Jump to content

ANuB1S

VIP
  • Posts

    6848
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Posts posted by ANuB1S

  1. Inter-Tech Coba Nitrox 750W (Bronze)

    სისტემა:

    C2D E8400

    4X1 Cellshock 1200Mhz CL5

    Gigabyte P35-DS4

    ვიდეოები:

    GTX 295

    HD 4870X2

    HD 4850X2

    GTX 280

    HD 4870

    HD 4850

    8500 GT

    7300 GT

    9500 GT

    მე მიყვარს ჩემი კვების ბლოკი

    :D

    არანაირი პრობლემა არ ჰქონია არასდროს

  2. სრულყოფილი Skype ანდროსთვის :P

    Click

    ეს კიდევ HTC Desire, HTC Desire HD-ს ROM-ით, რომელიც 3 წამში იბუთება !

    • Upvote 1
  3. ინტელის დედაპლატა მიდგას სამსახურის კომპში, იმ დღეს ჩემდაუნებურად Floppy დამჭირდა და Floppy-ს შესაერთებელი არ ჰქონდა გამოვშტერდი :D (775 სოკეტზეა დედაფიცარი)

  4. სამუშაოზე ვარ პმ მომწერე ვერ შევალ სკაიპში გიგა

    პმ-ებს ვერ გწერ, რაღაც ურევს :(

    ვედროიდზე რიოგორ დავაყენო სისტემა, მაშინ როდესაც სისტემა არ ირთვება, FAStboot-დან...

  5. ATi RV770 Owners Club

    HD4830, HD4850, HD4870 (OC,Temps,CFX)

    5ny73fevjpv4484x1pkv.jpg

    ამ თემაში გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი გამოცდილება ამ ვიდეო დაფებთან დაკავშირებით.

    დააგდეთ ვიდეო კარტის ტემპერატურა, რაზგონი, სხვადასხვა თამაშების FPS, სხვადასხვა გვარი Modding, V-mode-ები, მოკლედ ყველაფერი რაც ამ ვიდეო დაფასთანაა დაკავშირებული.

    Highest GPU Freq. Reached:

    Remarque - HD4870 - 852MHz Screen

    westsider - Gainward HD 4850 1GB GoldenSample - 770Mhz Screen

    Highest GDDR5 Freq. Reached:

    Remarque - Sapphire HD4870 - 1200MHz Screen

    Highest GDDR3 Freq. Reached:

    westsider - Gainward HD 4850 1GB GoldenSample - 1235Mhz screen

    Lowest GPU Temperature Reached:

    Remarque - Sapphire HD 4870 -750/900MHz 29C - Screen

    westsider - Gainward HD 4850 1GB GoldenSample -700/1000MHz - 30C Screen

    OverDozeD - Club3D HD4870 -750/900MHz - 35C Screen

    Ranking-ში მოსახვედრად საჭიროა GPU-Z ან Riva Tuner-ის Monitoring-ის Screenshot-ი.

    Highest Freq-ებში აუცილებელია Ati Tool-ის სტრეს ტესტის 1 წუთის მანძილზე გაშევა და ScreenShot-ში გამოჩენა

    ესეც პატარა Ranking-ი, რომელიც ახალშემოსულებს დაეხმარება გაიგოს ვიდეო კარტის რაზგონის საშუალო პოტენციალი, აგრეთვე შეადაროს თავისი ტემპერატურა და ა.შ.

  6. შესავალი

    კომპანია AMD-მ წარადგინა თავისი Evergreen სერიის გრაფიკული ადაფტერების დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენთვის კარგად ცნობილი - Radeon HD 5970. Evergreen არის დიდი ოჯახი, რომელსაც განეკუთვნებიან AMD-ს, DirectX 11-თან თავსებადი, ვიდეო დაფები. სიძლიერის და სისწრაფის გარდა Evergreen ვიდეო დაფები ასოცირდება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მაგ. უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი ATI Eyefinity. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ეს უკანასკნელი შესაძლებლობას მოგცემთ ამუშაოთ თქვენი ვიდეო დაფა, რამდენიმე მონიტორზე ერთდროულად.

