Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/24/13 in Posts

  1. Titan-ის ადგილი სერიაში სანამ დავიწყებდე მინდა იცოდეთ რომ Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე. შესავალი უკვე დიდი ხანია რაც ხმა გავარდა NVIDIA-ს ახალ ბარათზე რომელიც იქნება არამარტო უსწრაფესი მსოფლიოში არამედ საკმაოდ მიუახლოვდება მისი წინამორბედის SLI-სწარმარდობას. ასეთი სიმძლავრე ახალ GK110 ბირთვის არქიტექტურას მოყვა. შეიძლება ეს სახელი გეცნობათ რადგან რამდენიმე თვის წინ NVIDIA-მ გამოიყენა იგივე ჩიპი თავის პროფესიონალურ Tesla K20X პროდუქტში. GK110 ჩვენ 1 წლის წინ GTX680-ში უნდა გვენახა, მაგრამ NVIDIA-მ გადაწყვიტა, რომ GTX680 GK104-ში ჩაეტია. ალბათ უკვე შეამჩნიეთ თუ როგორ გაუზარდა ორ ბირთვიან HD7970-ს წარმარდობა ახალმა დრაივერებმა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა კონკურენტობა ორ გიგანტ კომპანიას შორის. ამას კი დაემატა Crysis 3-ის გამოსვლა. Crytec-მა არ დაარღვია თავისი წესი და ამ თამაშში ჩააქსოვა ჩვენთვის აქამდე უნახავი ვიზუალი, მაგრამ ეს გრაფიკული ნახტომი მოითხოვდა ძალიან მძლავრ ვიდეოკარტას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დრაივერებით 4,5 და 6 სერიის კარტებს შესამჩნევად მოემატათ წარმარდობა ამ თამაში, მაინც სჭირდებოდა ამ ახალ ძრავას GTX680-ის დონის დაფა FULL HD-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოდ. ამიტომაც მწვანეში ჩაცმულმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი რომელიც იქნებოდა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ბაზარზე. არც ისე დიდი ხანი იყო იდეის ჩასახვიდან გასული და უეცრად ბუმ, მისია შესრულებულია. მათ შექმნეს ახალი ჩიპი, 2688 Cuda ბირთვით მიამაგრეს საკაიფო დიზაინის PCB-ს და იქვე დაუმატეს 384 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 6GB მეხსიერება. სისტემური უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყეს ბიოსის და დრაივერების დახვეწა.Titan-ი შექმნილია რაზგონისთვის. მასში გახსნეს ვოლტიჯის კონტროლის შესაძლებლობა და შეუერთეს GPU Boost 2.0, ასე ვიდეოს შეუძლია დარაზგონდეს 1100-1150 Mhz-მდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ბიოს ში უნდა მიუთითო და თავისით იზამს ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში. თუ არ მოინდომებთ ამ ტექნოლოგიით სარგებლობას, მაშინ რეფერენცული სიხშირე 826 Mhz დან 876 Mhz-მდე იწევს ბუსტის დახმარებით. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ იფიქრებთ რომ ეს ბარათს დიდი ენერგომოხმარება ექნება, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვისას ის მხოლოდ 250 ვატს მოიხმარს, რაც საკმაოდ მისაღებია ასეთი მონსტრისთვის. ტექნოლოგიური მახასიათებლები მწვანე მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეძლეს და თავიანთ 28 ნანომეტრიან კეპლერ ის არქიტექტურით აგებულ ჩიპში 7.1 მილიონი ტრანსისტორის მოთავსება. GK110 ჩიპში ვიღებთ თითო SMX-ის კასეტაზე 192 Cuda პროცესორს.ამ ბირთვში სულ 15 SMX კასეტაა მოთავსებული, მაგრამ მათგან ერთერთი გათიშულია. 14 ცალი 192 Cuda ბირთვის შემცველი კასეტა საბოლოოდ გვაძლევს 2688 Cuda პროცესორს.კიდევ ერთი SMX-ის აქტიური კასეტა და ჩვენ მივიღებდით 2880 Cuda პროცესორს. თუ ჩვენ Titan-სშევადარებთ GTX680-ს ტრანსისტორების მხრივ შევამჩნევთ რომ მათი რაოდენობა გაორმაგებულია. 384 ბიტი ინტერფეისის მქონე გდდრ 5 6გბ მეხსიერება გვპირდება 288GB/S გამტარობას. 6გბ მეხსიერება 2560x1600 გაფართოებაზე თამაშისასაც ზედმეტია, მეხსიერების ასეთ მაშტაბური ზრდა ალბათ იმას გვახვედრებს რომ NVIDIA 3D Vision ტექნოლოგიის სტაბილიზაციას აპირებს. Titan-ით შესაძლებელია სამი 2560x1600 გაფართოების მქონე მონიტორით 3D-ში თამაში. ამ სურათზე ნაჩვენებია GK110 არქიტექტურის აგებულება. ამ 5 კასეტიდან თითოეული მათგანი შეიცავს 3 SMX-ის კასეტას, სულ გამოდის 3*5=15 SMX-ის კასეტა. ასევე ჩანს 6 64 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი ესეც ჩვენი 384 ბიტი. Titan-ის სიხშირეებს საკმაოდ ბევრი აკლიათ 1GHz-მდე, ეს დამახასიათებელია ისეთი დიდი ჩიპისთვის როგორიც GK110-ია. თითო SMX-ის კასეტაში მოთავსებულია 16 Texture unit-ი და მთლიანობაში გვაქვს 224 Texture unit. GTX 580-ს აქვს 16 SMX x 4 Texture unit = 64 GTX 680-ს გააჩნია 8 SMX x 16 Texture unit = 128 GTX Titan-ს აქვს 16 SMX x 16 Texture unit = 224 GPU Boost 2.0 NVIDIA-მ წარმოგვიდგინა GPU Boost-ის ახალი ვერსია.