Jump to content

gajaviki

წევრი
  • Posts

    14343
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by gajaviki

  1. მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის Zotac-ის მიერ გამოშვებული დედაპლატა H55 ჩიფსეტზე რომელიც განკუთვნილია 1156 სოკეტისთვს, აკმაყოფილებს ITX სტანდარტს, აქვს ინტეგრირებული ვიდეო დაფა, ასევე აქვს WiFi ანტენა. გააჩნია ორი DDR3 სლოტი ორ არხიანი სისტემისთვის, ერთი PCI-E 16x ვიდეო კარტებისთვის, ექვსი SATA 3.0 პორტი, ორი USB 3.0 კონეკტორი და ექვსი USB 2.0 კონეკტორი. აქვს ასევე HDMI გამოსასვლელიც და VGA კაბელის მისაერთებელი. მისი ფასი ევროპაში 120 ევროა, ხოლო ამერიკაში მისი ყიდვა შესაძლებელია 118.99 დოლარად. ლინკი ამაზონიდან. წყარო: http://www.fudzilla.com
  2. გამარჯობა, მინდა წარმოგიდგინოთ ახალი პროცესორის ქულერი კომპანია Zerotherm-ისგან, მისი კოდური სახელი გახლავთ ZT-10D. ქულერი გახლავთ შავი ფერის და მისი აღნაგობა არის Tower ტიპის. ქულერის გაბარიტები არის 127x74x160 და მისი წონა შეადგენს 885 გრამს. იგი დამზადებულია ალუმინის ფირფიტებისაგან და აქვს ექვსი, რვა მილიმეტრიანი სითბური მილაკი. ქულერი თავსებადია დღეისთვის ყველა არსებულ სოკეტთან. ასევე თავსებადობა აქვს ინტელის ჯერ არ გამოშვებულ სოკეტთან 1155-თან. ქულერს შეუძლია დაფაროს 300 ვატი ენერგიის სითბო. მოდით დავათვალიეროთ ქულერი კარგად და ვნახოთ თუ რა მოყვება მას: როგორც ხედავთ მას მოყვება ორი 120 მილიმეტრიანი ფენი, თერმოპასტა და სოკეტების სამაგრები. ქულერი გაიტესტა შემდეგ სისტემაზე: Motherboard: ASUS P7P55D-E Deluxe Processor: Intel Core i5 655K @ 4.2GHz at 1.4 volts Ram: OCZ DDR3 1600 4GB Dual Channel Video Card: Sapphire HD 5750 HDD: Hitachi 1TB Power: Thermaltake Tough Power XT 850 Case: NA Cooling: Zerotherm ZT-10D OS: Microsoft Windows 7 64-bit Thermal compound: Arctic Silver 5 მისი ფასი უცნობია. წყარო: http://www.pro-clockers.com
  3. მოგესალმებით, კომპანია Gainward-მა გამოუშვა თავისი ახალი პროდუქტი, ასევე ახალ 40 ნანომეტრიან GF106 ჩიპზე, რომელიც წარმოებულია გრაფიკული კარტების მწარმოებელი nVidia-სგან. კარტას გააჩნია 192 კუდა პროცესორი, გააჩნია 128 ბიტიანი სალტე და აქვს GDDR5 1 გიგაბაიტიანი მახსოვრობა. მას გააჩნია წყვილი DVI შესაერთებელი, ერთი VGA კონეკტორი და ერთიც HDMI კონეკტორი. რეფერენს Gainward GTS 450 მუშაობს 783/1566/3608 სიხშირეზე, Gainward GTS 450 Golden Sample მუშაობს 880/1760/3900 სიხშირეებზე და საუკეთესო მოდელი არის Gainward GTS 450 Golden Sample Goes Like Hell, რომელი მუშაობს 930/1860/4000 სიხშირეებზე. ვებ მაღაზია www.alternate.de რეფერენს მოდელს ყიდის 122.90 ევროდ, Golden Sample-ს 127 ევრო და საუკეთესო მოდელი შეფასებულია 139.90 ევროდ. ლინკი ალტერნეიტიდან. წყარო: http://www.fudzilla.com
  4. მოგესალმებით, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერის, კომპანია ASUS-ის ახალი დედაპლატა AM3 სოკეტზე, რომელი განკუთვნილია AMD(Advanced Micro Devices)-ს პროცესორებისათვის. დედაპლატა განკუთვნილია AM3 სოკეტზე წარმოებული პროცესორებისთვის და აქვს შემდეგი პროცესორების მხარდაჭერა: Phenom™II /Athlon™II /Sempron™ 100. იგი განკუთვნილია პროცესორებისთვის რომელთა TDP აღწევს 140 ვატს, გააჩნია AMD Cool 'n' Quiet™ ტექნოლოგია და თავისუფლად ირგებს 45 ნანომეტრიან პროცესორებს. მას აქვს ოთხი DDR3 სლოტი რომელსაც შეუძლია აღიქვას მაქსიმუმ 16 გიგაბაიტი ორ არხიან რეჟიმში 2000, 1600, 1333, 1066 სიხშირით. დედაპლატა წარმოებულია AMD-ს 890FX ჩიფსეტზე და SB850 სამხრეთ ხიდზე. მისი ჩიფსეტი უზრუნველყოფს CrossFire-ს გაკეთებას Dual 16x რეჟიმში, 2 ცალ USB 3.0 კონეკტორს, ერთ ცალ eSATA 3.0-ს, ექვს ცალ SATA 6.0GB/s და თორმეტ USB 2.0/1.1 კონეკტორს. მას გააჩნია ორი PCI-E 16x სლოტი, ერთი PCI 1x, ერთი PCI 4x და ორი PCI. ასევე მას გააჩნია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 5.1 აუდიო სისტემის მხარდაჭერა და ლან კარტა. ასუსი რა ასუსი იქნებოდა რომ არ გაეკეთებინა თავისი ტექნოლოგიები ახალ დედაპლატაში. დედაპლატას გააჩნია ასუსის ყველა ახალი თუ ძველი ტექნოლოგია, როგორებიცაა: ASUS Xtreme Design, ASUS Hybrid Processor - TurboV EVO, Turbo Unlocker, Auto Tuning, TurboV, CPU Level UP, ASUS Hybrid Switch, Core Unlocker, Turbo Key II, ASUS Hybrid OS -- Express Gate, 6+2 Phase Power Design, ASUS EPU, MemOK!, ASUS Fanless Design: Heat pipe solution, ASUS Fan Xpert, ASUS Q-DIMM, ASUS O.C. Profile, ASUS CrashFree BIOS 3, ASUS EZ Flash 2, ASUS MyLogo 2, Percision Twerker 3, Multi-language BIOS. დედაპლატა აკმაყოფილებს ATX სტანდარტის ზომებს. მოდით თვალი შევავლოთ მის დიზაინს და ბიოსის სურათებს. ბიოსი: ეხლა კი წარმოგიდგენთ ასუსის ფუნქციებს OS-ში. ეხლა კი მოდით გადავიდეთ დედაპლატის ტესტირებაზე. ტესტირება ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: Testing Hardware: Motherboard: ASUS M4A89TD PRO/USB3 Processor: AMD Phenom II X4 965BE C3 Ram: Patriot Sector 5 1600 4GB Dual Channel (8-8-8-24) Video Card: Sapphire/Gigabyte HD 5750 (Crossfire) HDD: Hitachi 1TB Power: Thermaltake Tough Power XT 850 (Sponsored by Thermaltake) Case: NA Cooling: Scythe Yasya OS: Microsoft Windows 7 64-bit Thermal compound: Arctic Silver 5 Futuremark PCMark Vantage: Futuremark 3DMark Vantage: SiSoftware Sandra Lite 2007 SP1: Lavalys Everest: Maxon Cinebench: Super PI Modded 1.5: S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat: Tech ARP x264 HD 3.15: HD Tune: ახლა კი ვნახოთ მისი შესაძლებლობები აჩქარებაში: რევიუს დამწერმა თქვა რომ, რაც ჩვენთან AMD-ს დედაპლატა გატესტილაო, საუკეთესოდ დარაზგონდე ეს დედაპლატაო. ასე რომ როგორც ჩანს საკმაოდ კარგი დედაპლატა გამოუვიდა ასუს. დედაპლატის შეძენა შეგიძლია www.amazon.com-ზე 188.99 დოლარად. ლინკი ამაზონზე. წყარო: http://www.pro-clockers.com
  5. მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ კომპიუტერულ ტექნიკაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Gigabyte-ის ახალი პროდუქტი ასევე ახალ ინტელის პროდუქზე, კონკრეტულად კი ახალ P67 ჩიფსეტზე და ახალ 1155 სოკეტზე წარმოებული დედაპლატა. მისი კოდური სახელია GA-P67-UD7. მას აქვს USB 3.0, SATA 3.0, SPDIF 5.1 სისტემის აუდიო კონეკტორი და ყველა საჭირო კონეკტორი. გიგაბაიტმა გადაწყვიტა "გადაეგდო" თავისი ცისფერი ფერი და გამოუშვა შავი დედაპლატა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ოთხი ცალი DDR3 სლოტი არის ერთი ფერის, რაც ძალიან იშვიათობაა. წყარო: http://www.fudzilla.com
  6. მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ Thermaltake-ს უცნაური პროდუქტი სახელად Mobile Fan 12. ფენი არის 12 სანტიმეტრიანი, მისი სიჩქარე რეგულირებადია 800-დან 1500 RPM-მდე(+- 250RPM), ხმაურის დონე აღწევს 19-33.5 დეციბელამდე და აქვს 66.55 ჰაერის გამტარობა. ის თავსებადია USB 1.1 და 2.0-თან. მოიხმარს 3,6 ვატს და მაქსიმუმ სჭირდება 0.3 ამპერი 5 ვოლტზე. მისი წონა არის 267 გრამი და გათვლილია 50 000 საათ მუშაობისთვის. მოდით თვალი შევავლოთ მას: ძალიან კარგი და გამოსადეგი რამაა, მაგრამ აშკარად ძვირია. მისი ფასი ამაზონზე შეადგენს 18.20 დოლარს. ლინკი ამაზონზე. წყარო: http://www.pro-clockers.com
  7. მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ ახალი Mid-Tower კეისი Thermaltake-სგან, რომელის სახელიცაა Armor A60. კეისი Mid-Tower სტანდარტისაა და თავსებადია Micro და ATX სტანდარტის დედაპლატებთან.დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან. მას გააჩნია სამი 5.25 გაფართოების სლოტი, ხუთი სლოტი 3.25 გაფართოების სლოტისთვის და ერთი 2.5 გაფართოების სლოტი SSD-სთვის. მის წინა პანელზე განთავსებულია ერთი ცალი USB 3.0 კონეკტორი, ერთი USB 2.0 კონეკტორი, ერთი eSATA და წყვილი აუდიო კონეკტორი. კეისში მაქსიმალური გაგრილებისთვის შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ხუთი ფენი. ორი(ერთი ფენი ლურჯი განათებით შედის კომპლეკტში) 12 სანტიმეტრიანი ფენი შეგვიძლია დავაყენოთ წინ ან სურვილისამებრ შეგვიძლია დავაყენოთ ერთი 20 სანტიმეტრიანი ფენი, უკან მას მოყვება ერთი 12 სანტიმეტრიანი