Jump to content

George

გლობალ-მოდერი
  • Posts

    103619
  • Joined

  • Days Won

    915

Posts posted by George

  1. Bitcomet v2.08 beta2 ბილდი გამოვიდა შემდეგი ჩეინჯლოგით:

    v2.08 Beta2   [20240507]
        GUI Improve: New advanced option: bittorrent.anti_leech_banned_client_names, ban peers by client name
        GUI Bugfix: If the window is set to be minimized at startup, but maximized when the program last exited, the favorites sidebar size is not restored gracefully

    ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://download.bitcomet.com/beta/BitCometBeta_20240507_setup.exe კასპერსონა და კიდე რამდენიმე ანტივირი ბიტკომეტის ინსტალერს ვირუსათ აღიქვამს, მემგონი რაღაცა რეკლამაა ჩაკვეხებული აპდეიტერის ფაილში, მაგას ვშლი ხოლმე და მერე ისკლუჩენიებში ვამატებ გამშვებს, მეტს აღარ ახურებს მაგის შემდეგ, მთავარია დაყენების დროს გამორთო დროებით ანტივირი და მერე ისევ ჩართო, ეგრე არ შლის არაფერს

  2. დღეს მაიამის გრანპრიც ვნახე ΙPTV 2160p 50fps-ში, მაღალბიტრეიტიანი სკაისპორტის ტრანსფერზე ქონდათ ისევე დამატებული პოპოვი-ფაბრიჩნოვას პერევოდი VK-ში რომ მიყავთ ხოლმე ტრანსლიაციები ლევათ, ხოშიანი გონკა გამოვიდა მემგონი, ალბათ ყველაზე საინტერესო გონკა იყო წელს რაც ჩატარდა ჯერ მაქედან, ამჯერათ ვესტაპენი არ გამოვარდნილა, თუმცა მაგარი არ გაუმართლა პეის კარი რომ გამოვიდა და მოასწრო დროს დაკარგვის გარეშე ლანდო ნორისმა პიტ სტოპის გავლა და ეგ აღმოჩდა გადამწყვეტი მაგ გონკაში, თუმცა თვითონ მაკლარენს ქონდა კარგი ტემპი და შეცდომების გარეშე ატარა დარჩენილი გონკა ნორისმა, არც ისე ცოტა კრუგები ქონდა კიდე გასავლელი და ვერ შეძლო ვესტაპენმა დაწევა, დაჟე 6 წამიანი ატრივი ქონდა ბოლოს ლანდოს და პირველათ თავის კარიერაში შეძლო ფ1-ის გონკაში გამარჯვება, მეორეზე ვესტაპენი გავიდა და მაინც 33 ქულით უგებს სერხიო პერეს ჩემპიონატში მაგ გონკის შემდეგ, მესამე ადგილზე კი ლეკლერი გავიდა ამჯერათ, არა მგონია მაკლარენს რამემ შეუშალოს ხელი და მესამეზე უნდა გავიდნენ წელს კონსტუქტორების ჩემპიონატში, ფერარის შემდეგ ეგ

