Jump to content

ANuB1S

VIP
  • Posts

    6848
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Posts posted by ANuB1S

  1. თავად ვეღარ ჩაასწორებს, იქნებ შენ ჩაასწორო როგორც საჭიროა.

     

    თემის ავტორმა კი გაითვალისწინოს და თემებს ნორმალური სათაურები დაარქვს. მოკლე და კონკრეტული :)

    იაგოს გაუმარჯოს.

     

    Done :miyvarxar:

  2.  

    AMD/ATI ქროს მოდით აბა

     

    ასეთი მიმართვა გამართლებულია მეთქი ვერ ვიტყვი.

    თემის სათაური უნდა გულისხმობდეს თემის შინაარს, უფრო კონკრეტულად ვიდრე ამ შემთხვევაშია.

    იმედი მაქვს ჩაასწორებთ.

  3. http://wuala.com

    შვეიცარიული, ამერიკელი NSA-სგან განსხვავებული იდეოლოგიით..

    Encryption ხდება კლიენტის მხარეს და არა სერვერზე.

     

    3. Client-side encryption

    This approach is inherently more secure than the others. Apart from Wuala, there are only a few other cloud storage providers following this scheme, mostly backup services. All data is encrypted locally on your device before it is uploaded. No one not explicitly authorized by you can see your data. Since not even the storage provider can see your data, they cannot be forced to hand it over to government agencies. The employees are also not able to read your data. As a side effect, it is impossible to recover your password in case you forget it. You can test your cloud storage provider’s security by checking whether they offer password recovery or password reset. If yes, then it does not employ client-side encryption. With client-side encryption, security is embedded deeply in the design of the storage.

    One of the main challenges with client-side encryption is key management. If you only want to back up, a single master key is enough. However, if you want to be able to share data selectively, your cloud storage must feature a sophisticated key management scheme. Wuala features such a system, called Cryptree, whose basic principles are described in this paper.

    Currently, Wuala uses AES- 256 for encryption, RSA 2048 for signatures and for key exchange when sharing folders, and SHA-256 for integrity checks.

    • Upvote 1
  4. ბანკი არ მოგცემს გადახდის სისტემის შენ საიტზე ინტეგრაციის საშუალებას.

    ტრანზაქციის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფ.

    გადამისამართებით ხდება ეგ საკითხი.

    უბრალოდ გადამისამართებისას საბანკო ოპერაციის სესიის გასახსნელად და ინფოს მისაწოდებლად VPN კავშირი დაგჭირდება 

    ბანკში გაარკვევ დეტალებს.

    • Upvote 1
  5. პროგრამირების სწავლა ხდება კოდის წერით.

     

    ზოგადად სანამ საქმის კეთებას ანუ პროექტების შესრულებას დაიწყებს ადამიანი პროგრამირების მითოლოგიაშია ჩაფლული.

    მერე საქმესთან ერთად ნელ-ნელა ეს მითები ერთმანეთში ერევა და მერე აღმოჩნდება რომ არც ისე დიდი უფსკრულია Web-სა და "პროგრამირებას" შორის :D

    ნუ რათქმა უნდა პროფესიონალურად ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, მაგრამ ბევრთან შედარებით ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს და იმედი მაქვს ჩემი საუბარი მცირედ შედეგს მაინც მოიტანს.

     

    დღევანდელ ტენდენციას რასაც ვუყურებ ვებ აპლიკაციებში გადის მთელი Enterprise.

    მასიურად.

     

    ვებ აპლიკაცია რისგან შედგება:

    Backend : JAVA/Python/PHP/Ruby და ა.შ.

    FrontEnd : Javascript -ის FrameWork-ები. თუ გიგანტი არაა და პროგრამერების კასტა არ ყავს კომპანიას მაშინ უმეტესობა Framework-ს იყენებს : Ext Js, Jquery Datatables, Angular Js, Ember Js და ა.შ.

    მთავარი იდეა კიდევ ამ ორს შორის მაკავშირებელია : აქ უკვე მონაცემების გადაცემა მრავალნაირად ხდება.

