Jump to content

ЯPcasemods

წევრი
  • Posts

    76
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    3

Posts posted by ЯPcasemods

  1. On 12/15/2020 at 12:58 AM, gio_kiborg said:

    ჩემი 1080ti -ზე RDR 2-ია Cyberpunk-ის გარდა სადაც 60 FPS არაა ხოლმე გაჭიმული,Max ტექსტურებით და დანარჩენი ძირითადად High, რამდენიმე მედიუმზე  მაგრამ ძალიან სტაბილური frametime აქვს და Gsync Compatible მონიტორზე პრობლემას არ ქმნის,

    Gears 5, Doom Eternal, Metro Last Light, AC Origins, Kingdom Come deliverance, Ghost Recon Breakpoint (demo) Far Cry 5/New Dawn ამ თამაშებს უპრობლემოდ ვთამაშობ ჩემს სისტემაზე 60+ (ძირითადად უფრო მეტი) 2K-ზე, ყველგან Ultra სეთინგები არ მაქვს, მაგრამ High ზე ნაკლები მხოლოდ RDR-ში დავაყენე ისიც რამდენიმე ისე, რომ ვიზუალი თითქმის არ შეცვლილა, და პიქსელ-პიქსელ თუ არ შეადარე, გაგიჭირდება შემჩნევა, 

    რატომ არ არის 2K კარტა, რომელ თამაშებზს გულისხმობ მაინც? თუ ყველა სეთინგი აუცილებლად Ultra-ზე უნდა ეყენოს ყველგან და მინიმუმ 60 FPS? მაშინ 3080-საც გაუჭირდება ყველგან მისი დადება და არ ყოფილა მაშინ არც ერთი 1000 დოლარზე ნაკლები კარტა 2K-სთვის

    ფაქტია, რომ ოპტიმიზაცია დაიკიდეს და მაგიტომ ამ თამაშში "აღარ" არის, ვნახოთ, მომავალში პატჩებით თუ გამოასწორებენ, თორემ ახლა High/Medium შერევით თამაშობენ 2k-ზე ახლაც,

    სამწუხაროდ სამომავლოდ უფრო ხშირად იქნება ასეთი სიტუაციები,როცა ვიდეოკარტის სიმძლავრე ფატიურად გამოუყენებელი დარჩება, თორემ 1080ti ნაირი ანომალია იშვიათად თუ გამოეპარებათ Nvidia და AMD-საც, მე-20 სერიის დამოშვებისას 2080 ძლივს უსწრებდა, ზოგგან კიდევ ეს ჯობდა, მერე დრაივერების და ახალი თამაშების ოპტიმიზაციით გაზარდეს სხვაობა, თუმცა 2018 წლამდე თამაშებში, ჯერაც ხშირად უსწრებს 2080-ს

    იდეაში ეგრე 3080/3090 4K-ს უნდა ჭამდეს ვითომ მარა...  ზემოთ რაც ჩამოთვალე ეგენი ბაზარი არაა მაგათი ოპტიმიზაცია დაფრინავს...  2/4K მაინც კაი ხანი აწამებს სიტემებს მომავალშიც +ნაგავი დრაივერები და იქნება გართობა პოლნი კატუშკით როგორც დღესდღეისობით.

  2. 6 minutes ago, George said:

    ეგრე დარჩება თუ არ გაუარესდა, თითქოს ყველაფერი იხვეწება მაგრამ ტრენდია ეხლა ეგეთი, თუ ყველაზე კარგი პონტი გინდა კიდე უფრო მეტს გახდევინებენ რაღაცაში, მაგალითათ ავიღოთ ახალი 2K 165 გერციანი გეიმერული მონიტორები სერიოზული DCI-P3 ახვატით, კი ხოშიანი ჩვენება აქვს მაგრამ მარტო HDR-ში, SDR რომელ მოდელებზეც არაა Srgb ემულაცია 130% Srgb იწვევს oversaturation და ბანალურათ არ უნდა ყველა მწარმოებელს მაგის დამატება, ისე კი მაგარი ნიტოა SDR ფორმატში ვინდოუს 10-ზე მასეთი მონიტორით, ტრენდია რა ეგეთი ტუტუცური და ეგ ყველაფერს ეხება მიკროსოფტის ვინდოუს 10-ან დაწყებული (ეგ პრობლემა MacOS მასეთ მონიტორებზე არაა) მონიტორი-ვიდეოკარტებით დასრულებული, ტვ ეგრე იქნება, დაყოფილია სეგმენტებათ რომც ქონდეს კარგი გაუმჯობესებები ახალ მოდელებზე, ვინდოუს 10 კი ერთი სპლაჟნოი ბეტა ტესტიროვკაა და მეტი არაფერი, სტაბილურობა თუ გსურს 1-1.5 წლის უკანდელი ბილდები უდნა დააყენო უფრო და არ აბოლო

    კი ბატონო ეგრეა ზუსტად გეთანხმები 100% ით

  3. 33 minutes ago, George said:

    დაჟე შეიძლება პროცესორიც კი მოქმედებდეს მაგაზე, ინტელზე სხვანაირათ უბერავდეს, ამდ-ზე სხვანაირათ ესა თუ ის თამაში ერთიდაიგივე დრაივერზე

    კი ეგეც არი მარა, მაინც ამდენი დრაივერი თუ ვტესტე სადაა მაგის ნერვი :D. სანაგვეა რა ეს ყველაფერი, დაილოცოს ძველი წლები .. ბოლოს რაც მახსოვს ყველაზე უპრობლემო დრაივერი 419.35 იყო

  4. 4K-ზე აი როგორ უნდა ითამაშო ვიდეოს ბოლოშია 🤣 

    კაროჩე 1080P-ზე  GTX 1080/1080ti ით კარგად შეუბერავ კაცი ცოტა რო დატვიკონ პერფორმანსი, 1080/80TI  2K-ზე უკვე ძაან ცოდოა ბევრ ახალ თამაშზე ამაზე კიარა მარტო 😏

  5. არ აქვს... რაღაც ადაპტივივით მსგავსი აქ ჩამალული და ალბათ პატჩებით დაამატებენ მერე, შეიძლება ეგეც ერთ-ერთი პირობაა ძაან რო წეწავს სისტემებს მითუმეტეს 2/4K ზე.  

     

    • Thanks 1
  6. რამე კაი დრაივერი მირჩიეთ, ამ ბოლოს რაც დრაივერები გამოდის ყველა ნაგავია კაროჩე და იქნებ რომელიმე კარგად გაქვთ გატესტილი სხვადასხვა იგრებზე ოპტიმიზაცია რო უვარგოდეს რივიუებში ძაან მიწასთან ასწორებენ ხოლმე და შიშით ვეღარ ვწერ...  ესეიგი ეს დრაივერები გახდა ხიჭვი ტრ....ში რა.

  7. 18 hours ago, Harmony Lines said:

    nomad დავიწყე გა გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს მოკლედ...

    პირველ რიგში თამაში ძალიან მრავალფეროვანია, დეტალებზე ორიენტირებულია და არა ბუტაფორიულად გაკეთებული როგორც mafia definitive edition-ში იყო, ეგვიპტური კატა შემხვდა ერთ ერთი მისიის შესრულების დროს გზად ქუჩაში და რო დავხედე კატას F ღილაკზე დაჭერა დამიწერა დავაჭირე და ხელი გადაუსვა თავზე ამდამაგვარი დეტალები ძალიან დახვეწილია, საახები და ვიზუალი რომ ავიღოთ ნორმალური გაკეთებულია, რომ შევადაროთ მაგალითად detroit become human-ს ის ბევრად წინაა სახეების ანიმირებით, აქ ბევრად მარტივადაა, მაგრამ ეს open world-ია და გასაგებია ყველაფერი მაღალი დონის ვერ იქნებოდა რესურსი არ არის საკმარისი დღეს ტექნოლოგიური რომ ამ ყველაფერს გაწვდეს...

    ადამიანებთან კომუნიკაცია და ა.შ. საინტერესოდ არის გაკეთებული, ეს ყველაფერი ფუტურისტული ატმოსფერო ძალიან იგრძნობა და მაღალ დონეზეა... 

    ინტელიგენცია, საშუალო და დაბალი ფენებს ეტყობათ უბნებს მდიდრების უბნები გარე უბნები, გეტო ყველაფერი განსხვავებულია, მანქანებიც კი მდიდრების უბნებში ძვირადღირებული ავტომობილები დადიან და ღარიბების იაფფასიანი...

    რელეიშენშიფ თემატიკა მაღალ დონეზეა გაკეთებული, ღამის ცხოვრება, დღის რუტინა, ყველაფერს აქვს თავისი პეწი, ქალაქი ცოცხალია და იგრძნობა ურბანული უბნებისთვის დამახასიათებელი სტილისტიკა...

    პერსონაჟების ფსიქოლოგია, და მათი სფიჩები დამაფიქრებელია, დექსთან საუბარი საკმაოდ საინტერესო იყო, "შეგიძლია იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ან ჩაერთო საქმეში მთელი არსით, გაიარო რთული გზა და მოიპოვო დიდება...

    მანქანების მართვას რაც შეეხება, როდესაც first person ხედვით ატარებ FPS მაღალია როცა third person ხედვით, მაშინ FPS საგრძნობლად ეცემა... ოპტიმიზაცია ნაგავია ჯერ-ჯერობით, ქალაქში განსაკუთრებით, არის ბევრი ბაგები ძალიან, განატებების ბაგებია გამაღიზიანებელი მომენტებში, ტექნიკური მხარე დასახვეწია მოკლედ 100%-ით...

    სთორი საინტერესოდ ვითარდება, პერსონაჯების ქასთომიზაცია და განვითარება შთამბეჭდავია ბიოლოგიურ დონეზეა გრაფიკულად გადმოცემული, სისხლძარღვები, იმუნური სისტემა, ტვინი გრაფიკულად არის ნაჩვენები უფგრეიდების დროს...

    ინტერფეისი თამაშის პროცესის შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას, გაუთიშოთ სხვადასხვა მაჩვენებლები მენიუდან...

    ავტომობილების მართვას რაც შეეხება ჯერ ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ რომ მრავალფეროვანია და სანამ კარგად არ შევისწავლი ყველა ავტომობილს მანამდე ნაადრევი დასკვნებისგან ტავს შევიკავებ...

