Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10293
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Posts posted by სოსო

  1. CPU-Z

     

    CPU Overclocking Database

    Georgian Ranking

    Overclockers.ge ქმნის საქართველოში პრველ CPU-ების აჩქარების მონაცემთა ბაზას. აქ ჩვენ შევინახავთ ყველა შედეგებს რომელიც ქართველი Overclocker-ების მიერ არის მიღწეული. აქ ნათლად გამოჩნდება თუ ვინ არის საქართველოში ჩემპიონი პროცესორების დარაზგონებაში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.

    რანკინგში მონაწილეობის მსურველებმა!

    • შეავსეთ Hall Of Fame Editor-ი
    • Hall Of Fame Editor-ის შევსების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ სურათზე: Photo
    • CPU-Z-ის ვალიდაციის ლინკი( CPU-Z)
    • სასურველია Screenshot-ი იდოს საიმედო სერვერზე (მაგ. www.radikal.ru)
    • დააწექით submit-ს და გენერირებული სკრიპტი ჩართეთ თქვენს Post-ში, ფორუმზე
    • მიიღება შედეგები მხოლოდ HOF Ed.-ის სრულყოფილი კოდით

      წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შედეგები არ დაფიქსირდება!!!

    მონაცემები მიიღება შემდეგ კატეგორიებში:

    • Highest Frequency Reached
    • Highest FSB Reached
    • Highest Frequency Reached with an AMD CPU
    • Highest FSB Reached with an Intel CPU
    • Highest RAM Frequency
    • Lowest Frequency Reached

    საქართველოს რანკინგი

    Georgian Ranking

    Highest Frequency Reached :

    Highest FSB Reached :

    Highest Frequency Reached with an AMD CPU :

    Highest BCLK reached

    • Upvote 6
  2. თუ რა არის HWbot და რა ხდება მანდ მშვენივრად უწერია OverDozeD-ს HWbot.org, FAQ

    HWbot-ზე ქულების დაწერისთვის სულაც არ არის აუცილებელი ულტრა High End კონფიგურაციის ქონა, საკმაო ქულების მოგროვება შეიძლება Low End კონფიგურაციითაც.

    მე დავწერ იმაზე თუ როგორ გავიგოთ საერთოდ ქულის დაწერა შეიძლება თუ არა კონკრეტული პროცესორით ან ვიდეო კარტით და როგორ მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია.

    ძალიან ადვილია ძებნის ფუნქციის პოვნა:

    383dedd4ffb3t.jpg

    ეხლა ავიღოთ ჩემი ვიდეო კარტა 6800 GS და მის მაგალითზე განვიხილოთ

    სიტყვაზე მაინტერესებს რა ქულები უნდა მოვაგროვო ბენჩმარკებში რომ HWbot-ზე ქულები დავაგროვო.

    როგორც გიოს თემიდან ვიცით ვიდეო კარტაზე ქულების მოგროვება შეიძლება შემდეგ ტესტებში:

    Aquamark-ში და 3D მარკებში 01, 03, 05, 06 და Vantage

    უნდა გავითვალისწინოთ რომ ერთდროულად რამოდენიმე ბენჩმარკში ძებნა ძნელია

    შეგვიძლია ძებნისას მივუთითოთ მხოლოდ ვიდეო კარტა მაგრამ არეული იქნება ბენჩები იმტიომ რომ პირველი, მეორე ადგილის მიხედვით დაალაგებს და არა ისე როგორც ჩვენ გვაწყობს

    მე ვიცი რომ ჩემი ვიდეო კარტა არის GDDR3-ზე 512 MB-იანი და GPU NV41 ბირთვზე (ძებნისას DDR-ებსაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება)

    567b6cafd610.jpg

    ვიწყებ ძებნას

    03223aea842et.jpg

    როგორც სურათზე ჩანს ჯერ ავარჩიე ბენჩმარკი ამ შემთხვევაში Aquamark-ი

    შემდეგ ავარჩიე 1 ვიდეო კარტა amaunt 1 (single) რადგან ერთი ვიდეო კარტა მაქვს. რამოდენიმეს ვიდეო კარტის შემთხვევაში აირჩევ რაოდენობის მიხედვით რადგან შედარება და ქულები ერთი და ბევრი ვიდეოს შემთხვევაში განსხვავებულია.

    დავუბრუნდები ბოლო სურათს

    შემდეგ ჩავწერე 6800 დავაყოვნე და თვითონ ამომიყარა უამრავი ვარიანტი რომლებიდანაც ავარჩიე ზუსტი მოდელი 6800 GS NV41 512mb-იანი ვერსია

    მთავარია სწორად დაიწყოთ მოდელის ჩაწერა. თუ დარწმუნებული არა ხართ მოდელის სახელში დაიწყეთ ჩაწერა და არსებული ვარიანტებიდან ამოარჩიეთ. აქ რო დამწეყო მე პირდაპირ წერა 6800GS ვერაფერსაც ვერ ვიპოვნიდი ხოლო რო ჩამეწერა პრიდაპირ 6800 GS უკვე სწორი გზით წავიდოდი ანუ პრაბელები გადამწყვეტია ძებნისას და არ იჩქაროთ დაელოდეთ საიტს რა ვარიანტებს გთავაზობთ.

    მოკლედ ავირჩიე ჩემი ვიდეო კარტა მარტო იმ პარამეტრებით რაც დავწერე დანარჩენ პარამეტრებს ვიდეო კარტის შემთხვევაში არ ვუყურებ. ანუ პროცესორი მაზერი და ეგეთები მკიდია. აქ მთავარია რომელი ვიდეოა არავინ უყურებს ნეჰალემზე გაბენჩე თუ E2200-ზე

    7b222c0b0143t.jpg

    http://hwbot.org/searchResults.do?directio...;minTotalPoints

    აი შედეგი რაც ამომიყარა ეხლა ეს რას ნიშნავს ანუ პროცესორი მე (Utilizatori მე ვარ) ბევრად უკეთ მაქვს დარაზგონებული ვიდრე მეორე შედეგის პატრონს (Atte (3DChip Germany)) მე 4.5-მდე იმას 3.5-მდე მაგრამ ვიდეო Atte (3DChip Germany) აქვს 500/625 სიხშირეებზე

    მე კიდევ 480/600 სიხშირეებზე რის გამოც მაჯობა.

    მეორე ადგილს რო ვაჯობო ვიდეო უნდა დავარაზგონო მასზე უკეთესად.

    თუ სურათებს ჩავუღრმავდებით აქუამარკში მას აქვს მოგროვილი ვიდეოს ქულა GFX 14.211

    ხოლო CPU ქულა 21.223

    ჩემი შედეგებია GFX 12.579

    ხოლო CPU ქულა 24.870

    როგორც ჩანს აქუამარკში ვიდეოს რაზგონს მეტი მნიშვნელობა აქვს და ქულების მომატება თუ მინდა ვიდეო 500/625 ამაზე მეტად უნდა დავარაზგონო.

    სხვა სიტუაციაა 2006-ში სადაც პროცესორს მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე აქუამარკში (თორემ ისე ზოგადად 3D ტესტებში ვიდეოა გადამწყვეტი :)) და იგივე რაზგონზე იგივე კონფიგურაციით ჩემი შედეგი უკეთესია ვიდრე Atte (3DChip Germany)-ს შედეგი

    87c393bcad23t.jpg

    http://hwbot.org/searchResults.do?directio...minTotalPoints=

    ასევე ხდება 2005-შიც და 2001-შიც, ხოლო 2003-ში ვიდეოს რაზგონის ხარჯზე ისევ Atte მჯობნის.

    ეხლა მე ამ კაცს არაფერს ვერჩი :D

    უბრალოდ მაგლითად მომყავს რომ სხვადასხვა ბენჩმარკში სხვადასხვა ადგილს ელოდეთ ერთი და იგივე კარტით იმის მიხედვით თუ რომელ პროცეორზეა ტესტი ჩატარებული. შედარებით ახალ ტესტებში 05, 06 და განსაკუთრებით ვანტაჯში პროცესორს უფრო მეტი მნიშვნელოაბ აქვს ხოლო ძველებში ვიდეო კარტას უფრო მეტი მნიშვნელობა.

    დალშე ძებნისას ვიდეო კარტას თუ არ შეცვლით უბრალოდ ბენჩმარკის შეცვლით სწრაფად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ბენშის შედეგი მაგ ვიდეო კარტისთვის.

    აქ საინტერესოა რომ ეხლა ვინმემ 6800 GS რო გაბენჩოს ქულა ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვს ნებისმიერ ბენჩმარკში რაც არ უნდა შედეგი დააფიქსიროს !!!!

    იმიტომ რომ უკანასკნელი შედეგი ყველგან 1 ქულაზე მეტია და ქულებიც გარანტირებული.

