Jump to content

Sandy Bridge - მიმოხილვა


Recommended Posts

ავტორი გათი

ოთხბირთვიანი მეინსტრიმ მარკეტი უყურადღებოდ მიგდებულ იქნა მას შემდგომ რაც ბაზარზე (2009 წელს) Lynnfield გამოჩნდა. შესაბამისად High-end და Low-end კატეგორია გადაბარგდა 32ნმ ტექნოლოგიაზე, მაგრამ იმისათვის რომ ოთხბირთვიანი საშუალო დონის (mainstream) სამუშაო პროცესორის მფლობელი ყოფილიყავით უნდა შეგეძინათ 45ნმ-იანი Lynnfield, Intel-ისაგან. არადა ოთხბიართვიანი Xeon-ებიც კი გადაბარგდნენ 32ნმ-ზე.

თუმცა ეს ყველაფერი შემდეგი წლიდან რადიკალურად შეიცვლება. იმის თქმა მინდა რო მეინსტრიმ კატეგორიაში ცვლილება მოხდება. Nehalem არქიტექტურა დღესაც ძვირადღირებული დედადაფებისა და პროცესორებისგან ირჩენს თავს, თუმცა Intel-ის შემდეგი ნაბიჯი არის კომპიუტერული ტექნიკის ბაზრის შუა - უმთავრეს ნაწილში ჩაკვეხება. ამ ჯერზე, ultra-high-end მომხმარებლებმა უნდა მოიცადონ - თუ გინდათ ხელმისაწვდომი (ფასით) ოთხბირთვიანი პროცესორი, Lynnfield-ის წარმატებული მემკვიდრე გქონდეთ, მაშინ Sandy Bridge თქვენთვის არის.

Sandy Bridge არის შემდგომი მაჟორული არქიტექტურა Intel-ისაგან. თუმცა არ გეგონოთ რომ ეს რიგითი პროცესორის სერია იქნება. ის ისეთივე ინოვაციური იქნება როგორც Conroe და Nehalem :) . ამ ტოპ-არქიტექტურებს შორის კი გვხვდებოდა - Penryn, Westmere, ხოლო SB-ს შემდგომ ვიხილავთ მის 22ნმ-ულ ვერსიას - Ivy Bridge, თუმცა წინასწარი დასკვნების გამოტანით შეგვიძლია ვთქვათ რომ Ivy Bridge იქნება SB-ს ნანომტერული განახლება.

Intel კვლავ რამოდენიმე კვირით შორსაა IDF-ზე SB-ს წარმადობის მაჩვენებლების დასახელებისაგან. თუმცა ამ თემაში უკვე შემოგთავაზებთ თუ რა გელით 2011 წლის პირველ კვარტალში.

ახალი სახელი

დასახელება დიდად განსხვავებული არ გახლავთ. ეს არის უბრალოდ დამატება იმისა რაც ისედაც ვიცოდით :) Intel მას ეძახის i7, i5, i3-ს მეორე თაობას (2G). შესაბამისად მეორე თაობის არსებობამ მინორული ცვლილება შეიტანა დასახელების პრინციზე.

nameki.png

მაგალითისთვის: დღევანდელი უსწრაფესი LGA-1156 პროცესორი არის Core i7 880. ხოლო შემდეგი წლიდან მას შეცვლის უსწრაფესი LGA-1155 პროცესორი - Core i7 2600. 2 აღნიშნავს მის თაობას, ხოლოდ 600 კონკრეტული მოდელის ნომერია.

94671548.jpg

პროცესორის სახელებს ასევე შეიძლება ახლდეთ ბოლოსართი. ჩვენ ერთ-ერთ ასეთს უკვე ვიცნობთ: K-ს, რომელიც აღნიშნავს გახსნილ ბირთვიან პროცესორს ოვერქლოქერებისათვის. თუმცა ამიერიდან იქნება დამატებით ორი: S და T. S პროცესორები იქნებიან ოპტიმიზირებული წარმადობაზე, ხოლო T-ები კი ენერგომოხმარებაზე.

S - სერია შედარებით დაბალ ბაზურ სიხშირეზე მუშაობს ვიდრე მისი ჩვეულებრივი ვერსია (მაგალითად: Core i7 2600 მუშაობს 3.40GHz-ზე, როდესაც Core i7 2600S მუშაობს 2.80Ghz-ზე). GPU სიხშირე ორივე მოდელში იდენტურია. თუმცა ჩვენთვის უცნობია შესრულების ერთეულის (execution units) რაოდენობა თვითოეულ მათგანში. ყოველი S მოდელი მუშაობს 65ვატზე, როდესაც არა-S პროცესორებს 95ვატი ჭირდებათ.

25524090.jpg

T სერიის პროცესორები კი კიდევ უფრო დაბალ ბაზურ სიხშირეზე მუშაობენ და ტურბო სიხშირეც დაბალი აქვთ, თუმცა ამავდროულად საგრძნობლად დაბალ TDP-ს ვიღებთ (35ვატი და 45ვატი)

საფიქრებელია ის რომ S და T სერიის პროცესორები ძირითადად გამოყენებულ იქნება OEM-ების მიერ ენერგომოხმარების უკეთ მოწესრიგებისათვის.

