გამარჯობათ ფორუმელებო ესეიგი მე რაც გავიგე ძაან ტერმინოლოგიული სიტყვებით ლაპარაკობს ეს კაცი და ასე რო ცოტა დახმარება მჭირდება და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ესეიგი 32 ბიტიან პროციკას შეუძლია დაამუშაოს ორობითი თანრიგის 232 ერთეული ანუ 4294967296-ცალი 1-ანი და 0-იანი და 264 ბიტიან პროცესორებში ანუ 8 ბაიტიან პროცესორებში შესაძლებელია დამუშავდეს 264 (18 ექსაბაიტი)ორობითი თანრიგის ერთეული ანუ 0-იანები და 1 -იანები. თითოეულ ბაიტს აქვს თავისის მისამართები დამუშავებისას ანუ თანრიგები ნაწილდება 32 ბიტიან პროცესორში: გამოყოფილია 4 ბაიტიანი ეგრედწოდებული Words რომლებიც ვერ გავიგე ქართულად და ვერ გადმოვთარგმნე (ეს კომპიუტერული ტერმინოლოგია ძაან ჩახლართული რაღაცაა ) ხოლო 64 ბიტიან მანქანაში ანუ 8 ბაიტიანებში გამოყოფილია 8 ბაიტიანი word-ები ორობითი თანრიგის ციფრების დასამუშავებლად. ეს იყო რაც გავიგე და მითხარით და შემისწორეთ ოღონდ ვინაც იცით თუ რამე არასწორად გავიგე. ახლა რა მაინტერესებს ეს კარგი გასაგებია ორობითი სისტემის დედაარსი ან არის მაღალი ვოლტაჟი არის 1-იანი თუ არის დაბალი ვოლტაჟი არის 0-იანი, მაინტერესებს რაა რაშია საჭირო ეგრედწოდებული ჰექსადეციმეტრული (HEXDecimal) ციფრები ანუ ეს 0,1,2,3,4,5,6,7,8,9,A,B,C,D,E,F ანუ 16 თანრიგის იგივე 16-ობითი რიცხვები, პროცესორს მაგათთან შეხება არააქ და რა დროს გამოიყენება თვითონ პროგრამულ ენაში წერისას??? ხო და კიდე რამდენ ხანს უნდება 32ბიტიანი პროცესორი 32 ბიტის ოდენობის რიცხვების გადამუშავებას??