Jump to content

Coll1sion

წევრი
  • Posts

    14
  • Joined

  • Last visited

Profile Information

  • OS
    Tbilisi
  • CPU
    0
  • MoBo
    0
  • GPU
    0
  • RAM
    0
  • HDD
    0
  • PSU
    0

Coll1sion's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

6

Reputation

  1. რაღაც უცნაური აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა რომ 18 მონაწილე გადავიდა მეორე ტურში. იდეაში 20 მონაწილე უნდა ყოფილიყო და როგორც უკვე ითქვა არ მოსვლა/ვერ დარაზგონება ერთი და იგივე შედეგად ჩავთვალეთ. მეორე შანსი მეორე შანსად გამოვიდა და არა გადავწყვიტეთ რომ ეგრე გვექნა, იმ ხალხის დამსახურებით ვინც არ მოვიდა ტურნირზე. მოსულიყვნენ, შედეგი დაეფიქსირებინათ და გამოეთიშებოდნენ ტურნირს, ვინ უარეს შედეგებს მიაღწევდა. კეთილები ნამდვილად არ ვართ გარდა იმისა რომ გამარჯვებულ 1 ადამიანს 23 მარტს კომპიუტერს მივცემთ.
  2. რომ გაგებედა მე-19 იქნებოდი. სულ 18 კაცია დარჩენილი
  3. მეტი არ მოვიდა. თორე დარეგისტრირებული იყვნენ
  4. როცა მოგწერეთ თქვენ დაახლოებით მაგ დროისთვის შეძლებთ დაწყებას. მანამდე კომპიუტერები იქნება დაკავებული თქვენ წინ დაბარებული მონაწილეების მიერ. თუ საყურებლად ან შემთხვევით თავისუფალი ადგილი იქნა, შეგიძლიათ მოხვიდეთ
  5. ყველა დარეგისტრირებულთან გავგზავნე მეილი ახლახან. ხვალ მესიჯითაც მიიღებთ შეტყობინებას
  6. კიდევ ერთხელ და სავარაუდოდ ამ პოსტზე საბოლოოდ სალამი გატყობინებთ ყველას რომ ჩვენი შეჯიბრი გაიხსნება შაბათს 8 მარტს 11:30 ზე. მოკლე გახსნა იქნება და შემდეგ დავიწყებთ ტურნირს. ყველა დასწრების მსურველს შეუძლია მოვიდეს. I ტურის დაწყების დროები: 8 მარტი - 11:30 9 მარტი - 12:00 მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 240. დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გისურვებთ წარმატებას!
  7. ხალხნო ამერიკიდან გამოწერის დროს (როგორც მოგვწერეს ამინდის გამო) შეიქმნა პრობლემა ნაწილების გამოგზავნაზე. ამიტომ კომპიუტერებმა ვერ მოასწრეს ჩამოსვლა. უკომპიუტეროდ შეჯიბრს ვერ ჩავატარებთ ამიტომ იძულებულნი გავხდით შეჯიბრი გადავწიოთ. დაგვპირდნენ რომ ოთშაბათისთვის ყველა კომპიუტერი გვექნება, ამიტომ 1 კვირით გადავწიეთ შეჯიბრი (სამუშაო დღს არ დავამთხვევთ, რომ ყველასთვის მოსახერხებელი იყოს) და დავიწყებთ 8 მარტს. ამის გამო შეიცვლება ფინალის დროც - რადგან 14,15,16 მარტს ჩვენთან ტარდება ჰაკათონი ამიტომ ოვერქლოქერების შეჯიბრის ტური გაიმართება 22- 23. და დაჯილდოებაც იქნება 23ში. იმედია მეტი არაფერი შეგვეცვლება, თუ შეიცვალა შეგატყობინებთ მაქსიმალურად ოპერატიულად (არა ასე როგორც დღეს გამომივიდა)