ახალი არქიტექტურა

როგორც წესი თავდაპირველად განხილვებს - ტესტების შედეგებს წერენ, ასე იყო Conroe, Nehalem და Lynnfield-ის შემთხვევაში (ინტერნეტში ჯერ Westmere-ის ტესტები გავრცელდა და შემდგომ არქიტექტურის დეტალები). მაგრამ მინდა გითხრათ რომ Sandy Bridge სულ სხვა ხილია. :)

ესეიგი რა ვიცით ჩვენ:

Sandy Bridge არის 32ნმ ტექნოლოგიით მიღებული CPU, ზედ-კრისტალზე მყოფი GPU-თი. Clarkdale/Arrandale -ებს აქვს 45ნმ-იანი GPU 'ცალკე' გამოყოფილი, როდესაც Sandy Bridge გვთავაზობს ახალ გზას - გრაფიკული ბირთვის ტრანზისტორების კრისტალზე მოთავსებას.

SB-ს გრაფიკული ბირთვების ორი ვარიაცია ექნება: დაახლოებით რომ ვთქვათ . . . იქნება ერთ და ორ-ბირთვიანი გრაფიკული ბირთვები. თითოეულ ბირთვს კი ექნება 6 EU, EU არის Intel-ის გრაფიკული პროცესორის ექვივალენტი (nVidia მას iCUDA-ს დაარქმევდა :) ). Sandy Bridge შემოგვთავაზებს შესაბამისად 6 ან 12 EU-ს.

მართალია ეს ციფრები მთლად დამაიმედებელი არ არის ჩვენთვის, მაგრამ იცოდეთ რომ Sandy Bridge-ის დიზაინი მნიშვნელოვნად შეცვლილია იმასთან შედარებით რაც ჩვენ უკვე ვიცით. Intel-მა უკვე მოგვახსენა რომ SB-ს ვიდეოჩიპს, Clarkdale/Arrandale-თან შედარებით 2x სიჩქარე აქვს.

sandyjd.jpg

SB-ში ორივეს: CPU-ს და GPU -ს ექნებათ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი Turbo რეჟიმი. მაგალითად თუ თამაშობთ ისეთ თამაშს, რომელსაც უფრო მეტად GPU ჭირდება ვიდრე CPU, მაშინ CPU იმუშავებს ბაზურ სიხშირეზე ხოლო გრაფიკული ბირთვი კი ტურბო რეჟიმში გადავა. იგივე პრინციპი მუშაობს მის საწინააღმდეგო შემთხვევაში როდესაც CPU-ინტენსიურ პროგრამას იყენებთ.

რაც შეეხება პროცესორს კი - ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი მის პარალელურ შემსრულებელზე (execution pipeline). Sandy Bridge მოიცავს AVX ინსტრუქციებს, ისევე როგორც Bulldozer. პროცესორი ასევე აღჭურვილი იქნება ვიდეო ტრანსკოდირების მექანიზმით (video transcoding hardware) რათა თავი აარიდოს GPU-ს გამოყენებას ტრანსკოდირების სფეროში.

ქეშები ძირითადად უცვლელი რჩება. L1 ქეში კვლავ 64KB-ს შეადგენს (32KB ინსტრუქციები + 32KB მონაცემები), L2 კი კვლავ დაბალი შეყოვნების (low latency) 256KB-ია. ერთადერთი Core i7 2600-ს აქვს 8MB L3 ქეში, 2400-ს, 2500-სა და 2600-ს კი 6MB L3. 2100-ს - მხოლოდ 3MB L3. L3 ქეში Sandy Bridge-ისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან იგი გრაფიკულ ბირთვებთან არის გაზიარებული. ნუ იმედია IDF-ზე მეტს გავიგებთ ამის შესახებ :)

სხვა ცვლილებები შეიძლება იყოს L3 ქეშის ლატენტურობა ან prefetch-ერის აგრესიულობის გარზდა :D, ანდაც ორივე :P მეორე-ხარისხოვანი პროგრამები ვერ აჩვენებენ ზუსტ L3 ქეშის ლატენტურობას, ამიტომ ამ შემთხვევაში სხვა არქიტექტურასთან შედარება უწევთ ხოლმე. ამ შემთხვევაში cachemem-მა აჩვენა რომ Sandy Bridge-ის L3 ლატენტურობა არის 26 ციკლი, ხოლო Lynnfield-ს კი დაახლოებით 35-ია.

ეს არის სულ რაც ცნობილია ამ არქიტექტირაზე მეინსტრიმ კლასში. უფრო ზუსტად ყველაფერს შემდეგ თვეს , IDF-ზე გავიგებთ. თუმცა ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი: Sandy Bridge არ არის მინორული განახლება. თავადაც დაინახავთ როდესაც თვალს შეავლებთ ამ ჯადოსნურ ცხრილებს, მაშინვე მოგინდებათ SB-ზე გადასვლა :D

ახალი სოკეტი და ახალი ჩიპსეტი

აი აქ კი Intel ღირსია რომ ბეტონის კედელს ვარტყმევინოთ თავი: Sandy Bridge-ის ყველა თაობის პროცესორს დაჭირდება სრულიად ახალი სოკეტი. შემდეგი მეინსტრიმ Sandy Bridge -ის სოკეტი იქნება - LGA-1155.

ეს პროცესორები არ არიან თავსებადი დღევანდელ დედადაფებთან. ასე რომ ვისაც 'სენდი' მოუნდება, ახალი დედადაფის ყიდვა მოუწევს.

თავდაპირველად იქნება ჩიპსეტის ორი ხაზი (desktop სეგმენტში): H და P სერიები. H სერიას ექნება Sandy Bridge-ის ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვის მხარდაჭერა, ხოლო P სერია მკაცრად დისკრეტული ვიდეოდაფებისთვის იქნება.

