Jump to content

ANuB1S

VIP
  • Posts

    6848
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Posts posted by ANuB1S

  1. პროცენტი ახლა მაქსიმუმ რამდენს წაიღებს? 5 პროცენტს? არ ვიცოდი ნამდვილად ეგ, სხვაგანაც თუ მოქმედებდა

    იდეაში პროკრედიტბანკს ყავს ყველაზე მეტი პარტნიორი.

    Procredit Bank is a member of the ProCredit Group, which owns majority stakes in 19 countries on the continents of The Americas, Africa, and Europe.

    მეილზე მიწერე ბანკს და გიპასუხებენ, საკმაოდ ოპერატიულები არიან.

    ასევე რესპუბლიკაც გაარკვიე.

     

    გადარიცხვა მჭირდებოდა და როდესაც საქართველოს ბანკმა და TBC-მ 35-40 EURO მომთხოვეს ProCredit 15 ლარად აკეთებდა ამ საქმეს, სტანდარტ ბანკმა 20 ლარად გადარიცხა და რესპუბლიკასაც ნორმალური ფასი ექნებოდა იდეაში.

     

    პროკრედიტი

    რესპუბლიკა

    კორსტანდარტბანკი

    იდეაში ამ სამს უნდა ჰქონდეს ყველაზე დაბალი % ევროპაში ბანკომატიდან განაღდებაზე.

    ადრე მახსოვს ერთი ბარათი ჰქონდა სტანდარტბანკს ქართული ბანკომატების %-ში ანაღდებდი ევროპულ ბანკომატებში.

    • Upvote 1
  2. The Last Emperor

    ბერტოლუჩის ერთ-ერთი შედევრი, მე-20 საუკუნის ჩინეთის "ბოლო იმპერატორის" ისტორია თავისი შიგნეული რეალობით.

     

    Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb

    კუბრიკის "შავი ფილმი", სარკაზმით გამოტრიალებული ამერიკულ/საბჭოთა ურთიერთობა.

     

    Wild Strawberries

    ბერგმანის შედევრი წარმატებული მოხუცი პროფესორის "ამაოებაზე", სიღრმისეული ანალიზი სჭირდება ამ ფილმს.

     

    ჯიმ შვანთე - მარილი სვანეთს

    საუკეთესო ქართული ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა!

    ამ სიტყვებს პოსტსეანსიეული ემოციის გამოძახილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

    1930 წელს ასეთი რეალობითა და გამბედაობით გადაღებული ფილმი ზუსტად გამოძახილია "გაუსუსურებამდელი" ქართველი კაცისა.

     

    პ.ს. არ ვიცი ზუსტად ასე იყო თუ არა, მაგრამ მკაცრი ცენზურის ქვეშ მოექცა ეს ფილმი, დაჭრეს დაანაკუწეს და საბოლოოდ ნაჭრებისგან რაც შეაერთეს გამოვიდა ის რისი ნახვაც 48 წუთის განმავლობაში შეგვიძლია.

    • Upvote 3
  3. Как создавались Империи / Engineering an empire

    Видео: AVC, анаморф 704x576 (16:9) @ 1024x576 , ~1200 Kbps, 25.000 fps
    Аудио 1: AAC, LC-SBR, ~96 Kbps, 48.0 KHz, 2 ch [перевод телеканала "Культура"]
    Аудио 2: AAC, LC-SBR, ~192 Kbps, 48.0 KHz, 2 ch [оригинальная дорожка]

     

    ძალიან საინტერესო და ინფორმატიული დოკუმენტური "სერიალია".

