Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/30/11 in all areas

  1. მოგეხსენებათ, უახლოეს წარსულში გამოვიდა Razer-ის ახალი გეიმინგ ლეპტოპი, რომელმაც მოახდინა სრული სენსაცია. მისი გამოსვლისას Razer გვარწმუნებდა, რომ PC Gaming-ის მომავალი სწორედ მის 2799$იან ლეპტოპში იყო, და მან თამამად განაცხადა, რომ მისი გამოგონება შესაძლოა გამხდარიყო არა მარტო PC Gaming-ის, არამედ ზოგადად PC მომავალიც, რამაც ცოტა არ იყოს და მღელვარება გამოიწვია გეიმერთა უმეტესობაში. ერთ-ერთი ნიუსის ავტორი გვიამბობს, რომ PC გაიმინგის ჩიხი ახლოვდება და სწრაფად მიიწევს ინდუსტრიის ნიშაში, ეს კი განპირობებულია არა სმარტფონებისა და აიპადების არსებობით, არამედ PC ჰარდში სისტემური ინოვაციების ნაკლებობით. როდესაც ეს ლეპტოპი იხილა PCWorld’s Nate Ralph-მა, საკმაოდ შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა, ასევე აღნიშნა Kotakus Joel Johnson-მა: “Razer Blade შესაძლოა არა მხოლოდ PC გეიმინგის , არამედ PC-ს მომავალი გახდეს”. შესაძლოა ეს ასეა მისთვის, მაგრამ მე ვერ ვხედავ PC გეიმინგს სადაც დომინირებს პორტაბელური გეიმინგ მოწყობილობები 2000$დან. მეორეს მხრივ ეს ეხება შიდა მონაცემების განახლების შესაძლებლობის სიმცირეს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ Razer-ის ძვირადღირებული მანქანა, შთამბეჭდავი მახასიათებლებით არ არის ფასის შესაბამისი, ან არ გამოდგება გეიმინგისთვის, უბრალოდ იგი არ მევლინება PC გეიმინგის მსხნლად და საერთოდ, ვინ თქვა, რომ PC გეიმინგი საფრთხეშია?? დღის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ადამიანია ონლაინში, უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში პიკის გრაფიკი ადის 4 მილიონამდე, აქედან რამდენიმე ასეული ათასი თამაშობს Counter-ს და Team Fortress2-ს, ასობით ათასი კი სხვა თამაშებს, სიტყვა მკვდარი, როგორც განაცხადა რეიზერმა, ნიშნავს, როცა აღარ არის გამოყენებაში, არსებობაში, აღარ აქვს მნიშვნელობა ან განიცდის ფიზიკურ უაქტივობას, ეს დეფინიციები კი ნამდვილად არ შეესაბამება PC გეიმინგს და ამასთან სამყაროში, სადაც გადაწყვეტილების მიღება არის დამოკიდებული ფინანსურ სახსრებზე, ხოლო მრეწველობაში ადამიანები ცდილბენ უფრო იაფად შეიძინონ საჭირო პროდუქტი, როგორ გადაიხდიან PC გეიმინგისთვის 2000 ევრომდე, როცა ნახევარ ფასში იგივე მონაცემების არანაკლებ პროგრესულ მანქანას ააწყობენ?? რეალურად Blade შექმნილია ადამანებისთვის, რომელთაც აქვთ ბევრი ფული და უყვართ ძვირადღირებული, ბრჭყვიალა ტექნოლოგიის ნაწარმები. სწორედ აქ ცდება რეიზერი, რადგან ცდილობს “პირველი ნამდვილი გეიმინგ ლეპტოპი” მიყიდოს არასწორ მომხმარებელს – მათ ვისაც PC გეიმინგის ინტერესი საერთოდ არ აქვთ. ამავდროულად სურს კონსოლების მომხმარებლებმა მიატოვონ თავიანთი გაცილებით იაფი და არანაკლებ წარმადობის მქონე კონსოლები და ათჯერ მეტი დახარჯონ ლეპტოპის შეძენაზე, რაც ჩემი აზრით უფრო გავს ნიშეში შესვლას. მაგრამ მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ინოვაციურ პროდუქტს ბევრი დადებითი მახასითებელიც აქვს და განვიხილოთ როგორც მისი დადებითი, ასევე სხვა უარყოფითი მხარეები: პირველ რიგში, იგი არის ნამდვილი ბრენდი. ახლანდელი გაყიდვების სტრატეგიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ PC ლეპტოპებში რეალური და კარგი ხარისხის ბრენდები თითქმის აღარ დარჩა. ე.წ დიდმა მოთამაშეებმა ხარისხის გამო პროდუქცია გააძვირეს, ხოლო ბუტიკმა ფირმებმა გააკეთეს მძლავრი, მაგრამ მოუქნელი მანქანები. ამის საპირისპიროდ, ბლეიდი არის სწრაფი მანქანა, ძლიერი ჰარდით, მაგრამ არც ზედმეტად მძლავრი (თუკი გავითვალისწინებთ გეიმინგისთვის შედარებით დაბალი რეზოლუციის ეკრანს 1080p); მისი ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტა: არაჩვეულებრივი მულტითაჩ LCD თრექპედი კლავიატურის მარჯვენა მხარეს იქცევს მომხმარებელთა დიდ ყურადღებას. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კომპანიამ შეისყიდა ODM (Original Device Manufacturer) რათა მიეღო სრული კონტროლი ჰარდის ტექნიკურ მხარეზე და დიზაინზე. ყველამ ვიცით, რომ რეიზერი არის პერიფერიების მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი კომპანია, შესაბამისად არ უნდა იყოს გასაკვირი ის ფაქტი, რომ ბლეიდის კლავიატურა მდიდარია მახასიათებლებით. გვთავაზობს მთლიან anti-ghosting ტექნოლოგიას, რომელიც აუცილებელი ელემენტია გეიმერებისათვის., უზრუნველყოფს ლატენტურობის თავიდან აცილებას, მსგავსი ტექნოლოგიური მონაცემების სხვა ლეპტოპებში მოძებნა კი ნამდვილად გაგიჭირდებათ. Razer კონფიგურაციების დიდი მოყვარულია, შესაბამისად იგი საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილისამებრ განსაზღვროთ ნებისმიერი ღილაკი კლავიატურაზე, დააყენოთ მაკრო კონფიგურაციები რეიზერის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვერ შეცვლით ღილაკების მწვანე ნათებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აქსესუარებში Razer გვანებივრებს ფერების დიდი არჩევანით, აქ ეს კომფორტი მინიმუმამდე არის დაყვანილი. უდავოა, რომ ბლეიდს აქვს ისეთი რამ, რასაც ვერ იპოვით სხვა ლეპტოპებში, ეს არის Switchblade-ის ნეთბუქში განთავსებული ტექნოლოგიის იმპლემენტირების ხორცშესხმა. მრავალფუნქციური დანიშნულების LCD პანელი სრული ზომის კლავიატურის მარჯვნივ. ასევე 10 გამჭვირვალე ღილაკი, რომლებიც შეგიძლიათ სურვილისამებრ დააკონფიგურიროთ, ჩვეულებრივი მაკროებიდან დაწყებული, საკუთარი thumbnail მინიატურული ნახატებით დამთავრებული. LCD-ს ქვედა ნახევარი გემსახურებათ როგორც თაჩპედი ნორმალური გამოყენებისათვის, ხოლო მაუსის მიერთებისას, ზედა ნახევარი იქცევა მეორად დისპლეიდ, მისი სარგებლობა თამაშიდან თამაშში იცვლება – გვიჩვენებს მაგალითებს ან Setting-ებს, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მატჩს League Of Legend-ში ან უბრალოდ თქვენი გმირის მდგომარეობას WoW-ში, ასევე არის ღია API, რათა მომხმარებლებმა შეძლონ საკუთარი აპლიკაციების შექმნა და განთავსება. მინდა აღვნიშნო, რომ ფასი საკმაოდ მტკივნეულია. დღესდღეობით არსებობს ორი ლეპტოპი, რომლებზეც ღირს განცვიფრება დიზაინისა და წარმადობის გამო, ესენია MacBook Air და Razer Blade . Makbook Air არის შედარებით სუსტი, ულამაზესი დიზაინის და ბრწყინვალე ნაშენები თანამედროვე ლეპტოპი, ხოლო Razer Blade არის მონსტრი გეიმინგ აღჭურვილობაში, ისეთი თაჩსქრინ LCD ინტერფეისით, რომელიც აქამდე არცერთ ლეპტოპს ჰქონია, თუმცა Air-ის ყიდვა გაცილებით მარტივია, მისი ფასი სულ რაღაც 999$-იდან იწყება, რასაც ვერ ვიტყვით Razer Blade-ზე. 2800$ საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს და ბუნებრივია ყველა გეიმერს არ მიუწვდება ხელი ამ ღირებულების პროდუქტზე. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე Asus G735W, რომელიც გვთავაზობს იგივე მონაცემებს დაახლოებით 1650$-ად. რეიზერი ცდილობს ღირებულების სხვაობა აღადგინოს დიზაინზე და ძლიერ ნაკრებზე ფოკუსირებით. გულწრფელად რომ ვთქვა, Blade საკმაოდ დიდებულია. აგებულია მთლიანი ალუმინის კორპუსით, ძალიან გავს MacBook Pro-ს მოდელს. LED Backlit 17” დისპლეი არის კაშკაშა, ხედვის კუთხე შთამბეჭდავი აქვს და მთლიანად დაფარულია. მისი წონა არის 3.2 კგ-მდე და 1”ზე ნაკლები სისქისაა, რაც უფრო ადვილს ხდის მის შენახვას და ტარებას, თუმცა ამის საპირსპიროდ აქვს რამდენიმე ნაკლი: გეიმერის მოთხოვნილებასთან შედარებით HDD არის ზედმეტად მცირე ზომის, და რეალურად დახვეწილი switchblade-ის ინტერფეისის, კონფიგურირებადი კლავიატურისა და კომპაქტური დიზაინის გარდა არ არის სხვა ბევრი მახასიათებელი, რაც მას განასხვავებს სხვა უფრო იაფი ლეპტოპებისა და PC-სგან. პრობლემურია ასევე ის საკითხი, თუ რამდენად იდეალური და შეუღწევადია მომავლისთვის, რადგან როგორც მოგეხსენებათ, PC გეიმერებს უყვართ თავიანთ მანქანების განახლება და ჩხირკედელაობა, რათა სულ up to date ყავდეთ, რასაც ნამდვილად ვერ მოახერხებთ ლეპტოპის შემთხვევაში. რეიზერის პირველი შეცდომა იყო იმის რწმუნება, რომ PC გეიმინგის სიკვდილისგან გადარჩენის ერთადერთი გზა Blade-ის ინოვაციური მოდელია. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ტექნიკურ მხარესა და მონაცემებზე: Razer Blade-ს აქვს Intel-ის მეორე თაობის Core i7 პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს თამაშების და Media Playback-ის წამებში გაშვებას ყველაზე მძლავრი წარმადობით. იგი მოდის 8GB RAM-ით DDR3-ზე – საკმარისზე მეტი, რომ ერთდროულად გაშვებულ იქნას HD ვიდეოები, გრაფიკული დიზაინის პროგრამები, თამაშები, და ამავე დროს იყოთ ინტერნეტში. Razer Blade-ს მოსდევს მაღალი წარმადობის Nvidia GeForce GPU, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ შეფერხებებისა და ლაგების გარეშე, Dx11 გრაფიკაზე. Nvidia Optimus ტექნოლოგიის გამოყენებით რეიზერი წარმადობას უთავსებს ელემენტის ხანგრძლივ სიცოცხლეს: იმ პროგრამებისათვის, რომლებიც მძლავრ გრაფიკულ წარმადობას მოითხოვენ, ირთვება განცალკევებული ვიდეო დაფა, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს ინტეგრირებული გრაფიკა. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი: Intel Core i7 Dual Core – 64 bit CPU: 2.8GHz/3.5GHz(Base/Turbo) ჩიპსეტი: Intel Mobile Express Series 6PCH Cougar Point chipset მეხსიერება: 8GB, 1333MHz DDR3 320GB HDD, 7200RPM SATA დისპლეი: 17.3″; 16:9 ratio; 1920×1080 LED Backlit გრაფიკა & ვიდეო დაფა: ინტეგრირებული გრაფიკა + Nvidia Discrete GPU 2GB Dedicated GDDR5 (GT555M) ინტეგრირებული HD ვებკამერა პორტები: HDMI; 1x USB 3.0; 2x USB 2.0; 3.5mm აუდიო/მიკროფონის ჯეკი; Gigabit Ethernet პორტი ელემენტი: 60Wh Wi-Fi 802.11 b/g/n Bluetooth 3.0 ზომა/წონა: სიგრძე – 42.7 სმ სიგანე – 27.7 სმ სისქე – 2.24 სმ წონა – 3.16 კგ 1 ghosting- კვაზი ტექნოლოგიური მდგომარეობა, როდესაც არ ხდება response (პასუხი ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერის დროს) http://www.youtube.com/watch?v=2BB-zp_wEug ააბა წავიდა დისკუსია :P
    5 points
  2. კომპანია Other World Computing (OWC) დაანონსა ახალი 2.5 ინჩიანი მყარი დისკი 30 GB მოცულობით, პროდუქტული ხაზიდან Mercury EXTREME Pro 3G შემნახველი წყარო აგებულია SandForce SF-2141 კონტროლერზე SATA II ინტერფეისით და აღჭურვილია დამხმარე TRIM-ით, მისი მუშაობის დრო 2 000 000 საათია (დაახლოებით). ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარეა 263/258 MB/s. კომპანიის ინფორმაციით უკვე შესაძლებელია ამ პროდუქტის შეძენა 68$-ად, მწარმოებლის 3 წლიანი გარანტიით.
    5 points
  3. კომპანია Cooler Master -მა წარმოადგინა CM Storm Trooper Full Tower, რომელიც დამზადებული ფოლადისგან და გამძლე პლასტმასისგან, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან შეღებილია შავი საღებავით. მას აქვს პატარა სათავსო ინსტრუმენტების შესანახად. მოდელს CM Storm Trooper (SGC-5000-KKN1-კოდით) ზომებია 250 x 605,6 x 578,5 მმ და იწონის 14.4 kg. თავსებადია სტანდარტულ პლატებთან Micro-ATX, ATX და XL-ATX. კეისში შეიძლება მოთავსდეს 8 ცალი 3.5 ინჩიანი, ან 13 ცალი 2.5 ინჩიანი მყარი დისკი, დასაშვებია სიმაღლეში 186 მმ -მდე პროცესორის გაგრილების დაყენება და ვიდეოკარტის სიგრძე 322 მმ არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება გარე ინტერფეისს კეისი აღჭურვილია 2 USB 2.0 და 2 USB 3.0 პორტებით, ჩაშენებულია კონტროლერი ფანების რეგულირებისთვის. მასიური გაყიდვები დაიწყება ამა წლის 4 ნოემბერს. რეკომენდირებული ფასი აღნიშნულ პროდუქტზე ევროპის ბაზარზე შეადგენს 150 EURO.
    4 points
  4. დიდი ხნის Nvidia-ს პარტნიორმა კომპანია Elsa-მ ამჟამად წარმოადგინა ახალი ვიდეობარათი რომელიც დაფუძვნებულია 40nm GF114 GPU-ზე, სახელად Gladiac GTX 560 Ti მინი რომელიც იყენებს 59 მმ-იან PCB-ს და უფრო მოკლეა რეფერენს მოდელებისგან განსხვავებით. მისი გაგრილების სისტემა შედგება ორი სითბური მილაკისაგან და ერთ ცენტრალურ 8 სმ-იან ფანისგან, ასევე გააჩნია 384 CUDA ბირთვი, GPU/shader სიხშირეები 822/1645 MHz, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი 1GB GDDR5 მეხსიერება, VRAM დგას 4008 MHz-ის ნიშნულზე 2-way SLI მხარდაჭერა და dual-DVI, პლიუს mini HDMI გასასვლელი. Gladiac GTX 560 Ti ხელმისაწვდომი გახდება შემდეგ კვირაში.
    4 points
  5. ADATA Technology Co. პრესს-სამსახურმა დაანონსა ახალი 2.5-ინჩი SSD S510 120 გბ გამოსვლის შესახებ, აღჭურვილი მაგალსიჩქარიანი ინტერფეისით SATA III-ზე. შემნახველი წყარო აგებულია SandForce სერიის SF-2200 კონტროლერზე, ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე შეადგენს 550/510 MB/s და ხასიათდება მაქსიმალური ტევადობით 85.000 IOPS 4კბ. პროდუქტის გამოსვლის დრო და სავარაუდო ფასი ჯერჯერობით უცნობია.
