Jump to content

G10RG1

წევრი
  • Posts

    92
  • Joined

  • Last visited

Posts posted by G10RG1

  1. On 4/4/2023 at 1:06 AM, ZuuRaa said:

    სალამი ფორუმელებო პრობლემას ავღწერ უფრო სწორეად $#^#(|დები ავხსნა რა ემართება პს-ს :D და იქნებ დამეხმაროთ 
    საქმე რაშია ეხლა  მიკლედ სადღაც 3 დღის უკან გადავწყვიტე გამესუფთავებინა მტვრისგან  სულ დავშლე ვიდეო ბარათს და პროცესორს თერმოპასტა შევუცვალე ნუ აესვაკეთებ ხოლმე ყოველ წელს 
    შემდეგ როცა კომპიუტერი ჩავრთე ჩვეულებრივ მუშობდა სტიმს რომ ვსქროლავდი  უეცრად გაიიფრიზა და არ რეაგირებს ხოლმე არაფერზე სანამ არ დავარესტარტებ ჩვეულებრივად არის გამოსახულება გაყინული არც არტიფაქტებს ყრის და არაფერს ყველა კომპონენტის ტესტში სრულ დატვირთვაზე არ ფრიზავს არც ვიდეოკარტა იფრიზება ფურმარკში და ასევე არც ვიდეო მემორი ტესტში აიდა 64 ში სადღაც ნახევარი საათი ვტესტე არც ტემპერატურები ადის მაღლა და ჩვეულებრივად მუშობს ვიდეო ბარათიც მოვხსენი სხვა დავაყენე იგივეს აკეთებს რამებიც სხვა დავაყენე მაინც იგივე პრობლემაა WINDOWS იც გადავაყენე დრაივერები მრავალჯერ წავშალე და ჩავწერე ბიოსი თავიდან ჩავწერე როგორც ვიდეო ბარათის ისე დედა დაფის 

    მოკლედ ამდენი ხნის მერე როგორც იქნა ვიპოვე პრობლემა. ნერვებზე ამიყოლა ამ ფრიზებმა და ვიფიქრე ჩავრთავდი შევიდოდი ბიოსში და მერე პლატაზე ყველაფერს შევეხებოდი რო გამეგო რა გამოიწვევდა გაფრიზვას. დავიწყე რამებით 24 პინ კვების კაბელით მოკლედ მივყევი ყველაფერს და ბოლოს CPU ქულერის mount ებს მივადექი :D როგორც კი დავაწექი შურუფს რომელიც ცპუს ქულერს იკავებს ეგრევე მომენტალურად ფრიზავდა. აი ზემოდან თითით ვაწვებოდი ქვედა მხარეს 2 შურუფს და მყარად იყვნენ მაგრამ ზედა 2 რო დავაწექი ქვემოთ ჩადიოდა ორივე შურუფი. მოვაძრე ქულერი ჩავრთე უქულეროდ შევედი ბიოსში და ისევ ჩავაწექი ქვემოთ  სოკეტს სადაც ცპუ ქულერის შურუფი ჩადის და იგივე გააკეთა. მოკლედ პოემა რომ არ გამომივიდეს ქეისის ბრალი იყო. ქეისს სადაც დედაბარათს სვავ ქვემოდან არ ჰქონდა სწორი ზედაპირი რაღაც უშნოდ ჰქონდა ამობურცულები ქარხნულად ამიტო როცა ქვემოდან პლატაზე cpu სთვის screw mount ს მიადებდი მერე კიდე დაუჭერდი შურუფებს ზემოდან ქულერზე ჩემი გაგებით პლატას ღუნავდა თითქმის. გადავაწყვე ყველაფერი სხვა ქეისში რომელსაც სწორი ბრტყელი ზედაპირი აქვს და მუშაობს ეხლა პც ჩვეულებრივ არანაირი ფრიზები არანაირი მაიმუნობები :D ბოლო რაღაც იყო რასაც იფიქრებდი ადამიანი მარა ნუ როგორც იქნა დაადგა საშველი:D  აი ასეთი ჩაღუნული ქონდა თითქმის სადაც ცპუ ჯდება იმ არეალში.

