუშავებს საქართველოს პირობებში, Bing Maps-ში ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს მაგისტრალებია შეტანილი

    ძებნის ფუნქცია საკმაოდ საინტერესოდაა რეალიზებული. არსებობს ორი მეთოდი - პირველი, ვაჭერთ Search ღილაკს და ვუთითებთ საძიებო ფრაზას. აი მეორე მეთოდი გაცილებით საინტერესოა - აჭერთ თითს Start ღილაკს და ტელეფონს ელაპარაკებით - კარნახობთ საძიებო ფრაზას. პროგრამა თქვენს მიერ ნაკარნახევ ფრაზას ტექსტად გარდაქმნის და აწვდის საძიებო სისტემას.

    პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა WP7 Office suite-ის ახალი წარმომადგენლები, PowerPoint-ი და OneNote-ი. აღსანიშნავია, რომ OneNote-ს აქვს ე.წ. "ღრუბლების" მხარდაჭერა, ანუ მისი სინქრონიზაცია შესაძლებელია ინტერნეტთან და სანიშნები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, Copy-Paste ფუნქცია WP7-ში მხარდაჭერილი არ იქნება პირველ ეტაპზე.

    ფოტოკამერით მუშაობა WP7-ში საკმაოდ მარტივი და ინტუიტურია. კამერის ღილაკზე დაჭერით სმარტფონ ავტომატურად "იღვიძებს" და რთავს ფოტოკამერას, "ანლოქი" საჭირო არაა. ასევე მხარდაჭერილია ფოტოების ავტომატური ატვირთვის სერვისიც ისეთ ქსელებზე, როგორიცაა Flicr-ი, Facebook-ი და ა.შ.

    მუსიკისა და ვიდეო განყოფილებები საკმაოდ ჰგავს Zune-ს. ამ განყოფილებებში შესაძლებელია ე.წ. Third Party პლაგინების გამოყენებაც, მაგ: Youtube-ის.

    People (კონტაქტები) განყოფილებაში შესაძლებელია კონტაქტების სინქრონიზაცია უამრავი სერვისიდან, მაგ: Facebook, Gmail, Hotmail და ა.შ.

    რაც შეეხება გეიმინგ განყოფილებას, იგი WP7-ში საკმაოდ დახვეწილია. გარემო საკმაოდ ჰგავს Xbox Live-ს, არსებობს მულტიპლეიერის მხარდაჭრაც. უკვე არსებობს საკმაოდ მიმზიდველი თამაშებიც.

    რაც შეეხება დამატებით პროგრამებს, Android-ისა და iOS-ის მსგავსად WP7-საც საკმაოდ ვრცელი პროგრამების კატალოგი ექნება.

    დასკვნა

    პირველ ეტაპზე WP7-ს რამდენიმე ნაკლი ექნება, როგორიცაა microSD-სა და Copy-Paste-ის მხარდაჭერის არქონა (თუმცა, როგორც MS-ი გვპირდება, აღნიშნული 2011 წლის პირველივე ნახევარში გამოსწორდება). თუმცა, აქვე აღსანიშნავია უამრავი დადებითი მხარე და განმასხვავებელი ელემენტები, რომლებიც ახალ სისტემას ბაზარზე გამოარჩევს.

    რეალურად, MS-მა გამოიყენა ის, რაც კარგია კონკურენტებთან (აპარატურული დივერსიფიცირება Android-თან და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სტილი Apple-სგან) და შექმნა პროდუქტი, რომელსაც თავისი ადგილი ექნება ბაზარზე და იქნება საკმაოდ კონკურენტული მოწინააღმდეგეებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ბაზარზე და მისი ყიდვა შესაძლებელია, მხოლოდ დროის ფაქტორია დარჩენილი.

    ჩვენ კი, მუდმივად მოგაწვდით სიახლეებს ახალი ოპ. სისტემის შესახებ. ვნახოთ, რამდენად რევოლუციური აღმოჩნდება მაიკროსოფტის ახალი პირმშო.

    სრულად: Windows Phone 7 @ Compinfo.ge

    65098798.png

    ამჟამინდელი მოდელები:

    htc.jpg

    LG.jpg

    dell.jpg

    samsung.jpg

    asus.jpg

    Sony-Ericsson_1.jpg

    Sony-Ericsson_2.jpg

    http://www.youtube.com/watch?v=sI7iE8VD7IA&feature=player_embedded

    რეკლამები:

    http://www.youtube.com/watch?v=nm967IrEC_I

    http://www.youtube.com/watch?v=EHlN21ebeak

    http://www.youtube.com/watch?v=5oS2fSd_HYM

    გამძლეობა

    WindowsPhone's Channel - http://www.youtube.c...er/windowsphone

    ნიუსები:

    Windows Phone 8: 20 ожидаемых функций, отсутствующих в WP7 - http://www.3dnews.ru...uyushchih-v-wp7

    Sony Ericsson Xperia X7 и Mini — пара «крепких» смартфонов на WP7 - http://www.3dnews.ru...artfonov-na-wp7

    • Upvote 3
  6. იმ მისიაში, რუსების რაკეტის გაშვება, რომ უნდა შეაჩეროთ, იქ ჩანს კარგად ცის გრაფიკა. ერთიანი სურათია, ღრუბლები გაჩერებულია, ტექსტურები დაუხვეწავია და ა.შ.

