Jump to content

ULTRAULTRA1996

წევრი
  • Posts

    125
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    14

Posts posted by ULTRAULTRA1996

  1. On 4/14/2017 at 11:24 PM, ilia said:

    ეგეთი კეისი მაქვს მეც თეთრი ეგ დისკავოდის ზემოთ რომ არის ეგ რაღაა? 

    ეს fan controller-ია rheosmart 6 ქულერის ბრუნებს აკონტროლებ. უფრო ზუსტად თუ გაინტერესებს აგერ დეტალური განხილვა მაქ გაკეთებული

    ea04553df444.jpg

  2. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე კიდევ 1 საინტერესო პოსტი გაგაცნოთ. აქ თქვენ ისწავლით როგორ გავაჩუმოთ ქულერები ვიბრაციისგან.

    ალბათ ბევრს გაუგია რეზინის ანტივიბრაციული ბალიშების შესახებ (რაც საკმაოდ პრაქტიკულია) მაგრამ თუ არ გვაქვს იგი შეგვიძლია ასეთ მარტივ გზასაც მივმართოთ.

     

     

    მოვიძიოთ შემდეგი ნივთები:


    მოვიძიოთ ან ვიყიდოთ აი ასეთი რეზინის შაიბები (ზუსტი სახელი არ მახსოვს მაგრამ სანტექნიკაში ხმარობენ 5-10 თეთრი ღირს 1 ცალი მაქსიმუმ) 
    9e535fb4f352.jpg

    d6a52b21f0fd.jpg


    ქულერის დასამაგრებელი ჭანჭიკები (შურუპები)
    e605c86cedf2.jpg


    ორმაგი სკოჩი (თუ არ გაქვთ არც ეგაა პრობლემა მაგრამ საწვალებელი გექნებათ შედარებით)
    c9baf6feecbc.jpg


    სახრახნისი (ატვიორკა)
    3be14e1394a5.jpg


    შევუდგეთ საქმეს:


    ავიღოთ რეზინის შაიბები და ორმაგი სკოჩის ცალი მხარე დავაწებოთ
    2734e933fc86.jpg


    შემდგომ დავჭრათ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები
    fcb4fa8767e1.jpg

    შემდგომ მოვხსნათ ორმაგ სკოჩს მეორე მხარე
    b82f70ea9bf1.jpg

    და დავაწებოთ ქულერის მეორე მხარე (სასდაც ააქვს საბოლტეები მანდ დავამთხვიოთ შაიბების რგოლები)
    a42f68471f84.jpg

    შემდგომ გავხვრითოთ ორმაგი სკოჩი (შაიბა რო შევიდეს შიგნით, ამ შემთხვევაში ატვიორკით გავხვრიტე მარტივად)
    47b8e941babc.jpg

    შემდგომ დავუმიზნოთ ჭრილები ნახვრეტებს და დავავინტოთ ზედ.

    c2795495d685.jpg
    31cc703e26ae.jpg

    ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ქეისის ზედა მხარეს აგრეთვე წინა და უკანა ქულერის ადგილებზეც(როცესორის გაგრილებაზეც)
    c554bd35aea8.jpg

    მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, სხვაობა მართლაც შესამჩნევია პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ ორმაგი სკოჩის გარეშეც მაგრამ მიხვდებით ალბათ როგორი საჩალიჩო გექნებათ. გმადლობთ ყურადღებისათვის

    • Upvote 5
  3. მოგესალმებით თანა overclocker-ერებო დღეს მინდა გავაკეთო განხილვა და რამოდენიმე რჩევა მოგცეთ Fan controller-ებთან დაკავშირებით (ვინც ვერ ერკვევით ამ საკითხში). მოკლედ დღეს განვიხილავ ერთერთ საუკეთესო Fan controller-ს Rheosmart 6-ს.


