Jump to content

Core i3 Review


Recommended Posts

2009 წელს ინტელმა ბაზარზე მოიტანა ახალი იდეაში ბიუჯეტური სოკეტი 1156. ამ სოკეტის დამკვიდრებით ინტელი გეგმავდა საშუალო ფასის სეგმენტიდან AMD-სთვის კონკურენციის გაწევას დაბალი ფასებიტ და კარგი წარმადობის მეშვეობით.

ძირითადი სხვაობა გახლდათ ის რომ დედაპლატის წარმოებაში იზოგებოდა თანხა ჩიპსეტის გაწყობაში და მომხმარებელს იდეაში იაფად უნდა მიეღო კარგი პროდუქცია. ინტელმა ამ სოკეტის არქიტექტურა ააგო პროცესორებზე ,რომლებშიც NB იგივე ჩრდილოეთის ხიდი შიგვეა ინტეგრირებული და დედაპლატის მწარმოებელს რეალურად დაუტოვა წვრილმანებით და დამატებითი ფუნქციებიტ გაწყობის საშუალება.

თუმცა ფასებმა ამ სოკეტზე თითქმის მიაღწიეს 1366 სოკეტის ფასებს და იმის გათვალისწინებით რომ ბაზარზე 2009 წელს უკვე 130 ევროდ ბიუჯეტური 1366 დედაპლატებიც იყიდებოდა , უკვე სოკეტი 1156 აზრს კარგავდა ნებსიმიერი ლოგიკურად მოაზროვნე მყიდველისათვის.

ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ ამ სოკეტის არსებობის ერთადერთი გამართლებაა Core i3 ჩიპების გამოსვლა ბაზარზე. აქ უკვე რეალურად ჩანს ის გეგმა რაც უნდა განხორციელებულიყო.იაფი დედაპლატა+იაფი პროცესორი და კარგი წარმადობა ასევე არანაკლებ დასაჩქარებელ პოტენციალთან.

თუმცა Core i3 ში ინტელმა გამოიყენა ტავისი იდიოტური ძალით გაბანძებები რომ ეს პროცესორები მთლად საყვარელი არ გამოსულიყო. კერძოდ აიღეს და კორპუსზე დაამაგრეს 2 ჩიპი. ერთი გახლავტ 32 ნანომეტრზე შესრულებული კლარკდეილის 2 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც QPI დახმარებით უკავშირდება მეორე ჩიპს. შესრულება აქ უკვე 45 ნანომეტრია და მასში ინტეგრირებულია მემორი კონტროლერი, პისიაი ექსპრეს კონტროლერი და ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი.

იმის მიუხედავად რომ QPI საკმარისზე მეტ დატატრაფიკს იძლევა ასეთმა დაკავშირებამ გამოიწვია ლატენურობის , კერძოდ რეაქციის დროს გაზრდა პროცესორს და ოპერატიულ მეხსიერებას შორის.წარმადობა მიახლოებით დადგა 10-12GB/წმ ზე ტაქტის და ტაიმინგების მიხედვით.გადამწყვეტი ფაქტორი ოპერატიული მეხსიერების შიდა გამტარობაში გახდა QPი ლინკი რომელზეც ამ ყველაფერია დაკიდებული.ანუ სულ ერთია თამაშობთ,ვიდეოებს უყურებთ ...რაც არ უნდა გააკეთოთ პროცესორამდე და უკან ყველაფეირ მოძრაობს 1 QPI ლინკით. ამიტომ რაც შეიძლება მაქსიმალურ ტაქტზე უნდა ავწიოტ QPI არა ბეიზ ქლოქის არამედ QPI მამრავლის აწევის დახმარებით.ყველაზე მაღალი მამრავლი რაც ამ პროცესორს გააჩნია არის 22X ანუ 133 ბეიზ ქლოქზე 5.85 გიგატრანსფერი/წამში საკმაოდ მაღალი შედეგია.დაჩქარების პირობებში უპრობლემოდ დგება QPI ლინკი 7.5-9 გიგატრანსფერ/წამზე და იძლევა ყველანაირად საკმარის დატაგამტარობას ნებისმიერი პირობებისთვის.თუმცა ეს არ შველის დაყოვნებას და ლატენურობა შესაბამისად მაინც მაღალია.სტანდარტულ პირობებში უდრის მიახლოებიტ 70 ნანოწამს , ხოლო დაჩქარებულ და ხელით გასწორებულ პირობებში უახლოვდება 50 ნანოწამს.ტრაგედია რა ტქმა უდნა ეს არ არის , მაგრამ როცა დდრ3 ზეა საუბარი ცოტა მოუხერხებელია ასეთ შედეგებთან საქმის დაჭერა.ასეთი კვერცხობისთვის დიდი მადლობა ინტელს.