    ჩემთვის სენსიტიური თემაა ფსიქოლოგია ადამინების, ვსწავლობდი ამ სფეროს პირველ კურსზე უნივერსიტეტში და ამას ვაკვირდები ძალიან რამდენად არის პერსონაჟების როგორც ეგზისტენციის ინდივიდუალიზმის ელემენტები გაკეთებული და ჯერ-ჯერობით არაუშავს, მაგრამ დეტროიტთან შედარებით ჯერ-ჯერობით მოიკოჭლებს, იქაურ დიალოგებში უფრო ღრმა აზრის სფიჩები იდო მომენტებში თუ კარგად გაშიფრავდი და დაუკვირდებოდი...

    წინათგრძნობები, ინტუიციები და მსგავსი რაღაცეები დევს პერსონაჟებში იგრძნობა ეს ყველაფერი, დაკვირვების პროცესში ვარ მაგრამ მგონია სწორედ ამისთვის არის ინტელექტის განვითარების გრაფა და საკუთარ პერსონაჟს როდესაც განავითარებ ყველანაირად ბევრად საინტერესო იქნება შემდეგ დიალოგები, ალღოს გამომუშავებაც კი იქნება შესაძლებელი... ანუ იდეაში ემსახურება ეს პროექტი რომ მეტად შეიცნო საკუთარი თავი რეალურად ვინ ხარ ან მეორე მხრივ ვინ გინდა რომ იყო... მაგიტომ გაქვს ამდენი შესაძლებლობები ზუსტად...

    ჯამში ძალიან საინტერესო პროექტია და ჩემგან დადებით შეფასებას იმსახურებს მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური დეტალები გაუმართავია ოპტიმიზაციის სახით და მაგრამ მხოლოდ ტექნიკური მხარეა, მთავარი იდეაა და არსი ამ ყველაფრისა დაგანახონ რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში, რამდენად ადავპტირდებით მომავალთან...

    ძალიან კარგად გააზრებულად ჩამოყალიბებული მინი განხილვაა ყოჩაღ, ამ თამაშს ყველამ შეიძლება ვერ დაუჭიროს მუღამი და გასაკვირი არაა და არც არის საჭირო, პროსტა ბახაბუხი და მანქანით გრიალი თუ გინდა არის მაგისთვის GTA ან მსგავსი თამაშები ვინ გიშლის (ზოგადად ვამბობ..) მარა პროსტა რო მარტო FPS-ის დაჭერაზე და სისტემისთვის ოპტიმიზირებაზეა მთელი განხილვა რაც მთავარია თამაშის კორი(ბირთვი) ''მოიაზრება ყველაფერი'' ბევრს აღარც ახსოვს... მეც მაგრა მინდა რო შევუბერო მარა მოვიცდი კიდე სანამ დატვიკავენ უფრო და გაასწორებენ, მოთმენით წლები ველოდი და ცოტას კიდე მოვითმენ არაა პრობლემა.

    • Like 1
  8. 58 minutes ago, G1ORG1 said:

    დეუსს გავს, ერთი ერთDი არაა რა თქმა უნდა მაგრამ, გავს. მე ვერ დავარქმევდი ურადიკალურესად განსხვავებულს.

    არასწორად გაიგე შენ 🙂, მე ვიგულისხმე ვიჩერთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული თემა და არა საერთოდ... ასეთი თემა კი დეუს ექსმა წამოწია კარგად მარა მაინც აქ ამ იგრას ბევრი საინტერესო და ახალი დეტალი...

  9. 9 hours ago, მიშკა said:

    ვიტჩერს რომ ადარებენ, ჩემი აზრით არასწორია. ძაან ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან გეიმფლეის ჩათვლით. ის მესამე პერსონაა, ეს პირველი. იქ ვაფშე სულ სხვა სამყარო და ატმოსფეროა, აქ სულ სხვა. მაგის გარდაც, იქაურობა ძველ დროზე და ისტორიულ ლეგენდებზეა. აქ კიდე ტექნიკის და კიბერსამყაროს პარადია. ვიჩერამდე ბევრი უკლიაო რო ამბობენ, ვისაც ის სამყარო ევასება, ეს შეილება ვაფშე არ მოეწონოს და პირიქით. 

    ერთი ეგაა რო ვიჩერში უფრო მარტივად, ადვილად და გასაგებად იყო ყველაფერი. აქ ცოტა შეჩვევა და დამუღამება გინდა ბევრი რაღაცის. მთლიანობაში კაი რამე იქნება ყველაფერს რომ გამოასწორებენ და კიდე, ეს ამხელა პიარი ქება დიდება და ჰაიპი რომ არ აეგორებინათ, უფრო კარგი გამოჩნდებოდა. მარა მაგის გარეშე 8 მილიონს ვერ გაყიდიდნენ 🙂