     

    01. Рим (Rome)
    02. Египет (Egypt)
    03. Греция (Greece)
    04. Греция. Эпоха Александра Македонского (Greece. Age of Alexander)
    05. Ацтеки (The Aztecs)
    06. Карфаген (Carthage)
    07. Майя (The Maya)
    08. Российская Империя (Russia)
    09. Британия. Кровь и Сталь (Britain. Blood and Steel)
    10. Персия (The Persians)
    11. Китай (China)
    12. Наполеон (Napoleon. Steel Monster)
    13. Византия (The Byzantines)
    14. Мир Да Винчи (Da Vinci's World)
     

     

    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3676974

    • Upvote 1
  4. გადაცდება, არაა დიდი პრობლემა, მაგრამ სამაგიეროდ *რაკი მექნება სკამზე რბილად :D

    + მთაში ყველა ვარიანტში FS ჯობია.

     

    ველოს რომ ვიყიდი არ ვაპირებ კომპიუტერივით ვუცვალო ნაწილები, ვიყიდი და უნდა გაძლოს დიდხანს.

    ნუ მოვლა ჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ აფგრეიდ მაფგრეიდების სურვილი არ მაქვს.

    მასე ველოსთვის უნდა იცხოვრო თან რომ გადაყვე :D

  5. ვიფიქრე და მივხვდი რომ ქალაქში ბაიკით სიარული, ყოველდღე... თან სამსახურში არის თვითმკვლელობის მცდელობა.

    Full Suspension ბაიკს ვეძებ ახლა, უფრო კომფორტულია სასიარულოდ, ქალაქში დიდ მანძილზე სიარულს აღარ ვაპირებ... მთაში სასიარულოდ და ქალაქში გასასეირნებლადაც FS უფრო კომფორტულია IMHO...

  6. ჰმ, ქალაქისათვის მგონი რაც ჩამოლინკე არცერთი არაა :D

     

    ნუ ვიყიდესავით, დღეს თუ რამე არ გამოჩნდა ხვალ ფული უნდა მივცე.

    მეორე ტრეკზე ვფიქრობდი, მაგრად მომწონს, განიერი რული აქვს უფრო, ასევე 10-იანი კასეტი... 

    მაგრამ რა უქნეს არ ვიცი...

  7. მადლობა გამოხმაურებისათვის, გუშინ მოვიყვანე სახლში, გუშინ ვიარე, მაგრამ დღეს დილით ორივე საბურავი გასკდა :D

    გავბრაზდი, მაგრამ მეთქი ამისი სურვილი არ მაქვს რომ ვაკეთო :დ

    მივიტანე სახლში და ჩემი დიშვილი იყო ჩემთან, მიუჯდა, დაშალა, დალატკა :D

    13 წლისაა :D

    შემრცხვა საკუთარი თავის :D

    მეთქი ყოჩაღ ლუკა :D

     

    Schwalbe Racing Ralph Evo უყენია და ნამეტანი ხმაურიანია ქალაქისათვის, ასევე რბილიც...

    რას მირჩევთ ღირს ქალაქისათვის(ნუ თბილისისათვის :დ)  მაღალი ხარისხის საბურავების ყიდვა ამაზონზე (ან მაღაზიაში) და რომელი ვიყიდო?

    http://www.amazon.com/Continental-Double-Fighter-Bicycle-26x1-9/dp/B0025U2NX0/ref=sr_1_28?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1409908673&sr=1-28 ეს მომეწონა, მაგრამ ახლა რაც მაქვს 2.1-იანია და ეს 1.9... რა განსხვავება ექნება?

    ასევე ეს უნდა ვიყიდო დამცავად - http://www.amazon.com/gp/product/B001CK2FM8/ref=ox_sc_sfl_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A2P5I4NW0QQAX1

  8. აქაც დავწერ ბარემ ^^


    ე.ი. ჯერ არაფერი ვიცი ველოსიპედის... და გადავწყვიტე ველოსიპედი ყიდვა :D, რამდენიმეს ვკითხე გარშემო, ერთ-ერთი ვარიანტიც ამოვარჩიე, პრინციპში ორი, მაგრამ ერთი იმდენად შელახულია რომ არ მიმდის გული მაგის ყიდვაზე.
    ფასს რაც შეეხება 700-1000 ლარის ფარგლებში ვფიქრობ ყიდვას.