სანამ ახალზე გადავალ ჯერ მოკლედ გეტყვით ამ პროგრამისს დანიშნულებას. როგორც ვიცით ზოგ თამაშს სულაც არ ჭირდება ძლიერი ვიდეოდაფა და ბარათიც უშედეგოდ იყენებს მის მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამით დენს წვავს და ხურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწვანეებმა წარმოგვიდგინეს პროგრამა რომელიც პირველად 6 სერიაში გამოჩნდა და მისი დანიშნულება იყო საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მოემატებინა სიხშირეები რაც FPS-ის ზრდას იწვევდა.ზრდა მიახლოებით 3-6 კადრ წამებში მერყეობდა. განახლებული ვერსია ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს ამ ზრდას ანუ ჩვეულებრივ კარტის საშუალო ტემპერატურა 80 ცელსიუსია, თამაშისას ეს ახალი ტექნოლოგია იქამდე უმატებს ვოლტიჯს და სიხშირეებს სანამ დაფა ამ 80 გრადუსს არ მიაღწევს. შესაძლებელია საშუალო ტემპერატურა აწიოთ 90+ ცელსიუსამდე, ესგააჩენს ცოტა მეტ პოტენციალს რაზგონისთვის. Titan-ის გამოსვლის კვირაში პროგრამები: EVGA PRECISION და MSI AFTERBURNER შემოგვთავაზებენ, განახლებას რომლითაც შესაძლებელი გახდება მთლიანად გააკონტროლოთ ამ დაფის რაზგონი. ვოლტიჯის გახსნამ გამოიწვია ტემპერატურის საკმაო მატება. სტოკზე დაფა იმუშავებს 1.162 mV ძაბვაზე. ძაბვის მატება უკვე შესაძლებელი გახდება NVIDIA-ს კონტროლის პანელიდან, მაგრამ EULA შეეცდება აგიხსნას რომ ვოლტის მატების თანდაყოლილი მოვლენაა ბარათის სიცოცხლიანობის შემცირება. მაგალითად თუ თქვენ ბარათის ძაბვას 1.162 დან 1.250-მდე აწევთ მაშინ მისი სიცოცხლიანობა განახევრდება, ანუ 5 წლის მაგივრად იცხოვრებს 2-3 წელი. კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ ძაბვის მატება არ იმოქმედებს თქვენ გარანტიაზე, მაგრამ გარანტია 2 წელი თუ გაქვთ და 3 წელში მოგიკვდებათ ძაბვის მატების გამო ეს უკვე თქვენი პრობლემა იქნება. შესაძლებელია რამდენიმე პარტნიორმა არ გახსნას ვოლტი, მაგრამ კომპანიების უმეტესობას ექნება გახსნილი და მაქსიმუმ 1.20 mV-მდე გახდება შესაძლებელი გაზრდა. დიზაინი და გაგრილება ამდენი წლის განმავლობაში პირველად NVIDIA-მ ცოტათი მაინც შეცვალა თავისი ბარათის დიზაინი. მათ გადაწყვიტეს GTX690-ის სტილი გაეგრძელებინათ. სხვა რეფერენცებთან შედარებით ქულერი უფრო მძლავრი და ჩუმი გამოვიდა. სიგრძეში 10.5 ინჩი ანუ 27 სანტიმეტრი გამოვიდა, GTX680-თან შედარებით 0.5 ინჩით მეტია. რადიატორის ზევით მოთავსებულია გამჭვირვალე სტეკლო, ასე რომ შესაძლებელია ალუმინის ხროვაში ჩახედვა. გაგრილება აწყობილია ისე, რომ ბირთვი იღებს მაქსიმალურ სიგრილეს მინიმალურ ხმაურზე დაყრდნობით. პორტებში შედის: 2x Dual-link DVI, Full size HDMI და Full size Display პორტები.რატომღაც ზოგს გონია რომ Dual-link DVI პორტს შეუძლია 2 მონიტორის ჩვენება, მაგრამ რეალურად მასი შესაძლებლობაა 1920x1200 რეზოლუციაზე და ზევით ან 120Hz ჰერციან მონიროზე ჩვენება. დაფის ღირებულება GTX690-ის ფასს გაუტოლდება და 999 დოლარი იქნება. ასეთი ფასი NVIDIA-ს 8 სერიის მერე არ მოუთხოვია ერთ ბირთვიან ვიდეოზე, მაგრამ თუ მისი სიმძლავრე GTX690-ს გაუტოლდება მაშინ, ყოველთვის ჯობია ერთი მონსტრი, 2 ნორმალურს. გაგრილების მოწესრიგებაზე ბევრი იმუშვეს მწვანე ინჟინრებმა. რადიატორი შეიცავს კარგად დამუშავებული ალუმინის თხელ ფირფიტებს, ინიექცია კი დამზადებულია დამდნარი მაგნიუმისგან. ასეთი მასალების შერჩევა ახდენს ხმის იზოლირებას და მატებს დამატებით სიგრილეს. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს.(50 ვატით ნაკლებია GTX690-ის ენერგომოხმარებაზე) როგორ ხდება ამ ენერგიის მიწოდება? ალბათ ეს კითხვა ბევრ ახალბედს უჩნდება. მოკლედ გეტყვით, კონექტორის თითო პინიდან ხდება 12.5 ვატის მიწოდება. ამ ბარათს კი გააჩნია 8 და 6 პინიანი კონექტორები, რაც სულ 14 პინს გვაძლევს. 