    სხვა სიტუაცია მაგალითად 8800 GTS 320-ის შემთხვევაში

    ვნახოთ რა შედეგი უნდა დავაფიქსირო ქულა რომ მოვიპოვო ვანტაჯში

    http://hwbot.org/searchResults.do?directio...minTotalPoints=

    ძებნისას ამოდის ასეთი შდეგები ბოლო ქულა 2.4-ია მარა next კნოპკა მუშაობს გამოდის კიდევ არის შედეგები (6800-ისგან გასნხვავებით სადაც next რო დააჭერ შედეგები აღარ არის მეტი)

    http://i048.radikal.ru/0911/12/28496f3f674b.jpg

    შემდეგ გვერდზე ვნახულობთ რომ უკანასკნელი ქულა არის 6921

    გამოდის რომ სადღაც 6921 ან მეტი უნდა დავაგროვო ქულის იმედი რომ მქონდეს მაგ ტესტში (ვინმემ 6920 თუ დააფიქსირეთ დადეთ შედეგი შეიძლება ქულა მაინც მოგცეთ ;))

    აქვე ვნახოთ 2001

    http://s54.radikal.ru/i146/0911/55/72a0726b04e7.jpg

    გამოდის მინიმუმ 81677 უნდა დავაგროვო ამ ტესტში 8800 GTS კარტით (ეს 320MB-იანია არ აგერიოთ სხვაში 640-ში ან 512-იანში იქ ცალკე შედეგებია) რომ რაიმე ქულა ავიღო

    თუ დავაკვირდებით დეტალურად ბოლო ქულის პატრონების შედეგებს 2001-ში 8800 GTS 320-ზე

    KonradGT-ის შედეგი

    პროცესორი 5436mhz

    ვიდეო 660/1050mhz

    ან დაახლეობით ასეთი რაზგონი მინდა ქულებისთვის

    ან fr@me-ის შედეგი

    პროცესორი 4680mhz

    ვიდეო 783/1080mhz

    როგორც ხედავთ ან პროცესორი უნდა გამეყინა ან ვიდეო უნდა დამერაზგონებინა 783/1080mhz -მდე შედეგისთვის

    სამწუხაროდ მე ჩემი პროცესორით საშუალოდ 4700-ზე ვბენჩავ მაგრა ვიდეო 783/1080mhz სიხშირეებამდე ვერ დავარაზგონე და ქულაც ვერ მოვიპოვე.

    ასევე ვანტაჯში თავის დროზე http://hwbot.org/compare.do?resultId=815578 ამ შედეგით 1.7 ქულაც მქონდა მაგრამ გაბენჩა ხალხმა, მაჯობეს და დამტოვეს ქულის გარეშე. ასე რომ არაფერია მარადი დედამიწის ზურგზე და გაითვალისწინეთ :D

    მოკლედ ვიდეო კარტის ძებნისას გაითვალისწინეთ რომ მიუთითეთ მხოლოდ ვიდეო კარტის მოდელი და რაოდენობა. ძებნის და შედეგის დაფიქსირების დროს პროცესორს მნიშვნელობა არა აქვს. სულ რომ მოფლიოში პირველი შედეგი მქონოდა სიტყვაზე E8400-ით და 8800 GTS ვიდეო კარტით ტაშს არავინ დამიკრავს და არავინ უყურებს რა პროცესორი მქონდა core duo თუ ნეჰალემი. Aquamark-ში და 3D მარკებში 01, 03, 05, 06 და Vantage ბენჩებში მთავარია ვიდეო!

    პროცესორის შემთხვევაში ვუთითებთ მარტო პროცესორს და სოკეტს ანუ 1X singel socket ნუ თუ სერვერული კომპი გაქვთ და რამოდენიმე პროცესორიანი სისტემა მაშინ მიუთითებთ შესაბამის რაოდენობას.

    აქაც პროცესორის ჩაწერისას დავაყოვნებთ მაგალითად E8400-ზე ჩავწერე 8400 და თვითონ მომცა რამოდენიმე ვარიანტი ამოსარჩევად E8400, P8400, Q8400 და ამდეს ფენომ X3 8400. მოკლედ აქაც იგივე პრინციპია როგორც ვიდეოს ამორჩევისას.

    ქულების მომტანი 2D ბენჩებია:

    CPU-z

    Pifast

    PC mark 05 (PC mark 04 და Vantage მარტო თასებია ქულებს არ იძლევა ისევე როგორც sisoft sandra)

    superpi 1mb

    superpi 32 mb

    wprime 32 mb

    wprime 1024mb

    მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პროცესორს დანარჩენი ჰარდი დაიკიდეთ. არავის აინტერესებს DDR2-ია თუ DDR3

    არავის აინტერესებს რომელ მაზერზე გაბნეჩეთ და ასე შემდეგ. მთავარია კონკრეტული პროცესორის მოდელი.

    ვნახოთ E8400-ზე CPU-z ქულები

    პირველ გვერდზე ბოლო შედეგი 1.4-ია ვაჭერთ next და ვნახულობთ

    http://i074.radikal.ru/0911/70/ff322d6aaa74.jpg

    გამოდის მინიმუმ 5830-მდე უნდა დავარაზგონოთ E8400 რომ ქულა დავაგროვოთ ე.ი. აზოტები და ყინულები გვინდა :)

    ასევე superpi 1MB-ში 5760-მდე მოგვიწევს რაზგონი.

    http://i064.radikal.ru/0911/4b/9b77c9c59fee.jpg

    superpi 32-ში სხვა სურათია

    http://s57.radikal.ru/i155/0911/18/863ba0ce027f.jpg

    აქ სტავკებმა უფრო დაიწია 5046-ზეც კი აქვს ქულებიდ აწერილი მასტს. უბრალოდ აქ თუ დეტალებს დააკვირდებით დატვიკულია ოპერებიც და მთელი სისტემაც. ასეთი შედეგებისთვის სერიოზული ტვიკები გინდათ რაზეც BGI-ს უწერია მშვენივრად SuperPi FAQ.

    ეს ყველაფერი რაც დავწერე შეეხება ე.წ. hardware ქულებს. რომლებსაც თუ მოაგროვებ 300 ქულას დალშე რაც არ უნდა hardware ქულები აგროვო global ქულებში არ მოგემატება თუმცა გუნდს რომლის წევრიც ხარ ეს ქულები კაპიკ-კაპიკ ჩაერიცხება :D

    hardware ქულები იწერება კონკრეტულ ჰარდზე. ანუ სიტყვაზე ვიდეო კარტა ავიღოთ 6800 GS NV41 512-ს აქვს თავისი რანკინგი და აქ აღებული ქულები მარტო ამ ვიდეო კარტას ეხება და მსოფლიო მაშტაბებში არ გადის.

    აი global ქულები ეს არის ქულები რომელშიც მნიშვნელობა არა აქვს ვიდეო კარტასაც კი !!!!

    ავიღოთ 3dmark 05

    და 1 ვიდეო კარტაზე

    აქ პირველ ადგილზე არის 4870X2

    ხოლო მეორეზე GTX295

    http://i048.radikal.ru/0911/18/d536fba64c5f.jpg

    ორივეს თავის რანკინგში 1 ადგილი და შესაბამისად 15-15 ქულა აქვთ hardware ქულებში

    მაგარამ ორივეს ემატება global ქულები 104 და 83.2 შესამბამისად

    ანუ ნებისმიერი ვიდეო კარტის შედარება ხდება თავისივე მსგავს ვიდეო კარტებთან რაშიც ეწერებათ hardware ქულები

    და შედარება ხდება მსოფლიოში არსებულ ყველა ვიდეო კარტასთან რაშიც იწერება global ქულები.

    დროთა განმავლობაში ეს ორივე მეფე დატოვებს თავის ტახტს.

    HD5970-ით აუცილებლად მოიხსნება ყველა რეკორდი და 1-ლი ადგილის გლობალ ქულებიც მისი პატრონის ხელში გადავა.

    ცალკე რანკინგია 2 და 3 ვიდეო კარტის შემთხვევაში

    http://s02.radikal.ru/i175/0911/66/96ecfaa64962.jpg

    აქ მაგალითად GTX 295 მესამე ადგილზეა

    2005 ბენჩი შემთხვევით არ მოვიყვანე მაგალითად აქ ორივე ატიც და Nvidia-ც თანაბრად იბრძვიან სხვა ბენჩებში ან 295 ჩაგრავს და მარტო მისი შედეგებია ტოპ 10-ელში ან 4870X2 ჩაგრავს.