დასაწყისისთვის ჩვენ ვიხილავთ P67 და H67 ჩიპსეტზე მყოფ დედადაფებს, ორივე მათგანი ახლა უკვე ტესტირებაში იმყოფებიან. ერთი კვარტალით მოგვიანებით ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტურ H61 ჩიპსეტის დედადაფებსაც.

51585847.jpg

P67 ჩიპსეტზე თვენ დაკარგავთ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას, სამაგიეროდ მიიღებთ შესაძლებლობას რომ ორი PCIe x8 ვიდეოკარტა ამუშავოთ. ასევე შეგეძლებად მიიღოთ სრულიად გახსნილი მეხსიერების მამრავლი P67-ზე, როდესაც H67 არის ჩაკეტილი DDR3 სიჩქარეზე (ამ ჯერზე DDR3-1333).

ორივეს, H67-საც და P67-საც აქვთ 6Gbps SATA-ს მხარდაჭერა, თუმცა მხოლოდ ორი პორტი. დანარჩენი 4 SATA პორტი არის 3Gbps. დედადაფის მწარმოებლები სხვა ფრად შეღებავენ 6Gbps SATA პორტებს რომ სხვებისგან გავარჩიოთ.

ამ ჩიპსეტებზე არ არის 'native' USB 3,0 მხარდაჭერა, თუმცა ამ ბოლო დროს მწარმოებლები თავისივე არჩევანით აკეთებენ USB 3.0-ის ინტეგრაციას.

ერთ-ერთი მაჟორული (და მისასალმებელი) ცვლილება არის PCIe 2.0 არხების 5GT/s სიჩქარეზე გადასვლა. დღევანდელი Intel-ის ჩიპსეტები 2.5GT/S სიჩქარეზე მუშაობენ რაც ლიმიტირებას ახდენს 250MB/s სიჩქრეს თითოეულ არხზე. ეს არის ხოლმე პრობლემა როდესაც PCIe x1-ზე აერთებენ USB 3.0-სა და SATA 6Gbps ინტერფეისებს. ამ ნაბიჯით, Intel-მა AMD-ს მიმართ კონკურენცია კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან AMD-ზე ეს ლიმიტი კიდევ უფრო საშინელი იყო. Sandy Bridge-ზე ერთი PCIe x1 სლოტს P67 დედადაფაზე შეუძლია 500MB/s გამტარობის დამყარება თითოეული მიმართულებით.

Nehalem-ისა და Gulftown-ის მომხმარებლებსაც მოუწევთ დედაფაფის გამოცვლა თუკი "სენდი"-ზე გადასვლა მოუნდებათ, რადგან 2011 წლის მეორე ნახევარში Intel გეგმავს LGA-1366 ჩაანაცვლოს LGA-2011-ით. LGA-2011 -ში დამატებული იქნება ოთხს-არხიანი DDR3 მეხსიერების მუშაობის მხარდაჭერა და პირველი 6+ ბირთვიანი Sandy Bridge პროცესორები.

გეგმა & ფასები

მართალია თავდაპირველადვე დავიწყე მე პროცესორების მოდელებზე საუბარი და შემდეგ გავწყვიტე, მაგრამ ახლა კვლავ მათ მივუბრუნდები :) როდესაც Intel გვიმხელს მის გეგმას (roadmap) ის ასევე გვაწვდის ინფორმაციას თუ რა კატეგორიაში გადანაწილდება ესა-თუ-ის პროცესორი. მაგალითად, Intel-ის LGA-1366-ის "Extreme" მარკეტის სეგმენტში მხოლოდ ერთადერთი პროდუქტია - Core i7 980X, რომელიც 2011 წლის პირველ კვარტალში 990X-ით ჩანაცვლდება. ამ ცხრილის მიხედვით შეგვიძლია დაახლოებით გავიგოთ თუ რა ეღირება ზოგიერთი პროცესორი, ან რისი მსგავსი იქნება. მაგალითად 990X სავარაუდოდ იგივე ფასით იქნება გასაყიდად როგორც ახლა 980X-ია.

ეს გეგგმა გვიჩვენებს მხოლოდ Q3 2010დან Q3 2011 -მდე (1 წლიანი გეგმაა). შესაბამისად ნუ ელოდებით აქ LGA-2011-ის პროცესორების გამოჩენას.

roadmap.png

ამ გეგმაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი თუ უცვლელი დარჩება, Core i7 2600 აიღებს Core i7 950-ის ადგილს, რომელიც ამჟამად 562$ ღირს. 2600 კი სადღაც 680-სა და 875K ($342) შორის იქნება. 2500K კი ჩაანაცვლებს i5 760/655K-ს ($205 - $216).

ყველაზე იაფი Sandy Bridge იქნება Core i3 2100, რომელიც ჩაანავლებს i3 560-ს ($138).

მართალია Intel ყოველთვის ღორობდა ფასი/წარმადობაში. მაგრამ აი აქ კი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი რომ წარმადობა რასაც თქვენ იხილავთ - კარგად არის შეფასებული!

ოვერქლოქინგი

Intel-მა თავდაპირველად Pentium II გამოუშვა ჩაკეტილი მამრავლით. იქამდე კი თავად შეგეძლოთ აგერჩათ სასურველი მამარავლი, და თუ კარგი ჩიპი და კარგი გაგრილება გქონდა დაარაზგონებდი პროცესორს. მაგრამ Intel-ს ეხერხება ხასიათში ჩა*მა. ხოდა მარკეტინგი არ გამიფუჭდესო (არადა რა აქვს გასაფუჭებელი), ჩაგვიკეტა პროცესორები. მხოლოდ რამოდენიმე გახსნილს გვთავაზობს ამ ბოლო დროს :( და ისიც 'მაგარ' ფასად.