ფენი რომლის სიჩქარეცაა 1000rpm და ხმაურის დონე აღწევს 16 დეციბალს. ასევე მოყვება ერთი 20 სანტიმეტრიანი ფენი, რომელიც დამაგრებულია კეისის "ჭერზე", რომლსი სიჩქარეც არის 800rpm და ხმარუსი დონე აღწევს 15 დეციბალს. სურვილისამებრ შეგვიძლია ეს 20 სანტიმეტრიანი ფენი შევცვალოთ ორი 12 სანტიმეტრიანი ფენით. ასევე შეგვიძლია დავამონტაჟოთ ორი ფენი 12 სანტიმეტრიანი ფენი, ერთი ქვემოთ და ერთი გვერდითა პანელზე. კეისში თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ წყლის გაგრილების სისტემა. კეისი იწონის 7.1 კილოგრამს. დავათვალიეროთ კეისი დეტალურად: კეისის ფასი შეადგენს 89.99$-ს. ლინკი ამაზონზე. წყარო: http://www.pro-clockers.com
  8. მოგესალმებით, დღეს წარმოგიდგენთ ახალ Mid-Tower კეისს. კომპანია Xion-მა გამოუშვა ახალი კეისი სახელად Predator, რომელიც Mid-Tower-ია. კეისი არის შავი ფერის ლურჯი განათებით. კეისი თავსებადია დღეს-დღეობით არსებულ ყველა დედაპლატის სტანდართან, დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან, აქვს ოთხი 5.25 გაფართოების სლოტი მყარი დისკისთვის, აქვს ორი 3.25 გაფართოების სლოტი Sata მყარი დისკებისთვის Plug And Play რეჟიმით. წინა პანელზე გააჩნია usb 2.0 eSATA და წყვილი აუდიო კონეკტორი. მის გაგრილების სისტემას განაპირობებს ოთხი ფენი. მას მოყვება ორი ფენი ლურჯი განათებით, რომლებიც დამაგრებულია წინ და უკან. თუ დაგჭირდათ დამატება ფენების გვერდზე შეგიძლიათ დააყენოთ ორი 12 სანტიმეტრიანი ფენი ან 1 20 სანტიმეტრიანი ფენი, ასევე აქვს ადგილი კეისის "ჭერზე" შეგიძლიათ დააყენოთ ორი 12 სანტიმეტრიანი ფენი ან ერთი 14 სანტიმეტრიანი ფენი. კეისი იწონის 7.28 კილოგრამს. მოდით ეხლა თვალი შევავლოთ კეისს, როგორც გარედან ისე შიგნიდან. ამ კეისის სილამაზე, გაგრილების სისტემა, გაფართოების სლოტები და ა.შ შეფასებულია 79,99 აშშ დოლარად. ლინკი ახალ კვერცხზე წყარო: http://www.pro-clockers.com
  9. კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა ნვიდიას ახალ GF106 ჩიპზე წარმოებული ახალი ვიდეო კარტა სახელად GTS 450. მისი მონაცემები: CUDA Cores: 192 Graphics Clock (MHz): 783 Processor Clock (MHz): 1566 Texture Fill Rate (billion/sec): 25.1 Memory Clock (MHz): 1804 Standard Memory Config: 1GB GDDR5 Memory Interface Width: 128 Bit Memory Bandwidth (GB/sec): 57.7 NVIDIA SLI®-ready: 2 Way SLI NVIDIA PureVideo® Technology NVIDIA 3D Vision Ready NVIDIA PhysX™-ready NVIDIA CUDA™ Technology Microsoft DirectX: 11 OpenGL: 4.0 Bus Support: PCI 2.0 x16 სურათებზე კარგად ჩანს რომ იკვებება ერთი 6 პინიანი კაბელით და აქვს ორი DVI შესაერთებელი. ეხლა გადავიდეთ ტესტებზე, კარტა გაიტესტა შემდეგ სისტემაზე: Testing Hardware: Motherboard: ASUS P7P55-E Deluxe Processor: Intel Core i5 665K @ 4.2GHz at 1.38 volts Ram: Patriot Viper II Sector 4GB 1600MHz DDR3 Video Card: Gigabyte GeForce GTS 450 HDD: Hitachi 1TB Power: Thermaltake Tough Power XT 850 (Sponsored by Thermaltake) Case: Microcool Banchetto Testing Software: Futuremark 3DVantage (Performance, High and Extreme settings at 1280x1024) Devil May Cry 4 (Built-in benchmark - DirectX 10 -1280x1024, No AA/4xAA) Maxon Cinebench Resident Evil 4 (1280x1024, No AA/4xAA) Street Fighter 5 (1280x1024/1920x1200, No AA/4xAA) Unigine DirectX 11 (1280x1024/1920x1200, 2xAA/4xAA) S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat (High, Extreme and Ultra, 4xAA) Bohemia Interactive ARMA 2 Codemasters Dirt 2 Watts Up Drivers: Windows Seven Ultimate 7 64-bit ATI Cat 10.2 3DMark Vantage: S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat: Devil May Cry 4: Unigine DirectX 11: Resident Evil 5: Street Fighter 4: ARMA 2: Dirt 2: Square Enix Final Fantasy XIV: Alien Versus Predator: Power Consumption: წყარო: http://www.pro-clockers.com ================================================================================================ მომწონს ეს კარტა, მიდ ენდია, ფაქტიურად GTS 250ია DX11ით და GF106 ჩიპით.
