Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/26/12 in Posts

  1. ახლა როდესაც ბევრ ჩვენგანს აქვს ტაბლეტები, სმარტფონები და ერთდროულად რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი, უკვე დასაფიქრებელია, რისი მეშვეობით მოვახდენთ მათ ერთმანეთთან სინქრონიზაციას და რომელ ღრუბელოვან მეხსიერებას გამოვიყენებთ ამის განსახორციელებლად. ბაზარზე ჯერჯერობით არის სამი დიდი მოთამაშე – Apple, Google და Microsoft, რომელთაც საკუთარი ღრუბელოვანი მეხსიერება შექმნეს და ხსენებულში ახორციელებენ მათივე პროდუქტების ურთიერთსინქრონიზაციას, მაშინ, როდესაც DropBox დიდი ხანია პოპულარული გადაწყვეტაა და თითქმის ყველა მათგანთან შეუფერხებლად მუშაობს. განვიხილავთ თითოეულ მათგანს და წარმოგიდგენთ თუ რას სთავაზობს ხსენებული ღრუბელოვანი სერვისები მომხმარებლებს. რასაკვირველია მათ უამრავი მსგავსი სერვისი და მახასიათებელი აერთიანებს თუმცა მაინც აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რათა მკითხველმა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მასზე დამოკიდებულებით გადაწყვიტოს რომელს მიანიჭოს უპირატესობა. DropBox: თავისუფალი სივრცე: 2GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 99$ ფაილების ზომის ლიმიტი: ულიმიტო პლატფორმა: Windows, Mac, Linux, iOS, Android, BlackBerry საუკეთესოა: უწყვეტი სინქრონიზაციისთვის Google Drive: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 59.88$ ფაილების ზომის ლიმიტი: 10GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android საუკეთესოა: ვებ აპლიკაციებისთვის Apple iCloud: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 50GB ერთ წლით – 100$ ფაილების ზომის ლიმიტი: 25MB უფასო/250MB ფასიანი პლატფორმა: Windows, Mac, iOS საუკეთესოა: iTunes/Mac-ის უწყვეტი მომხმარებელთათვის Microsoft SkyDrive: თავისუფალი სივრცე: 7GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 50$ ფაილების ზომის ლიმიტი: 2GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android, Windows Phone საუკეთესოა: Windows/Office ინტეგრაციისთვის ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ღრუბელოვან მეხსიერებას პრემიუმ სივრცეზე სხვადასხვა ფასები აქვს შემოთავაზებული სხვადასხვა მოცულობასა თუ სერვისებზე, უბრალოდ მაგალითად თანაბარი ტიპის სერვისის ფასები მოვიყვანეთ. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება თავისუფალი მეხსიერების მოცულობაში: ზემოთხსენებული ღრუბელოვანი სერვისები თქვენს მოწყობილობებს შორის არა მხოლოდ მონაცემთა სინქრონიზაციას ახორციელებენ, არამედ ისინი ასევე შეგიძლიათ მოწყობილობის მარქაფისთვის გამოიყენოთ (ე.წ Backup). SkyDrive გთავაზობთ 7GB თავისუფალ სივრცეს, ღრუბელოვან მეხსიერებაში, Google Drive და iCloud – 5GB თავისუფალ სივრცეს, მაშინ როდესაც DropBox-ზე ეს სივრცე მხოლოდ 2GB-ით შემოიფარგლება, თუმცა ამ უკანასკნელზე სივრცის გაზრდა მეტნაკლებად შესაძლებელია მეგობრების მოწვევით, ბეტა ტესტირების გამოყენებითა და სხვა ხრიკებით. არსებობს ფასიანი, პრემიუმ მოცულობის დამატების შესაძლებლობა, თუკი არ გყოფნით უფასო მეხსიერება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი წლით დამატებითი 100GB SkyDrive-ზე დაგიჯდებათ 50$, Google Drive-ზე 59.88$, ხოლო DropBox -ზე 99$. რაც შეეხება iCloud-ს აქ უკვე განახევრებული მეხსიერება, 50GB ღირს 100$ წლიურად. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება სინქრონიზაციის საკითხში: DropBox, SkyDrive და Google Drive გვაწვდის დესკტოპ კლიენტებს Windows-ისა და Mac-ისთვის (მათ შორის, DropBox გვთავაზობს ოფიციალურ linux-ის კლიენტსაც). თითოეული აპლიკაცია წარმოადგენს მყარი მეხსიერების საქაღალდეს, და ყველაფერი რაც თავსდება ამ საქაღალდეში ავტომატურად სინქრონიზირდება ღრუბლებში და სხვა მოწყობილობებში, რომელიც გაქვთ დაკავშირებული თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების ანგარიშთან. სინქრონიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი განსხვავება თითქოს არ არის, თუმცა DropBox უფრო სტაბილური და გლუვია მუშაობის პროცესში, შესაძლოა სწორედ ამან გამოაჩენინა Steve Jobs-ს მისი შეძენისადმი ინტერესი თავის დროზე. რაც შეეხება iCloud-ს, ეს სერვისი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია Mac OS ოპერაციულ სისტემაში და iOS აპლიკაციებში, და ფოკუსირებას ახდენს რომ იყოს შესანიშნავი სინქრონიზააციისა და მარქაფის გადაწყვეტა, ვიდრე ციფრული ჩამკეტი და დესკტოპზე მოთავსდეს საქაღალდის სახით. რაც შეეხება მობილურ მხარეს, SkyDrive ამჯერად ერთადერთი ღრუბელოვანი სისტემაა, რომელიც ოფიციალურად ხელმისაწვდომია Windows Phone მოწყობილობებზე. SkyDrive, Google Drive და DropBox, სამივე არის წარმოდგენილი iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე, ხოლო iCloud მხოლოდ iOS ოპერაციულ სისტემაზე არის მიბმული და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზე, თუმცა Windows-ისთვის საბაზისო ხელსაწყო გამოშვებულია და სინქრონიზაციის რამდენიმე ფუნქციას ესადაგება. