Jump to content

Xocho

წევრი
  • Posts

    53
  • Joined

  • Days Won

    4

Everything posted by Xocho

  1. http://i.imgur.com/0JMvq0A.gifv რა უიგბლო უნდა იყო ესე რო დაგემართოს
  2. ცუდი სექტორი | Bad sector მყარი დისკი შედგება ათასობით პატარა სექტორებისგან. ზუსტად მყარ დისკზეა ჩაწერილი OS სისტემა, ჩვენი მასალები მაგ: მუსიკა,ფილმი,ფაილები და ა.შ მყარი დისკი შეიძლება დაზიანდეს ვინჩესტერის შიგნით მტვრის მოხვედრის შემდეგ ამ დროს წარმოიქმნება ცუდი სექტორი. ● წრეხაზს, რომელსაც თავაკი ამაგნიტებს ბილიკი ეწოდება. ბილიკები ჩაკეტილი ფორმისაა, ანუ სპირალურად არ არის დახვეული. ბილიკების სიგანე მიკრომეტრული განზიმილებებია და ზედაპირზე 40.000-ზე მეტი ბილიკი ეტევა. ბილიკი დაყოფილია სექტორებად (Sector). მასში განთავსებულია 512ბაიტი, ანუ 4096 ბიტი, ანუ თავაკის მიერ დამაგნიტებული 4096 წერტილი. ერთ ბილიკზე შეიძლება იყოს 300-დან 700-მდე სექტორი. რეალურად სექტორის ზომა არის 571 ბაიტი, აქედან 512 ბაიტი მონაცემებია, ანუ ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ ვიყენებთ. დანარჩენი 59 ბაიტი წარმოადგენს ე.წ. სექტორის სუფიქსს და პრეფიქსს. ცუდი სექტორის აღდგენა შესაძლებელია ამისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები: წითელი კვადრატები არის ცუდი სექტორი 1 ასეთი კვადრატის გამო მყარი დისკიდან იკარგება 190მბ სურათზე სულ 34 ასეთი კვადრატია ანუ 190 ● 34 = 6460მბ ესეიგი 500გბ დან იკარგება 6 გიგაბაიტი. ● პროგრამის გადმოსაწერი ლინკი : http://www.eassos.com/how-to/bad-sector-repair-software.php ტერმინები MBR (Master Boot Record)-ჩამტვირთავი სექტორი, სადაც ინახება დისკის გაშვების კოდი. NTFS (NT File Sistem)- ფალითა ელექტრონული ცხრილი რომელიც დისკის ფორმატირებისას იკავებს დისკის 12%. Bad Sector– ცუდი სექტორი, რომელიც იქმნება ვინჩესტერის შიგნით მტვრის ნაწილაკის მოხვედრისას Soft Bad Sector -გაფუჭებული სექტორები, რომლებიც თავაკის შეცდომების შედეგად წარმოიქმნება. Hard Bad Sector -მექანიკურად დაზიანებული სექტორები. ეს არის მაგნიტური ფენიდან ამომტვრეული უმცირესი ნაწილაკები, რომელიც თვითონ აზიანებს დისკის ზედაპირს. წაკითხვა არ დაგეზაროთ ბიჭებოო მოკლე ინფორმაქცია
  3. რა არის ორობითი კოდი ? ორობითი კოდი არის ერთების და ნულების მიმდევრობა, სადაც თთოეული ციფრი წარმოადგენს ტრანზისტორს. 0 ნიშნავს, გამორთულ ტრანზიტორს, 1 კი ჩართულს. ორობითი კოდი დაჯგუფებულია ბიტების მიხედვით, მაგალითად 8 ბიტიანი სტრინგი 11010011 წარმოადგენს 8 ტრანზიტორს. თანამედროვე კომპიუტერები ინახავენ მილიარდობით ასეთ ორობით კოდს, რომლის საშუალებითაც უსასრულოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ კომპიუტერებს. ტრანზისტორი-(ინგლ. transfer "გადატანა" და resistor "წინაღობა") – სამელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობა, რომელშიც ორ ელექტროდს შორის ძაბვა იმართება მესამე ელექტროდით.ეს ელექტრული წრედის აქტიური ელემენტია.სქემებზე აღინიშნება VT სიმბოლოთი. მოკლე ისტორია ორობითი კოდის შესახებ: ბინარული კოდირების, ანუ რაოდენობის განმსაზღვრელი აღნიშვნების ჩაწერა ორობით სისტემაში (ანუ მხოლოდ ორი ციფრის 1 და 0 გამოყენებით) ჯერ კიდევ ძველი დროის ინდოელი მეცნიერის Pingala–ს მიერ იქნა შემოთავაზებული. იგი ასევე ცნობილი იყო უძველესი ჩინური წიგნიდან “I Ching”. ყოველ შემთხვევაში მისი საწყისები სწორედ ასეთი ძველი დროით თარიღდება. ამიშ შემდგომ ხდებოდა აღნიშნული სისტემის დახვეწა და მოდერნიზება. 