Jump to content

westsider

OC Legends
  • Posts

    7520
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    20

Posts posted by westsider

  1. მთლიანად თვლის ეგ როგორც საიტზე HIტ ებს ასევე უნიკალურ იუზერებს აიპი მისამართების მიხედვით

    სექტემბრამდე გვყავდა 800-1000 უნიკალი და ასე 12000 ჰიტი საიტზე დღეში

    გათიშვის მერე ჩამოვედით 500 უნიკალზე და 9000-12000 ჰიტი დღეში

    ახლა ვნახოთ რა იქნება

  2. მე უფასო AVG ან ავირა მიყენია ხოლმე

    გატეხვის ნერვი არ მაქვს და ოფიციალურს არ ვიყიდი

    აფდეითები იბლოკება მერე და ტვინის ხეხვაა რა

    დაპაჩული ანტივირუსი არის უდიდესი იდიოტობა კაცობრიობის ისტორიაში

    ანუ ანტივირუსი რომელსაც უკვე ვირუსი ჩასმული აქვს წინასწარვე :D

    ლოლ რა ცოდოა ვინც მასეთ რამეს აყენებს

    მაგას ისევ უფასო ანტივირუსი და რეკლამები ამოხტეს

    შენ თვითონ მაინც არ აინსტალირებ ვირუსს შენ კომპიუტერში

  3. არგუმენტი მისაღებია

    თუმცა ნაკლებად წარმომიდგენია ვის უნდა ეყურებინა იმ პორტალისთვის

    როგორც კი აღდგება ტოპგეს მთვლელი დავინახავთ რეალურად რა მოაკლდა ფორუმს

  4. ბიოსის ჰარდვეა მონიტორში ნახე აბა რას გაჩვენებს

    მაგრამ ყველა მაზერს არ აქვს მაგის ტესტი

    ვოლტმეტრი რო მიაერთებინო ვინმესგან დაგანახებდა ზაბვას

  5. აირჩიე პირველიდან ბოლომდე ყველა და ეფლაის დააჭირე სათითაოდ

    და PLL სეთინგების ფანჯარაც გახსენი და ცპუზ

    და სწორს თუ გაარტყავ ხო მაშინ PLL სეთინგები ზუსტად იგივეს წაიკითხავს რაც ცპუზ ში გექნება

    ხოდა მერე შეეცადე ფსბ გადადგილებას და თუ გამოვიდა ე.ი. სწორია

  6. დავამატებ ასევე რომ 100 ზე მეტი კომპიუტერი მაქვს შეკვეთით პირადად მე სახლში სხვისთვის აწყობილი

    და ჯერ არცერთხელ არ ამიწყვია ინტელი :)

    ყველას AMD ავუწყვე იყო ეს X2,X3 თუ X4 პროცესორი მაგრამ მხოლოდ AMD

    იმიტომ რომ იმ ფასში რასაც ხალხი იხდიდა მე უკეთესი ინტელი ვერ ვნახე

    • Upvote 1
  7. ჩემი აზრით არის შემდეგი არგუმენტები

    AMD

    ფასი/წარმადობა იდეალური

    რაზგონის პოტენციალი იდეალური ფენომ II ის მერე

    დენის მოხმარება იდეალური

    ტემპერატურა იდეალური

    სოკეტის სიცოცხლისუნარიანობა სანამ მწარმოებელი ახალზე გადავა არის ასევე გადასარევი

    წარმადობა ძალიან კარგია თუ ბენჩმარკები არ გაინტერესებთ.თამაშებში და პროგრამებში გადასარევია AMD

    უარყოფითი ჩემთვის ისაა რომ პროცესორს ფეხების მოტეხვის საშიშროება აქვს და ხშირად ამოღებისას მოსდის ბევრს რომ 1 ფეხი სოკეტში რჩება