    3 points
  6. Cooler Master-ის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა დაბალპროფილიანი პროცესორის ქულერი GeminII M4 (RR-GMM4-16PK-R1 კოდით) მცირეგაბარიტებიანი პერსონალური კომპიუტერებისთვის და HTPC სისტემებისთვის. ახალბედას ზომა არის 137 x 122 x 59 mm და იწონის 289 გრამს. მისი მუშაობის დრო საშუალოდ 40000 საათია, ფანს აქვს ბრუნების კონტროლის ფუნქცია დიაპაზონით 500 დან 1600 ბრუნვით წუთში. ჩართულ მდგომარეობაში ქულერი ტუმბავს 58,4 კუბურ ფუტ ჰაერს წუთში. ქულერის ხმაურის დიაპაზონი შეადგენს 8 დან 30 დეციბელს. უკვე ცნობილია რომ გაყიდვები ამა წლის ნოემბერში დაიწყება, ფასზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის.
    3 points
  7. პლათფორმა: PC, PS3 და X360; ჟანრი: მოქმედებითი; გამომშვები: Electronic Arts; დეველოპერი: Starbreeze AB. თამაშის შესახებ: Syndicate, ეს არის 90-იანი წლების თამაშის გადატვირთვა, რომელშიც მოქმედება 2069 წელს ხდება. ფრონტის წინა ხაზზე ერთმანეთს სამი მეგა კომპანია: Eurocorp, Cayman Global და Aspari ებრძვის, რომლებიც ცდილობენ ამერიკის ბაზარზე სრული კონტროლის მოპოვებას. Syndicate-ის სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან ციფრულად არის დაკავშირებული, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც თავში იმპლანტირებული აქვთ DART 6 ბიო-ჩიპი. მოთამაშეებს შეუძლიათ დროის შენელება და მათ გარშემო არსებული ციფრული ტექნოლოგიების გატეხვა სხვა და სხვა ჰაკერული მანქანებით.. <div style="background-color:#000000;width:520px;"><div style="padding:4px;"><embed src="http://media.mtvnservices.com/mgid:moses:video:gametrailers.com:721550" width="512" height="288" type="application/x-shockwave-flash" allowFullScreen="true" allowScriptAccess="always" base="." flashVars=""></embed><p style="text-align:left;background-color:#FFFFFF;padding:4px;margin-top:4px;margin-bottom:0px;font-family:Arial, Helvetica, sans-serif;font-size:12px;">Get More: <a href="http://www.gametrailers.com">GameTrailers.com</a>, <a href="http://www.gametrailers.com/video/debut-trailer-syndicate/721550">Syndicate - Debut Trailer HD</a>, <a href="http://pc.gametrailers.com/">PC Games</a>, <a href="http://ps3.gametrailers.com/">PlayStation 3</a>, <a href="http://xbox360.gametrailers.com/">Xbox 360</a></p></div></div> სურათები: IGN
    2 points
  8. ჟანრი: Action-Hack and slash,adventure შემქნელი:Vigil Games გამომშვები: THQ გამოშვების წელი: 2010 წლის 5 იანვარი პლატფორმა: PC,XBOX360,PS3 Darksiders არის hack and slash RPG,რომლის სიუჟეტი დაყრდნობილია კომიქსზე,თუმცა თვითონ კომიქსი გაკეთებულია "ახალი აღთქმის" მიხედვით. დედამიწას აპოკალიფსი მოუახლოვდა,ანგელოზებმა და დემონებმა დედამიწაზე გაუმართეს ერთმანეთს ბრძოლა. "7ნიშანი",რომელიც მათ შორის თანხმობის გარანტია იყო,დანგრეულია.საბჭო, ნაადრევი აპოკალიფსის პროვოცირებაში ამ ოთხი მხედრიდან ერთ-ერთს- "ომს" სდებს ბრალს."ომი" საკუთარი ბრალეულობის გამოსასყიდად, საბჭოს სთავაზობს პრობლემის მოგვარებას და გაეშურება დედამიწაზე,რათა კვლავ აღადგინოს დარღვეული ბალანსი.დედამიწაზე უკვე დემონები ბატონობენ,მათ დაამარცხეს ანგელოზების დიდი ნაწილი და თან წაიყვანეს მათი ლიდერი-ავადონი.ადამიანების უმრავლესობა ან მოკლულია,ან ზომბებადაა ქცეული."ომს" საბჭომ,თვალყურის მიზნით მეთვალყურე სიმბიოტი დაუნიშნა. რიგით მეორე მხედარს დიდი ამოცანა აკისრია.