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება ონლაინ აპლიკაციებსა და წვდომის საკითხში Google Drive-ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ონლაინ აპლიკაციების მომცველობა, ბოლო ბოლო ამ პლატფორმის იდეა ხომ Google Docs-იდან წარმოიშვა. Google Drive-ს გააჩნია სპეციალური ინტერნეტ გვერდთან ინტეგრირებული ხელსაწყოები დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და სხვა ოფისის ფაილებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაზე და ღრუბელოვან მეხსიერებაში მოთავსებაზე არ გეხარჯებათ უფასო GB-ები. რაც შეეხება SkyDrive-ს, იგი შეიცავს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც ეშვება თავად ბრაუზერში. ეს არის მისი საბაზისო ხელსაწყოები, თუმცა ადექვატურია სხვა ჩვეულებრივი მომხმარბლებისთვისაც, რომლებიც მიჩვეულნი არიან სტანდარტულ ოფისთან მუშაობას. DropBox არ გვთავაზობს ბრაუზერის ბაზაზე რაიმე აპლიკაციას, თუმცა მას აქვს მორგებადი ვებ ინტერფეისი, რომელზეც საქაღალდეები და ფაილები მთლიანად არის წარმოდგენილი სიის სახით. ხსენებული ღრუბელოვანი სისტემა მთლიანად ფარავს უამრავი ტიპის ფაილს: PDF-ებს, დოკუმენტურ ფაილებს, ვიდეო, ფოტო და მუსიკალურ ფაილებს და ყველა მათგანის დათვალიერება შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც რედაქტირების საშუალებას არ იძლევა თავად ფაილი. iCloud შეიცავს საბაზისო ჩანაწერებს, კონტაქტებს და კალენდრის ხელსაწყოებს, თუმცა არ გააჩნია ვებ ინტერფეისის ოფისის მსგავსი აპლიკაცია, და არანაირი ონლაინ ფაილების დათვალიერების შესაძლებლობა. DropBox-ის შემთხვევაში ფაილებისა და საქაღალდეების ინტერნეტში გაზიარების ფუნქცია არის სრულყოფილად შემუშავებული და ისეთივე მარტივია, როგორც URL-ის მიწოდება, იმისგან დამოუკიდებლად, ესა თუ ის მომხმარებელი თავად არის რეგისტრირებული DropBox-ში თუ არა. ამ მხრივ SkyDrive და Google Drive იძლევა ფაილების ნებისმიერი ადამიანის მისამართით გაზიარების საშუალებას, შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებზე, პრეზენტაციებზე სხვა მომხმარებლებთან ერთად ღრუბელში და სხვა, რაც საკმაო კომფორტს წარმოადგენს, როდესაც არ არის შესაძლებელი იმ მომენტში ფიზიკურად იმ ადამიანთან ერთად მუშაობა. რაც შეეხება iCloud-ს, იგი ისევ და ისევ არ გვთავაზობს ვებ წვდომას, ფაილების გაზიარების სიმარტივეს, თუმცა მეტად არის ფოკუსირებული კონკრეტულად მომხმარებელზე. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება: DropBox vs SkyDrive vs Google Drive vs iCloud: საბოლოო ვერდიქტი ძალიან ძნელია მოვახდინოთ ამ პროდუქტების ერთმანეთისთვის შედარება მჯობნის გამოვლენის მიზნით, ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ iCloud-ს გააჩნია წვდომა თქვენს ყველა iTunes შესყიდულ მუსიკალურ თუ სხვა ფაილებთან და მათ მოცულობას არ თვლის თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების კლიენტის მოცულობაში, ხოლო Google-ს აქვს საკუთარი მუსიკალური სერვისი, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი MP3 ფაილები ღრუბელოვან მეხსიერებაში უფასოდ მოათავსოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. iCloud შესანიშნავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელი i-მოწყობილობების მომხმარებელია, თუმცა ჯერჯერობით სხვა პლატფორმების მხარდაჭერა და ვებ-წვდომა საკმაოდ სუსტად აქვს განვითარებული. SkyDrive-ის ძირითადი ინტერესი უფრო Microsoft-ის პროდუქტებზე ვრცელდება, შესანიშნავი ინტეგრაცია აქვს Windows 8 და Windows Phone პლატფორმასთან, ასევე ონლაინ ინტერნეტ ვერსიის ოფისის დოკუმენტების საკმაოდ გამოსადეგია თქვენი საქმიანობისთვის. მაშინ, როდესაც Google ცხოვრობს და იკვებება ინტერნეტით, არაა გასაკვირი, რომ Google Drive სწრაფი და ბრაუზერებთან მუშაობისას მეგობრულია, თუმცა მისი დესკტოპ და მობილური კლიენტები არ არის საკმარისად სრულყოფილი მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად მუშაობს. გამოდის, რომ ისევ DropBox რჩება იმ ღრუბელოვან მეხსიერებად, რომელიც ერთნაირად ესადაგება ყველა ოპერაციულ სისტემას და ახორციელებს ყველგან ყველაფრის სინქრონიზაციას. საბოლოოდ, რთულია გამოვარკვიოთ რომელი რომელს ჯობია, ალბათ ყოველივე ზემოთხსენებულიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იქიდან გამომდინარე თუ რა მოწყობილობებთან უფრო ხშირად უწევს მუშაობა და რა ფუნქციები არის მისთვის მნიშვნელოვანი. ზემოთხსენებული ნათარგმნია მე - ნიკკის მიერ, იმედია გამოგადგებათ, მადლობთ ყურადღებისთვის
    5 points
  2. ვერც მივა ეგ სლიპინგ დოგი GTA ვერცერთ იგრასთან, ერთი ბალით უფრო სუსტი იგრაა საშვალოთ, აღარც კი გადმომიწერია დასახურათ, დაჟე GTA4 ჯობია მთლიანობაში პს ვერსია, კონსოლებზე კი სუპერხიტი იყო თავის დროზე 93%+ შეფასებებით და ეგეთი აცენკები არც კი დაესიზმრება მაგ მეორე თამაშს, 80%-ის ფარგლებში ძლივს აიღო, რაც კი იგრები გამოვიდა GTA გარდა პს-ზე მაფიას შემდეგ ალბათ მართლა საუკეთესო Saint Raw 3 გამოუვიდათ, ეხლა რაღაცას უბისოფტიც უშვებს მაგ სტილში და ვნახოთ რა დონის იქნება, მგონი ეგ თამაში GTA5 შემდეგ უნდა გამოუშვან თუმცა პს-ზე შეიძლება მაგ იგრაზე ადრეც კი გამოვიდეს უკვე, Watch Dogs ვგულისხმობ საერთოდ ეგეთი ტიპის თამაშები მაგარი მომწონს მაგრამ პს-ზე კარგი დონის მარტო პირველი მაფია და GTA სერია გამოუვიდათ აქამდე, Saint Raw 3 გაერთობა კაცი, დანარჩენები უფრო ნა ლუბიტელა იყო 75-80% დონის მაქსიმუმ, ეგ Sleeping Dogs ეხება და მეორე მაფიასაც, თამაში შეიძლება მაგრამ რომ არ ითამაშო არც რაღაცა გრანდიოზულს გამოტოვებ, შეიძლება ზოგიერთები არ დამეთანხმონ მაგაში მაგრამ უმრავლესობა ზუსტათ ეგრე ფიქრობს დარწმუნებული ვარ
    4 points
  3. იყიდება ფანები Scythe ultra kaze მაქვს 3 ცალი http://www.amazon.co...ords=ultra kaze თითო 10 ლარად ორი ცალი Panaflo NMB-MAT Hydro Wave Bearing 80მმ-იანი ფანი http://www.ebay.com/...X-/160777136689 ესეც თითო 10 ლარად DDR3 G.skill trident 3X1GB ანუ სამი ცალი 1GB-იანი 1600MHz CL6-7-6-18 1.6 ვოლტზე http://megaobzor.com...ti/trident1.jpg 30 ლარად 4GB G.Skill DDR3 PC3-12800 1600MHz RipjawsX ერთ-ერთი საუკეთესო კიტი სარაზგონოდ http://www.memoryc.c...channelkit.html 1600mhz 6-8-6 ტაიმინგებით 1.5 ვოლტზე 2X2GB ანუ 4GB 2133 სიხშირეზე დგება 1.65 ვოლტით და 9-11-9 ტაიმინგებით 50 ლარად ბენჩ მაგიდა Tech Station http://www.amazon.co...ds=tech station ზუსტად ესეთია 50 ლარად ესეც 593 90 44 80
    2 points
  4. Atrix რა თქმა უნდა ბევრად ძლიერი ჰარდი აქვს Captivate მხოლოდ ეკრანით ჯობია და იმით რომ CyanogenMod 10 გამოდის მაგისთვის მაგ ორიდან მეც Atrix ვიყიდე და მშვენივრად ვერთობი ჯერ თამაში არ ყოფილა გაეჭედა + Fingerprint მაგრად გამომადგა ეკრანის ხარისხს ალბათ სხვა არაფრით ჯობია და :D
    2 points
  5. ხარისხში რას გულისხმობ?