    ინტელი

    უსწრაფესი წარმადობა ყველა მხრივ

    ფენომენალური რაზგონის პოტენციალი

    დენის მოხმარება ჰაი ენდ დონეზე ყველა ნორმას ცდება

    ტემპერატურა საშუალო

    სოკეტებს ცვლიან წინდებივით და ყოველ წელს თითქმის ახალი სოეტი და პროცესორია საყიდი

    წარმადობა საუკეთესო.თუმცა თამაშებში და სტანდარტულ პროგრამებში მინიმალური სხვაობაა AMD-სთან

    უარყოფითი არის ფასები და ინტელის მარკეტინგი.მაქსიმალურად ცდილობს ხელოვნურად გაბეროს ყველაფრის ფასები

    აქ დიდი იმედია რომ AMD მოუმატებს კონკურენციით დაწოლას და ინტელი იძულებული გახდება დაყვეს ბაზრის წესებს

    ვისაც კარგი კომპიუტერი უნდა თანამედროვე ტექნიკით,კარგ ფასად ასევე 2-3 წელი მარტივი აფგრეიდის საშუალებით (პროცესორის გამოცვლა) აქ AMD იდეალური გამოსავალია

    ვისაც ფული არ ენანება და მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა აქ ინტელს ვერ აუვლის გვერდს

    რეალურად წარმადობაში AMD ინტელს 1 ნაბიჯით ჩამორჩება სამაგიეროდ კლიენტურის მიმართ მიდგომით და ფასებით ორი ნაბიჯით წინაა

    • Upvote 5
  8. სეთ ფსბ ან ქლოქგენი ჩართე და მოსინჯე სიაში არსებული რომელიმე ქლოქგენერატორი მოარგო

    თუ რომელიმე ქლოქგენერატორმა შეძლო სწორი ფსბ წაკითხვა და მისი შეცვლა მაშინ შეგეძლება ვინდოუსიდან დაარაზგონო

    ასევე მაქსიმალური შედეგისთვის ჩAმოწერე ოვერქლოპეკი და ჩAრთე მემსეტი

    მემსეტიდან გაუხსენი უფრო ცუდი ტაიმინგები ოპერატიულ მეხსიერებას რომ პროცესორის რაზგონი არ დატორმუზდეს დაბალი ტაიმინგებით

  9. ნორმალური პლატა ჩAნს

    მაგრამ დედაპლატას ინტელის წარმოებით ბევრი რამ აკლია

    წვრილმანი გაფორმება არ აქვს და ძაან სტანდარტულია

    დარწმუნებული ვარ უკეთესებიც გამოვა იგივე ასუსის,გიგაბაიტის,EVGA,ფოქსკონის და მიკროსტარის შესრულებით

    პ.ს. ინტელმა გაასხას ამ მაზერების ბაზრიდან

    მარტო იმ გოიმებზეა გათვლილი ვინც ფიქრობს რომ ინტელის პროცესორი ინტელის მაზერზე უკეთესად იმუშავებს

    • Upvote 1
  10. გამარჯობათ,

    აქ $#^#(|დები მოკლე და გასაგები ენით გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება სისტემის დასტაბილურება და შესაძლებელი შეცდომების გამორიცხვა.

    პირველ რიგში დავიწყოთ თავიდან.განვიხილოთ შიდა კომუნიკაციის სქემა.ანუ დაჩქარების დროს პროცესორის,ოპერატიული მეხსიერების და შიდა საინფორმაციო გამტარი კანალის ტაქტი იცვლება.საინფორმაციო კანალში ვგულისხმობ მაგალითად ფსბ,QPI ან ჰაიპერტერმინალს.სისტემა რომ საერთო ჯამში ყველანაირად სტაბილური იყოს,ამისთვის აუცილებლად სამივე კომპონენტი ხუთიანზე უნდა მუშაობდეს.ნუ წინაპირობა ისაა ,რომ HDD მუშაა და ბედ სექტორები არ აქვს,რომ კვების ბლოკი საკმარის დენს იძლევა,რომ ვიდეოდაფა მუშაა და ა.შ.

