Jump to content

bekuna

VIP
  • Posts

    5370
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by bekuna

  1. ან მაჩუქეთ,არც მაგაზეა პრობლემა მოკლედ მომიპიემეთ შემოთავაზებები დიდი არ მინდა პროსტა ბრაუზინგისთვის რა p.s. როგორ ხართ ,მომენატრეთ :*
  2. ჩემი ყოფილი პროცი უდედესია მიყვარს
  3. ოქეიში ეგ 750 ღირს,მანდ ვმუშაობ ფორუმღლეზე დამავიწყდა პაროლი
  4. გიგაბიტზე რატომ არ დაწერეთ არაფერი? ძალიან კარგი გაგრილება აქვს
  5. მადლობა ! და ისე არავინ ყიდის ფორუმზე?
  6. სად იყიდე? თუ არც გაგირუტავს ან რამე მიიტანე საგარანტიოზე
  7. მაგაზე იაფად ოქეიშია FLY არ მიდნა
  8. ძალიან კარგია ესეც : http://www.amazon.com/Gigabyte-GDDR5-3GB-Graphics-GV-N780OC-3GD-REV2-0/dp/B00E9M4QUA/ref=sr_1_6?s=electronics&ie=UTF8&qid=1381130899&sr=1-6&keywords=GTX780 და ეს უფრო: http://www.amazon.com/MSI-N780-Lightning-Graphics-Cards/dp/B00ER8HDME/ref=sr_1_10?s=electronics&ie=UTF8&qid=1381130899&sr=1-10&keywords=GTX780
  9. ოდინი გადმოწერე მერე სტოკ რომი რექავერი მოუდი გაუშვი ან დაუნლოად მოუდი (ვოლუმ + ჰოუმი) და მერე ოდინიდან დაფლეშე
  10. Ace 3-ს ვფიქრობდი 419 ლარი ღირს ,მარა თან ცოტა დიდი მინდა გრანდი ძვირია Win-იც HTC-იც ვიფიქრე,Desire 600 აქ დამიწერეთ ვარიანტები და ვნახავ ხოლმე მირჩევნია კარგ მდგომარეობაში არა,Like New გელოდებით ,მალე მჭირდება ,დავდივარ ვარდისფერი ტელეფონით ბლია
  11. WP-დან გადმოვბარგდი ანდროიდზე დასკვნა : როგორც გასართობი ანდროიდი ძალიან კარგია როგორც მობილური მოსახმარად ვინდოუსი ჯობია საგრძნობლად ისე LG Optimus Black=ზე დავაყენე 4.2.2 XDA-ზე წავაწყდი და იდეალურია 2.2.2 მეყენა :D და ზურა შენს ს2-ს რა მოყვა დეფაულტად? 4.1.2 არ მოყვება? მაღაზიაში რაც მიდევს ეგ უყენია რადნოი მადლობა თემისთვის ისე
  12. მაღაზიაში გვედო ოფიციალური ვინდის დისკი და 7 წელში 0 გაყიდვა
  13. მანდ ვიყავი გუდვილთან,ყაზბეგზე ახლა რუსთავში
  14. რავი ოქეიში სასტიკად აგვიკრძალეს ვინდოუსის დაყენება და ყველა ლეპტოპი მოდის უვინდოუსოდ შედარებით მაღალი დონის ლეპტოპებზე აყენია ოფიციალური მხოლოდ რომელსაც ლოგოც აქვს რა სევენის
  15. კარგი ფასია.. დავფიქრდები
  16. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტი „მაიკროსოფტი“ საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს კარგავს. საქართველოს ბიუჯეტში კი 50-60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია „მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების მაშტაბების დადგენას ისახავდა მიზნად. საინტერესოა, რომ მოპარული კომპიუტერული პროგრამებით ჩვენს ქვეყანაში, თითქმის თანაბრად სარგებლობენ, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში. საქართველოში „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელი ზურაბ მუნჯიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ისევ საბჭოური მენტალიტეტის პრობლემაა. „ჩვენი გათვლებით, საქართველოში ყოველწლიურად შემოდის და იყიდება 75-80 ათასი