    მაგრამ ეფექტები ძალიან კარგად იყო გაკეთებული. ნუ სახლების და მსხვილი ობიექტების ნგრევას უახლოეს რამდენიმე ნაწილში ვერ ვიხილავთ ალბათ, მაგრამ რაც იყო, იმას მარილი არ აკლდა. :D

    ისე საინტერესოა, ფიზიკის რომელ ძრავს იყენებს ეს თამაში, თუ ერთიან ძრავში არის ინტეგრირებული ის ეფექტები?

  7.  ნწუ, მაგ პერიოდამდე, ანუ სანამ ხელთათმანებს შემოიღებდნენ ბევრი კვდებოდა განგრენით, ექიმები კი ჰაერწვეთოვანი გზით გადამავალ დაავადებებს აბრალებდნენ პაციენტის სიკვდილს. : P ნუ,  ხელთათმანები რომ შემოიღეს, თავისთავად, განგრენით სიკვდილიანობის რაოდენობამ იკლო 

    კაი გვეყო ახლა, ჩემ თემას ნუ მაოფებინებ :D 

  8.  

    გულის ფეთქვამ შეიძლება 100 ზე მეტს მიაღწიოს თავისუფლად და აიტანს ადამიანი და ეგ პროგი გაწვდება??

    საერთოდ აქ პროგრამა კი არ არის მთავარი, არამედ გამომთვლელი და დღევანდელი პერფომანსის GPU-ები თავისუფლად უნდა გაწვდნენ ამ დავალებას. IMO

    P.S ოპერაციის დროს, რაღაც არამგონია გულის ფეთქვის რაოდენობა წუთში 100-ს შეადგენდეს! : P

    ვაი და პროგმა აურია?? ხო გათხარა ექიმმა სკალპერი გულში

    დახვეწავენ ყველაფერს და ასეთ შეცდომების წარმოქმნას მინიმუმამდე დაიყვანენ. XIX საუკუნე ხომ არ არის, როდესაც ექიმები ოპერაციებს ხელთათმანების გარეშე აკეთებდნენ.. 

  9.    ჯერ ცნობილი არ გამხდარა პირველ ქირურგიულ ოპერაციაზე, რომელიც რობოტის "ხელებით" ჩატარდა, რომ NVIDIA-მ მოამზადა

    მორიგი "ბომბა" მსოფლიო მედიცინაში. კალიფორნიაში ჩატარებულ, გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების, კონფერენცია GTC 2010-ზე

    გაჟღერდა საკმაოდ საინტერესო იდეა, რომლის მიხედვითაც გულზე ოპერაცია ჩატარდება, მისი შეჩერების და დიაფრაგმიდან ამოღების

    გარეშე.

    vbc6jcbn3699205fyh08.jpg

      რობოტი-ქირურგი ოპერაციას ჩაატარებს სპეციალური მანიპულატორების დახმარებით, რომლებიც გულს მკერდიდან დაუკავშირდებიან

    პატარა ხვრელების საშუალებით. ქირურგს, ვიზუალიზაციის ტექნოლოგია, წარმოუდგენს მფეთქავი გულის სამგანზომილებიან მოდელს,

    რომლის დახმარებითაც იგი ორგანოზე მოახდენს ზუსტად ისეთივე ორიენტირებისას, როგორც გახსნილი გულმკერდის მდგომარეობასას.

      მთავარი სირთულე არის ის, რომ გული ასრულებს მოძრაობების მთელ რიგს მოკლე დროში - თუმცაღა, შემქნელების თქმით, NVIDIA-ს

    თანამედროვე გამომთვლელები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გულის მუშაობით ინსტუმენტებმა მოახდინონ მისი სინქრონიზირება და

    სრული ვიზუალიზაცია. ამის სანაცვლოდ იქმნება უმოძრაობის ეფექტი - ქირურგი მხოლოდ ამოწმებს მუშაობს თუ არა გული, რადგან რო-

    ბოტები ასრულებენ იგივე მოძრაობებს დარტყმის კომპენსირებით.

      ჯერ-ჯერობით, ყველანაირ ინფორმაციას ამ ტექნოლოგიასთან

    დაკავშირებით მოიცავს მხოლოდ მოკლე ვიდეოდემონსტაცია,

    თუმცა ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ მიმოხილვებს NVIDIA-სგან.

    ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ქირურგიაში რევოლუციას ვიდეო

    დაფების მწარმოებელი-კომპანია მოახდენდა?!

    წყარო: 3DNews.ru

  10. Abnormalia-ს ტუტორიალი:

    დისკების ჩაწერა XBOX 360-ზე

    როგორ იცით შეტეხილ XBOX 360-ს შეუძლია ინტერნეტიდან ჩამოწერილი იმიჯების გაშვება. ამისთვის ჯერ უნდა ჩავწეროთ DVD დისკზე.

    თამაშის იმიჯები შეგიძლიათ მოიძიოთ ტორენტებზე. მაგალითად:

    http://torrents.ru/f...forum.php?f=510 (უფასო-რეგისტაციაა საჭირო)

    http://www.torrentleech.org/browse.php (დახურული ტორენტია, რეგისტაცია მხოლოდ მოწვევებით, ამჟამად მოწვევებიც გაუქმებულია)

    http://bt.xbox-sky.com/index.php - (უფასო ტორენტი. 2-3 დღე "დადარაჯება" უნდა რადგან რეგისტაცია მცირე დროით იხსნება ხოლმე და უნდა მოასწრო)

    თვითონ ტორენტებიდან ჩამოწერა ხდება ტორენტ კლიენტებით.

