Jump to content

westsider

OC Legends
  • Posts

    7520
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    20

Everything posted by westsider

  1. ჩვენს ფორუმზე უკვე არის თემა , სადაც განხილულ იქნა ამ სისტემის შიდა აგებულება და სქემატური შემადგენლობა ამიტომ დიდად თავს არ შეგაწყენტ და გადვაალ მხოლოდ მის რაზგონზე და მაქსიმალური წარმადობის მისაღებ ხერხებზე როგორც ცნობილია ბაზარზე ამ წუთას არის: 920 920 D0 - W3520 940 950 965 975 სამაგიეროდ არსებობს უკვე უამრავი დედაპლატა X58 ჩიპსეტზე X58ის სპეციფიკაციების გამო, ეს დედაპლატები ვერ იქნება ვერასოდეს ლოუ ენდი ამიტომ ფასი სადღაც 200 დოლარიდან იწყება და კარგი X58 დედადაფა სადღაც 260 დოლარი ჯდება თუმცა კარგი დედაპლატა არ ნიშნავს იმას რომ 300 დოლარიანი ბევრად აჯობებს 200 დოლარიანს აქ დამარხულია ძაღლის თავი ანუ ტყუილად ნუ დაიბნევიტ მიღწეული შედეგებით არ აყვეთ რომელიმე მაზერბორდზე ლეგენდებს ამ წუთისთვის ყველა X58 პლატა კარგია თუ რომელიმეს პრობლემა აქვს,მხოლოდ ბიოსის ბაგებითაა გამოწვეული და გასწორებადია მაგალითად ბლადრეიჯს პრობლემა აქვს პისიაი ექსპრესთან ისევე როგორც გიგაბაიტის პლატებს 230 ბეიზ ქლოქს ვერ აცდებით თუ პისიაი ექსპრესი 106 მაინც არ აცდა ბლადრეიჯი და გიგაბაიტები 103.6ზე ყინავენ ამისთვისაა ჰარდ მოდი და მერე უკვე იდება კარგი შედეგი ძირითადი კრიტერიუმები X58 მაზერბორდისთვის რა თქმა უნდა არის მისი რაზგონის პოტენციალი ანუ აქ უკვე ფსბ ვერ ვიტყვით გვაქვს ბეიზ ქლოქი შესაბამისად მაზერბორდი რომელიც მაქსიმალურ ბეიზ ქლოქს აწევს,უნდა ჩაითვალოს საუკეთესოდ ამ კლასში ეს ასე არაა! და რატომ ნეჰალემი+X58 დაკავშირებულია QPI ინტერფეისით აქ ფსბ უმეტესობა კანონები მთავრდება და იწყება ცოტა განსხვავებული სისტემის ერა როგორც ვიცით 920 და 940 გამოდის 4.8 გტ/წმ ინტერფეისით და 965 აქვს 6.4გტ/წმ ნუ თეორიულად არის სხვაობა მაგრამ რეალურად 4.8 გტ/წმ საკმარისზე მეტია სამივე პროცესორისთვის ეს ყველაფერი გათვლილია ქარხნულ სეთინგებზე ისე კი ყველა დედაპლატას შეუძლია QPI გამტარიანობა ათამაშოს სურვილის მიხედვით ბიოსიდან ხერხი ასე მოქმედებს 4.8 გტ/წმ QPი ლინკი არის რეალურად 133X18=~2400მჰც ლინკი 6.4 გტ/წმ QPI ლინკი არის 133X22=~2930 ნუ ახლა რაშია რაზგონის პრობლემა და რატომ არიან X58 დაფების 99% ერთნაირი პოტენციალის მქონე რაზგონში გავითვალისწინოთ ის რომ საქმე ეხება 920 და 940 ეს ორი პროცესორი უდნა დარაზგონდეს ბეიზ ქლოქის აწევით რადგან 965-ს ღია მამრავლი აქვს და სულ არაა საჭირო დაფამ მაღალი ბეიზ ქლოქი შეასრულოს მაგალითისთვის 920-ს აქვს მამრავლი 20 (ცალკე განვიხილავ ტურბო რეჟიმს) ანუ 133X20 შეადგენს პროცესორის ბირთვების ტაქტს რომ დავარაზგონოთ ეს პროცესორი 4 გიგაჰერცზე ,საჭიროა ბეიზ ქლოქი ავწიოთ 200 ზე გამოვა 200X20=4გჰც დავაკვირდეთ რა ხდება ამ დროს QPI ლინკის სქემაში 200მდე აწევა გვაიძულებს QPI ლინკი დავაგდოთ 4.8ზე ეს ნიშნავს 18 მამრავლის გამოყენებას ხომ გახსოვთ 133X18 შეადგენდ 4.8გტ/წმ ლინკის ტაქტს აქ კი გვექნება 200X18=3600მჰც სამწუხაროდ QPი ლინკის ტაქტი ლიმიტირდება 4 გიგაჰერცზე ეს წესი მოქმედებს 99% შემთხვევაში იშვიათად ახერხებენ ექსტრემალები არანორმალური ძაბვებით გადაცელას ეს კი კავშირში არაა მაზერბორდთან უბრალოდ იმ მომენტში QPI ძაბვა იყო სასწაულზე დაყენებული არსებობს ასევე QPი ლინკის შენელებული რეჟიმი თროტლინგში ნორმალურ შემთხვევაში ნებისმიერ X58 დაფას აქვს QPI 18 მამრავლი მინიმუმი თვიტ პროცს არა აქვს ასევე 18ზე დაბალი მულტის პაძერჟკა საჭიროა მაზერის ბიოსიდან SLOW MODE ან Disable Fast Mode გამოვიყენოთ იგივეა ორივე მარა ზოგი ასე წერს და ზოგი ისე ეს მოიცემა დათროტლინგებას QPI ლინკის და 4 გიგაჰერციანი ლიმიტი თავიდან შეიძლება ავიცილოტ ასე რაც მოიცემა დამატებით შედეგს ბეიზ ქლოქში და რაზგონში სამაგიეროდ ასეთი შედეგები ივარგებს მხოლოდ 2D ბენჩებში 3D ბენჩებს უკვე QPი გამტარობა აკლდება და შედეგი ძაან ბანძდება ესაა შესავალი და პასუხი ზოგად კითხვებზე ამ სისტემის რაზგონის პოტენციალის შესახებ გადავიდეთ თვითონ პროცესორზე მაქსიმალური შედეგისთვის: I7 ის სარაზგონოდ როგორც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესორის ძაბვას 1.6 ვოლტს ნუ აცდებით ისედაც გაუჭირდება დაბუტვა და 99% არ იმუშავებს საერთოდ ძაბვა პროცესორზე ყოველთვის თვითონ უნდა იპოვნოს იუზერმა ჰაიპერ თრედინგი გავლენას არ ახდენს რაზგონის პოტენციალზე ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ანუ 4630მჰცმდე ყველა მიდის 920ით მაღლა კი QPI ტაქტი ალიმიტებს და არა ის რომ პროცესორი კვადია ,ან ვერ რაზგონდება და ა.შ. ნუ 5გჰც+ ზე უკვე ჰაიპერ თრედინგიც შეგიძლიატ გამორტათ იმიტომ რომ როცა სლოუ რეჟიმშია მაინც QPI,ბარემ ჰაიპერიც გამოირთას და განიტვირთება პროცესორი მაგალითად მაქსიმალურ ტაქტზე სუპერპის გასატარებლად ნამდვილად არაა საჭირო ჰაიპერ თრედინგი რა თქმა უნდა არის ისეთი ნაგავი 920ებიც რომ 4.4 ვერ ააცელ ,მაგრამ გამოცდილი ოვერქლოქერი აუცილებლად მიიყვანს ნებისმიერ 920-ს 4.6გჰც ზე როგორც ვიცით I7 პროცესორებში დაემატა მემორი კონტროლერი რომელიც პროცესორს საშინლად ცხელს ხდის ასევე უჭირს პროცესორს დაბალი ტაიმინგების ატანა სავარაუდოდ კას6 დდრ3 არ იარსებებს ამ სისტემაზე კას7 უსაფრთხო ძაბვებში ძნელი ასატანია I7სთვის ამიტომ როდესაც დაარაზგონებთ I7 სისტემას ტყუილად Vდიმმ ზაბვას ნუ მიაკლავთ,პროცესორს არ უყვარს სასწაული ტაიმინგები ასევე საწაულ ტაქტებზე არასტაბილურობა და პრობლემები თავს იცენს 1800მჰც რამის მერე მაქამდე ყველაფერი შესაძლებელია ეს არაა დაკავშირებული რამის პოტენციალთან იმმიტომ რომ შედეგი გატესტილი მაქვს ოპერებზე რომლებიც 2100 ზე მიდიან 7-7-7-20 ით ინტელის სპეციფიკაციით პროცესორის ძაბვა 1.35 ვოლტს არ უდნა აცდეს,თუმცა 1.42მდეს მწვანე ზონაა ვტტ იგივე QPი ძაბვა ასევე 1.35 მაX,აქ ნამდვილად სიფრთხილეა საჭირო ვტტ რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს 24/7ზე და ოპერატიული მეხსიერების ძაბვა არ უნდა აჭარბებდეს 1.65 ვოლტს მცირეხნიანი რაზგონის და ოდნავი ძაბვის მატებისას ოპერებზე,არაა რამის შეცვლა აუცილებელი 1.8 ვოლტამდე შეგიძლიათ აწიოტ Vდიმმ VDIმმ 1.8+ზე უკვე უნდა აწიოთ ვტტ ძაბვაც იმიტომ რომ ვტტ ძაბვა კვებავს QPი-ს , L3-ს და მემორი კონტროლერს და 0.5 ვოლტზე მეტი სხვაობა მომაკვდინებელი იქნება მემორი კონტროლერისთვის!!!!!! ანუ მოხდება ისე რომ სისტემა დაბუტავს ბიოსს,პროცს დაინახავს ბიოსი მაგრამ სისტემის ცატვირთვის დაწყება ყოველთვის ბლუ სკრინით დასრულდება ეგაა მემორი კონტროლერის სიკვდილის ნიშანი განლაგების