კომპიუტერი. დღეისათვის, საერთო რაოდენობა 800-900 ათასს კომპიუტერს შეადგენს, და აქედან, 95 პროცენტზე დგას, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფა, არა მხოლოდ „მაიკროსოფტის“, არამედ, სხვა მწარმოებლებისაც. მარტო ჩვენი კომპანიის დანაკარგი, პოტენციური გაყიდვებიდან, ყველაზე უხეში გათვლებით, ამერიკულ დოლარებში, 150 მილიონის ფარგლებშია. ეს არის დაახლოებით, 50 -60 მილიონი ლარის გადასახადი წელიწადში საქართველოს ბიუჯეტში. ეს პრობლემა არის საბჭოური, ბოლშევიკური მენტალობის პრობლემა. ბოლშევიზმის დროს საერთოდ საკუთრების ცნება არ არსებობდა, შესაბამისად არ არსებობდა ინტელექტუალური საკუთრების ცნებაც. ქართული საზოგადოება არ თვლიდა და დღესაც არ თვლის საჭიროდ ფული გადაიხადოს იმაში, რისი მიღებაც შეუძლია სხვა და სხვა ცუდი და უკანონო გზით, უფასოდ.“ ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების ქურდობით საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ასეთია პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ასოციაციის Business Software Alliance კვლევის შედეგი, რომელმაც მსოფლიოს 110 ქვეყანა მოიცვა. საქართველოში კომპიუტერის მქონე მოქალაქეთა 95 პროცენტი მოპარულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს, ამ მაჩვენებლით მეორეა ზიმბაბვე, შემდეგ მოდიან ბანგლადეში, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქართული ბაზარი თითქმის მთლიანად, ნაქურდალი კომპიუტერული პროგრამებით არის გაჯერებული, ნაქურდალი პროგრამების ფასი ლიცენზირებულისას რამდენჯერმე ჩამოუვარდება, რაც ლიცენზირებული პროდუქციის გავრცელებას უბრალოდ აზრს უკარგავს. თბილისში არსებული მაღაზია „მუსიკის სახლის“ მეპატრონე გოგიტა მაისურაძე ამაში თვითონ დარწმუნდა „2004-2005 წლებში შემოვიტანეთ ჩვენ თბილისში ლიცენზირებული ხმის ჩამწერი პროგრამა, კი, ინტერესი გამოიწვია დიდი, მაგრამ ფასი იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. როცა 7 ლარად შეეძლოდ ამ პროგრამის არალიცენზირებული ანალოგის შეძენა, 7 ლარსა და 500 ლარს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. წარმოუდგენლად დიდი და შედეგად არცერთი პროგრამა არ გაიყიდა. დღესაც მაღაზიაში დევს და იმედი გვაქვს რომ გაიყიდება.“ მოპარული უზრუნველყოფით ყიდიან კომპიუტერულ ტექნიკას ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებიც. ეს პირველ რიგში იმით, აიხსნება რომ ლიცენზირებული უზრუნველყოფით დატვირთულ კომპიუტერს შეიძლება მყიდველი არც გამოუჩნდეს, იმდენად იზრდება ასეთ შემთვევაში ფასი. „ჯითი ტექნოლოჯის“ მეპატრონე ირაკლი ბერიაშვილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ბაზარი სავსეა გატეხილი ან მოპარული ტექნოლოგიით, ხოლო წამყვანი ქართული ინტერნეტ პროვაიდერების ვებ-საიტებიდან ასევე უპრობლემოდ შეიძლება მოპარული პროგრამების გადმოწერა, ლიცენზირებული პროდუქციით ვაჭრობა, მხოლოდ ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებს გააკოტრებს: „თუ ამას კანონი აკრძალავს და მოიყვანენ ისეთ ჩარჩოში, რომ დანაშაულად ჩაითვლება და დასჯადი იქნება, ვგულისხმობ ლიცენზირებული პროგრამის გატეხვას და შემდეგ გავრცელებას, მაშინ შეიძლება შეიცვალოს ბაზარზე სიტუაცია. მაგრამ, თუ ხელმისაწვდომი არ იქნება ლიცენზირებული პროდუქტი, მაშინ ძალიან გაუჭირდება როგორც მომხმარებელს, ისე ჩვენც. სტანდარტული სიტუაცია, ჩვენნაირ კომპიუტერულ ფირმებში ასეთია: ზოგი 15-ად, 20-ად, 25-ად, 30 ლარად ავსებენ მთლიან სოფტს, აქ შედის მინიმუმ 10-15 პროგრამა, თავისი ანტი ვირუსიანად. ლიცენზირების შემთხვევაში, ეს პაკეტი შეიძლება გასცდეს 1000 ლარსაც კი. ეს არის ფაქტიურად კომპიუტერის ფასი და შესაბამისად ამ ფასად მომხმარებელი ძალიან ცოტა თუ იყიდის ან ფაქტიურად არ იყიდის. იმიტომ, რომ იგივე პროდუქტიულობით, შეიძლება ჩაუწეროს ეს პროგრამები ვიღაცამ 10 ლარად და იმუშაოს ჩვეულებრივად.“ „მაიკროსოფტში“ კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. აქ აცხადებენ, რომ თავად ტექნიკით მოვაჭრენი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი აუხსნან მომხმარებელს, რა ზიანს აყენებს ის მოპარული პროგრამების გამოყენებით, პირველ რიგში, საკუთარ კომპიუტერს და შემდეგ, საკუთარ ჯიბეს. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელი ზურაბ მუნჯიშვილი ამბობს: „ვთქვათ, განსხვავება არის ლეგალურ და არალეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფას შორის 200 დოლარი კომპიუტერზე. ამ ადამიანს უნდა ავუხსნათ რატომ უნდა გადაიხადოს ზედმეტი 200 დოლარი. პირველი: ანტივირუსი უფასოა, როცა ის ყიდულობს ლეგალურ მაიკროსოფტ „ვინდოუს-7“-ს, ეს 60 ლარი;პროგრამა, არასდროს არ ითხოვს გადაინსტალირებას, მაშინ, როცა არალეგალური პროგრამის შემთხვევაში, ხელახალი ინსტალაცია წელიწადში მინიმუმ 4-5 ჯერ არის საჭირო და თითოეული ასეთი ოპრაციის ფასი შეადგენს 20 ლარს. მესამე მომენტი ადამიანი ვერ იყენბს განახლებებს, იმიტომ რომ პროგრამული უზრუნველყოფა ცოცხალი ორგანიზმივით, ის მუდმივად განახლებადია, ის ასევე ვერ იყენებს იმ საშუალებას, რომ შეძლოს კომპიუტერთან მშობლიურ ენაზე საუბარი. ასეთი კალკულაცია, როცა გაკეთდა აღმოჩნდა, რომ ზუსტად პირველ წელს ადამიანი, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის შემთხვევაში ხარჯავს დაახლოებით 200 დან 250-მდე ლარს და ეს ხარჯი არის ყოველწლიური.“ საქართველოში ნაქურდალი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვა და სხვა შემთხვევაში ეს დანაშაული ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ორიდან ათი ათას ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. მიუხედავად მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების კოლოსალური არეალისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ სახის დანაშაულისთვის, დღემდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა, პირველ რიგში, მომჩივანის არ არსებობის გამო. წყარო: „ამერიკის ხმა“
  17. შენ ვერ მოეშვი კიდე ამ მაიმუნობას? :D მალაძეც :*
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.