  3. დღეს გერმანიის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, კიოლნი ფაქტიურათ გამოვარდა და 5 ქულით ჩამორჩება მაინცს, მაგ გუნდს კიდე დარჩა შანსები ფლეიოფის მაგივრათ პირდაპირ შეინარჩუნოს ადგილი, ნუ ფლეიოფში მესამე ადგილზე გასულ მეორე ბუნდერსლიგის გუნდს შეხვდება, დუსერდორფის ფორტუნაა წელს მესამეზე, სხვათაშორის გამბურგი ისევ ჩარჩა მეორე დივიზიონში წელსაც, სულ რაღაცა უშლის ხელს მაგ გუნდს მეორე ადგილზე მაინც რომ გავიდეს, რამდენჯერმე უკვე მესამე ადგილიდან დამარცხდენ ფლეიოფში, წელს კი მესამეზეც ვეღარ მოხვდენ უკვე, ისე კი დორტმუნდმა გაინაღდა ლიგის საგზური უკვე, ანუ გერმანიას ვეღარავინ დაეწევა, იტალიას და გერმანიას ერგო წელს 1-2 ადგილი უეფას კოეფიციენტებში და ეგ ქვეყნები გამოიყვანენ 5 გუნდს ლიგაზე, 4-ის მაგივრათ, ფინალში შეიძლება ვერ მოხვდეს დორტმუნდი თუ პსჟ მოუგი პარიზში 2 ბურთიანი სხვაობით მაინც, თუმცა ლიგაზე კი გამოვლენ უკვე, ისე ლეიპციგს ჯერ 3 ქულით ჩამორჩება დორტმუნდი და მეხუთეზე ზევით ალბათ ვეღარც გავა ბუნდერსლიგაში, სხვათაშორის ვუყურებ და მიქაუტაძეს 18 შეხვედრაში 12 ბურთი შეუგდია მეცის შემადგენობაში წელს, ნუ ორი ბურთის შეგდება სანამ აიაქსი გადავიდოდა სეზონის დასაწყისში მოუსწრია აგვისტოში, დანარჩენი 10 იანვრიდან შეაგდო, უკვე 7 ადგილზეა ბომბარდირების ცხრილში საფრანგეთის ჩემპიონატში, თუმცა სხვა ფეღბურთელებმა პოლნი სეზონი ჩაატარა ყველამ ვინც მაგასთან მიდის ახლოს მაგ ლისტში, მეცი ეხლა მესამე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება მეორე დივიზიონიდან  თუ 16 ადგილზე დაასრულებენ ჩემპიონატს, 3 ქულიანი უპირატესობა აქვთ ლორიანთან და 2 შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი მარტო, მიქაუტაძე არ ვიცი ოღონდ ითამაშებს მაგ ფლეიოფის შეხვდრებს თუ უკვე გამოიძახებენ ევროზე სათამაშოთ

  4. გუშინ და დღეს 3 ნახევარფინალს ვუყურე მადრიდის ტურნირიდან ქალების და კაცების სეტკაში, სეტანტას ტრანსლიაციები დაიდო ამჯერათ 1080i-ში ლაგების გარეშე რუსული კომენტარით, მეოთხე ნახევარფინალი კაცებში არ შედგა, 3-3 ტრამვა მიუღია ლედეჩკას და ჩეხი გამოვარდა ფინალში კი ოლიასიმი გავიდა ბრძოლის გარეშე კანადიდან, ეგ ტენისისტი ერთი პერიოდი მსოფლიო ათეულში მიდიოდა რეიტინგში, თუმცა მერე რეზკი ჩავარდნა ქონდა და ეხლა ოცეულშიც აღარ ხვდება უკვე, თუმცა ფინალში გასვლა მინიმუმ დაეხმარება რეიტინგის გასაუმჯობესებლათ, ჯერ იგა შვიონტეკის და მედისონ კისის ნახევარფინალი ვნახე გუშინ, ადვილათ შეძლო იგამ ამერიკელი ტენისისტის დამარცხება ორ სეტში, პირველ სეტში მინი ბარანკა იყო 6-1, მეორეში ცოტა უფრო იბრძოლა ამერიკელმა და 6-3 აიღო ეგ სეტი იგამ და საათსა და 10 წუთში გავიდა თავის აჩერედნოი პრემიერის ფინალში, მეორე ნახევარფინალს უკვე დღეს ვუყურე, ეგ სხვერხუპორნი 3 სეტიანი შეხვედრა იყო უკვე, საბალენკა ხვდებოდა რუსული წარმოშობის რიბაკინას, რომელიც თავიდანვე კაზახსტანის სახელით ასპარეზობს, რუსეთში დაფინასება არ მქონდა და გადავიდა კაზახსტანში დიდი ხანია უკვე, თავიდან კარგათ თამაშობდა რიბაკინა, პირველ სეტშიც დიდი უპირატესობა ქონდა და 6-1 გაიმარჯვა უპრობლემოთ, სხვათაშორის მეორე სეტიც ეგეთივე სტილში დაიწყო, რიბაკინა იგებდა 3-1 მაგრამ მერე ნელ-ნელა ათამაშდა ბელორუსელი ტენისისტკაც, ბოლო მომენტში მეორე ბრეიკიც გააკეთა 5-4 რომ აგებდა მაგის შემდეგ და 7-5 გაიმარჯვა მეორე სეტში, მესამეც ძალიან უპორნი სეტი გამოვიდა და ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა სადაც ალინამ გაიმარჯვა და 2 საათსა და 17 წუთში გავიდა ფინალში, გადმოვწერე უკვე ფინალიც და ხვალე ვნახავ ცოტა დაგვიანებით მაგ თამაშსაც, კაცების ნახევარფინალიც ვნახე, პირველ ნახევარფინალში რუბლიოვი ხვდებოა ტეილორ ფრიცს, ნუ ფრიცს უბრალოთ გაუმართლა და ძალიან იოლო სეტკა შეხვდა, თან რამდენიმე ტენისისტმა ტრამვაც მიიღო და შედარებით ადვილათ გავიდა ნახევარფინალში, რუბლიოვმა კი ალკარასი გამაოგდო 3 სეტში მეოთხედფინალში, ნახევარფინალშიც კარგათ თამაშობდა, თავიდან ფრიცმა გააკეთა ბრეიკი თუმცა მალევე გააკეთა აბრატნი ბრეიკი რუბლიოვმა და მერე კიდე ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო და 6-4 გაიმარჯვა პირველ სეტში, მეორე სეტში ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელმა და 6-3 გაიმარჯვა მეორეში და საათსა და 12 წუთში გავიდა თავის აჩერედნოი მასტერსის ფინალში, თუმცა აქამდე სულ აგებდა ძირითადათ ფინალებში რუბლიოვი, ნუ მასტერსებს ვგულისხმობ, ვიწერ ფინალსაც, სხვათაშორის ქალების და კაცების ფინალი ორივე ძალზე უპორნი და გრძელი გამოვიდა, რეზულტატი არ ვიცი მაგრამ როგორც ჩანს სამ სეტიანი სერიოზული ბრძოლა მიდიოდა, მგონი ამჯერათ ქალებში უფრო მძიმე 3 სეტიანი გამოვიდა, თუმცა არც კაცებმა დააკლეს მატჩის დროს რომ ვაკვირდები