    6.jpg

    პლიუს ამას ჩემი პლატა უჯიშოა და იგივეს აკეთებს სატა პორტებზეც. რო ჩავრთავ და სატა კაბელლს ოდნავ გავამოძრავებ იგივეს აკეთებდა რაც აღვწერე ამიტომ დიდი შანსია სატა პორტის პრობლემაც იყოს. 4 პორტიდან 3 ზე მიფრიზავდა 1 ზე არა ამიტო ავიღე ერთი 500იანი სსდ და ვამუშავებ ეხლა ფრიზების გარეშე :D

  2. ამ ნაწილებს კი ვიყიდი და ავაწყობ მარა კვების ბლოკზე გავიჭედე 😕 გადავხედე პისი რუმზე კვებებს მერე psu tier list ზე შევიხედე და ყველა აქ განთავსებული კვება 200ლარს ქვემოთ არის c d e ტიერში და ზოგს აწერია არ გირჩევთო. ვერ გავიგე deep cool, zalman, chieftec ესენი ცუდი კვების ბლოკებია ?  80+ სტანდარტები კი უწერიათ მაგრამ არვიცი სანამ ვიყიდი ვიფიქრე ვიკითხავდი. რომელს მირჩევდი ?

  3. როგორ გაიაფებულა 10 სერიის პროცესორები :D 470 ლარად პისი რუმში მომივა ზუსტად I3 10100f და asus H510M-K  + ოპერატიული ddr4 8gb ვიდეოკარტას იგივეს დავიტოვებ რადგან ახალ თამაშებს არ ვთამაშობ და იმედია ეგ სისტემა მაინც არ გამაწვალებს. მადლობა დიდი.

     

    პს. არა თბილისში არ ვარ სამწუხაროდ მაგრამ არაუშავს ავაწყობ რაც მირჩიე ჯიგარი ხარ ❤️

  4. 12 minutes ago, Gogla1990 said:

    მანდ 2 ვარიანტია სულ

    ერთი კვება, მეორე მაზერი

    უეჭველი კვებააო ვერ იტყვი, რადგან მაზერი ზომავს მანდ ვოლტაჟს და შეიძლება კვება რეალურად 12-ს აწვდის

    მაგის გამოსარიცხად ან ერთი უნდა შეიცვალოს ან მეორე (ან ტესტერი თუ გაქვს კაბელებში გაიზომოს ვოლტაჟი)

    კვების გამოცვლა იგივენაირი ტიპით, ანუ 15 ამპერიანი საოფისე კვებით არ მოგცემს ზუსტ პასუხს

    მეორე კვება რომელიც ვცადე 12 ვოლტზე 20 ამპერი უწერია. თუ სწორად დავითვალე 140 ვატი

    მჭირდება ორივე ცპუ და გპუ ზეც ესაც 100% დატვირთვაზე. მარტივი მათემატიკით 240 ვატი მივიღე იმ ძველ კვებაზე მაგრამ ისევ გათიშა

    140ვატი  თუ ჩემი 750ტი მართლა 60 ვატზე ავიდოდა :D :D :D 38 ვატზე აქვს ლიმიტი მაგის ზემოთ არ ადის. cpu კიდევ 45-50 ვატს არ სცილდება ამიტო 140 კიარა უფრო ნაკლებს ვიყენებ თუ სწორად ვხვდები

  5. კი კი ეგ იგივე თემაა რაც მაშინ გავხსენი ადრე. შენ იკითხე მაშინ ჩინეთიდან ხოარ ჩამოიტანეო და არ მახსოვს რატომ არ გიპასუხე მაგაზე სორი :D

  6. Just now, Gogla1990 said:

    ჩინეთიდან ხომ არაა ჩამოტანილი?

    მანდედან ჩამოსულ პლატებს ქონდათ მსგავსი უცნაურობები, ერთ დღეს იდიალურად მუშაობდა, მერე ბნედა ემართებოდა, ხან 1 რამის სლოტი ფუჭდებოდა, ხან ხმის კარტა, ხან ქსელის კარტა, ხანაც ისე გადიოდა გაღმა პროცესორიც თან მიჰყავდა

    კი ჩინეთიდან ჩამოვიტანე ვიფიქრე ვაიმე რა იაფიათქო სადღაც 40 თუ 50 ლარი ღირდა და ჩამოტანით 70მდე დაჯდა :D :D :D

  7. სალამი მოკლედ კომპიუტერი მეთიშება მაღალ დატვირთვაზე. ჯერ იმით დაიწყო რო იფრიზებოდა არაფერზე რეაგირება არ ჰქონდა მაგრამ კომპი აგრძელებდა მუშაობას. მიწევდა რესტარტი ქეისიდან ან დენიდან პირდაპირ. ახლა კიდევ დაეწყო სრული გათიშვები. ვცადე გაწმენდა ყველაფრის სპირტით სლოტებიც გავწმინდე პროცესორზე ახალი თერმოპასტაც წავუსვი პინები შევამოწმე სოკეტში და ყველაფერი რიგზეა მანდ. იგივე ვიდეობარათზეც და ოპერატიულის სლოტებზეც. ოპერატიულებიც შევამოწმე memtest86 ით მთელი ღამით გავუშვი ტესტზე და არანაირი ერორი არ ამოაგდო ამიტო ეს გამოვრიცხე. კონდენსატორები შევამოწმე დედაპლატაზეც და კვების ბლოკშიც გარედან არანაირი ვიზუალური დაზიანება არ შეინიშნება არც გაშავებული არც გაბერილი არ არის არცერთი.  შემდეგ დავიწყე hwinfo ში ქექვა ვოლტაჟის შესამოწმებლად. 