     

    Back იღებს მონაცემებს,  

    1 - ბაზაში წერს

    2 - Front-ის მოთხოვნაზე ბაზიდან აბრუნებს პასუხს.

     

    ინფორმაციის დაბრუნების მთავარი გზატკეცილი არის HTTP პროტოკოლი.

    მონაცემების ფორმატი : JSON (Javascript Object Notation)

     

    FrontEnd (ანუ  კლიენტის მხარე) : 

    Web Browser-ში მიმართავ სერვერს ანუ უგზავნი HTTP Request და HTTP Response გიბრუნდება მოთხოვნილი Data.

     

    ეს ძალიან მოკლე და უნიჭო აღწერა.

     

    მთავარი რჩევა : ნაბიჯ ნაბიჯ სიბნელეში თესვა შედეგს არ მოიტანს, ანუ რომელიმე პროგრამირების წიგნის აღება და იქ ცვლადებისა და პრიმიტივების მილიონჯერ გარჩევა, იქ რაღაც მათემატიკური გამოთვლების ჩატარება და ა.შ. ელემენტარული ოპერაციები.

    თუ პროგრამირების სწავლა გსურთ პროექტებზე უნდა იმუშავოთ.

    უამრავი პროექტის მოძიება შეიძლება ინტერნეტში, განსაკუთრებით ვიდეოგაკვეთილებია ამ საკითხში პროდუქტიული და სწარაფად ათვისებადი.

    თუმცა კარგ წიგნს თავისი ფასი ნამდვილად არ დაუკარგავს.

     

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4663528

    ვიდეოკურსი და ჯავასკრიპტის მიმოხილვა ბატონ დუგლას კროკფორდისგან. (ამ ბატონის შექმნილია JSON და http://jslint.com - ჯავასკრიპტის კოდის ხარისხის "კონტროლი" :D)

    რეკომენდებულია ყველა ჯიშის პროგრამრებისათვის (თუმცა შეიძლება დამწყებებს გაუჭირდეთ თავიდან ბოლომდე გაგება).

    თუმცა მეორე მომენტია რომ სანამ ამას უყურებდეთ ერთ ძალიან კარგი და უფასო რესურსი არსებობს: 

    http://codecademy.com

    დასხედით და გაიარეთ ყველა კურსი, ნუ გგონიათ რომ 1 კვირაში ან 2 კვირაში პროგრამირებას ისწავლით.

    ვერც მაგ კურსების ერთხელ გავლით და ვერც ორი სამი წიგნის წაკითხვით შეიქმნით დიდ იმედებს.

    თუ რატომ უნდა გაიაროთ ეგ კურსები არის მიზეზი რომ ის ბნელი მხარე რაც მითებშია გახვეული ცოტა განათდეს და რეალურად წარმოიდგინოთ ის "დიდი სურათი".

    ჩემთვის ეს წიგნი იყო ერთ-ერთ წარმატებული ინვესტიცია : Client Server Web Apps with Javascript and Java

     

    პროგრამირების პროცესში უამრავი რამ გამოიყენება გარდა პროგრამირების ენისა : 

    ვერსიის კონტროლი (ვები და ლოკალური) : Mercurial : BitBucket/Git

    პროექტის მენეჯმენტ ხელსაწყო : Maven

    სხვადასხვა Framework-ები : Spring/Hibernate...

    სხვადასხვა სერვერები : Jetty/ TomCAT/ JBoss...

    ტესტირების უამრავი საშუალება :

    და ა.შ.

     

    დასაწყისში "დიდი სურათი"-ს წარმოდგენა არის წარმატებული სწავლის უმნიშვნელოვანესი ასპექტი.

    წარმოიდგინეთ სწავლების ორი სქემა : 

    - ადამიანის აგებულება ისწავლოთ ცალკეული ორგანოებისა და დაწვრილმანებული ნაწილების ცალ-ცალკე განხილვით, ისე რომ ყველაფერს ერთად ვერ ხედავდეთ.

    - ადამიანის სხეულს წავლობდეთ ცალკეულ ორგანოებად თუმცა ხედავდეთ ერთ მთლიანობად, ანუ ისე როგორც რეალურადაა.