    ასევე ცალკე რანკინგებია

    3 და 4 ვიდეო კარტის შემთხვევაში

    http://hwbot.org/searchResults.do?directio...minTotalPoints=

    http://hwbot.org/searchResults.do?directio...minTotalPoints=

    ეს ყველაფერი გლობალ ქულებს ეხება ხოლო hardware ქულები შედარებით ადვილად შეგიძლიათ აიღოთ და ზოგჯერ რაზგონი სულაც არ არის საჭირო

    მაგლითად ჩემი შედეგები T2600 პროცესორით რაზგონის გარეშე.

    cpu-z

    http://i049.radikal.ru/0911/e0/33ec3baabd93.jpg

    pifast

    http://s52.radikal.ru/i137/0911/f1/36926625d1ec.jpg

    superpi 32mb აქ სერთოდ მეორე გვერდზე ვარ და ბოლოში :D

    http://i037.radikal.ru/0911/ca/b2541d622bbb.jpg

    wprime 32 ეს უფრო ხანმოკლე შედეგია რომ იცოდეთ ;)

    http://i051.radikal.ru/0911/76/14ac33b06d41.jpg

    wprime 1024 ეს უფრო ხანგრძლივი ტესტია

    http://i045.radikal.ru/0911/2a/75c3066326f4.jpg

    ასევე საინტერესოა ჩემი ეს შედეგები სელერონ 356-ზე რომლებიც რაზგონის გარეშეა და შეადარეთ როგორ დარაზგონებულ პროცესორების გვერდით დავდე რადგან ვიცოდი ქულას ავიღებდი (საიდან ვიცოდი ეს? იქიდან რომ ბოლო შედეგის ავტორს ქულა ჰქონდა 0.1-ზე მეტი და ამ დროს ყველა ვარიანტში გაძლევს ქულას რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირო იმტომ რომ სიტყვაზე მე9-ს ეკუთვნის ქულა თუნდაც მინიმალური მაგრამ მაინც)

    pifast ჩემს წინ ვინც დგას იმას 5700-ზე აქვს რაზგონი მე კიდე სტოკზე !!! :D

    http://i031.radikal.ru/0911/e0/28399e690a0d.jpg

    superpi 32mb

    http://i039.radikal.ru/0911/73/97a7e0cdd863.jpg

    wprime 1024

    http://s58.radikal.ru/i161/0911/6c/042205f71c60.jpg

    wprime 32

    http://s13.radikal.ru/i186/0911/de/08f5ab48950e.jpg

    როგორც ხედავთ საერთოდ არ მაქვს პროცესორი რაზგონზე მაგრამ ქულები ავიღე.

    მოკლედ ქულების აღებისთვის აუცილებელი არ არის სერიოზული ჰარდის ქონა ან სერიოზული რაზგონი ეს პროცესორი 356 რომლის შდეგებიც დავდე ბოლოში მსოფლიო ჩემპიონია და CPU-z რეკორდის მფლობელი ;)

    http://s06.radikal.ru/i179/0911/97/6cd5fd746542.jpg

    ასევე ვიტყვი რომ საიტზე მარცხნივ ქვევით არის ფუნქცია

    compare processors და compare videocards

    სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ რამოდენიმე პროცესორი და შეადაროთ ერთმანეთს

    http://hwbot.org/hardware.compare.do?type=...1&id=1516_1

    ან რამოდენიმე ვიდეო და შეადაროთ ერთმანეს

    http://hwbot.org/hardware.compare.do?type=...1&id=1255_1

    ძირითადად მათი რაზგონის შესაძლებლობები და წარმადობა რაზგონისას თუმცა ეს შედარება ნაკლებ წარმოდგენას იძლევა რაზგონის გარეშე რომელი ჰარდი იქნება უკეთესი და მხოლოდ რაზგონზეა ორიენტირებული.

    იმედია ასე თუ ისე გასაგებად ავხსენი

    თუ რამე შეკითხვები არის კიდევ გადავხედავ თემას და შევასწორებ.

    ზოგიერთი ლინკი შევცვალე სურათებით რადგან საიტზე სულ იდება ახალი შედეგები და დროთა განმავლობაში ჩემი ახლანდელი ტექსტი სისულელე გახდებოდა :D

    • Upvote 1
  3. ამ თემაში ვეცდები ავხსნა როგორ მუშაობს ეს ორი პროგრამა

    SetFSB და ClockGen

    საერთოდ პროცესორის აჩქარება (რაზგონი, overclocking) ბიოსიდან ბევრად უფრო მოსახერხებელია როცა დედა დაფას (მაზერი) აქვს შესაბამისი ფუნქციები, თუმცა ბევრ დედა დაფას (განსაკუთრებით ძველ დედა დაფებს) არა აქვს ბიოსში აჩქარების ფუნქცია. ასევე არა აქვს აჩქარების ფუნქციები ე.წ. ბრენდის კომპიუტერებს (მაგალითად HP-ს აწყობილ სისტემებს).

    ამ დროს ჩვენ გვჭირდება პროცესორის აჩქარება (ძალიან გვჭირდება :D) და ასეთ შემთხვევებში windows-იდან აჩქარება შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს.

    ასევე ეს პროგრამები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრემალური აჩქარებისას. ხშირად არის რომ ბიოსიდან აჩქარების რესურსები ამოწურულია, სიტყვაზე ჩვენ შევძელით სისტემის ჩატვირთვა 775 სოკეტზე 600 FSB-თი ხოლო 610-ზე არ იტვირთება სისტემა (მაღალ FSB-ზე ოპერაციული სისტემის OS ჩატვირთვა დიდი დატვირთვაა პროცესორისთვის) ამ შემთხვევაში ჩავტვირთავთ 600-ით და შემდეგ ამ პროგრამების საშუალებით პირდაპირ ვინდოუსიდან შევძლებთ სიხშირეების აწევას, როცა ოპრეაციული სისტემა ჩატვირთულია FSB-ს მომატება პროცესორისთვის ისეთი დიდი დატვირთვა აღარ არის ხოლმე და უფრო ადვილად იტანს სიხშირის მომატებას.

    ასეთი ტიპის პროგრამები (windows-იდან რომ აკეთებენ აჩქარებას) უკვე უამრავი არსებობს. ფაქტიურად ყველა ახალ დედა დაფას თავისი უტილიტა მოყვება და საკამოდ ეფექტურადაც ასრულებენ თავის ფუნქციას. ამ პროგრამების მუშაობის პრინციპი დედა დაფის manual-ში შეგიძლიათ დაწვრილებით ნახოთ უბრალოდ ხალხს ეზარება ხოლმე ამ manual-ების კითხვა :)

    გადავიდეთ საქმეზე

    ჯერ ვნახოთ SetFSB

    ოფიციალური საიტი ეს არის თუმცა ამ ბოლო დროს პროგრამა გახდა ფასიანი და ყიდვაა საჭირო

    http://www13.plala.or.jp/setfsb/

    უფასოდ შეგიძლაით ნახოთ პროგრამების პაკეტში

    გავუშვებთ პროგრამას და გაჩნდება ასეთი ფანჯარა

    731fca9c3c11.jpg

    ეხლა რა უნდა ვქნათ აქ ?!

    საერთოდ ყველა პროცესორს სჭირდება თავისი სიხშირის გენერატორი Clock generator იგივე PLL

    ყველა დედა დაფაზე უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ე.წ. ICS ჩიპის ნომერი რომელიც შეესაბამება ამ დედა დაფას

    აი მაგალითად ჩემს დედა დაფაზე არის ესეთი ICS ჩიპი რომელსაც აწერია გენერატორის ნომერი

    fb9933547d3dt.jpg

    დააჭირეთ გადიდებისთვსი

    ნომერი არის 9LPRS926EGLF

    სწორედ ეს ნომერი უნდა მოვძებნო ჩემს დედა დაფაზე ამ პროგრამით რომ დავარაზგონო

    a04aa3878cbf.jpg

    მოვძებნი clock generator სიაში და დავაჭერ Get FSB კნოპკას და "ვოალია"

    796b78c42983.jpg

    პროგრამამ სწორად ამოიცნო FSB სიხშირეები და არა მარტო

    სურათზე ჩანს როგორ არიან სიხშირეები ერთმანეთზე გადაბმული

    თქევნი დედა დაფის ICS ნომერი შეგიძლიათ თვითონ მაზერზე ეძებოთ ან setFSB პროგრამის დირექტორიაში უნდა იყოს ტექსტური ფაილი setfsb.txt რომელსაც გახსნით და იქ ნახავთ clock generator-ების სიას და შესაბამის დედა დაფების ან ლეპტოპების სიას

    მაგალითად Acer Aspire 5100 ლეპტოპს შეესებამება გენერატორი ICS951462AGLF და ა.შ.

