გამარჯობა მეგობრებო,
მაქვს ასეთი პრობლემა:
3 დღის წინ USB მქონდა შეერთებული კეისში და ვტენიდი მობილურს (არაორიგინალი USB), დამირეკეს, გამოვაძრე ტელეფონი და ეკრანი გაიფრიზა.
დავარესტარტე კომპი და მაზერმა დაიწყო მონოტონურად *click* ხმის გამოცემა და გამოქონდა Error კოდი [60] (მანუალში წერია - DXE Core is started).
ამოვიღე ვიდეოკარტა, ამოვიღე მაზერის ბატარეა, ამოვიღე RAM სთიქები და დავაბრუნე უკან ყველაფერი, დაიწყო ახალი Error კოდის გამოტანა [A2] (მანუალში - IDE Detect),
ვცადე:
CPU-ს ამოღება ჩადება
RAM სთიქების ამოღება ჩადება გადანაცვლება
ვიდეობარათის ამოღება ჩადება
SSD და HDD-ს ჩახსნა
მაზერის ბატარეის ამოღება და დარესეთება
სიტუაცია ასეთია:
მარტო RAM-ით და CPU-თი როცა ვცდილობ ჩართვას, კოდი წერს A2-ს და მერე ეგრევე [d6]-ს (მანუალში No Console Output Devices are found), ვიდეოკარტას თუ შევაერთებ და ისე ჩავრთავ, მაინც A2 და ყველა სხვა შემთხვევაში წერს კოდს A2.
უკვე აღარ ვიცი რა ვუშველო, მოკვდა მაზერი და შევცვალო თუ არის რამე საშველი?
PC Specs:
i7-6800k
2x8GB G.Skill Aegis
EVGA X99 FTW
Gigabyte 980Ti Xtreme