    თბილისში სასიარულოდ მინდა ძირითადად, ხანდახან მთაშიც... 5კმ-ა სახლიდან სამსახურამდე, თავიდან Smart EBike მინდოდა მაგრამ დამენანა თბილისის გზებზე.
    ამოვარჩიე შემდეგი:
    Bergamont Platoon 7.8(2008)
    წონა: 11,1კგ (მგონი ფასის კვალობაზე საკმაოდ მსუბუქია)
    Fork: Magura Menja 85XC 100mm Lockout
    წინა და უკანა გადამრთველები: Shimano Deore XT
    Crank: Shimano FC-M542
    Cassette: Shimano CS-HG50
    Front/Rear/Rims Hub: Mavic Crossride Disc
    საბურავები: Ralph Evolution New, 26x2,10
    Control: Shifter Shimano Deore LX
    Brake: Magura Luise (Air/Hydraulic) (160mm)
    Handlebar: Tattoo Pro Lite OS
    Stem: Stem Pro 18 OS
    Headset: FSA Orbit ZS-4
    Saddle: Tattoo Pro Lite
    Seatpost: Tattoo Pro Carbon 3K
    358834-1-1-0-bergamont-platoon-78-model-


    რისი ქართული მნიშვნელობაც ვიცოდი მივაწერე, დანარჩენის მოძებნა დამეზარა :D
    ვარიანტები განიხილება ასევე გერმანული ebay-დან, ჩამოყვანის საშუალება მაქვს.

    ასევე მაქვს მეორე ვარიანტი TREK 6700 (2012), მაგრამ ძალიან შელახულია, რულის სამაგრი ჭანჭიკები ჩაჟანგებულია + ფოტო ნახეთ თქვენ თვითონვე.

    ამასაც XT სერიის ნაწილები აქვს, ერთი SLX აქვს გადამრთველი (Bergamont-ს) LX.

    წონა 13.* (მგონი)

    g9xwwvc128gp.jpg
    jkylfzl9npn3.jpg
    e139resdnw.jpg
    epd1py85c41l.jpg
    უკანა მხარეს 10 კბილანიანი (რაღაცა) აქვს სახელი არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურ ფიზიკური მდგომარეობა ისეთია, ფულის გადახდა დაგენანება :D

     

    ახლა რატომ შევჩერდი ამ შედარებით ძველ ველოზე, ამ ფასის ფარგლებში რაც მაღაზიაში ვნახე ჰიდრავლიკურ მუხრუჭებზე ლაპარაკი ზედმეტია, დაბალი დონის ნაწილები უყენია ყველას - მაგალითად: Cube Aim Disc 26 (Veloplus.ge), TREK - 3700 D (xtreme.ge) Shimano-ს ბიუჯეტურ ნაწილებზა აწყობილი...

    სიამოვნებით მოვისმენ რჩევებს :3

  9. ჰმ, საინტერესოა...

    ამხელა ფასს არ დაადებდნენ რაღაც განსაკუთრებულს რომ არ ამზადებდნენ.

    იმედი მაქვს დამოუკიდებელი Device იქნება.

  10. დააყენე Windows მერე, Dual Boot გაუშვი და სამსახურის საქმეები რომ არ გექნება მაკს გამოიყენებ.

    რაც არ უნდა იყოს ამ დონის Windows Laptop-ს ვერ იშოვი, იმიტომ რომ არ არსებობს... 

    დანარჩენები ერთმანეთზე უარესები არიან, ერთი Razer-მა გააკეთა საინტერესო ლეპტოპები.

  11. ბავშვობაში კომიქსებს არ ვკითხულობდი, მაგრამ კომიქსებზე გადაღებულ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებდი და რეავიცი მგონი ნორმალური გავიზარდე :D

    მაგ ფილმს რაც უყურე იმის მერე შენ პოსტებში ჩანს რომ ბევრ რამეზე შეგეცვალა აზრი და კიდე კომიქსები ახდენენ ზეგავლენას? :D

    ფაქტიურად ჟოდოროვსკის ეკუთვნი ახლა :D თუ როგორც ქვია

    ვუყურებ მერე მეც

    კარგი აღნიშვნა იყო, ყოჩაღ, მესიამოვნა, მაგრამ მანდ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება.

