Jump to content

ANuB1S

VIP
  • Posts

    6848
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    28

Everything posted by ANuB1S

  1. ჩემი ახალი თანამგზავრები - Bose IE 2. განსხვავებული, სხვებთან შედარებით უფრო ყურადღებით შექმნილი დიზაინის წყალობით ყურებში ვაკუუმი არ იქმნება. ანუ "შტეფცელი"(© West ) არაა, აქვს მშვენიერი, ყურზე მორგებული დიზაინი. სირბილისასაც მყარად ზის. ჟღერადობა შესანიშნავია, დაბალანსებული სუფთა ხმა, რბილი ღრმა ბასით. თუ ეკვალაიზერი კარგად არაა დაყენებული შეიძლება მაღალმა სიხშირემ ცოტა ტვინში ჩაგარტყას. მაგრამ საერთო ჯამში, კარგი მელომანის ხელში განსაკუთრებული ყურსასმენებია. ნუ ასევე აღვნიშნავდი კარგი ხარისხის სქელ და დრეკად კაბელს.
  2. ცოტა *ვერებიან მუსიკას მოუსმინე. ხოდზე მოგიყვანს.
  3. ბოდიშს მოვიხდი რომ შემოგეჭერი, მაგრამ Air-ზე სტაბილური, დაბალანსებული და პატარა დეტალებით დახვეწილი "ულტრაბუკი" არ არსებობს. ნუ ეკრანზე რომ აღარაფერი ვთქვათ... მართლა გიჟები კი არ არიან და მხოლოდ ლოგოს გამო კი არ ადევს ეგ ფასი. მით უმეტეს 1200 $-ზე ძვირიანი "ულტრაბუკებიცაა" აქეთა ფრონტზე. არამგონია, მაგრამ ყიდვისას შეგიძლია უთხრა რომ ინგლისური მინდაო.
  4. Paths Of Glory მიყვარს რა ასეთი შესრულება, რეჟისორი საზოგადოებას მორალურ ნაპრალებზე რომ აბიჯებს ! Paths Of "Glory" ! ბრავო კუბრიკ.
  5. დასვით კამერონი და კუბრიკი აყურებინეთ
  6. არც მე მაქვს ნანახი :დ ბავშვობაშ მევასებოდა ხოლმე
  7. აი პირველი რა იყო ეგ მითხარი ერთი კაცურად რა
  8. კაკა დააბრუნეს... შევცვალო ახლა Signature?
  9. Stalingrad უძლიერესი ფილმია ! რეალურად, დაუნანებლადაა წარმოჩენილი სტალინგრადის და ზოგადად გერმანელთა დამოკიდებულება როგორც მოწინააღმდეგის, ისე საკუთარი თანამებრძოლების მიმართ... ბრავო !
  10. თავიდან რომ ვუყურე ნეგატივი რაც დამრჩა ისე შევაფასე მხოლოდ. რეალურად ძლიერი ნამუშევარია, მაგრამ ახლა ვუყურე Apocalypse Now-სა და Full Metal Jacket-ს. Saving Private Ryan ნამდვილად არაა რიგითი ფილმი. განსაკუთრებული ნამუშევარია თავისი რეალური საბრძოლო სცენებით, მაგრამ სამივე ფილმში იყო ანომალიურად კრეტინული სცენები... პირველ სცენაში რატომ აღებდნენ კარებს და რატომ უვარდებოდნენ საზარბაზნე ხორცებად, გვერდიდან გადახტომით ხომ ბევრად ნაკლები ხალხი დაიღუპებოდა. რამდენი ხანი აცადეს ტყვიამფრქვევს ხალხის ხოცვა, როდესაც სხვანაირად შეეძლოთ მაგ საქმის მოგვარება. მერე სტრატეგიულად მასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი თუ იყო ხიდი 3-4 კაცი რატომ იცავდა? როდესაც იმ ბანაკში ათასობით ჯარისკაცი იყო. ნუ მთავარ იდეას რაც შეეხება სისულელეა, ომი ომია. მასე რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენ დედას მოუკვდა ყველა შვილი მაინც და მაინც ერთის გადასარჩენად რომ წირავდნენ ხალხს... დასაწყისის სცენა კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ზედმეტად პაკაზუხურ/ამერიკულ/არარეალურად იყო ყველაფერი. მე პირადად გამაღიზიანა... ის კაცო მარტო დგას ისინი შემოვლაზე დადიან, მითხარი რომ კარგი კაცი ხარ, ცოლმა შენ კარგი კაცი ხარ ი ვსო... ფუცკ ით ოლ მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩამრჩა ომის ფონზე ზედმეტად ლამაზი და ნათელი ფილმი იყო. ვა მაინც ვერ დავწერე პოზიტივები Apocalypse Now ბოლომდე საომარ ფილმად ვერ აღვიქვამ... ეს უფრო ერთი ჯარისკაცის თავგადასავალია ვიდრე საომარი ფილმი. თუმცა დიალოგები, მონოლოგები, ექშენი, ექტინგი, იდეა, ფილოსოფია... შედევრალური ფილმია... ნუ ამან უფრო დიდი შთაბეჭდილება იმიტომ მოახდინა რომ სუფთა ფსიქოლოგიური ფილმშია და არა ექშენი. სპილბერგის ნამუშევრისგან განსხვავებით. Full Metal Jacket ნუ კუბრიკი ერთადერთი იყო რომელმაც დასაწყისიდანვე წარმოგვიდგინა ომი. ის მომზადება, ლანძღვა, დედის გინება და ა.შ. მერე მომენტი თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგიურად აიშალოს ლუზერი ტიპი, რომელსაც პატარა ძალაუფლება მიეცემა... დალშე იმდენი კრეტინული შეცდომა იყო ნაჩვენები ჯარისკაცებისგან, რომ თუ მართლა ასე იბრძოდნენ მაგიტო "მოიგეს ვიეტნამის" ომი... კუბრიკისეული თხრობა შენარჩუნებულია საკმადო მაღალ დონეზე, თუმცა არ მეყო, მოკლე ფილმია. All In All Apocalypse Now საუკეთესია ამ სამს შორის. გეგმა: ვაგრძელებ საომარ თემას კუბრიკის Paths Of Glory ჯოზეჯ ვილზმაიერის - Stalingrad ჟან პიერ მელვილის - Army Of Shadows
  11. Saving A Private Ryan შესანიშნავი ფილმია ამერიკელებისათვის. მთავარი იდეა - სუფთა ამერიკული პიარ-კამპანია პაკაზუხობაა... 8 ბალს ვუწერ. თუმცა ბრძოლის კადრები საკმაოდ რეალისტურად და მაღალ დონეზეა გადაღებული
  12. ამის ყურებას ვაპირებდი, ახლა ბლუ-რეის გადმოვწერ, მადლობა ჯორჯ.
  13. Downfall შესანიშნავი ფილმია... იმ იშვიათთაგანია, როდესაც გგონია ფილმი მორჩა და მხოლოდ 30 წუთი გაქვს ნაყურები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებითა და მომენტებითაა დახუნძლული. როგორც ისტორიულად ასევე, ფსიქოლოგიურ/სოციალურად. განსაცვიფრებელი, მაგრამ არა აღსაფრთოვანებელია ჰიტლერისა და ნაციონალური სოციალიზმის ასეთი ფანატიზმი... პირველ რიგში პატარა ბავშვების მხრიდან! 14-15 წლის გოგოები... 10-12 წლის ბიჭები... ძალიან გამიკვირდა ჰიტლერის საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება. საბჭოდა კავშირის არმია არ ექცეოდა მოხუცებს მასე, როგორც საკუთარი გერმანული არმია... ნუ ახლა რომ ვუფიქრდები მიხარია რომ ეგ ავადმყოფური პერიოდი, პირველ რიგში ადამიანური აზროვნებისა, გავლილია... ახლა შედარებით ფრთხილად ვართ და ატომური ბომბების გემოც ვიცით...
  14. ნწუ, მამაჩემის p.s. გუშინწინ გადავიღე, ძალიან მომეწონა და ვეღარ ამოვარჩიე რომელი ჯობია ზურგზე დაიწვა ცოტა ფერები... მაინც და მაინც ეს რამდენიმე კადრი არ გადავიღე RAW... : /
  15. ყველა გალაქსის ჯობია ულამაზესი დივაისია.
  16. ბეჭდები და "ტროუნები" კი კარგია, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებითაც წავიდეთ: Max Frisch - Homo Faber Max Frisch - Gantenbein
  17. ულამაზესი ტელეფონია.
  18. ალბათ დადებული მაქვს აქ, მაგრამ მინდოდა რაღაც დამედო :დ ბათუმიდან წამოვიღე რამდენიმე კარგი ფოტო მგონი და თუ ამოვარჩიე დავდებ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.