  10. მოგესალმებით ფორუმელებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კეისების წარმოებაში ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის Coolermaster-ის კეისი სახელწოდებით HAF X, რომელიც "Full Tower"-ია. დახასიათება: მატერია: ფოლადი+პლასმასა გაბარიტები: 230 x 550 x 590 mm / 9.1 x 21.7 x 23.2 inch წონა: 14,35 კილოგრამი დედა დაფის ტიპი: Micro-ATX / ATX / E-ATX / XL-ATX 5,25" ფორმატის HDD ბლოკი: 6 3,5" ფორმატის HDD ბლოკი: 5 2,5" ფორმატის HDD ბლოკი: 2 წინა პანელი: USB 3.0 x 2 USB 2.0 x 2 Audio x 1 Mic x 1 e-SATA x 1 1394a x 1 გაგრილების სისტემა: წინ: 230 x 30 mm red LED on/off fan x 1 ზევით: 200 x 30 mm fan x 2 (one optional) გვერდით: 200 x 30 mm fan x 1 უკან: 140 x 25 mm fan x 1 VGA ფენის "სადინარი": 120 x 25 mm or 120 x 38 mm fan x 1 (optional) VGA Holder: 80 x 15 mm fan x 1 (optional) კვების ბლოკის ტიპი: ქვემოთ ATX PS2 ეხლა კი დავათვალიეროთ ეს ლამაზი კეისი. ამ კეისის ყიდვა, როგორც სტატიაში ეწერა, ყიდვა შესაძლებელია 199$-ად. დიდი მადლობა აი ამ კომპანიას ასეთი კარგი პროდუქტის წარმოებისთვის: HAF სერიის კეისებიდან ყველაზე მეტად ამან მომხიბლა ძალიან მაგარი კეისია! გიგი ტ.
  11. მოგესალმებით, დღეს მინდა გაგაცნოთ ახალი გეიმინგ კეისი NZXT-სგან სახელად Vulcan. მონაცემები: მოდელი: Vulcan Series კეისის ტიპი: Gaming mATX ლედ განათების ფერი: სტაფილოსფერი წინა პანელი: 1xHD აუდიო/მიკროფონი, 2xUSB2.0, 1xeSATA წინა პანელის მატერია: პლასტმასი/ფოლადი გაბარიტები: 406mm x 180mm x 422.5mm ვიდეო ბარათის მინ. სიგრძე: >350mm (სტატიაში ეწერა რომ ამ კეისსში ჩაეტევა ATi Radeon 5970-ზე გრძელი კარტები) პროცესორის რადიატორის მაქს. სიმაღლე: 165mm (თუ კეისის გვერდზე არ გვეყენება ფენი) გაგრილების სისტემა: წინ, 1 X 120mm უკან, 1 X 92/80mm ზევით, 2 x 120mm გვერდზე, 1 x 200mm ადგილი HDD-სთვის: 5.25" ფორმატის HDD ბლოკი: 2 3.25" ფორმატის HDD ბლოკი: 4 კვების ბლოკის ტიპი: ATX წონა: 5.80 კილოგრამი თავსებადი დედა დაფები: MICRO-ATX, ITX მისი სურათები: მოკლედ მიკრო ატე ექსის პატრონებო გადააგდეთ თქვენი კეისი და იყიდეთ ეს კეისი სულ რაღაც 70 ამერიკულ დოლარად! გიგი ტ.
  12. მოგესალმებით, დღეს მინდა გაგაცნოთ Scythe-ს ახალი ფენ კონროლერი Kaze Master. მონაცემები: მოდელის დასახელება: Kaze Master Pro 5.25 მოდელის ნომერი: KM03-BK გაბარიტები: 148,5 x 42 x 83 mm / 5.85 x 1.65 x 3.26 in მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე: 0 - 9,990 rpm (თითო საფეხური 30 RPM) წონა: 325 g / 10.49 oz. სურათები: საკმაოდ ლამაზი, სადა და დახვეწილი დიზაინი აქვს ასევე ფუნქციებიც საკმაოდ კარგი აქვს. მისი ფასი შეადგენს 50 ამერიკულ დოლარს გიგი ტ.