    როგორც გახსოვთ, ცოტახნის წინ თქვენ ბევრს მარჩიელობდით Radeon HD 5870-თან დაკავშირებით, რომელიც არის ყველაზე "ბებერი" წევრი Evergreen ოჯახში. ამავე დროს ზემოდ ნახსენები ითვლება, დღეს-დღეისობით საუკეთესო VGA ბესტსელერად, მაგრამ, ასე ვთქვათ "High-end ენთუზიასტებისთვის", Radeon HD 5870 არ იყო საკმარისი, ამიტომ AMD-მ მათთვის წარადგინა ვიდე ოდაფა ორი გრაფიკული პროცესორით, რომელსაც Hemlock, a.k.a. Radeon HD 5970 სახელით მოიხსენიება.

    "ორთავიანმა მხეცმა გაიღვიძა" - ასე შეიძლება მოვიხსენიოთ Radeon HD 5970-ის გამოჩენა, რადგან ეს უკანასკნელი დღესდღეისობით მთელს მსოფლიოში ითვლება ყველაზე სწრაფ 3D-ამაჩქარებლად. როგორც უკვე ვთქვით Radeon HD 5970-ში მოთავსებულია ორი გრაფიკული ბირთვი, ამასთან ერთი PLX Bridge-მიკროსქემა (PEX 8647 ბრძანობრივი გადამრთველით PCI-48) რომლის ფუნქციაა, მოახდინოს GPU-ების დაკავშირება ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი თავისთავად ქმნის Crossfire კონფიგურაციას - ერთ ვიდეო დაფაში.

    Radeon HD 5970-ის ფიზიკური მონაცემების დათვალიერებისას დიდ ყურადღებას იქცევს მისი სიგრძე, რომელიც 31 სმ-ს ითვლის, რაც ცოტა არ იყოს არასტანდარტულ ზომაა ვიდეო დაფისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მასში მოთავსებულია ორი გრაფიკული პროცესორი, ამასთან მათ ჭირდებათ ეფექტური გაგრილება და ჩუმი მუშაობა, ამიტომ მონსტრის, არც თუ ისეთი ნორმალური ზომები შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს.

    აღსანიშნავია, რომ Radeon HD 5970-ის თითო გრაფიკული ბირთვის ოპერაციული სიხშირეები დაბალია, ვიდრე Radeon HD 5870-ის. დებიუტანტის Core Clock ფუნქციონირებს 725 მჰც-ზე, ხოლო Radeon HD 5870-ის - 850 მჰც-ზე. იგივე სიტუაციაა მახსოვრობის სიხშირეებში: Hemlock-ის GDDR5 ტიპის მეხსიერება მუშაობს 1000 მჰც (4000 მჰც QDR)-ზე, ხოლო Cypress XT 1200 მჰც (4800 მჰც QDR)-ზე. საქმე იმაშია, რომ ვიდეო დაფის მუშაობა PCIe 2.0 სლოტზე და +300 W-ზე ძნელია ისეთი "ორთავიანი მონსტრითვის" როგორიც Radeon HD 5970-ია.

    Hemlock-ის ოფიციალურ ანონსამდე ჩვენ ვიცოდით, რომ იგი უნდა გამოსულიყო "X2" სუფიქსით, როგორც ეს Radeon HD 4870 X2-ის შემთხვევაში იყო, მაგრამ როგორც ვნახეთ დაბალი ოპერაციული სიხშირეების გამო ეს "გეგმა" არ განხორციელდა.

    Radeon HD 5970 გვთავაზობს 1600 Stream Processor-ს Cypress-ის ბირთვზე, 80 ტექსტური ბლოკით (TMU (Texture Mapping Units)), ასევე 32 ROP(Raster Operation Units) თითო ბირთვზე. გრაფიკული პროცესორი შექმნილია 40 ნმ ტექნოლოგიით. ვიდეოდაფას აქვს GDDR5 ტიპის 2 გბ მახსოვრობა. თითო ბირთვს კი - 1 გბ, 256-ბიტ გამტარიანობით.

