Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3636
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. კიი ძალიან მაგარია გვენტი. შანს არ ვმაზავ ვეთამაშო ნებისმიერს. ისე სთენდელონ თამაში რომ გამოუშვეს გვენტზე ეგ საერთოდ არ მომეწონა. თქვენ რას ფირობთ?
  2. ამ თამაშში ერთადერთი რაზედაც შეიძლება ვთქვა რომ ოდნავ აზრს ვერ ვხედავ არის ის ქვესთი სადაც გეუბნება რომ შეაგროვე გვენტის კარტების სრული კოლექციაო. ისეთ დროს აგროვებ ყველას რომ სათამაშებელი აღარავინაა რთული და რაღა ჯანდაბად მინდა
  3. რა ჭირთ ამათ ?! ადრეც ხო დაჰაკეს 2014-15-ში მგონი და cyberpunk-ის ფაილებმა გაჟონაო და მერე თავიდან დაიწყეს ყველაფერი. ნუ რაღაც ასეთი მახსოვს შესაძლოა ვცდები.
  4. არ გავარტყი afterburner-ს ? რა ჯანდაბად მინდა ეგ სოფტი როცა amd-ს სოფთვეარში ყველაფერია რაც მინდა. ნვიდია-ს სოფთვეარს ბევრად მირჩევნია amd. ორივე კარტა მაქვს და დახვეწილობით ამდ მირჩევნია. მონიტორინგის უტილიტაც აქვს რისთვისაც ადრე სხვები მჭირდებოდა(იგივე ეგ აფთერბარნერი), fps, power, cpu და ა.შ რომ გიჩვენებს. შეგიძლია რომ რომ ცალკე თამაშებზე/პროგრამებზე ინდივიდუალური პარამეტრები გაწერო(რაზგონი, ფერების ფილტრი, ცალკეული სეთინგები) ნუ ბევრი რამე nvdia-საც აქვს მაგრამ რაზგონი ნამდვილად არ აქვს პირდაპირ სოფთვეარიდან მითუმეტეს მხოლოდ დრაივერიდან. არ მიყვარს დამატებითი პროგრამების გამოყენება. მოკლედ რა რა და ჩემი აზრით სოფთვეარს ვერ დაუწუნებ ამდ-ს. სხვა გემოვნების ამბავია
  5. 70 გრადუსი მაგ კარტისთვის იდეალური ტემპერატურაც კია. ჩემი 1080 დახურულ ქეიში თამაშებში 62-65 გრდასუზეა მაგრამ 70-ზეც რომ ავიდეს არ ვინერვიულებ. პროცესორი თამაშებში 60 გრადუსი მაქსიმუმ . ქეისი მეც ეგ მაქვს T300 და წინა მხარეს ფანების და რადიატორის დაყენება მეც გავტესტე და სიგიჟეა. არ ვიცი რატო. ეგრევე ზევით ავიტანე და -5-8 გრადუსი ეგრევე.
  6. არა, ეგ ცხენი თავისი აღკაზმულობით ისევ შენს ლაგერში იქნება. ეგეც რომ არა იგივე ადგილზე წასვლა და თავიდან დაჭერა შეგიძლია მაგ არაბული ცხენის ოღონდ ალეველება ისევ დაჭირდება.
  7. furmark-ი მხოლოდ GPU-ს ტვირთავს და სისტემის სხვა კომპონენტები არ იღებს ნაგრუზკას. თამაშის დროს კიდე ყველაფერი მაქსიმალურად იტვირთება და ენერგიასაც მეტს მოიხმარს.
  8. ამ თამაშში მაქვს პრობლემა. თმების ეფექტი აღარ ირთვება ბოლოს რაც შევნიშნე. rx 580კარტაზე. სქრინებს დავდებ რაზეა საუბარი. მოკლედ კარტის სოფთვეარში ხელები მაქ ნაფათურები სხვა თამაშის გამო. სეთინგებს ვინახავხოლმე და გადაყენების მერე დრაივერის ისევ ვაიმპორტებ. დღეს საფუძვლიანად წავშალე DDU-თი, თავიდან დავაყენე სუფთა დრაივერი და აი აბსოლუტურად სტანდარტულ პარამეტრებზე შევამოწმე და არაფერი, იგივე შედეგია. მოკლედ ასეა >> off on ენი აიდეა? გასწორდა. ალბათ დარესტარტება უნდოდა
  9. სხვა ენებზე როა ბევრი მომხარებელი ყავთ რუსული, ფრანგული, ესპანური და ა.შ მთელ მსოფლიოში და იმათზეა გათვლა. ქეციანი საქართველოს პოტენციური 1000 გეიმერისთვის ამას არავინ თარგმნის და არც უნდა თარგმნონ. ქართველებმა კიდე რატო უნდა თარგმნონ ასე მუღამისპონტში. ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. ნახე კეირა და გთხოვს რაღაც საქმეებში დახმარებას. ალბათ მერე დაკონკრეტდება ლოკაცია.
