Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10293
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Posts posted by სოსო

  1. შენ ძმა ანუ მირჩევ გამოვცვალო პრობლემაც რომ არ აქ მაშინაც?350ვატიანი ხო საკმარისი იქნება ?

    თუ პრობლემა არა გაქვს არც უნდა გამოცვალო რამე

    მაგრამ მეორე მომენტია უხარისხო კვების ბლოკს მე პირადად სისტემაშI არ გავიჩერებ

    მირჩევნია 400 ვატიანი კვების ბლოკი მქონდეს active PFC და 80+ სერტიფიკატით რომ დარწმუნებული ვიქნები რეალურია და ხარისხიანი

    ვიდრე 600 ვატი ეწეროს და სინამდვილეში 400 ვატსაც არ მაძლევდეს

    აგერ მაგალითი

    http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story&reid=204

    580 ვატი აწერია კვების ბლოკს

    მარა +12 ვოლტზე 25 ამპერი აქვს

    და რა გამოვიდა +12 ვოლტზე სულ 300 ვატი შეუძლია

    საბოლოო ჯამში კვების ბლოკი ტესტირებით 580 ვატს ვერ იძლევა

    http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story2&reid=204

    მესამე ტესტის მერე ყველა ჩააგდო

    ესეც დასკვნა

    http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story5&reid=204

    580 აწერია მაგრამ can't do 580W

    მოკლედ კვების ბლოკში ხარისხი პრიორიტეტია და არა ვატები

  2. ისა და ppl ების გადმოწერა არ შეილება ? მარტო მაგეებს ერგება სხვა დედადაფებს ტუ პროცებს არა ?

    რა უნდა გადმოწერო ვერ გავიგე?

    შენ ვერაფერს გადმოწერ

    მაზერს აქვს თავისი clock generator-ი და setfsb თუ ცნობს ამ გენერატორს დაარაზგონებ

    თუ ვერ ცნობს ვერ დარაზგონებ

    არაფრის გადმოწერა გიშველის

  3. ეგ იმიტომ, რომ ძველი ლოგოს ორიგინალი ვერსია არ მქონდა და იძულებული ვიყავი დაკოპირებული დაბალრეზოლუციანი ლოგო დამეედიტებინა.

    იძებნება ძველი ლოგო? :)

  4. me mgoni Sedegi aSkaraa

    mokled anzoris logo archeulia :)

    didi madloba aqtiurobistvis

    აუ აუ

    სანამ საბოლოო სახე მიეცემა

    OVERCLOCKERS.GE

    ამის მაგივრად ასე ხომ არ ჯობია

    Overclockers.ge?

    ისე ძველი ლოგო და ძველი საათი მაგრა მიყვარდა

    e6c2c10f711d.jpg

    :miyvarxar:

  5. 8mb7q.jpg

    კიდევ შეცვლილი ვარიანტი.

    ეს წითელი წარწერით ყველაზე მეტად მომეწონა

    იავიცი

    ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვარიანტი ერთადერთი რეალურია აქამდე დადებულებს შორის

    ნუ ძველი ვარიანტი გალურჯებული არ იგულისხმება

  6. ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგანდოთ

    იყო დრო როცა მანეთი მანეთობდა და XP XP-ობდა თუ როგორც არის :D

    ხოდა ვინდოუსის გადაყენებისას მიყვარდა მისი ფუნქცია დისკის ფორმატირების საშუალებას რომ გაძლევდა

    მენიუში იყოს სწრაფი ფორმატირება (quick format)

    და სრული ფორმატირება

    6508281d50e7.gif

    ამაზეა საუბარი...

    რა თქმა უნდა quick format არასდროს მაკმაყოფილებდა და სრულ ფორმატირებაზე ვუშვებდი to be sure

    ერთი ორი დღის წინ ჩვენს ერთ-ერთ წევრთან საუბრისას აღმოვაჩინე რომ სევენზე და ვისტაზე ფორმატირებას აკეთებდა სწრაფი ფორმატირებით

    7e1933c4b086.jpg

    რომელიც რამოდენიმე წამში მთავრდებოდა და დამერწმუნეთ ამ დროს დისკის დაფორმატება არ ხდება

    უბრალოდ იშლება ფაილების სახელები

    მახსოვდა შესაძლებელი იყო command prompt ფანჯრის გამოძახება და სრული ფორმატირება

    სულ ახლახანს მომიწია სევენის დაყენება სისტემაზე და აღვიდგინე მეთოდი რომლითაც ხდება სრული ფორმატირება

    ხოდა აი როგორ ხდება ეს:

    ვიწყებთ ინსტალაციას ჩვეულებრივ და მივდივართ ამ ფანჯარამდე

    (სევენზე და ვისტაზე აბსოლუტურად იდენტურია ყველაფერი)

    9f0eafa8c988.jpg

    აქ თუ install now-ს ავირჩევთ არაფერი გამოვა

    უნდა ავირჩიოთ repair your computer !

