KetiSilagava
-
Posts
5 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Posts posted by KetiSilagava
-
-
საინტერესოა.. ვგრძნობ, მალე სესხის აღება მომიწევს :დ
- 1
-
ჩამოტანით ძვირი ჯდება საკმაოდ, აზრი აღარ აქვს, ჯობია აქ ნახო.
მარაგი მართლაც ამოწურულია, მაგრამ აქ ნახე, შეიძლება ჰქონდეთ
უსაფრთხოების სისტემები
in ქსელები
Posted
ფიშინგი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. იდეა მარტივია, იქმნება ბანკის ან რომელიმე კომპანიის ყალბი გვერდი, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ნამდვილთან, საიტის ველში კი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლო ანსხვავებდეს, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოტყუვდეს, თუმცა როგორც კი მცირედი ეჭვის თვალით შეხედავთ, მაშინვე ყველაფერს ფარდა აეხდება. ასეთი გვერდის აღმოჩენისას ეს ინფორმაცია კონკრეტულ ბანკს უნდა აცნობოთ, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს. კომპანიის შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების სისტემები არაა სწორად ინტეგრირებული, დიდი შანსია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ. ორგანიზაციებში ჰაკერები კომპლექსურ შეტევის გზებს იყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია კომპანია, მთავარია რამდენად ღირებულ ინფორმაციას ინახავთ, რომლის მოსაპოვებლადაც დამნაშავე ყველაფერზეა წამსვლელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მკაცრი ზომები კომპანიებისთვის, რომლებიც ინფორმაციას ციფრული გზით ინახავენ.უსაფრთხოება კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების მიერ იყოს გამართული. აუცილებელია სისტემის განახლება და მონიტორინგი. საუკეთესო ვარიანტია აუთსორს კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, ვინც სრულად გამართავს და უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემები კომპანიის შექმნის დღიდანვე უნდა იყოს გამართული, რადგან წარმატების მოპოვებასთან ერთად იზრდება რისკებიც.