დაახლოებით 4 თვის წინ გამოვცვალე PC მიხაროდა ყველაფერს ვითამაშებ აწი რაც გამიხარდებათქო, თან ულტრა გრაფიკებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ძველი, 6 წლის წინანდელი კომპიუტერით უფრო მეტ რამეს ვთამაშობდი . ერორმა "0xc000007b" ტვინი შემიჭამა, თითქმის ვერცერთ თამაშს ვერ ვრთავ. დიდი ხანია ვეძებ ინტერნეტში გამოსავალს, მაგრამ ნორმალური გადაჭრის გზები ვერსად ვიპოვე, ყველას ის აკერია პირზე დირექტიქსი და ვისუალ ც+ -ის რეინსტალაციაო. არ მშველის ეგ. ბევრჯერ ვცადე რეინსტალაციები, დლლების ჩაყრებიც ვცადე, ლიცენზირებული დლლ ფიქსერიც ვცადე, კიდევ რაღაც პროგრამა ვიპოვე უცხოურ ფორუმებზე, თითქოს ამ პრობლემის მოსაგვარებელი, რომელმაც ყველანაირი, ყველა წლის დირექტიქსი და ვიზუალ ც+ დამიყენა, მაგრამ არც მაგან უშველა. მერე ვიფიქრე იქნებ პირატული თამაშების ბრალიაო, სტიმზე ვიყიდე თამაშები და იქაც ისეთი პრობლემებია. ძალიან გამაწამა ამ ერორმა, იქნებ ვინმე კომპეტენტური დამეხმაროს, მირჩიოს როგორ მოვიქცე (((