    მოკლედ ამოვწიე 1 ფანჯარა hwinfo თი სადაც ვოლტაჯს აჩვენებს ყველაფერზე და მეორე მხარეს OCCT და გავუშვი power ტესტ ზე. ყველაფერს ტვირთავს 100% ზე პროცესორს ვიდეობარათს ოპერატიულებს და რაც შეიძლება მეტ დენს მოიხმარს ამ დროს კომპი. შევამჩნიე რო 12v დატვირთვის გარეშე 12.240 ზე არის მაგრამ როგორც კი გავუშვებ ბენჩმარკს 11.2-11.4 მდე ვარდება. 5v ც შევამოწმე და ნორმალურად 4.8 ზე არის როცა ბენჩმარკს გავუშვებ ვარდება დაბლა 4.4-4.5მდე. ამიტო ვიფიქრე კვების ბრალი იქნებათქო შევცვალე კვების ბლოკი სხვა ბლოკით რომელიც 300ვატამდე გამოიმუშავებს გავუშვი ბენჩმარკი და იგივე გააკეთა იმ ბლოკზეც 12.2 დან 11.0 ზე ჩამოაგდო ვოლტაჟი და გათიშა კომპი იმ განსხვავებით რო 5v აღარ დააგდო სხვა კვების ბლოკზე.  როგორც ვიანგარიშე 140-150 ვატზე მეტი არ მჭირდება ესაც 100 % დატვირთვაზე. I5-3570 Gtx 750ti არაფერი არმაქვს ოვერქლოქზე ყველაფერი დიფოლტზეა ბიოოსიც შევამოწმე არც xmp არის ჩართული და არც Fsb, BLCK არის აწეული. Dram voltage ც აუტოზეა 1.5ვოლტზე. ვფიქრობ რო ეს ნაგავი დედაპლატა ვერ იტანს როცა ვიდეობარათი და ცპუ ერთად ითხოვენ დიდი რაოდენობით ვატს. 

     

    მოკლედ დავწერე პოემა უკვე და იქნებ ვინმეს გქონდეთ რამე იდეა :D :D :D 

    ეს ბენჩმარკამდე:

    image.thumb.png.af98067f1b34bc7ec589e02036ab1aca.png

    ეს ბენჩმარკის დროს. შევამჩნიე რო ვოლტაჟს ცპუ სტრესზე არ აგდებს. როცა გპუ გავუშვი ტესტზე მაშინ დააგდო 11.2მდე 12დან. 

    image.thumb.png.e75a0d306ae0a055ee0950ea0b8cc86d.png

  8. პროფილზე რა პლატაც გიწერია მაგაზეა საუბარი? იმიტო რო მეც იგივე H61 პლატა მაქვს ოღონდ გიგაბაიტის და იგივე სჭირს ჩემს პლატასაც. რა არ ვცადე ძმაო აი რავიცი ყველაფერი დრაივერებიდან დაწყებული ნაწილების ტესტით დამთავრებული. იფრიზება არც კლავიატურა არც მაუსი რეაგირებს ხო ? და ქეისზე რო რესტარტის ღილაკს მისცემ კომპიუტერი ითიშება საერთოდ ხანდახან ცდილობს ჩაირთოს ახლიდან მაგრამ მერე ბუთ ლუპში შედის აი ჩაირთვება გაითიშება განუწყვეტლივ. ერთადერთი რამაც იმუშავა დროებით იყო ოპერატიულების ამოღება სლოტების გაწმენდა და უკან მოთავსება ისევ რამების. ეგაც დროებით მუშაობს ხანდახან მთელი დღით ვითამაშებ თამაშებს არაფერი მოსდის ხანდახან აიკიდებს შეჯდება ვირზე და მაწვალებს.

  9. On 10/11/2022 at 6:40 PM, Gogla1990 said:

    მაზერი რაც გიწერია ის გაქვს?  ჩინეთიდან ხომ არაა ჩამოტანილი?

