Jump to content

Xocho

წევრი
  • Posts

    53
  • Joined

  • Days Won

    4

Posts posted by Xocho

  1. - დაუშვათ ავაწყე მაინინგ სისტემა მერე ვის ან როგორ უნდა დავუკავშირდე რო დავიწყო ამ ბითქოინების გამომუშავება?
    -  მაგალითად მაქ მაინიგ სისტემა და როგორ უნდა გავიგო რამდენ ჰეშს გამოიმუშავებს ჩემი სისტემა წამში? ანუ GH/s, MH/s, TH/s, ამას?
     

  2. 32 minutes ago, ottko said:

    6 პასუხზე დარწმუნებული ხარ >? 

    (LAN - Local Area Network) - მცირე ტერიტორიაზე გავრცობილ კომპიუტერულ ქსელს წარმოადგენს.
    .
    როდესაც ერთმანეთთან შეერთებული კომპიუტერები განლაგებული არიან ერთმანეთის ახლოს (ერთ ოთახში, ერთ შენობაში), მაშინ მათ გაერთიანებას ლოკალურ ქსელებს (LAN – Local Area Network) უწოდებენ.

  3. 22 minutes ago, ottko said:

    ვირტუალიზაცია არ ექნება შენს პროცესორს  და ალბათ მაგიტომ გაქვს პრობლემა თორე 775 სოკეტზე არ მქონაი არასდროს პრობლემა დაჟე server 2012 რ2 ვხმარობდი რამოდენიმე თვე e7500+3gb რამზე 

    პრინციპში შეიძლება მაგის ბრალია, ბიოს ში მთელი დღე ვეძებდი ვირუალიზაციას და რო ვერ ვიპოვე დავანებე თავი. მაგრა სასტიკად ჭედავდა იმენა ფააქ :D პს pentium e5400 მაქ :D
    იმედია მალე ვეღირსები ახალ სისტემას :დ

  4. გამარჯობათ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა რა არის :


    1. რა არის ip adress-ი
    2. რა არის gateway
    3. რა არის subnet mask
    4. რა არის როუთერი, (სვიჩი) ჰაბი....
    5. რა არის tcp/ip
    6. რა არის ლოკალური ქსელი
    7. რა არის გლობალური ქსელი
    8. რა არის DNS SERVER--i
    9 რა არის 'ფაირევოლი
    10 რა არის პორტები
    11 როგორ ხდება გადამისამართება და პორტების გახსნა....
    12. რა არის wi fi

    და მე ამაზე ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. შეიძლება ბევრმა იცის მაგრამ მაინც, ვინც არ იცის იმას გამოადგება
    :D
                                                                                                 პასუხი
    1.  -ქსელში არსებული კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი
    2. -(როუტერი) მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყობს პაკეტების დანიშნულების ადგილამდე გადაგზავნას
    3.  -ის, რაც განსაზღვრავს, ქსელში არსებული კომპიუტერების მაქსიმალურ რაოდენობას (მარტივად ესეა და რთულისათვის ინგლისური და რუსული დაგჭირდება)
    4. - ქსელში არსებული კომპიუტერებისათვის პაკეტების გადასაცემ/გასანაწილებელი მოწყობილობები (დაწვრილებით ახსნას გიომაკი შეგპირდა ვიკიპედიაში აბა ისე collission detection ცალკე უნდა ავხსნა კიდე და)
    5. -პროტოკოლი, რომლის დროსაც კონტროლდება პაკეტის დანიშნულების ადგილამდე მიტანა/არ მიტანა
    6.  - ქსელი, რომელიც, არ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან
    7.  -ქსელი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და რომლის დროსაც ხდება სხვადახვა კომპიუტერთა შორის კომუნიკაცია
    8.  -სერვისი, რომელიც თარგმნის კომპიუტერისათვის გასაგებ IP მისამართებს ადამიანისათვის გასაგებ ენაზე (მაგ.: 209.85.171.99 =
    google.com)
    9. - სერვისი, რომელიც აკონტორლებს შემომავალ/გამავალ საკომუკაციო არხებს (პორტებს).
    10. -კომპიუტერტან საკომუკაციო არხი.
    11.  - პროცედურა, რომლის დროს უფლება ეძლევა რომლიმე სერვისს გამოიყენოს ესა თუ ის საკომუნიკაციო არხი (პორტი). სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად ხდება
    12. -უკაბელო ქსელი.

