Jump to content

ANuB1S

VIP
  • Posts

    6848
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Posts posted by ANuB1S

  1. დავანებე მე "როცკების", "მეტლების", "ბლუზებისა" და "სხვათა" სმენას თავი...

    დამრჩა Pink Floyd, სხვადასხვა ფოლკლორი, კლასიკური მუსიკა და ასეთი Soundtrack-ები...

  2. ჩემთვისაც. მსგავსი არაფერი მინახავს. ზე-ფილმია!

     

    el topo-ც გაქვს ნანახი?

     

     

    (პ.ს. შემთხვევით დამე-მადლობა :) ციტირება უნდა მიმეცა) 

    კახას გაუმარჯოს.

    შენ და OverDozed-მა მირჩიეთ ეს ფილმი.

     

    და ახლა რომ ვუფიქრდები...

    ასეთი გიგანტური გონისა და იდეოლოგიების ოკეანე ერთ ფილმში აქამდე არასდროს მინახავს.

    ნუ ერთი მომენტია რომ რელოგიურ საკითხში მთლად ვერ "გავუგეთ" მე და ხოდოროვსკიმ ერთმანეთს...

    თუმცა მაინც ვიტყვი ამას, რომ ემ ეტაპზე ჩემთვის, კინემატოგრაფიაში არსებობს ბატონი ხოდოროვსკი თუ ჟოდოროვსკი და არსებობენ დანარჩენნი.

     

     

    el topo არ მაქვს ჯერ-ჯერობით ნანახი, თუმცა აუცილებლად გადმოვწერ კახა შენი რჩევით.

  3. (ამ თემაში აღფრთოვანება და კმაყოფილება გამოვხატე "გრძელ ნათელ დღეებთან" დაკავშირებით - "ჩვენც ძალიან მოგვწონებია კალმით პირველად შემოხაზული  "აი-ია" და ჩვენ მასწავლებელსაც...", ანუ სულ სხვა შეხედულებით შევაფასე ის ფილმი)

     

    The Holy Mountain

     

     

    წუხელ ჩავრთე, მეგობრებთან ერთად ვიყავი...

    6-7-მა კაცმა დავიწყეთ ყურება, დაახლოებით 5-6 კაცი გავლით იყო, შეხედეს "აუუ", "ვაიმე" და გავიდნენ.

    ნიკი მეუბნება გთხოვ სხვა რამე ჩართე, არ მინდა ვინმეს არანორმალურო ეგონოო :D

    10-15 წუთში დავრჩი მარტო.

    გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ერთი ტიპი შემოვიდა, ჰმ, Holy Mountain-ს უყურებო და შემოიყვანა თავისი გოგო.

     

    არ დავინტერესებულვარ ფილმის ხანგრძლივობით, ხოდოროვსკის "სამყაროში" გამოცანების ამოხსნით ვიყავი დაკავებული...

    არ ვიტყვი რომ პირველივე "სეანსზე" ყველაფერი გავიგე, რასაც ბატონი ალექსი გულისხმობდა.

    გონების, მსოფლმხედველობის მასაზრდოებელი არაჩვეულებრივი შემოქმედებაა.

    შესანიშნავად, შეულამაზებლად, პირდაპირ თუმცა სიმბოლიკითაა გადმოცემული საზოგადოების განვითარების შედეგად მიღწეული უმაღლესი მატერიალისტური, ერთეულთათვის ნათლად დანახული საცოდავი მისწრაფებები და ცხოვრებისეული იდეები...

    საზოგადოების მდარე ღირებულებები, რითიც საზრდოობს და რასაც ამოფარებულია მთელი სამყაროს კაცობრიობა, აიღო, თავზე ჩამოამხო დედამიწას და ამ ერთ ფილმში დაგვიხატა ჩვენი ძაღლის ტყავ შემოხვეული რეალობა.