1605 წელს Francis Bacon–მა დაამუშავა ანბანის ასოების ორობით სისტემაში კოდირება. “I Ching”–ზე დაყრდნობითა და სხვა მონაცემების დამუშავებით 17-ე საუკუნეში Gottfried Leibniz–მა იმ დონეზეე დაამუშავა ორობითი სისტემა, რომ მას თითქმის იმავე სახით ვიცნობთ დღეს, როგორც ეს Gottfried Leibniz–ის დროს იყო. მაგარმ ყველაზე უფრო შესამჩნევი შრომა, შეასრულა ბრიტანელმა მათემატიკოსმა George Boole–მა 1854 წელს. მის ნაშრომებს მომავალში ეწოდა “ბულის ალგებრა” და სწორედ ეს უდეს საფუძვლად დღევანდელ ციფრულ ელექტრონიკას. მართალია ბულის მერეც იხვეწებოდა ეს სისტემა, მაგრამ “ბულის ალგებრა” გახლავთ ის საძირკველი, რაზეც აღმოცენდა ის სისტემები, რომლებმაც თავისთავად საწყისი დაუდეს ჩვენს დღევანდელი “ციფრული” ყოფაცხოვრებას ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე: ორობითი, იგივე ბინარული სისტემა არის რიცხვების, სიმბოლოებისა და ანბანის ასოების ჩაწერა მხოლოდ ორი ციფრის გამოყენებით 0 და 1. ანუ ამ სისტემაში 0 და 1 გარდა, ვერანაირ აღმნიშვნელ სიმბოლოს ვერ შეხვდებით. განვიხილოთ მაგალითი: ავიღოთ ციფრი 1, მისი ორობითი მნიშვნელობა იქნება 1, ახლა ავიღოთ ციფრი 2, მისი ორობითი მნიშვნელობა იქნება 10, ანუ არა ათი არამედ 1 და ნული, 3 –> 11, 4 –>100, 5 –>101, 6 –>110, 7 –> 111, 8 –> 1000, 9 –> 1001, 10–>1010, 11–>1011, 12–>1100 და. ა.შ. ანუ 1–ს ემატება ნული, ყოველი მომდევნო თანრიგით გაზრდისას, ხოლო როცა ადგილი შეივსება ერთიანებით, თანრიგის შემდგომი მომატებისას, ხდება ამ ერთიანების გერთიანება და ბოლოში მიეწერება ორი ნული, ანუ რამდენი ერთიანიც იყო, თუ იყო ვთქვათ 15 ერთიანი, მაშინ შემდგომი ბინარული კოდი იქნება ერთი “გაერთიანებული” ერთიანი და 15 ნულიანი. შემდგომი ზრდისას ეს ნულიანებიც ჩანაცვლდება ისევ ერთით, ისევ და ისევ თანრიგის შემდგომი ერთით მომატებისას და ა.შ. ანუ თუ ციფრი 2 ბინარულ კოდში აღინიშნება 10, ე.ი 3 იქნება 11, ანუ ის ნულიანი ჩანაცვლდა ერთიანით. მაშინ 4 როგორღა ჩაიწერება? 3–ში ხომ შეივსო ყველა ადგილი ერთიანით? უბრალოდ, მოხდება ამ ერთიანების “გაერთიანება”, დაიწერება ერთი ერთიანი და ორი ნულიანი, ანუ იმდენი რამდენიც გაერთიანებამდე იყო ერთიანი, მივიღებთ 100–ს. უფ… ვთქვათ გვაქვს რიცხვი 44; ორობით კოდში ეს რიცხვი გამოისეხება ასე 101100. ვნახოთ როგორ ხდება ჩაწერა ანუ კონვერტირება ათობითი სისტემიდან (44) ორობით სისტემაში (101100); ამისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: x-ით აღვნიშნოთ 0, ხოლო y-ით 1, * აღნიშნავს გამრავლებას, ხოლო ^ ხარისხში აყვანას, ციფრების დანომვრა ხდება მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო ფორმულაში ჯერ იწერება ყველაზე მარცხენა ციფრი, შემდგომ კი მის გვერდით მდგარი ციფრები მარცხნიდან მარჯვნივ. ფორმულა იქნება: [y ან x*2^y-ის ან x-ის რიგითი ნომერი მარჯვნიდან მარცხნივ–1]+[შემდგომი x ან y*2^x-ის ან y-ის რიგითი ნომერი მარჯვნიდან მარცხნივ-1 (როგორც ხვდებით ის ერთ თანრიგით პატარა იქნება ვიდრე წინა ხარისხი)]+[ … და ა.შ. ანუ ეხლა დავწეროთ კონკრეტული, ზედა მაგალითის მიხედვით, ე.ი. გვაქვს ორობით კოდში ჩაწერილი ათობითი სისტემის რიცხვი 44, რომელიც ასე გამოიყურება 101100, მაშინ ზემოთქმულიდან გამომდინარე ფორმულა იქნება: [1*2^5]+[0*2^4]+[1*2^3]+[1*2^2]+[0*2^1]+[0*2^0]= [1*32]+[0*16]+[1* 8]+[1*4]+[0*2]+[0*1]= 32+0+8+4+0+0= 44 ასევე შესაძლებელია ალფაბიტის კოდირება,მათ 0 ყოველთვის წინ უძღვის მაგალითად ავაწყოთ სიტყვა OVERCLOCK : O - 01001111 V - 01010110 E - 01000101 R - 01010010 C - 01000011 L - 01001100 O - 01001111 C - 01000011 K ანუ ასე გამოვა : 010011110101011001000101010100100100001101001100010011110100001101001011
  4. ბიჭებო 300 ლარად რამე კაი ვიდეო კარტა მირჩიეთ
  5. ერთი კითხვა მაქვს არასოდეს გახსნა კვების ბლოკი და მონიტორიო და რატომ არ უნდა გავხსნათ ვითომ ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.