    ამას პლიუს ქსელებთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ დატოვეთ კომენტარი ! ;)

    • Upvote 3
  5. On 3/12/2017 at 8:16 PM, მათე said:

    @Xocho

    მოუმატე RAM 1 GB ცოტაა, ასევე Video memory-ც მოუმატე აწიე 128-ზე, CPU-ც ალბათ 1 გაქ მიცემული 2 მიეცი. თუ საშუალება გაქ მეტი მიეცი.

    რა კომპიუტერზე გიყენია?

    პაპაჩემის დროინდელი პერსონალური მაქ :დ სადამდეც გაწვდება ავუმატებ მონაცემებს და დახმარებისთვის გაიხარე ;)

  6. On 3/8/2017 at 0:04 AM, მათე said:

    ეხლა ვნახე. შენი დაყენებულია ეგ VM თუ იმპორტის დროს გიწერდა მაგ ერორს?

    თუ შენი დაყენებულია სეთინგების ცვლილება ხომ არ ცადე? ან როდიდან დაიწყო მაგ ერორის გამოტანა?

    თუ ეხლა ცდილობ დაყენებას და ეგრევე მაგას გიწერს, ეგ იმის ბრალია რომ არ გაქვს მითითებული რომელი iso ფაილიდან დააყენოს სისტემა. Setting-ებიდან STORAGE-ში დაამატე virtual optical disc file და გამოსწორდება. 

    ყველაფერი სწორად მქობდა მითითებული ვსო გავასწორე სტარტს რო ვაწვები მაგ შეცდომას მიგდებს მაგრამ Headless start ით შევდივარ უპრობლემოთ ახლა კიდე ის პრობლემა მაქვს რო ჭედავს ცოტათი

  7. გამარჯობათ! თამაშის პარამეტრებში შესვლისას ალბათ ყველას შეუმჩნევია წარწერა  Anti Aliasing მაგრამ ბევრმა არ იცის ერ რა არის და რას აკეთებს და დღეს მინდა ამაზე მოკლედ  ვისაუბრო

    Anti Aliasing - არის გრაფიკული ტექნოლოგია რომელიც ასევთქვათ არბილებს მკვეთრ (ბასრ) ხაზებს,ზოლებს,ფორმებს და ა.შ.

    ასევე არსებობს ანტი ალიასის სხვადასხვა ტიპები :

    Supersample Antialiasing (SSAA)  ეს არის მაღალი გაფართოვების ტექნოლოგია რომელიც მაქსიმალურათ არბილებს ფორმას მაგრამ ბევრ რესურსს მოითხოვს  ვიდეოკარტისგან კონკრეტულად ვიდეომეხსიერებიდან

    Multisample Antialiasing (MSAA)     სამწუხაროდ (MSAA) ისე ვერ ასრულებს თავის საქმეს ისე როგორც (SSAA) ამიტომ იგი მოითხოვს უფრო ნაკლებ რესურსს ვიდრე (SSAA)

    Coverage Sampling Antialiasing (CSAA)  არის Nvidia ს მიერ შემუშავებული პროექტი,მაგრამ CSAA სა და MSAA ში დიდი განსხვავება არ არის ორივე ერთნაირად აკეთებენ საქმეს თითქმის 

    Enhanced Quality Antialiasing (EQAA)  ეს არის AMD ს შემუშავებული გაძლიერებული ხარისხის ანტი ალიასი,რომელიც არ მოიხმარს ბევრ რესურსს.

    (FSAA) or Full Screen Anti-Aliasing იგი ვალდებულია გამოსახოს რეალისტური გამოსახულება. არენდერებს მაღალი ხარისხით GPU ს დახმარებით

    და კიდევ ბევრი ასეთი სხვადასხვა ტიპები არსებობს...