  13. მოგესალმებით, დღეს მინდა გაგაცნოთ Noctua-ს ახალი პროცესორის ქულერი 6 სითბური მილაკით. რაღაც სერიოზული ჩანს ნამდვილად, ეხლა კი ვნახოთ მისი მონაცემები. როგორც ყველა ახალი ქულერი, ესეც თავსებადია ინტელის LGA1366, LGA1156, LGA775 და ამდ-ს AM2, AM2+, AM3 სოკეტთან. მისი გაბარიტები(ქულერის გარეშე): სიმაღლე: 90მმ სიგანე: 126მმ სიღრმე: 152მმ წონა: 550გრ მისი გაბარიტები(ქულერით): სიმაღლე: 114მმ სიგანე: 140მმ სიღრმე: 152მმ წონა: 730გრ ეს ქულერი თავსებადია 140მმ და 120მმ ქულერებთან. მას მოყვება 140მმ ქულერი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე არის 1200RPM, აქვს 110,3 m³/h ჰაერის გამტარობა და მისი ხმაურის დონე შეადგენს 19,6dBa. ეხლა კი დავათვალიეროთ ეს ქულერი. მომწონს ეს ქულერი ეს ქულერი გატესტეს შემდეგ სისტემაზე: დედაპლატა: ASUS P7P55D-E Deluxe პროცესორი: Intel Core i5 750 @ 3.8GHz 1.3 volts ოპერატიული მეხსიერება: OCZ DDR3 1600 4GB Dual Channel ვიდეო ბარათი: Sapphire HD 5750 მყარი დისკი: Hitachi 1TB კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT 850 კეისი: NA გაგრილება: Noctua C12P SE14 ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows 7 64-bit თერმო პასტა: Arctic Silver 5 გიგი ტ.
  14. გამარჯობა! მინდა წარმოგიდგინოთ ახალი კეისი Thermaltake-სგან რომლის სახელწოდებაცაა:Armor A90 Tower თავიდანვე გეტყვით რომ ამ მშვენიერი კეისის შეძენა სულ რაღაც 94 დოლარადაა შესაძლებელი. ეს კეისი არის Mid-Tower სტანდარტის კეისი, იგი განკუთვნილია Standart ATX, Micro-ATX დედა დაფებისთვის. კეისი დამზადებულია SECC მატერიისგან, მისი გვერდითა პანელი არის გამჭვირვალე. კეისის გაბარიტებია: 502 (H) x 210(W) x 515 (L) mm და იწონის 8,2 კილოგრამს და რაც მთავარია ეს კეისი არის სულ შავი, გარედანაც და შიგნიდანაც. მისი გაგრილების სისტემა კი ასე გამოიყურება: -წინ (შემტანი) : 120 x 120 x 25 mm Blue LED fan, 1000rpm, 16dBA; 120 x 120 x 25 mm (optional) or 200 x 200 x 20 mm (optional) -უკან (გამტანი) : 120 x 120 x 25 mm TurboFan, 1000rpm, 16dBA -ზევით (გამტანი) : 200 x 200 x 20 mm Blue LED fan, 800rpm, 15dBA -გვერდით (შემტანი) : 120 x 120 mm (optional) ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს კეისი: უფ რამდენი სურათია არა? :D მოკლედ ჩემი აზრით ეს არის იდეალური კეისი ფასი/ხარისხი/დიზაინი. 94$ად ესეთი კეისი არც თუ ისე ბევრია დღევანდელ ბაზარზე.
  15. მოგესალმებით და წარმოგიდგენთ პროცესორის ქულერ G950-ს. კომპანია Dynatron-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელწოდებით Dynatron G950 Genius. მისი ყუთი არის სადა დიზაინის, გამოსახულია ქულერი და აწერია მისი სპეციფიკაციები. მის კომპლეკტში შედეს Intel LGA 1156, 1366, 775 და AMD AM3, AM2+, AM2 სოკეტის სამაგრები. რადიატორი, ფენი და User Manual-ი. მისი ზომებია 124 x 148 x120mm და იწონის 795 გრამს. ეს ქულერი დამზადებულია ალუმინის ფირფიტებისაგან და "გაყრილი" აქვს 4 ჰითფაიფი ანუ სითბური მილაკი. მისი ფენის ზომები არის 120 x 120 x 25mm, მისი სიჩქარე 20%-ზე არის 1000 RPM, 50%-ზე 1300 RPM და 100%-ზე ანუ მაქსიმალურ სიჩქარეზე მისი სიჩქარე შეადგენს 1600 RPM-ს. როდესაც ფენი მუშაობს 20%ზე იგი მოიხმარს 0.6w დენს, 50%-ზე 1.2w-ს და 100%-ზე 5.4w-ს. 20%ზე მუშაობისას მისი ჰაერის გამტარობა შეადგენს 42,5 CFM-ს, 50%-ზე 55,2CFM-ს და 100%-ზე 68 CFM-ს. თუ ჩვენ დავაყენებთ მის ფენს 20%-ზე მისი ხმაურის დონე 19.1 დებლიციდს მიაღწევს, 50%-ზე 23.8 დებლიციდს და 100%-ზე 26 დებლიციდს აღწევს მისი ხმაურის დონე. ჩემი აზრით საკმაოდ "წყნარი" ფენია. მოდით ვნახოთ ეს ქულერი უფრო დეტალურად: აი ესეც ჩვენი გენიოსი ქულერი. ეხლა კი ვნახოთ თუ რა შეუძლია ამ ქულერს სინამდვილეში. ტესტირება ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: დედაპლატა: Gigabyte GA-EP55A-UD6 პროცესორი: Intel Core i7 860 @ 3.8GHz 1.38 volts ოპერატიული მეხსიერება: G-Skill ECO PC12800 4GB Dual Channel ვიდეო ბარათი: XFX HD 4770 მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების წყარო: Thermaltake Tough Power XT 850 (Sponsored by Thermaltake) კეისი: - პროცესორის ქულერი: Dynatron Genius ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3 თერმო პასტა: Arctic Silver 5 აი ტესტის შედეგებიც: ამ ქულერის ფასი შეადგენს სულ რაღაც 34 აშშ დოლარს. -==========================================================================- ჩემი აზრით თავის ფასში საუკეთესო ქულერია.