    პროცი ამოიღე, პინებს დახედე მაზერის + პროცის პინები გაწმინდე სპირტით, იგივე ოპერატიულის სლოტ/პინებზე

    ოპერა 2 ცალი თუ გაქვს სათითაოდ სცადე

    კი ჩინეთიდან ჩამოვიტანე ეს მაზერი. პინები მაზერის იდეალურები იყო მის მერე პროცი 3-4 ჯერ ამოვიღე ამიტო არ ვფიქრობ გავღუნავდი რომელიმეს მარა შევამოწმებ მაინც. ოპერები სათითაოდ ვცადე მაშინ როცა ფრიზავდა და საინტერესო რაღაცა არის სათითაოდ ვცადე ოპერები და მუშაობენ უპრობლემოდ მარა იმ მომენტში როცა ფრიზავს ხოლმე ოპერები ერთად არის ორივე 😕 

    On 10/11/2022 at 6:17 PM, George said:

    შეიძლება მართლა ამოკლებდეს სადმე, ფილტრზე გაქვს მიერთებული ასნავნოი სისტემა თუ პირდაპირ შტეფსელში აჯენ, ცადე აბა ფილტრითაც მიერთება ან სხვა შტეფსელზე, ან დენი თამაშობდეს შეიძლება, ეხლახან დაეწყო ეგეთი რაღაცა თუ უკვე დიდი ხანია აქვს, დაფრიზვა იცის კიდე ოპერებზე რომ არასწორ ვოლტაჟს აძლევს ან აუტოზე მაღალ ტაიმინგებს, მაშინაც შეიძლება ქონდეს დაფრიზვები

    შტეფსელში ვაერთებ ეგრევე. ვიფიქრე ეგაც რო დენი თამაშობდა შტეფსელში სხვაც ვცადე და იგივეს აკეთებს ეს ჩათლახი სისტემა.  ბიოსში შევიხედე ოპერებზე განსაკუთრებული არაფერია ანდერქლოქი გავუკეთე 1600 დან 1333 ზე. სპიდი ტურბოზე აყენია მარა როგორც ვიცი ეგ ნორმაა.

  10. 10 hours ago, George said:

    კვების გამოც ფრიზავდეს შეიძლება, რის შემდეგ დაეწყო ისე ეგ დაფრიზვები, რამე შეცვალე ან დააყენე მაგ პერიოდში, ვირუსებმა ეგრე დაფრიზვა არ იცის, თუმცა მაინც გაატარე რამე მძიმე ხომ არ გიზის სისტემაში, შეიძლება ბიოსის ნასტროიკებსაც უნდოდეს შეჩხუკუნება, ნუ იგივე ოპერებზე ვოლტაჟის აწევ-დაწევა ან სიხშირეების შეცვლა, რაღაცას აშკარათ უჭირს, იცის ეგეთი გაბერვები გლუჩნოი დრაივერებმაც სისტემაში, თუმცა ძალიან დიდი ხანია ეგეთი დაფრიზვები აღარ მქონია, დარაზგონებული გაქვს რამე სისტემაში თუ სტოკზე ამუშავებ, ხანდახან ადრე თუ კარგათ მუშაობდა ეხლა უკვე უჭირს მაგ სეტინგებზე მუშაობდა და ცოტა დაკლება უნდა მაგ შემთხვევაში სეტინგებს, ვოლტები ნაგრუზკის დროს ნორმალურია კვებაზე, აიდაში შეამოწმე ძალიან ხომ არ ეცემა იგივე V5,v3.3 და v12, მოკლეთ თუ აქამდე ვერ დაადგინე რა ახურებს ეგრე ადვილი არ იქნება მოძებნა ზუსტათ რა ჭირს ან ნაწილს ხომ არ უნდა შეცვლა თუ უკვე გადის მარილზე, იცის ოპერებმაც და კვებამაც ეგეთი გაჭედვები, როგორც არასტაბილურმა რაზგონმა, ვინდოუსის გადაყენებაც შეიძლება თუ აქამდე არ გადაგიყენებია, თუმცა ჯერ სხვა რაღაცეებიც გამორიცხე მაინც, ბლუ სკრინს აგდებს დაფრიზვის შემდეგ თუ პირდაპირ ეკიდება და ნოლი რეაქცია აქვს, გაფუჭებულმა კვებამ იცის ისე ეგეთი დაფრიზვები

    ბიოსში შევიხედე არაფერი საეჭვო არ ჩანს. ოვერქლოქზეც შევამოწმე პროცესორიც და ოპერებიც სტოკ value ებზეა. დაჟე underclock იც ვცადე მარა იგივე გააკეთა. ვინდოუსი კი ახალი დავაყენე მარა მაგის გამეგება საკმაოდ კარგად :D  გაქრაშვის დროს ანუ არანაირ ბლუ სქრინს ან ერორს არ აგდებს იმენა წარმოიდგინე რამეს აკეთებ და უცებ ყველაფერი შტერდება და შეშდება იმ ბოლო სქრინზე რასაც ხედავდი არც მაუსი მოძრაობს და არც კლავიატურა მუშაობს და ცოტას თუ დავაცდი თავისით გაითიშება. და კიდე ხო ისარის უცნაური რო რესტარტის ღლაკი ქეისიდან არ არესტარტებს მაგდროს პროსტა თიშავს :D