მან უნდა მონახოს ხმალი-"არმაგედონის" 7ივე ნაწილი, დაიბრუნოს საბჭოსგან წართმეული ძალა და დასაჯოს ყველა,ვინც შემქმნელი ღმერთის ნებას აღუდგა წინ. გარდა ამისა,თამაშში შევხვდებით ძველი და ახალი აღთქმის პერსონაჟებს,მთავარანგელოზებს: ურილს-რომელსაც "ომი" მანდამაინც გულზე არ ეხატება,რადგან ცხენოსანი ანგელოზებსაც არ ინდობს. აზრაელს-სიკვდილის ანგელოზს,რომელიც მთავარი დემონის-Destroyerის მიერ იქნა გამოწყვდეული სასახლეში. სამაელს-ლეგენდარულ ჭკვიან დემონს,რომელიც თავისიანების მიერ იქნა დამწყვდეული. სამაელი "ომს" სასახლეში ტელეპორტაციის სანაცვლოდ,ოთხი რჩეული დემონის:სილიციას,ტიამატის,გრივერის და სტრაგას გულებს სთხოვს. 1.გეიმფლეი Darksiders-ის გეიმფლეი განიცდის ისეთი ცნობილი სლეშერების გავლენას,როგორიცაა:DMC,GOW,POP.მართალია მსგავსება დიდია,მაგრამ ძალიან უხეშ პლაგიატიზმშიც არ გადადის.გოვ-შიც და აქაც ხმლით მიყენებული საკმარისი დაზიანების შემდეგ,მტრის თავზე გამოჩნდება ღილაკი,რომლის დაჭერის შემდეგ, პერსონაჟი Slow-motion მოქნევით მოუსწრაფებს მოწინააღმდეგეს სიცოცხლეს.როგორც Devil May Cry-ში,აქაც შეიძლება ერთ-ერთ იარაღად პისტოლეტის გამოყენება.თუმცა ძალიან არაეფექტურია.ასევე მათი მსგავსება ისაა,რომ შესაძლებელია მტრების სულები გამოიყენო რომელიმე კონკრეტული სქილის თუ იარაღის სიძლიერის გასაზრდელად.რაც უფრო დიდ და ძლიერ მტერს მოკლავს,მით უფრო უფრო მეტ სულს(ფულს)მიიღებს,ამ დაგროვებული სულებით კი,შეგიძლია გაზარდო იარაღის სიძლიერე,გახსნა ახალი მოძრაობები,ჯავშანი,ელექსირები სიცოცხლისთვის,დემონური ძალის მისაღებად და ა.შ. "ომს" სასურველი ნივთების შეძენაში დემონი-მოვაჭრე ვულგრიმი ეხმარება. ცხენოსანის მთავარი იარაღი მისი გიგანტური ხმალი და Chaos mode-არის,რომლის დროსაც იგი გადაიქცევა დიდ,ცეცხლოვან ურჩხულად და ადვილად უმკლავდება ნებისმიერ მტერს.სიუჟეტის განვითარებასთან ერთად,მეომარ ცხენოსანს ეძლევა საშუალება სხვადასხვა იარაღები დაიმატოს არსენალში. ხმლის გარდა,"ომს" გონების მოქნევაც მოუწევს,თამაშის ძირითადი ნაწილი puzzle-ების და გამოცანებისგან შედგება.გეიმფლეის დრო დაახლოებით 15-16 საათს შეადგენს და ამ დროის დიდი ნაწილი,სწორედ ბოსებთან ბრძოლას და პაზზლების ამოხსნას მიაქვს. 9.0 2.სიუჟეტი/პერსონაჟები რაც შეეხება სიუჟეტს,თამაშის ბოლომდე დინამიურად მიდის და მთავარი პერსონაჟიც,როგორც hack and slash RPG-ს ჩვევია,სიუჟეტის პროპორციულად ვითარდება.ასევე განსაკუთრებულია თითოეული პერსონაჟის ხასიათი,მათი ხმის ტემბრი(გახმოვანებაზე რომ,მართლაც კარგად აქვთ ნამუშევარი შემქნელებს).ამ ყველაფერს, მოთამაშე პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში გადაჰყავს.რაც შეეხება მთავარ გმირს-"ომს",ის ნამდვილი Baddas-ია,თავდაჯერებული და ძლიერი,რომელსაც არ აინტერესებს არც ადამიანები,არც დემონები და ანგელოზები.მისი მისია ბალანსის აღდგენაა და შემქნელის ნების შესრულება ნებისმიერ ფასად.ასეთი პერსონაჟით თამაში,მართლაც რომ განსაკუთრებულია.კარგად არის გაკეთებული დიალოგები,"ომსა" და სხვა პერსონაჟებს შორის.გრძელი და დაძაბული სცენებით დატვირთული სინემატიკები სიუჟეტს უფრო საინტერესოს ხდის და ასევე დასასრულიც საინტერესო აქვს. 9.0 3.გრაფიკა გრაფიკა,შეიძლება ითქვას რომ კარგია,განსაკუთრებით წყლის და პერსონაჟის დეტალიზაცია მომეწონა.შეიძლებოდა უკეთესიც,თუმცა სლეშერისთვის ესეთი გრაფიკაც საკმარისია. 8.0 4.ოპტიმიზაცია PC-ზე ოპტიმიზაციას რაც შეეხება,სუსტ კომპებსაც კარგად მიაქვს,მაგრამ თამაშს მაინც ეტყობა რომ პორტია და ჭედვები/ფრიზებიც იშვიათად,მაგრამ მაინც აქვს. 7.0 Overall- 8.0 პატივისცემით გიორგი შ.