    აა კომპეტენტური კაცი, მეც მაგას ვიძახი ხოლმე, კი ერთი სასტავისაა მარა ურადიკალურესად განსხვავებული თემა აიღეს და არ შეეშინდათ ექსპერიმენტების და მე ვიცი რო უმაგრესი რამე იქნება როცა ვითამაშებ... კი პროსტა ძველ სისტემებს წველავს ნუ უფრო კარტებს მარა ნუ ალბათ ცოთას შეასწორებენ.  ისე მინიმუმზე gtx780  RX470 აწერია მარა gtx970/980 მედიუმ/ლოუზე 1080P-ზე 15-22 კადრს იჭერს :D

  10. ოპტიმიზაციას არაფერი უჭირს მემგონი რაც ვნახე ვიდეოები კაი ოპტიმიზაცია აქვს ნუ ცოტა დატვიკვა უნდა მარა ეგაა რო კაი სისტემა უნდა ჯერ 1080 p-ზე და  2/4K ზე ხო იასნა თან თუ RTX და DLSS ზე თუ მიგიწევს გული..

  11. ძაან საინტერესო იქნება 3-ვე გაზას რო გატესტავ, ხო ნუ ვიჩერთან შედარებით გააჩნია როგორ ითამაშებ უფრო ნაკლებ დროს წაიღებს ალბად გადაბმული ქვესთები+ ისე წანწალი, მეც ვიჩერში 350 საათი მოვუნდი გართობას ყველაფრიანად + DLC ეებით ბოლო ქვამდე გადავჩითე მთელი სამყარო სადაც ფეხის დადგმა შეიძლებოდა ყველგან ვიყავი და ბევრი დამალული მაგარი ითემებიც ვნახე რომელსაც ისე ვერც იპოვის კაცი, მაგ თამაშით ვცხოვრობდი 2 თვე 🥰 ამ თამაშში მაგაზე მეკეტება და ეხლა რო მეფიქრება CP77-ში რეები იქნება უიუი 🤩,  თან მერე უფასო დიდ DLC ებს კიდე დაამატებენ ზემოდან დროთა განმავლობაში, არა ისე კი წაიღებს ტონა დროს...

  12. 18 hours ago, Archili1997 said:

    ხოო ტელემეტრიის სრული სიის გათიშვა და ზოგადად უაზრო გამოუსადეგარი სერვისების მითიშება მინდა,რომ უაზროდ არ წაიღოს კომპის მონაცემები. მემგონი მიითიშა კიდეც ეგ სერვისები,რადგან idle ში 1.2 GB მიაქვს 8 GB დან როცა 2.5 GB მიქონდა .

    მეტი რაღა გინდა აბა 🙂

  13. 23 minutes ago, majinboo said:

    ჩემი გადმოსახედიდან დაჩქარდა რელიზი,რაშიც გადამწყვეტი როლი ჰაიპმა ითამაშა,რაც თავის მხრივ დეველოპერების ბრალია. ჯერ კიანუ გამოაგორეს e3_ზე,მერე Refused_ის რექორდ ლეიბლად იქცნენ, კოლოსალური მასშტაბებია მოკლედ თამაშისთვის. მოლოდინებს ამძაფრებს ისიც,რომ ამ თამაშზე CDPR მუშაობდა და არა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრანგული კანტორა,შესაბამისად ნუ გაიკვირვებს ვინმე ბაგების გამო თუ ეჯმება,ბაგების,რომლებზეც თვალის დახუჭვა არ გამოდის უბრალოდ :D ჯორჯის არ იყოს,ჩემდა გასაკვირადაც იმაზე ბევრად მაღალი შეფასება აიღო ვიდრე მოველოდი :D ნუ ისედაც ვაპირებდი თამაშს,იმის გათვალისწინებით,რომ თამაშამდე ვიცნობდი ამ სამყაროს :D ეგრეც რომ არ იყოს,სეთინგი მეტად საინტერესოა ჩემთვის და ნებისმიერ შემთხვევაში მივცემდი შანსს :D 

    კი ამდენჯერ გადაწევას აჯობებდა კიდე კაი ხანი მოეთმინათ, მარა მეორე ისაა რო 8 წელია ეს თამაში დეველოპმენტშია და ძაან გაიწელა, ბევრი გაჭირვება ქონდა CDPR-ს მახსოვს ამათი პოსტები ხან სად მხვდებოდა და ხან სად, ხალხს ეძებდნენ პროგრამერებს, 3დ არტისტებს, არტ დიზაინერებს და ა.შ.  ზოგ კომპანიას რო ყავს მთელი შანტრაბა და ძლივს რო რაღაც აკეთებენ და ისიც რო არ ვარგა და დაუმთავრებელ პროდუქტში ტონა ფულს იწოვენ🤬 მაგალითად ზემოთ ხსენებულნი...  ძაან კომპლექსური თამაში არი რავი ტონა კონტენტით და ბაგები მაინც ექნება ალბათ კი მარა ეშველება მაგას რაღაც დროის განმავლობაში.