    AMD-ს წინა თაობის ვიდეო დაფებთან შედარებით, ჩანს რომ მათი მახასიათებლები მკვეთრად გაიზარდა. Radeon HD 4890-ის 800 მჰც Stream Processors, გაიზარდა Radeon HD 5870-ის 1600 მჰც-მდე. Cypress-ის გრაფიკული ტრანზიტორები ითვლის c 2.15 მილიარდს, ხოლო Radeon HD 4890 - c 959 მილიონს. გაიზარდა ასევე ტერაფლოპსების რაოდენობა: 1.2 TFLOPS-დან 2.72 TFLOPS-მდე.

    ყურადღებას იმსახურებს ასევე ის ფაქტი, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფებში, მინიმუმამდე არის დაყვანილი ენერგომოხმარება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ Radeon HD 5970 იხმარს 294 W-ს, რაც გამოიკვეთება Radeon HD 5870 (188 W) და Radeon HD 4870 (160 W) TDP-ებთან შედარებით. IDLE რეჟიმში Radeon HD 5870 მოიხმარს 27 W-ს, ხოლო Radeon HD 5970 51 W-ს.
    დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება Sapphire HD 5970 OC, რომელიც Fudzilla-ს თანამშრომლებმა გატესტეს.

    Sapphire Radeon HD 5970 OC:

    c989d0e5a842.jpg

    ვიდეო დაფის გარე/შიგა შეფუთულობა:

    9ce4a78ea9df.jpg

    fca77f44261c.jpg

    კომპლექტი:

    2894c7ea72fe.jpg

    დებიუტანტს Radeon HD 5870-გან განსხვავებით აქვს ორი DVI და ერთი
    Mini DisplayPort, მაგრამ ამავე დროს მოყვება ერთი DisplayPort Adapter, რომელიც
    ზემოდ მოცემულ სურათზე არის გამოსახული. ვიდეო დაფას კომპლექტში მოყვება
    თამაშები: Dirt 2 და BattleForge.

    დამატებითი სურათები, ვიდეოდაფის უკეთ აღსაქმელად:

    21584febe57c.jpg

    e498eb5eaa5d.jpg

    d885498e2852.jpg

    Hemlock მუშაობისას საშუალო ხმაურს გამოსცემს, მაგრამ თამაშისას იგი ნაკლებად
    მიიქცევს თქვენს ყურადღებას. IDLE რეჟიმში კი ქულერი საკმაოდ ჩუმია, ამასთან თქვებს შეგიძლიათ მისი
    ბრუნვების კონტროლი, რაც ხმაურის რეგულირების ტოლფასია.

    06292878a51b.jpg

    ჩვენს "ორთავიან მონსტრს" აქვს 6 და 8 პინიანი კვების გამომავლები. შეგახსენებთ რომ,
    დებიუტანტის კვების მაქსიმალური მოთხოვნილებაა 294 W, ხოლო "დასვენების დროს"
    სულ რაღაც 54 W-ს.

    ტესტები

    სატესტო სტენდი:

    დედაპლატა: MSI P45D3 Platinum (მწარმოებელი MSI);
    პროცესორი: Intel Core 2 Extreme Edition QX9770 - 3.6 გჰც (მწარმოებელი Intel);
    მახსოვრობა: Corsair Dominator 12800 7-7-7-24 (მწარმოებელი Corsair);
    HDD: WD VelociRaptor 300G 10,000 RPM (მწარმოებელი SmoothCreation);
    დრაივერი: ForceWare 195.50, Catalyst 9.11 СТС 32 Vista SP1

    Futuremark Tests:

    (შენიშ. Higher is better-რაც მეტია ქულები მით კარგია! ავტ.)

    e0ec6eb83d7e.jpg

    6d4450e4f18c.jpg

    38d4a606a931.jpg

    faae4e1a32e3.jpg

    3DMark Vantage Extreme-ის ტესტები გვატყობინებს, რომ Sapphire HD 5970 OC
    არის უპრეცენდენტო ყველაზე სწრაფი Dual-GPU კარტებში, რომელმაც 26%-ით
    მეტი წარმადობა აჩვენა ვიდრე ყოფილი დომინანტი - GeForce GTX 295, კიდევაც ამ
    უკანასნკელს უახლოვდება ერთბირთვიანი Radeon HD 5870, იგი აღმოჩნდა ასევე
    უფრო სწრაფი ვიდრე Radeon HD 4870 X2.