    ასეთი სისტემითა და იდეალებით ცხოვრების შემთხვევაში ილუზიაა თავისუფლება, ისევ და ისევ ადამიანთა მასობრივი სიჩლუნგისა და მატერიალიზმისკენ სწრაფვის გამო!

    ...

     

    პ.ს. ...

    რამდენიმე დიალოგისა და მომენტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე... სიჩლუნგეა ამ ფილმის რამდენიმე ციტატაში მოქცევა.

     

    საუკეთესო ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს.

    თუმცა ეს სიტყვა არ ეთქმის, საუკეთესო...

    ვსაუბრობთ გაგონილი კლიშეებით და ისე ვისვრით სიტყვებს როგორც ბრმა მშვილდოსანი...

    • Upvote 1
  4. გეიმინგისთვის ეგეც კარგი იქნება რამე ზებუნებრივს თუ არ აყენებთ, ანუ რამდენიმე ძლიერ კარტას კროსში ან სლიში, 4770 ავიღებ ალბათ მე, რაზგონის გარეშე საკმაოთ ძლიერია და მაგიტომ, 3.9GHZ სადღაც [email protected] უდრის ალბათ პერფორმანსით რაც სრულებით საკმარისია GTX770-ის FULL-Hd-ზე, ცოტა გაიაფებას ველოდები ნაწილების და წლის ბოლოსკენ ავიღებ, მულტითრიდინგიც შემოვა ნელ-ნელა ახალ იგრებში + DX12 API საპორტიც ექნებაო DX11 ნვიდიას კარტებზე ასე რომ ეგეც პლიუსი იქნება და მოუმატებს პერფორმანსს ახალ იგრებში, [email protected] აქვს რუტბობუსტით და მაგაზე მეტს დღედღეობით არცერთი თამაში არ ითხოვს დიდათ ონლაინშიც კი იგივე BF4-ში, თუმცა 3 ძლიერი კარტაზე სკალირება ისეთი კარგი აღარ ექნება მაგ პროცესორზე და მაგ შემთხვევაში, 6 ბირთვიანი დაჭირდება უკვე, თუმცა ეგ მარტო მაშინ თუ ექსტრემალურ სისტემას აწყობ, დაჟე 16გბ რამი არაფერში ჭირდება დღედღეობით და ვერც 4GB VRAM უმატებს დიდათ პერფორმანსს FULL-HD-ში 700 სერიის კარტებზე, 2გბ სრულებით საკმარისია ამ ეტაპზე

    ვიდეო ზუსტად 770-ია დღის წესრიგში.

    რეალურად სადღაც 30 %-ის სხვაობა შეიძლება მოგვცეს ფასში DDR4-მა და X99-მა, Z97-სა და DDR3-ს შორის, 8GB 2400Mhz CL10-ია შეკვეთილი...

    და ეჭვი მაქვს ღირს დალოდება.

     

    340 $ ღირს i4 4790K და i7-5820K-ს ვარაუდობენ 380-390-ის ფარგლებში.

  5. Intel Haswell-E released in September Core i3 and Pentiums 20 july http://www.guru3d.com/news_story/intel_haswell_e_released_in_september_core_i3_and_pentiums_20_july.html

    ჰმ, ვერ ვიხსენებ ინტელის სტრატეგიულ დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით და რას იტყვით სექტემბერში გამოუშვებს ვითომ Haswell-E-ს?

     

    კომპი შეკვეთილია Asus Maximus VII Ranger-ითა და i7 4790K-ით და გაუქმებას ვფიქრობ...

    ეჭვი მაქვს სისულელეა ახლა 3500K-ს ამ ეტაპის Gaming ფლაგმანში გადახდა და მოცდა სჯობს...

    საბედნიეროდ არ დაუშიპავთ ჯერ და თან შაბათ-კვირა დაემთხვა, მოსაფიქრებლად 2 დღე გვაქვს  :D

     

    არ ვიცოდი, აღარ ვეცნობი დიდად ახალ ამბებს და დღეს შემთხვევით წავაწყდი :D

  6. პომპეის ვუყურე, ლამაზათ იფრქვეოდა ვულკანი.