  14. 11 hours ago, majinboo said:

    ახლა შენ რომ არ გაინტერესებს იმას არ ნიშნავს,რომ ყველას ქინძზე ჰკიდია :D 
    მაინც რომელ მაგარ თამაშებზე საუბრობ,რომელს ეკუთვნოდა ობიექტურად 90+ და არ დაუწერეს ? :D თამაშის ვარგისიანობასა და თამიშის უნარზე არ ვიცი რა გიპასუხო ნუ,ესეც ახლა FromSoftware_თამაში არ იყოს რა :D აი რისი კეთება უნდა გაჭირდეს CP2077ში ისე,რომ ადამიანმა ქსოვის სწავლა განიზრახო :D არცერთ თამაშზე ყოფილა ამხელა ჰაიპი,შესაბამისად დეველოპმენტსა და მარკეტინგში ჩადებული რესურსის გათვალისწინებით კაკ მინიმუმ გლიჩების გარეშე უნდა მოაღწიოს ჩვენამდე  :D  ნერვის დაწყნარება უფრო დიდი მოლოდინის მქონე ხალხს მოუწევს და დეველოპერებს კიდევ ათი დეკემბრის შემდეგ :D რასაკვირველია თუ მოვლენები მათი წარმოდგენისამებრ არ განვითარდა :D  

     

    მე საწყენად არ მითქვამს, და ნუ ეხლა ასე უცებ ვერ ვიხსენებ ამდენ თამაშს რომელს რამდენი დაუწერეს და რაში მარა ტუპოი ხალხი რო თამაშობს რომელსაც მაგალითად რეისინგში ან ისეთ ოფენვორლდ თამაშში მანქანა ვერ უტარებია მერე ის მანქანის ან ფიზიკაზე ან ჰენდლინგზე რაღაც ნონსენსს ამბობს, ანდაც სხვა სტილის თამაშებზე... ამიტომ ყველა ტიპს უნდა ჰყავდეს თავის შემფასებელი მე ასე ვფიქრობ და იმათ ''აცენკებს'' უყურონ სხვებმა.  ისე რამდენიმე დღეშიო სადღაც 38 გიგ. აფდეითს აპირებენო თუ რაღაც CP-ისთვის. 

     

    3 hours ago, gio_kiborg said:

    Fallout New Vegas მაგალითად :)

    თუმცა დაუმსახურებლად დაბალი ქულები ნაკლებია, უფრო დაუმსახურებლად მაღალი ქულებია ხოლმე,

    მაინც, ჯობია საკუთარ თავს ენდო და თვითონ გადაწყვიტო მოგწონს თუ არა

    ზუსტად გეთანხმები მაგაში.. მარა ქულებს უფრო მეტს აკლებენ ხოლმე ვიდრე უმატებენ მემგონი.

     

     

    მაგარი ნაჩალიჩარი აქვთ 👏 

     

  15. ''who gives a shit about leaks and 90+'' :lol2:  ანუ ვის რაში აინტერესებს ლიქები და რივიუები? ვინც ნაღდად ელოდება კი ნახავს რაც არი და ვიღაცის ნაცოდვილარ რივიუებს და შეფასებებს ნუ უყურებთ...  ბევრ მაგარ თამაშზე ისეთი კვერცხობა მინუსები დაუდიათ რო რავი შენ თუ არ შეგიძლია თამაში და რაღაცას ვერ აკეთებ წადი ქსოვა ისწავლე და ნერვი დაიწყნარე 😂

  16. cool.. 👍    ისე რაღა მაინც და მაინც 10 რიცხვი გამოსვლის თარიღი..  იმიტომ რომ 10.12.2054 არის ჩვენი main ანუ მთავარი პერსონის  V-ს დაბადებისდღე 😏  და ის 23 წლის ახალგაზრდაა თავისი ამბიციებით და იმ ცხოვრების სტილით რასაც ავირჩევთ.

  17. ისე ერთ-ორ საინტერესო დეტალზე გეტყვით, თურმე თამაშში ტრანსპორტს რომელსაც გინდა ეგრევე ვერ მოტეხავ და იგრიალებ ამისთვის პერკებია საჭიროო რო ყველა ტრანსპორტის სახეობაზე მიგიწვდეს ხელი. ეს GTA-ს მსგავსი თამაშების მოყვარულ ხალხს არ მოეწონათ მარა ნუ ... მეორე საინტერესო დეტალი ისაა რო თამაშის დახურვა შესაძლებელი იქნება მთავარი ქვესთების გასვლის გარეშეც რაც ძაან უცნაური და ახალი თემაა. 🤔                                  ისე ეს ფირმა იცოდით ?   ef8ac7bb1bc3.png                                                                                                  მძიმე სატვირთოების სავეცკი მწარმოებელი.

  18. 2 hours ago, Magdalena said:

    საინტერესოა, ზედიედ კიდევ რამდენი კვირა შეინარჩუნებს ლიდერობას Cyberpunk 2077 Steam-ის გაყიდვების რეიტინგში. ეს თამაში გვევლინება როგორც წლის, თუ არა მთელი ათწლეულის, ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში.

