Jump to content

Mendes

წევრი
  • Posts

    49
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Mendes

  1. მაღაზიაში 200 ლარი ღირებულა ჩემი 5.1ები.

    ხოდა 150 ლარი ბევრი მომსვლია :დ თუ მოიფიქრებ 130ში გაგატან.

    G1ORG1 მეც ვარ დაინტერესებული მაგ დინამიკებით და თუ არ იყიდის მაშინ მე ავიღებ...

  2. გამარჯობა, პროექტორის ყიდვა მინდა  1300 ლარის ფარგლებში 16:9 გაფაროებით HD ან FHD. ძირითადად ფილმებისთვის შეიძლება ხანდახან წავითამაშო ხოლმე... 3 მეტრიდან მინდა აჩვენოს დაახლოებით 80-90"-ზე. კარგი იქნება, თუ გამოწერა არ მომიწევს და აქვე ვიყიდი.  ველოდები რჩევებს...

  3. ოკ ანუ დავიკდიებ მაგ მოდელს და ამათზე მოვიძიებ ინფოს, ეგ 3100 ერთ ნაცნობმა მათხოვა ერთხელ ვიდეოს გადასაღებად და კი ნორმალური ჩანს პროსტა 18-55 მარტო ქონდა და ვერ გამოვცადე ფოსოებში თან ჩემი პირველი ურთიერთობა იყო DSLR-თან და ვერც გავერკვიე ბოლომდე.

    ქენონზე იმიტო მაქ აქცენტი, რომ როგორც ვხედავ უფრო გაცრცელებული ქენონია და რო რამე ვთქვათ ლინზის თხოვება რომ დამჭირდეს მეგობრისგან ან რამე უფრო გამიადვილდება ქენონის ლინზის შოვნა როგორც ვხვდები, შეილება ვცდებოდე მაგრამ ასე მგონია. თორე სხვა მხრივ მწარმოებელს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მთავარია კარგ სურათებს იღებდეს

    ოკ რო გადავხედე შენ ლინკებს კაი მოდელებია მოვიძებ ამათზე ინფოს და რო მოვა ყიდვის ჟამი შემოვივლი ისევ ამ თემაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად

    ნიკონ D3100-მაგარი მოდელია, მაგ ფასში მაგაზე უკეთესს ვერ იშოვო ფოტოში ოღონდ. ვიდეო გადაღებისთვის საკმაოდ სუსტია, მარა 1100D-ს მაინც აჯობებს...

    • Upvote 1
  4.    დღესდღეობით ისე დაიხვეწა ციფრული ტექნოლოგია, რომ არამგონია რამე პლიუსი დაეტოვებინოს ფირიანი აპარატებისთვის. ვინც ფირზე მუშაობს, იმას ხელით გამჟღავნების და ბეჭდვის მუღამი აქვს, რომელიც მართლა მაგარი პროცესია.პირდაპირი შეხება გაქვს ნივთიერ შუქმგრძნობიარე მასალასთან, რასაც ციფრული აპარატით მუშაობისას ვერ განიცდი.რაც შეეხება მაქსმალური ხარისხის მიღებას, არის ძალიან დიდფორმატიანი ფირის კამერები, რომლებიც მოუხერხებელია და ერთ ჯერზე 1 სურათს იღებს,სამაგიეროდ ისეთ მკვეთრ გამოსახულებას იძლევა, რომ დღეს არსებულ ციფრულ კამერებს მაგხელა და მასეთი ხარისხის სურათის მიღება, ჩემი აზრით, გაუჭირდებათ. მომავალი DSLR-ებისაა, მაგრამ სრულიად ვერასდროს ჩაანაცვლებს SLR-ებს, უბრალოდ ძალიან ძვირი იქნება ფირით მუშაობა.

  5.   ფოსტის წინააღმდეგი კი არ ვარ, პირიქით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ პრემიერის სტაბილიზერზე ნუ დაამყარებ იმედებს.

    ფასის ვარდნა არ ვიცი რისი ბრალია, არამგონია რამე ახლის გამოშვებას აპირებდნენ...