  5. ფურცელზე ცოტათი ლოჯიტეკი ჯობია მაგ ორს, რეალურათ არ ვიცი სხვა ნუანსები, გეიმინგისთვის ცალკე ხმას რომ დავანებოთ თავი სამივე მემგონი დაახლოებიოთ ერთი დონისაა, თუმცა მემგონი მცირე უპირატესობა მანდაც ლოჯიტეკს უნდა ქონდეს, ლოჯიტეკები მგონი ორი ვარიანტია, generation 1 და 2, მცირე სხვაობა არის ვიდში, ლოჯიტეკი თუ ჯდება 100$-მდე შეიძლება მაგის აღება მემგონი

  6. ამასობაში განახლებული Dr who ახალი სეზონი დაიწყო, რომელიც დისნეი+ გადავიდა: https://www.imdb.com/title/tt31433814/?ref_=tt_sims_tt_t_3 სტარტი დიდი ვერაფერი მემგონი, არა მგონია მაგ სერიალის ყურება გავაგრძელო ეგეთი აცენკებით, მემგონი ეგ სერიალი აღარც დაბრუნდება უკვე ძველი სეზონების დონეზე, ნუ თუნდაც 1-ან 10-მდე რაც გადიოდა, უმრავლესობა სეზონი ხოშიანი საყურებელი იყო ახალი Dr who, ყველაფერი გაბანძდა 11 სეზონიდან