14*12.5=175W. ესეიგი კონექტორებისგან მას მისდის მხოლოდ 175 ვატი. დანარჩენი 75 ვატი კი PCI სლოტიდან მიეწოდება დაფას. ამიტომაცაა, რომ სუსტ კარტებს სულაც არ სჭირდებათ დამატებითი კონექტორები. ეს ჩვენი გმირის უკანა პანელია, აქ ჩანს 2 SLI-ს კონექტორი რას ნიშნავს Quad-SLI-ს მხარდაჭერას.Quad-SLI არ არის რეკომენდებული, რადგან დრაივერებთან დაკავშირებით აქვს ხშირად პრობლემა და ტემპერატურაც კოლოსალურად მატულობს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ბენჩებში მაინც გვაწვდის საკმაო მატებას. საუკეთესო ვარიანტია 2 გზის SLI-ს დაყენება. დაახლოვებისას ჩანს ოპერატიული რომელიც დამზადებულია კომპანია Samsung-ის მიერ, ეს არის GDDR5 მეხსიერება. 6GB-ს მისაღწევად გამოყენებულია ასეთი 24 ცალი ოპერატიული. გაგრილება ახალი ქულერის წარმატების ერთერთი მიზეზი პლატის გაგრილების ახალი ტექნოლოგიაა. ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც Vapor Chamber. ის დამზადებულია სპილენძისგან და პირდაპირ ეხება ბირვთს, შეხებისას ის "ისრუტავს" მის სიმხურვალეს. Vapor Chamber-ის დახმარებით GK110 რჩება გრილ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს რაზგონის პოტენციალს. Vapor Chamber-ს აგრილებს ალუმინისგან დამზადებული რადიატორი რომელსაც ხვდება ქულერისგან გაშვებული ჰაერის ნაკადი. Titan-ს ასევე აქვს ალუმინის baseplate რაც უზრუნველყოფს PCB-ს და დაფის კონპონენტების სიგრილეს. 6 ფაზიანი კვების სისტემა გათვლილია ბირთვისთვის. ამისგარდა მას კიდევ აქვს 2 ფაზა რომლებიც მიაწოდებენ ენერგიას GDDR5-ის ჩიპებს. ასევე ბარათს გააჩნია LED ნათურები რომლებიც ინთება სისტემის ჩართვისას. ახალი რეკორდი Titan-ის დახმარებით დაიდო ახალი რეკორდი Vantage-ში, 69K. ტესტები და ბენჩმარკები სატესტო სისტემა Intel Core i7-3770К 4700 MSI Z77A-GD65 4x4GB Corsair DDR3 1600 Enermax REVOMAX 1250W ტემპერატურები დაუტვირთავზე დატვირთულზე ტესტები მაქვს რამდენიმე საიტიდან აღებული მაგრამ ყველა ტესტში დრაივერი ბოლო ხოლო სისტემა შესაბამისი იყო. Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker Far Cry 3 Very High-quality DX11 mode 2x MSAA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX11:Medal OF Honor Warfighter 4xMSAA DX11 enabled ultra mode DX10: 3DMark Vantage FutureMark 3DMark (2013 edition) 3DMark11 DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11 enabled 4xMSAA Maxed out DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) Max Payne 3 Hitman absolution შეჯამება NVIDIA-ს მართლა რაღაც მონსტრი გამოუვიდა,მისი შედეგები გასაოცარია, ასეთი უეცარი მატება სიმძლავრეში ძალიან იშვიათია. მაგრამ GTX690-ს მაინც ვერ ჯობნის და საშუალოდ 15 კადრი წამით რჩება უკან. შეიძლება ახალი დრაივერებით და რაზგონით ეს სხვაობა შემცირდეს, მაგრამ GTX690-ის დონემდე მაინც ვერ მივა. ამისდა მიუხედავად თუ სხვაობას 5 კადრ წამამდე ჩამოიყვანენ მაშინ სჯობს Titan-ის აღება. აღსანიშნავია, რომ Titan-მა რამდენიმე ტესტში GTX690-ს აჯობა.უხეშად რომ ვთქვათ GTX690 Titan-ზე 30 პროცენტით უფრო სწრაფია.GTX680-თან შედარებით წარმარდობა მიახლოებით 30%-ითაა გაზრდილი 2560x1600 რეზოლუციაზე და საშუალოდ 23%-ითაა გაზრდილი ყველა რეზოლუციაზე. ეს იქნებოდა იდეალური ბარათი მისი ფასი 700$ რომ ყოფილიყო. Techpowerup ამ დაფას 9.0 ქულას უწერს ამ დაფის + ები და - ები 1) დაბალი ენერგომოხმარება 2)ჩუმია თამაშისას 3)დიდი რაზგონის პოტენციალი 4)მისი არსებობა არ იგრძნობა დაუტვირთაობისას.( ხმაურის მხრივ ) 5)Boost 2.0 და მისი ახალი შესაძლებლობები 6) 6GB მეხსიერება 7)შესაძლებელია ვოლტიჯის კონტროლი 8)აქვს Cuda და PhysX 9) 4 პორტი. 10) ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინი აქვს. 1)ძალიან ძვირია. 2)არ აქვს Backplate 3)ვოლტიჯი არის ძალიან დაბალ დონეზე გახსნილი 4)მხოლოდ 6%-ითაა შესაძლებელი Power limit-ის გაზრდა 5)Boost 2.0 ართულებს რაზგონს.