    2 points
  6. რაღაცები დასახვეწია. სხვა ვერსია გადაწყდა და აღარ გადავყევით ამას
    2 points
  7. HTC Inspire 4g იყიდე, მეც მაქვს და ჩემ ძმასაც და უმაგრესი ათავის ფასში. აქ 250-300-ში იყიდი მშვენიერ მდგომარეოაბში ნახმარს. სამსუნგს არ გირჩევდი. სამსუნგის მინუსები: რადიო - არ აქვს წინა კამერა არ აქვს - სკაიპით ლაპარაკისას მზღუდავს, არადა ხშირად ვიყენებ, მოსახერხებელია, როცა სმარტფონს წინა კამერა აქვს კაპტივეიტებს აქვთ ქარხნული წუნი, ერთ-ერთი ვინტი არის მოჭერილი ზედმეტად და ხშირად ამის გამო ეკარგება კონტაქტი დინამიკს და აქვს ხოლმე ხმის ჩავარდნები... ადვილად ამოსაცნობია, უკანა მხარეს დინამიკის რეშოტკასთან ზედაპირი არის მოცვეთილი, რადგან ამ ხმის ჩავარდნას თითის მარტივი დაჭერა შველის და იცრიცება ამ მიჭერ-მოჭერისგან რა )) ნუ მაგის გასწორებაც არ არის ძნელი ზევით, უსბ კაბელის შესაერთებელთან ხშირად ტყდება პლასტმასი, ძალიან ვიწროა და თუ უხეშად მოეპყრობი ეგრევე იბზარება, დიდი არაფერი, მაგრამ ნაკლია რა ელემენტიც დიდი ვერაფერი, 1500 მილიამპერიანი მოყვება, თუმცა შეგიძლია ს2_ს 1800 მილიამპერიანი დააყენო, ასევე არის სხვა ნორმალური ბრენდების უფრო მეტ ტევადობიანი ელემენტებიც, ჩინურ ნაგავს არანაირად არ გირჩევ არ აქვს ვსპიშკა - ეს ძალიან დიდი მინუსი პირველ ორთან ერთად, არადა ხშირად მჭირდება
    2 points
  8. პრინტერის არსი პრინტერი წარმოადგენს პერიფერიალს, რომელსაც დოკუმენტის ელექტრონული გამოსახულება ქაღალდზე გადააქვს. პრინტერთა უმეტესობა ლოკალური პერიფერიალის სახითაა დაკავშირებული ახლოს მდებარე კომპიუტერთან, თუმცა არსებობს ასევე ქსელის პრინტერები, რომელთაც აქვთ ინტეგრირებული ქსელის ინტერფეისი და ქსელში ჩართულ რამდენიმე კომპიუტერს ემსახურებიან ერთდროულად. ზოგიერთ მათგანს შეუძლია დოკუმენტების გარე მეხსიერებიდან, ფლეშ მეხსიერებიდან, დაერთებული ციფრული ფოტო აპარატებიდან და სკანერებიდან ბეჭდვაც. სამომხმარებლო და ზოგიერთ კომერციული პრინტერი ძირითადად მცირე მოცულობითი ბეჭდვისთვისაა განკუთვნილი, გარდა ამისა პრინტერთა უმეტესობა გამოირჩევა ბეჭდვის დაბალი სიჩქარით (30 გვერდი წუთში ითვლება საკმაოდ მაღალ სიჩქარედ) და თითო გვერდის ღირებულება საკმაოდ მაღალია ბეჭდვით პრესასთან შედარებით. ასევე მომრავლდა ფოტო პრინტერები, რომლებიც სტუდიის ხარისხის ფოტოებს ბეჭდავენ. მულტიფუნქციური პრინტერები: მულტიფუნქციური პრინტერები მოიცავს ფაქსს და სკანერს. ასეთ პრინტერებს ეწოდებათ All-in-One (AIO) ან Multifunction(MFD) პრინტერები. უმეტესობას აქვს ერთდროულად ბეჭდვის, სკანირების, ასლის გადაღებისა და ფაქსის გაგზავნა/მიღების ფუნქცია. ზოგიერთ მათგანს დამატებული აქვს ქაღალდის მიწოდების მექანიზმიც, რაც იძლევა საშუალებას მარტივად დავასკანეროთ და ფაქსით გავგზავნოთ მრავალფურცლიანი დოკუმენტი.მულტიფუნქციიური პრინტერების საწინააღმდეგო ყველაზე დიდი არგუმენტი არის ის, რომ მათში დაშვებულია სერიოზული კომპრომისები ერთ ან მეტ ფუნქციონალობაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე MFP-ები ითავსებენ მაღალი ხარისხის სკანერებს და ასეთივე ხარიხსის პრინტერებს, ამასთან უფრო ნაკლები ღირს ვიდრე მათი შემადგენელი ცალკეული კომპონენტები. ბეჭდვის ტექნლოგია: პრინტერების კლასიფიკაცია შესაძლებელია ტექნოლოგიის მიხედვით. ტექნოლოგიას თავის მხრივ დიდი გავლენა აქვს ოპერაციის ფასზე, სისწრაფეზე, ხარისხსა და დოკუმენტის სიმტკიცეზე, და სხვა. ზოგიერთი პრინტერის ტექნოლოგია არ მუშაობს კონკრეტული ტიპის მასალაზე, კერძოდ კარბონის ქაღალდებსა და გამჭვირვალე მატერიაზე. არსებობს შემდეგი ტექნოლოგიის პრინტერები: 1. თანამედროვე ბეჭდვის ტექნოლოგია: Toner-based პრინტერები: იგულისხმება ძირითადად ლაზერული პრინტერები, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის გამოსახულებას, აღჭურვილნი არიან ქსეროგრაფიული ბეჭდვის პროცესით, თუმცა ანალოგური ასლგადამღებებისგან განსხვავებით, გამოსახულება მიიღება ლაზერული სხივის მიერ მისი უშუალო სკანირებით. • Liquid inkjet პრინტერები: ე.წ ჭავლური პრინტერები, რომლებიც გამოსახულებას იღებენ ქაღალდზე სხვადასხვა ზომის მინიატურული მელნის წვეთების გამოდევნით. ეს არის პრინტერების ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი ტიპი. Solid ink პრინტერები: ე.წ თერმული პრინტერები, პრინტერთა ტიპი, რომელიც გამოსახულებას თერმული გადაცემის მეთოდით გვაძლევს. ისინი იყენებენ CMYK ფერის მელნის მყარ ჩხირებს, რომელიც შემადგენლობით ჰგავს სანთლის ცვილს. მყარი მელანი დნება და გაედინება პიეცო კრისტალის მქონე პრინტერის თავაკში, ეს თავაკი კი ამ გამდნარ მელანს ასხურებს მბრუნავ, სპეციალურ ზეთით დაფარულ აპკს, ქაღალდი გაივლის აპკში და ამ დროში ხდება გამოსახულების მასზე გადატანა. ტექნოლოგია დიდი რაოდნეობით ელ- ენერგიას მოიხმარს და გასახურებლად დიდი დრო სჭირდება, თუმცა ხარისხი საუკეთესოა და ხარჯით ლაზერული პრინტერის იდენტურია. • Dye-sublimation პრინტერი: სუბლიმაციური პრინტერები, რომლებიც გამოსახულების გადასატანად იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ბეჭდვა ხდება ისეთ მასალებზე, როგორიცაა პლასტიკური ბარათ, ქაღალდი, ქსოვილი. გამოსახულების გადატანა ხდება ერთდროულად ისეთი ლენტის მეშვეობთ,რომელიც იყენებს სხვადასხვა ფერთა დაფებს. • Inkless პრინტერები: სხვანაირად თერმული პრინტერები, რომლებიც მუშაობენ სპეციალური სიცხის გამძლე ქაღალდის სხვადასხვა რეგიონების გაცხელებით. მონოქრომული ანუ ერთფერიანი პრინტერები გამოიყენება ძირითადად იაფფასიანი ფაქსის აპარატებში. ფერები მიიღწევა სპეციალური ქაღალდის სხვადასხვა ტემპერატურითა და გაცხელების კოეფიციენტით. 