    კი ნამდვილად, მე არ მახსოვს თამაშს ასეთე აჟიოტაჟი გამოეწვია რავი 10 კი არა მეტი წლის მანძილზეც, კი იყო რაღაც თამაშები ძველ წლებში რომელიც ახალი ხილი და თემა იყო მარა ასეთი ამბავი ძაან დიდი ხანია არ ყოფილა. ისე კი ვიცი რატოა ასეთი უდიდესი დაინტერესება ამ თამაშით და გარკვეულად კი ერთი-ორი დეტალით...  😎

  19. 1 hour ago, sabaaa said:

    რაღაც იაფია თუ მე მეშლება? ამაზე ბევრად ძვირი 2080-80ti ღირდა მარა კარტაში ამდენს მაინც არ გადავიხდი რაც არ უნდა იყოს :lol2:

  20. რატომღაც ამ თამაშში მგონია რომ სირილას (Ciri)  კამეო/ისთერეგი გაიჩითება სადღაც რუკაზე...🧐 იმიტომ რომ მან ამ თაიმლაინში ტელეპორტაცია მოახდინა როცა ერედინს და მის მხედრებს გაურბოდა, თან გერალტსაც ხო ელაპარაკება როცა ნისლების კუნძულზე შეხვდება, რაღაც უცნაურ დროში მოვხვდიო ხალხი რაღაც უცნაურად ჩაცმული დადიოდაო, მეტალის მსგავსი დეტალები ჰქონდათო სხეულზე, უზარმაზარი მინის და შენობებიო, უცნაური ტრანსპორტიო და ა.შ.  ასე რომ მაგრა ველოდები სად გაიჩითება და როგორ გამოიყურება ამ გრაფიკით 😏

    • Upvote 1
  21. ტიპებმა გეიმინგ ისტორიაში რევოლუციური ელემენტი გააკეთეს (რავი მე პირადად არ მახსოვს ასეთი) თამაში ოფიციალურად 10 ენაზეა გახმოვანებული და როცა ენას ცვლი პირის მოძრაობის ანიმაცია კონკრეტულ ენას უმთხვევს... გიჟები არიან 

     

    • Upvote 1
  22. კორპორაციული ომები

                                        ამ თემაში მოგიყვებით საიბერპანკის სამყაროში მომხდარ კორპო. ომებზე☠️

       პირველი სერიოზული შეტაკება, რომელიც 2004-2006 წლებში მიმდინარეობდა და კორპორაციული ომის სახე მიიღო, იყო EBM (Euro Business Machines) და Orbital Air-ს შორის. დავა მიდიოდა Transworld Airlines (TWA) შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ ჩაძირვის პირას მყოფი კომპანია იყო. EBM -ს გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე TWA-ს შესყიდვა როდესაც საქმეში Orbital Air - ჩაერია და მოლაპარაკება ჩაიშალა. EBM-მა ჩაშლილი მოლაპარაკების გამო დაიქირავა ტერორისტების მცირერიცხოვანი რაზმი რათა გაეტაცებინათ და საქმეს ჩამოეშორებინათ Orbital Air -ის ბიზნეს ჯგუფი. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ გაირკვა რომ ტერორისტულ აქტს სათავეში EBM ედგა. Orbital Air-მა თავის მხრივ საპასუხოდ ჰაკერეპისგან დაკომპლექტებული კორპორაცია Zetatech ჩამოაყალიბა, შემდგომ კი EBM-ზე სერიოზული ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. არც Orbital Air -ის ცდა აღმოჩნდა წარმატებული, შეტევა მოიგერიეს და აიძულეს ნებისმიერი ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და უკან დახევა. კიბერ ომში Zetatech ის დამარცხების შემდეგ, EBM– მა დაიწყო საკუთარი შეტევები - ფიზიკური და ტექნოლოგიური TWA– სა და Orbital Air– ის ობიექტების წინააღმდეგ. ორივე მხარე ერთმანეთს უსასტიკესი მეთოდებით ებრძოდა, კერძოდ ტერორიზმის, ქსელური თავდასხმების, მეკობრეობის, დაქირავებული მკვლელებისა და დისტანციურად მართული მარიონეტული ჯარისკაცების გამოყენებით. ამ პერიოდში ორივე კომპანიამ მილიონობით ევროდოლარით (ფიქციური ვალუტა საიბერპანკის სამყაროში) იზარალა.