    8 points
  2. ესეც chloe Mobile ესაა დემო ვერსია ჯერ ახლო მომავალში მულტის იხილავთ არ მოგეწონაათ? :(
    4 points
  3. Четыре GeForce GTX Titan и мировой рекорд 3DMark11 Extreme На что способны парные и одиночные видеокарты GeForce GTX Titan под жидким азотом, мы недавно узнали из экспериментов знаменитого оверклокера по имени k|ngp|n. Между тем, в одной системе можно объединять до четырёх видеокарт этой модели - правда, охлаждать их жидким азотом при этом не так просто. К слову, предлагаемые для GeForce GTX Titan водоблоки решить проблему повышения эффективности охлаждения в данном случае позволяют. За кадром прошлых достижений осталась ещё одна попытка GeForce GTX Titan заявить о превосходстве над конкурентами. Ещё накануне анонса GeForce GTX Titan, если верить официальному видеоматериалу, этот же самый оверклокер установил в одну систему четыре видеокарты соответствующей модели, а затем разогнал их до 1136 МГц по ядру. Жидкого азота им по указанным выше причинам не досталось, но центральный процессор Core i7-3930K был разогнан до 5600 МГц именно при таком способе охлаждения. Результат в 3DMark11 Extreme составил X18554 балла - это больше, чем предыдущий рекорд, достигнутый при помощи четырёх разогнанных "на воздухе" Radeon HD 7970. Для тех, кто желает краем глаза взглянуть на процесс подготовки к покорению рекордов, публикуем исходный видеоролик: ესეც ვიდეო [media=]
    4 points
  4. ეგ სად იყავით? მთელი იბსუ მაგ სურათებს დებს
    3 points
  5. :lollol: აუ მაგრად ყვირის ზარზე დავაყენებ http://www.youtube.com/watch?v=3FkZWJlD1T0
    3 points
  6. თავზე გადაუვა. 150-200 ვატი რეზერვი დარჩება
    3 points
  7. ოდნავ მტვრიანი ჯართი
    3 points
  8. დღეს საექსპერიმენტოდ მქონდა შემდეგი ვიდეო ბარათი: http://www.asus.com/...60_TIDC2OG2GD5/ მიზანი იყო რაც შეიძლება მაქსიმალური ტაქტის ვალიდაცია და სტაბილური ტაქტის გამოვლენა სატესტო სისტემა: 3930K P9X79 პრო 4X4 GB სამსუნგის დდრ3 1 კილოვატიანი კვება ვინდოუს 7 64 ბიტი ვიდეობარათის გაგრილებას დავუმატე რამდენიმე ფანი და ეს ყველაფერი ბენჩ მაგიდაზე იდო აივანზე ჰაერის ტემპერატურა გერმანიაში ამ წუთას -5.5 გრადუსია ვიდეობარათის GPU-ს ვალიდაციის მომენტში ჰქონდა 1.2VGPU ტდპ ლიმიტერი არ მომიხსნია. მიღწეულ იქნა სტაბილური შედეგები: 1.მაქსიმალური ტაქტი GPU ზე 1507 მეგაჰერცი 2. მაქსიმალური სტაბილური ტაქტი GPU ზე 1380 მეგაჰერცი ვალიდაცია შედეგი საბოლოო არაა.მაქსიმალური ტაქტის ლიმიტი ამ წუთას მხოლოდ სოფტშია.თუ მოვახერხე როგორმე ოვერრაიდი პროგრამულ დონეზე ალბათ უფრო შორს წავა
    2 points
  9. გამარჯობათ მე მინდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ აქ თქვენ დაწეროთ თქვენი საყვარელი ნაწარმოებები ლაპარაკი არის წიგნებზე პოემებზე და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია წიგნი:უქარქაშო ხმლები 1,2,3,4(ლევან გოთუა) პოემა:გამზრდელი(აკაკი წერეთელი) P.S: გამზრდელიდან ჩმეი საყვარელი ეპიზოდი არის ეს სტროფი: მაგრამ უსუბ ეუბნება: შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზდიხარ!
    2 points
  10. აუუუ გავასხიი :lollol: http://www.youtube.com/watch?v=BG569wZI1Z4 http://www.youtube.com/watch?v=Rl0Vbc_xvhM :rofl:
    2 points
  11. პირველი შეფასება 90/100 Gamesmaster http://www.vg247.com/2013/02/23/tomb-raider-handed-a-90100-by-gamesmaster/
    2 points
  12. ჰაჰ, შემაჯამებელი რა აკრგი იქნება
    2 points
  13. http://www.youtube.com/watch?v=Zj3mKYASycg
    2 points
  14. გამსახურდია მიყვარს ყველაზე მეტად. ყველაფერი მაქვს წაკითხული. 90% შედევრები აქვს. პოეტებიდან ვაჟა(ავატარზე მეტყობა ) უცხოურ ლიტერატურას რაც შეეხება მეზარება ჩამოთვლა. ახლა ჯორჯ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"-ს(A Song of Ice and Fire) ვკითხულობ რუსულად(სერიალი game of thrones რის მიხედვითაცაა გადაღებული). თუ გინდათ აგიტვირთავთ პდფ-ს. კაი წიგნები თუ გინდათ შემიძლია გირჩიოთ :)
    2 points
  15. :givi: არა ბიჯო ჯეკის ჰო ავეჯით ევასება ჩხუბი :D
    2 points
  16. http://www.youtube.com/watch?v=Q3L4spg8vyo
    2 points
