Jump to content

jagajigi

წევრი
  • Posts

    2
  • Joined

  • Last visited

Posts posted by jagajigi

  1. მოგესალმებით ძალიან კარგად და გასაგებად გაქვთ ახსნიკი თუ როგორ ჩავრთოთ შუქდიოდი, მაგამ მე მაქვს კითხვა შემდეგი: თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითში სადაც დენის წყაროს კვება გვაქვს 5 v  ვოლტი ხოლო ლედ -მანათობელი ნათურა მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი და გვინდა ვამუშაოთ 5 V ვოლტზე, 2 V ვილტი გვინდა ჩამოვაცილოთ ფორმულით ასე იქნება 2V ვოლტს /0,02A ამპერი = 100 ომის ანუ გვინდა ამ მონაცემის რეზისტორი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოცემულ მაგალითში  დენის წყაროს კვება ვიცით რომ არის 5 V ვოლტი მნიშვნელოვანია თუ არა რამდენი ამპერია? მაგალითად დენის წყაროს კვება გვაქვს 5 V ვოლტი და 2 A, მეორე შემთხვევაში 12 V ვოლტი და 2 A ამპერი, ორივე შემთხვევაში გვინდა ჩავრთოთ ლედ-მანათობელი ნაღურა რომელიც მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი როგორ გამოითლება რეზისტორის წინაღობა თითოეულ შემთხვევაში. გმადლობთ.

  2. On 8/15/2011 at 3:07 PM, NEIRON said:

    გაგიმარჯოთ!

    2.jpg

     

    როგორც ვიცით,შუქდიოდი შედგება გარეთა კოლბისაგან და მასში მოთავსებული ნახევარგამტარული კრისტალისგან.

    შუქდიოდების მთავარი მახასიათებელია ძაბვა და დენის ძალა.

    ჩვეულებრივ,შუქდიოდი გათვლილია 20 მილიამპერ(0,02 ამპერი) დენის ძალაზე(ე ეხება 1 კრისტალს,თუ კრისტალი 4 -ია,მაშინ 80 მილიამპერია საჭირო).

    შუქდიოდისთვის ნომინალური ვოლტი დამოკიდებულია იმ ნახევარგამტარულ მასალაზე,რისგანაცაა დამზადებული(და რაზეც ნათების სპექტრია დამოკიდებული).

    თითოეულ ნათების სპექტრის მქონე შუქდიოდს თავისი ძაბვის მახასიათებელი უნდა,რაც მწარმოებზეა დამოკიდებული

    წინაღობის ზუსტად გათვლა კი თქვენს შუქდიოდს აცოცხლებს დიდხანს.

     

    ფერების მონაცემები შუქდიოდის......................საჭირო ძაბვა(ვოლტი)

    ინფრაწითელი...................................... 1,9 ვ-მდე

    წითელი..........................................1,6 დან 2,3 ვ-მდე

    ნარინჯისფერი.....................................2,03 დან 2,1 ვ-მდე

    ყვითელი.........................................2,1 დან 2,2 ვ-მდე

    მწვანე...........................................2,2 დან 3,5 ვ-მდე

    ცისფერი.........................................2,5 დან 3,7 ვ-მდე

    იისფერი.........................................2,8 დან 4 ვ-მდე

    ულტრაიისფერი...................................3,1 დან 4,4 ვ-მდე

    თეთრი..........................................3 დან 3,7 ვ-მდე

     

     

    თითოეული ნათების სპექტრის მქონეს ლედ-ისთვის ვოლტი გავიგეთ,ახლა როგორ შევაერთოთ იგი 5,12 თუ 220 ვოლტზე

    იმისათვის რომ შუქდიოდი ჩავრთოთ თავის მახასიათებელზე მაღალ ვოლტზე,გვჭირდება რეზისტორი.

    424c2de494bf.jpg

     

    რეზისტორი კი საჭირო წინაღობის უნდა იყოს(წინაღობის ერთეულია ომი)

    მცირე ფიზიკის ნაგლეჯის გარეშე არაფერი გამოგვივა(ალბათ იტყვით:სკოლაში ფიზიკას ვერ ვიტანდი და აქაც ყოფილა მე ამისიო :D),ამიტომ

    ომის კანონი მდგომარეობს შემდეგში:

    I = U/R

     

    აქედან რეზისტორისთვის საჭირო მონაცემს,ანუ წინაღობას ვიგებთ :

    R = U/I

    R -არის წინაღობა(ანუ რა წინაღობის რეზისტორი გინდათ)

    I-დენის ძალა (ეს ამპერია,ანუ რამდენ მოიხმარს მაგ:შუქდიოდი)

    U-ძაბვის ურთიერთქმედება(ანუ,რამდენი ვოლტის მოშორება გვინდა,რომ გამართულად იმუშAოს და არ დაიწვას)

     

    ახლა კი მაგალითი,როგორ ვითვლით საჭირო წინაღობას:

    შუქდიოდს,რომელსაც ვრთავთ 5 ვოლტზე,მაგ: უსბ-სადენზე ან მოლექს კონექტორზე,უნდა წინაღობა

    მაგ:ლედ-მანათობელი მოიხმარს 3 ვოლტს და 20 მილიამპერს(0,02ამპერს)

    გვინდა ვამუშაოთ 5 ვოლტზე,2 ვოლტი უნდა ჩამოვაცილოთ

    ფორმულით ასე იქნება:

    2ვოლტი/0.02 ამპერი= 100 ომი

    ანუ გინდათ ამ მონაცემის რეზისტორი .