  8. მოგესალმებით ოვერკლოკერებო პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით, ცოტა ხნით დაკარგვისთვის. ახლა გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე: მადლობა მოდერებს რომ საწყისი პოსტი ჩაასწორეს დავიწყოთ ე.წ. შპარგალკით - კი შეგიძლიათ გქონდეთ არ არის პრობლემა მისამართი სადაც ჩატარდება არის : თბილისი აღმაშენებლის ხეივანი 240. დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები) და ბოლოს კონფიგურაციები: თუ გამომრჩება რამე დავწერ კიდე. პროგრამულად იქნება ყველა საჭირო პროგრამა, იმისთვის რომ დარაზგონება შეძლოთ. რაც შეეხება ჰარდს, ყველა ნაწილის ზუსტ მოდელს არ ვწერთ რომ ინტრიგა დავტოვოთ და ე.წ. სახლში შესასრულებელი სამუშაო დაგიტოვოთ. დედაპლატა: ASUS Rampage IV მეხსიერება: DDR-III 8GB PC3 –2133 კვების ბლოკი: Corsair 600W მყარი დისკი SSD 64GB ყველა კონკურსანტს მეილსაც და მესიჯსაც მივწერთ ინფორმაციით როდის უნდა მოვიდეს .
  9. დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ იქნება მონაწილეზე არაფერი, თუ სპეციალურად არ გააფუჭეთ რამე.
  10. ხალხნო და ჯამაათნო ჩვენ კონკურსში მუშაობის წესები და პროცესი იქნება ასეთი: თითეულ მონაწილეს ეძლევა 1 საათი კომპიუტერის ასაჩქარებლად და 5 წუთი - მიღწეული შედეგის საჩვენებლად (იქნება live ჩვენება). კომპიუტერები მთლიანად კონფიგურირებული იქნება პროგრამულ-აპარატურულად იმგვარად, რათა მონაწილეს არ დაჭირდეს რაიმე პროგრამის მოტანა ან დაინსტალირება. კომპიუტერის კეისი აწყობილი და დაპლომბილი იქნება, რაიმე აპარატურული ცვლილებების შეტანა აკრძალული იქნება. ასევე, აკრძალული იქნება პროცესორის დამცავი მექანიზმების გათიშვა. ოპერაციული სისტემა იქნება ვინდოუს 7. დრაივერები და ყველა საჭირო პროგრამა, როგორიცაა CPU-Z, Super PI, Speedfan და სხვა, წინასწარ დაინსტალირებული იქნება. ინტერნეტთან წვდომა გათიშული იქნება, ასევე გათიშული იქნება გარე მატარებლები, როგორიცაა ფლეშ დრაივები და სიდი დისკები. შედეგებს აღრიცხავს ჟიური. თუ შემთხვევით კომპიუტერს რამე მოუვიდა, გვექნება სათადარიგო კომპიუტერები. უბრალოდ შევცვლით კომპიუტერს, მონაწილეს რომელსაც პრობლემა შეექმნება იმის დრო თავიდან ჩაირთვება პ.ს. რეგისტრაცია დაიუხერაბა როგორც კი საჭირო რაოდენობა მოგროვდება ასე რომ იჩქარეთ!
  11. კომპიუტერების სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაცია დაიდება ამ დღეებში, ტურნირის წესებთან ერთად. მონაწილეებს ვინ რა დროს გავა შეჯიბრზე შევატყობინებთ სულ ცოტა 4 დღით ადრე. მეილით და ტელეფონით (მესიჯით ან დავურეკავთ (უფრო დავრეკავთ)).
  12. კი დასწრება შესაძლებელი იქნება
  13. პროცესორის მონაცემი საიტზე წერია ზუსტად. სხვა მონაცემებსაც ალბათ გამოვაქვეყნებთ 1-2 დღეში. ამავე პეიოდში გამოქვეყნდება წესები, რომელიც იმოქმედებს შეჯიბრის დროს.
  14. მოგესალმებით თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ ოვერკლოკერების შეჯიბრს. ტურნირი გაიმართება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იჩქარეთ! რეგისტრაცია მხოლოდ 21 თებერვლამდეა და მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. შეჯიბრი დაიწყება 1-ელ მარტს და რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. დაჯილდოება გაიმართება 9 მარტს რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ http://freeuni.edu.ge/node/702 ან http://agruni.edu.ge/node/810 დამატებით ინფორმაცია წესების შესახებ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.