    dcd8cc53b6fdt.jpg

    (მინდა ავღნიშნო რომ ჩემს დედა დაფაზე სიაში ICS9LPRS926EGLF ამის გვერდით რამოდენიმე გენერატური უპრობლემოდ მუშაობს და შემიძლია სხვა გენერატორებითაც დავარაზგონო ასე რომ მარტო ერთი ნომერი არ მუშაობს ხოლმე)

    გაჩნდა ორი მწვანედ შემოხაზული ჯოხი რომლის გადაადგილებითაც მომეატება სიხშირე

    ან ლურჯად ხაზგასმული კნოპკები რომლებითაც უფრო ფაქიზად ხდება სიხშირეეების მომატება ფაქტიურად 1 FSB სიზუსტით

    არ დაგავიწყდეთ Ultra თოლია ("პწიჩკა") რომელიც არის Get FSB კნოპკის გვერდით რომელსაც თუ მონიშნავთ გაიზრდება სიხშირის მომატების შესაძლებლობა

    ანუ უფრო მეტი FSB-ს დადების საშუალებას მოგცემთ

    ზედა ხაზით ხდება FSB-ს და შესაბამისად ოპერატიულის (RAM) სიხშირის მატება

    ხოლო ქვედა ხაზით PCI-e და PCI სიხშირეების მომატება რომელიც ჩემთან 99.8/33.3 MHz წერია

    ექსტრემალური რაზგონისას ამათი მომატებაც დაგეხმარებათ მაღალი FSB-სთვის

    მოუმატებთ სიხშირეს და შემდეგ დააჭერთ კნოპკას Set FSB (არ ეგერიოთ ერთია Get FSB და მეორე Set FSB)

    მაგალითისთვის დავარაზგონებ ჩემს პროცესორს და მოვუმატებ FSB-ს 333-იდან 340-მდე და ვანხოთ შედეგი

    d13869adb4b2.jpg

    როგორც ხედავთ CPU-z-ში სწორად მაჩვენა მოიმატა FSB სიხშირემ გახდა 340

    შესაბამისად მოიმატა სიხშირემ და 3160 Mhz-ის მაგივრად მაქვს 3234.4Mhz

    და ასევე მოიმატა ოპერატიულის სიხშირემ მქონდა 400 და გახდა 408 Mhz (საერთოდ გაითვალსიწინეთ აჩქარებისას ბიოსიდან იქნება თუ ვინდოუსიდან FSB-სთან ერთად RAM სიხშირე აუცილებლად იზრდება)

    მოკლედ პრინციპი ძალიან მარტივია, მთავარია ვიპოვოთ სწორი ICS ნომერი რომლის მოძებნისთვის რამოდენიმე ხერხი არსებობს

    1) ინტერნეტი ანუ Google თუმცა ასე პოვნა ძნელია

    2) მთავარი ხერხი შევდივართ საიტზე http://www13.plala.or.jp/setfsb/ და ვნახულობთ Clock Generator (Motherboard) სიას სადაც შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ დედა დაფა და მისი შესაბამისი ICS ნომერი მაგალითად გვინდა P5Q დედა დაფის პოვნა. ინტერნეტ ბორუზერის search ფუნქციით Ctrl+f კომბინაციით ჩავწერთ P5Q-ს და ვიპოვით ასეთ რამეს

    ICS9LPRS916JGLF (ASUS P5K, P5QL Pro ) ეს მაზერი არ გვაწყობს და (თუმცა გენერატორი მაინც შეიძლება მოერგოს ;) )

    ძებნის ფუნქციაში დავაჭერთ Next კნოპკას და ამოაგდებს მომდევნო შედეგს

    ICS9LPRS918BKL(ASUS P5K/3 Deluxe, P5E, P5Q Deluxe, P5Q-E ) როგორც ხედავთ რამოდენიმე დედა დაფას ერთი და იგივე ნომერი აქვს მოვძებნით SetFSB პროგრამაში ამ ნომერს და შემდეგ უკვე ადვილია :) ზევით მიწერია რა და როგორ ვქნათ.

    3) და საკმაოდ საინტერესო გზა. ვთქვათ ვერ ვიპოვეთ შესაბამისი ICS ნომერი. მაშინ მივდგებით და ყველა ნომერს ვცდით სიაში. პროგრამაში რომელი გენერატორებიც არის ხელით გადავარჩევთ და ვნახავთ მოერგება თუ არა დედა დაფას (და არა პროცესორს) და შევძლებთ თუ არა მისი საშუალებით დარაზგონებას. ამოვირჩევთ, დავაჭერთ Get FSB-ს და შევხედავთ რა სიხშირეებს გვაჩვენებს და მერე ვცდით კიდევაც მომატებას და Set FSB კნოპკას. შეიძლება ამ დროს კომპიუტერი დაეკიდოს, გაითიშოს ან საერთოდ გრძნობა არ ქონდს მაგრამ თუ ძალიან გვინდა აჩქარება პოვნაც შეიძლება.

    მე მქონია იმედგაცრუება ანუ HP-ს ლეპტოპზე ვერც-ერთი გენერატორი ვერ მოვარგე SetFSB და Clockgen პროგრამებში რომელიც იყო. რამოდენიმეჯერ მაქვს გადამოწმებული მთელი სია და მაინც არ ქნა.

    თუმცა ჩემი დის Netbook-ზე მქონდა საინტერესო შემთხვევა MSI-ს ფირმის Netbook იყო რომელიც ვერ არ გავხსენი რომ ICS ნომერი მენახა მაზერზე. მივყევი და ხელით გადავარჩიე ყველა ნომერი და ციფრებით არ დამეთხვა არც-ერთი. პროცესორი იყო Atom 270 FSB 133-ით, ხოდა ერთერთმა გენერატორმა დამიწერა FSB 266 აქვსო (ორჯერ მეტი) მაინც ვცადე მომატება და მოემატა და ქულებიც ავიღე

    http://hwbot.org/result.do?resultId=840446

    აი შედეგი FSB 133-დან გავზადე 180-მდე თუმცა რიცხვები SetFSB პროგრამაში არასწორად მაჩვენა. ასე რომ გაითვალისწინეთ.

    რაც შეეხება clockgen პროგარამს აქაც პრინციპი იგივეა

    გაუშვებთ პროგრამას და შეიძლება ასეთი სურათი ამოაგდოს

    00fe201cb2fc.jpg

    ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერაფერს იზავთ !

    მაგრამ თუ ასეთი ფანჯარა ამოაგდო

    78b21067c05f.png

    ჩათვალეთ მწვანე შუქია :)

    შევდივართ Pll setup მენიუში

    193fa8e2ae07.jpg

    ვარჩევთ ან ვეძებთ ICS ნომერს

    ვაჭერთ read clocks კნოპკას

    შემდეგ შევდივართ PLL control მენიუში

    db72e9e3d441.jpg

    და აქაც იგივე პრინციპია მომატებისთვის როგორც SetFSB პროგარამში

    ორი ჯოხია ზედა უმატებს FSB-ს და ქვედა PCI-E სიხშირეს

    ვაწვებით apply selection და ეგ არის პროცესორი დარაზგონდება !

    გირჩევთ აჩქარებისას მოუმატოთ ძალიან ნელნელა, ფაქტიურად ერთი ბიჯით

    დააფიქსირეთ სიხშირე და ნახეთ თუ მოუმატა CPU-z პროგარამში

    ასე ნელნელა მოუმატეთ სანამ კომპიუტერი არ გაიჭედება ან არ დაარესტარტებს და თქვენ გეცოდინებათ სადამდე რაზგონდება პროცესორი ვინდოუსიდან და შემდეგ ჩატვირთვაზე მოუმატებთ უფრო ნაკლებ სიხშირემდე.

    მეტი სიხშირის მისაღწევად დაგჭირდებათ ძაბვის მომატება ბიოსიდან რადგან ამ პროგრამებით ძაბავს ვერ მოუმატებ (ახალი დედა დაფების სპეციალურ ასაჩქარებელ პროგრამებში ძაბვის მომატების ფუნქციაც შედის).

    ამ პროგრამით შეგიძლიათ ოპერების სიხშირის მომატებაც და მაღალი შედეგების დაფიქსირება

    ისევე როგორც FSB ზოგჯერ ოპერებიც მაღალ სხშირეზე ვინდოუსის ჩატვრითვას ვერ უძლებენ

    ბიოსში დაუკლებთ მამარავლს (multiplier თუ აჩქარების მიზანი მარტო ოპერებია) ჩატვირთავთ დაბალ სიხშირეზე და შემდეგ ვინდოუსიდან აჩქარება უფრო ადვილი ასატანია ოპერებისთვისაც.