მაგალითები ძაბვაზე 1.85VDიმმ--ვტტ/ქპი ძაბვა 1.35-1.40 1.90----1.4-1.43 1.95----1.45-1.47 2.00----1.52-1.55 2.05----1.57-1.60 2.10----1.62-1.65 2.20----1.7 ვტტ ამის ზემოთ ასვლა სასწრაფდ მოკლავს მემორი კონტროლერს ვტტ როგოც მოგახსენეთ კვებას L3-ს ასევე L3 ცნობილია აქ ანქორეს სახელით ანუ ტაქტი რომელიც ბირთვს გარეთაა და აქვს ოპერებთან ყველაზე დაბალი მამრავლი 1:2 ეს ნიშნავს რომ L3 ტაქტი უდრის სულ ცოტა ორმაგ ოპერების ტაქტს ეს კიდევ ხსნის თუ რატომ არ რაზგონდება ოპერატიული მეხსიერება ნეჰალემზე კარგად რომ დავუკვირდეთ სავალიდაციოდ 2.2 ვოლტი არაფერს აშავებს 2.2 კი დდრ3 ისთვის და თან 55ნმ ზე თუა დამზადებული იგივეა რაც დდრ2 3 ვოლტზე აქ მთავარ როლს თამაშობს რამ:L3 რატიო L3 ლიმიტირებულია 4.6გჰც-ზე აქედან გამომდინარე 2300მჰც ზე მეტ რამს იუზერების 99% ვერ გამოიყენებს,რამეთუ 2300რამX2=4600მჰც L3 2282მჰც ოპერების ტაქტი მსოფლიო რეკორდია ნეჰალემზე ამ წუთას L3 აქვს სხვა დივაიდერებიც მაგრამ 1:2 ყველაზე დაბალია სხვა დივადერების ხმარება გამოვა მხოლოდ თუ სისტემას სუსტი ოპერები აქვს და L3 აჩქარება გვინდა თუმცა 2300მდე უპრობლემოდ იმუშავებს ლუბოი რამი არსებობს კიდევაც 2133იანი 1.65ვოლტიანი დდრ3 ყველანაირად მწვანე ზონაში ჯდება ნეჰალემების უმეტესობა უპრობლემოდ მუშაობს 3.6-4.2 გიგაჰერცზე 24/7 სახმარად და საკმაოდ დაბალი ძაბვით მაგრამ საკმარისია 4.3 გიგაჰერცს გადაცდეთ და მაშინვე არაპროპორციულად ხდება ზაბვის მოთხოვნა სტაბილურობისთვის თუ პროცესორს 3.8 24/7 სტაბილურზე 1.21 ვოლტი უნდოდა ,215X20ზე უკვე შეიძლება 1.55 არ ეყოს სტაბილურობა რომ გაიაროს და 200X21ზე რომელიც ტურბო მამრავლია სულაც 1.3 ვოლტი D0-ს თუმცა ეს კონკრეტულად პროცესორზეა დამოკიდებულიდა კანონზომიერებას არ წარმოადგენს ესეც FAQ როგორც ყოველთვის გამომრჩა რამერუმეები და ნელნელა დავამატებ ან იკიტხეთ და დავწერ ექსპრომტად დავწერე ძილის წინ და თუ რამე გაუგებრადაა ან შეცდომაა,მითხარიტ და გავასწორებ
  2. Video Card Overclocking Guide The way it's meant to be oveclocked! ________________________________________________________________________________ Version 2.0 (By Nodar Svanidze) • შესავალი ვიდეო დაფის დარაზგონება ანუ Overclocking-ი გულისხმობს ქარხნული სიხშირეების გაზრდას დამატებითი სიმძლავრის მისაღებად. მწარმოებელი ხშირად არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეებს, რათა ვიდეო დაფამ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, შესაბამისად ნაკლებად გახურდეს და უფრო სტაბილური იყოს. ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ სიხშირეები უფრო მაღალზე, რათა მივიღოთ დამატებითი სიმძლავრე. ვიდეო დაფის არასწორი დარაზგონებისას შესაძლებელია თქვენმა სისტემამ სტაბილურობა დაკარგოს, გაჩნდეს არტეფაქტები (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ), ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადაიწვას რომელიმე კომპონენტი. თუ თქვენ ყველაფერს ამ სტატიის მიხედვით გააკეთებთ არანაირი პრობლემა შეგექმნათ. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფებს გააჩნიათ 2 ძირითადი სიხშირე: Core Frequency და Memory Frequency. ჩვენ საშუალება გვაქვს ვაკონტროლოთ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. Memory Frequency ეს არის თქვენს ვიდეო დაფაზე განთავსებული მეხსიერების სიხშირე. Nვიდია-ს ვიდეო დაფებზე თქვენ შეგხვდებათ ასეთი მეხსიერების ძირითადად 2 ტიპი: GDDR2 და GDDR3. განსხვავება ამ ორ მეხსიერებას შორის საკმაოდ დიდია. თუ თქვენი ვიდეო დაფა აღჭურვილია GDDR3 ტიპის მეხსიერებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გაცილებით მაღალ სიხშირეებს ვიდრე GDDR2-ზე. ჩორე ფრექუენცყ ეს არის ვიდეო დაფის ბირთვი. Nვიდია-ს მომხმარებლები შეხვდებიან ასეთი ჩიპების უამრავ სახეობას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩიპი G92-ია. ამ ჩიპზე აწყობილია უამრავი ვიდეო დაფა დაწყებული 8800GT-თი და დამთავრებული 9800GX2-ით. წინა თაობის ჩიპებისგან განსხვავებით G92-ს გააჩნია Shader Frequency (Shader Frequnecy მე-8 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლის შემდეგ გაჩნდა). ეს არის მე-3 ძირითადი სიხშირე თქვენს ვიდეო დაფაზე. რეალურად იგი მიბმულია ბირთვის სიხშირეზე მამრავლით (მამრავლი სხვადასხვა ჩიპებზე განსხვავებულია, ძირითადად 2.3-ის ტოლია), ანუ როდესაც თქვენ ცვლით Core Frequnecy-ის, მასთან ერთად იცვლება Shader Frequency-იც. Nvidia-ს მე-8 თაობის ვიდეო დაფების გამოსვლისას ჩვენ ჯერ არ გვქონდა პროგრამა რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვერაზგონებინა Shader Frequency დამოუკიდებლად. მაგრამ მალევე, Riva Tuner-ის ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ახალი Slyder-ი რომლის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოდ სჰადერ-ის სიხშირე. თეორიული რაზგონიდან გადავიდეთ პრაქტიკულზე და შევუდგეთ რაზგონს. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II Nvidia-ს ვიდეო დაფების დასარაზგონებლად ჩვენ დაგვჭირდება პროგრამა Riva Tuner-ი. Riva Tuner 2.09: Download პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ დაინახავთ მსგავს ფანჯარას და მარტივად ნომრების მიხედვით მიყებით ინსტრუქციას. 1. შევდივართ პირველ Customize-ში. 2. ვხსნით Hardware Monitoring-ს. ახლა ჩვენ ვხედავთ მიმდინარე სიხშირეებსა და ტემპერატურას. 3. შევდივართ მეორე Customize-ში. 4. ვხსნით System Settings. 5. ვნიშნავთ პტიჩკით პირველივე უჯრას Enable Driver-Level Hardware Overclocking და ვრწმუნდებით რომ ჩამონათვალში მონიშნულია Performance 3D. 6. ვარეგულირებთ Core-ის სიხშირეს. Core Clock-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში ან ბენჩმარკი. ყველაზე ძლიერი ტესტი არტეფაკტებზე უდავოდ ATi Tool-ია. იმისათვის რომ შეამოწმოთ თვქვენი რაზგონი არტეფაკტებზე საკმარისია დააჭიროთ ღილაკს Scan For Artifacts. თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHz-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ Core-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Shader-ისა და Memory-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 3-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე და 7. მონიშნეთ უჯრა: Apply Overclocking at Windows StartUp. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფების მსგავსად, Aთი-საც აქვს იგივე 2 ძირითადი სიხშირე. Aთი-ის ვიდეო დაფებზე ჩვენ ვხვდებით გაცილებით მეტ მეხსიერების სახეობას GDDR2-ისა და GDDR3-ის გარდა არსებობს GDDR4-ი ვერსიებიც და სულ ახალი GDDR5-ი. რა თქმა უნდა ყოველი მომდევნო მის წინამორბედზე უფრო სწრაფია. განსაკუთრებით მაღალი სიხშირეებით გამოირჩევა GDDR5-ი, რომელიც 3600MHz-ზეც კი მუშაობს. რაც შეეხება ჩიპებს, ყველაზე პოპულარულია RV670. ამ ჩიპზეა აწყობილი HD3850, HD3870 და HD3870X2. Nvidia-სგან განსხვავებით, ATi-ის Shader-ის სიხშირე დამოუკიდებლად არ კონტროლდება. Core-ის სიხშირის ზრდასთან ერთად, პარალელურად იზრდება Shader-იც. ATi-ს ვიდეო დაფების დასრაზგონებლად არსებობს ბევრი პროგრამა, თუმცა საუკეთესო მაინც Riva Tuner-ია. სამწუხაროდ, ამ პრგოგრამას ჯერ-ჯერობით HD4**0 სერიის ვიდეო დაფების მხარდაჭერა არ გააჩნია და მათ დასარაზგონებლად უნდა გამოვიყენოთ სხვა პროგრამა: AMD GPU Clock Tool. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II ყველა ვიდეოს დარაზგონება HD4**0 სერიამდე ხდება ზუსტად Nvidiaს მსგავსად, იმ განსხვავებით რომ System Settings (მე-4 პუნქტი Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში) არის პირველ ჩუსტომიზე-ში. ბოლო თაობის ვიდეოების დასარაზგონებლად როგორც უკვე ავღნიშნე საჭიროა: AMD GPU Clock Tool v0.9.8: Download აქაც მარტივად ინსტრუქციის მიხედვით ვზრდით სიხშირეებს. ჩორე ჩლოცკ-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში, ბენჩმარკი, ან ATITool-ი (ამ უკანასკნელის გამოყენების ინსტურქცია იხილეთ Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში). თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHზ-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ ჩორე-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Mემორყ-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 2-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ვიდეო კარტის BIOS-ის დაფლეშვა ჩვენ უკვე დავარაზგონეთ ვიდეო კარტა ოპერატიული სისტემიდან. მაგრამ თქვენ ვიდეო დაფას კიდევ აქვს ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც საჭიროა რეკორდების მოსახსნელად. თქვენი ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვისთვის დაგჭირდებად მისი ბიოსის დაფლეშვა. დღეს უკვე არსებობს პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავფლეშოთ ბიოსი პირდაპირ ოპერატიული სისტემიდან, თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე უსაფრთხოა. შედარებით უფრო სანდო არის DOS-იდან დაფლეშვა. თქვენ დაგჭირდებათ Bootable CD/DVD, ფლოპპყ ან USB “ფლეშკა”. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და nvflash თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით nvflash -b 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით nvflash –f ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და ATI flashing utility თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით atiflash -s 0 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით atiflash -p 0 ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია თუ დაფლეშვის ასეთი ვარიანტი თქვენთვის არც თუ ისე მიმზიდველია შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ხერხი, კერძოდ დაფლეშოთ თქვენი ვიდეო დაფა ბიოსიდან. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: ATI Winflash Utility: Download აქ ყველაფერი უმარტივესია. თქვენ უბრალოთ ტვირთავთ თქვენთვის სასურველ ბიოსის ფაილს Load Image ღილაკზე დაჭერით და აჭერთ Program-ს. თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია ორი მაუსის წკაპუნში. ჩემი რჩევა იქნება დაფლეშვამდე დახუროთ ყველა ზედმეტი პროგრამა.p
