Jump to content

Gamer-4ever

წევრი
  • Posts

    2323
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Posts posted by Gamer-4ever

  1. 12 hours ago, MaKaSaRa said:

    მოკლედ ბედის უკუღმართობით :D ორიდან ერთი კონტროლერი დამებრიდა და ახლა რომელ კომპთანაც ვარ აქ არ მაქვს. ხოდა ვცადე კლავიატურით ამის თამაში (საჭეც ვიფიქრე მაგრამ ამოლაგება მეზარება). ჩემდა გასაკვირად უკეთესად ვთამაშობ კლავიატურით ვიდრე კონტროლერით. უფრო ვიცავ სიზუსტეს. კლავიატურა მექანიკა ყავისფერ სვიჩებზე და სასიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ კიდე იმას ვაბრალებ რომ როცა კლავიატურით ვთამაშობ მონიტორთან უფრო ახლოს ვზივარ და მეტ დეტალს ვხედავ. აზრად არ მომსვლია კლავიატურით ამის თამაში...

    კლავიატურით ვითამაშე ადრე პირველი გრიდი და მეტი არ გამჩენია სურვილი , ძაან ძნელია თან პადზე რო ხარ მიჩვეული მაგის მერე ცოტა სხვა პონტია, თან ეგრე სიჩქარესაც ვერ არეგულირებ , პირდაპირ მაქსიმალურზე აძლევს გაზს

  2. 39 minutes ago, Harmony Lines said:

    ვაა და ესე ახლებს რატო უჩნდებათ, სერიოზული არ მგონია მეც უკვე, უბრალოდ გამიტყდა 2 დღეში რომ ეს ხმა აიკიდა, აი დღეს საღამოს დავზეთავ და შევხედავ აბა, ცოტას ჩავასხამ ოქეი...^^

    თავიდანვე თვითონ რო ზეთავდეს ქარხანა არ იქნებოდა პრობლემა მაგრამ როგორც ჩანს არ ზეთავენ და უჩნდება ეგ ხმა, ანუ მე რაც მქონია კონტროლერები უმეტესობას დაჭირდა დაზეთვა, ნორმალურია ერთხელ დაზეთავ და ვსიო ეგაა, მთავარია პადი გამართულად მუშაობს და გაცვეთილი ვიდი არააქ ,ჭრაჭუნს ეშველება 

    ესეც კამერას ვტესტავდი

    7ef520a0c008.jpg

    • Upvote 1
  3. არარი ეგ პრობლემა, დასაზეთია და მაგიტო აქ ხმა, სადაც მოძრაობს იქ უჩნდება , სულ ახალ მაუსებზეც მომსვლია ეგეთი ჭრაჭუნი , პდპს პირველ პადსაც ააქვს ზუსტად მაგ ადგილას, ნორმალურია ეგ ,მიიზეთება და ეგაა, მთავარია ბევრის ჩასხმა არ მოგივიდეს 

    • Upvote 1
  4. 19 hours ago, Harmony Lines said:

    თენქს დიუდ...^^ ჰო გაასწორა, უბრალოდ ლაივში მაინტერესებს თუ არის რაიმე სხვაობა თუნდაც PDP-სა, PowerA და ორიგინალ ბოქსის ქონთროლერებს შორის და მერე ლაივშიც შევადაროთ ერთმანეთს თავისუფალ დრო თუ გამოვნახავთ და საინტერესო იქნებოდა მგონია, თან გავიცნობდით ერთმანეთსაც ლაივში, გავუზიარებდით შთაბეჭდილებებს...^^

    როცა გაგეხარდება ძმა, უნდა გავიცნოთ ერთმანეთი იმიტო რო ამდენი ხანია ვირტუალურად ვიცნობთ ერთმანეთს და ლაივშიც უნდა ვიცნობდეთ , თან საერთო ინტერესები გვაქ , თანასმოაზრეები რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი

    19 hours ago, Harmony Lines said:

    მაუსი და კლავიატურა კარგი თემაა მაგრამ რეალიზმის მხრივ ვერ შეედრება ქონთროლერს, იმიტომ რომ ეს ვიბრაციები საოცარ ეფექტს მატებს გეიმფლეი პროცესს, აი მაგალითად A plague Tale innosence მიწერია და მაგაში აი ძაან გამისწორდა, სხვადასხვანაირად რომ ვიბრირებენ თან თითოეულ დეტალზე ეგ გიმძაფრებს ფილინგებს...