    წარმატებულ აჩქარებას (overclocking) გისურვებთ :D

    • Upvote 5
  4. გაკვეთილი CPU-z

    ვეცდები ნელნელა დავყარო პატარა გაკვეთილებივით

    დიაგნოსტიკური პროგრამა რომლის საშუალებითაც გავიგებთ რა ჰარდი გვაქვს

    ვუყურებთ სურათს დაკვირვებით :)

    fe6eeb666d86.jpg

    წითელად შემოხაზულია ე.წ. ტაბები სადაც დავაჭერთ და ვნახულობთ შესაბამის ინფორმაციას

    სურათი 1 CPU ტაბი

    name - პროცესორის ზუსტი მოდელი (ამ შემთხვევაში E8500)

    code name - ბირთვის სახელი (ამ შემთხვევაში Wolfdale)

    Package - იგულისხმება სოკეტი (აქ ინტელის 775)

    Technology - რამდენ ნანომეტრულია პროცესორი (აქ 45 ნმ)

    core voltage - აჩვენებს რეალურ ძაბვას პროცესორზე და არა VID-ს ანუ აჩვენებს ძაბვას EIST და C1E ფუნქციების გათვალისწინებით

    თუ ეს ფუნქციები ჩართულია შეიძლება აჩვენოს იმაზე დაბალი ძაბვა ვიდრე ბიოსშია მიცემული

    ბიოსში მითითებულ ძაბვას აჩვენებს სრული დატვირთვისას.

    Specification - მწარმოებელი, ზუსტი მოდელი და ქარხნული სიხშირე

    დალშე რაც გვაინტერესებს

    Stepping - სხვა სტეპინგია

    Revision - სწორედ ეს არის ის სტეპინგი რომელსაც ყველა კითხულობს :) (აქ მაგალითად E0)

    Instructions - ბრძანებების კრებული რომელიც "ესმის" პროცესორს მაგაზეა დამოკიდებული მაგალითად MAC OS გაუშვებს თუ არა კონკრეტული პროცესორი (ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ SSE2 ან უმჯობესია SSE3 ბრძანებების კრებული და უფრო ახალი) იტოგში ოვერკლოკერებს გვკიდია :D

    Core speed - გასაგებია მემგონი ყველაფერი EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მულტიპლერთან ერთად idle მდგომარეობაში როგორც სურათზეა

    Multiplier - მულტიპლერი ( :D ) იტოგში მამრავლი რა :) EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მინიმალურ მნიშვნელობამდე ... (როგორც სურათზეა) თუ პროცესორს აქვს მაქსიმალური მაგალითად 9 დატვირვაზე ავა 9-მდე მაგრამ თუ ბიოსიდან შევზღუდეთ მაქსიმალური 8-მდე მაგალითად მაშინ დატვირთვაზე 8-ის ზევით არასდროს წავა

    Bus speed - იგულისხმება FSB (უი დარაზგონებული მქონია, არც მახსოვდა :D ) აჩვენებს ბიოსში მითითებულ მნიშვნელობას

    Rated FSB - i7-ზე QPI link ან AMD-ზე HT Link ყველგან აზრი ერთია თეორიული გამტარობა ანუ პროცესორის ჩიპსეტთან ინფორმაციის გაცვლის თეორიული სიჩქარე

    http://i056.radikal.ru/0909/4a/04562699e930.png

    http://s39.radikal.ru/i086/0909/3d/35dee6c22223.png

    Cache - სხვადასხვა დონის ქეში და მათი მოცულობა

    Selection - პროცესორების რაოდენობა მაგალითად სერვერულ მაზერებზე რაომდენიმე პროცესორით

    მაგალითად ორ პროცესორიან მაზერზე

    3f0d7a5b39c6.jpg

    Cores - პროცესორის ფიზიკური ბირთვების რაოდენობა

    Threads - რამდენ ვირტუალურ ნაკადში შეუძლია მუშაობა პროცესორს

    თუ ბიოსიდან Hyper threading მხარდაჭერა გამორთე ემთხვევა ბირთვების რაოდენობას მიუხედავად პროცესორის შესაძლებლობებისა

    მაგალითად 920 მარცხნივ 8 ნაკადით მარჯვნივ 4 ნაკადით

    29fc43826dca.jpg

    სურათი 2 Mainboard ტაბი

    Manufactorer - მწარმოებელი (აქ Biostar)

    Model - მაზერის ზუსტი მოდელი (აქ Tpower I45)

    Chipset - ჩიპსეტი

    Southbridge - სამხრეთ ხიდი

    Bios

    Brand - ბიოსის ვარიანტი (აქ AMI ბიოსი)

    Version - ბიოსის ვერსია, შეგვიძლია ვნახოთ აბდეითი გასაკეთებელია თუ არა

    Date - ბიოსი გამოშვების თარიღი მოსახერხებელია ბიოსის ვერსიის იდენტიფიკაციისათვის

    დალშე საინტერესო არაფერია

    სურათი 3 SPD ტაბით

    ძალზედ საინტერესო ტაბია შეგვიძლია გავიგოთ ქარხნულად რა სიხშირეზე რა ტამინგებით და რა ძაბვაზე დგება ოპერები

    Memory slot selection

    http://s11.radikal.ru/i183/0909/f8/ee6c2dc1b7bf.jpg

    აქ დაჭერით აირჩევ სხვა სლოტში ჩასმულ ოპერატიულს (აქ სულ ორი ცალია) საჭიროა როცა სხვადასხვა მოდელის ოპერები გვაქვს და გვაინტერესებს ორივეს SPD რომელცი აუცლიებლად განსხვავებული იქნება

    გვერდზე ოპერატიულსი ტიპი (აქ DDR2)

    Modul size - სლოტში ჩასმული მოდულის მოცულობა (აქ 1 გბ-იანი)

    Max Bandwith - მოდულის რეიტინგი

    აქ 6400 თუმცა სინამდვილეში 8500-იანია. აჩვენებს JEDEC მაქსიმალურს

    EPP და XMP(DDR3-ზე) მნიშვნელობებს აქ არ აჩვენებს

    http://i030.radikal.ru/0909/a3/4c79fb5986c2.jpg

    http://s46.radikal.ru/i114/0909/16/79c4d902673c.png

    შემდეგ საინტერესოა ტაიმინგების მაგიდა

    Timings Table

    სადაც ნაჩვენებია რამდენ ვოლტზე და სიხშირეზე რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ძირითად ტაიმინგებს

    მაგალითად სურათი 4-ზე ჩანს რომ 400MHz (რალური 800) სიხშირეზე ტაიმინგები უნდა მივუთითო 5-5-5-18 1.8 ვოლტზე

    ხოლო 2.2 ვოლტზე იგივე სიხშირეზე ამ ოპერებს შეუძლაი 4-4-4-12 ტაიმინგებით იმუშავოს სტაბილურად

    სურათი 4 Caches

    პროცესორის ქეშ მეხსიერებების მოცულობა

    აბსოლუტურად უსარგებლო ტაბი

    იგივე წერია პირველ CPU ტაბშიც :D

    სურათი 5 Memory ტაბი

    ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაში რა სიხშირეზე მუშაობენ ოპერები

    რა ტაიმინგებზე რა დივაიდერით

    Dram Frequency - ოპერები მუშაობის FSB სიხშირე (გამრავლებული 2 -ზე უდრის რეალურს. იხილეთ თემა თუ ვერ გაიგეთ http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=14275)

    FSB:DRAM - დივაიდერი ანუ თანაფარდობა FSB და ოპერების სიხშირეს შორის მინიმალურია 1:1. FSB ვერასდროს იქნება DRAM-ზე მეტი

    და შემდეგ ძირითადი ტაიმინგები და

    Command rate - აქ 2T უფრო სტაბილურია 1T უფრო სწრაფია მარა შედარებით არასტაბილური თუმცა გააჩნია ოპერებს ;)

    სურათი 6 Graphics ტაბი

    გამოჩნდა 1.52 ვერსიაში

    ინფორმაცია ვიდეო კარტის შესახებ

    აბსოლუტურად უსარგებლო ტაბია როგორც ტაბი ქეშის შესახებ :D

    ესეც ოფიციალური საიტი

    http://www.cpuid.com/cpuz.php

    04d6ef8b7580.jpg

    ესეც ბოლო ტაბი სადაც საინტერესოა ვალიდაციის კნოპკა როცა გვინდა რაზგონის დაფიქსირება და ვაილდაცია სწორედ მაგ კნოპკით ვინახავთ ვალიდაციის ფაილს

    ასევე F7-ზე დაჭერისას ავტომატურად ინახავს ვალიდაციის ფაილს იმ დირექტორიაში რომელშიც არის CPU-z გამშვები ფაილი

    ფაილის ფორმატია სახელი.cvf

    http://valid.canardpc.com/

    ესეც საიტი სადაც უნდა ავტვირთოთ ვალიდაციის ფაილი

    დაიმახსოვრეთ თუ საიტიდან CPU-z უახლესი ვერსია არ ჩამოტვირთეთ ვალიდაციას არ გაგაკეთებინებთ !

