Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/12/10 in all areas

  1. ამ თემაში განვიხილოთ ხოლმე მითები და ლეგენდები კომპიუტერულ ტექნიკაზე თუ რამე სისულელე მითები დადის კომპს სამყაროზე აქ დავწეროთ ხოლმე ახსნა თუ რატომ არის არასწორი ესა თუ ის ინფორმაცია მითი 1 - პენტიუმ 5 როგორც ასეთი პენტიუმ 5 არასდროს გამოსულა და არც გამოვა მაგ სახელით პროცესორი, სავარაუდოდ მითის შექმნის მიზეზი არის ასუსის P5 სერიის მაზერები სადაც პრეფიქსი P5 არანაირ კავშირში არ არის არც პენტიუმთან და არც მის მე5 სერიასთან, უბრალოდ მაგ სერიის დედა დაფებს აქვთ პენტიუმ 4-ის შემდეგ გამოსული პროცესორების მხარდაჭერა. ასევე უკვე არსებობს i5 სერიის პროცესორები რომლებიც არანაირად არ არის პენტიუმის სერია. მითი 2 - ჩემი 3.4 GHz-იანი პროცესორი შენს 2.6 GHz-იანს ჯობია არა სწორია პროცესორების მარტო სიხშირით შედარება, ან თუნდაც მარტო ქეშ მეხსიერების ზომით შედარება. პირველ რიგში პროცესორის სიძლიერეზე მისი არქიტექტურა ახდენს გავლენას, მაგალითად i7 920 2.66 სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 1 MB აქვს ხოლო მესამე დონის ქეში 8 MB მაგრამ ყველა კომპონენტში ჯობნის მაგალითად Q9650-ს რომელიც 3.0 GHz სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 12 MB აქვს. მითი 3 - core 2 duo ყოველთვის ჯობია dual core-ს დასაბამიდანვე მცდარია მთელი მითი. საერთოდ dual core ტერმინი ნიშნავს ორბირთვიანს და მეტს არაფერს. ანუ core 2 duo მიეკუთვნება dual core პროცესორებს (dual core-ისგან განსხვავებით არსებობს კიდევ quad core ანუ ოთხბირთვიანი პროცესორები). dual core პროცესორებს პოპულარული ენით უწოდებენ ინტელის ორბირთვიანი პენტიუმების სერიას (pentium dual core არის რეალურად სერიის სახელი და არც P5-ები არიან ესენი!). და თუნდაც მაგ პენტიუმებს რომ შევადაროთ ისევ კონკრეტულ მოდელს და არქიტექტურას გააჩნია ზოგიერთი dual core აშკარად ჯობია ბევრ core 2 duo სერიის პროცესორს. მითი 4 - 1 GB-იანი ვიდეო კარტა ჯობია 512 MB-იანს რა თქმა უნდა მეტი მეხსიერება ჯობია, მაგრამ ვიდეო დაფის სიმძლავრე მხოლოდ ვიდეო მეხსიერების მოცულებით არ განისაზღვრება. პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა აქვს მის GPU-ს, შეიდერების და მეხსირების clock სიხშირეებს და რა თქმა უნდა არქიტექტურას. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როცა 512 MB მეხსიერბით ვიდეო დაფა ჯობია 1GB მეხსიერებით ვიდეო დაფას, მთავარია GPU! მითი 5 - 512 ბიტიანი ვიდეო დაფა ჯობია 256 ბიტიან ვიდეო კარტას ისევ ვიდეოს მეხსიერების მონაცემებზე აგებული მითი. ვიდეოს მეხსიერების სალტის სიფართე (ბიტები) მის სამუშაო სიხშირესთან ერთად არის საინტერესო. მაგალითად HD5870 256 ბიტიანი მაგრამ აშკარად ჯობია GTX280-ს რომელიც 512 ბიტიანია. საერთოდ ვიდეო დაფის წარმადობაში მისი მეხსიერების მონაცემები მეორეხარისხოვანია GPU მონაცემებთან შედარებით. მითი 6 - DDR3 ვიდეო კარტა DDR2 მაზერზე არ წავა ჯერ ერთი დედა დაფა და არა "მაზერი" () მეორეც დედა დაფის ოპერატიულს არანაირი კავშირი არა აქვს ვიდეოს ოპერატიულთან მთავარია ვიდეოს სლოტი მოერგოს დედა დაფას PCI-e ან AGP და მეხსიერებას მნიშვნელობა არა აქვს, ასევე DDR3 ვიდეო დაფები არ არსებობს, არსებობს GDDR3 (Graphic DDR) რომელიც პრინციპში იგივე ტექნოლოგიაა მაგრამ მაინც განსხვავებულია და უკვე GDDR5-იც არსებობს მაშინ როცა DDR მაქსიმუმ 3 არსებობს. მითი 7 - 500 ვატიანი კვების ბლოკი ჯობია 400 ვატიანს საერთოდ კვების ბლოკების სიმძლავრის ვატებით შეფასება არასწორია. პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს +12 ვოლტზე ჯამური ამპერების რიცხვს და არა ვატებს. