Jump to content

westsider

OC Legends
  • Posts

    7520
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    20

Everything posted by westsider

  1. მივწერე ვანიჩკას და ვნახოთ რამდენი ხანი დაჭირდება ბლოგ პორტალის მიბმას საიტზე
  2. მაშინ არ ერგება ე.ი. და არ გამოვა არაფერი სამწუხაროდ
  3. ასე ვტქვათ ეგ პორტალი რო არსებობდეს ცალკე გვერდად მაინც ხო ვისაც უნდოდა და მოწონდა ექნება და ნახავს და ვისაც ეკიდა ადრეც და ახლაც ის არ ნახავს და ამით პრობლემა მოგვარებულია არა?
  4. ყოფნა არყოფნის არც იდგა პრინციპში არავის უთქვამს გადაჭრიტ რომ გაქრესო მაგრამ მეორე გვერდად ჯერ არ დაუმატებია ვანოს და სოსოს აინტერესებდა ხალხის აზრი იყოს პორტალი ცალკე გვერდად და ყველა კმაყოფილი იქნება მაგრამ მტავარი გვერდი ფორუმისაა
  5. არა მარტო ფსბ უნდა ამოიკითხპოს სწორად აქვე FAQ ებში ნახე არის სეთფსბ და ქლოქგენის FAQ დაწერილი და გადაავლე თვალი
  6. ხმები თუ თანაბრად განაწილდა მაშინ პორტალი ამუშავდება მაგრამ მეორე ლინკად მტავარ ლინკზე ფორუმი იქნება ასე იდეალური იქნება მგონი
  7. მთლიანად თვლის ეგ როგორც საიტზე HIტ ებს ასევე უნიკალურ იუზერებს აიპი მისამართების მიხედვით სექტემბრამდე გვყავდა 800-1000 უნიკალი და ასე 12000 ჰიტი საიტზე დღეში გათიშვის მერე ჩამოვედით 500 უნიკალზე და 9000-12000 ჰიტი დღეში ახლა ვნახოთ რა იქნება
  8. მე უფასო AVG ან ავირა მიყენია ხოლმე გატეხვის ნერვი არ მაქვს და ოფიციალურს არ ვიყიდი აფდეითები იბლოკება მერე და ტვინის ხეხვაა რა დაპაჩული ანტივირუსი არის უდიდესი იდიოტობა კაცობრიობის ისტორიაში ანუ ანტივირუსი რომელსაც უკვე ვირუსი ჩასმული აქვს წინასწარვე ლოლ რა ცოდოა ვინც მასეთ რამეს აყენებს მაგას ისევ უფასო ანტივირუსი და რეკლამები ამოხტეს შენ თვითონ მაინც არ აინსტალირებ ვირუსს შენ კომპიუტერში
  9. პოლის მესამე პასუხი იყო მეორე პასუხის გამეორება და გავაერთიანე
  10. არგუმენტი მისაღებია თუმცა ნაკლებად წარმომიდგენია ვის უნდა ეყურებინა იმ პორტალისთვის როგორც კი აღდგება ტოპგეს მთვლელი დავინახავთ რეალურად რა მოაკლდა ფორუმს
  11. მე მგონი არგუმენტებს მარტო ისინი წერენ ვისაც არ უნდა პორტალი ხოდა ვინც კის მისცა ხმა ასევე დაწეროს არგუმენტი
  12. არაა საჭირო მთავარი ძალა ფორუმშია
  13. ბიოსის ჰარდვეა მონიტორში ნახე აბა რას გაჩვენებს მაგრამ ყველა მაზერს არ აქვს მაგის ტესტი ვოლტმეტრი რო მიაერთებინო ვინმესგან დაგანახებდა ზაბვას