  3. *** რთული ენით არის ტოპიკი დაწერილი და გასამარტივებლად მალე დავდებ ვიდეო-რგოლს! - დავით გიორგაძე:] მიზეზი რატომ არ უნდა დავარაზგონოთ --- 1) დაცვა - შეიძლება დაიწვას პროცესორი/დედაპლატა/და ასე. შ. 2) Stress - იტვირთება CPU (და FSB-ეს გაძრდით ასევე სხვა ნაწილებიც სტრესის ქვეშ არის) 3) Heat - ცხელდება CPU შესაბამისად ოპ.მეხსიერებაც 4) მგრძნობიარობა - თუ შენ არაზგონებ ზამთრის ბოლოს გაზაფხული მოდის და ტემპერატურა მერყეობს შემო კომპის სტაბილურ ტემპერატურაზე იმოქმედებს და და საზიანო მთელი სისტემისთვის. მიზეზი რატომ უნდა დაარაზგონო --- 1) შენი პროცესორი ერთი სიტყვით აჩქარდება - მოიმატებს მეხსიერების გადაცემა ტვითოეულ წამში 2) Ca$h - შეინახე 50$ (რატომ უნდა იყიდო Core 2 Duo E6700 როდესაც შეგიძლია იყიდო E6600 და ფულიც დაგრჩება თუ გადაწყვიტე რომ დაარაზგონო მაშინ Die-Hard Overclocking-ში გახსენი თემა, მაგ. Help me overclock დაწერე რა "დედაპლატა", პროცესორი, კვების-ბლოკ სიმძლავრე, ოპერატიული მეხსიერება, ვიდეო კარტა... ... და დანარჩენი ჩვენ ვიცით მეტი ინფორმაციისთვის ყურადღებით წაიკითხეთ ტოპიკი და ბევრ საინტერესო რამეს აიღებთ: Front Side Bus (FSB) - რა არის? ის რიცხვის ერთეული რა სიჩქარითაც უკავშირდება დედაპლატის ჩიპსეტი პროცესორს. CPU Multiplier (ნამრავლი) - რა არის ნამრავლი? ეს არის რიცხვი რისი საშუალებითაც შეგვიძლია გავზარდოთ პროცესორის სიხშირე/სიჩქარე (განსხვავებით fsb-ესი ნამრავლი მხოლოდ პროცესორზე ახდენს ზეგავლენას და არა მეხსიერებაზეც) CPU Core Voltage (Vcore) - რაც მეტია პროცესორის კვება მით სუფთად და 100%-ით მუშაობ იგი, მაგრამ შედარებით უფრო ცხელდება რაც ო/კ ში უნდა გაითვალისწინოთ. ყველა დედაპლატას და პროცესორს შორის ვოლტის რაობა სხვადასხვაა RAM(Memory) Volage - ეს არის იგივე რაც vcore მაგრამ ოპერატიული მეხსიერებისათვის. პიკს ნუ მიაღწევ - პირდაპირ გეტყვით, არ არის რეკომენდირებული მაგ. 3.0 გჰციანი პენტიუმ 4 აიუვანოთ 4.6 გჰცემდე... დასაწყისისთვის 3.8-ც უნდა იკმაროთ. TEMPS, TEMPS, TEMPS - ყველა დედაპლატას აქვს ტემპერატურის სენსორი და შეგიძლია გაიგო პროცის ტემპ. ასევე არის უამრავი პროგრამები (ფორუმს გადახედე) ო/კის დროს ტემპს დიდი მნიშვნელობა აქვს... მაგრამ არ უნდა შეგაშინოთ! საკმარისი კვება - კვების პრობლემა არის ერთერთი მთავარი რამ. სერიოზული ო/კის დროს 550 ვატი არაფერია... + ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ მთავარია ფირმა. მაგარლიათად ocz-ს 500ვატიანი კვება ჯობია 600 ვატიან cme-ს ფირმის კვ. ბლოკს. როგორ დავარაზგონოთ HOWTO: საჭირო პროგრამები: აქ არის რამდენიმე საჭირო უტილიტ რომელიც შემდგომში გამოგვადგება CoreTemp(ოფიციალური ლინკ) CPU-Z (გაარჩიე ფორუმზე) SpeedFan(გაარჩიე ფრუმზე) Prime 95 v25.x(ოფიციალური ლინკი) Let’s Start Overlocking ო/კის მთავარი ფორმულა CPU Speed = CPUM x FSB სადაც CPUM არის CPU Multiplier(ნამრავლი), და FSB არის front side bus(ე.