2. Obsolete - მოძველებული და მიზნობრივი ბეჭდვის ტექნოლოგიები: ეს ტექნოლოგიები ძირითადად მოძველებული და ლიმიტირებულია, ან გამოიყენება სპეციალური დავალებების შესასრულებლად. თითქმის აღარ გვხვდება, ამიტომ მათ მოკლე მიმოხილვას წარმოგიდგენთ: • impact printers - ძველად არსებული საბეჭდი მანქანების ტექნოლოგია, ქაღალდი თავსდება მყარ სიბრტყესა და მელანს შორის და დარტყმის ძალით ხდება გამოსახულების გადატანა • Typewriter & Teletypewriter-derived printers - საბეჭდი მანქანა. თითოეული ასოს გადატანა ხდება ფურცელსა და ამ ასოს ამსახველ ბეჭედს შორის მოთავსებულ მელნიან ლენტზე ბეჭდის მირტყმით. • Daisy wheel printers - მცირე ზომის ჩაქუჩი ურტყამს სპეიალურ ბორბალზე არსებულ ასოს ბეჭდებს, რომლებიც ეჯახება მელნით გაჟღენთილ ლენტს და გამოსახულება ქაღალდზე გადმოაქვს. • Dot-matrix printers - იყენებს მცირე ზომის სარჭებისგან შემდგარ მატრიცას და ამგვარად ქმნის წერტილებს. წინა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ ტექსტის გადატანის შესაძლებლობა გააჩნდათ, ამ უკანასკნელს დამატებით გრაფიკული გამოსახულების გადატანაც შეეძლო. • Line printers - ერთდროულად ტექსტის მთლიანი ხაზის ბეჭდვას ახორციელებს. • Liquid ink electrostatic printer - იყენებს სპეციალურ ქიმიური საფარით დაფარულ ქაღალდს, რომელზეც საბეჭდი თავით გადადის დოკუმენტის გამოსახულება, ტარდება თხევადი მელნის ტბორში და ნეგატივის სახით იფერება. • Pen-based plotters - ვექტორული გრაფიკის ბეჭდვითი მოწყობილობა, რომელიც მოქმედებს ქაღალდის ზედაპირზე კალმის მოძრაობით. ლაზერული პრინტერები: ლაზერული პრინტერი პირველად 1969 წელს შემუშავდა კომპანია Xerox- ში, მვკევარის Gary Starkweather-ის მიერ. პირველი კომერციული ლაზერული პრინტერის დანერგვა 1976 წელს მოხდა IBM-ის მიერ სახელწოდებით IBM 3800, რომელიც გამოიყენებოდა დიდი ოდენობით ინვოისებისა და მსგავსი დოკუმენტების საბეჭდად, ხოლო პირველი პრინტერი, რომელიც უშუალოდ ოფისისთვის შეიქმნა იყო Xerox Star 8010 - 1981 წელს. ლაზერული პრინტერები აღჭურვილია ქსეროგრაგიული ბეჭდვის ტექნოლოგიით, და ანალოგური ასლგადამღები მოწყობილობებისგან იმით განსხვავდება, რომ გამოსახულება მიიღება ლაზერის სხივის მიერ მისი სკანირებითა და პრინტერის ფოტორეცეპტორზე გადატანით. ლაზერული სხივის (1) მიერ აღბეჭდილი ელექტროსტატიკური ანაბეჭდები იკრიფება შუქმგრძნობიარე აპკზე(3), აპკიდან კი ტონერზე (2), რომელიც წარმოადგენს ფხვნილის სტრუქტურის მქონე გამომშრალ მელანს და შემდგომ პირდაპირი კონტაქტისა და ტემპერატურის (4) მეშვეობთ ხდება ამ გამოსახულების ქაღალდზე გადატანა, უშუალო შედნობის მეთოდით. არსებობს ასევე LED პრინტერები, სადაც ლაზერული სხივის ნაცვლად გამოიყენება დიოდური სხივები. რაც შეეხება ფერად ლაზერულ პრინტერებს, ისინი იყენებენ ფერად ტონერებს (მშრალ მელანს) სტანდარტული ლურჯი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black) ფერებით (CMYK). მაშინ როდესაც ერთფერიანი პრინტერები იყენებენ ერთ ლაზერულ სკანერს, ფერადებს ხშირად ორი ან მეტი სკანერი აქვს. ზოგიერთ ფერად ლაზერულ პრინტერში გამოიყენება დიდი ზომის მბრუნავი აპკი, სახელწოდებით Transfer Belt, რომელზეც ხდება ყველა ტონერის მიერ გამოსახულების ფენის გადატანა, და შემდგომ შეჯამებული გამოსახულება გადადის ქაღალდის ზედაპირზე. ფერადი ლაზერული პრინტერები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთფერიანი ლაზერის სიჩქარის და ტექსტის ხარისხის გარდა ფერებიც სჭირდება. საუკეთესო ფერადი ლაზერული პრინტერი ფოტო სურათებსაც ისევე კარგად ბეჭდავს, როგორც ჭავლური პრინტერები, თუმცა ვერც ერთი ფერადი ლაზერული პრინტერის ფოტო ხარისხი ვერ შეედრება ჭავლურის დაბეჭდილ საუკეთესო ფოტო ხარისხს. ერთფერიანი ლაზერული პრინტერები გვთავაზობს ტექსტისა და სურათის ბეჭდვის ისეთ ხარისხს, როგორსაც ჭავლური პრინტერი ბეჭდვის შენელების გარეშე ვერ განახორციელებს. Duplex printing წარმოადგენს გვერდის ორივე მხარეზე ბეჭდვის ფუნქციას, რომელსაც შეუძლია შეამციროს პრინტერის ხარჯები, თუმცა ამავდროულად ანელებს ბეჭდვის სიჩქარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ქაღალდს უფრო “გრძელი გზა აქვს გასავლელი”. Pictbridge წარმოადგენს ფუნქციას, როდესაც პრინტერს შეუძლია პირდაპირ მასზე დაერთებული ფ/აპარატიდან ბეჭდვა, კონტენტის კომპიუტერში გადატანის გარეშე. ჭავლური პრინტერები: ჭავლური ბეჭდვის დროს გამოსახულება მიიღება ქაღალდზე მელნის სხვადასხვა ზომის წვეთების გამოდევნით. იგი ყველაზე ფართოდ გამოყენებული პრინტერია. ჭავლური ბეჭდვის კონცეფცია ჯერ კიდევ 19- ე საუკუნიდან მოდის, თუმცა ტექნოლოგია პირველად ადრეულ 1950-იან წლებში დაიბადა. თანამედროვე ჭავლურ პრინტერებში ძირითადად ორი ტიპის ტექნოლოგია გამოიყენება: Continuous - უწყვეტი (CIJ) და Drop-on- Demand - მოთხოვნის შესაბამისი (DOD) 1. Continuous inkjet: CIJ - უწყვეტი ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჭავლური ბეჭდვის ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიის ძირითადი უპირატესობა არის ბეჭდვის მაღალი სისწრაფე. გამოსახულების გადატანა ხდება მრავალრიცხოვანი წვეთების მეშვეობით, რომელიც სპეციალური მიკროსკოპული ტუმბოდან წნევის დახმარებით გამოიდევნება, თუმცა რეალურად საკმაოდ ხარჯიანია, გამომდინარე იქიდან, რომ წვეთები უწყვეტად გამოიდევნება, ზედმეტი კი იფილტრება და არ ხვდება გამოსახულებაზე. 