  14. მახსოვს სიკვდილას 5 გჰც იყო კარგა ხანი რეკორდი :)
  15. აირჩიე პირველიდან ბოლომდე ყველა და ეფლაის დააჭირე სათითაოდ და PLL სეთინგების ფანჯარაც გახსენი და ცპუზ და სწორს თუ გაარტყავ ხო მაშინ PLL სეთინგები ზუსტად იგივეს წაიკითხავს რაც ცპუზ ში გექნება ხოდა მერე შეეცადე ფსბ გადადგილებას და თუ გამოვიდა ე.ი. სწორია
  16. დავამატებ ასევე რომ 100 ზე მეტი კომპიუტერი მაქვს შეკვეთით პირადად მე სახლში სხვისთვის აწყობილი და ჯერ არცერთხელ არ ამიწყვია ინტელი ყველას AMD ავუწყვე იყო ეს X2,X3 თუ X4 პროცესორი მაგრამ მხოლოდ AMD იმიტომ რომ იმ ფასში რასაც ხალხი იხდიდა მე უკეთესი ინტელი ვერ ვნახე
  17. ჩემი აზრით არის შემდეგი არგუმენტები AMD ფასი/წარმადობა იდეალური რაზგონის პოტენციალი იდეალური ფენომ II ის მერე დენის მოხმარება იდეალური ტემპერატურა იდეალური სოკეტის სიცოცხლისუნარიანობა სანამ მწარმოებელი ახალზე გადავა არის ასევე გადასარევი წარმადობა ძალიან კარგია თუ ბენჩმარკები არ გაინტერესებთ.თამაშებში და პროგრამებში გადასარევია AMD უარყოფითი ჩემთვის ისაა რომ პროცესორს ფეხების მოტეხვის საშიშროება აქვს და ხშირად ამოღებისას მოსდის ბევრს რომ 1 ფეხი სოკეტში რჩება ინტელი უსწრაფესი წარმადობა ყველა მხრივ ფენომენალური რაზგონის პოტენციალი დენის მოხმარება ჰაი ენდ დონეზე ყველა ნორმას ცდება ტემპერატურა საშუალო სოკეტებს ცვლიან წინდებივით და ყოველ წელს თითქმის ახალი სოეტი და პროცესორია საყიდი წარმადობა საუკეთესო.თუმცა თამაშებში და სტანდარტულ პროგრამებში მინიმალური სხვაობაა AMD-სთან უარყოფითი არის ფასები და ინტელის მარკეტინგი.მაქსიმალურად ცდილობს ხელოვნურად გაბეროს ყველაფრის ფასები აქ დიდი იმედია რომ AMD მოუმატებს კონკურენციით დაწოლას და ინტელი იძულებული გახდება დაყვეს ბაზრის წესებს ვისაც კარგი კომპიუტერი უნდა თანამედროვე ტექნიკით,კარგ ფასად ასევე 2-3 წელი მარტივი აფგრეიდის საშუალებით (პროცესორის გამოცვლა) აქ AMD იდეალური გამოსავალია ვისაც ფული არ ენანება და მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა აქ ინტელს ვერ აუვლის გვერდს რეალურად წარმადობაში AMD ინტელს 1 ნაბიჯით ჩამორჩება სამაგიეროდ კლიენტურის მიმართ მიდგომით და ფასებით ორი ნაბიჯით წინაა
  18. დავწერ მაზერის გამოცვლის FAQ-ს ანუ რო ყიდულობთ ახალს და ძველს როგორ კრასკავთ წითლად და ა.შ.
