Jump to content

Gurami Chichikoshvili

წევრი
  • Posts

    135
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by Gurami Chichikoshvili

  1. აჰა, გასაგებია ჯორჯ, მადლობა დიდი, ანუ გასაღებს თუ იყიდი, სამუდამოა ესე იგი და არ გასდის ვადა რაღაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
  2. რა მაინტერესებს ბიჭებო, ანუ ორიგინალი რო ვიყიდო მაგალითად, სალიცენზიო პერიოდი 1 წელი რო უწერია ეგ რა პონტია? 1 წლის შემდეგ რა ხდება?
  3. ვცდი აბა 64 იანსაც მაგრამ გამიტყდა რა, არადა საკაიფო იგრა ჩანს
  4. მოკლედ ეხლა ვცადე და გასწორდა, შევედი ჩვეულებრივ როგორც ზემოთ აღნიშნე ცუდია რო არ მუშაობს msi afterburner, რაც შეეხება თამაშს საკაიფო ჩანს მაგრამ პროცესორი აშკარად ატრაკებს, ხან იარაღი არ მიჩანს ხელში და ხან აქვს სტატერინგები პატარა, არადა კაი თამაში ჩანს ნაღდად მარა პროცესორმა აშკარად სული დალია ამ იგრაზე
  5. ხო 60 ფპს ზე რო დავსვა ისე დავაყენებ სეთინგებს და ... აბა რომ ვიყიდი შეგეხმიანები და თუ გინდა ერთადაც ვითამაშოთ ხოლმე როცა დრო გვექნება
  6. მაშინ ვიყიდი მეც, 25-30 ლარი არაფერია, ძაან დიდი ხანი ვთამაშობდი bf 4 და კარგი მოგონებები მაქვს მაგ თამაშთან, ოპტიმიზაცია როგორი აქვს? წესით ჩემი სისტემა გაუმკლავდება ხო გრაფიკას რო ცოტა ტვიკინგი გავუკეთო?
  7. ისე თამაშზე რა აზრის ხარ დავით, ღირს ყიდვა? bf 4 ის თავგადაკლული იგროკი ვიყავი და რამდენად ჰგავს ეს რავი აბანძებენ და ვერ ვიჯერებ რო მასეთი ბანძი თამაშია როგორსაც თხრიან უცხოურ ფორუმებზე და შენ რას იტყვი?
  8. კი, მართალი ხარ, გავითვალისწინებ ამის შემდეგ აუცილებლად მაგრამ ეხლა რა პრობლემა უნდა იყოს მაგაზე მეშლება ნერვები
  9. კი, ცალკე იხსნება ჩვეულებრივ, რავიცი დავით სტიმზე მაქვს ყველაფერი ზოგადად და ბარემ ეგეც მანდ ჩავწერე
  10. კი ყიდვასაც ვაპირებ მაგრამ რაშია საქმე ვერ ვიგებ, ანუ სტიმზე რო ვაჭერ ჩართვას ea აპი გამოაქვს და მერე ერორს წერს სერვერის პრობლემაო რაღაცა და რა ჯანდაბა უნდა ნეტა
  11. სალამი ბიჭებო, ვერ შევდივარ, ea app ერორს მიწერს და რა ხდება ხო არ იცით? თუ ეგ უფასო რო იყო ორდღიანი გაუქმდა და მაგიტომაა ესე?
  12. ხვალ უნდა გამოვიდეს, 26 სექტემბერს.
  13. მეგონა მე მეჩვენებოდა, ჩემთანაც მთლად კარგად ვერ გამოიყურება
  14. ხო მართალი ხარ ჯორჯ, მაგრამ ბევრი თამაშია ბაგებით სავსე და ამდენი ხანი მუშაობენ კონკრეტულ თამაშზე, უშვებენ და ნაგავი გამოდის, საწყენია აბა სხვა რა ვთქვა, ისე კი პს ზე გეიმინგი ჩემთვის მაინც პრიორიტეტია და მირჩევია პირადად მე კონსოლებს, ნასტროიკებს რო ვეჩალიჩები ეგეც მევასება არ მიშლის ნერვებს მაგრამ ისაა უკვე გამაღიზიანებელი როცა შენ წვალებას აზრი არ აქვს და ვერ შველი
  15. ალბათ პირატობის თემაცაა რა აი ადრევე 2010 დან გეიმინგის აზრზე ვარ, დიდი არაფერი მარა მაშინაც მევასებოდა და სისტემაც კარგი მქონდა და ვცდილობდი არ ჩამოვრჩენილიყავი მაგ თემაში და იქიდან მახსოვს ეს ოპტიმიზაციის პრობლემები სულ იყო რა მერე. პირატობის ბრალიცაა რო პც ზე ძაან არ იწუხებენ თავს, მე ეგეც მგონია რავი. ამ ბოლო დროს კიდე 10 დან გამოსულ 9 თამაშს საშინელებები სჭირს და საწყენია რადგან არსებობენ ერთგული მომხმარებლებიც რომლებიც ყიდულობენ და არ ეკარებიან გატეხილ ვერსიებს, წარმოიდგინე 2-3 ათას დოლარიანი სისტემა ააწყე, პრეორდერი გააკეთე 50-60 დოლარიან თამაშზე და ელოდები მოუთმენლად, გადმოწერ, ჩართავ და სრული საშინელება, გადის თვეები და ათობით პაჩებს უშვებენ და თან როგორც გიომ აღნიშნა ზემოთ არც შველის ბოლომდე ეგ განახლებებიც. ტეხავს, მაინც არ აქვთ გამართლება მაგრამ ისევ და ისევ პირატობა აზიანებს ძაან პც გეიმინგს.