  17. უამრავი თემა იხსნება იმასთან დაკავშირებით თუ რა განსხვავებაა 460-ების 3 ვერსიას შორის, რომელი სჯობს და ა.შ. მე, ზვიადმა(Inferno) და ილომ(R.I.P)ვიფიქრეთ რომ ყველასთვის(ნუ ხორხესა და ესტრელას ფანებზე არ მაქვს საუბარი ) საინტერესო იქნებოდა პირადად შეგვედარებინა ეს სამი ვიდეო დაფა და მოგვეთხრო ამ დიდი შერკინების შესახებ... გაიხარეთ! 3 სეხნიას კიდევ 2 კონკურენტი გამოუჩნდა, რაც უფრო დაძაბულსა და საინტერესოს ხდის მომავალ შერკინებას... Nvidia GeForce: GTX 460(768 MB) vs GTX 460 SE vs GTX 460 1GB vs GTX 550, GTX 560 ვიდეო დაფები რა თქმა უნდა ჩვენმა ერთგულმა სპონსორმა ჯიტეკმა მოგვაწოდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ! წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის გმირებს: ახლა კი პირადად გავესაუბროთ თითოეულ მონაწილეს: #1 - მაშ ასე თქვენ წინაშეა GTX 460-ის 768 მეგაბაიტიანი ვერსია: სიმართლე გითხრათ მონაწილეებს შორის ყველაზე პატარა მეხსიერება კი აქვს თუმცა... ხომ გაგიგიათ პატარა ვიდეო კარტას ან GPU აქვს დიდი ან, ან, ან... ჰო მოვიფიქრე, ან DVI აუთპუთიო #2 - შემდეგი მონაწილე: GTX 460 SE, სიმართლე გითხრათ ამ SE-ს ზუსტად არ ვიცი, ამის გამო გუგლს მივაკითხე(სახლში არ დამხვდა და შესასვლელთან წარწერა დაეტოვებინა, ოჯახი წავიყვანე ქობულეთში დასასვენებლად, ძმაკაცმა გამიჩითა კოიკა 10 ლარად, მეც ცოტა ფული მოგროვებული მქონდა და წავედი, 10 დღეში ჩამოვალ, იქამდე იაჰუ ან ბინგ იხმარეთო) მეც მივაკითხე ბინგს და ვიპოვე ერთ-ერთი უცხოური ფორუმი სადაც უამრავი ვერსია მოვისმინე: Special Edition, Second Edition, Sucky Edition, **** edition, Slow Edition, Stripped Edition და ა.შ. ქართველები კი მას Sexual Edition-ს ვეძახით (© ავთო ჩხეტია, Allmark ) თქვენ წინაშეა ფოტო და მისი სექსუალურობის მაჩვენებლის განსაზღვრა კი თქვენთვის მომინდია: #3 - ყურადღება ! თქვენ წინაშეა სრულყოფილი GTX 460 ! ის გამოირჩევა არა მხოლოდ მონაცემებით, არამედ გაგრილების სისტემითაც! როგორც ხედავთ სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით მხოლოდ მას შეუძლია თბილი ჰაერის გარეთ განდევნა. (სიმართლე გითხრათ NVIDIA-მ მეორე სერიის შემდეგ ვიდეო დაფებში გაგრილების სისტემის ხარისხი აშკარად გააუარესა, ნუ ტემპერატურას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ გაგრილების სისტემის მასალის ხარისხს, ხელში რომ დაიჭირო GTX 260 და GTX 560 აშკარა განსხვავებას დაინახავ... მე ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი და თქვენი არ ვიცი...) ატი ! შემოდი შიგნით, კარებზე რომ მოგიდია ყური ასინეთასავით და უსმენ ენვიდიას ლანძღვას, შენც გეხება ეგ, შემოდი შემოდი, ნუ აიტუზე კარებთან, 5770-ს თავიდან მშვენიერი გაგრილება ჰქონდა, მაგრამ კი გამოუშვით მერე ბუსკვერცხი ედიშენები, ასევე თავიდან 6850-საც მშვენიერი გაგრილება ჰქონდა, თუმცა მაღაზიებს რომ გადავხედოთ ერთ რეფერენს ქულერიან 6850-ს ვეღარ ვიპოვით ! ნუ მიყურებ შრეკის კატის თვალებით, დამნაშავე რომ ხარ აღიარე #4 - როგორც ზემოთ ვთქვი კიდევ 2 მონაწილე დაემატა მეთქი ჩვენს მარათონს... ერთ-ერთი მათგანია მწვანეთა ბოლო სერიის წარმომადგენელი, GTX 550: #5 - შეჯიბრის ბოლო და თეორიულად ყველაზე ძლიერი მონაწილე GTX 560: თითოეული მონაწილის დეტალური მონაცემები: გავეცნოთ ტესტვის მეთოდსა და სისტემას: როგორც ხედავთ სისტემა არცერთ ვიდეო კარტას არ შეუქმნიდა ბოთლის ყელს(Bottleneck) ანუ არ დაალიმიტებდა. მეთოდს რაც შეეხება, თითოეული ტესტი 3-ჯერ გავატარეთ და საშუალო ქულებია მოცემული გრაფებში. ყურადღება გაამახვლიეთ იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მინიმალური FPS! ჩვენ სანამ სისტემასა და ტესტებზე ვსაუბრობდით ახალგაზრდები მოხუცისგან იღებდნენ რჩევა-დარიგებებს... ტესტი #1 - Alien VS Predator: როგორც ხედავთ საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა ყველა ვიდეო კარტამ, გარდა GTX 560-სა, თუმცა ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა... გეიმ დეველოპერების ბოლო მიღწევებით სიამოვნება Full HD გაფართოებაზე მხოლოდ GTX 560-ით შეიძლება... სამწუხაროდ ეს ტესტი მხოლოდ საშუალო FPS-ს გვიჩვენებს... ტესტი #2 - Batman: Arkham Asylum: ამჯერად ყველა მონაწილემ კარგი შედეგი აჩვენა, ერთადერთი არასასიამოვნო ფაქტი 768MB-იანი GTX 460-ის 14 FPS-მდე ვარდნა იყო... ტესტი #3 - STALKER: Call Of Pripyat : ბევრს ვერაფერს ვიტყვი აქ, შედეგებს თქვენ თვითონვე ხედავთ, რომ ყველა მონაწილემ მშვენიერი შედეგი აჩვენა და ნებისმიერი მათგანი გაუმკლავდება სტალკერის დატვირთვას. ასევე გეტყვით, რომ ესაა ყველაზე დიდი ტესტი, რაც კი ოდესმე გამიტარებია ტესტი #4 - Crysis 2 : მივადექით ვიდეო დაფების მტკივნეულ თემასაც როგორც ხედავთ Full HD გაფართოებაზე, Extreme რეჟიმში ამ ვიდეო დაფებით(გარდა ერთისა) მაქსიმალურ მონაცემებზე არც ისე კარგი შედეგები მივიღეთ. ერთადერთ GTX560-ის მინიმალური FPS-ის მაჩვენებელი მიუხალოვდა 20-ს... AA-ს გათიშვისა და რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეგვეძლება ნორმალური FPS-ის მიღება. ტესტი #5 - Crysis Warhead: არც ძველ კრიზისშია მთლად განსაცვრიფრებელი შედეგები, აქ როგორც ხედავთ GTX 560-მა ისევ და ისევ მშვენიერი FPS-ები აჩვენა, ხოლო 550-ს კიდევ სერიოზული ჩავარდნა აქვს მინიმალურ FPS-სთან მიმართებაში... ტესტი #6 - Lost Planet 2: ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ფასების პროპორციულად მივიღეთ FPS-ები. თუმცა 768MB-იანმა 460-მა საკმაოდ დაბალი საშუალო FPS გვიჩვენა... ჩაუწიეთ თამაშის დეტალიზაციას და ითამაშეთ... ტესტი #7 - Metro 2033(DirectX 10) : თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ოპტიმიზაციის მქონდე თამაში... შედეგებიც... ტესტი #8 - Metro 2033(DirectX 11) : ესეც DirectX11-ის შედეგები... იგივეს ხომ არ დავწერ რაც DX10-ის ვერსიაზე დავწერე ტესტი #9 - Resident Evil 5: ყველაფერი ლოგიკურად, ფასის პროპორციულად წარიმართა... ტესტი #10 - 3D Mark 06: როგორც ხედავთ GTX 560-მა საკმაოდ შთამბეჭდავი ქულა აიღო! სამწუხაროდ NVIDIA-მ ჯერ კიდევ ვერ გამოასწორა 06-ში მულტივიდეო კარტების სკალირების პრობლემა... GTX 560-სა და GTX 560-ების SLI-ს შორის სხვაობა მხოლოდ 1690(!) ქულაა!!! ტესტი #11 - 3DMark 11 : ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია SLI-ში ასეთი სკალირება! თითქმის 90 %-იანი მატებაა! ტესტი #12 - 3DMark Vantage: GTX 560-ების SLI-მ მოგვცა 58 %-იანი მატემა. ხოლო GTX 550-ების SLI-მ 80(!) %-იანი! ტემპერატურა თითოეულ ვიდეო კარტაზე 10 წუთით გავატარეთ მოცემული სტრეს ტესტი. შედეგები თქვენ წინაშეა... დასკვნა: ვფიქრობთ ამომწურავი პასუხი გავეცით იმას, თუ რომელი GTX 460 სჯობს და რამდენად. 768MB-იანი ვერსია აღმოჩნდა ყველაზე სუსტი, რადგან სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით მეხსიერების სალტის სიხშირე 256 ბიტიდან 192-მდე შეამცირეს, ბირთვის სიხშირე 763MHz-დან 675 MHz-მდე ხოლო მეხსიერების სიდიდე 1024MB-დან 768MB-მდე. რაც შეეხება სექსუალურ ედიშენს(), ის შეიქმნა შეიდერების 336-დან 288-მდე შემცირების შედეგად... GTX 560 ბაზარზე გამოვიდა GTX 460-ის ჩასანაცვლებლად და როგორც ნახეთ საკმაოდ აჯობა წინამორბედს... GTX 550 საკმაოდ კარგი ვიდეო დაფაა, თუმცა ფასი თუ 300 ლართან მიახლოვდება უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლისათვის... ბოდიშს გიხდით დროის უკმარისობის გამო Futuremark-ების სრულყოფილი შედარება ვერ გავაკეთეთ... მხოლოდ GTX 560-სა და GTX 550-ების შედეგებით დავჯერდით... თქვენთვის გაირჯნენ Inferno(ზვიად ხარატიშვილი), ზარალა(ილია თენეიშვილი) იგივე R.I.P და ეგრეთ წოდებული მე კიარადა ანუბისა(გიგა ჩოხელი) მხოლოდ და მხოლოდ Overclockers.GE-სთვის! დიდი მადლობა ყურადღებისთვის :xelebi:
    1 point
  18. ესეიგი რა ხდება, დაიდება სკრინშოტი გარკვეული ფილმიდან,რის საშუალებითაც მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ თუ რა ფილმია ეს, სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშეს მიეცემა უფლება რომ დადოს შემდეგი სკრინი, თუკი 24 საათის განმავლობაში სკრინი არ დაიდო,ნებისმიერ მსურველს შეუზლია გააკეთოს ეს,ოღონდ წინა სკრინის გამომცნობელს ამ ახალი ფილმის გამოცნობა არ შეეძლება, სწორი პასუხიც რომ გასცეს არ ჩაეთვლება. წარმატებები ყველას დავიწყებ
    1 point
  19. მაქვს ეს კარტა http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3398#ov რომელზეც მიყენია ეს საყინულე Arctic Accelero Xtreme Plus II http://www.arctic.ac/en/p/cooling/discontinued-products/vga/376/accelero-xtreme-plus-ii.html?L=1 ხოდა ტემპერატურები აქვს სასწაული 60 ცელსიუსი მაქსიმუმზე ფურმარკში - 1080 BF3 ში 52 მაქსიმუმ... idle - 30 ცელსი _____________ ხოდა ღიირს ამის გაყიდვა და GTX 660 (non-TI) რომ ვიყიდო... რამე სხვაობას მომცემს? - უბრალოდ 960 Cuda Core მხიბლავს და რავი როგორ მოვიქცე (400 ლარში იყიდება მიშკა ყიდის galaxy ბრენდია)
    1 point
  20. სხვა კარტაზე ცადე აბა. ან ეგ ვიდეო ცადე სხვა სისტემაზე
    1 point
  21. მაგის მირჩილვა ადვილია, მიიტანე ნებისმიერ ელ. ტექნიკის შემკეთებელთნ და ეგ არის
    1 point
  22. zd all :*** მჭირდება 1366 სოკეტზე პროციკა... 920 D0 და ზევით... ძვირიანები და ქსეონები არ მინდა... მინდა უფრო ეს მოდელები: 920 SLBEJ 930 SLBKP 950 Q1HB, SLBEN 960 SLBEU აი ესენი მინდა რომელიმე.... იქნებ გქონდეთ ან იცოდეთ ვის აქვს.. იმენნა გადავთხარე ყველაფერი და არავის აქვს... ხვალ უნდა ავზბორო და უ-CPU-ოდ როგორ დავქოქო მანქანა? :( ყიდი - არ იყიდება ყიდულობ - არავინ ყიდის ________________________ თან ფასებიც მიმიწერეთ... ისე მამენტ ქსეონიც მოსულა - გააჩნია რომელი იქნება ______________________________________________ გენაცვალეთ :*
    1 point
  23. ერთ და 2 კარტაზე არანაირი სხვაობა არ იქნება. 3ზე ალბათ უკვე მიცემს სადღაც 2-5%
    1 point
  24. დიდი ბოდიში, ჩემი აზრი (ნუ ფაქტია უფრო ვიდრე აზრი) დაემთხვა შენსას. http://www.amazon.com/Streaming-Media-Player-Wi-Fi-1080p/dp/B005KOZNBW/ref=sr_1_sc_1?ie=UTF8&qid=1361711056&sr=8-1-spell&keywords=WD+mediapleer ეს მართლა კარგი რამეა, ბევრს აქვს და ყველა კმაყოფილია!