წ.შინა). მაგალითად: Intel Core 2 Duo E6300 -ის ქარხნული სიხშირე არის 1,86 გჰც. ამ პროცესორს აქვს 7X ნამრავლი და 266 ფსბ/შინა (უფრო სწორედ 1066ფსბ მაგრამ ეს ერთეული იყოფა 4-ზე) აქვე დავძინებ რომ E6300-ს აქვს "დახურული" ნამრავლი, სწორედ ამიტომ ღირს QX სერია ძვირი რომ მას აქვს "ღია" ნამრავლი. აქედან გამომდინარე თუ QX სერიის პროცესირი არ გაქ ნამრავლის დარაზგონება არ გამოვა... მხოლოდ fsb-ეს მომატებით დავჯერდეთ. როგორ მოვამატოთ fsb/შინა? 1.შევდივართ ბიოსში (F8 ან DEL ღულაკის საშუალებით) 2.თუ გაქვთ Asus დედაპლატა მაშინ: გადადიხარ advanced ტაბზე, და ირჩევ Jump-Free Configuration. 3.მოვძევნოთ CPU Frequency (ყველაფერი უნდა იყოს Manual-ზე) 4. ჩემ შემთხვევაში cpu freq = [266] (თუ თქვენ პროცესორის არის P4 ან PentiumD=[200] და თუ E6X50 მაშინ [333] 5. "+" ღილაკის საშუალებით უნდა მოვამატოთ სიხშირე (მოემატება თიოეული სიხშირით) მე E6300-ის 266-მჰც გავზარდე 333-მდე და ჩემი პროცესორი გახადა 2.33 გჰც-ის! 333X7=2333 ~2.33 თუ მე გავძრდი 400-მდე შინას მაშინ იქნება 400X7=2800 ~2.8 GHz აქედან დასკვნა: იმ სიხშირეს რამდენსაც დააყენბთ მაგ. 400, უნდა გაამრავლო 7-ზე და მიიღებ სიხშირეს! ყველა პროცესორს სხვადახვა ნამრავლი აქვს: E4300 9X E4400 10X E6300 7X E6400 8X E6600 9X E6700 10X E6800 11X ვოლტაჟი როდესაც 266-იდან ~333-მდე აწევ fsb/შინა ვოლტების მომატება არ არის საჭირო (დედაპატაზეც არის დამკიდებული) 333-ის ზემოთ საჭიროა ვოლტების მომატება. ბიოსში ---> Jump-Free Configuration-ში უნდა მოძებნო Vcore თუ გინდა რომ როცესორის ვოლტაჟი მოამატო! core 2 Duo/quade-ების სტანდარტული ვოლტი არის 1.325v... დასაწყისითვის 1.45მდე მომატება არ არის პრობლემა, 1,50-1,55-ზე უკვე კაი გაგრილება საჭირო... 1.6 ვოლტზე კი რეკორდებს ხსნიან. დამწყებებს რომ გაგადვილდეთ მე გადავიღებ ვიდეოს :როგორ დავარაზგონოთ Asus-ის დედაპლატაზე. OverClocking AMD AMD-ს პროცესორების "რაზგონის" მინი-FAQ, საკუთარი გამოცდილებიდან. პროცესორის, მამარავლის, სალტეს სიხშირისა და ჰიპერტრანსპორტის ურთიერდამოკიდებულება. როგორც ამ ფორუმზე შემოსულებმა ყველამ ვიცით, პროცესორს აქვს მამრავლი, რომლის სალტის სიხშირეზე გამრავლებით ვიღებთ პროცესორის ორიგინალ სიხშირეს. ყველა პროცესორზე, თუ დედაპლატა გვაძლევს მაგის საშუალებას, შესაძლებელია პროცესორის მამარავლის ცვლილება სტანდარტული მამრავლიდან "ქვემოთ", მხოლოდ ე.წ. "ბლექ ედიშენებზე" არის შესაძლებელი მამრავლის "ზევით" შეცვლა. "დეფაულთად" სალტეს სიხშირე არის 200Mhz. პროცესორის მამრავლიდან გამომდინარე მივიღებთ მის სიხშირეს. მაგალითებს მოვიყვან ჩემი პროცესორის მაგალითზე, AMD X2 5200+, რომლის მამრავლი არის 13, ანუ ჩემი პროცესორის სიხშირე არის 2600Mhz. ჰიპერტრენსპორტის ლინკის მამარავლი ავტომატურად არის 5, ანუ ჰიპერტრანსპორტის სიხშირე არის 1000Mhz. ახლა განვიხილოთ რა ხდება "დარაზგონებისას". სალტის სიხშირის მომატებით, ავტომატურად ხდება ჰიპერტრანსპორტის სიხშირის მატებაც, ავტომატურად 5-ზე ნამრავლით, როგორც სურათზე: დაახლოებით AM2-სოკეტის დედაპლატებზე 1200-1250Mhz არის ჰიპერტრანსპორტის ზღვარი, რაც არის სალტის სიხშირის 240-250Mhz