მართალია მამარავლი ჩაკეტა Intel-მა, მაგრამ FSB ოვერქლოქინგი ხელუხლებელი დატოვა.

Intel-ის განმარტებით Turbo რეჟიმი აბსოლიტურად საკმარისი იქნებოდა ყოველდღიური გამოყენებისათვის. და მართლაც Turbo რეჟიმმა შესანიშნავი შედეგები მოგვცა Lynnfield-ზე, ხოლო SB-ზე ეს შედეგი არნახულ მაჩვენებელს მიაღწევს ;) მაგრამ უდაოდ Turbo ვერსაოდეს ვერ ჩაანაცვლებს დარაზგონებას, თუ რათქმა უნდა რაღაც სასწაულს არ შემოგვთავაზებენ უახლოეს მომავალში.

მეროე მაჟოლური განახლება ის არის რომ Intel გვთავაზობს "K" - გახსნილ პროცეოსრებს: Core i7 875 და Core i5 655 ჩვენთვის უკვე ცნობილია. Sandy Bridge-ში კი ბევრად მეტს ვიხილავთ.

cpusq.jpg

Intel-მა Sandy Bridge-ში clock გენერატორის ინტეგრაცია მოახდინა, რომელიც აქამდე დედადაფებზე იყო. დღევანდელ Core iX პროცესორებზე BCLK მართვადია, თუმცა SB-ზე იგი 100MHz-ზეა ჩაკეტილი. მოკლედ რომ ვთქვათ - Intel-მა ოვერქლოქინგი მოკლა მის პროცესორებზე!

ნუ, მთლად მასეც არ არის :D

Intel მიდის რამოდენიმე დათმობაზე.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის K-სერიები. მთლიანად გახსნილები, მამრავლის მხარდაჭერით - 57x-მდე. Sandy Bridge K სერიებში ბევრად უფრო "შთამბეჭდავი" იქნება ვიდრე მისი წინამორბედები. Core i7 2600-სა და 2500-ს ექნებათ თავისივე K-edition. პირველი ეღირება დაახლოებით $562 მეორე კი $205, თუ ამასობაში ფასები არ შეიცვალა.

მეორე, რამოდენიმე SB პროცესორს პოტენციურად ხსნადი მამრავლი ექნებათ, თუმცა არა შეუზღუდავი.

საბოლოო ჯამში, თუ თქვენ მთელ ფოკუსირებას მამრავლით დარაზგონებას დააკვდებით, დაკარგავთ შესაძლებლობას რომ მეხსიერების გამტარობა გაზარდოთ. თუ K-სერიის ნაწილები ობიექტურად იქნება შეფასებული. . . მაშინ Intel სერიოზულ ფულს მოხვეტავს.

ტესტი

ამ ტესტში გამოყენებული სამაგალითო SB პროცესორი ცოტათი განსხვაებულია იმისაგან რასაც საბოლოოდ ვიხილავთ გაყიდვაში. ამიტომ ტესტების შედეგები შედარებით განსხვავებული (მცირე) იქნება ვიდრე რეალური გასაყიდი Sandy Bridge-ის პროცესორები შემოგვთავაზებდნენ. Core i5 2400 მუშაობს 3.1GHz-ზე, აქვს ოთხი ბირთვი, 6MB L3 ქეში მაგრამ არ აქვს Hyper Threading. თუმცა ეს სამაგალითო პროცესორი სპეციალურად ტესტებისთვის აღჭურვილია HT ტექნოლოგიით და ამ მიზეზის გამო ტესტებში არის HT ჩართულიც და გამორთულიც (რომ ზუსტად მოგაწოდოთ i5 2400-ის წარმადობა)

ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ამ ტესტებში გამოყენებულ პროცესორსა და Q1 2011-is პროცესორს შორის არის Turbo რეჟიმი. ამ სამაგალითო პროცესორებს არ აქვთ Turbo რეჟიმი. შესაბამისად პროცესორი მუშაობს გამუდმებით 3,1GHz-ზე.

მოკლედ რომ გითხრათ, ეს პროცესორი ბევრად დაბალი დონისაა ვიდრე ის რომელსაც შემდეგ წელს ვიხილავთ.

sandybridge.jpg

GPU-ს მხარეს კი ჩვენ ხელში გვაქვს ერთბირთვიანი GPU კონფიგურაცია (6 EU). Intel-ს არ უთქვამს ჯერ-ჯერობით რომელი მოდელი რამდენ ბირთვიან GPU-ს მიიღებს. თუმცა პროცესორი რომლის ტესტებიც იქნება შეიძლება აღჭურვილი იყოს 12EU-თი ოღონდ დაბალ სიხშირეზე ჩამოგდებული.

ტესტ პლატფორმა არის H67 ჩიპსეტის დედადაფა, 4GB DDR3-1333 მეხსიერებით.

დანრჩენ ოთხს პროცესორთან შედარებისათვის ტესტებში არის მოცემული: Core i7 980X High-End შედარების გამო, Core i7 880 დღევანდელ უსწრაფეს მეინსტრიმ პროცესორთან შედარებისათვის, Core i5 760 როგორც შედარებით ბიუჯეტური მოდელი და Phenom II X6 1090T. ეს უკანასკნელი AMD-ს უსწრაფესი პროცესორია.