    2 points
  9. ამაზონმა ეხლახანს დაანონსა Kindle Fire . რომლის ფასიც შეადგენს 199$ - ს. იგი მუშაობს Android 2.3 ოპერაციულ სისტემაზე. მისი ერთერთი დადებითი მახასიათებელია Gorilla Glass. თვითონ ნახეთ. მახასიათებლები: CPU : 1GHz TI OMAP dual-core RAM : 512 Mb Internal storage : 8GB Weight : 413 http://www.youtube.com/watch?v=jUtmOApIslE
    2 points
  10. აქ ჰარდზე არაა საუბარი ,დიზაინი გეიმინგ ლეპებს არ აქვთ ასეთი და ამიტო მიიჩნევა ეს მომავლის ლეპად ( დიზაინით ) რაც შეეხება ზოგადად ლეპს გეიმინგისთვის 95 % ს არ მოსწოს ლეპით გეიმინგი ,მაგრამ ბევრი რამით მოსახერხებელია თუ არ ჩევანი გაქვს ლეპსა და კარდ დესკტოპს შორის დესკტოპ სისტემას აირჩევ რა თქმა უნდა ,მაგრამ ვისაც შეუძლია ორივე ქონდეს რატომაც არა არა ეს მოდელი არ იყიდო ,ეს ვეღარ გასწვდება ახალ თამაშებს მალე და დანრჩები ეგრე დაელოდე ახალ მოდელს ახალი პროცებით და ვიდეოთი
    2 points
  11. Nox Xtreme-მა ევროპაში წარმოადგინა USB 3.0 ინტერფეისის მქონე კეისი ეს არის Hummer-ის განახლებული ვერსია სახელად Hummer 3.0, კეისი full-tower ფორმ-ფაქტორის არის მისი გაბარიტებია 610 (H) x 232 (W) x 520 (D) მმ და მხარს უჭერს micro ATX, ATX, E-ATX, XL-ATX და Flex-ATX სტანდარტის დედაბარათებს. I/O პანელზე დატანილია USB 3.0 (x 2), USB 2.0 (x 2) და eSATA (x 2) პორტები, ჩაშენებული ორ არხიანი ფან კონტროლერი, ასევე გააჩნია ექვსი 5,25-დუიმიანი განყოფილება ექვსი შიდა 3.5/2.5-დუიმიანი განყოფილება, ოთხი წინასწარ გაბურღული ხვრელი წყლის ტუბისათვის, კეისი იყენებს ოთხ ფანს ესენია ერთი 230 მმ-იანი მოდელი თეთრი LED განათებით რომელიც განთავსებულია წინ, ორი 140 მმ-იანი სპინერები რომლებიც განთავსებულები არიან ზევით და ერთიც 140 მმ-იანი ფანი რომელიც განთავსებულია უკან. Hummer 3.0 გაიყიდება 109.90 ევროდ
    2 points
  12. კომპანია Sharkoon-მა ამ კვირაში მომხმარებლებს გააცნო ორი ახალი კეისი, გეიმინგისთვის ორიენტირებული MS120 და MS140, ორივე კეისი არის micro-ATX ფორმ-ფაქტორის მაგრამ მხარს უჭერენ high-end ვიდეობარათებს 36 სმ-მდე. Sharkoon-ის კეისები შეღებილია შავად როგორც გარედან ასევე შიგნიდან და იწონიან 4 კგ-ს, I/O პანელი განთავსებულია წინ და მასზე დატანილია USB 3.0 (x 1), USB 2.0 (x 3) და audio (x 2) პორტები, ერთი 5,25 დუიმიანი განყოფილება, ოთხი შიდა 3,5 დუიმიანი განყოფილება, და ოთხი გაფართოების სლოტი. MS120-ის გაბარიტებია 420 (L) x 175 (W) x 375 (H) მმ და აღჭურვილია ორი 120 მმ-იანი ლურჯი LED ფანებით რომლებიც განთავსებულია წინ და მისი ფასია €33.60, MS140-ის გაბარიტებია 420 by 175 by 368 მმ და აღჭურვილია 140 მმ-იანი ლურჯი LED ფანით რომელიც განთავსებულია წინ და მისი ფასია €30 MS120 MS140
    2 points
  13. v4.03.4151 (25 Jun 2013) - Added command line option to reboot after cleaning (/AUTO /RESTART). - Improved Firefox cleaning: Site Preferences, History and Startup items. - Improved Internet Explorer 10 cleaning: Saved Passwords, Userdata Cookies and Last Download Location. - Improved Internet Explorer 9 Last Download Location cleaning. - Improved Opera Cache cleaning. - Updated Startup items detection for Firefox and Google Chrome. - Added Cookie management for multiple users (Pro Version). - Improved Startup item management for multiple users on Windows 8 (Pro Version). - Added cleaning for Express Scribe, Gom Player, Skype Metro App, Twitter Metro and Adobe Reader Touch. - Improved cleaning for Microsoft Office 2013. - Added Thai translation. - Improved localization and language support. გადმოწერა: Piriform.com FileHippo.com Download.com
    1 point
  14. http://geotorrents.com/Might_Magic_Heroes_VI_2011_ENG_Beta-s-65767.ts Дата выхода: 8 сентября 2011 г. Жанр: Strategy (Turn-based) / 3D Разработчик: Black Hole Entertainment Издатель: Ubisoft Entertainment Издатель в России: Buka Entertainment Платформа: PC Язык интерфейса: ​(English) Язык озвучки: ​ (English) Тип издания: Beta Таблэтка: Присутствует Системные требования: √ Система: Windows® XP / Vista / 7; √ Процессор: Intel Pentium Core 2 Duo E4400 @ 2.0 Ghz, AMD Athlon X2 5000+ @ 2.6 Ghz (Intel Pentium Core 2 @ Duo E6400 @ 2.00 Ghz, AMD Athlon II X2 240 @ 2.8 Ghz); √ Оперативная память: 1 GB для Windows XP и 1.5GB для Vista или Windows 7 (2 GB); √ Видео-карта: минимальное количество видеопамяти/версия directX 512 MB, DirectX 9.0c (1 GB, DirectX 9.0c); √ Аудио-карта: Звуковое устройство, совместимое с DirectX 9.0с; √ Жесткий диск: 5 Гб Описание: Эта история начинается в 564-м году эпохи Седьмого Дракона. В смутное время второго затмения Кровавой Луны и восстания императора Демонов – Кха-Белеха. Легендарный предводитель Архангелов, убитый во время войны старших рас, теперь воскрешен. Он вынашивает планы по грядущему вторжению Демонов и