2. Drop-on-demand: DOD ტიპის ტექნოლოგია იყოფა თერმულ DOD და პიეზოელექტრულ DOD ტექნოლოგიებად. სამომხმარებლო პრინტერთა უმეტესობაში, მათ შორის Canon-ის, HP-სა და Lexmark-ის პრინტერებში გამოიყენება თერმული ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია პირველად აღმოჩენილ იქნა Canon-ის ინჟინრის Ichiro Endo-ს მიერ 1977 წლის აგვისტოში. ჭავლური პრინტერის კარტრიჯები შეიცავს მინიატურული საკნების სერიას, რომლეთაც გააჩნიათ სათბური. საკნიდან წვეთის გამოტყორცნის პროცესი შემდეგნაირად ხდება: წნევის მეშვეობით ხორციელდება მელანზე მიწოლა და გატარება მილაკში, რომელიც დაკავშირებულია მელნის რეზერვუართან. მილაკის ბოლოს მდებარეობს მაღალი ტემპერატურის გამომყოფი ელემენტში, რომელიც ქმნის მელნის სწრაფ ორთქლწარმონაქმნს და ფორმირდება ჰაერის ბუშტუკი. ბუშტუკი ავითარებს დამატებით წნევას, რომლის მიწოლის ძალით მელანი ბოლომდე გადის ვიწრო მილაკში, გაიტყორცნება თავაკიდან და გადადის ქაღალდზე. ასე ნელნელა ხდება მელნის მიკრო წვეთების სახით ქაღალდზე გამოდევნა და გამოსახულების წარმოქმნა. კომერციული და ინდუსტრიული ჭავლური პრინტერების უმეტესობა, მათ შორის რამდენიმე სამომხმარებლო პრინტერიც (განსაკუთრებით Epson- ისა და Brother Industries-ის მიერ წარმოებული პრინტერები) ტემპერატურის გამომყოფი ელემენტის ნაცვლად იყენებს პიეზოელექტრულ ელემენტს, რომელიც მდებარეობს თითოეული საკნის დაბოლოებაში. მელნის წვეთის გამოდევნა ხდება პიეზოელექტრული ნივთიერების მიერ ფორმის შეცვლის მეშვეობით: პიეზოელექტრული ელემენტი იზნიქება, მელნის წვეთი გამოიდევნება და შემდგომ უკან შეზნექვისას ზედმეტი მელანი უკან შეიწოვება - პიპეტკის მსგავსად. პიეზოელექტრული ტექნლოგია ასევე გვაძლევს საშუალებას მოხდეს სხვადასხვა ზომის ბუშტუკების გამოდევნა, და არ ხდება ზედმეტი მელნის დაღვრა შეწოვის ტექნოლოგიიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ პიეზოელექტრუი ტექნოლოგია არ საჭიროებს სათბურს და აორთქლებას, მას გააჩნია მელნების უფრო დიდი სპექტრის მხარდაჭერა და არ ხართ თერმულის მსგავსად შეზღუდული მხოლოდ წყალში ხსნადი, აორთქლებადი მელნით, თუმცა მეორეს მხრივ მბეჭდავი თავაკები ბევრად ძვირადღირებულია გამომდინარე იქიდან, რომ იყენებს პიეზოელექტრულ ნივთიერებას. მელნის სახეები: (მოკლედ) ზოგიერთ თქვენგანს მელნის შემადგენლობა შესაძლოა უმნიშვნელო ფაქტორად მოგეჩვენოთ, მაშინ როდესაც მასზეა დამოკიდებული ჭავლური პრინტერების სიცოცხლისუნარიანობა, არსებული შიდა კონფილქტები ტექნიკურ ნაწილში, და ასევე შემფერავი აგრეგატი, რომელიც რჩება ქაღალდის ზედაპირზე რამდენად ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე იქნება. არსებობს შემდეგი ტიპის მელნები: • aqueous ink - წყალნარევი მელანი, რომელიც მზადდება წყლის, გლიკოლისა და პიგმენტების ან საღებავი ნივთიერებების ნარევის ბაზაზე. იაფფასიანი მელანია, თუმცა არ გააჩნია კარგი მდგრადობა თუკი არ მოხდა მისი დამატებითი შრით დაფარვა. არაა მდგრადი სინათლის მიმართ და ბაცდება გამოსახულება ქაღალდის ზედაპირზე, ასევე მარტივად ზიანდება წყლის მოხვედრისას. წყალნარევი მელანი ძირითადად გამოიყენება პრინტერებში, რომელიც იყენებს თერმული მელნის თავაკებს. ამ მელნის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ არამდგრადია თუკი არ მოხდა მისი დამატებითი შრით დაფარვა ან ლამინირება. • Solvent ink - გამხსნელი მელანი; მისი შემადგენელი ნაწილია მქროლავი ორგანული სტრუქტურები VOCs (Volatic Organic Compounds), ორგანული ქიმიური კომპონენტები, რომლებსაც გააჩნია მაღალი ორთქლის წნევა. ფერი მიიღება პიგმენტებით. უპირატესობა გახლავთ ის, რომ წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან მელანს, რომელსაც აქვს შესაძლბლობა ბეჭდოს ისეთი ზედაპირის მქონე მასალებზე, რომელიც გამოიყენება ბილბორდებზე, ბანერებსა და სხვა მსგავს ნივთებზე ნაბეჭდი არის წყალგამძლე და არ ზიანდება ულტრაიისფერი სხივების შედეგად თუმცა ბეჭდვის შემდგომ საჭიროებს მაღალ ტემპერატურაზე გაშრობას. • UV-Curable ink - ეს მელანი შედგება აკრილის საღებავის მონომერებისგან, ბეჭდვის შემდგომ ხდება მელანის “განკურნება” დიდი ოდენობით მძლავრი ულტრაიისფერი დასხივებით , რა დროსაც ადგილი აქვს ქიმიურ რეაქციას და ხდება გამოსახულებაზე არსებული მელნის კომპონენტების მიერ ფერის მიღება და გამყარება. რეაქცია ხდება საკმაოდ სწრაფად, ისევე როგორც ბეჭდვის პროცესი, და გვაძლევს მაღალი ხარისხის გამოსახულებას. ამ მელნით შესაძლებელია ისეთ ზედაპირებზე ბეჭდვა, როგორიცაა ხე, უჟანგავი რკინა, კერამიკური ფილები, პლასტიკატი, შუშა და ალუმინი. საკმაოდ ძვირადღირებულია. • Dye Sublimation ink - ამ ტიპის მელანი შეიცავს სპეციალურ სუბლიმაციურ საღებავს, რომელიც გამოიყენება პირდაპირ ან არაპირდაპირ ქსოვილზე საბეჭდად, მათ შორის პოლიესტერის ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე ქსოვილებზე. სათბობი კომპონენტი უზრუნველყოფს საღებავის ქსოვილებთან სუბლიმაციას და ქმნის ძლიერი ფერისა და მდგრადობის მქონე გამოსახულებას. ჭავლური პრინტერის თავაკები: გარდა საღებავისა, არის ორი ტიპის თავაკი, რომელიც გამოიყენება ჭავლურ პრინტერებში, ორივე მათგანს გააჩნია თავისი ნაკლი და უპირატესობა: • Fixed head - უძრავი თავაკი, რომელიც წარმოგვიდგება ჩაშენებული სახით და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა უდრის პრინტერის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს კარტრიჯის დაბალ ღირებულებას, რადგან არაა აუცილებელი მის გამოცვლასთან ერთად თავაკის შეცვლა, თუმცა მეორეს მხრივ თავაკის დაზიანებისას მისი შეცვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუკი საერთოდ მოხერხდა მისი მოხსნა და შეცვლა, ხოლო თუ ვერ მოხერხდება, მაშინ თავად პრინტერი ხდება შესაცვლელი. ამასთან პრობლემურია თავაკის მელნით “გატენვის” ფაქტი, რომელიც ან ექვემდებარება გაწმენდას წნევით დიდი რაოდენობით მელნის გამოდევნის მეთოდით, ან იმდენად იტენება თავაკი მილთან ერთად, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი გაწმენდა. ფიქსირებული თავაკები გააჩნია სამომხმარებელო პრინტერთა უმეტესობას, ასევე მაღალი დონის პრინტერებსა და დიდი ფორმატის ბეჭდვის შესაძლებლობის მქონე პლოტერებს. • Disposable head - თავისუფალი თავაკი არის მიბმული კარტრიჯზე, შესაბამისად კარტრიჯის ყოველი გამოლევისას ხდება თავაკისა და კარტრიჯის ერთიანად შეცვლა. ეს თავის მხრივ ზრდის სახარჯი მასალების ფასს და ამასთან ართულებს მათ დამზადებას, თუმცა მეორეს მხრივ თავაკის დაზიანების ან დაბინძურებისას არ ვდგებით პრინტერის გამოუყენებლობის რისკის ქვეშ. ჭავლური პრინტერები იყოფა სამ კატეგორიად: ორ ფერიანი, ოთხ ფერიანი და ფოტო-ჭავლური. მათგან სტანდარტულია ოთხ ფერიანი პრინტერი. ტიპიურ მოდელს გააჩნია ორი კარტრიჯი - ერთი შავი ფერისთვის, მეორე ფერადებისთვის (ლურჯი, მეწამული, ყვითელი) ზოგიერთ მოდელს ოთხი კარტრიჯი აქვს - ცალცალკე ყოველი ფერისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ სამიდან ერთი ფერის ამოწურვისას კარტრიჯი გადასაგდები არ ხდება მაშინ, როცა დანარჩენი ორი ფერი ჯერ კიდევ არ დაცლილა. ასევე არსებობს ფოტო პრინტერები, რომელსაც ოთხი სტანდარტული ფერის გარდა ემატება მეორე შავი ფერი. ეცადეთ ერთმანეთში არ აგერიოთ ჩვეულებრივი შავი და დამატებითი შავი კარტრიჯი, რადგან დამატებითი შავი კარტრიჯი არის უფრო დიდი ზომის და განკუთვნილია დოკუმენტებზე საბეჭდად, არ აქვს ისეთი გამძლეობა და მდგრადობა, როგორც დანარჩენ ოთხ კარტრიჯს, რომლებიც ფოტოსთვის არის განკუთვნილი. ფოტოჭავლური პრინტერები ზრდიან ფერთა გამას დამატებითი ფერების გამოყენებით - ჩვეულებრივ ღია ლურჯი და ღია მეწამული. ასეთი პრინტერით ამობეჭდილი ფოტოები ფაქტიურად არ განსხვავდება სტუდიაში დაბეჭდილი სურათებისგან, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ფოტო ჭავლური პრინტერი ტექსტს ნელა ბეჭდავს ასე ]რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ამის შესახებ. ჭავლური პრინტერი VS ლაზერული პრინტერი ჭავლურ პრინტერებს, ძველი თაობის პრინტერებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მაგალითად მაღალი რეზოლუციის მქონე უკეთესი გამოსახულების ბეჭდვა, ზოგიერთი ჭავლური პრინტერი გამოირჩევა ბეჭდვის მაღალი სისწრაფითაც, თუმცა დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც ბევრი აქვს. ჭავლური პრინტერის ორიგინალი მელანიპრინტერის მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული საკმაოდ ძვირია. ინტელიგენტი კარტრიჯების უმეტესობას გააჩნია მიკროჩიპი, რომელიც დაკავშირებულია პრინტერთან და მელნის კლებისას იწვევს მესიჯების ამოგდებას,და არასწორ ინფორმირებას, რომ კარტრიჯი ცარიელია, მაშინ როდესაც შესაძლოა მასში ნახევარი ან მელანი იყოს დარჩენილი. ამ მესიჯების დაიგნორება შესაძლებელია, [თუმცა ზოგიერთი პრინტერი ასეთ შემთხვევაში უარს ამბობს ამობეჭდვაზე და მომხმარებელს უწევს ნახევრამდე სავსე კარტრიჯის შეცვლა. იმ ჭავლური პრინტერების სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც იყენებენ წყალნარევ მელანს არის უფრო ხანმოკლე, ვიდრეპრინტერების, რომლებიც იყენებენ სხვა ტიპის მელანს. გამომდინარე იქიდან, რომ ჭავლურ პრინტერთა უმეტესობა იყენებს წყალში ხსნად მელანს, მათი მეშვეობით ამობეჭდილი დოკუმენტები უნდა მოვაშოროთ წყლის პატარა წვეთსაც კი, რომ არ მოხდეს გამოსახულება გადღაბვნა ან გაბლარვა. ხშირად ხდება თავაკებში გამხმარი მელნის გაჭედვა, რაც საკმაოდ რთული გასაწმენდია და დიდი რაოდენობით მელანს ხარჯავს წმენდის პროცესში. ბეჭდვის სიცოცხლისუნარიანობა დიდადაა დამოკიდებული მელნისა და შერჩეული ქაღალდის ხარისხზე. ჭავლურ პრინტერთა უმეტესობა გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ლაზერული პრინტერი, თუმცა ერთი გვერდის ღირებულება გაცილებით მეტი ჯდება ვიდრე ლაზერული პრინტერით ბეჭდვისას, რადგან გამოყენებული ორიგინალი მელანი საკმაოდ ძვირია. ჭავლური პრინტერის კარტრიჯი გაცილებით მალე იწურება, ვიდრე ლაზერული პრინტერის ტონერი. აქ არ იგულისხმება ტანკის სისტემის მქონე ჭავლური პრინტერები, მაგ: Epson- ის L - სერია. დიდიხნის გამოუყენებლობისას ჭავლურ პრინტერებს ახასიათებს გატენვა, მილაკისა და მბეჭდავი თავაკის დაბინძურება, რისი წმენდაც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით მელნის დახარჯვასთან, ამდაგვარი პრობლემა არ ახასიათებს ლაზერულ პრინტერს და პერიოდულ მუშაობასთან გაცილებით ტოლერანტულია. ჭავლურ პრინტერები გაცილებით მაღალი ხარისხით ბეჭდავს ფოტოებს, მაშინ როდესაც ფერადი ლაზერული პრინტერი ფოტომასალაზე ბეჭდვის შესაძლებლობას მოკლებულია. ლაზერული პრინტერები ძირითადად გამოიყენება საოფისე გარემოში, მაშინ როდესაც ჭავლური პრინტერი გაცილებით ნელა ბეჭდავს, მეტ საბეჭდ მასალას მოიხმარს და არ გამოდგება ინტენსიური საოფისე გამოყენებისთვის. და მაინც, შედარებისას გაითვალისწინეთ კონკრეტული პრინტერის შესაძლებლობები, რადგან ტექნოლოგია თანდათან იხვეწება და ხდება ძველად მიჩნეული დოგმების შეცვლა. ზოგიერთი თანამედროვე ჭავლური პრინტერი არამარტო უფრო ეკონომიურია, არამედ სწრაფიც, ყოველთვის გააჩნია მოდელს და მის მონაცემებს. სხვა მწარმოებელთა მიერ შემოთავაზებული მელანი და კარტრიჯები: პრინტერის მწარმოებელთა მიერ დამზადებული კარტრიჯების მაღალი ღირებულებისა და დაცლილი კარტრიჯის მელნით შევსების შესაძლებლობების გართულების გამო გავრცელდა სხვა მწაროებელთა მიერ კარტრიჯებითა და მელნით მომარაგება. ხსენებულიდან გამომდინარე ბევრმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ სხვა წარმოების მელანი და კარტრიჯები აზიანებს პრინტერის თავაკებს, გამომდინარე იქიდან, რომ მელანი არ არის იგივე შემადგენლობის, როგორსაც თავად მწარმოებელი გვთავაზობს. მომხმარებელთა რეპორტების მიხედვით, სხვა მწარმოებელთა მიერ დამზადებულ კარტრიჯებში მელანი ნაკლები რაოდენობითაა, ვიდრე პრინტერის მწარმოებელთა მიერ დამზადებულ კარტრიჯებში. არის ასევე მოსაზრება, რომ სხვა მწარმოებელთა მიერ დამზადებული მელნის გამოყენება ამცირებს პრინტერის სიცოცხლისუნარიანობას, ან არ მიიღება ისეთი ხარისხი, როგორიც მწარმოებლის მიერ ორიგინალი საბეჭდი მასალების მოხმარებისას. ზოგიერთმა მწამოებელმა სხვა მწარმოებლის მეირ დამზადებული მელნისა და კარტრიჯების მოხმარების თავიდან ასაცილებლად მიმართა შემდეგ ხერხს: როდესაც არის დაცლილი კარტრიჯების მელნით შევსების მცდელობა, სხვადასხვა სქემების დახმარებით ხდება კარტრიჯში სმარტ ჩიპების მოთავსება, რომლებიც აფიქსირებს კარტრიჯის დაცლას და ბლოკავს მის განმეორებით გამოყენების შესაძლებლობას. პრინტერის მახასიათებლები: უმეტესი პროდუქტის მსგავსად პრინტერებიც გვთავაზობს გარკვეულ მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ამა თუ იმ მოდელს. რეზოლუცია: პირველრიგში მნიშვნელობა აქვს რეზოლურიას(DPI), რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გამოსახულების ხარისხი. პრინტერები უფრო მაღალი რეზოლუციით აწარმოებენ უფრო დეტალური და წმინდა გამოსახულების ბეჭდვას. გარდა ამისა, პრინტერებს არ აქვთ ერთი კონკრეტული Dpi ზომვადობა, ეს არის დამოკიდებული დრაივერებზე. DPI მხარდაჭერა ასევე დამოკიდებულია საბეჭდი თავაკის ტექნოლოგიაზე. ბეჭდვის დროს DPI საზომი გაცილებით მაღალია ვიდრე ]PPI (პიქსელი ერთ ინჩზე) საზომი ვიდეო დისპლეიზე. ბეჭდვის პროცესი საჭიროებს 4-6 წერტილის გამოტყორცნას, რათა თითოეულ პიქსელში საჭირო ფერი შეიქმნას. 