    არსებობს ბევრი ტორრენტ კლიენტი. მაგალითად პატარა და მოხერხებული µTorrent

    http://www.utorrent.com/download.php

    სანამ შევუდგებით დაქაჩვას, ჯერ უნდა გაარკვიოთ რომელი რეგიონის კონსოლი გაქვთ (PAL თუ NTSC-J, NTSC-U...)

    ეს იმიტომ გჭირდებათ რომ იმიჯებიც თვენი რეგიონის შესაბამისი უნდა დაქაჩოთ. ანუ PAL კონსოლითსვის PAL იმიჯი და ა.შ.

    არსებობს ე.წ. region free თამაშების იმიჯებიც. ანუ ესეთი იმიჯი ყველა რეგიონზე მიდის. როგორც წესი როცა ტორენტიდან იმიჯს ქაჩავს იქ არწერაში მითითებულია თუ რომელიც რეგიონის იმიჯია. თუ არ არის მაშინ ჯერ უნდა დაქაჩოთ და შემდეგ დაადგინოთ რეგიონი.

    რეგიონის გაგება შეიძლება XDVDMulleter პროგრამის დახმარებით ( XDVDMullete.zip ).

    ეს ხდება შემდეგნაერად. დაქაჩული ტორენტი ამოარქივეთ. გაუშვით XDVDMulleter.

    ნექსთ:

    mullet1go9.jpg

    აქ browse და მივუთითოთ დაქაჩული თამაშის იმიჯი და ნექსთ.

    mullet2xo2.jpg

    ცოტას იფიქრებს და მოიყვანს ამ ფანჯარას. აქ თუ ”region free"-ია მონიშნული შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩაწერაზე.

    შესაბამისად თუ ”Europe” არის მონუშნული არის PAL.

    "Asia” და ”China" NTSC-J და ა.შ.

    ამავე ფანჯარაზე მიაქციეთ ყურადღებას თუ არის მონიშნული "iXtreme Compatible". ანუ თუ არის თავსებადი ამ ტიპის შეტეხვასთან. თუ არა მაშინ იმიჯის ”გაპაჩვა” მოგვიწევს (ამაზე მოგვიანებით).

    mullet3tk5.jpg

    მოკლედ ან დავქაჩეთ ჩვენ კონსოლთან თავსებადი იმიჯი ან XDVDMulleter-ს დახმარებით დავადგინეთ რომ გვაწყობს. გადავდივართ იმიჯის ჩაწერაზე.

    ჩამწერებისგან გასაკუთრებით რეკომენდირებულია Pioneer 111D მოდელი თუმცა სხვა მოდელებზეც წარმატებით ხდება ჩაწერა.

    დისკებს რაც შეეხება ყველაზე კარგ შედეგს იძლევა:

    Verbatim, Double Layer, +R დისკები (მე აქ ვყიდულობ http://www.gtv.ge ). 1 ცალის ფასი 4 ლარი.

    dvd_p_r_verbatim_cake10_8.5_b.jpg

    არ ცადოთ -R ან RW დისკები. ჩაწერის შემდეგ ასეთ დისკებს XBOX ვერ აღიქვამს.

    ჩაწერა ხდება შემდეგი 2 პროგრამის დახმარებით CloneCD ან imgburn (უფასოა შეგიძლიათ დაქაჩოთ აქედან http://www.imgburn.c...hp?act=download )

    სიჩქარე აუცილებლად მიუთითეთ 2.4X !

    ჩაწერამდე კიდევ ერთხელ დარწმუნდით რომ დირექტორიაში ამოარქივდა 2 ფაილი *.iso და *.dvd.

    მაგალითად:

    kfc-sc4.iso

    kfc-sc4.dvd

    dvd - ფაილის ზომა რამოდენიმე კილობაიტია. iso-ს 6-7 გეგაბაიტი.

    თუ *.dvd ფაილი არ გაქვთ მაშინ ის შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შექმნათ. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი შემდეგი 2 სტრიქონით:

    LayerBreak=1913760

    kfc-sc4.iso

    1 ხაზი ყველა იმიჯისთვის ერთიდაიგივეა, მეორე უნდა იყოს iso იმიჯის ფაილის სახელი.

    ჩამწერ პროგრამას მიუთითეთ DVD ფაილი. დაიწყება ჩაწერა. ჩაწერას დაახლოებით 35-45 წუთი დაჭირდება. თუ ჩაწერა წარმატებით დასრულდა შეგიძლიათ შეამოწმოთ დისკი xbox-ზე.

    თუ დისკი ვერ აღიქვა, მაშინ ან ჩამწერის ბრალია ან თვითონ დიკის. ცადეთ ან სხვა ჩამწერზე ჩაწეროთ ან სხვა დიკსის ტიპზე.

    • Upvote 2
  11.   ეს თამაში ამ წლის 7 დეკემბერს გამოდის შემდეგ პლათფორმებზე: PC Wii, X360, PS3, PSP და DS.