       მეორე კორპორაციული ომიც მსხვილი მასშტაბის გამოდგა, სადაც ერთმანეთს ისევ ორი მეგა კორპორაცია  Sovoil  და Petrochem დაუპირისპირდა. 2006 წელს SovOil– მა დაიწყო ციმბირიდან CHOOH2– ის წარმოება, ალკოჰოლზე დაფუძნებული საწვავის, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა მანქანებისთვის. Petrochem– მა, CHOOH2– ის პირველმა მწარმოებელმა, შესთავაზა SovOil–ს განახლებული ტექნოლოგიით მომარაგება რაც მეტად გაუადვილებდა მათ საქმიანობას, ამ შეთავაზებასთან ერთად კი Petrochem-ს ციმბირის ტერიტორიის ნაწილი უნდა მიეღო. ამ ორი მაგნატის შეთანხმებამდე, როდესაც მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ბოლო წუთს Sovoil-ში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს კონტრაქტი ტყუილი რესურსის კარგვა გამოდიოდა, და შეთანხმება გაუქმდა. 2007 წელს ორივე კომპანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სერიოზულ ტერიტორიებს ფლობდა, ამბიციებმა კი ისინი საბოლოოდ დააპირისპირა ერთმანეთს. მათ შორის სერიოზული შეტაკება Sabina Bravo-ს აფეთქებამ გამოიწვია, ეს იყო საზღვაო ნავთობმომპოვებელი პლატფორმა, რომელიც Petrochem- ს ეკუთვნოდა. Petrochem-მა რათქმაუნდა დაადანაშაულა SovOil-ი ტერორისტულ ქმედებაში, ეს ყოველივე  დრო და დრო დიპლომატიურ უთანხმოებებშიც გადაიზარდა. მოგვიანებით უკვე Petrochem-მა გასცა იგივე დავალება და ააფეთქა SovOil–ის პლატფორმა. ეს დაპირისპირება ძალიან ძვირი დაუჯდა ორივე მეგაკომპანიას. პეტროჩემმა შეძლო მოკლე დროში უპირატესობის მოპოვება, კუნძული Spratly Island ხელში ჩაიგდო, და  შეიწირა ანოტოლი ნოვიკოვო, SovOil– ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. თუმცა ეს არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი SovOil-სთვის, ბრძოლის ბედი შემოეტრიალებინა და რამდენიმეხნიანი შეტევების შემდგომ სამხრეთ ჩინეთის ზღვას სრულად დაეპატრონა. ყველაზე ღადაობა ისაა რომ ეს ომი მოყვა არა ტერორისტულ შეტევას, არამედ უბრალო ავარიას Petrochem-ის  Sabina Bravo -ს სადგურზე :lol2: ამ კონფლიქტის მიერ მიყენებული ზარალი მსოფლიოსთვის მიუღებელი და შეუფასებლად დიდი აღმოჩნდა. ორივე მხარეს კი ბრალი ედებოდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონების უხეშ დარღვევაში.

      მესამე კორპორაციული დაპირისპირება წინა ორისგან განსხვავდება, ეს იყო კიბერ-ომი, ბრძოლა კომპიუტერული ქსელების მეშვეობით. მიმდინარეობდა 2016-17 წლებში. საომარი მოქმედებები მაშინ იწყება, როდესაც ლოს-ანჯელესის სავაჭრო პალატის შემსწავლელებმა კომისიამ აღმოაჩინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც Merrill, Asukaga და Finch კერძო კომპანია, Rothstein ფონდის (ნიუ იორკის ბანკის შვილობილი) სახელს უკანონოდ იყენებდა. Rothstein-ს დაინტერესდა ასეთი უკანონო ქმედების უკან არსებული სიმართლით და საკუთარ ჰაკერებს დაავალა გაერკვიათ მაქინაციური სიტუაციის არსის გაგება. MA&F -მა ეს ოპერაცია ჰაკერულ თავდასხმად აღიქვა და საპასუხოდ თავისი ჰაკერული ჯგუფის გამოყენება გადაწყვიტა, თავდასხმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ Rothstein -ს სერვერული ბაზა გაუნადგურა. დასაბამი მიეცა სერიოზულ შეტაკებას ვირტუალური რეალობის სამყაროში, სადაც შემდგომში ჩაერია Netwatch (სამართალდამცავი კიბერორგანიზაცია რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ და დაარსდა 2013 წელს ინგლისში, მას ევალებოდა კიბერ უსაფრთხოების დაცვა ევროპა-ამერიკის მაშტაბით) რომელმაც რაღაც დონეზე აღკვეთა ჰაკერული მოქმედებები. ამის მიუხედავად MA&F -მა და Rothstein -მა უკვე რეალურ სივრცეში დაპირისპირება დაიწყეს დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. ომს შეეწირა უამრავი ადამიანი, მილიონობით დოლარის მატერიალური ზარალი მიადგა ქალაქებს. კიბერ შეტევები ერთმანეთის მიმართ ბოლომდე მაიც არ შეჩერებულა, საბოლოოდ ამდენს ვეღარ გაუძლო Rothstein -მა და ორგანიზაციის სახე დაკარგა, ჩამოიშალა. ადამიანები დიდხანს საუბრობდნენ ომის ასეთ სახეზე, ჰაკერულ თავდასხმებზე და თუ რამდენად საშიში იყო ეს ყოველივე.