    მაგ ფილმზე კინოში მომიწია(!) წასვლა... :D

     

    გიო, ფილმის მთელი ღირებულებების ლაკონური აღწერისათვის ჯილდო გეკუთვნის.

    :thumbsup:

  7. მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში, სახელად Pink Floyd
     

    მივიარ მოვიარე გადავქექე გადმოვქექე...
    ნელ-ნელა კლასიკური მუსიკისკენ წავედი და ვეზიარე გონისმიერ ჭეშმარიტებას :D
    Mozart, Rachmaninoff, J.S. Bach, Chopin, Verdi, Wagner, Haydn და ა.შ.
    ნახევარ წელზე მეტია Pink Floyd არ მომისმენია...
    ახლა მოვუსმინე და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ ჩემთვის პირადად Pink Floyd არის როკ მუსიკის პიკი.
    ბოდიშს მოვიხდი "სხვა ხალხების" მიერ აღიარებულ ლეგენდებთან და თანამედროვე "მუსკოსებთან" და მუსიკოსებთან, მაგრამ მიუხედავად უმრავალფეორვნესი მუსიკისა, რაც ამ 50-60 წლის მანძილზე შეიქმნა, (ჩემთვის) მხოლოდ Pink Floyd აღწევს გონებისა და გრძნობების უკიდურეს სიღრმეებში.
    ბოლომდე ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც ახლა ვგრძნობ და რისი თქმაც მინდა...
    ვისაც ეს უგრძვნია ის ისედაც მიხვდება...
    ინსტრუმენტალური ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება...
    ფილოსოფიურ, სოციალური ლირიკა...
    ულამაზესი მუსიკალური სინთეზი და გარემო...
    ალბომია ერთი დიდი მთლიანობა...
    თითქოს მოკლე თუმცა აბსოლუტურად ახალი სტილისა და მუსიკალური ხედვის ოპერას უსმენდე...
    სხვებს უსმენ უსმენ უსმენ... ხან ერთს ხან მეორეს, ხან მესამეს, ხან მეოთხეს და ა.შ. და უბრალოდ გღლის და ვერ კმაყოფილდები...
    ხშირ შემთხვევაში გამორთავ იმის გამო რომ დაგღალა ან მოგბეზრდა...
    მიიღებ Pink Floyd-ის დოზას და აღარ ეძებ სხვას არაფერს, ის სიამოვნება შეიძლება მთელი დღე გაგყვეს განსხვავებით სხვებისა, რომელთა მოსმენის შემთხვევაში იმ მომენტში კმაყოფილდები და რომ მორჩება მომენტალურად იგივე ან უფრო მეტი რომ გინდა...

    შარშან რომ ჩამოვედი კონცერტიდან დიდი მნიშვნელობა ვერ მივანიჭე იმ ფაქტს რომ Pink Floyd-ის კონცერტზე ვიყავი...
    ახლა კიდევ სულ სხვა მუღამი მომცა, შვილებს რომ გაზრდი, ასწავლი Floyd-ის მოსმენას და თან რომ ეტყვი ბატონი Waters-ის The Wall ცოცხლად ვიხილეო, წარმოიდგინეთ მაგ დროს მომენტში ბავშვის თვალები და აზრები ^^

    ნუ რაღა თქმა უნდა PF-ის ცოცხლად ხილვა ცხოვრებისეული მწვერვალი ნამდვილად არაა და ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი და შესაქმნელი, მაგრამ კონკრეტულ მომენტში თავისი მნიშვნელობა და მურამი აქვს.

    წავედი ახლა Pink Floyd-ის Blu-Ray Audio-ები მოვიძიო.

