სმარტფონი შევიძინე ჩინეთის კერძო მაღაზიიდან და ჩამომივიდა აღწერილობის შეუსაბამო და დეფექტიანი, (უვარგისი) რის შესახებაც რა თქმა უნდა მოვახსენე სელერს და შევთანხმდით რომ თუ დეფექტიან სმარტფონს უკან დავაბრუნებდი სელერი ახალს გამოაგზავნიდა. გავაგზავნე უკან სმარტფონი, ახლა უკვე ერთი კვირაა რაც სელერს გადამზიდ კომპანიამ მიუტანა მისამართზე სმარტფონი და ამ ერთი კვირის განმავლობაში სელერი კონტაქტზე აღარ გამოდის. ვფიქრობ რომ არც ახალი სმარტის გამოგზავნას აპირებს და არც ფულის უკან დაბრუნებას, მოკლედ მომატყუა როგორც ჩანს
იბეის საფორთი ჩავაყენე საქმის კურსში, რამდენიმე აგენტს ვესაუბრე და ყველა აგენტი სხადასხვას მეუბნება, მათ შორის არც ერთი არ მაძლევს იმის გარანტიას რომ თანხა უკან დამიბრუნდება და ახლა ვფიქრობ სელერს თუ დავარეპორტებ ამ შემთხვევაში თუ დაუმტკიცდა დანაშაული როგორც ვიცი იბეი ანგარიშს გაუუქმებს და ვფიქრობ იქნებ სელერს ანგარიშის გაუქმების შეეშინდეს და გამოვიდეს კონტაქტზე და შეასრულოს თავისი სიტყვათქო... თან იმას ვფიქრობ დარეპორტების შემდეგ ანგარიში თუ გაუუქმეს მე ვაბშე ჰაერში არ დავრჩეთქო... მოკლედ არ ვიცი რაღა ვიფიქრო
ამიტომ მინდა სელერის დარეპორტება და თუ ვინმემ უკეთესი გზა იცით იქნებ გამიზიაროთ რა, 1000 + ლარს ვკარგავ