ავტომატურ რეჟიმზე, ანუ 5 მამრავლით. სალტის სიხშირის უფრო მეტად ასაწევად, საჭიროა ჰიპერტრანსპორტის ლინკის მამრავლის დაწევა 4-ზე. "რაზგონისას" ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიული მეხსიერების სიხშირეებს. ამ ცხრილში მოყვანილია პროცესორების და ოპერატიული მეხსიერების მუშაობის რეჟიმები: აქ მოვიყვან ჩემი პროცესორის და მეხსიერებიების მაგალითს. პროცესორი: 2600Mhz სიხშირით და 13 მამარავლით, მეხსიერება: DDRII 800. როგორც ხედავთ ავტომატურად, 400-ის მაგივრად მეხსიერება მუშაობს 371Mhz-ზე, რადგან შეფარდება არის CPU/7. პროცესორის ცოტაოდენი "რაზგონით" 2.8Ghz-მდე, ოპერატიული მეხსიერების სიხშირე დგება სტანდარტულ 400Mhz-ზე. სალტის და შესაბამისად პროცესორის სიხშირის უფრო მატებით, შესაბამისად იმატებს ოპერატიული მეხსიერების სიხშირეც, რაც იწვევს სისტემის გაუმართაობას, თუ კარგი ხარისხის, "ოვერქლოქერული", ოპერატიული მეხსიერებიები არ არის. მაგრამ მაგ შემთხვევაშიც მეხსიერებასაც აქვს თავისი ზღვარი. ახლა როგორ მუშაობს ჩემი "დარაზგონებული" სისტემა. დედაპლატის "ბიოსში", მეხსიერების სიხშირე დავწიე DDRII 667-ზე, რამაც მომცა კომბინაცია CPU-ს სიხშირე/8. ჰიპერტრანსპორტის ლინკის მამრავლი შევამცირე 4-მდე. სალტის სიხშირე ავწიე 246Mhz-მდე. ანუ ჰიპერტრანსპორტის სიხშირე გახდა 984Mhz, ანუ თითქმის სტანდარტული სიხშირე. პროცესორზე ძაბვა მოვუმატე 0.2V, ანუ პროცესორი მუშაობს 1.45V-ზე. ანუ მივიღეთ პროცესორის სიხშირე 246X13=3200Mhz. ოპერატიულის მეხსიერების სიხშირე გახდა CPU/8=400Mhz, ანუ ორიგინალი სიხშირე, რამაც ტაიმინგების 4-4-4-12-ზე დატოვების საშუალებაც მომცა. ფაქტიურად მხოლოდ პროცესორზე ძაბვის ოდნავი მომატებით და "ბიოსში" მცირე ცვლილებებით, მივიღეთ აბსოლიტურად სტაბილური სისტემა, 5200+ დან ფაქტიურად მივიღეთ 6400+: CPU: 3200Mhz Bus Speed: 246Mhz HTT Link: 984Mhz Memory: DDRII 800Mhz 4-4-4-12 ტაიმინგებით. შემდეგი ნაბიჯები პროცეორის სიხშირის მოსამატებლად უკვე ჩიპსეტზე და მეხსიერებაზე ვოლტების მომატებაა, რომლისთვისაც ჯერ ვერ მოვიცალე BY Ogaib
  4. ეს თემა იქნება კრებული ყველა იმ FAQ-ისა,რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა აქაური მემბერების შრომით ერთად აპინული მსგავსი შინაარსის 3 თემა სჯობს იყოს ერთი და დაილინკება ყველაფერი აქ 1. CPU OC FAQ By David_GX2 ეს თემა გამოადგება ყველას ვინც აპირებს დააჩქაროს ინტელის 775 სკეტის პროცესორი 2. VGA OC Rev.2.0 By NODO-GT ეს თემა შექმნილია ვიდეოდაფის დაჩქარების შესასწავლად 3. Core I7&X58 FAQ By Westsider ეს თემა მოიცავს საჭირო ინფორმაციას ნეჰალემის დასაჩქარებლად 4. CPU/RAM/VGA FAQ By Westsider ეს თემა განსაკუთრებით გამოსადეგია დდრ2 დასაჩქარებლად,ასევე ვიდეო დაფების და ინტელის LGA775 პროცესორებისთვის 5. პრაქტიკული გაიდი GTL Reference ტვიკინგისთვის, GTL-ების დაყენება ეს თემა გახლავთ GTL გაიდი , ავტორი-სოსო 6. ოვერქლოქინგი და პროცესორები ავტორი გახლავთ მიშა 7. CMOS-ის ძაბვების გაშიფვრა ავტორი გახლავთ მიშა 8. სტაბილურობა FAQ ავტორი გახლავთ westsider 9.SetFSB და ClockGen ავტორი გახლავთ სოსო თემა გახლავთ კატალოგი ამიტომ იხურება და დაემატება მხოლოდ მსგავსი ტიპის სტატიები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.