    თამაშს საფუძვლად აქვს ფილმი Tron: Legacy, რომელიც 17 დეკემბერს გამოდის.

    w8xfqljtdhimershnh0g.jpg

    41yxobfugbw7mhe8h7r.jpg

    8gu15n0rmp0rypfywg77.jpg

    xjufo1rnygssbt8a8uza.jpg

    ct6fcbogpl60wjzzw5ng.jpg

    vn3nzpn12b7t0mzkkfw.jpg

    pkpi8urpt4jmv22gnqtv.jpg

    lz3r4t7w40jigx3tra5.jpg

    u8coa077zdgcuk57wv4h.jpg

    o5s2ncpsnk7o3cw8rwq1.jpg

    80k20jk2vrngvj97v1.jpg

    Spike VGA 09: Exclusive Debut Trailer HD

    http://www.gametrailers.com/video/spike-vga-tron-evolution/59815

    War is Coming Trailer HD

    http://www.gametrailers.com/video/war-is-tron-evolution/706352

    E3 2010: Locals Trailer HD

    http://www.gametrailers.com/video/e3-2010-tron-evolution/700067

    Beyond the Code: Game Experience HD

    http://www.gametrailers.com/video/beyond-the-tron-evolution/707383

    World of Tron Walkthrough Part I HD

    http://www.gametrailers.com/video/world-of-tron-evolution/707371

    World of Tron Walkthrough Part II HD

    http://www.gametrailers.com/video/world-of-tron-evolution/707369

    ყველა სურათი - http://media.pc.ign....750/imgs_1.html

    ყველა ვიდეო - http://www.gametrail...evolution/12471

  12.   უკვე ნათელია, რომ კომპანია Sony, ამზადებს სმარტფონს, რომელიც თამაშის მოყვარულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი და სავარაუდოდ PlayStation ერქმევა. რესურს Engadget-მა გამოაქვეყნა, ამ მოწყობილობის, მთელი რიგი სურათები. იგი ატარებს კოდურ სახელს - Zeus. საინტერესოა, რომ, სურათებზე აღბეჭდილი ტელეფონი, იყენებს Google Android 2.2 ოპერაციულ სისტემას, თუმცაღა სხვა პროტოტიპი, რომლის სურათებიც ინტერნეტში მანამდე მოხვდა, აღჭურვილი იყო Android Gingerbread-ით. ამ მიზეზით, უნდა ვივარაუდოთ, რომ, როდესაც სმარტფონი ბაზარზე გამოვა, მას ექნება ოპერაციული სისტემის 2.2 ვერსია.

    ts3u5huo6hx1pxdqnnyi.jpg

    kww6sz6ka3bg1vk03jn.jpg

      მოწყობილობას ექნება ერთი microSD ტიპის მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა და მინიმუმ 512 მბ-იანი ინტეგრირებული 

    მეხსიერება (თუმცა, წყარო მიუთითებს, რომ ფინალურ პროდუქტში შეიძლება 1 გბ იყოს). სურათის მიხედვით, სმარტფონს 

    თხელს ვერ ვუწოდებდით. მისი სისქე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 17 მმ-ს - ცოტათი მეტი, ვიდრე HTC Touch Pro 2 და 

    თითქმის იმდენი, რამდენიც PSPgo. ტელეფონის დიზაინი, განსაკუთრებით კი ზედაპირი, მოგვაგონებს BlackBerry Torch-ს.

    1cazuf1rbgkm0v16k5a.jpg

      ცოტახნის წინ, Sony Computer Entertainment America (SCEA)-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, პიტერ დილემ (Peter Dille)

    CNN-თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ კომპანია მუშაობდა სათამაშო ტელეფონზე, რომელიც შეიძლება iPhone-ის კონკუ-

    რენტად იქცეს.

    il5yezdx2juvtrmybfh0.jpg

      დილემ აღნიშნა, რომ კონსოლს მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერა აქვს, ხალხს კი ახლა ჭირდება მოწყობილობა, რომელიც ინტე-

    რნეტთან იქნება მუდამ დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ PSP-ს შეუძლია წარმოაჩინოს ისეთი შესაძლებლობები, 

    როგორებიცაა ფილმების ჩვენება, Skype-ზარები ან განსაზღვრული ვებ-სერფრინგი, უმეტესობა ამ ფუნქციებიდან, მხოლოდ 

    Wi-Fi-უკაბელო ინტერნეტისდახმარებით მიიღეწევა.

    z8p6qd22mcspl2pfiuuc.jpg

      ბატონმა დილმა დაამატა, რომ PSP ამჟამად კონკურენციას უწევს ჯიბის სათამაშო მოწყობილობებს, 

    რომლებსაც შეუძლიათ ზარების განხორციელება, SMS-ების გაგზავნა, თამაშების გაშვება და ა.შ. ამ 

    მიზეზით PSP არ არის ტელეფონი, მოთამაშეებს ერთდროულად მოუწევთ რამდენიმე პორტატული 

    მოწყობილობის ტარება, რაც დამეთანხმებით და მოუხერებელია.

    wyk1np39chrrliz81d57.jpg

      PlayStation Phone-ის შექმნა, როგორც ჩანს აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. იაპონური კომპანიის 

    წარმომადგენელების ხშირი განცხადებები და პროტოტიპების სურათების სიმრავლე მეტყველებს 

    იმაზე, რომ მობილურს მალე ვიხილავთ ბაზარზე. უცნობია, პროდუქტი Sony Ericsson-ის მარკის 

    ქვეშ გაიყიდება, როგორც ეს პროტოტიპის კორპუსზე ჩანს, თუ Sony მიიღებს გადაწყვეტილებას და 

    დაიტოვებს მას PlayStation ბრენდის ქვეშ.