  7. ბაინანსის ჩინური წარმოშობის ბოსი გაუსამართლებიათ და მგონი ფორმალურათ 4 თვიანი სასჯელი ემუქრებაო, თუმცა ბიტკოინი მაინც გაიზრდებაო ვითომ 2025 წლისთვის 150000$ მინიმუმ: https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-rally-outlook-crypto-mining-etf-outflows-halving-bernstein-2024-5 პრინციპში ბევრი რამე ამ წლის ბოლოზე იქნება დამოკიდებული ალბათ, რამდენზე იდგება მაგ დროისთვის ბიტკოინის კურსი და გაზდები იქნება თუ უფრო დაცემები ბევრი რამე იქნება მაგაზე დამოკიდებული, ერთია 80000$+ რომ იყოს უკვე ასული, მეორე ამაზე ნაკლებიც კი თუნდაც, მაშინ 150000$ ასვლა უფრო გაუჭირდება, 80000$ კი შეუძლია დაჟე გასსამაგება კურსს 2025 წლის ბოლომდე თუნდაც, რამდენიმე ძლიერი აწევ-დაწევა შეიძლება ისევ დაფიქსირდეს თან მაქამდე, ეგ ყველაფერი უკვე დაფიქსირდა 2021 წელს თუნდაც წინა ბულრანის პერიოდში წინა ჰალვიბგის შემდეგ სერიოზული გაზრდები დაიწყო ჰალვინგიდან ასე 6 თვის შემდეგ და გაგრძელდა მინიმუმ 6 თვე, მერე რეზკი დაცემა დაფიქსირდა მაისისთვის და ნოემბრისთვის ისევ 68000$ ავიდა ბიტკოინი, მერე კი მაგარი ჩაყვინთა უკვე კრიპტოზამთრის პერიოდში და ორი დიდი განგებ ბაზრის დაგდების მცდელობის