    მოკლედ ასე ვთქვათ,თუ ყველაფერი სტანდარტულ სეთინგებზე იდეალურად მუშაობს მაშინ გამოსადეგია ეს რჩევები.ხოლო თუ სისტემა სტოკზე ურევს მანდ შიდა პრობლემაა საძებნი ჯერ სანამ რაზგონის დასტაბილურებას დაიწყებთ.

    პირველ რიგში ჩამოვწეროთ ვეტერანი პროგრამა - პრაიმ 95

    ჩამოწერის შემდგომ ვრთავთ პრაიმს და პირველივე ფანჯარას ვაძლევთ შემდგომ პასუხს

    d12aa896ef7e.jpg

    ამის შემდეგ გვხვდება ეს სურათი

    e1c90e4b6d2c.jpg

    მაგრამ თუ FAQ ია ბარემ ხარისხიანი იყოს.ზუსტად ამიტომ გთავაზობთ დაივიწყოთ ეს წინასწარ გამზადებული ღილაკები მაგ პროგრამაში და ვისწავლოთ მეოთხე კატეგორია სადაც ყველაფერი იუზერს შეუძლია განსაზღვროს.

    აქ გვხვდება რამდენიმე კატეგორია რისი შეცვლაც შეიძლება.მაგალითად: უმცირესი და უდიდესი მოდული,ლიმიტირებული ან გაბერილი გამოყენებადი მეხსიერება,გასატარებელი მოდულების რაოდენობა,ბირთვების ოდენობა

    19f705dfb0ad.png

    როდესაც კომპიუტერს ვარაზგონებთ პირველ რიგში აუცილებელია გავტესტოთ კონკრეტულად პროცესორი სტაბილურობაზე.მხოლოდ ამის მერე შეიძლება ოპერატიული მეხსიერების დატვირთვა და სისტემის შემოწმება.

    ამისთვის საჭიროა პრაიმის ქასთომ ტესტში შევიყვანოთ შემდეგი მონაცემები

    7ca7784d00db.png

    და ჩავრთოთ სისტემა.ჯერ დაიწყებს 8K,მერე 10K,12K და ასე ავა ნელნელა 100მდე

    თუ რომელიმე გამოთვლა შეცდომის გამო შეწყდა ე.ი. საჭიროა მეტი ძაბვა პროცესორზე.ვუმატებთ ძაბვას და ვიწყებთ თავიდან.და ასე გრძელდება სანამ არ იპოვნით სვითპოინტს

    თუ პროცესორი სტაბილურია მაშინ ვაკლებთ ძაბვას და ხელახლა ვტესტავთ იგივეს.ასე ვიპოვით სვითპოინტს მინიმალურ პროცესორის ძაბვაზე რომლითაც ამავდროულად სტაბილური იქნება ყველაფერი.იმუშავეთ 0.02 ზონაში ანუ თუ პროცესორს ჰქონდა 1.35 და არასტაბილური იყო ,განმეორებიტ ტესტზე მიეცით 1.37V

    ახლა გადავიდეთ ოპერატიულ მეხსიერებაზე

    წინაპირობა: პროცესორის ტესტი გავლილია და სტაბილურობა მისი მხრიდან გარანტირებულია

    217b7118b0ae.png

    32768 არის უდიდესი მოდული რაც პრაიმს აქვს

    თუ მაგალითად 4 ბირთვიან პროცესორზე ჰაიპერთრედინგით გაატარებთ 32768 მოდულს 8 ნაკადით (8 იმიტომ რომ პროცესორს ჰაიპერთრედინგი აქვს), ამ შემტხვევაში ოპერატიული მეხსიერება დაირტვირთება ~2-3 გიგაბაიტი ოდენობით და ამხელა მასაზე წავა სუფთა გამოთვლითი სამუშაო რაც ძალიამ მგრძნობიარეა შეცდომაზე და არასწორი პასუხი მეხსიერების მხრიდან აუცილებლად გამოვლინდება