  10. pubg-ის რითი გაქვს გარდა იმისა რომ BR-ლია?! ყველაფერი იდეალურადაა გაკეთებული და თან უფასოა. ყველა BR ტიპის თამაშიდან საუკეთესო კომპონენტებია აღებული და სინთეზი მშვენიერია. აქვს ცხადია ნაკლებიც მაგრამ ამ ჟანრში რაც მითამაშია ჩემთვის უალტერნატივოა. BF სხვა პონტია საერთოდ და ამ ჟანრის არაა თუ ბახაბუხს არ ჩავთვლით ისევე როგორც warzone არაა call of duty
  11. მე ის არ მესმის სტოკ პარამეტრებზე ბიოსში(ვოლტაჟი და ა.შ) რატო აძლევს ამხელა ვოლტს გინდა ამდ იყოს და გინდაც ინტელი. იქნებ ტიპი ვარ რომელიც არ ვერკვევი ასე საფუძვლიანად და უბრალოდ მინდა ვიყიდო ახალი სისტემა. იმხელა ვოლტი მისდის რომ ყველა ვარიანტში ხურდება. ნუ მერე კი არეგულირებ მაგრამ ყველა ვერ იზავს მაგას. მერე კიდე 3600-ს რომელიც მე მაქვს რატო უნდა ჭირდებოდეს გასაგრილებლად აი ძვირიანი გაგრილება? არც სიხშირე აქვს მაღალი და არც ბირთვები აქვს ბევრი. თავის box ქულერი რაც მოყვება არც მიცდია, ისევ ახალი დევს ყუთში. მქონდა თავიდან prisma ქულერი rgb როა და იმაზე 80 გრადსუსს კოხტად უკაკუნებდა. ახლა 280მმ-იანი წყალი მიყენია და დაბალი ტემპერატურა აქვს მაგრამ აი რატო?! მერე კიდე რომ ამბობთ არაფერი ტემპერატურა არ გარბის 360მმ ქულერზეო ეგ რომ ცალკე ხარჯია და არც თუ ისე იაფი რა გამართლება ეგაა? ამ კომპონენტში არც ამდ მომწონს არც ინტელი რა. ძველი i7 2600k რომელიც მაქვს 4,5-ზე მშვენიერ ტემპერატურებს იჭერს gamaxx 300-ზე. მაშინ როცა დედადაფას ვოლტაჟის კონტროლი არ აქვს და ავტოზე აძლევს ვოლტს რომელიც ზოგჯერ 1.4-ია.
  12. მხოლოდ warzone არ ვიცი მაგრამ wazrone+modern warfare არის 235გბ. კიდევ კარგი custom install-ი აქვს და სხვადასხვა კომპონენტების ამოკლება შეიძლება. მაგალითად კამპანია, coop ამოვძირკვე და ახლა 135gb-ია. მხოლოდ უფასო warzone არამგონია 175 იყოს. ეგ ზომა ეწერა modern warfare-ის თავდაპირველ სისტემურ მოთხოვნებში თუმცა მერე გაიზარდა კონტენტის დამატებასთან ერთად.
  13. ზღაპარია ამის თარგმნა კი არა ბევრად მარტივი და მოკლე სიუჟეტისაც. აი რატო უნდა თარგმნონ ვინმე ამიხსნის? მოტივაცია რა უნდა იყოს? ფულს გადაიხდის ვინმე თუ cdpr მოახდეს ინტეგრაციას ოფიციალურად თამაშში?? მე რუსულუად ვთამაშობ ამათ თამაშებს სულ. კარგი გახმოვანებაა რუსულად ძაან. უფრო მეტად მომწონს ვიდრე ინგლისური
  14. @kloud delux ვერსიში შედის დამატებითი DLC-ები+ in game content(იარაღები, სკინებიც მგონი). DLC-ებში არის დამატებითი რუკები ალბათ ჯამში მაქსიმუმ 10. არ მახსოვს ზუსტად. ეგენი მხოლოდ მულტიფლეიერს ეხება და ზომბებს. რაც შეეხება არა delux ვერსიას ეგეც ყველაფერს შეიცავს DLC-ების გარდა და ითამაშებ ყველაფერს მათ შორის კამპანიასაც მეგობრებთან ერთად. პ.ს. PC-ზე არის კიდევ starter pack რომელიც შეიცავს მხოლოდ MP-ს რომელშიდაც მაქსიმუმ 55 ლეველამდე ადიხარ და ვეღარ პრესტიჟდები. არ შეიცავს კამპანიას და ეგ ძალიან იაფი ღირს. PS-ზე ეგეთი დაყოფა არაა როგორც ვნახე.