    არის მომენტი როდესაც საკუთარი ფიქრების, აზრების, შეხედულებებისა და თეორიების ნაწილს სხვათა შემოქმედებაში  პოულობ - წიგნებში, ფილმებში, რის ფონზეც ეს ყველაფერი მყარდება.

    გავლენის ქვეშ მოქცევას რაც შეეხება, 18-20 წლის ტიპი რომ კომიქსების გავლენის ქვეშ მოექცეს, მაშინ მის ფსიქიკაში ფსიქოლოგიურ/მენტალური პრობლემებია გამოსაკვლევი.

    მაგრამ ბავშვებში სულ სხვანაირადაა საქმე.

    უსუსურობას რაც შეეხება მანდ ჩემი აზრით აბსოლუტურად საპირისპიროდაა საქმე, პირიქით ადამიანების "სუპერობის", ზეკაცობის, ღმერთთან გატოლებისა და "გასწრების" იდეოლოგიის დანერგვა უფროა.

    ასევე ბრძოლის, ძალადობის, სისხლისღვრისა და ძალმომრეობის "შესანიშნავი" მაგალითია, თან პატარებს განსაკუთრებით უყვართ კომიქსები, რადგან საკუთარი თავის მსგავსს ხედავენ "ზე-ძალებით" და თავისდაუნაბურად უყვარდებათ, მომავალში კიდევ ძალიან უნდათ სპაიდერმენობა, ბეტმენობა და ა.შ. მარტივი მაგალით რომ მოვიყვანოთ, ადრე 15-16 წლის ბავშვები როგორ მიდიოდნენ ომებში, როგორ ხდებოდნენ 16 წლისები მეფეები? როგორ და ბავშვობიდან რეალურ სამყაროს უყურებდნენ და რეალური მეომრები იყვნენ მათი კუმირები, რეალურ ადამიანებს უნდოდათ დამსგავსებოდნენ და ამის ფონზე მათი ფიქრები და განვითარება მათ მომავალ ცხოვრებასთან იყო პირდაპირკავშირში. განსხვავებით ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა, რადგან ვერავინ გახდება სპაიდერმენი და ბეტმენი.

    ძალიან იწელება დღეს ადამიანის განვითარება და გვიგვიანდება რეალურად, უნივერსიტეტში ჩაბარებას ელოდებიან და მშობლებსაც ჰგონიათ რომ 18 წლიდან რომ დაიწყებენ აღზრდას ყველაფერი კარგად წავა. არადა რეალურად სკოლის პერიოდია ჩამოყალიბების მთავარი პერიოდი, ადამიანის განათლებაში 70 % სკოლაა, დანარჩენი - დანარჩენი. ის 18 წელი უმეტესობა განა რას ვაკეთებთ? რამდენი რამის გაკეთება და სწავლა შეგვეძლო სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდით? მაგრამ არა, ველოდებით, მივდივართ და ვხვდებით რომ არისტოტელეს სადაც ველოდით ვანო ჯავახიშვილის მსგავსი მასხარა გხვდება ლექტორად. ერთი სიტყვით ძალადობას ნერგავს, მანიპულაციის ძალიან კარგი საშუალებაა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად იყენებენ სხვანი, რომელნიც დღეს დედამიწას მართავენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ისინი. ერთ დიდ შავ ყუთში ვცხოვრობთ, რომელიც ვითომ ჩვენია, მაგრამ  რეალურად სხვათა შემოქმედებაა. მსოფლიოს მართავს ფული, ეს ფული კიდევ დღევანდელ უმდიდრეს ოჯახებშია,  როთშილდები, ბუშები და ა.შ., რომლებიც ხალხს ცხვრის ფარად უყურებენ და ყველაზე მაგარი ისაა რომ მართავენ კიდეც. პლუს მედია მათ ხელშია და საზოგადოების უმეტესობა კიდევ მედიით იმართება.