     

    რეზისტორების სიმძლავრე დამოკიდებულია ვატობაზე,თუ რეზისტორი დაბალვატიანია,ჩართული ხელსაწყოს კი უფრო მეტი მონაცემის,იგი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მუშაობას.

    კიდევ 1 ფორმულა,მრავალჯერ განაგები:

    2ვოლტი х 0.02 ამპერი = 0.04 ვატი

    0.04 ვატი არის საჭირო მახასიათებელი რეზისტორის.

    საბოლოოდ ანუ,გვინდა 5 ვოლტზე ლედ ნათურის ჩასართავად 100ომიანი და 0,04 ვატიანი რეზისტორი(თუ მეტი იქნა ვატობა,არაუშავს).

     

    12 ვოლტზე თქვენ გამოთვალეთ :D

     

     

    არის შუქდიოდების ჩაერთების 2 მეთოდი:

    მიმდევრობითი და პარალელური

    afdcu.png

    შუქდიოდის პარალელურად ჩაერთებისთვის ჯამდება დენის ძალა

     

    მიმდევრობით ჩართებისას კი

    ox202.png

    ჯამდება შუქდიოდების ვოლტი

     

     

    როდსსაც ყიდულობთ შუქდიოდს გაითვალისწინეთ:

    იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის(სხვადასხვა მწარმოებლის ვოლტი ვარირებს,ერთიდაიმავესი კი 1 ნომინალშია) და ერთი და იმავე ტიპის.

     

    მაგ: როდესაც 12 ვოლტზე ვაერთებთ 3 ცალ 3 ვოლტიან(0,02 ამპერი) შუქდიოდს მიმდევრობით,

    მაშინ 3ვოლტიx3 შუქდიოდი=9 ვოლტს

    კვებას 12 ვოლტი აქვს,

    12ვოლტი -9 ვოლტი(ლედ-ნათურის)=3 ვოლტი

    ანუ,ეს 3 ვოლტი ზედმეტია

    3 ვოლტი /0.02 ვოლზე=150 ომი(ამდენი უნდა იყოს რეზისტორის წინაღობა)

     

     

    როდესაც გვაქვს 4 შუქდიოდი(თითო 3 ვოლტი,0,02 ამპერი) და ვაერთებთ კვების 12 ვოლტზე მიმდევრობით,

    3x4=12 ვოლტს,თითქოს არ გვინდა რეზისტორი,მაგრამ მასე არაა,საჭიროა,ოღონდ 1 ომიანი.

    ამი რეზისტორის გამოუყენებლობისას,როცა პირდაპირ დურცავთ ოთხივეს 12 ვოლტში,იგი ან მალე დაიწვება ან ცოტა ხნით წაუმუშავებს.

     

     

    ვაერთებთ პარალელურად 3 შუქდიოდს(თითო 3 ვოლტი,0,02 ამპერი) 12 ვოლტზე

    ამისთვის ვკრებთ შუქდიოდის ამპერებს(ზემოთ ავხსენი) 20 მილიამპერიX3=60 მილიამპერი (0,06 ამპერი)

    ძაბვა,რომელიც ზედმეტია 12 ვოლტიდან და უნდა ჩამოვაცილოთ არის 12-3= 9 ვოლტი

    9 ვოლტი /0,06=150 ომი

    ანუ,გვინდა 150 ომიანი რეზისტორი.

     

    ამ ფორმულის თანახმად

     

     
    
    
    
    [b]R = U/I[/b]
    
    
    
     R -არის წინაღობა(ანუ რა წინაღობის რეზისტორი გინდათ)
    
    
    
     I-დენის ძალა (ეს ამპერია,ანუ რამდენ მოიხმარს მაგ:შუქდიოდი)
    
    
    
     U-ძაბვის ურთიერთქმედება(ანუ,რამდენი ვოლტის მოშორება გვინდა,რომ გამართულად იმუშAოს და არ დაიწვას)
    
    

     

     

    სახლი არ გადაწვათ:D ,წარმატებებს გისურვებთ!

    მოგესალმებით ძალიან კარგად და გასაგებად გაქვთ ახსნიკი თუ როგორ ჩავრთოთ შუქდიოდი, მაგამ მე მაქვს კითხვა შემდეგი: თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითში სადაც დენის წყაროს კვება გვაქვს 5 v  ვოლტი ხოლო ლედ -მანათობელი ნათურა მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი და გვინდა ვამუშაოთ 5 V ვოლტზე, 2 V ვილტი გვინდა ჩამოვაცილოთ ფორმულით ასე იქნება 2V ვოლტს /0,02A ამპერი = 100 ომის ანუ გვინდა ამ მონაცემის რეზისტორი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოცემულ მაგალითში  დენის წყაროს კვება ვიცით რომ არის 5 V ვოლტი მნიშვნელოვანია თუ არა რამდენი ამპერია? მაგალითად დენის წყაროს კვება გვაქვს 5 V ვოლტი და 2 A, მეორე შემთხვევაში 12 V ვოლტი და 2 A ამპერი, ორივე შემთხვევაში გვინდა ჩავრთოთ ლედ-მანათობელი ნაღურა რომელიც მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი როგორ გამოითლება რეზისტორის წინაღობა თითოეულ შემთხვევაში. გმადლობთ.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.