    კი ეგრეა , სულ სხვა ეფექტია, შუტერებიც მოსინჯე იარაღის სროლა მაგარ ეფექტს იძლევა და ეგეც გაგისწორდება , მაგ ორიგინალით ითამაშებ შუტერებს უპრობლემოთ იმიტო რო ისეა ღილაკები მოწყობილი ადვილად დაუმიზნებ, მე ფორზა ჰორიზონს ვთმაშობ ხშირად და მანდ ასწორებს კიდე ძაან ჯოისტიკით

     

    19 hours ago, Harmony Lines said:

    იბეიდან გამოწერის აზრზე არ ვარ და არც გამომიწერია მაქედან არასდროს არაფერი, აქ თუ ვნახავ ვინმე თუ ჩამოიტანს შევიძენ... ისე ვიზუალს უკარგავს ცოტას მთლიანობაში ეგ დამცავები ქონთროლერს, მაგრამ თან საჭიროც არის...

    მე გასწავლი თუ გინდა  როგორ უნდა გამოიწერო , ებეიზე , ფეიფალზე და უსა2გეორგიაზე უნდა დარეგისტრირდე და ეგაა , მერე ბარათს მიაბავ ფეიფალზე და მეტი არაფერი, ცოტა ძნელათ კი ჩანს მაგრამ უნდა ისწავლო , ისეთი დროა რო უნდა იცოდე, ძალიან დიდი ბაზარი გაგეხსნება 

    კი ეგენი აუშნოვებენ ღილაკებს მაგრამ თუ გინდა რო დიდხანს გემსახურეოს პადი და არ გაუცვდეს რეზინები ეგ დამცავები უნდა დაუყენო, ნუ შენ სურვილზეა რათქმაუნდა , ისედაც არაფერი უჭირს ეგრეც დიდი ხანი გეყოფა,თან ორიგინალს ხარისხიანი მასალააქ და უნდა გაძლოს წესით

    19 hours ago, Harmony Lines said:

    Xbox-ს ქონთროლერების კოლექციონერი, რამდენი აქვს დემნ... 😶

    იქსბოქსს აქვს ესეთი ძალიან კარგი სერვისი სადაც შესაძლებელია რომ შენი გემოვნებით ააწყო დიზაინი და შემდეგ შეუკვეთო და დაგიმზადებენ.

    https://xboxdesignlab.xbox.com/

    აუ მაგარია, ასწორებს ბევრნაირი პადი რო გაქ 

    ისე პირველი ბოქსიდან მოყოლებული მაგარი პადები აქ ბოქსს, პირველიც მაგარი იყო 360 -იც , და ონე-ც

    ონე უფრო სხვა ლიველზეა გადასული , ვიბრატორები რო დუმატეს ეფექტებიც დაემატა

    • Thanks 1
  5. 1 hour ago, Harmony Lines said:

    მოკლედ დღეს ვიყიდე როგორც იქნა ქონთროლერი ეს არის Xbox One X-ს V3 Special Gray And Blue Editionმოკლედ პირველი შთაბეჭდილებები ძალიან სასიამოვნო დამიტოვა, სოლიდური ლაქშერული რამეა ნამდვილად, აწყობის ხარისხი მომეწონა, მკვდარი ზონა ფაქტიურად არ აქვს,  ღილაკები სასიამოვნოა, სენსორები იდეალურად არის დაბალანსებული, ფუნქციურად რაც შეეხება ეს ყოფილა V3 მოდელი რომელიც ბოლოს გამოვიდა series X-მდე და დამატებული აქვს ვაირლესთან ერთად bluetooth-ს ფუნქციაც რომლითაც შეგიძლიათ დაუკავშიროთ ანდროიდ სმარტფონებსაც და სხვადასხვა მოწყობილობებს ქონთროლერი, არ საჭიროებს ცალკე ვაირლესს რესივერს, თამაშის პროცესში ძალიან სასიამოვნო ვიბრაციებს გამოსცემს ნამდვილად რეალიზმს მატებს გეიმფლეი პროცესს, ვიყიდე Like New მდგომარეობაში, მაგრამ ხმარების კვალს ვერ ვატყობ საერთოდ, ფასები ამაზონზე რომ ვნახე ახლები 75-80$-ის ფარგლებში მერყეობს ამ კონკრეტული მოდელის, და Like New სადღაც 70-72$-ს ფარგლებშია და მე ვიყიდე 120 ლარად...^^ ფერი ძალიან მომეწონა თან, განსხვავებული ფერია, თანამედროვეობას უსვამს ხაზს...

    PowerA-ს ქონთროლერის ყიდვას ვაპირებდი მაგრამ ზუსტად იგივე მიჯდებოდა ახალი რომ გამომეწერა და აქ ვიყიდე იგივე ფასად ორიგინალი ONE X-ს Special მოდელი, ამიტომ დავიკიდე Power A და PDP... 

    https://www.xbox.com/en-US/accessories/controllers/grey-blue

    https://www.amazon.com/Xbox-Wireless-Controller-Grey-Blue-one/dp/B07GHWHFR5

    ჩემი პირველი (სერიოზული) ქონთროლერია PC-ზე და კმაყოფილი ვარ ნამდვილად...^^

    მადლობა Gamer-4ever-ს, შენი მიმოხილვები და რჩევები ინსპირაციული იყო ჩემთვის, thanks brother... 💜

     

    გილოცავ ძმა , ძაან კარგათ გამოიყურება, ფერიც კარგია

    120 ლარად ნაჩუქარია , კარგი არჩევანია, მაინც ორიგინალია

    აი ამ დამცავებსაც გადახედე კარგი გამოსადეგი რამეა , ინახავს მამოძრავებელ ღილაკებს  https://www.ebay.com

    კი ვიბრაციის ეფექტებიც მაგარი ექნება, ფორზა ჰორიზონზე იყენებს 4-ივე ვიბრატორს და მაგრად გადმოქცემს ყველა დეტალს 

    მაუსი და კლავიატურა ხო თავისებურად კარგია მაგრამ ესეც თავიდებურად ასწორებს , ანუ გეიმპადიც უნდა გქონდეს 

    1 hour ago, Harmony Lines said:

     

    მადლობა Gamer-4ever-ს, შენი მიმოხილვები და რჩევები ინსპირაციული იყო ჩემთვის, thanks brother... 💜

     

    გაიხარე ძმა, შენც რო გააკეთე ახალი პადის  განხილვა ეგეც ძაან კარგი იყო ;) 

    • Like 1
  6. შეცვალეს ალბათ იმიტო რო სიახლის პონტში, ძველებურად უფრო მომწონდა მეც, აი პირველმა the evil within -მა ძაან გამისწორა , ანუ ეგეც ზუსტად რეზიდენტის სტილში იყო რა

    ესეც არაუშავს ჰორორის პონტში მაინც კარგია

  7. 1 hour ago, MaKaSaRa said:

    მე მაქვს ლიცენზირებული სთიმის ვერსია და არაფერი ლაგავს 99% შემთხვევაში. მხოლოდ რამდენიმე წამით ლაგავს რბოლის მერე free road-ზე რომ გადახვალ. დაახლოებით 5-10 წამი. მერე ეგრეც სწორდება. შეიძლება კონკრეტული ჰარდი არ მოსწონს სადაც ჭედავს. არც game mode მაქ ჩართული