    პროცედურა აქაც იგივეა.ვეძებთ სვითპოინტს.ანუ თუ სისტემა გაივლის ტესტს,ვაკლებთ ძაბვას ოპერატიულ მეხსიერებაზე და ხელახლა ვტესტავთ,თუ ვერ გადის- პირიქით ვუმატებთ.ოპერატიულ მეხსიერებაზე იმუშავეთ 0.01V ზონაში ანუ თუ 1.8 ეყენა და არასტაბილური იყო მოსინჯეთ 1.81 შემდეგ ეტაპზე.

    ამის მერე 1.82 და ა.შ.

    და გადავდივარ საბოლოო ტესტზე ,რომელიც ყოველთვის სულ ბოლოს უნდა გაატაროთ.

    როცა პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება სტაბილურია (წინაპირობა:ზემოთ აღწერილი ორივე ტესტის წარმატებით გავლა და სვითპოინტების პოვნა) უკვე გვრჩება მათ შორის საინფორმაციო კომუნიკაციის გატესტვა.ეს გამორიცხავს შეცდომას ინფორმაციის ტრანსპორტირების დროს.

    5a7f851e6961.jpg

    აქ საჭიროა სვითპოინტის პოვნა.უნდა ვცვალოთ შემდეგი ძაბვა : NB და VTT/IMC (ზოგ დედაპლატაში ქვია FSB Termination)

    ცვლილება სასურველია 0.02V ზონაში

    მცირედი ინფო დამატებით:

    თუ დააკვირდიტ 15ის მაგივრად მოდულების ოდენობა შევამცირე 6მდე

    ეს გამოწვეულია იმით რომ მოდულების ოდენობა თითო ზომაზე ვარირებს 4-6 შორის.აქედან გამომდინარე 4 ცოტა იქნებოდა იმიტომ რომ სადაც 6 ვარიაციაა იქ გამოტოვებდა 2 ვარიანტს და 6ზე მეტი სისულელეა.რა საჭიროა იგივე გავლილი ვარიაციის 3 ჯერ გატარების?ასე დრო იზოგება მხოლოდ.

    დიდი მადლობა ყურადღებისთვის

    westsider & NEIRON

    © www.overclockers.ge

    • Upvote 2
  11. გთავაზობთ უფასო და უნიკალურ სერვისს.

    როგორც მოგეხსენებათ, გარანტია არის ვადა რის განმავლობაშიც ნაყიდმა ნივთმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს.

    ნებისმიერი შეფერხება იწვევს მომხმარებლის საგარანტიო უფლებების გააქტიურებას.თუმცა აქ არის რამდენიმე ნიუანსი.

    გამყიდველი მაღაზია იძლევა კონკრეტულ ვადებს.მაგალითად 1 თვე,1 წელი და ასე შემდეგ.რა უნდა ქნათ თუ ეს 1 წელი გასულია და ძვირფასი ნივთი გაფუჭდა?

    ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებელთან კონტაქტია.

    ნებისმიერი თავმოყვარე მწარმოებელი ოფიციალურ საიტზევე იძლევა მხარდაჭერას ამ მხრივ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მასთან პირდაპირ ნივთის გადაგზავნა.

    თუმცა აქვე დიდ როლს თამაშობს თუ რომელი ქვეყნიდან მიდის დახმარების თხოვნა.საქმე იმაშია რომ მწარმოებელმა ის გამოცვლილი თუ გარემონტებული ნივთი უკან უნდა გამოგიგზავნოტ საკუთარ ხარჯზე რაც ზოგ ქვეყანაში იაფი,სწრაფი და უხიფათო საქმეა.აი,ზოგ ქვეყნებში კი უაზრო თავის ტკივილი იწყება შიდა ფოსტის სიძვირის და გაუმართაობის გამო.აქვე დიდ როლს თამაშობს ბაზრის სიდიდე,კლიენტურა და ქვეყნის შიდა კანონები.