  16. კი 2013 ში ვიყიდე მე და მართლა ძაან შემაყვარა თავი ამ პროცესორმა, არასოდეს არაფერში პრობლემა არ ჰქონია, და მართლა ამდენი წლების მერეც არ არიან ისე როგორც 775 სოკეტის პროცესორები.. მაგრამ მეტს ვერც მოსთხოვ რა, დროც აქვთ უკვე დასვენების
  17. აჰა ამ წელს არ გამოვიდა რეზიდენტის რიმეიქი, ისეთი კანფეტი ოპტიმიზაცია ჰქონდა არსად არანაირი ლაგი, ჭედვა გამოგდება არ ჰქონია, უდიდესი სიამოვნება მივიღე მაგ თამაშით, არადა ხო შეუძლიათ ამ კაზიოლებს ნორმალური ოპტიმიზაციით გამოუშვან რო მთლად 10-15კ იანი სისტემა როარ გქონდეს და საშუალო გრაფიკაზე მაინც თამაშობდე ისე რო ნერვებს არ გიჭამდეს.
  18. კი მართალი ხარ ჯორჯ, მერე უკვე ვიდეოკარტის თემაცაა რა და მაგას რაც ჩამოვთვალეთ მაგ კარტებიდან ერთ ერთი რო მივამატოთ კი ავდივარ 10კ მდე და მებევრება რა თან მაგ დონეზე არ ვარ გეიმინგზე რო მეკეტებოდეს. მევასება და ვერთობი კაი თამაშებით მარა ისე არ ვარ რო ამხელა მაყუთი მაგის გამო გავისროლო. გილოცავ ძმაო, მშვენიერი აპგრეიდია. კი ნამდვილად ერთი სიამოვნებაა ეგ თემები, თან მე არასოდეს არაფერი არ მიყიდია მეორადი, ახალი როა მაგას აქვს ჩემთვის მთელი მუღამი ჯორჯმა როგორც აღნიშნა ეგ ბიუჯეტური i5 13400 იც მშვენიერია და რაც მთავარია გრილია და სიჩუმის მოყვარულ კაცს წყალი, პომპები და ამბები გამაჭედინებს
  19. ხო მაინც მოძველდა რა პროცესორიც, ისე კი ძაან მომწონს ბილოს გამოსული პროცესორებიდან ryzen 7 7800X3D, მაგის ტესტებს გადავხედე და მაგრად აქებენ რავი აქ პსშოპში ვნახე მხოლოდ და ძაან გაბერილი ფასი ადევს 1700 ლარი თუ სწორად მახსოვს, i5 13600K ძაან მესიმპატიურება, მოკლედ თუ გადავეწყე ახალ სისტემაზე ვნახოთ, უბრალოდ მე ისე ვარ რო ვყიდულობ რამეს მაქსიმალურად კარგი მინდა იყოს და თანხებში ძაან იწეელება და ეგ მაფერხებს ცოტა. 2023 წელს 2018 ში გამოსულ პროცესორს არ ვიყიდი, არც 2020 ში, მიუხედავად იმისა მეყოფა თუ არა ამ ეტაპზე ნებისმიერ თამაშებში. lords of the fallen, მირაჟი და კიდე რამოდენიმე საინტერესო თამაშს ველოდები როგორი იქნება და თუ მაღალი დონის იგრები გამოდგება და მსგავს სიტუაციაში ვიქნები როგორც ამ ჯადო თამაშზე აი მაშინ კი შეიძლება პატარა ,,გაფრენა" და მკვლელი სისტემა
  20. არ ვიცი, ფაქტია არ ითამაშება ჩემთან, სტატერინგებით და ჭედვებით რაც არ უნდა მევასებოდეს და მინდოდეს რო ვითამაშო შანსი არაა, ნერვები არ მყოფნის. ალბათ ოპერატიულის ამბავიცაა და პლუს პროცესორიც ვერ ქაჩავს, მსგავსი სიტუაცია სხვა აქამდე გამოსულ არცერთ თამაშზე არ მქონია. მცირე გრაფიკის დაკლება-მომატებით ნებისმიერ აქამდე ჩაწერილ თამაშზე არანაირი ჭედვები და ფპს დროპები არ მქონია, ხო god of war ვერ მოვარგე ორი ვერსია ვცადე და იმასაც ანალოგიურად ვარდნები ჰქონდა ფპს ის, დამიბერდა პროცესორი და მაგის ამბავიცაა მაგრამ ამ თამაშზე იმ დონეზე არ დამწყვეტია გული რო ეგრევე ახალი სისტემა ავაწყო.
  21. ეგ ვერსიაც ვცადე და აზრი არა აქვს ძმაო, ვარდნები აქვს ნორმალზეც, ლოუზეც და ჰაიზეც, 1.1.1 განახლებას ვგულისხმობ
  22. cloudflare დავაყენე DNS, არეული იყო და მაგიტომ აკეთებდა ესე, სილკნეტი მაქვს მეც და ვსო გასწორდა პრობლემა არაა არაფერი, მადლობა ჯორჯ
  23. rutor.is ზე ვარ და მარტო ამ ფაილს კიარა ვაბშე არცერთს არ იწერს არც სხვა თამაშის ფაილებს იმენა ამ საიტიდან. ტელეფონიდან ვცადე და იწერს ფაილს, ანუ კომპით rutor.org ზე მაგდებდა და შეიძლება მაგიტომ, მადლობა ბიჭებო ყურადღებისთვის ჯიგრები ხართ
  24. კი ძმაო ჩვეულებრივ, მეც 2010 წლიდან მაქედან ვწერ ფაილებს და მსგავსი არაფერი პრობლემა არ მქონია და გამიკვირდა რავი რა ხდება საინტერესოა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.