  15. დავხურე. არ ვიცი კარგია თუ ცუდი როგორც დამთავრდა მაგრამ მე ვფიქრობ უფრო კარგია. სპოულერში ჩავსვავ
  16. აუუ დღეს(გუშინ) მივედი მეორე ეპილოგამდე. არ ვიცი როგორი დასასრული გამომდის. ერთი სული მაქ მივამთავრო რომ წავშალო.აი ტექნიკურად როა ძაალიან მაგარი მაგის ხათრით ვთამაშობ და იმის ხათრით რომ ამდენი დრო დავახარჯე. საერთოდ არ დამაინტერესა შინაარსობრივად. ერთი ბოლოს არტურის ride როა მანდ კარგი მუსიკა ედო და გამისწორდა სხვა არაფერი. ძაან გაწელილი სიუჟეტია.
  17. კი ვითამაშე განახლების მერე და არის შედეგი მაგრამ მაინც სხვებზე წინაა. სნაიპერის ტყვიებზე უნდა გადაიყვანონ და ეგაა. ახლა მთავარ პრობლემად sbmm რჩება. ბოლოს რაც ვითამაშე უმეტესობა ძალიან რთული lobby შემხვდა. ტვინი შეჭამეს რა. ცუდი მოთამაშე უნდა იყო რომ შედარებით ადვილი lobby შეგხვდეს.
  18. კი მეც მქონდა ეგ მისია და დავესწარი კიდევაც პროცესს აიიიი უზომოდ დამღალა ამ თამაშმა. ტექნიკურად ძალიან მაგარია მაგრამ დამღლელია ძაან ჩემი გემოვნებისთვის. წადი მოდი მიდი დაიჭირე აახიე ინადირე. მერე? ერთი სული მაქვს როდის დავხურავ და მივაშლი ადგილი გამოვათავისუფლო. მე 6 თავზე ვარ ახლა და 58% მაქ გავლილი. ნუ საიდმისიებსაც ვასრულებ მაგრამ ჩელენჯები არ მიცდია ამ ეტაპზე. რაღაცეები შესრულდა მაგრამ ჩემდაუნებურად.
  19. რაც დავწერე ეგ მიმაჩნია საწყისად რომ თამაშით დავინტერესდე, რომ ჩავრთო დავითამაშო. დანარჩენი კომპონენტები მერე მოდის ჩემთვის. თუ არ ვითამაშებ როგორი ტექნიკური რეალიზაციაც არ უნდა ქონდეს რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ის არ მითქვამს რომ სხვა ცუდია მე თუ არ ვთამაშობ. უბრალოდ ყველაფერს არც ადრე ვთამაშობდი და ახლაც მითუმეტეს არ მაქ მაგდენი დრო თამაშისთვის. ასე რომ მეტნაკლებად ყველა კომპონენტი უნდა იყოს მისაღები და ამ ჟანრში რაც ვთქვი ზუსტად ეგაა ბეისიკი ჩემთვის და არა ის რამდენად კარგია ზოგადად. დარწმუნებული ვარ რომ skyrim ძალიან მაგარი თამაშია მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ რომ მე პირადად არასდროს ვითამაშებ. მგონი ნაყიდიც მაქვს სტიმზე ისეთ სიაში მყავს აი ოჯახში რომ უნდა ეგდოს
  20. მე იმიტომ ვაფასებ ამ თამაშს რომ საერთოდ არ მევასება ეს ჟანრი rpg რა. აი არც აქამდე და არც ამის მერე არ მითამაშია არცერთი ისე რომ აი მომეწონა და რამე. მხლოდ გატესტვის მიზნით. ნუ პირველი ალბათ morrowind იყო და ნუ ვერა რა. მერე ობლივიონი და ეგ შედარებით ნორმალურ გრაფიკაზ იყო იმ დროისთვის და უფრო დიდხანს ვითამაშე მაგრამ ბოლომდე მაგაშიც ვერ გავედი. მერე კიდე გამოვიდა 2007ში witcher და ეს უკვე ისესიამოვნებით ვითამაშე რომ ნახევარი წელიწადი ვხურავდი მგონი, ვიზოგავდი თუმცა ახლაც ვფიქრობ რომ საზიზღარი მართვა ქონდა. skyrim საერთოდ ვერ დავუმუღამე და გულიც არ დამწყვეტია. როგორღაც მოუხეშავი ანიმაციები ქონდა და გული მერეოდა პირდაპირი გაგებით. ჰო კიდე რასაც დავავირდი არ მომწონს არცერთი თამაში სადაც კონკრეტულ წინასწარ განსაღვრულ პერსონაჟზე არაა ისტორია. ანუ ვიღაც makasara