замышляет восстановить свои силы, убить старых заклятых врагов и захватить контроль над миром Асхан. Однако, он недооценивает силу Династии Грифона. Меч и Магия: Герои VI рассказывают историю Династии Грифонов в то время, когда они еще были герцогами Святой Империи и не восседали на Имперском Троне. В пяти кампаниях раскроется история детей Славы, герцога Грифонов. Пять героев Святой Империи поведут свои войска в бой.. но чем кончится эта история? Вскоре наши герои поймут, что в этой Империи далеко не все гладко. Так начинается эпос о романтике и любви, предательстве и тайнах, убийствах и спасении жизней. Все пять кампаний связаны друг с другом единым сюжетом, но вы можете начать играть за любую из сторон. Но перед этим вам предстоит познакомиться с герцогом Грифонов, отцом будущих пятерых героев. Особенности игры: Насладитесь продолжением великой саги от культового разработчика Black Hole, созданного при содействии огромной армии фанатов игры. ; Уникальная смесь пошаговой стратегии и RPG. Исследуйте огромные карты мира Меч и магия, полные приключений, сокровищ и красивейших городов. ; Развивайте своего героя и собирайте бесчисленные армии. ; Определите свою судьбу и судьбу мира! Проведите своего героя через интригующий сценарий этой истории. Откройте для себя все богатство мира вселенной «Меч и Магия»! Фантастические пейзажи и существа населяющие его не оставят равнодушными даже самых закаленных игроков. ; Соревнуйтесь с друзьями, благодаря умному интерфейсу игры, все ваши достижения будут доступны в сообществе игры. Установка Установить игру Скопировать содержимое архива "Кряк" в папку с установленной игрой с заменой файлов Играть! სტრატეგიის მოყვარულებს გაუხარდებათ, ალბათ :)
    1 point
  15. კომპანია Cooler Master-მა განაცხადა Hyper 212 EVO და Hyper TX3 EVO პროცესორის ქულერების გამოსვლის შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ მოდელების დახვეწილ ვარიანტებს, რომლებსაც მომხმარებელი კარგად იცნობს. ცვლილებები შეეხო რადიატორის კონსტრუქციასა და სითბური მილაკების განლაგებას. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ფენები და მათი სამაგრებიც. მათგან პირველის ძირთან დაკავშირებულია ოთხი ჰითპაიპი, ხოლო მეორესთან კი - სამი. ორივე შემთხვევაში, ამ კომპონენტების განთავსება და ფორმა შერჩეულ იქნა ისეთი გათვლით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კონტაქტი პროცესორთან. თვითონ მწარმოებელი კი, ამ ტექნოლოგიას 'უწყვეტ უშუალო კონტაქტს' (Continuous Direct Contact ან CDC) უწოდებს. Hyper 212 EVO-ს ზომებია 120 x 80 x 159 მმ, მასა კი 569 გ. მის კომპლექტაციაში შედის 120 მმ-იანი ფენი, რომლის სისწრაფეც რეგულირდება 600-2000 ბრ/წთ-ის ფარგლებში. ამასთან, ვარირებს წარმადობის - 0,7-2,35 მ3/წთ-მდე და ხმაურის დონეც - 9-36 დბ-მდე. გათვალისწინებულია მეორე ვენტილატორის დაყენების შესაძლებლობაც. Hyper TX3 EVO შედარებით მცირე და მსუბუქია - 90 х 79 х 136 მმ და 379 გ. 92 მმ-იანი ფენი კი ასრულებს 800-2800 ბრ/წთ-ში, ქმნის ნაკადს 0,44-1,55 მ3/წთ-ში და ხმაურს - 17-35 დბ-მდე. ნაწარმები თავსებადნი არიან Intel LGA 775, 1155, 1156, 1366 და ასევე AMD AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 სოკეტებთან. პრე-ორდერების მიღება უკვე წარმოებს. Hyper 212 EVO-ის ღირებულება შეადგენს 34,90, ხოლო Hyper TX3 EVO-სა კი - 23,50 ევროს. მიწოდებები კი ოქტომბრის თვიდან დაიწყება. IXBT
    1 point
  16. ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, მომდევნო თვეს უნდა დაიწყოს AOC i2353Fh მონიტორის მიწოდებები, რომელიც პირველად CeBIT 2011 გამოფენის დროს წარადგინეს. მისი ეკრანის დიაგონალი 23-დუიმიანია, რომლის გაფართოებაც შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს. გარდა ამისა, ის დამზადებულია IPS-ტიპის პანელზე და აღჭურვილია შუქდიოდური განათებით. განცხადებული რეაგირების დრო 5 მ/წმ-ია, დინამიური კონტრასტულობა - 50 000 000:1, სიკაშკაშის დონე - 250 კდ/მ2. სიგნალის წყაროებთან დასაკავშირებლად კი, მას გააჩნია ორი HDMI და ერთი D-Sub-პორტი. დისპლეის გარე განმასხვავებელ ნიშნად, უნდა ჩაითვალოს მისი მცირე სისქე. იმ ადგილას, სადაც განლაგებულია ეკრანი, ამ მაჩვენებლის ოდენობა სულ რაღაც 9,6 მმ-ია. რეკომენდირებული ფასი გახლავთ 179 ევრო, მაგრამ პრე-ორდერების მიღება წარმოებს 165-ად. TC Magazine, IXBT
    1 point
  17. აი მაგ ლინკში 580თს რა ქულაც უწერია მაგაზე 6XXX ით მეტი ავიღე ანუ დასკვნა სიაფანდია სუ ეგ ლინკები
    1 point
  18. კარგით რა razer თუ 320GB HDD, 7200RPM SATA-ს გეიმინგის მომავალს ეძახის მე რო ვერტქსი ჩამომივა გადავსულვარ 22 საუკუნეში მაშინ! ასევე პირადად ვთვლი რომ ნოუთბუკით თამაში არის მარაზმი, ვთამშობ თამაშებს და არასდროს გამჩენია რეიზერის ან ასუსის გეიმერული ნოუთბუქის ყიდვის სურვილი. არც გმიჩნდება.