     

    მით უმეტეს პროგრამირება ნუ ჩემი გადმოსახედიდან (რადგან ანატომიის ბევრი არაფერი ვიცი :D) ბევრად რთული და ფრაგმენტირებული თემაა ვიდრე ადამიანის სხეულის აგებულება.

     

    პ.ს. ვებ აპლიკაციებით არ იწყება და არ მთავრდება პროგრამირება, თუმცა ეს მიმოხილვა იყო იმ გადმოსახედიდან რაც რეალურად ქართულ ბაზარზე ხდება.

     

    ასე რომ ჯერ გემის აშენების პროცესი ნახეთ თავიდან ბოლომდე, ასევე გამოცდილი ხალხის სამუშაო პროცესი და მერე დაიწყეთ საშენ მასალაზე ფიქრი რათა ახლიდან გამოგონებაზე არ დახარჯოთ წლები და მერე აღმოჩნდეს რომ 3 წელი რის კეთებასაც მონდომეთ თურმე 3 თვეში შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

    • Upvote 1
  6. ჰმ

    მხოლოდ შუშაბანდი არაა ოპერაციული სისტემის ჯიშის წარმომადგენელი.

     

    უმეტესად Unix/Unix-Like სისტემებში უფრო ხშირად ხდება განახლებები ვიდრე "მცირედსოფტში".




  7. მაგარი კაცია :lol2:


    პ.ს. ბრავო რეალს.
    მომილოცავს.

    ატლეტიკოს წამების გამო არ წაუგია.
    ფსიქოლოგიურად ვერ გაძლეს, გამოცდილება არ ეყო არც ფეხბურთელებსა და არც ბატონ დიეგოს.
    მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი გაძლებაზე იყვნენ და ზუსტად მანდ წააგეს, აშკარად ეტყობოდათ რომ ფისქოლოგიურად ვერ გაუქაჩავდნენ.
    მოუგო პაპა კარლომ - დიეგოს.

    ცალკეული ფეხბურთელების დასახელებისგან კიდევ თავს შევიკავებ, გუნდი არის ერთი დიდი მთლიანობა, ჰოლისტური იდეოლოგია იგებს თასებს და არა დანაწევრებული გათითოკაცებული აზროვნება.
  8. და კიდე ერთი კითხვა მაქვს, http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4408927 ამას რო ვიწერ არ ხსნის The disc image file is corrupted. ესე მიწერს პაჩტი ყველა დიდ ფაილზე და თვვენ რითი ხსნით ამას ?? 

    სხვა ლინკი დადე ალბათ შენ.

     

    DVD ISO-ები ძირითადად მრავალხმიანი (5.1) სისტემებისათვის იდება.

    მაგას ვერ გახსნი ჩვეულებრივი პროგრამით, ასევე ვერც WinRAR-ითა და ვერც 7-zip-ით.

    PowerDVD-მაც ვერ გახსნა.

    მაგისთვის გჭირდება foobar2000 და -plug in > http://sourceforge.net/projects/sacddecoder/

    მიაწვდი მთლიან ISO-ს და დაუკრავს.

    • Upvote 1
  9. ჰმ, მცირედი იდეური დახმარება მჭირეება.

    ნაწილობრივ Off-Topic-ია, მაგრამ თემატურად მაინც ეხება :D

    ბატონი Bose IE2 მქონდა

    61%2Bl3HokFhL._SL1500_.jpg

    მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

    l6elyhedxm9f.jpg

    რა ვუშველო?

    იდეები წამახმარეთ...

     

    Philips SHL9705A ყიდვის მომენტში ვიდეო გაკვეთილების მოსმენის დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ ახლა მუსიკის მოსმენაც რომ დავამატე ყურები მტკივა რომ ვაანალიზებ რამდენად "ბრტყელი" ჟღერადობა აქვს.

     

    პ.ს.

    შემდეგში გეგმაში მაქვს ფრიად კარგი ყურსასმენების შესყიდვა თავისი პორტატული AMP-თი.