     

    image.thumb.png.bc856512c0f6b023e88c622a2c3da503.png

    5 hours ago, MaKaSaRa said:

    როგორი ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. დიდი ხნის მანძილზე ჩემთანაც იყო მსგავსი პრობლემები. კვების ბლოკი შევცვალე კიდეც. არაფერი შედეგი. პირველ შემთხვევაში ups-ის ბრალი იყო. პირდაპირ დავერთე და აღარ ქონია პრობლემები. მეორე შემთხვევაში მსგავსი პრობლემები გამოვლინდა და აქაც ელექტროობა იყო დამნაშავე. როგორც წესი დამიწება არაა დღესდღეობით სახლის/ბინის ელექტროგაყვანილობაში. ქეისზედაც ხელს რომ ვადებდი ბჟუილის შეგრძნება იყო. დამიწებას ვერ გავაკეთებდი ამიტომ უბრალოდ defender-ის ფირმის დამაგრძელებელი ვიყიდე ადაშოფში და ეგ პრობლემაც მოგვარდა. მგონი დენის ფილტრი აქვს ჩაშენებული. მესამედ რომ დაემართა მაშინ უკვე კაბელების მენეჯმენტი მინდოდა მომეწესრიგებინა და ეს დენის გამანაწილებელდამაგრძელებელი კომპიუტერის მაგიდის ფეხზე მივაკარი მჭიდროდ. მაგიდის ფეხი მეტალისაა და ეგრევე გამაწვალა. ან ვერ ვრთავდი ან უბრალოდ ითიშებოდა. მოვაშორე მაგიდას და ისევ იატაკზე დავაგდე და იმის მერე მომენტალურად ირთვება და პრობლემის გარეშე. ბოლოს კიდე ფრიზები რომ გაუჩნდა უკვე corsair icue პროგრამის ბრალი იყ. მისი რომელიღაც მოდული ურევდა. ყველაფერი წავშალე როცა როგორღაც ჩავრთე და ნელნელა დავამატე უტილიტები. ასუს აურა სინქის ჩანართდან ქონდა პრობლემა. აღარ დანიყენებია . სამაგიეროდ ვიდეოკარტა და დედადაფა აღარ სინქრონიზდება განათებით სხვა კომპონენტებთან.. ნუ ალბათ დაფიქსავდნენ მაგრამ აღარ მიცდია. 

     

    ობში შოტში დენის ბრალი მგონია. დამცავი/ფილტრატორი დაუყენე და შეხედე რას იზავს. ან სხვა ოთახში გაიტანე და იქ ააწყე სისტემა.

    ups არ მაქვს მე.  როგორც შენ აღწერე იგივეს შვება ესეც  :D ქეისზე ხელი რო გაადაუსვა  ბჟუის :D და კუთხეში წვერთან თუ მიადებ ხელს უკუღმა ცოტაზე იგრძნობ რო გიპწკენს. მაგიდაზე მქონდა ადრე მარა რამდენჯერაც csgo ვთამაშობდი სულ მიწევდა ბევრი მოძრაობა მაუსის ამიტო იფრიზებოდა ხოლმე და გადავიტანე სკამზე მაგისგამო მერე აღარ ჭირდა ეს რაღაც ცოტახნით მაგრამ მერე ისევ დაიწყო. იატაკზე არ მიცდია და შეიძლება ვცადო :D

     

  11. გამარჯობა :) სანამ აღვწერ რა ტვინის ღნასთან მაქვს საქმე ვიტყვი რო ვეძებე ბევრი გუგლში ფორუმებზეც მაგრამ პასუხი ზუსტი ვერ გავიგე და აქ ამიტომ ვხსნი ტოპიკს.

    ანუ ეხლა რა ხდება მინდა რო ჩავრთო პც შევაერთებ დენში და დავაჭერ ქეისზე ჩართვის ღილაკს. თავიდან ისტარტება მაგრამ 2 წამში ითიშება. მერე გამოვაძრობ დენიდან ისევ შევაერთებ, ვაცდი 10-15 წამი შემდეგ კი ვრთავ ისევ ქეისიდან და ირთვება მოკლედ მივაღწიეთ Windows ამდე. შემდეგ როგორც ჩვეულებრივ ქრომს ვხსნი ეგრევ  და სტიმს ყველაფერი ნორმალურადარის მაგრამ რენდომ მომენტში კომპი გადაწყვეტს რო კარგი დროა გასაფრიზად და იფრიზება. არც მაუსი მოძრაობს არც კლავიატურა მუშაობს და ეკრანზეც ბოლო სქრინი ჩანს რასაც ვხედავდი. თუ ვაცდი ცოტას 30წამიდან 1 წუთამდე თავისით გაითიშება თუარადა ქეისიდან მიწევს გათიშვა. (რესტარტის ღილაკი ეგრევე არ არესტარტებს პროსტა თიშავს) 

    თავიდან ვიფიქრე კვების ბლოკი იქნებოდა ამიტო გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტად დამეტვირთა ამიტო ყველანაირი სტრეს/ბარნ ტესტი ვცადე რო დამეგრუზა კვება მაგრამ არაფერი არმოხდა. 