     

                                                                                                                                                                                                                aaexampleIMG_id1386238400_343178.jpg

    მარცხენა მხარეს სურათზე, გამოსახულია ხაზი ანტიალიასის გარეშე მარჯვენაზე კი ანტიალიასით, ნამდვილათ დიდ სხვაობააAntiAliasing.pngssaa-anti-aliasingnedir.png

    ესეც SSAA და მისი ჯანი :905: ოღონთ არ თქვათ ვერაფერ განსხვავებას ვერ ვხედავო :D

    • Upvote 5
  8. ბიჭები მეზობლის Wi Fi ს ვიჭერ და ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ ზოგჯერ როცა ვაკავშიებ (ვაქობექთებ) მეზობლის წიფის Disabled ეწერება და არ კავშირდება და ხო არ იცით რა უნდა? 

  9. On 9/18/2016 at 0:13 PM, MILANISTA said:

    ჩემს მანქანას აქვს ზუსტად ეგეთი გაგრილების სისტემა :D

    მანქანებიდან გადმოუტანიათ კომპიუტერშიც, კაროჩერაც მე მაგან მაწვალა რადიატორი წყალს უშვებდა და რაც მე მაგის გაკეთებაზე ვიჩალიჩე :D

    ზედმეტი თავის ტკივილია ეს წყლის გაგრილება ვისაც მანქანა ყავს მიხვდება, მანქანა ვისაც ყავს ყველა ნატრობს ნეტავ ეს სისტემა არ ქონდესო და ვისაც კომპი აქ ის პირიქით ნატრულობს :DDDDDD

    ქვეყნის ჩალიჩი უნდა იმდენი ნაწილები და იმდენი მონტაჟი რა ღირს ამად ? 

     

    მანქანებში უკვე ეს ანტიფრიზით გაგრილების სისტემა მოძველებულია, ახალ ელექტრო მანქანებს სულ არ აქვთ რადიატორი და კომპში რატოა ასე ?:D

    ვიდზე მოყავს :gigi: თან რას ერჩი თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს 

    ისე წყალმა რო გაჟონოს :DD

  10. IMG_4597.jpg

    გამარჯობათ მე მინდა ვისაუბრო DDR4 ტიპის მეხსიერებაზე რომელსაც აწარმოებს კომპანია Patriot. ეს მოდელი არის Viper Elite 16GB DDR4-3000 CL16  
    2x8GB. დამზადებულია ტაივანში, კომპანია უზრუნველყოფს მის ხარისხზე და გარანტიასაც გვაძლევს რომ მართლაც მუშა ოპ.მეხსიერებაა მისი ძაბვაა 1.35V ეს ბევრ შესაძლებლობებს იძლევა Overclock ისთვის 

        სპეციპიკაციები და თვისებები
     

    Part Number:           PVE416G300C6KRD

    Capacity:                 16GB (2x8GB)

    Type:                       DDR4 UDIMM

    Voltage:                   1.35V

    Speed Spec:            PC4-24000

    Tested Frequency:   1500MHz (DDR4-3000MHz)

    Kit Type:                    Dual Channel

    Tested Timings:          16-16-16-36

    Warranty:                     Lifetime


          შეფუთვა

    pvpelite03.jpg
    2-4-830x873.jpg

    Viper elite ის შეფუთვა არის მარტივი და ეფექტური. იგი დამზადებულია მუყაოს ყდით.


    IMG_4596.jpg 

    ეს მოდული ძალიან საოცრად გამოიყურება. მას ალუმინის ქოვერი აქვს. აქვს ძალიან ლამაზი და დახვეწილი დიზაინი ის არის წითელ, შავ ,და ვერცხლისფერ ფერში შეხამებული. მადის აღმძვრელად გამოიტურება :crazy:

      სტაბილურობის ტესტი

    ოპ.მეხსიერების სტაბილურობის დასადგენათ იყენებენ სპეციალური პროგრამას სახელად :  AIDA64
    ეს პროგრამა უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ და პროგრამულ ტესტირებას. რაღათქმაუნდა  Viper Elite დატესტილია და შესანიშნავათ სტაბილურია ;))

    2016-02-14-15_10_12-System-Stability-Test-AIDA64-640x571.jpg
     

     

     

    • Upvote 4
  11. 9 minutes ago, ottko said:

    , და არა ამას რომელიც აქ უმრავლესობამ ზეპირად იცის

    უმრავლესომაბ შეიძლება იცოდეს მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის დავდე  იმიტო მივაწერე შეიძლება გამოგადგეთ მეთქი 