    ზურამ განგვანათლა მაგ საკითხში :miyvarxar:

    მაგრამ მეორე მომენტია რომ უშუალოდ კლასიკურ მუსიკაზე რომელი ყურსასმენი მოერგება...

    კარგი გამოკვლევაა ჩასატარებელი :D

    + ხმის ადაპტერიც რა დონისაა არ ვიცი და ვერც შევცვლი, Laptop-ზე ვმუშაობ (MacBook Air 2013).

     

    westsider

    გაუსინჯე ამას გემო შენ სისტემაში და გააზიარე ერთი როგორ ჟღერს :D

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4553295

    საინტერესოა კიდევ 24/16 bit და 96/48 KHz-ს შორის ყურით თუ შეამჩნევ განსხვავებას :P

    ამ ყურსასმენზე არც მიცდია დავკვირვებოდი.

  10. თუ ძალიან მკაცრად მივუდგებით საკითხს, არა მარტო გუგლი, არამენ ნებისმიერი ციფრული  ტელე-კომუნიკაციის საშუალება ინახავს ინფორმაციას, ლოგებს და ა.შ, თუნდაც ანონიმური ბრაუზინგი ჩარტო, DNS სერვერზე მაინც ინახება შენი MAC მისამართი, მართალია, მაგის შეცვლაც შეიძლება და ტორ ქსელებისგამოყენება, თუმცა როგორც Kashmir-მა თქვა, საერთოდ ციფრულ ტექნოლოგიაზე უნდა თქვა უარი და მუქი სათალეებით და კაპიშონით უნდა იარო შენი პირადი ინფორმაცია რომ დაიცვა :)

    მთავარია როგოი დაცული იქნება გაზიარებული ან დისტანციურად შენახული პირადი ინფორმაცია, მე მაგალითად Google ყველაზე სანდოდ მიმაჩნია სხვა სერვისებისგან განსხვავებით,  მართალია eula-ში წერია, რომ მეილებს წაიკითხავენ, მაგრამ წაიკითხავს ბოტი და Keyword-ებზე დაყრდნობით სარეკლამო ალგორითმებს ამუშავებს, ასე რომ თუნდაც პაროლი მიწერო არავითარი პრობლემა არაა Google-ს მხრიდან,

    თუნდაც არ კითხულობდენ პირად ინფორმაციას, როგორც ამას Microsoft ამბობს (ანტიგუგლის კამპანიის ფარგლებში) როცა NSA ან მსგავსი ორგანიზაცია მოინდომებს პირად ინფოს, მაინც მიიღებს თუკი სადმე რამე სახითაა შენახული :)

    ან რა პირად უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი როცა Facebook-ით, Twitter-ით Instagram-ით და მსგავსი სერვისებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხელმისაწვდომს ვხდით ფაქტიურად ყველა ინტერნეტ-მომხმარებლისთვის...

    გიორგის გაუმარჯოს.

     

    არ ვიყენებ არანაირ სოც. ქსელს.

     

    ბროუზერი: Mozilla Firefox / Chromium (Open Source)

    OS: OpenSuse 13.1 / Mac OS

    ერთადერთი Properietary Software რაც ლინუქსზე  მიყენია არის IntelliJ IDEA, ვცადე სხვა ბევრი პროგრამირების გარემოებიც, მაგრამ ამ პროდუქტს ეტყობა რომ ნაფიქრი და ნამუშევარია გემოვნებიანი ხალხის მიერ.

    Flash Player: არ ვიყენებ.

    თუ დააკვირდებით Facebook-ისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს HTML5-ის მხარდაჭერის ჩადება ვიდეოებისათვის, თუმცა არ აკეთებენ.

    საზოგადოებას აიძულებენ Flash-ის დაყენებას.

     

    Android: არ ვიყენებ არანაირ Internet Service-ს.

    მაქვს "ჭკვიანი" ტელეფონი, რომელიც ჩემ გემოზეა მოწყობილი.

    ზოგადად გვგონია რომ ამარტივებს ცხოვრებას, ზოგი რაღაც მოხერხებულია და ა.შ. - მაგრამ რის ფასად?