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როცა ხარისხიანი 400 ვატიანი კვების ბლოკი გაცილებით ძლიერ სისტემას რთავს ვიდრე უხარისხო 500 ვატიანი ან თუნდაც 600 ვატიანი ფსევდო კვების ბლოკი. +12 ვოლტზე ჯამური ამპერები დაითვალეთ თუ სწორი არჩევანის გაკეთება გინდათ. მითი 8 - AMD არ ვარგა Intel ჯობია რა თქმა უნდა ინტელის ახალი არქიტექტურის პროცესორები i7 და i5 სერიიდან დღეისათვის ლიდერობენ წარმადობით, თუმცა ფასიც საკმაოდ ძვირია და შეიძლება AMD-ს პროდუქციაში ფასი/წარმადობის მიხედვით კარგი ვარიანტების შერჩევა. მით უმეტეს ინტეგრირებულ ვიდეოზე როცა არის საუბარი AMD უდავო ლიდერია Intel-თან შედარებით და შეიძლება ორჯერ უკეთესიც კი იყოს AMD-ს ინტეგრირებული ვიდეო დაფა. მითი 9 - AMD უფრო ცხელია ვიდრე Intel-ის პროცესორები აბსოლუტურად მცდარი მითი, თითქმის ყოველთვის პირიქით იყო, ინტელი ყოველთვის უფრო ცხელი იყო ვიდრე AMD-ს პროცესორები. მითი 10 - პროცესორი = ქეისი პროცესორი და ქეისი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა და ქეისში დევს პროცესორიც და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენტებიც, ვინჩესტერი, დედა დაფა, ვიდეო დაფა და ა.შ. სინამდვილეში პროცესორი ასანთის კოლოფის ხელა მოწყობილობაა. ხოლო ყველაფერს ერთად რასაც პროცესორს ეძახიან სინამდვილეში სისტემური ბლოკი ქვია. მითი 11 - დარაზგონება (აჩქარება) არ შეიძლება, შეიძლება პროცესორი გადაწვა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება ამ მითში არის სიმართლის ნატამალი, აჩქარებით (დარაზგონებით) მართლა შეიძლება რამე გადაწვა მაგრამ პროცესორი მაგ სიაში ბოლოა, რეალურად ძალიან ძნელია პროცესორის გადაწვა, საკამოდ კერკეტი კაკალია, ძაბავს თუ არ უმატებ ბიოსიდან რაიმეს გადაწვის შანსი 0-ის ტოლია, ასევე აჩქარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს მაგრამ პროცესორს თუ უნდა გაეძლო 10 წელი, აჩქარებული პროცესორი (ისიც ძაბვის მომატებით) გაძლებს 5-6 წელი მაგრამ ნებისმიერი პროცესორი 5 წელიწადში უკვე ისე ძველდება რომ საწყისის მეოთხედ ფასად იყიდი, ხოლო 10 წელიწადში საერთოდ ვერ გაყიდი! შედარებით სუსტია ვიდეო კარტა, ოპერატიული ან დედა დაფა მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხვს მითი 12 - რეალური და არარეალური კვების ბლოკი ამ მითს ორგანულად ვერ ვიტან, საერთოდ ესეთი ტერმინები არაფერს გვეუბნება კვების ბლოკის შესაძლებლობების შესახებ. რეალური ნიშნავს რომ იძლევა იმ რაოდენობის ვატებს რაც ზედ აწერია, ხოლო არარეალური იმაზე ნაკლებს ვიდრე აწერია, მაგრამ ეს ტერმინი არაფერს გვეუბნება ძაბვის რეგულაციაზე, +12 ვოლტზე ამპერების რაოდენობაზე, სიმძლავრის კორექციაზე (Active თუ Passive PFC) და ა.შ. სინამდვილეში სწორედ ამ მონაცემებს აქვთ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ვატებს. საბოლოო ჯამში რეალურია თუ არა კვების ბლოკი განისაზღვრება +12 ვოლტზე ჯამური ამპერაჟით და არა სლოგანით "real". ველოდები იდეებს რა დავამატოთ და რა მითი მოვკლათ კიდევ :)
    1 point
  2. http://up.jeje.ge//download.php?id=F325F6E529
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.