    წყარო: 3DNews.ru

    • Upvote 3
  13.   "ოსკარზე" ნომინირებული ფილმები: "ავატარი", "მეცხრე რაიონი" და "ვარსკვლავური გზა"

    დემონსტრირებას უკეთებენ მაღალი დონის სირთულის და რეალისტურ ფანსტასტიკურ

    სამყაროებს. თითოეული ბლოკ ბლასტერში სპეცეფექტების შექმნისთვის გამოიყენებოდა 

    პროფესიონალური გრაფიკა - NVIDIA Quadro.

       ახალზელანდიური კომპანია, ქალაქ უელინგტონიდან Weta Digital გახდა მთავარი ვიზუა-

    ლური ეფექტების შემქმნელი ფილმში "ავატარი" და არის NVIDIA-ს პარტნიორი. თავის

    მხრივ იგი იყენებს Quadro-ს გრაფიკას და NVIDIA Tesla გამომთვლელს.

    peg3vo60r2s4iv8kig92.jpg

      Industrial Light & Magic-ის (ILM, სან-ფრანცისკო) სპეციალისტებმა შექმნეს 1000-დან

    850 კადრი ფილმში "ვარსვლავური გზა" და ასევე ვიზუალური ეფექტები 10-დან

    6 ფილმში. ეფექტების შემქმნელებს უნდა გაენადგურებინათ პლანეტები, შეექმნათ

    Starship Enterprise, კოსმოსური ხომალდები და ცოცხალი არსებები, ასევე ნახატი

    ციფრული ფონები.

    f4qwkwofcx4nb9ftzjs.jpg

       კანადური კომპანია ვანკუვერიდან Image Engine Design ეწეოდა ვიზუალური

    ეფექტების შექმნას, ფილმისთვის "მეცხრე რაიონი". უცხოპლანეტელების

    თითოეული კადრის მოდელირებისთვის გამოიყენებოდა ასი NVIDIA Quadro

    ვიდეოდაფა Linux-ის სამუშაო სადგურებში.

    i6yqwmqyga569rz6n92v.jpg

    წყარო: 3DNews.ru

  14. შესავალი

    SapphireTech დიდი ხანია არსებობს ევროპულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელმაც თავი AMD- ვიდეოდაფის წარმოებით გაითქვა. მისი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც მისაღები ფასებით, ასევე კარგი დაჩქარებისუნარიანობით,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენთუზიასტებისთვის.AMD- V სერიის Evergreen ოჯახის ვიდეოდაფების წარმოებაში Sapphire, ისევ წინ აღმოჩნდა თავის კონკურეტებთან შედარებით. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ მთავარი რაც აღნიშნულ გრაფიკულ ადაფტერებს, "წინა მოდგმის" პროდუქტებისგან განასხვავებს არის ის, რომ მათ გააჩნიათ DirectX 11-ის პროგრამირება, რაც შემდეგში შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მოდიფიცირებული და ლამაზი ეფექტებით დატკბეთ თამაშში. AMD- გადაწყვიტა უსახელოდ არ დაეტოვებინა, ახალი გრაფიკული ბირთვები და უწოდა: Cypress - კიპრესი, Hemlock- ცუდა (წიწვოვანი ხე ამერიკასა და აზიაში), Juniper- ღვია,Cedar-კედარი,Redwood - წითელიხე. ყველა ჩამოთვლილი GPU- წარმადობა ერთმანეთისგან განსხვავდება. DirectX 11-ის საფუძველზე, ამ უკანასკნელებს გააჩნიათ ტესელაცია - პროცესი, რომლის დროსაც გამოსახულება, უფრო პატარა ფორმებად ნაწევრდება, მაგ. როგორც სამკუთხედი ან ოთკუთხედი. ეს შემდეგში გამოიწვევს, თამაშის დეტალიზებას, რომელიც ემსახურება ტექსტურების და ზოგადად მათი ხარისხის გაზრდას.

    ww9jqaefr1o0r7uio7ut.jpg

    dyed5b85pkomv6al13.jpg

    Sapphire ერთ-ერთი იყო, რომელმაც AMD- ახალი ვიდეოდაფები უცხოურ ბაზარზე გაიტანა.

    სწორედ ეს ვიდეოდაფები იქნებიან, დღეს ჩვენი განხილვის საგნები.

    mvatwgtewhjzoc16ogy.jpg

    რა და როგორ გაიტესტა

    ტესტირებისთვის ამოარჩიეს Sapphire-ის წარმოებიის თითო-თითო მოდელი HD 5xxx ოჯახიდან და

    შედარებულიიყვნენ Single/CrossFireკონფიგურაციებში,როგორც 3D-Benchmark-ებში, ასევე

    სხვადასხვათამაშებში.ვიდეოდაფებმატესტირებაგაიარეს ნომინალურ სიხშირეზე და OCClub.ru-

    კოლეგებისდახმარებით,პროექტი ორიენტირებული იყო დაჩქარებაზეც, ამიტომ ზემოდხსნებულნი

    მაქსიმალურად"გამოწურეს".

    გატესტილივიდეოდაფებისცხრილი:

    * 2х Sapphire HD 5970 (735/1010 MHz);

    * 2х Sapphire HD 5870 (850/1200 MHz);

    * 2х Sapphire HD 5850 (725/1000 MHz);

    * 2х Sapphire HD 5770 (850/1200 MHz);

    * 2х Sapphire HD 5750 (700/1150 MHz).