    Far Cry 2 Benchmarks:

    5880c0055101.jpg

    თამაში FarCry 2 Ultra სეთინგებზე და 1920 x 1200 გაფართოებაზე Hemlock,
    GeForce GTX 295-თან შედარებით ავლენს 20 %-ით მეტ წარმადობას. საინტერესოა, რომ
    Radeon HD 4870 X2 წარმადობით ცოტათი ჩამორჩება დებიუტანტს.

    573a9ae5fc54.jpg

    იგივე რეზოლუციაზე და 4X Antialising ჩართვის შემდეგ სიტუაცია ცოტათი შეიცვალა.
    Sapphire HD 5970 OC და GeForce GTX 295 შორის იგივე სიტუაციაა რაც წინა ტესტებში,
    მაგრამ Radeon HD 4870 X2-ის წარმადობა მკვეთრად ეცემა და Radeon HD 5970 OC 40 %-ით
    ჩამორჩება. ამ უკანასკნელს კი Radeon HD 5870 ცოტათი ნაკლებ შედეგებს აჩვენებს და
    Sapphire HD 5970 OC-ზე 45 %-ით ნელია.

    a59f8837437f.jpg

    2560 x 1600 გაფართოებაზე AA-ს გარეშე Sapphire HD 5970 OC 25 %-ით სწრაფია,
    ვიდრე GeForce GTX 295. Radeon HD 4870 X2 მუშაობს GeForce GTX 295-ზე ცოტათი ნელა. ამ შემთხვევაში კი
    მონსტრი GeForce 9800 GT და Radeon HD 4850-ზე 4-ჯერ სწრაფია.

    7a0bbe8a9468.jpg

    Sapphire HD 5970 OC 70 fps-ს აჩვენებს 2560x1600 და 4xAA სეთინგებზე. GeForce GTX 295
    კი 57 fps რაც საერთო ჯამში 20 %-ით ნაკლებ წარმადობას აჩვენებს ვიდრე დებიუტანტი.

    Left 4 Dead Benchmarks:

    f899e3374aa5.jpg

    153f0bd295a5.jpg

    4969feee115c.jpg

    1a04748be824.jpg

    ამ ტესტებში ჩანს, რომ Sapphire HD 5970 OC Left 4 Dead ბენჩმარქების მეფეა.
    2560x1600 4xAA სეთინგებზე Hemlock-ს GeForce GTX 295 ჩამორჩება 27 %-ით,
    Radeon HD 4870 X2 დაახლოებით 55 %-ით, ხოლო Sapphire HD 5870 კი
    დაახლოებით 49 %-ით.

    World In Conflict Benchmarks:

    b43a9d82fa1a.jpg

    d0f1f3e2bb5a.jpg

    a7c21cecb625.jpg

    93075c41b48c.jpg

    როგორც ყველა თამაში, დაბალ გაფართოებაზე Sapphire HD 5970 OC შეზღუდულია
    პროცესორის სიძლიერიდან გამომდინარე. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ
    ამ დაფისთვის 1920x1200 არის "დაბალი გაფართოება", Hemlock-ის ოპტიმალურ
    რეზოლუციად შეიძლება 2560x1600 ჩავთვალოთ. ამ ტესტებში GeForce GTX 295
    ახალ დომინანტს 10-15 %-ით ჩამორჩება. ერთბირთვიანი Radeon HD 5870 კი 40 %-ით ნაკლებ
    წარმადობას ავლენს Sapphire HD 5970 OC შედარებით.