  8. ისე ჩვენ ახალგაზრდა სპორცმენზე ალექსანდრე წივწივაძეზე ვსაუბრობდი მანამდე, რომ ეგ უნდა გამოვიდეს ოლიმპიადის ატბორში კანოეს სპრინტში რომელიც ორ დღეში ტარდება უკვე უნგრეთში, ხოდა არც ჩვენ ქალ სპორცმენს ქონია მცირე შანსები გასვლის, ვნახე და რეიტინგში 11 ადგილზე დგას მსოფლიოში https://www.canoeicf.com/sites/default/files/csp_wr_2023_december_wc1_200.pdf, კიდე ერთი სპორცმენი გამოდის მაგ ტურნირზე ხორვატიიდან ვინც 4 ადგილზე ყოფილა მსოფლიო რეიტინგში, დანარჩენი მარიამზე უკანაა, ეგ არაფერზე არ მეტყველებს, მაგრამ ორი კაცი გადის კაკრაზ ოლიმპიადაზე და მაქსიმუმი თუ აჩვენა ექნება 13 კაციდან ფინალში 1-2 ადგილზე გასვლის შანსები, ძალიან რთული იქნება მაგ 200 მეტროში 1-2 გასვლა თუმცა რეიტინგით მინიმუმ არაა აუტსაიდერი მაგ 13 კაციან ნახევარფინალებში: https://www.canoeicf.com/sites/default/files/2024-icf-preliminary-startlist.pdf ანუ მანდ ჯერ ჰიტებია, მერე გაიყოფა ორ ზაპლივათ ეგ 13 კაციანი შემადგნენლობა ნახევარფინალებში, ნუ ჰიტებში დაფიქსირებული რეზულტატების მიხედვით, მაგის შემდეგ 13-ან 8 გავა ფინალში საუკეთესო რეზულტატით, აი მანდ უნდა გახვიდე 1-2, ნახევარფინალში არაა ნამდვილათ აუცილებელი თავის გაგიჟება, მთავარია სადმე 5-ში იყო უფრო, წივწივაძეს რეიტინგიც არა აქვს და 8 დაროჟკით გამოდის თავის პირველ ზაპლივში, თან მანდ სერიოზული კონკურენციაა უფრო, 17 კაცი გამოდის და 2 გავა მაქედან ოლიმპიადაზე, ერთ-ერთი დაჟე ნახევარფინალშიც ვერ მოხვდება რახან მანდ 16 სპორცმენი გამოვა მარტო, ნუ წივწივაძე ჯობია მაინც 17-ან უფრო 10-ში მოხვდეს ჰიტებში, მერე კი ნელ-ნელა წინ წაიწიოს უკვე ნახევარფინალში როცა ცოტა უკეთესი პოზიცია ექნება სტარტზე, თუ არაფერი აწუხებს მინიმუმ ფინალში და მაქსიმუმ მეორეზე გასვლა ალბათ შეუძლია მაგ სპორცმენსაც, უბრალოთ პირველათ გამოდის ეგეთ კრუპნი ზაპლივზე სადაც ოლიმპიადაზე ხვდებიან და უფრო მაგან თუ შეუშალა თუნდაც ფინალში თუ მოხვდება ხელი, ანუ ზედმეტათ ინერვიულა, სხვათაშორის ვნახე და ჩვენ გარკვეული უსპეხები ბოლო წლებში ბოქსშიც კი გვქონია, რეიტინგები ვნახე ჩვენი სპორცმენების, კი ჯერ მარტო გურული გავიდა, მაგრამ ეგ თურმე ნომერ პირველი რეიტინგია არა პროფესიონალებში, ნუ ვინც გამოდის ოლიმპიადებზე და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე თუნდაც, მედლები სადაც თამაშდება, ნომერ პირველ რეიტინგია აგრეთვე ალახვერდიევი და ეგ გამოვა ალბათ ტაილანდის მეორე საკვალიფიკაციო ატბორზე, სულ კი 7 წონაა კაცებში ბოქსში ოლიმპიადაზე და ჩვენ მარტო 1 კაცი გვყავს ჯერ გაყვანილი, თუმცა კიდე 5 სპორცმენი გამოვა 6-ან მაგ ტაილანდის ტურნირზე,სუპერ მძიმე წონაში არ გვყოლია საერთოდ არცერთი სპორცმენი კაცებში, რომელიც 23 მაისიდან იწყება მგონი უკვე https://setopen.sportdata.org/ibaranking/ranking_main_competitor.php?ranking_country=GEO&hidemenu=true რამდენიმე სპორცმენი კიდე გვყოლია მაღალი რეიტინგით ვისაც აქვს რეალური შანსები ოლიმპიადაზე მოხვედრის, ბევრი აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ბოქსიორი ყოფილა ვინც საქართველოს სახელით ასპარეზობს ეხლა, ნადიევია კიდე ვერცხლი ვინც აიღო ამ ევროპის ჩემპიონატზე ეხლა 6 რეიტინგით, გიორგი კუშიტაშვილი იყო ყველაზე ახლოს წინა ატბორზე და ფინალში დამარცხდა მარტო ძლიერ უზბეკელთან, ეხლა მაგას აღარ შეხვდება და შეიძლება უფრო მეტი შანსები ქონდეს გასვლის უკვე, გააჩნია ვის შეხვდება ამჯერათ 16 კაციან ტურნირზე, თუ მივიდა ისევე