    გრაფიკულმა ადაფტერებმა, როგორც Single, ასევე CrossFire რეჟიმში გაიარეს შემდეგი გამოცდები:

    * 3DMark06 - პოპულარული გრაფიკული მტესტავი Futuremark-ისგან, რომელიც 2006 წელს გამოუშვა.

    მისი მოვალეობაა, მაქსიმალურად გამოვავლინოს ვიდეოდაფის შესაძლებლობები.ცვლილებები: ავტომატური.

    * 3DMark Vantage - უახლესი გრაფიკული მტესტავი, რომელიც თავიდანვე NVIDIA- ქვეშ იყო მოქცეული,

    მაგრამHD5xxx გამოსვლისშემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ცვლილებები: ავტომატური.

    * Heaven - პირველი DirectX 11 Benchamrk, რომელიც შთამბეჭდავი გრაფიკით გამოირჩევა. მომავალში,

    ალბათ იგი შეუერთდება ყველა იმ აუცილებელ ტესტს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.

    * Crysis Warhead - თამაში, რომელმაც მრავალი გეიმერის გული დაიპყრო და აღაფრთოვანა თავისი გრაფიკით.

    ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High.

    * FarCry2 - CryEngine ძრავაზე დაფუძნებული თამაში, ლამაზი გარემოთი და ჩამთრევი სიუჯეტით.

    ცვლილებები: გაფართოება- 1920x1200, გრაფიკის ხარისხი- Very High.

    bqc7u6v9od61afjww8.jpg

    სატესტოსტენდი:

    * პროცესორი - Intel Core i7 Extreme975 3.33 GHz @ 4 GHz (მწარმოებელი: Intel);

    * ქულერი - Cooler Master V8 (მწარმოებელი: Cooler Master);

    * დედაპლატა - Asus P6T6WS Revolution(მწარმოებელი:ASUSTeK);

    * ოპერატიული მეხსიერება - Kingston 3 x2Gb 2000 MHz DDR3 CL9 (მწარმოებელი: Kingston Technology);

    * ხისტი დისკი - Seagate Baraccuda7200.12 500 GB (მწარმოებელი:Seagate Technology);

    * კვების ბლოკი - Cooler MasterMPower 850W (მწარმოებელი:Cooler Master).

    ვიდეოდაფები

    Sapphire Radeon HD 5970 OC (1500 GEL)

    ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 9/10

    * Stream Processor - 2 x 1600 (3200);

    * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 2 x 80 (160);

    * ROP ბლოკების რაოდენობა - 2 x 32 (64);

    * ბირთვის სიხშირე - 735 MHz;

    * მეხსიერების სიხშირე - 1010 MHz;

    * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

    * მეხსიერების მოცულობა - 2 x 1024 Mb;

    * TDP დონე - 294 W.

    3592skk1ilg0fnh9r4ys.jpg

    AMD- ორთავიანი ტოპ პროდუქტი, რომელმაც თავისი სიძლიერით მთლიანად დაჯაბნა, წინა თაობის

    ვიდეოდაფები.სიმართლე,რომ ვთქვათ ასეთი დონის წარმადობას არავინ არ მოელოდებოდა. Hemlock

    წარმოადგენს ორ გაერთიანებულ Cypress ჩიპს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ PCB-ზე ორი GPU არის

    მოთავსებული,ბირთვის სიხშირეები 850MHz-დან725 MHz-მდეარის დაწეული. აქვე ავღნიშნავ,

    რომ იგი თავისთავად წარმოადგენს ქარხნულად დაჩქარებულ ვერსიას. რაც შეეხება TDP- ძაბვას,

    იგი დაწეულია - ჩვეულებრივ Cypress-ისთვის 1.16V. მიუხედავადამისა იგი მაინც ცხელია. Sapphire-ის

    ამ ვერსიამ შეძლო და 950/1200MHz-მდედაჩქარდა,რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასეთი

    ვიდეოდაფებისწყვილი გაერთიანება შეიძლება, მრავალ გეიმერს სიზმარში უტოპიად ექცეს. ერთ-ერთ

    მინუსად შეიძლება მისი ფასი დავასახელოთ.

    Sapphire Radeon HD 5870 (1010 GEL)

    ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10

    * Stream Processor - 1600;

    * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 80;

    * ROP ბლოკების რაოდენობა - 32;

    * ბირთვის სიხშირე - 850 MHz;

    * მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz;

    * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

    * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

    * TDP დონე - 188 W;

    jf48yn0r69vdch5ndsue.jpg

    ერთბირთვიანი ტოპ კლასის ვერსია რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, რომელმაც მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

    მის ოფიციალურ ანონსამდე. დაჩქარების პოტენციალი მოცემული ვიდეოდაფის უფრო დიდია, ვიდრე ორბირთვიანი

    ფლაგმანის. ეს აიხსნება იმით, რომ შიგა ტემპერატურა შედარებით დაბალია. ამ შემთხვევაში მან სტაბილურად

    იმუშავა 1000/1200(Core/Memory) MHz სიხშირზე. Radeon HD 5870-ის დაბალი კლასის ვიდეოდაფებისგან

    ძირითად განმასხვავებელინიშანი არის - 256 bit მეხსიერების გამტარიანობა. ორი ასეთი მონსტრი და გადაუსწრებს

    თავის"ორთავიან მოძმეს"- ბირთვის/მეხსიერების მაღალი სიხშირის გამო, ამასთან Radeon HD 5970 OC-თან

    შედარებითფასი უფრო მისაღებია.