    ხო ეგრე ლაგავს ჩემთანაც რამდენიმე წამი, თან შენ ბევრად ძლიერი სისტემა გაქ, აი ვინდოუს სტორეს ვერსია რო მქონდა საერთოდ არცერთი წამი არ ლაგავდა, კი მაქ შენახული ხატაბის რეპაკი და მაგას დავაინსტალირებ ისევ

    ძველი სქრენშოტიც ვიპოვე , უნდა დავცხო ისევ რა :D 

    b2d05ff572b0.png 

  8. 3 minutes ago, user24 said:

    game mode არ უნდა ქონდეს ამოჭრილი ვინდოუსს თორემ გალაგავს. ხელუხლებელ 10ზე არაფერი პრობლემა აქვს ჩემთან, ნაჩალიჩარზე იჭინთება

    არაფერი არააქ ამოჭრილი , თვითონ სტიმის ვერსია არ ვარგა როგორც ჩანს 

  9. On 7/7/2021 at 10:12 AM, Gamer-4ever said:

    ეხლა ვიწერ სტიმის ვერსიას ისევ v 1.473.411.0 ამ ბოლო განახლებით და იქნებ არ ქონდეს ჭედვები 

    აი ეს პორტაბელური ვერსიაა [v 1.473.411.0 + DLCs] (2018) PC | Portable

    ვნახავ და დავწერ თუ გამოსწორდა რამე, თუ არ ეშველა მაშინ ისევ ვინდოუს სტორეს ვერსიას გადმოვწერ ეგ ჯობია , არ ჭედავს მაინც

    ესეც იგივე უვარგისი სტიმის ვერსიაა, იგივე ლაგები რაც წინებს , ისე თვითონ სტიმზე წერენ კომენტარებში რო ჭედავსო , ბევრი პოსტი წავიკითხე 

    ისევ ძველი ვერსია რჩება ნორმალურად , ულტრაზე ვთამაშობდი და ოდნავ ლაგიც არ ქონდა , სეწტემბრიდან დავცხებ ისევ

  10. დღეს შევიძინე Realme c21

    რედმი 6ა -ს მერე ძაან დიდი მეჩვენება, თან ჩასადები ჩიხოლი კიდე უფრო გაზრდის ზომაში

    ესეიგი სტასნდარტულად ყველა ახალი სმარტი 6.5 ინჩია , ალბათ მომავალი წლიდან ავლენ 8 ინჩზე :D 

     

    f9e7adc02528.png

    • Upvote 1
  11. 29 minutes ago, George said:

    მე კლავათი ვუბერავდი საერთოდ

    გიო ჯოისტიკითაც მოსინჯე მაგრა გაგისწორდება , სულ სხვანაირი გახდება თამაშის პროცესი , კლავიატურით იმხელა ეფექტი არააქ , პადზე მაინც ტრიგერებით გაზს დაარეგულირებ და სხვა დონეა საერთოდ

    ფორზა 7ს რაც შეეხება სუფთა სიმულატორია მაღალი დონის , ყველანაირად მოგეწონება თუ სიმულატორები მოგწონს

    39 minutes ago, George said:

    მოკლეთ შემომეხურა გუშინ სინგლ კამპანია სანამ შუქი წავიდოდა,

    დაგვაბრუნეს 90 ნებში :mad:  