სატესტო სისტემა:

78531063.jpg

Sandy Bridge-ის ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორის წარმადობა

Clarkdale/Arrandale-ში, Intel-მა გააუმჯობესა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. იქამდე კი Intel-ის HD Graphics-ის წარმადობა ნაგავი იყო. წლების განმავლობაში ინტეგრირებული ვიდეოჩიპებით შესაძლებელი იყო გეთამაშათ ისეთი თამაში როგორიცაა Sims. მაგრამ რა უდნა გვექნა თუ რამე უფრო უკეთესი გვინდოდა? უფრო გრაფიკულად ინტენსიური თამაში.

ამ კერძო შემთხვევაში Sandy Bridge არის ის რაც ჩვენ გვჭირდება.

არქიტექტურულად, Sandy Bridge მნიშვნელოვანი რევიზია არის იმის შემდგომ რაც ჩვენ ვიხილეთ მის წინამორბედ ბირთევბში. Intel-ის ინტეგრირებული ვიდეოჩიპები Gen 5-ს წარმოადგენდნენ (თაობა-5), ხოლო Sandy პირველად გვთავაზობს Gen 6 კრისტალს. IPC-ს საგრძნობლად გაზრდისა და დიდი L3 ქეშ მეხსიერების არსებობით Sandy Bridge კვლავ ერთი ნაბიჯით წინ მიდის.

ეს საკმარისია რომ ვიდეო დაფები მოკლას 'სენდიმ'? არა, რათქმა უნდა არა. მაგრამ აბსოლიტურად საკმარისია რომ "entry-level" მარკეტი შეცვალოს.

Batman: Arkham Asylum

batmanaj.jpg

24423.png

ჩვენთვის უცნობია ვიდეოპროცესორის Turbo მუშაობდა თუ არა, მაგრამ ამ პროცესორმა გააკეთა ის რაც ვერც ერთმა ინტეგრირებულმა ვიდეოდაფამ ვერ მოახერხა! დრევანდელ ინტეგრირირებულ ვიდეპროცესორებთან შედარებით Sandy bridge-ის GPU უფრო მეტად low-end discrete graphics-ში ჯდება და არა ინტეგრეიბულში. და შეედეთ - იგი 10%-ით სწრაფია 5450-ზე.

ამას თუ გავითვალისწინებთ დავინახავთ რომ დაბალი დონის ცალკეული ვიდეო დაფები არანაირ საჭიროებას არარ წარმოადგენენ.

შენიშვნა: იმისმიუხედავად რომ ძველი დრაივერები არის გამოყენებული, არ არის შემჩნეული რენდერინგის არტეფაქტები და დაბალი ჩვენების ხარისხი (Sandy Bridge-ის ინტეგრეიბული ვიდეოპროცესორის შემთხვევაში)

Dragon Age: Origins

daof.jpg

24418.png

Sandy Bridge-ის შესაძლებლობა კვლავ განსაკუთრებით იზრდება Dragon Age-ში. თამაში რომ medium-ზე ვითამაშოთ, მინიმუმ 30FPS-ს მაინც მივიღებთ :)

Dawn of War II

dow2k.jpg

24419.png

ამ შედეგებში 5450 შედარებით წინ არის, თუმცა როგორც ხედავთ მიზერული სხვაობით.

Call of Duty Modern Warfare 2

codmw2j.jpg

24420.png

Sandy უკვე მეორედ უსწრებს 5450-ს, ამჯერად Modern Warfare 2-ში. თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ FPS საკმარისია იმისათვის რომ გრაფიკა უფრო მაღლა აუწიოთ. ამ რეზოლუციაზე კი თავისუფლად ითამაშებთ.

BioShock 2

24425.png

Intel დაგვიპრდა 2x სიჩქარის გაუმჯობესებას Sandy Bridge-ის ვიდეოჩიპებში. BioShock 2-ში აშკარად 2-ზე მეტი გაუმჯობესება :D.

World of Warcraft

24417.png

ამ ტესტებში 5450-ს 10% მატება აქვს Sandy Bridge-სთან შედარებით, თუმცა Sandy-ს GPU-თი WoW-ის თამაში არ გაძნელდება.

HAWX

24424.png

Sandy Bridge-ის წარმადობის შეჯამება.

მოცემული შედეგები ჯერ კიდევ ძალიან ადრეულია - არც აპარატული და არც პროგრამული მხარე საბოლოო სახით არაა წარმოდგენილი, თუმცა საწყისი რეზულტატები მაინც იმედისმომცემია. Sandy Bridge ამჟამად არსებულ ყველა ინტეგრირებულ ვიდეოჩიპს ჯობნის და ზოგიერთ low-end დისკრეტულ ვიდეოდაფასაც კი უტოლდება! სახლის კინოთეატრისთვის და მედიაცენტრებისთვის Clarkdale მშვენიერი არჩევანი იყო, მაგრამ გეიმინგისთვის - სრულიად გამოუსადეგარი. Sandy Bridge-ით კი თქვენ შეძლებთ თანამედროვე თამაშებით დატკბობას. მართალია დაბალი ხარისხით, მაგრამ მაინც.

თუკი ეს იმისი low-end-ია, რასაც ინტელი გვპირდება, მაშინ წესით და რიგით არა-გეიმერულ ლეპტოპებში ამ პროცესორებმა დიდი გავრცელება უნდა ჰპოვოს, რადგან ასეთ კომპიუტერებს სენდი ბრიჯის ვიდეოჩიპი სრულად დააკმაყოფილებს.