ფინალამდე მაინც, ისე კი 11 ადგილზე ყოფილა ეგ რეიტინგში, მანდ თითო წონიდან ეგეთი 5-3 ტურნირია და ერთი კაცი გადის 16-ან, ანუ ერთი წონიდან 3-ან 5 კაცამდე გადისო, 3-4 გამარჯვების შემდეგ, ზოგიერთი სპორცმენი ტოვებს პირველ რაუნდს მაღალი სიდით ვინცაა https://en.wikipedia.org/wiki/2024_World_Boxing_Olympic_Qualification_Tournament_1 აი მანდაა 5-ზე ჩამოწერილი რაც ხდებოდა პირველ ატბორზე, ეგეთივე მეორე და ფინალური ატბორი ეხლა ტაილანდში ჩატარდება 23 მაისიდან ქალებშიც და კაცებშიც, თუმცა ჩვენ მარტო კაცებში ვართ ძლიერები, ანუ 7 წონაა სულ ოლიმპიადაზე და მინიმუმ 3-ში მსოფლიო 10-ის რეიტინგში ვდგავართ მაგ წონებში და ორი სპორცმენი მთლათ ნომერ პირველია, თუმცა არა პროფესიონალურ ბოქსში ეგ არაა ნამდვილათ გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ მინიმუმ სტაბილურობით კარგათ უბერავდენ ეგ ჩვენი სპორცმენები აქამდე და მედლებიც აქვთ მსოფლიოზე და ევროზე მოპოვებული თან, ხო ზეგ დაიდება კიდე ალბათ სტამბულის ჭიდაობის საკვალიფიკაციო ტურნირის რასპისანია, მანდ გახდება ცნობილი ზუსტათ ვის ხვდებიან პირველივე რაუნდში ჩვენი სპორცმენები, თუმცა მთავარია სადამდე გავლენ, თორე ეგრევე თუ დამარცხდენ რა აზრი აქვს მაგ ცხრილს თუ შანსიც აღარ დარჩებათ და ნახევარფინალამდე თუ არ გახვედი აზრი არა აქვს მანდ მასეთ გარჩევების მოწყობას, მაინც ოლიმპიადის მიღმა რჩები და მაგიტომ, მანდ ცოტა სხვა წესებია, ნუ ნახევარფინალში თუ დამარცხდი მერე მეორე შანსი გეძლევა, მაგრამ იმდენი სპორცმენი გამოდის თითო წონაში მთელ მსოფლიოდან ვინც ჯერ ვერ გავიდა ოლიმპიადაზე რომ ძალიან რთული იქნება ნახევარფინალამდე მისვლა ზოგიერთ წონაში ფავორიტის სტატუსითაც კი ალბათ, თუმცა ჩვენი 8 სპორცმენიდან მინიმუმ 4 სეინია და შედარებით ადვილი სპორცმენი უნდა შეხვდეს პირველ რაუნდში: https://uww.org/event/world-og-qualifier-0/participants ჯერ 12 წონითი კატეგორიიდან თავისუფალში და გრეკო-რომაულში გვყავს 4 კაცი მარტო ოლიმპიადაზე, ამიტომ კიდე 8 ჩვენი სპორცმენი შეეცდება მინიმუმ რამდენიმე ლიცენზიის მოპოვებას მაგ ტურნირზე, არ იქნება ადვილი მაგის გაკეთება, რაც უკვე აჩვენა კარგათ ბაქოს ტურნირმაც, თუმცა მაგ 8 კაციანი შემადგნელობიდან მინიმუმ 5 ცვლილებაა ეხლა ისევ რამე თუ არ შეიცვლება ბოლო მომენტში, ყოველ შემთხვევაში მანდ ეგრე უწერიათ მე რომ ლინკი დავაგდე, ბრუნდება მგონი ქაჯაიაც სუპერმძიმე წონაში, ეგ კი წინა ოლიმპიადაზე ფინალში დამარცხდა მარტო გრეკო რომაულში, აი სხვა სპორტის სახეობებში ოლიმპიადაზე სპორტული პრინციპით გასვლის შანსები მგონი არა გვაქვს ამ ეტაპზე, ძიუდოშიც 10 კაცამდე გადის ჯერ-ჯერობით ბოლო რეიტინგით https://en.wikipedia.org/wiki/Judo_at_the_2024_Summer_Olympics_–_Qualification მაგრამ არა სპორტულით შეიძლება 4-5 კაცი მოხვდეს კიდე თეორიულათ, რაც უკვე ოლიმპიადის დაწყებამდე გახდება უფრო ივნისისთვის ცნობილი ალბათ, university entry თუ რაღაც ეგეთი კვოტებია კიდე, რომელსაც ურიგებენ უფრო სუსტ ქვეყნებს ზოგიერთ სახეობებში, პირველ რიგში გიმნასტიკა,ათლეტიკა და ცურვაში თუ შეგვხვდება ეგეთი კვოტა ალბათ, წინა ოლიმპიადებზეც გადიოდენ ხშირათ ჩვენი სპორცმენები მაგ პრინციპით, თუმცა ეხლა მგონი ეგეც გაურთულებიათ, ისე კარატე გააუქმეს ამ ოლიმპიადაზე, მგონი მანდაც გვყავს ძლიერი სპორცმენები, აი ტაიკვანდოში მგონი არავინ არ გვყავს, სხვა ედინობორსტვები კიდე მგონი არ ტარდება ამ ოლიმპიადაზე, ჭიდაობაა,ძიუდო და მგონი ტაიკვანდო მარტო + ბოქსი