    ისე რა გადაწყვიტე, აღარ ყიდულობ Black magics?

  6. ისე დეკოდერი რომ ვიყიდო სამომავლოდ და მაგაზე შევაერთო ეგ LG-ს დინამიკები, უკეთეს შედეგს მომცემს ხო? და ისაც მაინტერესებს, ცალ-ცალკე ერთდება თითოეული დინაკინი დეკოდერში, თუ  subwoofer-ში ერთდება ყვლა დინამიკი და subwoofer-ი შეუერთდება მარტო დეკოდერს?

    ეგ ოპტიკური კაბელი 
    3,5 ჯეკზე უკეთესად აწვდის ხმას?

  7.    ოდნავ კანკალი ისედაც დასაშვებია და არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხელიდან გადაღების "შეიკი" ძალიან საინტერესო ვიზუალს იძლევა,რომელსაც საკმაოდ ხშირად მიმართავენ კინოში. პოსტის სტაბილიზაცია კიდე უხარისხო რამეა, ეგრევე ამჩნევ, რომ ვიღაცამ პრემიერში იჩალიჩა. რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ დიდი კანკალის დროს მაინც ვერაფერს უშველის, პირიქით გააფუჭებს ვიდეოს. ეს უბრალოდ ჩემი რჩვეაა, ნუ დაამყარებ იმედებს პოსტზე, ეცადე გადაღების მომენტშივე მიაღწიო მაღალ შედეგს და შემდეგ დამუშავება სრულყოფილს გახდის...

  8. მადლობა გამოხმაურებისთვის.

     

    მაგ გადამყვანზე სხვებმაც მითხრეს მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე - full frame-ზე რო გადავიყვანო მაგით გამოსახულებას რეზოლუცია ხო არ მოემატება? ანუ მაინც 1080P დარჩება ხო? BMPCC-ს ერთადერთი რეზოლუცია არ მომწონს. სტაბილიზაცია რო დამჭირდეს, მინიმუმ 50 პიქსელი ჩამოეჭრება და ეგ ტეხავს :(

    რა თქმა უნდა, გაფართოებას არ შეცვლის გადამყვანი. რაც შეეხება სტაბილიზაციას, მე არ გირჩევ მაგის ინტენსიურად გამოყენებას არც ამ და არც სხვა კამერაზე.

  9. კარგ საუნდ კარტას ვერ დავუყენებ ჩემ ლეპტოპს ეგაა სამწუხარო. მარა რაც მთავარია სტერეოდან უპრობლემოდ უშვებს 5.1–ში. ცუდია blu-ray player რომ არ აქვს...

  10.   გამარჯობა, რამდენიმე კითხვა მექნება სახლის კინოთეატრთან დაკავშირებით. დავიწყებ იქიდან რომ 300$–ზე მეტს ვერ მივცემ. არ მჭირდება დიდი დინამიკები, რადგან საშუალო ზომის ოთახი მაქვს. მე შევარჩიე რამდენიმე, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. 

    http://www.bhphotovideo.com/c/product/970897-REG/yamaha_ns_p40bl_5_1_speaker_package.html

    http://www.bhphotovideo.com/c/product/567876-REG/Yamaha_NS_SP1800BL_NS_SP1800BL_5_1_Channel_Home_Theater.html

    ასევე მინდა რესივერის ყიდვაც. კომპიუტერიდან ვაპირებ blu-ray ფილმების გაშვებას. მაინტერესებს კომპი დეკოდერში უნდა შევაერთო 2.0 პირტით და გაშლის 5.1–ში? ასე მარტივად? 
    მარა როცა HDMI-DVI-ით გაქვს კომპი მერთებული TV-სთან იმას ხმაც ხომ მიყვება, ანუ ტელევიზორი უნდა მივაერთო რესივერთან და რესივერში შევაერთო subwoofer? მოკლედ, გამარკვიეთ :D

  11. მოკლედ ნორმალურ დონეზე როცა ერკვევი დიდ განსხვავებას Canon-ს და Nikon-ს შორის ვერ იგრძნობ.. ეს ბოლო დღეებია ორივეთი ვიმუშავე მაგრამ შედეგი თითქმის იგივე მქონდა. პროსტა მე Canon უფრო მესიმპატიურება დიდი ხანია. თორე რაზნიცა არაფერია.. ერთადერთი ვიდეოში ჯობს ქენონი ბევრად ნიკონს. თუმცა ნიკონმაც გამოუშვა ახალი მოდელები რომლებსაც შუძლიათ მაგაში კონკურენცია გაუწიონ Canon-ს. 