    H.A.W.X Benchmarks:

    a2cf1ca76c16.jpg

    b160718a59d2.jpg

    01ca7b94f923.jpg

    634e711ef1c0.jpg

    ეს სიმულატორი აჩვენებს რომ Crossfire იდეალურად მუშაობს Radeon HD 4870 X2 დაფაზე,
    რომელიც 15 %-ით ნელია ამ შემთხვევაში, ვიდრე Radeon HD 5970. Radeon HD 5870 კი 40 %-ით
    სუსტია ვიდრე დებიუტანტი. მწვანე ლეგიონერის ტოპ კარტა კი Hemlock-ს 10 %-ით
    ჩამორჩება. დიდ გაფართოებაზე კი AA-თი 30 %-ს უდრის ეს სხვაობა.

    Batman - Arkham Asylum Benchmarks:

    როგორც იცით და სამწუხაროდ ATI-ს ვიდეო დაფებს ამ თამაშში კოსმეტიკური ეფექტების
    მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ ტესტები, რომ სამართლიანად ჩატარდეს ეფექტები
    გამორთულია ორივე ვიდეოდაფის შემთხვევაში, ამასთან PhysX-იც OFF.

    b035efa5b053.jpg

    797254f40efe.jpg

    Radeon HD 5970-მა 26 %_ით მეტი წარმადობა აჩვენა, ვიდრე GeForce GTX 295-მა, მაგრამ
    უნდა გავითვალისწინოთ, რომ PhysX ჩართვის შემდეგ შედეგები შეიცვლებოდა, ალბათ
    მწვანე ლეგიონერის სასარგებლოდ.

    Crysis Benchmarks:

    c73fcff555ca.jpg

    de7bbea391ee.jpg

    c5b65a2f3f72.jpg

    2f99380e43f6.jpg

    ვიდეოდაფის პოტენციალის ჩვენების საუკეთესო ტესტში, GeForce GTX 295
    თავს კარგად იმაგრებს Hemlock-თან შებმისას და 2560x1600, 4xAA სეთინგებზე
    ჩამორჩება სულ რაღაც 7 %-ით, ხოლო 2560x1600 გაფართოებაზე AA-ს
    გარეშე Radeon HD 5970 გამარჯვებული გამოდის წარმადობის 25 %-ით მეტი ჩვენებისთვის,
    ვიდრე ყოფილი დომინანტი.

    BattleForge Benchmarks:

    ff91a446e265.jpg

    199ff6a6f6bd.jpg

    df49296590fc.jpg

    f1b257042f6a.jpg

    ეს თამაში გატესტეს DirectX 11-ზე Windows 7 ოპერაციული სისტემის დახმარებით.
    ამ შემთხვევაში DirectX 11-მა თავი იჩინა წითელი ლეგიონის დაფებში და წარმადობაზე
    ლაპარაკს თავს ვანებებ, რადგან თქვენც კარგად ხედავთ რა დაბალი შედეგი აჩვენა
    GeForce GTX 295-მა.

    აჩქარება & საბოლოო დასკვნა

    აჩქარება

    Sapphire არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აჩქარებული

    Radeon HD 5970 წარადგინა. დებიუტანტის სიხშირეები აწულია


    10 მჰც-ით, ანუ ბირთვის სიხშირე არის 735 მჰც, ხოლო
    მეხსიერების სიხშირე ფუნქციონირებს 1010 მჰც (4040 მჰც QDR)-ზე.
    რათქმაუნდა Hemlock-ის სიხშირეების აწევა კიდევ არის
    შესაძლებელი, ამის დასამტკიცებლად AMD-მ დებიუტანტს
    "მოაყოლა" OverVolt Utiity დასაჩქარებლად, ხოლო
    Sapphire HD 5970 OC-ს კომპლექტში მოყვება Redline OC / Tweak Utility.