რომ იყოს ჩემი აწყობილი და ზოგადი ისტორია იყოს ამ პერსონაჟის გარშემო ეგ არ მომწონს. მგონია რომ სული არ აქ აი როცა კონკრეტული პერსონაჟია იგივე გერალტი რივიიდან და ვიცი რომ ამას ეს ვიზუალი აქვს და ეს თვისებები და ეს შესაძლებლობები აი ეგ მომწონს. ახალი witcher-ის იდეა რომ ისაა კონკრეტულ პერსონაზე არ იქნებაო (თუ არ ვცდები ასე თქვეს) და იქნება ვიღაც witcher მაგათი გილდიიდან აი ეგ არ მომწონს და არც მომეწონება. ამ თამაშს წიგნივით მივყვები და მომწონს და ვუტანაგრძნობ და მოკლედ ვარ დამოკიდებული ამ კონკრეტულ პერსონაჟზე და ვიღაც ზოგადი ტიპი რომელიც ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო აი უაზრობად მიმაჩნია. ზოგს ის მოსწონს რომ თვითონ აგებს, უცვლის ვიზუალს და თავის თავს აიგივებს. აი მე კიდე ზუსტად ეგ არ მომწონს. თამაშში არ მინდა მე ვიყო. მინდა რომ ვიღაც იყოს და იმისი ისტორია იყოს ამბავივით ჩემთვის. ამიტომ არ მომწონს კლასიკური rpg ჟანრი.
  21. 32 წლის ვარ და ამაზე მაგარი თამაში ჩემთვის არ არსებობს. ისეთი შეგრძნება მაქვს ამის მერე საერთოდ არაფერი რომ აღარ ვითამაშო არაფერს დავკარგავ. გენიალურია. ამ თამაშმა თამაშების თამასა ძაან მაღლა ასწია და ამიტომაა რომ ყველა ფარჩაკობა მგონია რაც მაგის მერე ვითამაშე
  22. 60 ჰერციანი მონიტორი პირდაპირ კავშირშია ამ თამაშში (MP-საც ვგულისხმობ) წარუმატებლობასთან. უბრალოდ ვერ ითამაშებ კარგად თუ 60 ჰერცზე ხარ(ცხვირადი გამოცდილებით ასეა) ასე რომ თუ პრეტენზია გვინდა რომ გვქონდეს კარგად თამაშზე და არა უბრალოდ თამაშზე მაშინ მაღალჰერციანი მონიტორი საჭიროა
  23. კი ამ თამაშში განსაკუთრებულად იძლევა სხვაობას ოპერატიულის სიხშირე. 3200-სა და 3600-ს შორისაც კი აქვს ჩემთან სხვაობა. ახლა რაც შეეხება იმ მონაცემებს რაც ჩამოწერე. მე მაქვს დაახლოებით ეგეთი სისტემა ახლა სოფლეში რაზეც ვთამაშობ უბრალოდ პროცესორი 2600k მაქვს 4.5ზე დარაზგონებული რაც დაახლოებით იგივე წარმადობაა რაც სტოკი 3770. ოპერატიული მეც 16 და 2133 სიხშირე, ვიდეო მეც ეგrx 580 8gb. მონიტორი მაქვს 60 ჰერციანი და დამაგლიჯა თვალები. სადღაც 2 თვის უკან რაღაც განახლება გაკეთდა რის მერეც ძალიან დამაკლდა ფპს. დავგუგლე და ხალს ახალ სისტემებზე და 3080-ებზე აქვთ 20-30ფპს დანაკარგი. ასე რომ თამაშში აურიეს რაღაც. ჩემთან low-medium პარამეტრებზე 60-120 ფარგლებშია ფპს და ძალიან არაკომფორტულია თუმცა მაინც მონიტორს ვაბრალებ. 60 ჰერცზე ასე მგონია 20 ფპს მაქვს. მოკლედ საშინელებაა რა და მარტო შენთან არაა. ყველას გვაქ პრობლემა სამწუხაროდ
  24. cold war-ის იარაღებზე bug აქვს და რამდენი x -იც არ უნდა იყოს იარაღი ეგ ანარეკლი არ აქვს როგორც მახსოვს. შეიძლება დაფიქსეს მე არ ვთამაშობ მაგით. ისე 3,5x ზევით ყველას უნდა ქონდეს. საქმე იმაშია რომ ეგ იარაღები აწეულიც მაქ ყველა მაგრამ მაინც არ მინდება მაგით თამაში. ისე კი cold war-ის ყიდვას სერიოზულად ვფიქრობ 10 იანვრამდეა ფასდაკლება. მულტიფლეიერის გამო ოღონდ. მომეწონა როგორღაც
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.