    1 point
  19. მიწერე მერე რა პრობლემაა ჩვენი ფორუმელია razer__
    1 point
  20. არა ეს მართლა მაღალი დონის ლეპტოპია ,ერთადერთი მინუსი დავწერე ზემოთ თქვეს რომ მომავალში ამ სტილის იქნება გეიმინგ ლეპები და არა ალიენ ვერისნაერი ჯართი
    1 point
  21. მადლობა ავტორს )
    1 point
  22. მეც მინდა :cry:
    1 point
  23. 16.75$ ზე იაფად არსად არაა ?
    1 point
  24. რაღა მგონი აუ 2800 დოლარად რა გეიმინგ მონსტრს ავაწყობდი?! ჩემის აზრით PC უნდა იყოს ძალიან ძლიერი თავიის ვიდეო და პროცესორით თამაშებისთვის და ლეპტოპი უნდა იყოს მსუბუქი და გრილი ხო და ნეთბუქი არ უნდა იყოს ეს პატარა მონიტორი მკლავს :D
    1 point
  25. 1 point
  26. დაცვას რა უქნეს ბურთი ვერ ამირთმევია და ტოტის რა უქნეს ზედმეტად დაასუსტეს სამაგიეროდ იტალია 5 ვარსკვლავიანი გახდა ვიყიდი ხვალ
    1 point
  27. Reloaded-ის ვერსიას ვიწერ მთელი დღეა იმედია გავერთობი ცოტას
    1 point
  28. არა ქართველი მირჩევნია :D
    1 point
  29. კომპანია AMD აპირებს Bulldozer-ზე FX-8170, FX-6120 და ასევე ჰიბრიდული А8-3870K და А6-3670K პროცესორების გამოშვებასაც. პირველ მათგანი იქნება FX-8150-ზე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელი. ის მიიღებს რვა გამომთვლელ ბირთვს და II და III დონის კეშ-მეხსიერებას, თითოეულზე 8 მბ ოდენობით. მისი ტაქტური სიხშირე, აღნიშნულ CPU-სთან შედარებით, 200 მჰზ-ით მეტია - 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). FX-6120-ის შესახებ ინფორმაცია ბევრი არ არის: მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ მის შემადგენლობაში შევა 6 ბირთვი, II დონის 6 მბ და III-ის 8 მბ კეშ-მეხსიერება. ზუსტად მსგავსი მონაცემები გააჩნია 12 ოქტომბერს გამომსვლელ FX-6100-საც, ასე, რომ ამ მხრივ, ის (FX-6120) არანაირ სიახლეს არ შემოიტანს. ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, როგორც FX-8170-ის შემთხვევაში, FX-6120-ის სიხშირეც 200 მჰზ-ით მაღალი იქნება, ანუ 3,5 გჰზ სტანდარტულ და 4,1 გჰზ ტურბო-რეჟიმის დროს. AMD FX პროცესორების ოფიციალური დებიუტი უნდა შედგეს 12 ოქტომბერს, ხოლო ახალი FX-8170 და FX-6120 გამოჩნდებიან მომდევნო წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება APU А8-3870K და А6-3670K-ს, მათი პრემიერა შედარებით უფრო ადრე, ამ წლის IV კვარტალშია დაგეგმილი (საორიენტაციოდ, ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისში). ორივე მოდელის მამრავლი გახსნილი იქნება, რაც გაზრდის მათ ღირებულებას ენთუზიასტებსა და აჩქარების მოყვარულთა შორის. მათგან უფროსის ტაქტური სიხშირე გაუტოლდება 3 გჰზ-ს და მის კომპლექტაციაში შევა GPU Radeon HD 6550D, ხოლო უმცროსის ეს მაჩვენებელი 300 მჰზ-ით ნაკლები იქნება, ხოლო ინტეგრირებული გრაფიკული ბარათის როლში წარმოგვიდგება Radeon HD 6530D. ორივე APU-ს TDP 100 ვ-ია.
    1 point
  30. ლინზისებური/პარალაქსური 3D, უფრო მეტად ლინზისებური. ასევე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა 3D კამერებზე. თუ ოდესმე ყიდვას დააპირებთ ეს გაითვალისწინეთ: 3D კამერას აქვს 2 ლინზა (რა თქმა უნდა ), თუმცა ზოგიერთ მათგანს აქვს თითოეული ლინზისთვის ცალკე მატრიცა, რაც საუკეთესო შედეგს მოგცემთ ვიდრე ერთ სენსორზე ჩაწწერილი 3D ვიდეო. აი ამას ვგულისხმობ: ეს ორ-სენსორიანი 3D კამერაა ესეც ერთ-ერთი ასეთივე ტიპის კამერები: აი ესენი კი პოპულარი (და შესაბამისად იაფიანი) ერთ-მატრიციანი 3D კამერებია:
    1 point
  31. მხოლოდ Z77 Z75 H77 Z68 P67 H67
    1 point
  32. ვერ იქნება არ მგონია ჰა ჰა 20% ით აჯობოს სუფთად როდის აქეთაა რო ინტელი 50% იან ნახტომებს აკეთებს
    1 point
  33. http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif http://halamadrid.ge/engine/data/emoticons/001.gif
    -1 points
  34. :xelebi: http://www.youtube.com/watch?v=gZytK_eTDXE&feature=related
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.