    პ.ს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მუსიკალურ ექსპერტობაზე, რადგან არანაირი თეორიული განათლება არ გამაჩნია ამ საკითხში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მსმენელის პოზიციიდან ვსაუბრობ, რომელიც უკვე წლებია მუსიკის პრაქტიკული გამოკვლევითაა დაკავებული.

    • Upvote 1
  8. მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში, სახელად Pink Floyd

     

    მივიარ მოვიარე გადავქექე გადმოვქექე...
    ნელ-ნელა კლასიკური მუსიკისკენ წავედი და ვეზიარე გონისმიერ ჭეშმარიტებას :D
    Mozart, Rachmaninoff, J.S. Bach, Chopin, Verdi, Wagner, Haydn და ა.შ.
    ნახევარ წელზე მეტია Pink Floyd არ მომისმენია...
    ახლა მოვუსმინე და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ ჩემთვის პირადად Pink Floyd არის როკ მუსიკის პიკი.
    ბოდიშს მოვიხდი "სხვა ხალხების" მიერ აღიარებულ ლეგენდებთან და თანამედროვე "მუსკოსებთან" და მუსიკოსებთან, მაგრამ მიუხედავად კოლოსალური რაოდენობის უმრავალფეორვნესი მუსიკისა, რაც ამ 50-60 წლის მანძილზე შეიქმნა, (ჩემთვის) მხოლოდ Pink Floyd აღწევს გონებისა და გრძნობების უკიდურეს სიღრმეებში.
    ბოლომდე ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც ახლა ვგრძნობ და რისი თქმაც მინდა...
    ვისაც ეს უგრძვნია ის ისედაც მიხვდება...
    ინსტრუმენტალური ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება...
    ფილოსოფიურ, სოციალური ლირიკა...
    ულამაზესი მუსიკალური სინთეზი და გარემო...
    ალბომია ერთი დიდი მთლიანობა...
    თითქოს მოკლე თუმცა აბსოლუტურად ახალი სტილისა და მუსიკალური ხედვის ოპერას უსმენდე...
    სხვებს უსმენ უსმენ უსმენ... ხან ერთს ხან მეორეს, ხან მესამეს, ხან მეოთხეს და ა.შ. და უბრალოდ გღლის და ვერ კმაყოფილდები...
    ხშირ შემთხვევაში გამორთავ იმის გამო რომ დაგღალა ან მოგბეზრდა...
    მიიღებ Pink Floyd-ის დოზას და აღარ ეძებ სხვას არაფერს, ის სიამოვნება შეიძლება მთელი დღე გაგყვეს განსხვავებით სხვებისა, რომელთა მოსმენის შემთხვევაში იმ მომენტში კმაყოფილდები და რომ მორჩება მომენტალურად იგივე ან უფრო მეტი რომ გინდა...

    შარშან რომ ჩამოვედი კონცერტიდან დიდი მნიშვნელობა ვერ მივანიჭე იმ ფაქტს რომ Pink Floyd-ის კონცერტზე ვიყავი...
    ახლა კიდევ სულ სხვა მუღამი მომცა, შვილებს რომ გაზრდი, ასწავლი Floyd-ის მოსმენას და თან რომ ეტყვი ბატონი Waters-ის The Wall ცოცხლად ვიხილეო, წარმოიდგინეთ მაგ დროს მომენტში ბავშვის თვალები და აზრები ^^

    ნუ რაღა თქმა უნდა PF-ის ცოცხლად ხილვა ცხოვრებისეული მწვერვალი ნამდვილად არაა და ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი და შესაქმნელი, მაგრამ კონკრეტულ მომენტში თავისი მნიშვნელობა და მურამი აქვს.

    წავედი ახლა Pink Floyd-ის Blu-Ray Audio-ები მოვიძიო.

    პ.ს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მუსიკალურ ექსპერტობაზე, რადგან არანაირი თეორიული განათლება არ გამაჩნია ამ საკითხში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მსმენელის პოზიციიდან ვსაუბრობ, რომელიც უკვე წლებია მუსიკის პრაქტიკული გამოკვლევითაა დაკავებული.