    1 point
  25. dreamfall the longest journey დავიწყე მაგარი თამაშია ვისაც მოგოწონთ ეს ჟანრი ითამაშეთ :thumbsup:
    1 point
  26. მარტო სთორილაინი 13-15 საათი და თუ მთლიანად კუნძულს გამოიკვლევ 20-22 საათამდე
    1 point
  27. სერთიფიკატს ან დიპომს იძლევიან ? :lollol: :lollol:
    1 point
  28. aqvs mag antiviruss gatishva rato cashale? settingebshi rom shexval shemdeg Real Time Protectionze gadartav da maqedan gatishav da mag antivirusis brali arc aris mec eg miyenia mara araperi caushlia
    1 point
  29. ოკ ოკ ნომერი იქაც მიწერია და აქაც მოგწერ 598969126 გურამი ჯორჯ ჩემი თემაც დახურე თუ არ შეწუხდები ეს
    1 point
  30. ქარჩხაძიის "ზებულონი", ანტონიო და დავითი დოჩანას 'სამოსელი პირველი" :)
    1 point
  31. GTX650 მაინც ნამეტარი სუსტი გამოუვიდათ რაღაცა, GTX550 Ti ჯობია მაქსიმუმ მგონი და დაახლოებით GTX560 დონისაა, დაჟე GTX560 Ti ჯობნის მგონი იგრებში
    1 point
  32. ანუ კომპს ხო აქ აიპი მისამართი არა? და ეგ ისეა დაკონფიგურირებული რომ ყოველ 24 საათში ახალ აიპს აძლევს კომპიუტერს პ.ს. მემგონი დაბაინდებას ჯობია ხელით გაიწეროს აიპი მისამართები და DHCP საერთოდ გაითიშოს (თუ აქ ეგეთი ფუნქცია)
    1 point
  33. ეს ლუციდ ვირტუ არამქსვ კიდე ჩართული მეზარება ჩალიჩი
    1 point
  34. ვა ესეიგი მართლა მასეა... 448 ქორიანი სულ ბოლო ვერსიაა 5XX ებში.. რაც დარჩათ ჩიპები მერე 448 ები გამოუშვეს და ახალიცცაა.. მარა რავი ტო... მე მხოლოდ BF3 ვთამაშობ და არა მგონია ისეთი შედეგი მომცეს რომ შევამჩნიო.. ზატო ცოტა დენს დამიწვავს ვახ რა საინტერესოა ნეტავ... ხვალ გავსინჯავ ჩემ სისტემაზე აბა რას იზავს და მერე დავწერ კიდევ... ეხლა ულტრაზე საშუალოდ 70 FPS მაქვს/// +-5 . 1280X1024 ზე.. რავი ვნახოთ ისე რა უნდა ვიკითხო ბაარემ - FULL HD ზე 22 იანზე დავუშვათ - 480 თუ ეს 560? 448 იანი? FPS ის პონტში რომელი უფრო მათამაშებს? ესე როგორ ჩაისვარა ამ 480 მა.. რავი ამდენი ხანი მინდოდა დათრევა დავითრიე და ჩემი ფეხები.. ისეთი არაფერი ყოფილა... ცუდი არაა მარა.. მაინც
    1 point
  35. ალბათ ყველას გახსოვთ კომპანია AMD ს მიერ გამოშვებული უახლესი და უძლიერესი ახალი 2 ბირთვიანი Radeon HD 6990 4GB ვიდეო ბარათი და მისი შესაძლებლობები,ამ ვიდეო ბარათის გამოჩენის თანავე დაიწყო საუბარი იმის თაობაზე რომ მისი კონკურენტი ფირმა NVIDIA გადადგავდა საპასუხო ნაბიჯს და აუცილებლად გამოუშვებდა ახალი GTX 500 სერიის 2 ბირთვიანი ბარათს რაზეც მათ ოფიციალურადაც განაცხადეს და სწორედ დღეს მოგვევლინა Nvidia "Fermi" ოჯახის ახალი წარმომადგენელი კიდევ ერთი 2 ბირთვიანი ვიდეო ბარათი GeForce GTX 590 3GB მეხსიერებით. დღევანდელ რევიუში წარმოდგენილი იქნება კომპანია ის GTX 590 რომელიც დიზაინით და მონაცემებით ზუსტი ანალოგია Nvidia ს ქარხნული GTX 590 ისა.თუმცა მისი რევიუს და ტესტების დაწყებამდე ყველას ვთხოვ კიდევ ერთხელ თვალი გადაავლოს AMD-ს Radeon HD 6990 4GB ვიდეო ბარათის მიმოხილვას რომლის ნახვაც შეგიძლიათ მაშ ასე მოდით დავიწყოთ ამ ვიდეო ბარათის მონაცემების აღწერით: იმის გამო რომ იგი 2 ბირთვიანია მისი ყველა მონაცემი უნდა განვიხილოთ 2 მაგად გარდა სიხშირეებისა.ამ ვიდეო ბარათის თითოეულ ბირთვს აქვს:512 CUDA პროცესორი,1536 MB მეხსიერება 384 bit ინტერფეისით და აგებული GF 110 არქიტექტურაზე,ახლა ყველა ეს მონაცემი გავაორმაგოდ და მივიღებთ 2 ბირთვიან GTX 590 ს რომელსაც ჯამში აქვს: 2x 512 ანუ 1024 CUDA პროცესორი , 2x 1536 MB ანუ ჯამში 3GB GDDR5 მეხსიერება 2x 384 bit ინტერფეისით და იგი დაფუძნებულია 2x GF110 არქიტექტურაზე. რაც შეეხება სიხშირეებს ალბათ ბევრი გაოცდება ამ ვიდეო ბარათის სიხშირეებით რადგან მისი პროცესორის სიხშირეა მხოლოდ 607 MHz და მეხსიერების 855 MHz (5000 MHz GDDR5 effective მეხსიოერების), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ ვიდეო ბარათის შესაძლებლობები დაბალია. ტესტების დაწყებამდე მოდით ვიხილოთ იგი უფრო ახლოდან... ASUS GeForce GTX 590 ის წინა და უკანა მხარე: შეფუთვა: შეფუთვაში შედის: თავად ვიდეო ბარათი დრაივერების CD დისკი და დოკუმნეტაცია PCI-Express