    როცა ნორმალრად ერკვევი განსხვავება დიდი არ არის, თუ ფერებს არ ჩავთვლით ფოტოზე მაქვს ლაპარაკი, თორე ვიდეოში ლიდერი ქენონია. მაგალითად, Canon- ძალიან ამკვეთრებს ლურჯ ფერს და არასწორად აჩვენებს ბოლო მოდელებშიც კი. მართალია მაგის გამოსწრება დამუშავებით მარტივია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს ნიკონის უპირატესობა ფერების აღქმაში.

  12. არამგონია ეგ ლინზაში არსებულ მტვრისგან იყოს გამოწვეული. ან ვიზირშია ჭუჭყი ან სარკეზე. მე მაინც გირჩევ, რომ სანთლის ჭვარტლს თავი დაანებო, შეიძლევა დააზიანოს ლინზის ზედაპირი. 

  13. ყოჩაღ შენ, კარგად მოგიფიქრებია. ისე მე რასაც ვაკვირდები ძალიან ხშირია კიტ ლინზების ეგ პრობლემა, მით უმეტეს, 18–55–ებში. ძალიან უხარისხო რამეა.

  14. ხალხო Blackmagic Pocket Cinema Camera-ზე რას ფიქრობთ? ღიირს ყიდვა? ყველაზე იაფიანი ლინზა რო დაუყენო, რამდენად ბანძ ვიდეოებს გადაიღებს?

      ნამდვილად ღირს, თუ გაქვს საკმარისი თანხა. BMPCC-ას თუ იყიდი აუცილებლად უნდა მოაყოლო ნიკონის ან ქენონის ლინზების ადაფტერი, რომელიც  კამერის ფასი ღირს. ლინზაც თუ შესარჩევი გაქვს გირჩევ ფართეკუთხიანი იყიდო, რადგან ეგ ადაფტერი1.75–ზე ამრავლებს ლინზის ზომას ანუ 35მმ=61მმ–ს.

  15. კი, magic lantern 14bit-ში იღებს, მაგრამ ერთი პრობლემაა, არაა რეკომენდირებული მაგ პროგრამის დაყენება, შეიძლება მატრიცას ან პროცესორს შეექმნას პრობლემა. მე  BMPCC-ას გირჩევ, მართალია ბევრი ჩალიჩი უნდა ლინზებზე და გადამყვანებზე 16მმ სენსორის გამო, მაგრამ მაინც კინო კამერაა. ჩემი აზრით, მაგას უფრო აქვს ფილმის ეფქტი ვიდრე DSLR-ებს.
    blackmagic-ის მინუსი ისაა, რომ კამერის ფასი ღირს ადაფტერი და თან 1.75x-ზე სვამს full frame-სთვის განკუთვნილ ლინზებს. საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაგიჯდება pocket cinema ვიდრე canon 60D. 

    რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ უმ გამოსახულებას, ეგ ეგრე უნდა იყოს. პროფესიონალური კამერები ნაკლებადფერადი გამოსახულებით გამოირჩევიან, რომ მერე დაამუშაო და მიიღო ის, რაც შენ გინდა. 

    canon 60D-http://www.bhphotovideo.com/c/product/732047-REG/Canon_4460B003_EOS_60D_DSLR_Camera.html

    BMPCC+Adapter-http://www.bhphotovideo.com/c/product/964117-REG/blackmagic_design_blackmagic_pocket_cinema_camera.html  -  http://www.bhphotovideo.com/c/product/1017753-REG/metabones_mb_spnfg_bmpcc_bm1_nikon_g_to_bmpcc.html

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.