  19. სეთ ფსბ ან ქლოქგენი ჩართე და მოსინჯე სიაში არსებული რომელიმე ქლოქგენერატორი მოარგო თუ რომელიმე ქლოქგენერატორმა შეძლო სწორი ფსბ წაკითხვა და მისი შეცვლა მაშინ შეგეძლება ვინდოუსიდან დაარაზგონო ასევე მაქსიმალური შედეგისთვის ჩAმოწერე ოვერქლოპეკი და ჩAრთე მემსეტი მემსეტიდან გაუხსენი უფრო ცუდი ტაიმინგები ოპერატიულ მეხსიერებას რომ პროცესორის რაზგონი არ დატორმუზდეს დაბალი ტაიმინგებით
  20. არადა მაგარი სარაზგონო მენიუ აქვს
  21. განახლებულია პაკეტი ასე რომ ჩამოწერეთ თორე წაშლის ჰოსტერი
  22. ნორმალური პლატა ჩAნს მაგრამ დედაპლატას ინტელის წარმოებით ბევრი რამ აკლია წვრილმანი გაფორმება არ აქვს და ძაან სტანდარტულია დარწმუნებული ვარ უკეთესებიც გამოვა იგივე ასუსის,გიგაბაიტის,EVGA,ფოქსკონის და მიკროსტარის შესრულებით პ.ს. ინტელმა გაასხას ამ მაზერების ბაზრიდან მარტო იმ გოიმებზეა გათვლილი ვინც ფიქრობს რომ ინტელის პროცესორი ინტელის მაზერზე უკეთესად იმუშავებს
  23. გამარჯობათ, აქ $#^#(|დები მოკლე და გასაგები ენით გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება სისტემის დასტაბილურება და შესაძლებელი შეცდომების გამორიცხვა. პირველ რიგში დავიწყოთ თავიდან.განვიხილოთ შიდა კომუნიკაციის სქემა.ანუ დაჩქარების დროს პროცესორის,ოპერატიული მეხსიერების და შიდა საინფორმაციო გამტარი კანალის ტაქტი იცვლება.საინფორმაციო კანალში ვგულისხმობ მაგალითად ფსბ,QPI ან ჰაიპერტერმინალს.სისტემა რომ საერთო ჯამში ყველანაირად სტაბილური იყოს,ამისთვის აუცილებლად სამივე კომპონენტი ხუთიანზე უნდა მუშაობდეს.ნუ წინაპირობა ისაა ,რომ HDD მუშაა და ბედ სექტორები არ აქვს,რომ კვების ბლოკი საკმარის დენს იძლევა,რომ ვიდეოდაფა მუშაა და ა.შ. მოკლედ ასე ვთქვათ,თუ ყველაფერი სტანდარტულ სეთინგებზე იდეალურად მუშაობს მაშინ გამოსადეგია ეს რჩევები.ხოლო თუ სისტემა სტოკზე ურევს მანდ შიდა პრობლემაა საძებნი ჯერ სანამ რაზგონის დასტაბილურებას დაიწყებთ. პირველ რიგში ჩამოვწეროთ ვეტერანი პროგრამა - პრაიმ 95 ჩამოწერის შემდგომ ვრთავთ პრაიმს და პირველივე ფანჯარას ვაძლევთ შემდგომ პასუხს ამის შემდეგ გვხვდება ეს სურათი მაგრამ თუ FAQ ია ბარემ ხარისხიანი იყოს.ზუსტად ამიტომ გთავაზობთ დაივიწყოთ ეს წინასწარ გამზადებული ღილაკები მაგ პროგრამაში და ვისწავლოთ მეოთხე კატეგორია სადაც ყველაფერი იუზერს შეუძლია განსაზღვროს. აქ გვხვდება რამდენიმე კატეგორია რისი შეცვლაც შეიძლება.მაგალითად: უმცირესი და უდიდესი მოდული,ლიმიტირებული ან გაბერილი გამოყენებადი მეხსიერება,გასატარებელი მოდულების რაოდენობა,ბირთვების ოდენობა როდესაც კომპიუტერს ვარაზგონებთ პირველ რიგში აუცილებელია გავტესტოთ კონკრეტულად პროცესორი სტაბილურობაზე.