       მეოთხე ყველაზე მასშტაბური და საკვანძო დაპირისპირება რომელმაც საბოლოო სახე მისცა საიბერპანკის სამყაროს, იყო გლობალური კონფლიქტი რომელიც 2021 - 2023 წლებში მიმდინარეობდა. ერთმანეთს ორი დიდი აქვაკორპორაცია (ანუ წყალქვეშა ტრანზიტის ამბავში) ესენი იყვნენ ფრანგული C.I.N.O.  და ამერიკული  OTEC  დაუპირისპირდნენ IHAG-ის (ასევე წყალქვეშა სატრანზიტო კომპანია რომელიც ამ პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა)  ფინანსური წილებზე ვერ შეთანხმების გამო. ერთწლანი დაუშოშმინებელი შეტაკებები ვერც ერთი მათგანისთვის სასურველად ვერ სრულდებოდა ამიტომაც გადაწყვიტეს საომარი მზადყოფნის გაძლიერება და ორ (ერთმანეთთან უკვე დაპირისპირებულ) მეგაკორპორაციასთან გააფორმეს მეგობრობა. OTEC-მა MILITECH დაიმეგობრა, C.I.N.O.-მ კი ARASAKA. მსოფლიოში არსებული ორი უმსხვილესი გასამხედროებული მეგაკორპი, ორივე არასაკა და მილიტეკი მრავალი წლის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს მომგებიან კონტრაქტებზე ტაციაობაში. აღმოჩნდა რომ, ჩვეულებრივი დიპლომატიური და მშვიდი საუბრები ორივე მათგანს მობეზრდა და დრო იყო ერთმანეთისთვის კუნთებიც ეჩვენებინათ 💪. ეს კორპორაციები უმაღლესი განვითარების სამხედრო ტექნოლოგიებს ფლობდნენ და ზედმეტად საშიშ ძალას წარმოადგენდნენ ნებისმიერი დაპირისპირებისთვის. ''მცირემასშტაბიანი'' შეტაკებები კი სწრაფად იზრდებოდა მასშტაბურში და მალე მთელი მსოფლიოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევაც მოახერხეს. ტოკიო, იოკოჰამა, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნაით სითი, ეს ომში მონაწილე ქალაქების ჩამონათვალია. ომი იმდენად მასშტაბური გახდა რომ არასაკას მოკავშირე ევროპის ეკონომიკურმა საბჭომ მისი დაფინანსება შეწყვიტა, იმ იმედით რომ ომი ნელ-ნელა შეჩერებულიყო, იგივე მოიმოქმედა იაპონიის მთავრობამაც და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ARASAKA-სკონტროლის ქვეშ აყვანა დააპირა, თუმცა საბურო არასაკამ(ARASAKA-ს დამფუძნებელი და მეპატრონე)თავის გავლენა გამოიყენა და პრემიერს ხელი შეუშალა ჩანაფიქრის ასრულებაში. არასაკას მეამბოხე ვაჟი, იორინობუ არასაკა ჰყავდა, რომელმაც კრიტიკულ მომენტში იაპონიის მთავრობას საჭირო ინფორმაცია მიაწოდა არასაკას კომპანიის შესუსტებისთვის. შეიძლება ითქვას რომ ომი ნაწილობრივ დასრულდა, თუმცა არა შტატებში. მილიტეკის დადუმება სცადა ამერიკის პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა და წარმატებასაც მიაღწია (კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი იყო დონალდ ლანდი) . ნაით სითიში არასაკა და მილიტეკი მაინც კბენდნენ ერთმანეთს, როდესაც მილიტეკის აღჭურვილობით შეიარაღებულმა ანარქისტების დაჯგუფებამ არასაკას ამერიკულ სათაო შენობაში მინი ატომური ბომბი გააქტიურეს, რასაც აფეთქება მოყვა. კორპორაციული ომი 2023 წელს სრულდება, არასაკას კი იაპონიის მთავრობა გავლენის ზონას უმცირებს და ჩვეულებრივ კორპორაციად აღიარებს რომელსაც შეზღუდული რაოდენობის პრივილეგიები რჩებოდა. მილიტეკს რაც შეეხება, მასზე კონტროლი გაამკაცრა პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა, და კომპანია შეერთებული შტატების არმიის მომმარაგებელ მოდერნიზატორ კომპანიად დაამტკიცა. 

      შემდეგში განვიხილავთ მეგა კორპებს დაწვრილებით ARASAKA-ს და MILITECH-ს ყველაზე უძლიერის კომპანიებს რომლებიც 2077-ში აქტუალურები არიან...

     

    ( PS ადმინებს თუ შეგიძლიათ რო აპინოთ ეს თემები ერთად რო იყოს თუ შესაძლებელია, მადლობა წინასწარ )

     

     

     

     

    9 minutes ago, Harmony Lines said:

    2 მინუსი პირადად ჩემთვის რაც ამ თამაშს აქვს, პირველი ნუ ადრეც ვთქვი და ეს არის არჩევითობა რომ არ შეგიძლია 3thd პერსონის და first პეროსნის ხედვის და მეორე რაც არ მომეწონა არის ეს:

    Untitled.jpg

    აი ეს რო ეწერება რამდენი აკლდება სროლით და ჰედშოტს რო ადებ და ეგრევე მიკლავს რეალიზმის შეგრძნებას რაა, არადა ეს დამახასიათებელია ვიცი RPG-ი ჟანრის თამაშებისთვის მაგრამ აი კონკრეტულად ამას ცვეტში არ უხდება, არ ვიცი სხვისი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით მაგრამ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებით ეს არის მარაზმი...

    ნუ დიდი ალბათობით მაგ დაზიანების მაჩვენებლის გამორთვა შესაძლებელი იქნება როგორ ბევრ RPG-ში და რაც შეეხება first person view-ს მაგაზე თქვეს რო რაც შეიძლება მაქსიმალური სიახლოვე პერსონაჟსა და ფლეირს შორისო, ისე კი ბაზარი არაა გემოვნების ამბავია ვის როგორ.. მამენტ ჩარაქთერს რო ხედავდე მესამე პირშიც კაი იქნებოდა მარა რავი მე ასეც გამისწორდება მაგრა 

     

    • Upvote 4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.