    თან  google translate თი ნამდვილად არ გადამითარგმნია :D

    დ დისკზე მეგდო და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს მასალა ამაში ცუდი არაფერია მემგონი ;)

  12. დიდი არაფერი მაგრამ შეიძლება გამოგადგეთ

    CMD ბრძანებები

    ADDUSERS იუზერების დამატება, ან ჩამონათვალი CSV ფაილიდან
    ARP მისამართის რეზოლუციის პროტოკოლი
    ASSOC ფაილების შეერთების შეცვლა
    ASSOCIAT ფაილების შეერთების 1 ნაბიჯი


    AT ბრძანების დამახსოვრება, რომ მოგვიანებით შესრულდეს
    ATTRIB ფაილის ატრიბუტების შეცვლა

    BROWSTAT დომენი, ბრაუზერი და PDC ინფორმაცია
    CACLS ფაილების ნებადართულობის შეცვლა
    CALL ერთი ბატჩ პროგრამის მეორედან დაძახება
    CD Change Directory - განსაზღვრულ საქაღალდეში გადატანა
    CHANGE უკანასკნელი სერვერული სესიის შევლა
    CHKDSK Check Disk - დისკის პრობლემების შემოწმება და გამოსწორება
    CHKNTFS NTFS ფაილური სისტემის შემოწმება
    CHOICE batch ფაილში კლავიატურით აკრეფის შესაძლებლობა
    CIPHER ფაილის ან ფოლდერის დაკრიპტვა
    CleanMgr ნარჩენი ფაილებისგან გასუფთავება, სანაგვე ყუთი
    CLEARMEM მახსოვრობის გასუფთავება
    CLIP STDIN -ს დაკოპირება ვინდოუსის დაფაში
    CLS სქრინის გაწმენდა
    CMD ახალი CMD ფანჯრის გახსნა
    COLOR CMD-ს ფანჯრის ფერის შეცვლა
    COMP ორი ფაილის კონტენტების შედარება
    COMPACT NTFS ფართიშენზე ფაილის ან ფოლდერის კომპრესირება, ანუ შეკუმშვა
    COMPRESS NTFS ფართიშენზე ინდივიდუალური ფაილების კომპრესირება
    CON2PRT პრინტერის დაკავშირება, ან კავშირის გაწყვეტა
    CONVERT FAT ფორმატის NTFS-ში გადაყვანა
    COPY ერთი ან მეტი ფაილის სხვა დირექტორიაში კოპირება
    CSVDE აქტიური დირექტორიის მონაცემების ექსპორტირება და იმპორტირება

    DATE თარიღის ჩვენება, ან შეცვლა
    Dcomcnfg DCOM კონფიგურაციის მარგებლობა
    DEFRAG მყარი დისკის დეფრაგმენტაცია
    DEL ერთი ან მეტი ფაილის წაშლა
    DELPROF NT იუზერების პროფილის წაშლა
    DELTREE ყველა ფოლდერის და ქვეფოლდერის წაშლა
    DevCon მოწყობილობის მმართველის ბრძანების ხაზის მარგებლობა
    DIR ფაილების, ან ფოლდერების სიის ჩვენება
    DIRUSE მყარი დისკის ტევადობის ჩვენება
    DISKCOMP ორი დისკეტის ფაილების კონტენტების შედარება
    DISKCOPY ფლოპიდან (დისკეტიდან ) ფაილების სხვაგან კოპირება
    DNSSTAT DNS-ს სტატისტიკის ჩვენება
    DOSKEY ბრძძანების შეცვლა,გამეორება
    DSADD იუზერის დამატება (კომპიუტერის, ჯგუფის.) აქტიურ დირექტორიაში
    DSMOD აქტიურ დირექტორიაში იუზერების შეცვლა, მოდიფიკაცია