მხოლოდ ამის მერე შეიძლება ოპერატიული მეხსიერების დატვირთვა და სისტემის შემოწმება. ამისთვის საჭიროა პრაიმის ქასთომ ტესტში შევიყვანოთ შემდეგი მონაცემები და ჩავრთოთ სისტემა.ჯერ დაიწყებს 8K,მერე 10K,12K და ასე ავა ნელნელა 100მდე თუ რომელიმე გამოთვლა შეცდომის გამო შეწყდა ე.ი. საჭიროა მეტი ძაბვა პროცესორზე.ვუმატებთ ძაბვას და ვიწყებთ თავიდან.და ასე გრძელდება სანამ არ იპოვნით სვითპოინტს თუ პროცესორი სტაბილურია მაშინ ვაკლებთ ძაბვას და ხელახლა ვტესტავთ იგივეს.ასე ვიპოვით სვითპოინტს მინიმალურ პროცესორის ძაბვაზე რომლითაც ამავდროულად სტაბილური იქნება ყველაფერი.იმუშავეთ 0.02 ზონაში ანუ თუ პროცესორს ჰქონდა 1.35 და არასტაბილური იყო ,განმეორებიტ ტესტზე მიეცით 1.37V ახლა გადავიდეთ ოპერატიულ მეხსიერებაზე წინაპირობა: პროცესორის ტესტი გავლილია და სტაბილურობა მისი მხრიდან გარანტირებულია 32768 არის უდიდესი მოდული რაც პრაიმს აქვს თუ მაგალითად 4 ბირთვიან პროცესორზე ჰაიპერთრედინგით გაატარებთ 32768 მოდულს 8 ნაკადით (8 იმიტომ რომ პროცესორს ჰაიპერთრედინგი აქვს), ამ შემტხვევაში ოპერატიული მეხსიერება დაირტვირთება ~2-3 გიგაბაიტი ოდენობით და ამხელა მასაზე წავა სუფთა გამოთვლითი სამუშაო რაც ძალიამ მგრძნობიარეა შეცდომაზე და არასწორი პასუხი მეხსიერების მხრიდან აუცილებლად გამოვლინდება პროცედურა აქაც იგივეა.ვეძებთ სვითპოინტს.ანუ თუ სისტემა გაივლის ტესტს,ვაკლებთ ძაბვას ოპერატიულ მეხსიერებაზე და ხელახლა ვტესტავთ,თუ ვერ გადის- პირიქით ვუმატებთ.ოპერატიულ მეხსიერებაზე იმუშავეთ 0.01V ზონაში ანუ თუ 1.8 ეყენა და არასტაბილური იყო მოსინჯეთ 1.81 შემდეგ ეტაპზე. ამის მერე 1.82 და ა.შ. და გადავდივარ საბოლოო ტესტზე ,რომელიც ყოველთვის სულ ბოლოს უნდა გაატაროთ. როცა პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება სტაბილურია (წინაპირობა:ზემოთ აღწერილი ორივე ტესტის წარმატებით გავლა და სვითპოინტების პოვნა) უკვე გვრჩება მათ შორის საინფორმაციო კომუნიკაციის გატესტვა.ეს გამორიცხავს შეცდომას ინფორმაციის ტრანსპორტირების დროს. აქ საჭიროა სვითპოინტის პოვნა.უნდა ვცვალოთ შემდეგი ძაბვა : NB და VTT/IMC (ზოგ დედაპლატაში ქვია FSB Termination) ცვლილება სასურველია 0.02V ზონაში მცირედი ინფო დამატებით: თუ დააკვირდიტ 15ის მაგივრად მოდულების ოდენობა შევამცირე 6მდე ეს გამოწვეულია იმით რომ მოდულების ოდენობა თითო ზომაზე ვარირებს 4-6 შორის.აქედან გამომდინარე 4 ცოტა იქნებოდა იმიტომ რომ სადაც 6 ვარიაციაა იქ გამოტოვებდა 2 ვარიანტს და 6ზე მეტი სისულელეა.რა საჭიროა იგივე გავლილი ვარიაციის 3 ჯერ გატარების?ასე დრო იზოგება მხოლოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის westsider & NEIRON © www.overclockers.ge
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.