    • Upvote 6
  5. დღეს Overdozed-მა გამახსენა ეს კვების ბლოკები და ისევ მივუბრუნდები

    რამოდენიმე მოდელი კიდევ არსებობს

    FSP Booster X5

    http://www.tweaknews.net/reviews/fsp_group...upply/index.php

    Thermaltake Power Express სერიიდან სამი მოდელი

    250 ვატი

    http://www.thermaltake.com/product/Power/P...w0099/w0099.asp

    450 ვატი

    http://www.thermaltake.com/product/Power/T...w0157/w0157.asp

    და 650 ვატი

    http://www.thermaltake.com/product/Power/T...w0158/w0158.asp

    ესეც ფასები ამ ეტაპზე

    fsp

    http://www.newegg.com/Product/Product.aspx...k=fsp%20booster

    Thermaltake

    http://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16817153070

    მე მგონი არ არის ძვირი და კარგი ვარიანტია როცა კვების ბლოკი აღარ გვყოფნის და დამატება გვინდა

    თუ იცით სხვა მოდელები სხვა ფირმის დაწერეთ აქ :)

    ePower 350 და 450 ვატი

    http://www.epowertec.com/power_cd.html

    http://extreme.outervision.com/articles/ps.../ep_350cd_1.jsp

    http://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16817101025

  6. ყველამ იცის რო არსებობს კვების ბლოკები მარტო ვიდეოსთვის

    SLI და CrossFire სისტემის ასაწყობად

    ვინც არ იცის აგერ ნახეთ :)

    ანუ ორი კვების ბლოკი სისტემაში

    ძირითადი სხვა ნაწილებისთვის

    და ეს მხოლოდ ვიდეოსთვის

    აი მაგალითად ეს :)

    FSP Booster X3 300w 12v PSU

    სულ 300 ვატია მარა სერთიფიცირებულია და ყოფნის 2 way SLI

    2 ცალ GTX295 სისტემას :)

    რაზგონზე მემგონი გაუჭირდება :)

    d7a5e65361ae.jpg

    - Active PFC (99%)

    - Blue LED Front Panel

    - Independent Power Source

    - Dual Front In-Take Fan

    - Auto-Power-Recovery System (APRS)

    +12 ვოლტზე 25 ამპერი

    e3e3aa4cb215.jpg

    კეისში მაგრდება CD-ROM-ის ადგილას

    3ae75c53ca4d.jpg

    22590d76e351.jpg

    8639e6cdb095.jpg

    უკანა მხარეს სამი კონეკტორია რომლებიც სამივე უნდა შევაერთოთ რო იმუშავოს

    58841413e4b2.jpg

    მარცხნივ ორი PCI-E 8 პინიანი შესაერთებელი

    ერთი molex კონეკტორი (საჭიროა იმსთვის, რომ კვების ბლოკმა გაიგოს როდის არის ჩართული სისტემა, აქ უერთდება ძირითადი კვების ბლოკიდან კონეკტორი)

    და ერთიც ძირითადი (მარჯვნივ) რომელითაც უერთდება ცალკე სახლის ქსელში დენს "როზეტკაში" რა :D

    ინსტრუქცია მოყვება როგორ უნდა ავაწყოთ

    instruction-sheet-big.jpg

    PCI-E კონეკტროებს ცალცალკე ვერ შეართებ ორივე ერთდორულად უნდა იყოს ჩართული

    პრინციპში ეს კვება იმ ხალხს დასჭირდება ვინც SLI/Cross სისტემას აწყობს თუმცა ალბათ უმჯობესი იქნებოდა რომ საშუალება ქონდეს ცალცალკე შეერთების

    913a84434b99.jpg

    ძაბვის რეგულაცია 0.4%

    cc0eb580514f.gif

    ეფექტურობა 83%

    0d44adb86f75.gif

    და ესეც პლიუსები და მინუსები (ამათი თარგმა ეხლა დამეზარა :))

    Pro's

    + Stable power (only 0.4% fluctuation)

    + Good efficiency

    + Innovative solution for GPU power problem

    + Allows you to keep your existing PSU for longer

    + Could be used to power other devices such as a Peltier.

    Con's

    - Noisy under full load

    - PCI-E cables cannot be plugged in seperately.

    - Slightly expensive

    წყარო

    http://www.overclock3d.net/reviews.php?typ...x3_300w_12v_psu

    და კიდევ ერთი მიმოხილვა

    http://www.hexus.net/content/item.php?item=6221&page=1

    აქ დაწერეთ ასეთი ტიპის კვების ბლოკებზე

    საინტერესო იქნება სხვებთან შედარებაც :)

    • Upvote 1
  7. ასეთი თემა რო გავხსნათ რაღაც data base პონტში დავწეროთ ვის რა კვების ბლოკი გვქონია და რა სისტემაზე გვეყო

    და როგორ რაზგონზე

    გავუზიროთ ერთმანეთს ზოგადად კვების ბლოკის შესაძლებოლბები რო მერე ვინმეს თუ დასჭირდება შეარჩევს აქედან რომელიმეს

    მე მაგალითად მქონდა hkc 430 ვატიანი

    e8400

    GTS 8800 320

    hdd 1 ცალი

    ram ორი ცალი

    საკმაოდ ჩუმია!

    ამ სისტემას სტოკზე ამუშავებდა უპრობლემოდ მაგრამ რაზგონი დავაპირე თუ არა ეგრევე რესტარტები დაიწყო ვერ გაქაჩა

    მინუსები passive pfc 12 ვოლტზე 15 ამპერი მაქსიმუმ ისიც ერთ არხი მარტო

    მერე ავიღე fsp 550 ვატიანი

    e8400 @ 4.5

    GTS 8800 320 @ 660/1063

    hdd 1 ცალი

    ram ორი ცალი

    ასეთ რაზგონზე არავითარი რესტარი კვების ბლოკი აბსოლუტურად ქაჩავდა ყველაფერს

    საკმაოდ ჩუმი დატვირთვის მიუხედავად, ღამე ძილიც შეიძლებოდა ჩართული კომპის გვერდით

    მინუსები ქონდა მხოლოდ ერთი ცალი 6 პინიანი pci-e კონეკტორი

    და 4 ცალი +12 ვოლტიანი არხი თითოზე მაქსიმუმ 15 ამპერი

    ეხლა მაქვს corsair tx850 და საინტერესოა მეტმა ამპერებმა +12 ვოლტზე რეალურად არაფერი მომცა fsp-სთან შედარებით :D

    ეს ბოლო კვების ბლოკიც მაგარი ჩუმია და სრულ დატვირთვაზე არ ვიცი, ამ სისტემით მაგას ვერასდროს მივაღწევ :D

    ეხლა უკვე მაქვს HX1000 ჩემი ოცნების კვების ბლოკი

    თუმცა მინდა გითხრათ ოცნბებეიც იცვლება და გემოვნებაც

    ეს კვება აღარ არის ჩემი ოცნების კვება :)

    ესე რო ჩამოვაყალიბოთ რა სისტემა, რა რაზგონზე, რა პლიუსები, რა მინუსები ვისაც როგორ ქონდა

    • Upvote 2
  8. UPS უწყვეტი კვების წყარო

    ხ.დ.კ. ანუ ხშირად დასმული კითხვები

    უწყვეტი კვების წყარო ეს არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ქსელში ძაბვის მნიშვნოლოვანი ვარდნის ან დენის წასვლის შემთხვევაში აპარატურას (არა მარტო კომპიუტერულს) გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიეწოდება დენი. დენის უწყვეტობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრ შემთხვევაში და არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ იცით როდის და როგორ დაგჭირვებიათ UPS. ოვექრლოქერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბისოს დაფლეშვაა, მაგრამ არა მარტო :) . მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ საჭირო ნივთია და პატარა FAQ-ს გადმოვთარგმნი, რატა ასე თუ ისე გავერკვათ როგორ ავარჩიოთ და რას მივაქციოთ ყურადღება.

    Q: როგორი ტიპის UPS-ი არსებობს

    A: Back-UPS - ყველაზე იაფფასიანი - როცა ქსელში ძაბვა დასაშვების ქვევით ეცემა უბრალოდ გადადის რეზერვულ კვებაზე აკუმლატორით. გამოსადეგია მაშინ როცა შენობის ელექტრომომარაგების ხარისხი მაღალია (ქსელში სტაბილური ძაბვა). სიმძლავრე როგორც წესი 150 - 800 VA (ვოლტ-ამპერი - volt-ampere ცვლადი დენის სიმძლავრე და 1 VA წრედში ელექტრული სიმძავრეა როცა დენის ძალა უდრის 1 ამპერს და ძაბვა 1 ვოლტს).