    შემდეგ ვიფიქრე ოპერატიულები იქნებოდა და ეგენი  დავტესტე  პროგრამებით როგორიცაა aida64, windows memory diagnostic, memtest86 მაგრამ აქაც არაფერი ოპერები მუშაობენ ჩვეულებრივად.

     

    შემდეგზე ცპუ ვიფიქრე ამიტო კარგახანს ვაწვალე სტრეს ტესტებზე და თამაშებზე მაგრამ აქაც არაფერი არანაირი ქრაში, ფრიზი, ბლუ სქრინი. ქულერი მოვხსენი გავწმინდე და ახალი თერმოპასტაც წავუსვი პროცზე.

     

    ამის მერე მეგონა SATA კაბელებს ან თვითონ მყარ დისკებს ქონდა დარხეული. სატა კაბელები შევცვალე და მერე დისკებს დავუწყე შემოწმება. ორივე იდეალურია 100% სიცოცხლის დონეზე არანაირი ცუდი სექტორები და ა.შ.

     

    ტემპერატურაც მინდოდა გამომერიცხა მაგრამ როგორც აღვნიშნე არანაირი ეფექტი არ ჰქონია სისტემის სტაბილურობაზე სტრეს ტესტების დროს.

     

    ამის შემდეგ შევამოწმე ყველა კვების კაბელი რო მყარად და საიმედოდ ყოფილიყო შეერთებული სადაც საჭიროა მაგრამა მითაც არაფერი. 

     

    ვიფიქრე მაზერი ამოკლებდა ქეისზე და კვება თიშავდა პცს თავდაცვის მიზნით მაგისგამო გამოვჭერი ქაღალდის რგოლები და მაზერის შურუფებს ქვეშ ჩავსვი და მერე დავუჭირე. ამითაც არაფერი არმოხდა.

     

    ყველაფერი ამოვიღე ქეისიდან დავაწყე მაგიდაზე გამოვაძრე ვიდეოკარტა, მყარი დისკები, ყველანაირი პერიფერია, ინტერნეტის პორტები და ვცადე მაგრამ როგორც თავში დავწერე იგივე გაიმეორა (ჩართვიდან 2 წამში გაითიშა)

     

    მოკლედ მაგარ ტვინის დღნაშივარ ყოველდღე ამის ჩართვაზე 50ჯერ მაინც უნდა ვცადო და 1ხელ წაიღებს და ჩაირთვება და ისაც მერე თუარ გაფრიზა იღბალავარ იმდღეს ხოდა იქნებ იცოდეთ რამე .😁 მადლობა ყურადღებისთვის.

     

  12. 6 minutes ago, MaKaSaRa said:

    დაერხა სამწუხაროდ მონიტორს. ჩემთანაც სოფლის კომპის მონიტორზე აქვს მარცხენა მხარეს დაბლიდან სადღაც მონიტორის სიმაღლის 2/3-ზე ზოლი. ბოლომდე არ ადის. ადრე შემორახუნებაზე უქრებოდა. ერთხელაც გაუჩნდა და უკვე წლებია ასეა. ყველა ფონზე არ ჩანს. ღია ფერებზე არ ჩანს. ნუ რამდენიმე ვარიანტია თუ შლეიფის ბრალია თვითონ სქრინზე შეიძლება გაკეთდეს მაგრამ მე არ მიმიტანია არსად. ჩემით დავშალე და მიუდგომელი იყო ეგ შლეიფი და დავიკიდე.

    კი ზუსტად მასეა მკვეთრ ფერებზე უფრო თეთრზე არ ჩანს ან ოდნავ ჩანს. შავზე ყველაზე უარესია :D იმას მოასწავებს რო მალე განუტევებს სულს და ვიზრუნო ახალზე უკვე? თუ არკვდებიან მონიტორები ამისგამო ? :D 

  13. სალამი ყველას მოკლედ ასეთი რამე დაემართა მონიტორს თამაშს ვთამაშობდი დავასრულე მატჩი გავედი თამაშიდან და მონიტორის მარცხენა მხარეს დავინახე ვარდისფერი ზოლი გაჩნდა. გავთიშე კომპი და VGA გამოვაძრე ვიდეოკარტიდან მერე ჩავრთე მონიტორი და მონიტორის ლოგო როცა აჩვენა არ ქონდა ეს ზოლი მაგრამ როცა აწერს რო დააკონექტეო კაბელიო მერე ისევ აჩვენებს ამ ზოლს. ასევე ჩართულზეც აჩვენებს. მაგრამ 1 რამე მაეჭვებს მარცხნივ დესკტოპზე სადაც იკონებია ეს ზოლი ზემოდან უხეშად არ გადაყვება გეგონება იკონის უკან იმალებაო ზუსტად იმ ადგილზე 😕 რას ფიქრობთ?