    არანაირი სურვილი არ მაქვს სხვისი შექმნილ სამყაროში ცხვარი ვიყო და თავისუფალი არწივი მეგონოს თავი.

    Oculus Rift-ით არ ვიცხოვრებ.

    CyanoGenMod მიყენია და თავიდან ბოლომდე გადაწმენდილი მაქვს სისტემა.

    ინტერნეტთან აღარ აქვს კავშირი "სმარტფონტს" და საიდან უნდა წაიღონ ინფო

    მაგრამ ამასთან ერთად დავფიქრდი რეალურად რა მჭირდებოდა და დავტოვე:

    Any.DO, Camera, Clock, File Manager, Messaging, Offline Dictionary, People, Phone, Settings, Torch.

    ამით ამოიწურა ჩემ სმარტფონში არსებული პროგრამების რაოდენობა(სისტემურებს აღარ ჩამოვთვლი).

    ცოტა მეტი ენთუზიაზმი რომ მექნება მერე ალბათ Firefox OS-ს დავაყენებ.

    კი მეტყვით მაშინ ფანრიანი ნოკია იყიდეო, მაგრამ ამ შემთხვევაშია კომფორტულია დასარეკად, კონტაქტების მენეჯმენტისათვის, მესიჯების საწერად, მოკლე და ადვილად დავიწყებადი საქმეების ჩასაწერად.

     

    ანდროიდი ისეა დაწერილი რომ მესიჯის მოსვლისას მთელ სისტემაში ეშვება "შეტყობინება" რომ ახალი მესიჯი მოვიდა, ანუ ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია წაიღოს შენი მესიჯების ინფო.

     

    დაუფიქრდით რეალურად მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რასაც "ვერ წირავთ", რომ სხვადასხვა გიგანტი კომპანიების ბოდიშს მოვიხდი და "მეწველი საქონელი" იყოთ?

    ეს სმარტფონების დონეზე... და სხვა მხრივ რომ შევხედოთ სიტუაციას facebook-ზე, G+ზე და მსგავს წარმონაქმნებზე საუბრის სურვილი ნამდვილად აღარ გამაჩნია იმდენად ყარს.

    საზოგადოების მენტალურ დაჩლუნგებას დიდი წარმატებით ემსახურება.

     

    • Upvote 1
  11. გამარჯობათთ..

     

    C ენის სწავლა მინდა ჯერ და თუ სადმე გეგულებათ კაი ვიდეო ტუტორიალი იქნებ მომაწოდოთ.ჯერ ჩემით ვაპირებ სწავლის დაწყებას და მერე ჩაბარებას.

    ქართულად თუ იქნება უფრო უკეთესი ან იტალიური..

    ვეძებე და ნორმალური ვერ ვიპოვე ვერაფერი.

    http://howtocode.ge 

    ცოტათი აზრზე მოგიყვანს.

     

    თუმცა წიგნებს ვამჯობინებ.

  12. სტუდენტი ხომ ხარ და გაააქტიურე სტუდ პაკეტი

    1 წლიანია აქტივაცია, გინდ სტუდენტობას რჩებოდე იმ წელსვე

    მოიცა, რა სტუდენტურ ამბებზეა საუბარი, ვერ ვპოვე ინფო co.ge-ზე.

  13. კაი სტატიაა მალადეც,

    კი ვხმარობ ბევრ რამეს კონტაქტების სინქრონიზაციას,ვებ ბრაუზერის სინქრონიზაციას კომპზეც და ტელზეც, და კიდევ რამოდენიმე რამეს მაგრამ არცერთში არ ამქვს რამე ისეთი ინფორმაცია რომ საშიში იყოს ჩემთვის იმის დაკარგვა, ასე რომ იძრომიალონ მაგრამ ძალიან მეეჭვება ჩვენი დრონის ქვეყნისგან რამე აინტერესებდეთ, NSA რომ აწვდიან ინფორმაციას ეგეც გამორიცხული არაა. როგორც გიომ აღნიშნა საკმაოდ კომფორტულია ესათუ ის სერვიი უბრალოდ აზრიანად უნდა გამოიყენო ყველაფერი არ უნდა ატვირთო და საბანკო კოდები არ უნდა შეინახო :)

    ერთი Google Play-დან მადონას სერვიი წამოაყოლე თუ კაცი ხარ   :D

     

    ნუ ჩემი გადმოსახედიდან, მომავალში სერიოზულ პრობლემებს შექმნის მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანის პირად ინფოზე წვდომა და სხვები როგორ ფიქრობენ ვერ გეტყვით.