    Sapphire Radeon HD5850 (750 GEL)

    ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 8/10

    * Stream Processor - 1440;

    * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 72;

    * ROP ბლოკების რაოდენობა - 32;

    * ბირთვის სიხშირე - 725 MHz;

    * მეხსიერების სიხშირე - 1000 MHz;

    * მეხსიერების გამტარიანობა - 256 bit;

    * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

    * TDP დონე - 151 W.

    pteosfz9vf8btl4fddxq.jpg

    ისევ Cypress,მაგრამ დაბალი სიხშირეებით და მაღალი დაჩქარების პოტენციალით. უფრო იაფი, ცივი, ჩუმი -

    - ეს მისი პოზიტიური მხარეებია. მაშინ სად არის მინუსები? შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მას მინუსები არ

    აღმოაჩნდა,იგი დაჩქარებით ჩვეულებრივ გაუთანაბრდა Radeon HD 5870-ის ნომინალურ სიხშირეებს და

    საბოლოოდ 920/1150(Core/Memory) MHz-ზე დაჯდა- ეს მხოლოდ ბირთვის ძაბვის შეცვლის გარეშე. არის

    სასიამოვნოამბები მათთვის ვისაც, ბოლო დონის კორპუსი არ აქვს. იგი ჩვეულებრივ თავსდება ყველა თანამედრო-

    ვე ქეისში, როდესაც Radeon HD 5870/5970-ის მოთავსებისას შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. საბოლოოდ

    დებიუტანტიარის საუკეთესო შენაძენი და ამასთან საუკეთესო არჩევანი.

    Sapphire Radeon HD5770 (470 GEL)

    ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 7/10

    * Stream Processor - 800;

    * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 40;

    * ROP ბლოკების რაოდენობა - 16;

    * ბირთვის სიხშირე - 850 MHz;

    * მეხსიერების სიხშირე - 1200 MHz;

    * მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit;

    * მეხსიერების მოცულობა - 1024 Mb;

    * TDP დონე - 108 W.

    p5nm06riwlitlq0rnea.jpg

    Juniper - გრაფიკული ბირთვი, რომლის მისი უფროსი ძმებისგან მთავარი განმასხვავებელი არის 128 bit

    მეხსიერებისგამტარიანობა.ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ვიდეოდაფა წარმოადგენს low-endკლასს, სწორედ

    ეს ხდის მას სუსტს. GPU- საკმაოდ ძლიერი გამძლეობა აღმოაჩნდა, იგი 1050/1400(Core/Memory) MHz-მდე

    დაჩქარდა .მიუხედავად იმისა, რომ ყველა HD 5xxx ვიდეოდაფა იყენებს GDDR5 ტიპის მეხსიერების მიკროქსქემას,

    HD 5770- შეუძლია დაჩქარდეს ყველაზე მეტად.

    Sapphire Radeon HD 5750 (370 GEL)

    ტესტირების საბოლოო რეზულტატების საერთო შეფასება: 5/10

    * Stream Processor - 720;

    * ტექსტური ბლოკების რიცხვი - 36;

    * ROP ბლოკების რაოდენობა - 16;

    * ბირთვის სიხშირე - 700 MHz;

    * მეხსიერების სიხშირე - 1150 MHz;

    * მეხსიერების გამტარიანობა - 128 bit;

    * მეხსიერების მოცულობა - 1024/512 Mb;

    * TDP დონე - 86 W.

    h96jwz1b647bt3cnbrv.jpg

    თქვენს წინაშეა თაობის ყველაზე სუსტი ვიდეოდაფა. მისი ფასი შეადგენს 370 ლარს. რას ვიგებთ ჩვენ ამ ფულით? წარმადობა რათქმაუნდა დაბალი ექნება, თავის ძმებთან შედარებით, მაგრამ იგი იმისთვის არსებობს, რომ დაამარცხოს NVIDIA- წარმოების შესაფერისი პროდუქტები. ყურადღება გავამახვილოთ მისი ენერგომოთხოვნილებაზე, რომელიც მინიმუმამდე არის დაყვანილი - ამის კვალობაზე იგი არ ავლენს ცუდ წარმადობას. ფაქტობრივად მეორე ასეთი ვიდეოდაფის აღებით ვიღებთ 2-ჯერ მეტ წარმადობას.

    ტესტირების რეზულტატები

    xfhv53prthvculihwcf.jpg

    ამ ტესტის გრაფიკის დონე, უბრალოდ გაოცებას იწვევს და ეს ყველაფერი ტესელაციის დამსახურეებაა,რომლის გამორთვაც

    საკმაოდ მატებს FPS-ების რაოდენობას. თუმცაღა ტოპ დონის ვიდეოდაფები გამოკვეთილ წარმადობას ვერ აჩვენებენ. დაჩქა-

    რებისას სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება.

    uxe5y7lmqhpyf9p6hlo9.jpg

    3DMark 06 ტესტებში დიდი წვლილი მიუძღვის პროცესორის სიხშირეების. ამ უკანასკნელის გაზრდა ერთი-ორად

    მნიშვნელოვანია გრაფიკული ადაფტერის overclocking-თან შედარებით.ერთჩიპიანივერსიების CrossFire სულ ცო-

    ტათი თუ აღემატებაSingle რეჟიმის ტესტების ქულებს.

    yeo1fn83b6dba18clc1z.jpg

    ეს ტესტი თავიდანვე NVIDIA-ზე იყო ოპტიმიზირებული, ახლა Radeon-ებისთვის იგი აღარ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. პროცესორის

    პირდაპირპრორციულობა ვიდეოდაფასთან აქაც მოქმედებს, მისი სიძლიერის გაზრდით იზრდება ვიდეოდაფის წარმადობა,როგორც CrossFire

    კონფიგურაციაში, ასევე Single რეჟიმში.