  14. გამარჯობა. მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს რომელიც მანამდე მქონდა მაგრამ ახლაც იჩინა თავი. დაახლოებით 1 წლის წინ მონიტორმა დაიწყო ასეთი რამ: მონიტორის ჩართვიდან 2 წამის შემდეგ ქვრებოდა მივიტანე ხელოსანთან ჯიგრულად 50ლარი გამომართვა და მთელი წელი მონიტორი კარგად მემსახურა. მაგრამ ახლა დაახლოებით 10 დღის წინ ისევ იგივე დაემართა. შევაერთებ დენში როცა პც ჩართულია ჩაირთვება მონიტორი გამოაქვს გამოსახულება მაგრამ ქვრება უცებ. საუბარი მაქვს ეკრანის სრულიად გათიშვაზე. მაგრამ ნათურა მაინც ანთია რომელიც მიანიშნებს რომ მონიტორი ჩართულია. ასევე შევამჩნიე ასეთი რაღაც როცა მონიტორს გავთიშავ და რამდენიმე დღით არ შევეხები ( არ ჩავრთავ ) და ამის შემდეგ ვცდი ჩართვას ცოტახნით ირთვება და მუშაობს მაგალითისთვის : მქონდა გათიშული 5 დღით  მერე ჩავრთე 3 დღე ნორმალურად იმუშავა თუმცა იგივე დაეწყო. იქნებ იცოდეთ რამე რაც დამეხმარება. ძველი მონიტორია და ყოველ ჯერზე 50-50ლარის ყრას თუ რამეა ახალსაც ვიყიდი. 

    მონიტორი: LG L192-WS

     

    პს. თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი მომიტევეთ. :D ვერვნახე შესაბამისი ჯგუფი.

    download.jpg

  15. კვება გამოვცვალე ჩემსაზე მარა იგივე გააკეთა დღესაც არ ჩაირთო 😕  ანუ ირთვება და 1 წამში ითიშება მერე ისევ ირთვება და ასე უსასრულოდ აგრძელებს 

    :/ 

  16. 54 minutes ago, bitcoin said:

    ვცდი ერთი მასეც ცოტახანი  შევაერთებ და არ ჩავრთავ , რა გგონია  მაინც რას აბრალებ

    ამწუთას ჩავრთე და ჩაირთო უპრობლემოთ დავშალე ვაფშე ყველაფერი ცპუ ქულერი მოვაძრე შიგნით მტვერი ქონდა შეტანილი ბევრი ისენიც გავწმინდე თერმოპასტა გამოვუცვალე მარა ახლა ქულერმა დაიწყო პოლნი სიჩქარით ტრიალი და ღრიალებსავით :D ააქამდე არუქნია ასე მარა რავიიცი ჯანდაბა ამას მე კვებას დავაბრალებდი მარა შევამოწმე და 12 ვოლტზეც და 5 ვოლტზეც ნორმალურად აწვდის დენს 12 ვოლტზე 12.240 აწვდის რავი აბა მეტი რას დავაბრალო ვინჩესტერიი 100/100ზეა არანაირი ცუდი და მკვდარი სექტორები არ აქვს ოპერატიულიც ვიფიქრე მარა არვიცი ოპერა როგორ დავტესტო 

  17. გამაარჯობათ მოკლედ ასეთი რამე სჭირს კომპს აი მაგალითად რომ ვრთავ მაღალ ხმაზე სსტარტავს პროცესორის ფენი გიჟივით ტრიალებს ბოლო სიჩქარეზე ბიოსშიც კი როცა ვარ მაშინაც ასე შვება და 2280RPM უჭირავს სულ ვერანაირად ვერ დავაგდე ეს ბრუნები რო ხმას დაუწიოს ცოტა მაინც ბიოსიდან ცპუ ფან კონტროლი SILENT ზე დავაყენე მაგრამ აზრი არაქ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ქულერი რას მირჩევთ როგორ ჩავაწყვეტინო ხმა? :d პროცესორი არ ცხელდება მერწმუნეთ და თერმოპასტაც ახალიაქვს

    Capture.PNG

  18. 2 hours ago, bitcoin said:

    მადლობა  ყურადღებისთვის , არ ვიცი რა რისი ბრალი შეიძლება იყოს  სსდ  ახალი დაყენებული მაქ  დედა დაფაც ახალი შეცვლილი მაქ  კვების ბლოკიც ახალი შეცვლილი მაქ, თან მე არ მიჩალიჩია ხელოსანს მიუტანე  და იმან  შემიცვალა ყველაფერი.  კიდევ გეტყვით რა სიმპტომი აქვს

     

    ესეიგი ჩართვის დროს არის მომენტები სადაც უცებ შეშდება ეკრანი   მაუსი არ რეაგირებს არც კლავიატურა  გამოსახულება  გამოაქ ეკრანზე არც კომპიუტერი არ ითიშება უბრალოდ შეშდება  არაფერი არ რეაგირებს არც რესტარტი არაფერი თუ არ გამოვრთე და ჩავრთე..   რამდენჯერმე ჩართვის დროს მასე შვრება ჩაირთვება ბოლომდე და მერე უცებ შეშდება ეკრანი და სანამ არ გავთიშავ არაფერი სწორდება  ვერ გავიგე ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს, 

    ერთი თუ წაიღო მერე აღარ ითიშება  

    ეხლა უკვე ჩაირთო და ვიდეოს გადაღება დამავიწყდა   მერე დავდებ ანუ როგორ შვრება 

    აი ზუსტად შენნაირად ვარ მეც :/ ჩემსასაც იგივე რამე სჭირს :/ არ გიცდია დენში შეერთება და გაჩერება? მე დენში რო ვაერტებ და ვრთავ ეგრევე მასე მიშვება მარა როცა ვაცდი 10-15წთ და მერე ჩავრთავ ირთვება და კიდე ხო როცა ეგრევე ვრთავ დენში შეერთების მერე მაღალ ხმაზე სტარტავს და ეგრე მოსდის

     

    თუ ჩაირთო და ამუშავდა 24/7 რო მქონდეს ჩართული არაფერი მოუვა და არაფერი გაფრიზავს

  19. სალამი კაი ხალხს :) ესეიგი ასეთი რამე მჭირს რა და ვერ გავარკვიე რა ნაწილი ატრაკებს აი მაგალითად შევაერთე დენში პც და ჩავრთე ჯერ ჩართვაზე მაწვალებს მაღალ ხმაზე სტარტავს და არ ირთვება ანუ ჩართვიდან 2-3 წამში ითიშება მერე ისევ თავისით ირთვება და ასე გრძელდება სანამ დენიდან არ გავთიშავ. ნუ ეს 1 ნაწილია ჯერ :დ აი მაგალითად ჩავრთე და გავხსენი ქრომი ან უბრალოდ ტასკ მენეჯერი როცა მოესურვება გაფრიზავს გაშეშდება არაფერი აღარ მოქმედებს კომპი ჩართულია მუშაობს მაგრამ ყველაფეს ფრიზავს და ქეისზე ავარიული გამორთვს ღილაკის გარდა არ შველის არაფერი :D (არც რესტარტის ღილაკი თიშავს მაგდროს) ვიფიქრე კვებაათქო და რავიცი აი გადახედეთ ინფოს კვებაზე სურათი იქნება ქვემოთ. მყარი დისკიც ვიფიქრე შევამოწმე 100/100ზეა არანაირი ცუდი და მკვდარი სექტორები 😕  გახურებითაც არ ხურდება ძალიან ნორმალური ტემპერატურები უჭირავს ყველაფერს. ვინდოუსის event viewer ში შევიჭყიტე და რაღაც რაღაც ერორები ვნახე თან ათასობით ერორი რომლებიც pagefile ს უკავშირდება 

    Capture.PNG

    Capture.PNG

    Capture.PNG

  20. გამარჯობათ მოკლედ ემულატორზე ვცდილობ ჩავრთო თამაში pubg mobile lite მაგრამ მაქვს შემდეგი სახის პრობლემა: თამაში ისტარტება მაგრამ როცა loading screen თან მიდის შეშდება და არაფერს აღარ აკეთებს ანუ ეხატება სურათი აწერია loading ქვემოთ გავა ცოტაზე და ვსო ეგაა ეგრეა სულ ოპერატიული შევამოწმე 60 პროცენტს არ სცდება 4გბ რამ მაქვს 1600მჰზ პროცესორი ი5-3570 მემუს ვიყენებ გეიმლუპი ვცადე და იმაზე საერთოდ არ ჩართო რას მირჩევთ?

  21. 6 minutes ago, ottko said:

    cortana/siri ქვია მაგათ დღესდღეობით რასაც შენ ამობ ეგენი შექმნილი და დახლოებით რასაც წერ მაგებს აკეთბს 

     

    ეგენი ტელეფონებშია ჩაშენებული მე ვებსაიტზე ვამბობ

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.