    და მივდივართ სრულიად სხვა მიმართულებით

    ფაქტიურად იგივე მიმართულებით როცა XP-ზე ვიყენებდით recovery console ფუნქციას (ან არ ვიყენებდით :D)

    მოკლედ ავირჩევთ repair your computer-ს და ვხედავთ ასეთ ფანჯარას

    56874cdfb6c9.jpg

    ველოდებით სანამ სისტემა დაასრულებს თავის ბოროტ ჩანაფიქრს: უჩვენოდ მოაგვაროს პრობლემები !

    რა თქმა უნდა სისტემა ჩვენზე ბევრად უჭკუოა და ბოლოს დაგვნებდება და ისევ ჩვენ გვიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას :D

    f33145c6d3b9.png

    მეორე თოლიას (პწიჩკა) თუ მოვნიშნავთ და next ღილაკს დავაჭერთ დაიწყება ყველასთვის კარგად ნაცნობი system restore პროცესი

    ამოირჩევ თარიღს სადამდეც გვინდა აღვადგინოთ სისტემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვიცით

    ხოლო თუ დავტოვებ მონიშნულს პირველ თოლიას (use recovery tools that can help... და ა.შ.) და დავაჭერთ next ღილაკს ვიღებთ ასეთ ფანჯარას:

    87cb6660ccd0.jpg

    აქ ათასი სისულელებია ისევ system restore ასევე system repair და ასე შემდეგ... ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ command prompt

    დავაჭერთ მას და:

    3f8471d320b7.png

    აი ისიც, ჭეშმარიტების მომენტი ! :D

    აქ უბრალოდ ავკრიფავთ format C:

    მოგვთხოვს დადასტურებას, ვკრიფავთ უბრალოდ Y და ვაწვებით enter-ს

    შეიძლება კიდევ ჩაგეკითხოთ მთავარია უარი არ უთხრათ :D

    ბოლოს დაასრულებს თავის ნახევარ საათიან (ან მეტი :)) სრულ ფორმატირებას

    მოგთხოვთ დისკის სახელის მითითებას ან enter for none (თუ ვერ მოიფიქრეთ რა დაარქვათ დისკს) დააჭერთ enter-ს და ეგ არის

    ჩვენ სრულად დავაფორმატეთ C: დისკი

    ამის შემდეგ უბრალოდ უნდა დავხუროთ ორივე ფანჯარა X კნოპკით და გავაგრძელოთ ინსტალაცია და დავასრულოთ ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე

    ამჯერად ვირჩევთ install now-ს და არა repair

    სულ ეს იყო :)

    წარმატებულ ფორმატირებას გისურვებთ

    • Upvote 9
  7. აქ ვეცდები ლაკონურად ავხსნა როგორ გავაკეთოთ screenshot-ი ბენჩმარკების ტესტების ვალიდაციისთვი

    საერთოდ სურათის გადაღება ხდება მარტივად კლავიატურაზე print screen კლავიშზე (შეიძლება შემოკლებით Prt scr ეწეროს) დაჭერით ეკრანის სურათი ინახება ბუფერში

    2be23a56e5f6.gif

    ამის შემდეგ უნდა გავხსნათ ვინდოუსში mspaint პროგრამა შემდეგ ან მაუსის მარჯვენა კნოპკით paste ფუნქციით ან კლავიშების კომბინაციით Ctrl + v სურათი გამოჩნდება პროგრამაში რომლის შენახვაც შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატში (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები ეკრანის სურათის გადასაღები). უმჯობესია jpg ფორმატში შევინახოთ save as ფუნქციით შედარებით პატარა გამოვა მოცულობაში სურათი.

    ამის შემდეგ შენახული სურათი შეგვიძლია ავტვირთოთ რომელიმე სერვერზე მაგალითად radikal.ru-ზე

    იმისთვის რომ სურათი არ დააპატარავოს ზომაში უნდა მოვხსნათ ორი თოლია (პწიჩკა)

    8bdf941baa72.jpg

    ეხლა როგორ უნდა იყოს გაფორმებული ბენჩმარკებში სურათები, ანუ რა პროგრამების ფანჯარა უნდა ჩანდეს.

    3D mark Vantage მაგალითი

    a09dec6e7229t.jpg

    1. Nvidia-ს კარტების შემთხვევაში Nvidia კონტროლ პანელიდან გამორთული უნდა იყოს PhysX.

    ATI-ს PhysX არა აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში...

    ჩართული იყო თუ არა ტესტის დროს ადვილად გავიგებთ ასე რომ შეგიძლიათ არც გამოიტანოთ სკრინზე ;)

    სხვა 3D მარკებში აზრი არა აქვს ჩართული გექნებათ თუ არა, ნება თქვენია.