    ასე თუ ისე საიტი გაძლევთ საშუალებას გერმანიის გავლით მიიღოთ სრული მომსახურეობა რასაც მწარმოებელი ამ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის იძლევა.

    პირობები:

    დაზიანებული ტექნიკა უნდა გამოიგზავნოს გერმანიაში ჩემ მისამართზე.თან უნდა ჰქონდეს ქვითარი,ინვოისი ან დოკუმენტი ლათინური შრიფტით რომ ჩანდეს თუ სად და როდის იყიდეთ ეს ნივთი.გარანტია შეადგენს 2 წელს,თუმცა კონკრეტულ ტექნიკაზე ხშირად 5 წლიანი და სამუდამო გარანტიაც არსებობს.მაგალითად სამუდამოა ოპერატიულ მეხსიერებაზე და 5 წელი ჰქონდა გიგაბაიტს X58 დედაპლატებზე.

    ნივთის ჩემამდე გზა თქვენი ხარჯია.ასევე თქვენი ხარჯია ამ ნივთის მწარმოებელთან გადამისამართება და შემდგომში ამ ნივთის საქართველომდე ტრანსპორტი.

    ფასები ასეთია:

    საქართველოდან გერმანიამდე გზა არ ვიცი.ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ფოსტაში.აირჩიეთ ყველაზე იაფი საშუალება.

    ჩემიდან გზა მწარმოებლამდე ვარირებს მწარმოებლის სერვის ცენტრის ადგილის და ნივთის ზომა-წონის მიხედვით

    20 კილომდე ნივთი გერმანიაში დაჯდება 7 ევრო გაგზავნა,ხოლო მთელ ევროპაში გაგზავნა დაჯდება 17 ევრო.მაგალითად ოსიზი,DFI არიან ჰოლანდიაში და ასე ჯდება იქამდე გაგზავნა.

    მწარმოებელი მე უფასოდ მიგზავნის გამოცვლილ ან გარემონტებულ ტექნიკას უკან.

    და მე ვაგზავნი საქართველოში: 1კგ მდე 8.5 ევრო,2კგ მდე 16.5 ევრო,5კგმდე 25 ევრო,5-10კგ 47 ევრო,10-20კგ 70 ევრო

    იმისთვის რომ ფული ტყუილად არ დაიკარგოს გაითვალისწინეთ მწარმოებლების კონკრეტული საგარანტიო პირობები.ძირითადი პირობებია:

    *ნივთი არ უნდა იყოს ფიზიკურად დაზიანებული

    *არ უნდა ეტყობოდეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი

    *თუ აქვს ასეთი,არ უნდა ქონდეს ორიგინალისგან განსხვავებული შიდა პროგრამა (მაგალითად ბიოსი,სპდ ა.შ.)

    *საგარანტიო სტიკერი უნდა იყოს ხელუხლებელ მდგომარეობაში

    სხვა დანარჩენი წვრილმანები ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული მწარმოებლის საპორტ გვერდზე საგარანტიო განყოფილებაში

    • Upvote 1
  12. ამ პაკეტში ჩაპაკულია:

    მონიტორინგი

    დაჩქარება ვინდოუსში

    ჰარდვეა ინფორმაცია

    ფენების დარეგულირება

    ტემპერატურის ამოკითხვა

    ოპერატიული მეხსიერების დატვიკვა

    ვიდეოდაფის ბიოს ედიტორი,ბიოს ფლეშერი,ოვერვოლტერი

    სიამოვნებით მივიღებ შემოტავაზებებს სოფტზე

    Over~Clo~Pack 1.3 02.11.2010

    მირორი

    Over~Clo~Pack 1.3 02.11.2010

    განახლებულია აბსოლუტურად ყველაფერი

    და აქტიური დანლოადების ოდენობის მიხედვით მოხდება შესაბამისად ხშირი განახლება

    • Upvote 3
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.