    ECHO შეტყობინების სქრინზე ჩვენება
    ENDLOCAL ლოკალიზაციის შეცვლის დასრულება ბატჩ ფაილში
    ERASE ერთი ან მეტი ფაილის წაშლა
    EXIT CMD დან გამოსვლა
    EXPAND ფაილების კომპრესირების უკუქმედება
    EXTRACT CAB ფაილების კომპრესირების საწინააღმდეგო ქმედება
    FC ორი ფაილის შედარება
    FDISK დისკის ფორმატი და ფართიშენი
    FIND ფაილში ტექსტური შეკვრის მოძებნა
    FINDSTR ფაილებში შეკვრის მოძებნა
    FOR ბრძანების პირობითი შესრულება რამდენიმეჯერ
    FORFILES ბატჩ პროცესის რამდენიმე ფაილი
    FORMAT მყარი დისკის დაფორმატება
    FREEDISK დისკზე თავისუფალი ადგილის ჩვენება (ბაიტებში)
    FSUTIL ფაილის და მოცულობის მარგებლობა
    FTP ფაილების ტრანსფერის, ანუ მიმოცვლის პროტოკოლი
    FTYPE ფაილური ტიპების ჩვენება და შეცვლა

    GLOBAL გლობალური ჯგუფის წევრობის ჩვენება
    GOTO ბატჩ პროგრამის მართვა დანიშნულ ადგილზე გადასატანად

    HELP ონლაინ დახმარება
    HFNETCHK ნეთვორქში დაცვის შემოწმება

    IF ბრძანების პირობითი შესრულება
    IFMEMBER აქტიური იუზერი არის თუ არა NT სამუშაო ჯგუფში
    INSTSRV NT სერვისის დაინსტალირება
    IPCONFIG IP მისამართის კონფიგურაცია

    KILL ოპერატიულიდან პროგრამის მოკვლა

    LABEL დისკის ნიშანის შეცვლა
    LOCAL ლოკალური ჯგუფის წევრობის ჩვენება
    LOGEVENT NT ვივერში ტექსტის დაწერა
    LOGOFF მომხმარებლის გამოსვლა
    LOGTIME თარიღი და დროი ფაილში

    MAPISEND ელ-ფოსტის გაგზავნა ბრძანების ხაზიდან
    MEM მახსოვრობის ტევადობის ჩვენება
    MD ახალი საქაღალდეების გაკეთება
    MODE სისტემური მოწობილების კონფიგურაცია
    MORE პროდუქცისს ჩვენება
    MOUNTVOL ტევადობის წერტილის მართვა
    MOVE ფაილის ერთი ფოლდერიდან სხვაში გადატანა
    MOVEUSER იუზერის ერთი დომენიდან სხვაში გადაყვანა
    MSG მესიჯის გაგზავნა
    MSIEXEC ვინდოუსის ინსტალერი
    MSINFO Windows NT-ს დიაგნოსტიკა
    MSTSC რემოუთ დესკტოპის ოქმი
    MUNGE ფაილების შიგნით ტექსტის მოძებნა და ჩანაცვლება
    MV გამოყენებულ ფაილში კოპირება

    NET ქსელის რესურების გამართვა
    NETDOM დომეინ მენეჯერი
    NETSH ქსელის პროტოკოლის კონფიგურაცია
    NETSVC ბრძანებათა ხაზის სერვისის კონტროლი
    NBTSTAT ქსელის სტატისტიკის ჩვენება
    NOW მოქმედის დროისა და თარიღის ჩვენება
    NSLOOKUP სერვერის სახელის ნახვა
    NTBACKUP ფოლდერების ბექაფი
    NTRIGHTS იუზერების პროფილის უფლებების მართვა

    PATH გამშვების ფაილის ბილიკის ჩვენება
    PATHPING ქსელის დაკარგული ან დაგვიანებული პაკეტის გზის კვალდაკვალ მიყოლა 
    PAUSE ბატჩ ფაილის დამუშავება და მესიჯის გამოჩენა
    PERMS იუზერისთვის ნების დართვსი ჩვენება
    PERFMON Performance Monitor
    PING ქსელის კავშირის შემოწმება
    POPD წინა შეფასების დაბრუნება აქტიურ დირექტორიაში
    PORTQRY პორტებისა და სერვისების სტატუსის ჩვენება
    PRINT ტექსტური ფაილის ამოპრინტერება
    PRNCNFG პრინტერის ჩვენება, დაკონფიგურება და სახელის შეცვლა
    PRNMNGR პრინტერის დამატება, წაშლა, მთავარ პრინტერად დაყენება
    PROMPT ბრძანების შეცვლა
    PUSHD მიმდინარე დირექტორიის შენახვა და შემდეგ შეცვლა