Adobe Photoshop CS4 წარმადობა

Photoshop CS4-ის წარმადობის დასადგენად გამოყენებულ იქნა Retouch Artists-ის Speed Test. ეს ტესტი აკეთებს ელემენატარულ ოპერაციებს ფოტოებზე: რამოდენიმე ფერთა ცვლა, შრეების მონაცვლეობა, სურათისა და მისი ჩარჩოს მართვა, Gaussian blur და სხვა პროცედურები.

ამ პროცესში საგრძნობლად დაგვეხმარა Intel-ის X25-M SSD, მისი გამტარობის წყალობით შედეგები უფრო რეალურია ვიდრე მექანიკურ ნაწილზე.

დრო მოცემულია წამებში, რაც ნაკლებია დრო ეს ნიშნავს რომ უკეთესი წარმადობაა, ეს ტესტი გათვლილია ნაკადებზე, ამიტომ პროგრამა ყველა ბირთვსა და ნაკადს გამოიყენებს ამ პროცესორებიდან.

24397.png

ჯერ კიდევ საცდელ სტადიაზეც კი Sandy Bridge სჯობნის PS-ში მუშაობისას მის უახლოეს ოთხბირთვიან კონკურენტს, უფრო სწრაფია, ვიდრე მისივე სიხშირის მქონე Lynnfield, AMD-ს ყველაზე სწრაფი პროცესორი და იგი მხოლოდ 1000$-იან i7-980X-თან აგებს - სენდი ბრიჯი ამ პროცესორზე 9 პროცენტით მეტხანს უნდება ბენჩმარკის გავლას.

DivX 6.5.3, Xmpeg 5.0.3-თან ერთად.

ეს DivX-ის ტესტი არის იგივე რაც ბევრ სხვ ადგილას გვხვდება საიტებზე. 1080p გარჩევადობის ფაილი არის კოდირებული DivX-ის წყალობით, ხარისხი/წარმადობა დაბალანსებულია (დაყენებულია 5-ზე) და "Enhanced Multithreading" ჩართულია.

24398.png

იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის კოდირების ყველაზე "დამტვირთავი" ტესტი, იგი მაინც ზუსტად ზომავს პროცესორის წარმადობას და სენდი ბრიჯი აქაც ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში იგი i5-760-ს 16 პროცენტით უსწრებს და სულ ოდნავ ჩამორჩება i7-880-ს. ჰიპერნაკადული რეჟიმი ბევრს არაფერს გვმატებს, მაგრამ ფასი/წარმადობა შეფარდების მხრივ სენდი ჯობია i7-760-ს, თანაც ამ ორ პროცესორს სავარაუდოდ ერთი ფასი ექნება.

x264 HD ვიდეო კოდირების წარმადობა

Graysky-ის x264 HD ტესტი იყენებს ყველასათვის ხელმისაწვდომ x264 რეკოდერს რათა 4Mbps 720p MPEG-2 ფაილის ტრანსკოდირება მოახდინოს. მთელი ფოკუსირება აქ უნდა მოვახდინოთ ხარისხზე და არა სიჩქარეზე, თუმცა ბენჩმარკი იყენებს 2-გზის კოდირებას და შედეგს გვიჩვენებს საშუალო FPS-ის სახით.

24399.png

2400 14.6% - ით უფრო სწრაფია ვიდრე Core i7 880.

24400.png

აქვე უნდა შევნიშნოთ რომ CPU-ს გამოყენებით ვიდეო კოდირების წარმადობა არ არის დამოკდებული Intel-ის იმპლანტირებულ ვიდეო ტრანსკოდირების ძრავზე, რომელიც Sandy Bridge-შია.

Windows Media Encoder 9 x64 Advanced პროფილი

Windows Media Encoder ბენჩმარკში იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული რაც DivX-სა და x264 ტესტებში, იმ განსხვავებით რომ აქ WME-ს ვიყენებთ.

24401.png

WME-ს წარმადობა ნაკლებად სკალირებს. ეს ბენჩმარკი 4 და მეტ ბირთვზე ცუდადაა ოპტიმიზებული და წარმადობის გაზრდის ერთადერთი იმედი სიხშირის, ან IPC-ის გაზრდაა. სენდი ამის საშუალებას გვაძლევს.

წარმადობის 20%-იანი მატება იმავე სიხშირეზე დამდგარ 880-თან შედარებით ისეთ ტესტში, სადაც IPC-ს გარდა არაფერი სკალირებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, სენდი i5-760-ზე 26%-ით სწრაფია.

3dsmax 9 - SPECapc 3dsmax CPU რენდერინგის ტესტი

დღევანდელ სამუშაო დესქტოპ პროცესორები საკმაოდ ძლიერები არიან პროფესიონალური დონის 3D რენდერისათვის. იმისათვის რომ გაგვეგო 3dsmax-ის წარმადობა, ტესტში გამოყენებულ იქნა SPECapc 3dsmax 8 benchmark (მხოლოდ CPU რენდერის ტესტები)3dsmax 9 SP1-ისთვის. ესეც შედეგები:

24402.png

აქ კვლავ ის სიტუაციაა როდესაც Core i5 2400 Hyper Threading-ის გარეშე სჯობნის Core i7 880-ს რომელსაც აქვს Hyper Threading. ეს პროცესორი i5 760-თან შედარებით 20.5% -ით სწრაფია. Hyper Threading-ის ჩართვისას, Core i5 2400 ძალიან ახლოს არის 6-ბირთვიან 980X-თან. არ ვიცი Intel-მა მასეთი რა გააკეთა, მაგრამ აშკარად გამოუვიდა :D.