  16. მოკლე აღწერა: საკმაოდ ცნობილმა და გაგრილებაში გამოცდილმა კომპანია Coolermaster-მა გამოუშვა Mid-Tower კეისი სახელად USP 100. ეს კეისი შესანიშნავი დიზაინის მქონეა, მასში ძალიან კარგად არის შეხამებული შავი და წითელი ფერები. მას მოყვება eXtreme Power Plus 550 ვატიანი კვების ბლოკი. გაბარიტები და სხვადასხვა დამახასიათებლები: ფერები: წინა მხარე: წითელი/მთლიანი კეისის ფერი: შავი მატერია: ფოლადი/პლასტმასის ბადე გაბარიტები: 214 x 483 x 508 mm წონა: 7.2კგ მაზერბორდის ტიპი: Micro-ATX/ATX 5.25" ფორმატის HDD ბლოკი: 4 3.5 ფორმატის HDD ბლოკი: 7 წინა პანელი: 2xUSB 2.0,MIC x1, Audio x1 (HD აუდის მხარდაჭერით) გაგრილება: წინ აქვს 1 ცალი 120მმ ფენი წითელი ლედ ნათურით, მისი სიჩქარე 1200 RPM-ა ხმაურის დონე 19dBA.(კომპლეკტში შედის) ქვემოთ: 80 / 90 / 120 mm ფენი x1 (არასავალდებულო) უკან: 80 / 90 / 120 mm ფენი x1 (არასავალდებულო) გვერდზე: 80 / 90 / 120 mm ფენი x1 (არასავალდებულო) -=============================================================================================================- ძალიან მომეწონა ეს კეისი, სადა დიზაინი ფერების კარგი შეხამება. :)
  17. კომპანია Coolink-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად Corator, რომელიც დამზადებულია GDT(Gapless Direct Touch) ტექნოლოგიით. ეს პროცესორის ქულერი დევს ყუთში და მის კომპლეკტში შედის: რადიატორი, 120მმ ჰიდრო-დინამიკური ფენი, იუზერ მანუალი, ფენის სამაგრები, თერმოპასტა და LGA1366,1156,775 და AMD AM2,AM2+,AM3 სოკეტის სამაგრები. მისი მწვანე ფენის სიჩქარე შეადგენს 1700 RPM-ს და მისი ხმაურის დონე დონე 27.1 დებლიციდამდე აღწევს. ჩვენდა სამწუხაროდ ტესტები არ იყო. ამ ქულერი ფასი შეადგენს 59.90 აშშ დოლარს.
  18. კომპანია Cogage-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად TRUE Spirit. (იხ. სურათი) შეფუთვა და შიგთავსი: როგორც ყველა ქულერი დევს ყუთში () (იხ. სურათი) უკანა მხარეს მას ახატია მისი შემადგენელი ნაწილები და აწერია სპეციფიკაციები. (იხ. სურათი) ამ ქულერის ზომებია 133 x 156 x 38 mm და მისი წონა 670 გრამს შეადგენს. ქულერს გააჩნია 4 სითბური მილაკი რომელზეც "აცმულია" 48 ცალი ალუმინის ფირფიტა. ასევე მას მოყვება ერთი 120mm ფენი რომლის ზომებიცაა 120 x 120 x 25mm, სიჩქარე 1000 ~ 1500 RPM, 35-66.5CFM ჰაერის გამტარობა და ხმაურის დონე 19.6-37.4 dBA-ა. ეს ქულერი განკუთვნილია LGA 1156 და LGA 1336 სოკეტისთვის. ეს ქულერი სულ რაღაც 45$-ია. როგორც ვიცით ქულერში მთავარი მისი ეფექტურობაა და არა დიზაინი, ამისთვისაც წარმოგვიდგინეს ტესტები რომელიც ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: დედაპლატა: Gigabyte GA-EP58-UD4P პროცესორი: Intel Core i7 920 @ 3.8 @ 1.4v ოპერატიული მეხსიერება: Patriot DDR3 PC12800 6GB Tri-Channel ვიდეო კარტა: Sapphire HD3870 Toxic მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT კეისი: Coolermaster CM Sniper ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3 თერმოპასტა: Arctic Silver 5 გამოყენებული პროგრამები: OCCT Real Temp CPU-Z ამ ტესტში მონაწილეობას იღებდა 2 ქულერი: 1) Cogage TRUE Spirit 2) Thermalright Ultra 120 EX საბოლოო ჯამში ულტრა 120-მა აჯობა, მაგრამ ამ ქულერმა ცუდი შედეგი არ აჩვენა.