    Line-Interactive - "ქსელთან ურთიერთმოქმედი" - ერთდოულად ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციასაც. აქვს AVR (ძაბვის ავტომატური რეგულატორი) მოდული, რომელიც მუშაობს როგორც ძაბვის მატების, ისე დაკლების რეჟიმში. რეზრევულ რეჟიმში გადადის იმ შემთხვევაში როცა ძაბვა იმდენად მატულობს/კლებულობს, რომ AVR ვერ უძრუნველყოფს მის სტაბილიზაციას. UPS-ის ამ ტიპს მუშაობის უფრო ფართო დიაპაზონი აქვს (+/- 20% ნომინალიდან). ასევე კვებიდან აკუმლატორზე გადასვლის პერიოდი ნაკლები აქვს (დაახლოებით 4-5 მილისეკუნდი). ყველაზე გავრცელებული ტიპის UPS-ია სიმძლავრით 340-დან 600 VA-მდე.

    On-Line - ყველაზე ძვირადღირებული - აქვს მუდმივად ჩართული ძაბვის ინვენტორი, რომელიც იკვებება ქსელის დენით, ამიტომ ამ UPS-ზე მნიშვნელობა არა აქვს როგორი ძაბვა შედის მასში. შესაბამისად ბატარეაზე გადართვის პერიოდი 0 მილისეკუნდია. სიმძლავრე 700 VA-დან. ურაყოფითი მხარეები დაბალი მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი), ხმაურიანია და ძვირია.

    შედეგში ხშირად გამოვიყენებ ტერმინს "რეზერვული რეჟიმი" ანუ როცა UPS მუშაობს და ასრულებს თავის ფუნქციას.

    მოკლედ UPS რეზერვულ რეჟიმში გადადის როცა დენი ითიშება!!! :)

    ძაბვა რეზერვულ რეჟიმში შეიძება იყოს სინუსოიდის ფორმის, ან ან ტრაპეციის ფორმის (სინუსოიდის საფეხურობრივი აპროქსიმაცია). კომპიუტერის იმპულსური კვების ბლოკებისთვის ამ ტიპს მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მნიშვნელობა აქვს ტრანსფორმატორული კვების ბლოკებისთვის: მათთვის უმჯობესია სუფთა სინუსოიდით UPS-ები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან ცხელდება და შეიძლება დაიწვას. თუმცა დაბალი სიმძლავრის ტრანსფორმატორები (~10 ვატი) უპრობლემოდ მუშაობს აპროქსიმირებული სინუსიდით UPS-ბთან.

    UPS-ები განსხვავდება ბატარეაზე გადართვის დროის მიხედვითაც. კომპიუტერი უპრონბლეომდ მუშაობს 20 მილისკეუნდით ძაბვის გათიშვის დროს, თუმცა ეს დამოკიდებულია კვების ბლოკზე და ზოგი კვების ბლოკი 300 მილისეკუნდით დენის გათიშვასაც უძლებს. თანამედროვე UPS-ები Line-Interactive ტიპის გადართვას ანდომებენ 5-10 მილისეკუნდს.

    Q: ჩემი UPS-ის სახელში არის სიტყვა "Back", ეს რას ნიშნავს რომ Back-UPS მაქვს?

    A: არა, სავარაუდოდ ბიჯეტური Line-Interactive რომელსაც გამოსასვლელეზე აპროქსიმირებული სინუსოიდი აქვს და ნორმალურ წრედის ფილტრებსაც იშვიათად აყენებენ ასეთ UPS-ზე

    Q: ჩემი UPS-ის არის სიტყვა "Smart", ეს ნიშნავს რომ გამოსასვლელზე სინუსოიდი აქვს?

    A: არა, არსებობს მოედელბი აპროქსიმირებული სინუსოიდით. მაგრამ მათ შესაძლოა ქონდეთ მუშა ძაბვების უფრო ფართო დიაპაზონი, რითაც უზრუნველყოფენ ხარვეზებისგან ნორმალურ დაცვას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფით უფრო მეტი რეგულაციის უნარი აქვთ.

    Q: რა არის ASR?

    A: ASR - ეს არის Advanced Surge Reduction (ხარვეზების კორექციის გაუმჯობესებული ვარიანტი), არ უნდა აგვერიოს AVR-ში.

    Q: რა არის Bypass რეჟიმი?

    A: UPS-ის მუშაობის რეჟიმი როცა შემავალი დენი პირდაპირ ან ფილტრაციული და საკორექციო წრედებით უერთდება UPS-ის გამოსავალ (ასე ვთქვათ შემოვლითი გზაა :)). ამ რეჟიმში მოწყობილობა თითქმის არ ახდენს გავლენას გამომავალ დენზე. რეჟიმში ჩართვა ხდება ხელით ან ავტომატურად დატვირთვის ან გაუმართაობის შემთხვევაში. არსებობს ელექტრონული (სტატიკური ბაიპასი) და მექანიკური (სერვისული ბაიპასი). ელექტრონული ბაიპასი იცავს UPS-ს გადატვირთვისგან, ხოლო აპარატურას დენის გათიშვისგან UPS-ის გაფუჭების შემთხვევაში. მექანიკური ბაიპასი საჭიროა მაშინ როცა გვჭირდება UPS-ის გამორთვა კომპიუტერის გამორთვის გარეშე.

    Q: UPS-ბზე სიმძავრე აღინიშნება ვოლტ-ამპერებში. როგორ გადავიყვანოთ ვატებში?

    A: ვოლტ-ამპერები უნდა გავამრავლოთ 0,6-ზე თუ საფეხურობრივი აპროქსიმაციაა, ან 0,7-0,95 (დამოკიდებულია კვების ბლოკის PFC-ზე) თუ სინუსოიდია. საყურადრებოა რომ ყველა კვების ბლოკი Active PFC-თი ნორმალურად არ მუშაობს UPS-თან.

    უნდა გვახსოვდეს რომ UPS-ს აქვს ისეთი მახასიათებელი როგორიც არის აქტიური სიმძლავრე (ვატ.).

    მაგალითად თუ გვაქვს UPS 1000 VA და 600 W, ეს ნიშნავს რომ აქტიური ძაბვა რომელიც მოიხმარება UPS-დან არ უდნა აღემატებოდეს 600 W-ს თუმცა ჯამური სიმძალვრე შეიძლება აღწევდეს 1000 VA-ს.

    Q: შეიძლება თუ არა UPS-ის Active PFC კვების ბლოკთან მიერთება?

    А: კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება მწარმოებლის საიტზე, მაგალითად Delta-ს კვების ბლოკების დროს რეზერვულ ბატარეაზე გადასვლის დროს კომპიუტერი რესტარდტდება. ასეთი კვების ბლოკებისთვის რეკომენდებულია UPS ძაბვსი დიდი მარაგით (2ჯერ მეტი). პრობლემა ძირითადად ავტოვოლტაჯით (Full Range) კვების ბლოკებს ეხება. ბევრი კვების ბლოკი აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს.

    მთავარია გავითვალისწინოთ თუ კვების ბლოკს აქვს ავტოვოლტაჟი - აწერია Full Range ან შემავალი ძაბვის დიდი დიაპაზონი აქვს 110-240V ან 85-240V (უკან ეწერება კვების ბლოკზე) თითქმის გარანტირებულია პრობლემები UPS-თან, ხოლო თუ კვების ბლოკს აქვს გადამრთველი 110-დან 220-მდე ან შემავალი ძაბვა აწერია 220V(195-235V) მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს.

    Q: რა სიმძლავრის UPS სჭირდება ჩემს სისტემას?

    A: ეს დამოკიდებულია კვების ბლოკის სიმძავრეზე და მონიტორზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თუ თქვენ 500 ვატიანი კვების ბლოკი გაქვთ საჭიროა 1000 ვოლტამპერიანი UPS (ეს ცოტა ვერ დავაზუსტე მინიმუმ 1.5ჯერ მეტი ვოლტამპერი გინდა ვიდრე კვების ბლოკს ვატები აწერია, მოვძებნი კიდე ინფოს). LCD მონიტორები როგორც წესი 40-50 W-ს მოიხმარენ, CRT მონიტორები კი 70 – 200-მდე დიაგონალის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ ძაბვას მოითხოვს CRT მონიტორი ჩართვისას.

    Q: რატომ არ შეიძლება ლაზერული პრინტერის მიერთება UPS-თან?

    A: ძაბვის პიკური მოთხოვნა 1.5 კილოვატს შეიძლება აღწევდეს ასეთ მოწყობილობებზე, რასაც ყველა UPS ვერ გაუძლებს. (სავარაუდოდ მონსტრ სისტემებზე მულტი GPU-თი UPS-ზე არც უდნა ვიოცნებოთ მით უმეტეს რაზგონზე :) ).