Cinebench R10

ეს ბენჩმარკი შექმნილია Cinema 4D შემქნელებისაგან, ეს პოპულარული 3D ბენჩმარკი გვაძლევს შედეგს ორივე ვარიანტში - როდესაც Hyper Threading ჩართულია და როდესაც გამორთულია.

24403.png

Cinebench-მა საკმაოდ გასაკვირი შედეგები გვიჩვენა single threaded წარმადობაში. მის ინდეტურ სიხშირეზე მომუშავე Lynnfield-თან შედარებით, Sandy Bridge შეუძლია 11% -ით მეტი წარმადობა განავითაროს. და ეს შედეგები Turbo-ს გარეშე. წარმოიდგინეთ რა წარმადობას მიაღწევ სენდი Turbo-თი.

მულტინაკადულ ტესტში SB-მ ბევრად უკეთესი შედეგი მოგვცა თიტოეულ ბირთვზე ვიდრე HT ჩართული Lynnfield-მა .

24404.png

24409.png

Sandy Bridge's FP წარმადობა შესანიშნავია. ერთიდაიგივე სიხშირეზე ჩვენ ვხედავთ 15.6% გაუმჯობესებას Lynnfield-თან შედარებით (4C/4T vs. 4C/4T).

POV-Ray 3.73 beta 23 Ray Tracing წარმადობა

POV-Ray პოპულარული, open-source რეიტრეისინგის აპლიკაცია არის რომელიც ამავდროულად შესანიშნავი ხელსაწყოა CPU-ს "მოლივლივე წერტილის" :D:ugly004: ანუ floating point-ის წარმადობის გასაზომად.

ტესტში გამოყენებულია POV-Ray 3.73-ის SMP benchmark ბეტა 23. ეს ფინალური ქულები წარმოადგენენ წამში პიქსელების რაოდენობას:

24405.png

დაარქივების წარმადობა

მულტინაკადოვანი PAR2 არქივის აღდგენის წარმადობა

Par2 არის პროგრამა გადმოწერილი არქივების რეკონსტრუქციისათვოს.

Chuchusoft-მა, par2cmdline 0.4-ის სურს კოდი შეცვალა და მასში Intel’s Threading Building Blocks 2.1-ის ინტეგრაცია მოახდინა. შედეგად ჩვენ მივიღეთ par2cmdline რომელსაც შეუძლია უამრავი ნაკადის გამოყენება par2 არქივების აღსადგენად. ამ ტესტისათვის აღებული იქნა 708MB -იანი არქივი, სადაც 60MB იყო გაფუჭებული, მოცემული ქულები განსახიერებს აღდგენის დროს წამებში.

24406.png

მსგავსი სიხშირის პროცესორებთან შედარებით SB დიდ მატებას არ იღებს Lynnfield-თან შედარებით, მაგრამ მან i7 760-ს 35%-ით გაუსწრო.

WinRAR - დაარქივება

WinRAR ტესტი აკეთებს 300MB ფაილების დაარქივებას საწყისი პარამეტრებით. ამ ტესტში არაფერი ეგზოტიკურია, უბრალოდ პროცესორის ეფექტურობას ვაკვირდებით:

24426.png

HT-ს გარეშე, Core i5 2400 წარმადობით უტოლდება Core i7 880-ს.ჩართული HT-თი კი რომელიც დაახლოებით 200$ ღირს უტოლდება 6 ბირთვიან $999-ად შეფასებულ Core i7 980X.

Windows 7 Gaming წარმადობა

Batman, Unreal Engine 3 თამაში, წარმადობა გაზომილია თამაშის ჩაშენებული ბენჩმარკით, გამოსახულების ხარისხია მაქსიმუმზეა დაყენებული AA გამორთული.

24411.png

Gaming წარმადობა ლამაზია კი, მაგრამ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან Batman-ში.

Dragon Age: Origins კი საკმაოდ კარგი RPG თამაშია რომ CPU სიმძლავრე გავზომოთ:

24412.png

Dragon Age კი მეორე მხრივ გვიჩვენებს 11.6% მატებას vs. i5 760 და იგივე წარმადობის Core i7 880.

World of Warcraft არანაირი წარდგენა არ ჭირდება:

24413.png

WoW ტესტის წარმადობა საუკეთესოა! i5 2400 უსწრაფესი პროცესორია CPU რომელიც WoW ბენჩმარკში გამოყენებულა, Core i7 980X ჩათვლით.

24414.png

12% მატება i7 880-ზე და 18% გაუმჯობესება Core i5 760-თან შედარებით.

ენერგომოხმარება:

ერთადერთი რაც 'სენდის' დარჩა რომ Lynnfield საბოლოოდ ჩაანაცვლოს, ეს არის ენერგომოხმარების შემცირება, რასაც მშვენივრად ართმევს თავს:

24415.png

ეს კი ფრიად მშვენიალური შედეგები 100% დატვირთულ სისტემებზე:

24416.png

დასკვნა:

თუ Intel-ის გეგმა და ფასები ასე დარჩება, მაშინ Core i5 2400 საშუალოდ 23% უკეთეს წარმადობას აჩვენებს ვიდრე Core i5 760. თუ ყველა პირობას გავითვალისწინებთ, Core i5 2400 ისევე იმუშავებს როგორც Core i7 880 იმის მიუხედავად რომ ჰიპერ-ნაკადულობა არ აქვს. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ეს ციფრები ბევრად უფრო მცირეა ვიდრე ფინალური ვერსიებისა, ამას ხომ Turbo რეჟიმი არ აქვს. ამასტან ერთად სენდის ბევრად უკეთესი ენერგომოხმარება აქვს, ორივე - დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმებში.