100x100 ზომის სურათის დასაბეჭდად პრინტერს უნდა შეეძლოს 400-დან 600 წერტილამდე გამოტყორცნა ერთ ინჩზე. 10x10 პიქსელიანი სურათი კომპიუტერის ეკრანზე იყენებს 10x10 პრინტერის წერტილზე გაცილებით მეტ წერტილს, რათა სურათზე არსებული ფერები აკურატულადგადმოსცეს ქაღალდზე. მაგალითისთვის, სურათზე ნაჩვენები ლურჯი პიქსელების შემუშავება ხდება პრინტერის მიერ ლურჯი, მეწამული და შავი ფერის გამოყენებით. ხარისხის განმსაზღვრელია ის ფაქტორიც, თუ როგორ ქმნის პრინტერი ფერის შეფერილობას, თუ ის იყენებს სხვადასხვა ზომის წერტილებს მულტი-შეფერილობის შესაქმნელად, მოცემული ფერისთვის მულტიდონური ბეჭდვა, შედეგი იქნება უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე ბიდონური ბეჭდვისას. ბეჭდვის სისწრაფე: ბეჭდვის სისწრაფე იზომება წუთში დაბეჭდილი გვერდების ოდენობის მიხედვით, თუმცა ისინი ძირითადად მარკეტინგული ხრიკის სახით გამოიყენება, რადგან სხვაობაა მწარმოებლის მითითებულ და რეალურ სიჩქარეს შორის, რომელიც ბევრ მომენტზეა დამოკიდებული, რომ მწარმებელი ახასიათებს ამა თუ იმ მოდელს, როგორც მაღალი სიჩქარის მქონეს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად ასეა. ბეჭდვის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს მაღალი ხარისხის ბეჭდვისას. ზემოთხსენებული მომზადებულია ჩემს მიერ; წარმოადგენს კონსულტანტების სატრენინგო მასალას, გადაკოპირების შემთხვევაში გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები! მადლობთ :blush:
    1 point
  9. მე დილით ვჭამ ცოტას ძალიან. სახლიდან სანამ გავალ ეგრევე. მხოლოდ წყალს ვასხავ და ოდნავ მარილს. მთავარია კარგი იყიდო. გერმანული იყიდე კარგი გემო აქ
    1 point
  10. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25190-qisethi-ndzreva-iyo-gvegona-tceri-thavze-dagvengreodaq-panika-mosakhleobashi.html "ისეთი ნძრევა იყო, გვეგონა, ჭერი თავზე დაგვენგრეოდა,"
    1 point
  11. და ეს სამსლოტიანია :D სლოტი რა. ყველა ვიდეო კარტა ერთ სლოტიანია. უბრალოდ შეიძლება იმ სისქე იყოს რო მის გვერდით სხვა სლოტიც დაფაროს. MSI'ს ლაითენინგები ორ სლოტიანებია. ესეთი მაქ და ორ სლოტს იკავებს კვებაზე გუპასუხეს უკვე.
    1 point
  12. მაფია 2-ს მაგარი უაზრო სიუჟეტი ჰქონდა. საერთოდ ვერ ჩამითრია.
    1 point
  13. არიან, რამდენიმე თვის უკან ფორუმზე ჰქონდა თემა 1-ს, კეისების მოხატვას აკეთბდა . ხვალე გასაჩუქრების მოლოდინშია ეს "ტკბილეულის მოყვარული" , კარიესიანი კბილებით ლამაზია ორიგამი?
    1 point
  14. ჩვეულებრივ დარეგისტრირდი ახლიდან და მიაბი ეგ მისამართი მე ერთი მისმართი მაქ 10 ამაზონის ექაუნთზე მიბმული ეგ არაა პრობლემა
    1 point
  15. მისიების დროს გახსნის
    1 point
  16. http://www.youtube.com/watch?v=AyeliBNmT8g
    1 point
  17. ეკრანის ხარისხს
    1 point
  18. მე სლეპინ დოგსი მომეწონა ხელჩართული ბრძოლის კამო მაგრაა აქვთ გაკეთებული დანარჩენი ისეთი არაფერი უბრალოდ კაი შIნაარსის თამაშია მაგრამ მოკლეა და მალე იხურება როგორც ჩანს GTA4 ჯობს მე არ დამიხურია ეხლა ველდოები 1 საატში გადმოწერს პირველ ვერსიას არაფერი დამატებული არა ხოლო Saint Raw რაც შეეხება მე არმომეწონა რაღაცნაირი ბავშური იგრაა აი Watch Dogs კი მაგრად ველოდები მანამდე ახალი სისტემაც მექნებაა და სრულად დავტკბები მაგ თამაშის შესაძლებლობებით მემგონია რო Watch Dogs GTA5 ზე კარგი იქნება...
    1 point
  19. აქ გინდა ყიდვა თუ გამოწერა? მაგ ორში ცხადია ატრიქსი ჯობია, რითი ჯობია სამსუნგის ეკრანი ლედი როა მაგით, სულაც არაა ტფტ ისეთი ცუდი როგორიც გგონიათ. თან იგივე ზომის ეკრანზე ატრიქსს მეტი პიქსელი აქ. მე ატრიქსში ერთადერთი ვიზუალი არ მომწონს. მაგ ფასში ისე თუ გამოიწერ ატრიქს 2-იც მოგივა, ახლა გამოვუწერე მეგობარს 320ლარში. ცოტა ნაკლებში photon 4g-ც. HTC Inspire 4g-ც კარგი მოდელია
    1 point
  20. მე პირადად Samsung-ს გირჩევდი, ეკრანიც და ხარისხიც ბევრად უკეთესია
    1 point
  21. ესეც Sugar and Spice-ის თემა: Uploaded at ImageFra.me
    1 point
  22. ჰმ ზოგი კარგ ვიდზეა ჰმ [media=]
    1 point
  23. ივი-ბრიჯი გინდა გახიე და გინდა გამოხიე, 4.6 გიგაჰერცზე ზევით სტაბილურად 24/7-ზე რომ ამუშავო, უნდა გაგიმართლოს პროცესორში და გაგრილებაც შესაბამისი უნდა იყიდო. ასე რომ დღეს-დღეობით 3570K და GTX 670 იდეალური წყვილია, "სლადკაია პაროჩკა" :)
    1 point
  24. ძაან ძვირია, 200 ლარია მაგის ფასი
    1 point
  25. კაცი ზუგდიდიდან მომყავს და სირცხვილია ახლა აქაურებმა რომ გადაგვაგდონ
    1 point
  26. რაგინდა ძმაო მერე იბლატავებს i7 მაქვსო :D იყიდოს ეგ არაა ცუდი. რო მიხვდება რომ თურმე ფოტოშოპიც დაჭირდა ან რამე HD ვიდეოს დეკოდერთან ან რენდერაციასთან აქვს საქმე მერე მიხვდება შენ გეთანხმები, განა i5 განსხვავდება i7-სგან GAMING-ში. არამედ ძალიან პატარა სხვაობაა, მაგრამ ცალკე სხვაც ხო უნდა არა. აი რენდერაციაში ის უფრო სწრაფგამტარია და ძლიერი. მე აუცილებლად i7-ს ავიღებდი. თან 150 დოლარი სადღაც დავტოვე კიდე და იყიდოს სხვა ვიდეო თუ უნდა მაგრამ ეს ცუდი არ უნდა იყოს! მეტი რათ უნდა?!