     

     

    პ.ს. Holy Mountain დააფინანსა ჯონ ლენონმა. თავიდან სულ რამდენიმე ქვეყანაში დაუშვეს ამ ფილმის ჩვენება, ისიც მიჭრილ/მოჭრილი ვერსიის. მათ შორის ამერიკაში "შეზღუდული ჩვენებით" - სულ სამ ქალაქში: New York, ჩიკაგო, ლოს ანჯელესი.

  12. ხო რაღაც შუალედშია ეს ;დ

     

     

    გასართობი ფანსტასტიკა/ექშენ ფილმი მინდოდა გიგა დედპულის თრეილერის ნახვის შემდეგ მომინდა(

    ზუსტად გასართობი ფილმი დაილინკე.

  13. მაგარია ველოდები გამოსვლას

     

    მომინდა ეხლა სუპერგმირებზე ყურება 

    მირჩიეთ ფილმი იქსმენი,ობობა,ბეტმენი ვიცი

    კაპიტანი ამერიკისგან თავს ვიკავებ რაღაც არ მინდა

    სხვა რა შეიძლება რო ვუყურო?

    ხო ჰალკიც ვიცი xD

    ცოტა ხალხისთვის უცნობი პერსონაჟებიც რო იჩითებოდეს(deadpool_ის მსგავსი ანუ)

     

     

    არა რა მულტი

    არც თიზერში არ ჰგავს მულტფილმს

    http://www.imdb.com/title/tt2113681/?ref_=fn_al_tt_1

  14. მუსიკალური ფასეულობების ცვლა ხდება... პეროიდი გაქვს ეგეთი.

     მაგრამ გადაგივლის, დრო ინდივიდუალურია :D 

      დიდი ხნის წინ გავიარე. რამდენიმე წელი საერთოდ აღარ ვუსმენდი მუსიკას. აპარატურაც გავყიდე და ვინილების მთელი კოლექცია დავარიგე, ახლა ვნანობ  :user: 

     

     

    დავით,

    როგორ მსიამოვნებს ხოლმე შენთან საუბარი...

    ზუსტად ეგ მომენტია, თან ისაა რომ რადიკალურად ახალსა და საინტერესოს ვეღარაფერს ვპოულობ ზემოთხსენებულ განყოფილებებში...

    + ადრე მუსიკის მოსმენისას მხოლოდ მუსიკას ვუსმენდი და არ ვფიქრობდი როგორ მოქმედებდა, მღლიდა, მსიამოვნებდა, ენერგია მიქონდა, მოქონდა თუ რას აკეთებდა, მეგონა რომ მქონდა დღეები, რომელთაც მხოლოდ მუსიკას დავუთმობდი, მაგრამ მუსიკალური შემოქმედებითობა ამ ეტაპზე მაინც, საკმაოდ მოშორებითაა ჩემგან და შევამცირე მნიშვნელობა.

    ახლა ცოტა სხვანაირად ვუყურებ მაგ საკითხს და როგორც ბატონი ლუდოვიკო სეტემბრინი იტყოდა "მუსიკა იქამდეა კარგი სანამ ადამიანის გამოფხიზლებას ემსახურება". ნუ მხოლოდ გამოფხიზლება არაა, ხანდახან არის მომენტი რომ "დაიღლები" მუშაობისგან, სწავლისგან და უცებ რაიმე სასიამოვნო და განსხვავებული გინდა მიიღო, ამ დროს შემოქმედებითობის ნაშობი კომპოზიციები ძალიან მსიამოვნებს და "დაღლას" მიქრობს...

    რამდენიმე თვე ხანდისხან ვთამაშობდი ამ თამაშს, მომბეზრდა, მივატოვე შუა გზაში, მაგრამ Soundtrack-ებს წელზე მეტია ხშირად ვუსმენ :D

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.