მართალია Nehalem ჯერაც აბსოლიტურად საკმარისია, მაგრამ უნდა შევნიშნოთ რომ სენდი დაახლოებით 20% წარმადობას მოგვცემს ყველაფერში, ბირთვებისა და ნაკადების გაზრდის გარეშე. შესაბამისად ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება რომ სენდიზე "გადავჯდეთ" თუ ამის ჯიბე გვექნება :)

80086336.jpg

ოვერქლოქინგის ასეთი ლიმიტირება ერთის მხრივ საკმაოდ ცუდად ჟღერს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ Intel აბსოლიტურად ღია - K სერიებსაც მოგვცემს, ნორმალურ ფასად.

Sandy Bridge-ის ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი ძალიან კარგი ინოვაციაა, ამის შემხედვარე თქვენ შეგიძლიათ მოისროლოთ დაბალი დონის ვიდეოდაფები. მაგრამ რატქმა უდნა ვისაც GTX460 უნდა მათთვის ეს ინოვაცი დიდი არაფრის მომტანია :) ხოლო იმათთვის ვინც 50$-ის გადაყრა აპირებდა ვიდეოდაფაში, შეუძია ეს აღარ გააკეთოს სენდის დახმარებით :)

ძალიან მალე ყველაფერს უფრო დეტალურად ვიხილავთ და გავიგებთ Intel-ისაგან. თუმცა შეხედეთ - ეს low-end მეინსტრიმ პროცესორი high-end მენსტრიმს უტოლდება კიდევაც, 6ბირთვიან AMD X6-ს უსწრებს და ზოგიერთ ტესტში 980X-თანაც კი მიდიოდა ახლოს. წარმოიდგინეთ რა იქნება LGA-2011-ის პროცესორები. . . Insane Performance!

გათი

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

სანდი ბრიჯი კი არა და ესენი მთლათ გადაირიენ http://habrahabr.ru/blogs/hi/108551/ 1000 ბირთვიან პროცესორზე მუშაობენ უკვე, თუ უნდა ვინმემ გადათარგმნოს ეგ ნიუსი

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

სურათებია ჩასასწორებელი :cry:

Link to comment
Share on other sites

სურათებია ჩასასწორებელი :cry:

ამ უბედურ გომბეშომ სულ აურია მაგ საწყალ საიტზე აღარ ატვირთოთ რა სურათები...

წინათ იყო და შლიდნენ სურათებს ახლა რეგისტრაცია მოითხოვეს სულ გაუვიდათ თავს :vis:

Link to comment
Share on other sites

მაგიტომ რადიკლაზე უნდა აიტვირთვოს სურათები

Link to comment
Share on other sites

საინტერსო სტატიაა, ავტორს მადლობა ... ზოგადად მსგავსი ტენდეცია წავა ალბათ, გაზრდიან და გაზრდიან პროცესორების რაოდენობას

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ჩემი პროცესორი ეხლა mid-end ია? თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე :D

Link to comment
Share on other sites

ჩემი პროცესორი ეხლა mid-end ია? თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე :D

კი ეგრეა

1155 სოკეტი მეინსტრიმ სოკეტია

2011 სოკეტი იქნება high end სოკეტი

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა

1155 სოკეტი მეინსტრიმ სოკეტია

2011 სოკეტი იქნება high end სოკეტი

ჩვენი თუ mid-end-ია, high-end რა იქნება ვერ წარმომიდგენია :D მონსტრი იქნება რაღაცა.

ფასი როგორი ექნება ნეტა?

Link to comment
Share on other sites

ჩვენი თუ mid-end-ია, high-end რა იქნება ვერ წარმომიდგენია :D მონსტრი იქნება რაღაცა.

ფასი როგორი ექნება ნეტა?

ფასიც high end ექნება :D

რა ვიცი წესით ყველაზე სუსტი მოდელი 2600K-ზე ბევრად ძVირი არ იქნება

თუმცა ჯერ არ ვიცი რას აპირებენ

როგორც ვიცი ყველაზე სუსტი 6 ბირთვიანი იქნება

და დალშე შეიძლება არც იყოს დიდი სხვაობა რაზგონის პოტენციალში

Link to comment
Share on other sites

High End - მარკეტინგული ტერმინია და ნიშნავს უმაღლეს, ელიტარულ კალსს (პროდუქტის).

მარკეტოლოგები ყოფენ ბაზარს შემდეგნაერად:

Low-End

Low

Low-High

Middle-Low

Middle (mainstream)

Middle-High

Hi-Low

Hi

Hi-End

1155 სოკეტზე 2600K Hi-End პროცესორია, მარა თვითონ სოკეტი Middle (mainstream) ია როგორ აღნიშნა სოსომ.

Edited by BioS
Link to comment
Share on other sites

sandy bridge e -ს ფასი ნეტა ეხლანდელი 990X-ის და 980X-ის ფასი იქნება? :D თუ ეგრე იქნა PPC

Link to comment
Share on other sites

2600K ზე უკეთესი ნეტა რამე იყოს რა 6 ბირთვიანი, ცოტა იაფი :D მივაყიდიდი ამას თავისი მაზერიანა და მაგას ვიყიდდი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.