    • Upvote 1
  9. ლარს ფონ ტრიერის Dancer in the Dark BDRip 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1232053 კარგი დონის ამერიკულ-არგენტინულ-ევროპული მუსიკალური კრიმინალური დრამაა არტ ჰაუსიდან

    რამდენიმე წლის წინ ვაპირებდი ამის ყურებას, მაშინ მხოლოდ DVD იყო...

    მადლობა გიო, გადმოვწერ.

  10. KRK ROKIT 6 G3 ამ დინამიკებზე რას იტყვით?

    ჰმ, ადრე ვაპირებდი მაგ "მონიტორების" ყიდვას, მაგრამ ფინანსების გამო გადავიფიქრე და Microlab Pro 3-ს დავჯერდი...

    თბილისში მეეჭვება მაგ ფასის ფარგლებში ალტერნატივა ჰქონდეს.

    Hertz and lumen-ში ჰქონდათ მაშინ.

  11. რა დაგიშავეთ :D

     

    ADO.NET-ს ვამუღამებ და მაგისთვის მინდა რამე. :D

     

     

    დაწერეს სკრიფტი და სხვა რაღაცებმა აურია მერე. ძრავს არ მოსწონს :D

    ნეტი და შმეტი კი არა, რაიმე მომავლის ისწავლე :P

    თავისუფალი...

  12. შენ ამბობ რომ არაა.

    მე ვამბობ რომ არის.

    ერთმა მოინდომა და დაინახა, მეორემ არ მოინდომა და იქნებ არ დაინახა?

     

     

    Intouchables-ს რაც შეეხება საკმაოდ მაღალი დონის კომედიური ფილმია დარამატული ელემენტებით.

    ძირეულად დრამა და კომედია ერთ ფილმში ვერ გაერთიანდება, ურთიერთსაპირისპირო ცნებებია.

    რაც შეეხება იმას კვერცხობა დახატა თუ სირაქლემობა, მე ვერ დავასკვნი, რადგან მაგ საზოგადოებას თავისებური განათლება და ხედვა აქვს იმ სფეროსადმი, რომლის შესახებაც მე ბევრი არაფერი ვიცი, აქედან გამომდინარე ჩემი მხატვრობაში გაუნათლებელი გონებისდაგამო არ გავაკეთებ დასკვნებს.

  13. ერთი ნორმალური, თანამედროვე, საინტერესო, კარგი მსახიობებით გადაღებული ამათი ფილმი მანახა არ მინდა არაფერი. ამ კვერცხობებს რატომ იღებენ? რატომ?

     

    სულ იმ დროზე ფიქრობ. იგრუზები რა ღლეობა დრო იყო. საქართველო რა დღეში იყო. კარგი გადაიღე შე დალოცვილო. ადრე ხო იღებდნენ თითქოს პატარა ისტორიებზე მარა სახალისო საინტერესო ფილმებს. 

     

    პაზოლინის - სოდომის 120 დღეს არ უყურო.

     

    ამ 90იანების თემას ვერ გასცდნენ ეს ჩემისები, შეიყვეს რა. ბოლო 10 წლეულში რაც ფილმები გამოვიდა ყველა მაგ პერიოდზეა. მეტს ვერ წვდება ჩვენი რეჟისრების ფანტაზია. კარგით რა  :D ვიცით რო #$%ობა იყო.

     

    ბოდიშს მოვიხდი ასეთი მკვახე პასუხისათვის, მაგრამ ფილმის დანიშნულება მხოლოდ გაღიმებული სახე და ეფექტებით განცვიფრება არაა. ეს იდეოლოგია დღევანდელმა ჰოლივუდმა მოიტანა.

     

    იდეოლოგიურად Art-House ფილმის დანიშნულება ჰუმანიზმშია.