    QGREP ფაილების მოძებნა, რომელთა წყვილიც მოცემულია

    RASDIAL RAS კავშირის მართვა
    RASPHONE RAS კავშირის მართვა
    RECOVER დაზარალებული ფაილის აღდგენა დისკიდან
    REG რეგისტრში მყოფი ქეის წაკითხვა, ან შეცვლა და წაშლა
    REGEDIT რეგისტრის კონფიგურაციის იმპორტი, ან ექსპორტი
    REGSVR32 DLL ფაილის რეგისტრაცია, ან პირიქით
    REGINI რეგისტრის ნებადართულობის შეცვლა
    REM ბატჩ ფაილში კომენტარების შეცვლა
    REN ფაილის, ან ფაილების სახელის შეცვლა
    REPLACE ერთი ფაილის მეორეთი ჩანახვლება
    RMDIR ფოლდერების წაშლა
    MKDIR - ფაილის შექმნა
    RDISK აღმდგენი დისკის გაკეთება
    RMTSHARE ფოლდერის ან პრინტერის დაშეარება
    ROBOCOPY ბრგე ფაილის ან ფოლდერის კოპირება
    ROUTE ქსელის გზის მარჯვედ მოხამრება
    RUNAS სხვა იუზერის ექოუნტით, პროგრამის გაშვება
    RUNDLL32 DLL ბრძანების გაშვება

    SC სერვისის კონტროლი
    SCHTASKS თასქის შედგენა, ან შეცვლა
    SCLIST NT სერივსების ჩვენება
    ScriptIt GUI აპლიკაციების მართვა
    SET ცვლადი ალყის, ჩვენება, შეცვლა ან წაშლა
    SETLOCAL ბატჩ ფაილში ალყის შეცვლის ლოკალიზაცია
    SETX ალყის შეცვლა მუდმივად
    SHARE დაშეარებული ფაილის ან პრინტერების სია
    SHORTCUT შორთქათის გაკეთება
    SHOWGRPS NT სამუშაო ჯგუფში შემოსული მომხარებლები
    SHOWMBRS ვორქგრუფის იუზერების სია
    SHUTDOWN კომპიუტერის გამორთვა
    SLEEP აღნიშნული დროით მოცდა
    SOON ბრძანების დამახსოვრება, უახლოეს მომავალში შესასრულებლად
    SORT განლაგება
    START ცალკე ფანჯრის გახსნა, ახალი ფაილის გასაშვებად
    SU იუზერის შეცვლა
    SUBINACL ფაილების და ფოლდერების საკუთრების დადგენა, უფლებები
    SUBST ბილიკის შეერთება სამართავი წერტილით

    TASKLIST გაშვებული ფაილების და პროგრამების სიის ჩვენება
    TIME სისტემური დროის ჩვენება და შეცვლა
    TIMEOUT ბატჩ ფაილის პროცესის შეჩერება
    TITLE CMD.EXE სესიის ფანჯრის სათაურის შეცვლა
    TOUCH ფაილის დროის მარკის შეცვლა
    TRACERT რიმოუთ კონტროლის გზის გაყოლა
    TREE ფოლდერების სტრუქტურის გრაფიკული ჩვენება
    TYPE ტექსტური ფაილის კონტენტების შეცვლა

    USRSTAT მფლობელის სახელის სია და ბოლო ავტორიზაცია

    VER ვერსიის ჩვენება
    VERIFY შემოწმება, რომ ფაილები შენახულია
    VOL დისკის ნიშნის ჩვენება

    WHERE ფაილების ჩვენება და განლაგება დირექტორიაში
    WHOAMI იუზერის სახელი და მოქმედი მფლობელი
    WINDIFF ორი ფაილის კონტენტების შედარება
    WINMSD ვინდოუსის სისტემის დიაგნოსტიკა
    WINMSDP ვინდოუსის სისტემის დიაგნოსტიკა IIWMIC WMI ბრძანებებით

    XCACLS ფაილების უფლებების შეცვლა
    XCOPY ფაილების და ფოლდერების კოპირება 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.