    არა ინფორმაციის მნიშვნელობაზე, არამედ იდეოლოგიაზეა საუბარი.

    მე დიდი ხანია გუგლი სანაგვის გზას გავუყენე.

    ვიყენებ ანდროიდს ყველანაირი გაპსის გარეშე.

    კონტაქტების სინქრონიზაციის სერვისი CyanoGenMod-მა დაამატა.

    კომპში OpenSuse + Chromium (Flash Player-ის გარეშე)

    MAC-შიც ქრომიუმ-ს ვიყენებ.

     

    ახლა ვერ ვხედავთ ბევრ მიზეზ თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი...

     

     

     

    პ.ს. მადლობა ფრედერიკ

    • Upvote 1
  14. არ ვიცი, შენ პოსტთან რა კავშირშია, მაგრამ რატომღაც ეს ფილმი ამომიტივტივდა და, თუ არ გაქვს ნანახი, უყურე. ვგრძნობ, რომ გესიამოვნება :)

     

    http://www.imdb.com/title/tt0808185/?ref_=fn_al_tt_1

    კახას გაუმარჯოს.

     

    მადლობა, ამ შაბათ-კვირას გავუსინჯავ გემოს.

  15. Snowpiercer გადარბენით ვუყურე, არ მომეწონა, ვერ შევძელი დავმჯდარიყავი და თავიდან ბოლომდე მენახა. ძალაინ უინტერესო იყო ჩემთვის.

    +1

    ბოლო წლების განმავლობაში კინემატოგრაფიასთან დაკავშირებით ჩემი ერთ-ერთი იშვიათი შეცდომა იყო მაგ ფილმის ყურება.

    მეთქი შემთხვევით რასაც წავაწყდები ვუყურებ...

     

    იდეოლოგიურად ვითომ იმის თქმა უნდოდათ რომ მმართველ ორგანოებს ყოველთვის ჰგონიათ რომ ვერტიკალურად უნდა იყოს დაყოფილი საზოგადოება, მაგრამ გამოჩნდებიან ადამიანები ბალბლაბლა...

    ბლაბლაბლა იყო ერთ სიტყვით.

    იდეოლოგიის გარდა ძალიან ბევრი არარეალურად დებილიზმი მოხდა.

     

    ნაგავია :D

     

    დევიდ ლინჩისეული ფილმის გადმოსახედიდან არ ვაფასებ ამ ფილმს, უბრალოდ ნებისმიერი ფილმი გვიყვება რაღაც ამბავს და აქვს მიზანი, დანიშნულება.

    ამ შემთხვევაში ამბავმა არ გაამართლა, ანუ მიზანსაც რამდენიმე ასეული მეტრით ასცდა :D

    • Upvote 1
  16. Life Of David Gale

     

    მადლობა ნეირონს.

     

    ძალიან ძლიერი ფილმია, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც თომას მანი გვერდზე გადავდე, ფილმს ვუყურე და გაამართლა მოლოდინი.

     

    David Gale: Fantasies must be unrealistic. The minute you get something, you don't, you can't, want it anymore. To exist, desire needs absent objects. So desire supports itself with crazy fantasies. This is what Pascal means when he says the only time we're truly happy is when day-dreaming about future happiness. Or why we say, 'The hunt is sweeter than the kill' or 'Be careful what you wish for.' Not because you'll get it, but because you're doomed not to want it if you do. Think about it next time you're at a wedding. 

  17. სალამი

     

    გადავხედე მონიტორებს და უცებ რაც შევარჩიე არის ეს: 

     

    http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=5830

     

     

    AH-IPS-ზეა და როგორც წერენ Super-IPS-ის ახალი თაობააო.

    178/178 ხედვის კუთხით.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.