კაბელი DVI to Analog VGA და DVI to HDMI მაკავშირებლები აღნიშნული ვიდეო ბარათი დღემდე არსებულ პროდუქციას შორის ერთ-ერთი ყველაზე გრძელია და მისი სიგრძე 28 სანტიმეტრია. მას აქვს : 3 ცალი DVI , თითო-თითო Mini-Display და HDMI პორტები . HDMI პორტის ინტერფეისია - HDMI 1.4a რომელიც თავსებადია : Dolby TrueHD, DTS-HD, AC-3, DTS , 7.1 Audio with 192 kHz / 24-bit აუდიო არხებთან და ასევე Blu-ray 3D დრაივთან/კონტენტთან. ამ ვიდეო ბარათს აქვს Quad SLI კონფიგურაციის მხარდაჭერა. მას ასევე აქვს 2 ცალი 8-პინიანი PCI-Express მაკავშირებელი PCI-Express x16 სლოტთან ერთად. მისი გაგრილების სისტემა შედგება 1 ცალი 8 სანტიმეტრიანი Fan ისაგნ რომელიც რა თქმა უნდა მიერთებულია PCB ზე და ბარათის ცენტრშია მოთავსებული,იგი ალუმინის Fin ებს უერთდება სპილენძის მილებით. მისი GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია კომპანია Samsung ისაგნ და იყენებს 2 ცალ CHiL CHL8266 ძაბვის რეგულატორს. PCI-Express bridge ჩიპის მეშვეობით კი ხდება 2 GPU ს დაკავშირება. 40 ნმ. ტექნოლოგიით დამზადებული GF 110 გრაფიკული ჩიპები კი დამზადებულია ტაივანში. მისი PCB ს წინა და უკანა მხარე კი ასეთია: ზემოდან მგონი ყველაფერი გასაგებია ,ახლა კი ვნახოთ ტესტები: სატესტო სისტემა: დავიწყოთ თამაშებით: Aliens vs. Predator Battlefield: Bad Company 2 Call of Duty 4 Civilization 5 Crysis Tom Clancy's HAWX Metro 2033 World of Warcraft: Cataclysm ახლა კი ბენჩები: 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 ენერგიის მოხმარება: Fan ის ხაურიანობა: საერთო შედეგი თითოეულ Watt ზე : შედეგი თითოეული დოლარისთვის : საერთო შედეგი ყველა რეზოლუციაზე: მოდით ვნახოთ ყველაზე საინტერესო Overclocking ის შედეგი: Overclocked Performance ტემპერატურა: Clock Profiles ამ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები: დადებითი: მაღალი წარნადობა 3D ტექნოლოგიის მოხმარებისას უფრო ნაკლები ხმაურიანობა HD 6990 თან შედარებით შესაძლებელია 2 ეკრანზე მეტთან მიერთება აქვს : DirectX 11 , CUDA , Open GL , PhysX ტექნოლოგიები უარყოფითი: ენერგიის მაღალი მოხმარება არ აქვს HD 6990 თან შედარებით მკვეთრი წარმადობა Fan არის ზედმეტად ხმაურიანი 2D და 3D რეჟიმში მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლინება ხდება მხოლოდ SLI კონსიფიგურაციაში ენერგიის მომხარების ლიმიტის გამო შეუძლებელია უფრო მეტი Overclocking ეს კი მისი შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან: Nvidia GeForce GTX 590 ის ღირებულება 700 ამერიკული დოლარია ! საბოლოო დასკვნა: კომპოანია Nvidia ს მიერ წარმოებული ახალი 2 ბირთვიანი GTX 590 ის ფასი ანალოგიურია მათი კონკურენტი AMD Radeon HD 6990 ისა და 700 დოლარს შეადგენს,როგორც ტესტებიდან ვნახეთ GTX 590 ზოგ შემთხვევაში ჯობნის ზოგჯერ კი ჩამორჩება კონკურენტ HD 6990 ,თუმცა მისგან განსხვავებით ეს ბარათი ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს დატვირთილ რეჟიმში.მათ ვისაც სურს 2 ბირთვიანი ვიდეი ბარათის შეძენა არჩევანის გაკეთება სწორედ ამ 2 მოდელს შორის მოუწევს,მათ ვისაც სურს ქონდეს ვიდეო ბარათი რომელიც ნალლებად ხმაურიანია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს შეიძენს HD 6990 ს 4GB მეხსიერებით ხოლო მათ ვისაც სურს ქონდეს ვიდეო ბარათი ისეთი ტექნოლოგიებით როგორიცაა Nvidia PhysX,CUDA და 2 ზე მეტ დისპლეიზე ბარათის გამოყენების შესაძლებლობა შეიძენს GTX 590 ს,აქვს აუცილებალდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ Overclocking ის შემთხვევაში ორივე მათგანი კიდევ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს და ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის რომ HD 6990 ს აქვს 4GB მეხსიერება GTX 590 ს კი 3GB რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთი ფაქტორია იმისა რომ იგი HD 6990 ს ვერ ჯობნის ყველა ტესტში და ასპექტში. GeForce GTX 590 ზე სრული წარმოადგენის შესაქმნელად გთხოვთ ნახოთ ვიდეოები : თემა მომზადებულია FC BARCELONA ს ანუ ჩემს მიერ !
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.