    1 point
  27. GPU http://www.amazon.co...ords=gtx 660 ti ASUS GTX 660 TI OC Version 2 GB Spetifications Requirements შენიშვნა! – ეს პერფორმანსები არის NVIDIA-ს საიტიდან აღებული, რომელიც არ არის OC ვერსია. ხოლო ლინკზე ამაზონი დარაზგონებულ ვიდეო კარტას უწევს რეკომენდაციას. მას მინიმუმ 100 MHz თი მაღალი კოეფიციენტები ექნება! ================================================================================================================== PROCCESOR Intel Core i7-3770K Quad-Core Processor 3.5 GHz 8 MB Cache LGA 1155 კონფიგურაცია იხილე ოფიციალურ საიტზე, ანდაც მოცემულ ლინკზე - http://www.amazon.co...ywords=i7-3770k ================================================================================================================== MOBO Gigabyte Intel Z77 LGA 1155 AMD CrossFireX/NVIDIA SLI W/ HDMI,DVI,DispayPort Dual UEFI BIOS ATX Motherboard GA-Z77X-UD3H კონფიგურაცია იხილე ოფიციალურ საიტზე, ანდაც ლინკზე – http://www.amazon.co...gabyte 1155 z77 ================================================================================================================== Corsair Enthusiast Series 850-Watt (რეალური კვება) 80 Plus Bronze Certified Power Supply Compatible with Core i3, i5, i7 and platforms - TX850 პ.ს მე ყოველთვის ამ მოდელს გამოვარჩევდი! არ იტყუება ვატში და არის რეალური! მძლავრია ნამდვილად! კონფიგურაცია იხილე ოფიციალურ საიტზე ანდაც ლინკზე http://www.amazon.co...wer supply 750w THE ხარჯთაღრიცხვა PSU - 119$ - 196 GEL MoBo - 144$ - 237 GEL Proccesor - 319$ - 523 GEL GPU - 317$ - 520 GEL არვიცი შენ რამდენად გაითვალისწინებ ამ კონფიგს, მაგრამ ფაქტია კარგი GAMING "PC" აეწყო. არვიცი, მაგალითად სხვა GPU–ც შეიძლება, რომელსაც სხვა გირჩევს და ასევე სხვა პროცესორი, მაგრამ ჩემთვის ზ/აღნისნული კონფიგი მისაღებია. ფასში არ შედის "SHIPING" და რაც მთავარია დოლარები გადამრავლებულია დოლარის 1.64 ეკვილვალენტზე. მგონი აგია თუდეი დოლარის კურსი და სულ დაჯდა 1476 ლარი თუ ჩემი კალკულატორი არ მატყუებს წარმატებები არჩევაში და სულ კარგს გისურვებ! და დალშე რავიცი მე ახა რა ნაწილებიც გაქვს ისინი თხარე და ეგაა 8 RAM გქონია და კაკრას ნორმალურია 4 არ არის წერით დავწვი ცხიმები :chojinfc:
    1 point
  28. 1 point
  29. ნუ მამენტ გითხრა 90% იანი ვინ წამოვა და ვინა არა? ე.ი Lomsa Razer Extrem-Hunter F22-Raptor Vako L3onidas Fc Barcelona გათი და შენ :დ ესენი წამოვლენ , ესე მგონია და დანარჩენები მგონია რო დრამზე შევლენ :დდ
    1 point
  30. გიგიმაც მკითხა კახა ეგ, ჰოოდა რაც არ მეხერხება საჭმლის დამზადებაა მწვადის შეწვა ვითავე წინაზე ზამთარში გარეთ, რავარია ახლა ეტილავე როდის შეიწვება ხორცი, ასე 20 წუთის მერე ენთუზიაზმი ჩაქრა და პრაგმატიზმი მეჯახა: ნაკვერჩხლებზე დავდე შამფური და ზედაც დავაყარე ნაკვერჩხლები ,5 წუთში მწვადი მზად იყო. კაროჩე ნახშირი გამოვიტანე რა, ვინც გაბედა და გასინჯა ,პირის მიდამოში აფრო ამერიკელს ჰგავდა , ნახევარზე მეტი კიდე გადასაყრელი მექნა. დავასრულე "ყინულის ჩირაღდანი", ვფიქრობ არანაირი ცვლილების შეტანა არ მომიწევს (ეს საკიდი აწყობისას მქონდა ინტეგრირებული და იდეა როგორც მეჯახა, შეასრულა შემქმნელის ნება ) ეს სუულ თავიდან ახლა:
    1 point
  31. AMD-მ ცოტა წარმადობა უნდა გაზარდოს და კვლავ დაიბრუნებს პოზიციებს
    1 point
  32. +1 მე მქონდა 9500 და უმრავლესობა ძველ თამაშს გაგიქაჩავს მაღალ სეთინგებზე 40–60 ფპს–ის ფარგლებში. და ახალ თამაშებს დაბალ სეთინგებზე ითამაშებ
    1 point
  33. გადავხედე შენი მაზერის მონაცემებს და არა მგონია ვინდოუს-7 მა კორექტულად იმუშაოს მაგ მაზერზე რადგანაც ვინ-7 სათვის დრაივერები მწარმოებლის საიტზე არაა. GTA 4 რაც შეეხება 2008 წლამდე გამოსული თამაშების უმრავლესობას გაქაჩავს დაბალ გაფართოებაზე, საშვალოზეც ალბათ მათ შორის მაგ ჯეტიასაც . თუ ფინანსები გიწყობს ხელს განახლება ჯობია რა თქმა უნდა. გაყიდეო გირჩიეს , მაგრამ მაგ ნაწილების მყიდველი იქნება ვინმე კი? XP დააყენე ისევ უმჯობესია მაგ სისტემისათვის .... ისე კვებაც ნამეტანი მოიკოჭლებს . წარმატებები...
    1 point
  34. ახალი ფანტომი: NZXT PHANTOM 820 http://www.nzxt.com/new/products/crafted_series/phantom_820 სამწუხაროა რომ ასეთი ცნობილი მწარმოებელის კეისები არავის შემოაქვს საქართველოში ქულერმასტერს და თერმალთეიკს ვერ გავცდით. Fractal Design რომ შემოიტანეს, მეთქი გვეშველა-თქო, მაგრამ შენ არ მომიკვდე არადა ყველა სეგმენტის კეისები აქვს, იაფიც, საშუალოც და ძვირიც NZXT-ს და საკმაოდ ხარისხიანები. თან დიზაინიც არ აქვს შაბლონური
    1 point
  35. მაგ ნაწილების ყიდვა დიდი სისულელე იქნება ყველაფერი აქ ჯობია ამჯერად იყიდო ნახმარი . ფორუმ.გე ზე დარეგისტრირდი იქ გახსენი ტემა და ეხლა ჩამოვწერ რეები დაითრიო პირველ რიგში ეს ბარათი უნდა იყიდო რა http://forum.ge/?f=54&showtopic=34431788 არ გამაზო თუ გაქ თანხა ხელზე.შენ რა ვიდეოც დადე ეგეთს 2 ცალს აჯობებს თავზე დაახევს ყველაგფერს. მერე თუ სენდის პროცესორები გინდა ნახმარს აქ ი3 2120 ესე 180 ლარად იყიდი. შენ რაც დაწერე იმას ბევრად ჯობია. ეგ მაზერი აქ მააღაზიაში 88 ლარი ღირს ნახმარი ესე 55 ლარად უნდა იყიდო.დარჩენილი თანხით ანუ 140 ლარით თუ გინდა მაღაზიაში გაყიდინებ კაი კვებას და უფრო ნაკლენბად ესე 100ლარამდე იმავე ფორუმზე კაი კვებას იშოვიიი. ese http://www.amazon.co...ower supply­­es kveba kai kvebaa Sensas jobia da rom chamoitano ese 90 lari dajdeba. operatiulebistvisac dagrcheba fuliiii. ვინჩესტერი გაააქ გვერდზე რა კომპიც გიწერია მგონი პრეისტორიულიააააააააა უფრო ნაკლებადაც შეილება გამოსვლა დაწერე რა სოკეტი გინდააა
    1 point
  36. ლიან ლი ჯობს ბევრად მაგ ალიენ ვეირის კეისებს ხარისხით, მეტალის სისქით და საერთოდ, უბრალოდ შენ ვიდით გევასება მაგრად ალიენ ვეირის კეისები, თორე მაგას კორსაირის სერიის კეისებიც კი მირჩევნია და ქულერ მასტერიც, თერმალთეიქიც მაგარ კეისებს უშვებს, მაგრამ ამ ბოლო დროს კორსაირი უფრო მიმზიდველია, შედარებით კლასიკური დიზანის კეისებს უშვებს, არაა გადატვირთული, მძიმეცაა და მყარი პლატფორმებიტაც გამოირჩევა, და საკმარისი ადგილიცაა წყლის გაგრილებისთვისაც. თუნდაც Vengeance სერია ავიღოთ, მიდ ტაუერებია და საკმაოდ დიდი ადგილიც არის SLI-საც და საკმად კარგად იმალება კაბელებიც.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.