  9. Industrial Factory Tech Demo წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე: https://gamegpu.com/test-video-cards/industrial-factory-tech-demo-test-gpu-cpu ნუ 1080P სათამაშოთ საკმარისია 6600 რადეონიც, ეგ ოღონ UE4-ზე, UE5-ზე უნდა უკვე სულ მცირე 4060Ti და 8გბ VRAM გამო მაგასაც უჭირს ცოტათი უკვე, 2K ჭირდება სულ მცირე 2070 სუპერი მაინც რაზგონზე, ან 6700XT, ეგ მეოთხე ანრეალზე, მეხუთეზე უკვე 3080 10გბ ვიდეოკარტა უნდა ან 6800XT, მანდ ამდ ნვიდიას არ ჩაგრავს ან პირიქით

  10. Playstation 4 pro დააჯახეს Xbox series S რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/Dante/show/155934/Playstation-4-pro-protiv-Xbox-series-S-v-2024-godu ისე იძახიან პს5 პრო ძალიან ძლიერი იქნებაო, უფრო დიდი იქნება სხვაობა პს5-ან წარმადობაში ვიდრე ეგ პს4 და პს4 პროს შორის იყო

  11. ოვერებზეც ამდ პროცესორებზეც აძლევენ უპირატესობას: https://overclockers.ru/blog/cool-gadgets/show/155808/Pochemu-processory-AMD-luchshe-Intel-6-prichin-v-pol-zu-holodnyh-gejmerskih-kamnej-ot-tetushki-Su თუმცა ძალიან გრილი არც ამდ მაინც, მანდ რეჟიმს და აბაროტეს გააჩნია რაზე ამუშავებ, თუ არაფერი შეუზღუდე ამდ-აც სერიოზული გაგრილება ჭირდება უკვე მაქსიმალურ აბაროტებზე, უფრო ვატების მოხმარებით ჯობია ამდ, სიგრილით ისე ძალიან არა + მულტიში ინტელს აქვს უპირატესობა უკვე და ფასი წარმადობით ეგ ჯობია მულტის რეზულტატით, სხვათაშორის ამდ გარკვეული სტაგნაცია აქვს პროცესორების ბაზრის წილის ზრდაში ბოლო რამდენიმე წელია ალბათ უკვე, ასე გამოიყურება ბოლო ვირტუალური ბაზრის წილი ამ ეტაპზე: https://www.cpubenchmark.net/market_share.html ზოგ ჩარტში ორივეს ბაზრის წილი რომ ეცემოდა ეგ იმიტომ რომ რამდენიმე % ეპლის პროცესორებსაც აქვს დაკავებული და იზრდებოდა მაგის ბაზრის წილიც, თუმცა მანდ არაა % მოყვანილი ეპლის, არ გამოვრიცხავ ეგ ჩინური პროცესორების წილიც იყოს რომელიც არაა სტატისტიკაში მოყვანილი

     

  12. რუსულ ოვერებზეც ფასი-წარმადობით ამდ ვიდეოკარტები იმარჯვებენ მაისის ტოპ5 სპისოკში: https://overclockers.ru/blog/cool-gadgets/show/155976/Vybiraem-5-luchshih-igrovyh-videokart-maya-2024g-pochemu-produkcii-NVIDIA-mesta-v-spiske-ne-nashlos თუმცა გლობალური გაყიდვებით მთლათ კარგი სიტუაცია არ ქონია ამდ, დაჟე მგონი პირიქით, AI თემაც ეხმარება საკმაოთ ნვიდიას თან, ცალკე კიდე RTX ფიშკების

  13. Firmware Updates for MSI MPG 271QRX and MPG 321URX QD-OLED Monitors Bring DCS control https://www.guru3d.com/story/firmware-updates-for-msi-mpg-271qrx-and-mpg-321urx-qdoled-monitors-bring-dcs-control/

    Samsung G60SD gaming monitor - 27-inch 2K 360Hz OLED https://www.guru3d.com/story/samsung-g60sd-gaming-monitor-27inch-2k-360hz-oled/ სექტემბრისთვის მგონი დაჟე 27 ინჩიანი 480 გერციანი QD-OLED მონიტორიც გამოდის 2K, თუმცა მაგის გარდა რამე გაუმჯობესება ექნება თუ არა არ ვიცი ეხლანდელ 360 გერციანებს თუ შევადარებთ თუნდაც

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.