    Q: რატომ არ შეიძლება UPS-ზე ქსელის ფილტრის მიერთება?

    A: ჯობია ჩვეულებრივი დამაგრძლეებელი მივუერთოთ, რადგან ყველა ფილტრი ვერ იტანს აპროქსიმირებულ სინუსიოდს. თანაც ქსელის ფილტრს არ შეუძლია აპროქსიმირებულიდან სუფთა სინუსოდის მიღება, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მცირე კორეგირებს მოახდენს. თუმცა დასაშვებია პირიქით UPS რომ მივუერთოთ ქსელის ფილტრს

    Q: დასაშვებია თუ არა რამოდენიმე UPS-ის ერთმაენთზე გადაბმა (ერთი UPS უერთდება მეორეს და შემდეგ კომპიუტერს) რათა გაზიარდოს რეზერვული კვების ხანგრძლივობა?

    A: არა - თუ ეს აპროქსიმირებული UPS-ია და ბატარეაზე მუშაობს, რადგან როცა პირველი გადავა რეზერვულ კვებაზე მეორემ ეს შეიძლება აღიქვას როგორც ძაბვის ვარდნა და თვიტონაც გადავა რეზერვულ კვებაზე. ხოლო ბატარეაზე მომუშავე თუ სინუსოიდით UPS-ია მაშინ პრობლემები არ იქნება. უნდა გვახსოვდეს რომ ერთი UPS-ის ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრე რამოდენიმა!

    Q: შესაძლებელია თუ არა UPS-ის თავის თავთან შეერთება?

    A: არა! დაიწვება შეჩ... :)

    Q: რა არის ფუნქცია «Green power»?

    A: ეს ფუნქცია გამორთავს UPS-ს როცა ძაბვა ქსელში არ არის და დატვირთული არ არის გამსოავალი ან მიერთებულია სუსტი მოწყობილობა 15-30 ვატი დატვირთვით. ეს შესაძლოა ცუდი იყოს სუსტი მოწყობილობის მიერთების აუცლებლობის შემთხვევაში. ფუნქციის გამორთვა შესაძლოა არ იყოს ადვილი, ამ დროს საჭიროა მივმართოთ მწარმოებლის საიტს ან დავტვირტოთ UPS დამატებით რამე ნათურით მაგალითად.

    Q: რა არის "ცივი სტარტი"?

    A: UPS-ის ჩართვა როცა ქსელში არ არის ძაბვა.

    Q: მანუალში წერია რომ ხმაური აღწევს 45 Db-ს!!!

    A: ხმაური არის მხოლოდ მაშინ როცა რეზერვულ რეჟიმში მუშაობს. ჩვეულებრივ UPS თითქმის არ ხმაურობს.

    Q: შევარჩიე მძლავრი UPS ვენტილატორით. ძალიან ხომ არ იხმაურებს?

    A: გააჩნია რას აღიქვამთ ხმაურად :) როგორც წესი ასეთი UPS-ები გათვლილია სერვერული კომპიუტერებისთვის და არა სახლში დასადგმელად. თუმცა ზოგიერთ UPS-ს აქვს ვენტილატორის ბრუნვის რეგულატორი და საკმაოდ ჩუმია როცა რეზერვულ რეჟიმში (ანუ მუშა მდგომარეობასი) არ არის.

    Q: დიდხანს ძლებს აკუმულატორი?

    A: გააჩნია როგორ დაიტვირთება. წესით 1 წლიდან 4 წლამდე ძლებენ.

    Q: როგორი ტიპის აკუმულატორები გამოიყენება?

    A: მჟავა-ტყვიის, ჰერმეტული, რომელთა დატენვაც არ შეიძლება (VRLA SLA ტექნოლოგია). მაგ. მომხმარებელმა მჟავას ვერ ჩაასხამს ამ აკუმულატორებში :) .

    Q: მუდმივად უნდა იყოს ჩართული ქსელში UPS?

    A: არ არის აუცლებელი, თუმცა სასურველია. ამასთან შესაძლოა დავტოვოთ დენში შეერთებული ისე რომ არანაირი ინდიკატორი არ ენთოს, რაც უკვე საკმარისია. ერთი ღამითაც მისი გამორთულ მდგომარეობაში დატოვება არ არის საგანგაშო. მაგრამ დიდი ხნით გამორთული UPS უმჯობესია დავტენოთ!

    Q: რამე აუცლიებელი პროცედურა უდნა ჩავატაროთ ახალშეძენილ UPS-ზე?

    A: აუცილებელია მისის რამოდენიმეჯერ დატენვა და დასმა - დაჯენა (რათა ასე ვთქვათ ქარხნული სიმლძავრე აკრიფოს). ყიდვის შემდეგ 24 საათის განმავლობაში უდნა დავტენოთ და შემდეგ გამოვიყენოთ.

    Q: რომელი ფირმის UPS ჯობია შევარჩიოთ?

    A: საკმაოდ პოპულარულია ფირმა APC. თუმცა ამ ფირმის პროდუქციის ყიდვა არ იძლევა იმის გარანტიას რომ პრობლემები არ გექნებათ. ასევე არსებობს სხვა მწარმოებლის UPS-ებიც რომლებიც შეიძლება 2ჯერ იაფი დაგიჯდეთ და ხარისხით საკმაოდ კარგი იყოს.

    ჩამოვთვლი ზოგიერთ მწარმოებელს

    APC - http://www.apc.ru/

    Ippon - http://forum.ippon.ru/

    Powerware - http://www.powerware.ru/

    Powerman - http://www.powerman.ru/

    ზოგიერთი პრობლემა UPS-თან

    Q: როცა UPS გადადის რეზერვულ რეჟიმში კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) ითიშება

    А: - კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) მიერთებულია ისეთ როზეტკაზე (UPS-ზე) რომელიც არ უზრუნველყოფს რეზერვულ კვებას (საჭირო როზეტკები UPS-ზე გამოყოფილია საღებავით ან წარწერით, იხ. ინსტრუქცია)

    - UPS გადატვრირთულია - შეამცირეთ მიერთებული მოწყობილობის სიმძლავრე ან რაოდენობა.

    - დაჯდა აკუმულატორი (გასნაკუთრებით აქტუალურია მოხმარების მე3 მე4 წელს)

    - არა თავსებადია APFC კვებსი ბლოკთან (იხ. ზევით კვების ბლოკებთან თავსებადობა)

    - UPS მწყობრიდან არის გამოსული (გაფუჭებულია :) )

    Q: ქსელში ძაბვის მცირედი ცვლილების დროს UPS-იდან ისმის ტკაცუნისმაგვარი ხმა და კომპიუტერი ითიშება/შეშდება, თუმცა ადრე ასე არ მოსდიოდა. საინტერესოა რომ ძაბვის სრული გათიშვის დროს მგალითად შტეფსელიდან რომ გამოვრთავ UPS-ი მუშაობს უპრობლემოდ!

    А: პრობმლემის მიზეზია AVR ავტომატიკის მწყობრიდან გამოსვლა. გაიზარდა AVR რეჟიმში გადართვის დრო ან ამ რეჟიმში გადართვა არ ხდება საერთოდ. პრობლემა ძირითადად ეხება Ippon ფირმის UPS-ებს როგორც Back ასევე Smart. შედით მწარმოებლსი ფორუმზე Ippon - http://forum.ippon.ru/ შეიძლება იპოვოთ პრობლემის მიზეზი (შესაძლოა მხოლოდ გარკვეული პარტიაა ბრაკი). ან შესაძლოა რომელიმე კონდენსატორი გაფუჭდა.

    Q: ჩემს სახლში ძაბვა ძალზედ არასტაბილურია და UPS ხშირად გადადის რეზერვულ რეჟიმში, რა ვქნა?

    А: გამოიყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მოყვება UPS და შეცვალეთ ძაბვის ციფრები რომელზეც უნდა გადავიდეს რეზერვულ რეჟიმში.

    Q: UPS მივაერთე COM პორტზე მაგრამ პროგრამა ვერ ხედავს მოწყობილობას?!

    А: შესაძლოა იყოს კაბელის ბრალი, გამოიყენეთ ის კაბელი რომელიც მოყვება კომპლექტაციაში (პრობლემა ეხება APC ფირმის UPS-ებს)

    ეს არის დაახლოებით რაც მინდოდა მეთქვა :)

    შემდეგში თუ ვნახე უკეთესი ინფრომაცია ვთარგმნი და დავწერ იმასაც

    წყარო და ნაკადული http://forums.overclockers.ru/viewtopic.php?p=129661#129661

    • Upvote 9
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.