    უმჯობესი იქნება თუ ATi-ს ვიდეოდაფების ასაჩქარებლად
    გამოიყენებთ Catalyst Control Center Overdrive
    სადაც უფრო მარტივად შეძლებთ გრაფიკული ადაფტერების
    სიხშირეების აწევას და ფენის ბრუნვების რეგულირებას.
    ამ შემთხვევაში დებიუტანტის სიხშირეები აწიეს 850 მჰც-მდე
    ბირთვისთვის, ხოლო მეხსიერების სიხშირე 1250 მჰც-მდე,
    რაც თამაშებში 17 %-ით მეტ წარმადობას გიჩვენებთ შემდეგში.

    a0105fd0caa7.jpg

    GPU-Z Screen-ზე ნაჩვენებია Sapphire HD 5970 OC მონაცემები:

    286cacafd35d.gif

    დაუტვირთავ რეჟიმში Hemlock OC-ს ტემპერატურა 60 °C-ს
    შეადგენს, ხოლო დატვირთვის დროს 90 °C-ს. ეს შესაძლებლობას
    გვაძლევს, რომ Radeon HD 5970-ის ტემპერატურაზე არ დავფიქრდეთ,
    მაგრამ იგი საკმაოდ და აუტანლად ხმაურიანი ყოფილა (რამდენიმე გრადუსზე).

    1982dccadbce.gif

    a1143b46b902.jpg

    აღსანიშნავია, რომ წარმადობის გაძლიერებისას ენერგომოხმარება დიდად არ
    იზრდება, როგორც ეს წინა "მოდგმის" ვიდეოდაფებში იყო. აქვე
    გეტყვით რომ Hemlock-ის ბირთვის ყველაზე დაბალი სიხშირე არის - 157 მჰც, ხოლო
    მეხსიერების - 300 მჰც.

    დასკვნა

    Sapphire Radeon HD 5970 OC არის ყველაზე ძლიერი 3D-ამაჩქარებელი, რომლის დამმარცხებელიც, მთელი დედამიწის ზურზგზე არსად "დაიარება". იგი მოდის AMD-ს Evergreen ოჯახიდან, რომელთაც DirectX 11 მხარდაჭერა აქვთ, ამ უკანასკნელს კი დიდი წვლილი მიუძღვის, მომავალი გრაფიკის განვითარებაში.

    Hemlock ნებისმიერ PC თამაშს უპრობლემოდ ითვისებს, 2560 x 1600 გაფართოებაზეც კი. Catalyst დრაივერების მხარდაჭერა იდეალურია და არ აქვს სერიოზული "ჩავარდნები" ვიდეოდაფასთან მიმართებაში, ასე რომ CrossFire-თან თავსებად თამაშებთან დომინანტს პრობლემები არ ექნება, მაგრამ ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ Radeon HD 5970 სიგრძე 31 სმ-ა, ამიტომ ჯერ დარწმუნდით, სანამ იყიდით, რომ თქვენს სისტემურ ბლოკში არის ადგილი, მისი განთავსებისთვის.

    ჩვენი განსხილვის საგანი უფრო მიმზიდველი ხდება Eyefinity (იხ. ზემოთ) ტექნოლოგიასთან თავსებადობის გამო, ხოლო რაც შეეხება ხმაურს: იგი არც ისე ძალიან ხმაურიანია, მაგრამ შეიძლება თამაშის დროს ეს შეიმჩნეს. ბოლოს და ბოლოს ვიდეოდაფის შიგნით ორი Cypress ჩიპია, რაც უბრალო საქმე არ არის ერთი ქულერის კვალობაზე.

    რაც არ უნდა იყოს AMD-მ სამუდამოთ თუ არა დროებით მაინც წაართვა გვირგვინი "პერფორმანსის მეფე" NVIDIA-ს, მაგრამ მწვანე ლეგიონი ადრე თუ გვიან გადმოვა შეტევაზე.

    ერთდერთი მიზეზი რაც ამ დაფის ყიდვას ეწინააღმდეგება, ეს მისი ფასია - 600€, ეს კი გამოწვეულია იქიდან რომ Hemlock-ის რაოდენობა საკმაოდ განსაზღვრულია, ამიტომ ჩვენ შეიძლება მომავალში ვიხილოთ იგი 500 €-დ.

    Sapphire HD 5970 OC არის ერთ-ერთი ვიდეოდაფა, რომელიც თავს "შეგაყვარებთ". შეიძლება მისი ყიდვისას ხელი აგინკანკალდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ 3D-გრაფიკის მეფეს ყიდულობთ.


    41d13b56926b.jpg

    Sapphire HD 5970 OC - "Fudzilla Recommended".


    წყარო: Fudzilla.com

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.