  19. კომპანია Cool Age Frozen-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი Orb X120 Transform შეფუთვა და შემადგენელი ნაწილები უკანა მხარეს მის ყუთს აწერია სპეციფიკაციები. ამ ლამაზ ყუთში დევს ეს დიდი რადიატორი, LGA 775 1156 1336 და AM2 AM2+ AM3 სოკეტების სამაგრები, თერმოპასტა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ქულერს არ მოყვება ფენი. სპეციფიკაციები: ქულერის ზომა: 126x63x150 mm სითბური მილაკი: სპილენძის 6mm 6 ცალი ფირფიტები: დამზადებულია ალუმინისგან (რაოდენობა არ ეწერა) ქულერის წონა: 750 გრამი მართალია ამ ქულერს ფენი არ მოყვება მაგრამ, არ იფიქროთ რომ მას ფენი არ უყენდება. (მაშინ ქულერი კი არა ჯართი იქნებოდა ) ამ ქულერს შეგვიძლია დავუმაგროთ 1 ცალი 120 mm-იანი ფენი. მართალია ეს ქულერი საკმაოდ კაია ვიზუალურად, ვნახოთ რა შეუძლია მას რეალურ საქმეში. ამიტომ გული არ დაგვწყვიტეს და მოგვაწოდეს ტესტები, რომლებიც შემდეგ სისტემაზე იყო გატესტილი: დედაპლატა: Gigabyte GA-EX58 UD5P პროცესორი: Intel Core i7 920 @ 3.8 @ 1.4v ოპერატიული მეხსიერება: Patriot DDR3 PC12800 6GB Tri-Channel ვიდეო კარტა: Sapphire HD3870 Toxic მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT ოპერაციული სისტემა: Windows Seven RC თერმო პასტა: Arctic Silver 5 ტესტში მონაწილეობას იღებდა 4 ქულერი: 1) Cool Age Frozen Orb X120 Transform(SX2) 2) Thermalight T.R.U.E (SX2) 3) Cool Age Frozen Orb X120 Transform(Scythe) 4) Thermalight T.R.U.E (Scythe) შენიშვნა:SX2 და Scythe ფენის ფირმებია მემგონი არც ისე ცუდი ქულერია, კარგი ფენი უნდა და ეგაა რა :)
  20. კომპანია Thermaltake-მა გამოუშვა ქულერი Massive 23 CS ნოუთბუქისათვის. (იხ. სურათი) ამ ქულერს გააჩნია ერთი 23სანტიმეტრიანი ფენი, ფერად-ფერადი LED-ით რისი შეცვლაც ერთი ღილაკის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს ქულერი იღებს მაქსიმალურად დიდ ჰაერს რათა კარგად გააგრილოს ჩვენი ნოუთბუქი. მისი ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან. ამ საჭირო და ფერად ქულერს აქვს 10 ~ 17-იანი ნოუთბუქების საპორტი. (ძირითადად Wide-Screen). ალბათ გაინტერესებს თუ როგორ ან სად ერთდება ეს ქულერი. გეტყვით, ეს ქულერი მაგრდება ერთი USB კაბელით ნოუთბუქში, რომელსაც გააჩნია ON ~ OFF ღილაკი. (იხ. სურათი) ამ ქულერის ფენის ზომებია 200 x 200 x 20 mm, აქვს 57CFM ჰაერის გამტარობა და მისი ხმაურის დონე 17dBA-ა, ხოლო ამ ფენის სიჩქარეა 600 ± 200 RPM. საინტერესოა თუ როგორ გამოიყურება ეს ქულერი. (იხ. სურათი) ამ ქულერის ფასი სულ რაღაც 59.98 აშშ დოლარია :)
  21. კომპანია Thermaltake-მა გამოუშვა პროცესორის ლამაზი დიზაინის მქონე ქულერი SpinQ VT (იხ. სურათი) მის კომპლეკტში შედის, 80-იანი ფენი რომლის სიჩქარეცაა 1000 ~ 1600 RPM და აქვს წითელი ფერის LED Lighting ეფექტი და რა თქმა უნდა რადიატორი რომელსაც აქვს სამი 6 mm-იანი სითბური მილაკი, რომელზეც "აცმულია" 50 ალუმინის ფირფიტა, რომლებიც საკმაოდ სიმპატიურადაა განლაგებული. ქულერი რისი ქულერია თუ არ მოყვა სოკეტის სამაგრები . კომპანიამ არ დაიშურა სოკეტების სამაგრები და ამ ქულერს მოაყოლა შემდეგი სოკეტის სამაგრები: Intel LGA 775,1156,1336 და AMD AM3, AM2+, AM2. (იხ. სურათი) სპეციფიკაციები: ფენის განზომილება: 80mm x 85 mm რადიატორის განზომილება: 120.1mm x 159mm რადიატორის მასალა: 50 ცალი ალუმინის ფირფიტა სითბური მილაკი: 6mm x 3 ფენის სიჩქარე: 1000 ~ 1600 RPM ხმაურის დონე: 19 ~ 28dBA კონეკტორის ტიპი: 3 Pin წონა: 495 გრამი მოდით ვნახოთ ქულერი უფრო ახლოს და დავტკბეთ მისი დიზაინით. საინტერესოა თუ რა შეუძლია ამ ლამაზ ქულერს: ტესტში მონაწილეობას იღებს 4 ქულერი, ესენია: 1) Thermaltake SpinQ VT 2) Tuniq Tower 120 Extreme 3) Polimatech Megahalems B 4) Coolermaster TX3 ტესტი ჩატარდა აი ამ სისტემაზე: დედაპლატა: Gigabyte GA-EP55A-UD6 პროცესორი: Intel Core i7 860 @ 3.8GHz 1.38 volts ოპერატიული მეხსიერება: G-Skill ECO PC12800 4GB Dual Channel ვიდეო კარტა: XFX HD 4770 მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT 850W ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3 თერმო პასტა: Arctic Silver 5 აი შედეგიც:
  22. GlacialTech-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად F101, ეს სახელი აღებულია General Electric turbo-fan engine-დან, რომელიც იყო ავიაბომბერი და დამყარებული აქვს 61 მსოფლიოს რეკორდი. (იხ. სურათი) შეფუთვა და მოწყობილობა: ეს ქულერი შეფუთულია დიდ ყუთში და ამ ყუთზე გამოსახულია, ზემოთ ხსენებული ავიაბომბერის ელემენტები. მის უკანა მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ ამ ქულერის დეტალები. (იხ. სურათი) როდესაც ვიყიდით ამ ქულერს და გავხსნით შიგნით დაგვხვდება: ფენი, რადიატორი, თერმო პასტა, იუზერ მანუალი და Intel LGA775,1156,1336 და AMD AM2/AM3 სოკეტის სამაგრები. (იხ. სურათი) დიზაინი და ფუნქციალურობა: ამ ქულერის ზომებია 143x86x148 mm და იწონის 750 გრამს. (იხ. სურათი) საკმაოდ ლამაზი და უცნაური ქულერი გამოუვიდა GlacialTech-ს. მას აქვს 5 სპილენძის სითბური მილაკი. პირველ "სართულზე" მას აქვს 20 ალუმინის ფირფიტა,რომელთა ზომებია 109x52 mm, ხოლო მეორე "სართულზე" მას აქვს 39 ალუმინის ფირფიტა, რომელთა ზომებია 143x52 mm. ეს ყველა ალუმინის ფირფიტა ზის 5 სპილენძის სითბურ მილაკზე. (იხ. სურათი) მისი ძირითადი ფირფიტა არის 50x38 mm და არის პრიალა ზედაპირის. (იხ. სურათი) როგორც მოგახსენეთ, მის კომპლეკტში შედის ფენი რომელიც საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. (იხ. სურათი) ამ ფენს აქვს შვიდი ფრთა და მისი ზომებია 120x120x25 mm. ფენის სიჩქარეა 800 ~ 1700RPM და აქვს 70CFM ჰაერის გამტარობა, ხოლო მისი ხმაურის დონე 32dBA-ა. ასევე არსებობს ამ ფენის Silent მოდელი რომელის სიჩქარეცაა 1100 RPM და აქვს 44CFM ჰაერის გამტარობა, ხოლო მისი ხმაურის დონე 21 dBA-ა. ამ ავიაბომბერის ფასი სულ რაღაც 55 აშშ დოლარია.
  23. ტაივანურმა კომპანიამ GlacialTech-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი Igloo 5710 Plus Silent. (იხ. სურათი) შეფუთვა და მოწყობილობა: ის შეფუთულია პატარა ყუთში, პლასტმასის ხელის მოსაკიდით და მის კომპლეკტში შედის: Intel: LGA 1366 და LGA 775 სოკეტის სამაგრები. AMD: AM2 და AM2+ სოკეტის სამაგრები. ასევე მისი ყუთის უკან ჩამოწერილია მასთან თავსებადი პროცესორების სია. მოყვება 1 ცალი 100x100x25 mm ფენი და User Manual-ი. (იხ. სურათი) ეს ქულერი დამზადებულია ჩინეთში და მისი ფასია სულ რაღაც 34 აშშ დოლარი. დიზაინი და ფუნქციალურობა: ქულერის ზომებია 75x99x139 mm და იწონის 425 გრამს. მას აქვს 3 სპილენძის მილი და 49 ცალი ალუმინის ფირფიტა, რომელთა სისქე 0.35mm-ა. ფირფიტები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან 1.9 mm-ით. ქულერის დამახასიათებლები: მისი ფენის სიჩქარეა 1300RPM, აქვს 25CFM ჰაერის გამტარობა და მისი ხმაურის დონე 25 dBA-ა.
  24. კომპანია Tuniq-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი Tuniq Tower 120 Extreme CPU Cooler. მის კომპლეკტში შედის: ფან კონტროლერი, Tuniq TX-3 თერმოპასტა და Intel: Socket 1366, Socket 775, AMD: Socket AM3, AM2, AM2+, 939, 940 სამაგრები. მახასიათებლები: მისი სიმძიმეა 941 გრამი. იგი აგებულია ალუმინის ფირფიტებისგან დასპილენძის სუთბური მილაკებისგან. ამ გიგანტური ქულერის ფენის ზომებია 120 x 25mm, ფენის სიჩქარეა 1000 ~ 2000 RPM ხოლო ფენის ხმაურის დონე 16 ~ 20 dBA-ა. ამ გიგანტური ქულერის ფასი სულ რაღაც 65$-ია. ეს ჩემი პირველი "სტატიაა" და თუ რამე არასწორად მაქვს შემისწორეთ :baby:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.