    მეცნიერებამ დაამტკიცა რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი, მაგრამ ჯერ ვერაფერმა დააკნინა ადამიანის უზენაესობა ამ სამყაროში.

    "გრძელი ნათელი დღეები" ემსახურება კაცობრიობას.

    ადამიანის, ამ შემთხვევაში ქართველის მორალურ განვითარებას, ცუდის არა მიჩქმალვის, არამედ თვალწინ დადების საფუძველზე.

    ილია ჭავჭავაძე რატომ მოკლეს?

    კაცია ადამიანი განა ყველამ მიიღო?

    მისი პუბლიცისტური ესეები ყველას გულზე ეხატებოდა?

     

    ჩემი აზრით ასეთი დონის ფილმი 90-იანებზე არ გადაღებულა და უმნიშვნელოვანესი ფაქტი კიდევ ისაა, რომ თუმცა ნაკლებად, მაგრამ დღესაც მყარადაა შემორჩენილი მასეთი ცხოვრების ნაგლეჯები.

    რა თქმა უნდა კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ბევრი მინუსის პოვნა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვანაირად ვუყურებ და გამიხარდა, რომ ასე ნათლად იქნა წარმოდგენილი ჩვენი, კომუნიზმის პერიოდში ჩამოყალიბებული, აყროლებული მენტალიტეტი! 

     

     

    პ.ს.

    იუტუბზე წავაწყდი კომენტარს...

    6n3j1od321l.jpg

    • Upvote 1
  14. გრძელი ნათელი დღეები.

     

    ქართული გადმოსახედიდან 10 ბალიანი სისტემით 15 ეკუთვნის.

    ბრავო ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო !

    რამდენად კარგად ჩანს ქართული აზროვნება და რეალობა 90-იანების მიღმა და კიდევ იმის უკანაც...

    კარგად ჩანს რამდენად მდაბიო, ამორალური, ამყაყებული მდგომარეობა სუფევდა საზოგადო აზროვნებაში!

    ამას მისტირის ეს ხალხი?!

    განა კომუნისტების პერიოდში უკეთესი აზროვნება იყო?!

    ხთფუ

     

    ცოტა დამაკლდა ფილმის ყურებისას გული რომ არ ამერია!

    შედევრია !

    რითი ვართ მაგრები, საზოგადოებრივ, ჰუმანურ კულტურაში რა გაგვაჩნია?!

    ერთი განდიდების მანიით შეპყრობილი ერი ვართ - რა საჭმელი და რა ხინკალი და რა ღვინო... = )))

    რა დედის გინება ვიცით! უფ შენი ჭირიმე!

    საჭიროა ბევრი ასეთი ფილმი რათა კარგად დავინახოთ რომ არ ვართ ის რასაც ალკოჰოლისგან გამოყეყეჩებულნი ვყაყანებთ!

     

    პ.ს. "ჩვენ მანდილოსნებს გაუმარჯოს!"

     

    პ.ს.2. "დედაც მოვ**ან"

    • Upvote 1
  15. ვუყურე გრიმებს, ელოდე ეხლა ერთი წელი :დდდ მაგარი წელავენ ამ სერიალებს.

    ფსიქოლოგიურად არასასიამოვნო მომენტია.

    სერიალების იდეა არ მომწონს თვითონ, ფაქტიურად კომპანიის "პატარა ბავშვი" ხარ, რაც და  როდისაც გაუსწორდებათ იმას გაძლევენ.

    თან წლობით გრძელდება ეს პროცესი.

    ფული დამანახე ფული :D

    ასე რომ თუ კარგი ფილმის ყურება გინდა Art-House

    თუ გრძელვადიანი გასართობი - მაშინ რაიმე კარგი თამაში  :fly:

    და თუ გონების გავარჯიშება და ახალი გამოცდილება მაშინ რაიმე კლასიკური ლიტერატურული შემოქმედება.

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.