    43kna5pkcm0v3nwnocek.jpg

    Crysis თავის გამოსვლიდან (2007 .), არცერთ სისტემას თავს არ უდებდა და ასე ვთქვად დაუმარცხებელი იყო. შემდეგ წლებში ჰარდის

    გაუმჯობესებასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება ამ თამაშისადმი და ის ღრმული რასაც CryTek-ის ეს შედევრი წარმოადგენდა -

    ამოვსებული იქნა . მართალია მაქსიმალურ ცვლილებებზე თამაში, მხოლოდ ტოპ კლასის ვიდეოდაფებით არის შესაძლებელი, მაგრამ გა-

    ფართოების დაპატარავებით შესაძლებელიხდება, low-end გრაფიკული ადაფტერებისგან ამ სიამოვნების მიღება. დაჩქარების შედეგად

    რეზულტატების ზრდა, პირველი შეხედვისას პრაქტიკულად მინიმალურია,მაგრამ საწყისი დაბალი fps დაჩქარებასთან ურთიერთობაში

    5-10%-ით ზრდას იწვევს.

    2zsrv9c67y0pg7w6871v.jpg

    გახმაურებული ექშენის გაგრძელება Crysis-ის შემდეგ გამოვიდა და როგორც ვხედავთ შემქმნელებმა თამაშის ძრავა ისე მოაწყვეს, რომ მთლიანად გამოეყენებინა სისტემა. Radeon HD 5770-ის შეხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია კო-მფორტულად თამაში Full HD გაფართოებაზეც კი. მოცემულ თამაშში ტექნოლოგია CrossFire არც თუისე ცუდად არის ოპტიმიზირებული. აღსანიშნავია, რომ წყვილი Radeon HD 5870 ამარცხებს, მის უფროს ძმას - RadeonHD 5970-.

    დასკვნა

    შეიძლება ითქვას, რომ AMD- Radeon HD5xxx ოჯახი,ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა იმ პროდუქტებიდან, რომელიც კომპანიას გამოუშვია. როგორც იქნა, შემქმნელებმა შეძლეს და მოახდინეს იმ ძალის რეალიზება, რომელიც თავიან GPU-ებში ჩადეს. კომპანია SapphireTech ერთ-ერთი იყო, რომელმაც ახალი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გაიტანა. გაყიდვებმა კი ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ცალკე აღსანიშნავია საფირის პროდუქციის დაჩქარებუნარიანობა.სწორედ ეს უკანასკნელი ხდის, ენთუზიასტებისთვისდა ექსტრემალური ოვერქლოქერებისთვის საფირის პროდუქციას მიმზიდველს და საუკეთესო არჩევანს. ჩვენი ტესტირებების მიხედვით, ვიდეოდაფა Sapphire Radeon HD 5850 იღებს ჯილდოს - "გონივრული არჩევანი", რომელიც გამოირჩევა მისაღები ფასით, კარგი წარმადობით და მაღალიდაჩქარებისუნარიანობით,რაც მას საუკეთესო პროდუქტის ტიტულს ანიჭებს.

    ორთავიანი მონსტრი- Sapphire Radeon HD 5970 OC კი, ჯილდოვდება, როგორც "ჩვენი არჩევანი",რადგანიგიყველადროის ძლიერი 3D-ამაჩქარებელია.

    u8qs372531lr1nhi3ml.jpg7nvmn76flvmpacqso356.jpg

    წყარო :Habrahabr.ru76taiyl49cmklbam1kbm.jpg

    P.S. წყაროს მოწოდებისთვის გმადლობ George-ს!

    • Upvote 2
  15.    ეს თამაში მომავალი წლის მეორე კვარტალში გამოვა PC-თვის Xbox 360-თვის (Xbox Live) და PS3-თვის (PSN). 

    როგორც ჩანს დინოზავრებთან დაპირისპირება მოგიწევთ, თუ ტრეილერის მიხედვით ვიმსჯელებთ. 

    Debut Trailer HD

    http://www.gametrailers.com/video/debut-trailer-orion-prelude/707396

  16. Objective-Based Multiplayer Interview HD

    http://www.gametrailers.com/video/objective-based-multiplayer-dead-space-2/707449

    Multiplayer Solar Array Gameplay HD

    http://www.gametrailers.com/video/multiplayer-solar-dead-space-2/707402

  17. გიაჩხეო

    თამაშის ჩართვის შემდეგ, მისიის ასარჩევ მენიუში, შედი, გამოდი და შედი - მერე შეძლებ გაგრძელებას.

    ძალიან მაგარი თამაში გამოუვიდათ. ერთადერთ სერიოზულ თამაშად ვთვლი CoD-ის სერიას.

    უპრობლემოდ დავხურე, 60 კადრზე იდგა ურყევად 1280x1024 გაფართოებაზე, არანაილი ლაგი და ჭედვები! : )

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.