    :D 

  12. On 7/9/2021 at 5:27 PM, MaKaSaRa said:

    2 დღეა ვთამაშობ და მართლა ვერ ვხდები რატოა ეს სხვა ამ ჟანრის თამაშებზე ბევრად უკეთესი. ერთადერთი ავტომანქანების დიდი არჩევანია თორე სხვა რა აქვს აი შეგიძლიათ ვინმემ მიმახვედროთ? იქნებ სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს. აი გრაფიკაო რომ ვთქვა სხვასაც აქვს გრაფიკა(ზოგადად თამაშებში გრაფიკა უკვე მაღალ დონეზეა და ესეც არაა გამონაკლისი), open world-იო-სხვასაც აქვს, სთორი- ამას სთორი არ ქვია რაც არის. მომაბეზრებელი ერთნაირი ივენთებია ჩემთვის. მოკლედ მე 7.5-8/10 დავუწერ იმის ფონზე რაც ვითამაშე. ონლაინ არ მითამაშია მაგრამ არამგონია მაგან რამე შეცვალოს. და კიდევ ეს მანქანები ყველა 250+ რომ დადის მათ შორის უგზოობაში ეგ რა მაფიაა? :D ტრასაზე ხარ თუ ყანაში აზრი არ აქვს, ფრიზბისავით დასრიალებს. ანუ თავიდან რომ ვრთავ კარგია სანამ გავეცნობი ყველაფერს მაგრამ მერე ძალიან ერთფეროვანია. TDU აქვს თავისდროზე დიდი ხანი ნათამაშები და იმის გადმომღერებაა უკეთესი გრაფიკით. ხო იქ უფრო ტაშტივით დადიაოდა მანქანები მაგრამ ის ბევრად ადრე იყო. ორიგინალური იდეაც კი არაფერია ამ თამაშში. მომბეზრდა ძალიან მაგრამ ახლა სხვა ისეთი არაფერი მაქვს და ნელნელა მივყვები. ჰიპერქარების გარდა სკილდ სირთულეზე ვთამაშობ გათიშულუ თრექშენით და სტაბილითით მხოლოდ ABS ჩართული და ადვილია ასეც, კიდე ერთი საფეხურით ავწევ უკეთეს მანქანებს რომ დავირტყავ. 

    კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ უბრალოდ ამ ჟანრში (არკადული რეისინგი) იმდენად ცუდი სიტუაციაა 15 წლის უკანდელთან შედარებით) რომ ეს თამაში იმათ ფონზეა ჩემი გაგებით მაგარი თორე სხვა არაფერი. ასევე ვიტყვი რომ ეს ჩემი პირადი აზრი და შთაბეჭდილებაა და არავის მოვუწოდებს რომ გაიზიაროს. ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემი ასეთია 

    ყველას თავისებური ხედვააქ, შენ როგორც აღიქვი ეგეც საინტერესოა , მე საერთოდ იქსბოქსის მოყვარული ვარ ზოგადად და მაიკროსოფტის თამაშები ძალიან მომწონს , ააქვს თავისი ხიბლი რომელიც განასხვავებს სხვა თამაშებისგან თითქოს მაქსიმალურად დამუშავებულიაო და გულით იქმნებაო ეგეთი შთაბეჭდილება გრჩება  

    რაარი იცი არკადული ხოა და თან მანქანების ფიზიკაც ძაან მიახლოვებულია რეალურთან როგორც გრაფიკა , დრიფტიც ამ თამაშში თავისებურია , ანუ თითქოს ნამდვილ სამყაროში ხარო მე ეგრე აღვიქვი , მთელი ხიბლიც ეგაა ყველა მანქანით სეირნობა სასიამოვნოა ისეთი გაკეთებულია 

    რითი თამაშობ შენ ? ჯოისტიკით ? თუ საჭით ? 

    მე ვთამაშობ ბოქს ერთის ჯოისტიკით და 4 ვიბრატორით გადმოქცემს ყველა წვრილმან მოძრაობასაც კი და ძაან რეალურს ხდის თამაშის პროცესს, მაგასაც მნიშვნებობააქ რომელი პადით ითამაშებ

    ყველას აზრს პატივს ვცემ , ყველას თავისებური ხედვააქ , ჩემთვის ეს თამაში შედევრია როგორც ფორზა 7 და ორივეს 10 დან 10 ს დავუწერდი

     

    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.