    2. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ აუცილებელია ჩანდეს რეზოლუცია რომელზეც გავატარეთ ტესტი და საშუალო FPS ტესტებში. ყველა ბენჩი ტარდება Default რეზოლუციაზე, ამ ტესტში რეზოლუციას განსაზღვრავს სიმბოლო P (performance).

    ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები, თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა.

    3. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები.

    4. გაატარეთ მხოლოდ GPU და CPU ტესტები. Future ტესტები შეგიძლიათ გამორთოთ, დროის კარგვაა...

    როგორ მოვიგოთ დრო 3DMark Vantage-ის გატარებისას

    448ca345e011t.jpg

    გამორთეთ ყველა feature test (სურათზე მაგალითისთვის ორი ცალი მაინც ჩართულია მაგრამ ყველა გამორთეთ)

    3D Mark 06 მაგალითი

    48ac962b1ab9t.jpg

    1. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული პუნქტები. რეზოლუცია რომელზეც გაატარეთ ტესტი და უნდა იყოს 1280 X 1024 (Default რეზოლუცია) თუ მონიტორს ასეთი გაფართოება არა აქვს სხვა მონიტორი იშოვეთ :) ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები.

    2. აუცილებლად უნდა ჩანდეს Details ფანჯარა საშუალო FPS-ით ყველა ტესტში.

    3. თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა.

    4. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები.

    5. სხვა ბენჩებისგან განსხვავებით გასატარებელი ტესტები ავტომატურად მონიშნულია, არაფრის მოკლება არ გჭირდებათ.

    3D Mark 05 მაგალითი

    fd01f403afd0t.jpg

    აბოლუტურად იგივე ხდება რაც 06-ში უბრალოდ აქ სავალდებულო რეზოლუცია 1024 X 768 რომელიც Default რეზოლუციაა და ავტომატურად დგება.

    შეგიძლიათ გამორთოთ ყველა ტესტი და გაბენჩოთ მხოლოდ Game ტესტები დანარჩენი დროის კარგვაა.

    EVEREST - Bechmark მაგალითი

    952d1907870at.jpg

    აუცილებელია წითლად შემოხაზული ფანჯრები. მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სავალდებულო არ არის მაგრამ სასურველია.

    Hall Of Fame შევსებისას დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ ციფრებს დაუსმევთ წერტილებს ათასეულის ნიშნულთან მაგალითად ასე 25.004; 23.259; 28.174 და ა. შ.

    SuperPI & Wprime მაგალითი

    a19faec6d6cet.jpg5c493569bdb9t.jpg

    ამ ტესტებშიც უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ თვითონ ტესტის ფანჯარა, SuperPi-ში უნდა ჩანდეს რომ ტესტი 1MB-ზე გატარდა და არა ნაკლებზე. და როგორც Superpi ასევე Wprime ტესტში უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით.

    Mainboard ტაბი აცულიებელი არ არის.

    wprime-ში advanced settings

    threads - მიუთითეთ ნაკადების რაოდენობა თორემ ქულას დაგაკლებთ

    df4b15b09a92.jpg

    Fritz Chess მაგალითი

    50fe05ab9679t.jpg

    აუცილებელად უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით.

    Unigine Heaven მაგალითები

    DX11 (ქულა აღნიშნულია X სიმბოლოთი)

    eba2ce63b52at.jpg

    DX9 (ქულა აღნიშნულია B სიმბოლოთი)

    33f1ee9653aft.jpg

    წითლად შემოხაზული ფანჯრები სავალდებულოა. ასევე რამოდენიმე ვიდეო კარტის შემთხვევაში ჩამოშლილი უნდა იყოს GPU-z სკრინზე ფანჯარა.

    მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სასურველია მაგრამ სავალდებულო არ არის.

    მწვანედ შემოხაზულ ფანჯრებზე მინდა გითხრათ რომ სავალდებულო არ არის მაგრამ ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ მათაც მოაყოლებთ, მაგრამ თუ არ მოაყოლებთ ამის გამო არავინ დაგსჯით. შედეგი დაფიქსირდება.

    თუ თქვენი სკრინები ასე იქნება გაფორმებული შედეგები დაემატება რანკინგს. სხვა შემთხვევაში რანკინგში არასრულყოფილი სურათით შედეგს ვერ დავამატებთ.

    წარმატებულ ბენჩებს გისურვებთ :)

    • Upvote 5
  8. ესენიც თუ არ მოგწონათ აღარ ვდებ არაფერს :D

    29tbq.gif

    sq26f.gif

    არანაირად არ მომწონს

    სად იპოვე ეგ ფონტები? :D

    მე ახალი არ მინდა ძVელი მირჩევნია

    ძველი რომ ცოტა ფერებში ჩაჯდეს და ნორმალური იქნება ჩემის აზრით

    სადა და ლამაზი

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.