    დავიწყებ ყუთიდან, ყუთი არის პატარა და კომპაქტური, ეს კარგია რადგან ტრანსპორტირების დროს არ გვექნება ბევრი თანხა გადასახდელი, კომპლექტაციაში შედის შემდეგი ატრიბუტები

    ► 3-Pin Fan მონიტორინგის კაბელი X2
    ► 3-Pin dan 4 Pin-ზე გადამყვანი კაბელი X2
    ► 3-Pin დასაგრძელებელი კაბელი X2
    ► PWM კაბელი X1
    ► ქეისზე დასამაგრებელი ჭანჭიკები X4
    ► Sunbeamtech ლოგო X1
    ► ინსტრუქციის სახელმძღვანელო

    3e6af3b95478.jpg

    ქონტროლერს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები

    ► PMW კონტროლი
    ► 6 საკონტროლო არხი
    ► 30W გამტარობა თითო არხზე
    ► ჭკვიანი გაგრილების სისტემა
    ► ავტო/მექანიკური კონტროლი

    fd166ea6dc2c.jpg

    კონტროლერი ჯდება 5.25 განყოფილებაში (DVD ROM-ის განყოფილებაში). კონტროლერი ვიზუალურად შესრულებულია უმაღლეს დონეზე, გარედან აკრავს შავი მეტალის ბადის (სეტკის) პანელი აგრეთვე თოთოეული ფანის საკონტროლო ბერკეტის ქვემოთ პატარა ღილაკები რომელიც გადასართავი ღილაკია Manual/Auto-ზე ან პირიქით და მის ზემოთ LED განათებები (მწვანე.წითელი) მწვანე განათება აღნიშნავს Manual კონტროლს ანუ ფანების ბრუნი ჩვენზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე, ხოლო წითელი ფერის ლედ განათება AUTO, პროცესორის ტემპერატურასთან ერთად ფანების ბრუნის ზრდას აღნიშნავს,

    2f6910e1e368.jpg

    ea91a6644ce8.jpg

    კონტროლერი იდეალურად არის შესრულებული და მაქსიმალურად არის დაცული დაზიანებისგან რადგან თითოეული არხის კონტროლზე ააქვს ინდივიდუალური რადიატორული გაგრილება დაყენებული, კვების კაბელის და ქულერების შეერთება მარტივად არის შესაძლებელი, ხოლო ქვევიდან დაწებებული ააქვს ე.წ ბუბკა რათა მოკლე ჩართვა არ მოახდინოს.


    76524f5c2609.jpg

    17742d535a9f.jpg

    რაც შეეხება კონტროლერის ძალას, გამოიმუშავებს თუ არა იგი სრულად 30W და ხომ არ არის ეს უბრალოდ მარკეტინგული მინაწერი ? კონტროლერმა მარტივად გადალახა ეს ზღვარი და თითო არხზე 30W გამოიმუშავა 6 ქულერის შეერთებისას, ხოლო 1 ქულერის შეერთებისას არხი 40W-მდეც კი ავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ ამ კონტროლერის თითო არხზე ჩენ შეგვიძლია თავისუფლად დავსვათ 2 ქულერი რადგან 1 ქულერს 7-15W კი კისრამდე ყოფნის ამ კონტროლერს კი თოთო არხზე 30W ააქვს, ამიტომ შეგვიძლია 12 ცალი ქულერის დაერთება 6X2.

    cad0de79258d.jpg


    ეხლა კი რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ Fan controller-ებზე, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენ ვატს გამოიმუშავებს იგი თითოეულ არხზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ვიზუალს, აგრეთვე წაიკითხეთ განხილვები და დაადგინეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აგრეთვე განსაზღვრეთ მისი ყიდვის საჭიროება რადგან თუ ქეისში 2-3 ცალი ქულერი გაქვთ კონტროლერის ყიდვას ჯობს Fan Dual Spliter იყიდოთ და დედაპლატაზე დასვათ, ასევე ყურადღება მიაქციეთ მის ფასს და განსაზღვრეთ ხარისხიდან გამომდინარე ღირს თუ არა ნივთი ის ფასი რაც ააქვს. მოკლედ სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ ჩემი მიმოხილვა Rheosmart 6-ზე.

    • Upvote 5
  4. Memory Read

    :brinjao: ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 33886 MB/s Photo


    Memory Total (Write/Copy)

    :brinjao: ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 34934/ 29437 MB/s Photo
     

    L1 Cache Total (Read / Write / Copy)

    ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 920.60 461.44/ 809.31 GB/s Photo


    L2 Cache Total (Read / Write / Copy)

    ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 354.76 148.73/ 223.45 GB/s Photo

     

    L3 Cache Total (Read / Write / Copy)
     

    ULTRAULTRA1996 | G.Skill Ripjaws X 2400MHz @ 2400MHz 11.13.13.31 | FSB 100MHz | 190.19 138.10/ 151.24 GB/s Photo

     

  5. 37 minutes ago, david_888 said:

    მეც მეტნაკლებად კულტურნად მაქ :)  

    632589de24b472405a5903ce61ad6864.jpg

    შენს ადგილას მაგ კაბელებს ჩამოვიტანდი და მაგიდას როაქვს გამოწეული იმას ამოვატნევდი უფრო კარგად გამოჩნდებოდა.
    907fcbf80700.jpg

  6. 2 minutes ago, NvidiaFan said:

    მშვენიერია, აა კაცი, ახალი იუზერია შედარებით გამოიჩინა კრეატიულობა და იფიქრა რამე ახალს შევთავაზებ ფორუმსო და გამოუვიდა კიდეც, მე მომწონს კრეატიული ადამიანები და ყოველთვის პატივს ვცემ, welcome my friend...;)

    კი აქ ნამდვილად ახალი იუზერივარ უფრო forum.ge-ზე ვარ და მიცნობს იქ ბევრი ის საზოგადოებაც არის აქ და სწორედ მაგიტომ დავრეგისტრირდი.

  7. 16 minutes ago, Fatal Fighter said:

    ძალიან საინტერესო და კრეატიულია :)

    მადლობა თემისთვის

    კიდევ იქნება კარგი რაღაცეები :bis:

  8. მოკლედ მქონდა შემდეგი კვებები, FSP Si Series 600 ვატიანი 88% ეფექტურობით, Corsar hx620m სემი მოდულარი ჩვეულებრივი 80+ ეფექტურობით , EVGA Supernova NEX750b 80+ Bronze სერთიფიკატით (რომელიც გადამეწვა და ამ კვებას არ გაეკაროთ არასოდეს რჩევა იქნება) ეხლა კი მაქ Seasonic X850 80+ Gold ეფექტურობით. არცერთ კვებას გული არ დაუწყვიტავს არაფერში EVGA-ს თუ არ ჩავთვლით. ეხლანდელი კვება კიდე ჩემს სისტემას ყველანაირად ყოფნის და არა მარტო ჩემს არამეტ ნებისმიერ სისტემას დაქოქავს თავისი რაზგონით r9 295x2-ებზე და მადაფაქა ედიშენებზე არ მაქ საუბარი. თუმცა ამ კარტასაც ყელში ამოუვა. რაც შეეხება ამ კვებით OC-ს. პროცესორი დავარაზგონე 4.8 GHZ-ზე აგრეთვე GTX 770-იც დამირაზგონებია და რავი მე კმაყოფილი ვარ ამ კვებით. ტესტები იხილეთ ქვემოთ. 

    ეს 4.8GHZ პროცესორის რაზგონი

    Spoiler

    fe2b488ef9cd.jpg


    ეს GTX 770 SC-ის რაზგონი +70 MHZ და პროცესორი 4.2 GHZ

    Spoiler

    2b3d556434c3.jpg


    ეს EVGA GTX 960 FTW 2GB რაზგონი +50 MHZ

    Spoiler

    bd06c6777bf8.jpg


    ეს კიდევ ჩემი ეხლანდელი კარტის Gigabyte GTX 960 G1 Gaming 2GB + 100MHZ 

    Spoiler

    d2da36971022.jpg



    ეს კი ჩემი Seasonic X850 80+ Gld Fully Modular-ის სურათები
     

    Spoiler

    f69121599eab.jpg
    2e35ec1d44f6.jpg

    428756b247e6.jpg
    650bb5437292.jpg

     

    • Upvote 2
  9. 15 minutes ago, Fatal Fighter said:

    საღოლ, მაგარი შედეგია :)

    კი კარგი შედეგია მაგრამ ამ სიხშირეზე ვერ დასტაბილურებ. Cinebench-ში ვერ გავატარე არ ეყო ვოლტი 1,45 და წყალიც არ მაქ თორე შესაძლოა დამესტაბილურებინა კიდეც. ეს რათქმაუნდა არმაქ რაზგონზე არმიყვარს წვალება მაგრამ ხანდახან წავურაზგონებ ხოლმე :D 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.