კლარკდეილს გააჩია 20 ლეინი პისიაი ექსპრეს ლინკზე ანუ მას შეუძლია მაქსიმუმ 20 ინფო-კანალი აითვისოს ვიდეოდაფებიდან.ეს კი შესაბამისად გამორიცხავს 16X+16X კონფიგურაციას(რადგან 16+16=32 და ამიტ მეტია 20ზე).თეორიულად შესაძლებელია 8X+8X , ხოლო ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს 16X+4X.ასე თუ ისე ეს პლატფორმა არაა მულტიGPU წყობაზე გათვლილი.ტუმდაც ის დედაპლატები ,სადაც მწარმოებელმა ენვიდიას Nფორს200 ჩიპი დააყენა და ლეინები გაზარდა ,აბსოლუტური სისულელეა მულტიGPუ კონფიგურაციისთვის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროცესორის 20 ლეინი ქმნის ბოთლის ყელის ეფექტს.

ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი შედარებით სუსტია ლინფილდებტან შედარებით.არანაირი ძაბვის ცვლილება არ შველის.მაქსიმალური 24/7 სახმარი ტაქტი მიახლოებით 1700 მეგაჰერცია.ხოლო სავალიდაციოდ და საბენჩაოდ 1900-2000 მეგაჰერცი.ტაიმინგების გატვიკვა დიდ მატებას არ იძლევა ისევ და ისევ პროცესორის შიდა აგებულების გამო.

7_m.jpg

clarkdaledie.jpg

აქვე მინდა შემოგთავაზოთ მცირედი შედეგები სხვადასხვა ბენჩმარკებიდან.

შედეგები ანახებს როგორც 1 ბირთვის ასევე მულტიტჰრედინგ წარმადობას.აქვე $#^#(|ადე ტემპერატურები და დენის მოხმარებაც გამეზომა

სატესტო სისტემა:

Core i3 530

Asus P7P55D

Dominator 2X1Gb 1600 8-8-8-24

Superflower 550 Watt 87% PSU

Matterhorn Air Cooler @ 3X 120mm 600rpm

2X 753LJ Raid0

9800GT

გარეთა დენის საზომი აპარატი

შედეგები გაიტესტა შემდეგ ბენჩმარკებში

Wprime,Chess,Super pi,Vantage,2006

ევერესტი და მაქსმემი ვერ გამოვიყენე.ჯერჯერობიტ არარსებობს მუშა ბენჩმარკი რომელიც სწორად გაზომავს ამ ჩიპის მემორი წარმადობას.

პირველ რიგში შედეგები აბსოლუტირ სტოკზე.ყოველგვარი რაზგონი მოცილებულია.ოპერატიული მეხსიერება დადგა მაქსიმალურ 1333 მეგაჰერცზე.სტოკზე ამაზე დიდი მამრავლი არ არსებობს.

ასევე ყოველ ბენჩმარკზე ტემპერატურის საზომი პროგრამა ხელახლა იქნა ჩართული რომ მაქსიმალური ტემპერატურა იოლად გაარჩიოთ

სუპერ პი

6cfc0f4c5423.jpg

ვიპრაიმი

5687297f5650.jpg

ჩესი

404ad41e76ab.jpg

ვენტეიჯი

af513ee4e224.jpg

2006 მხოლოდ პროცესორის ტესტი

ab4245bae124.jpg

დენის მინიმალური მოხმარება

ebba11f772e5.jpg

დენის მაქსიმალური მოხმარება დაფიქსირდა ვიპრაიმის 1024 ტესტის დროს 55%ზე

3c7bbff9e9a6.jpg

აქვე უნდა ითქვას , რომ ქარხნულ კონფიგურაციაზე პროცესორი თიტქმის არ ხარჯავს დენს და ოდნავაც არ თბება.სულ ერთია რა დონეზე დავტვირთავთ, ტემპერატურა 42 გრადუსს არ ცდება და ამ მხრივ ყველაზე გრილი და ეკონომიური სრულფასოვანი დესკტოპ პროცესორია რაც მე ოდესმე მინახავს.

იმის გათVალისწინებიტ რომ ამ კვებაზე მიერტებულია 7 ფენი,2HDD რაიდში,9800გტ ვიდეოდაფა,დედაპლატა,ოპერატიული მეხსიერება და თვითონ კვების ბლოკის დანაკარგიც რომ დავიანგარიშოთ გამოდის რომ IDLE რეჟიმში პატარა კლარკდეილს ~25-35 ვატი უნდა ,ხოლო მაქსიმალურ დატვირთვაზე +30 ვატი დამატებით.

გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ამ ჩიპის VID=0.900-0.952V.სავარაუდოდ იდენტური პროცესორების საშუალო VID=~0.950-1.050V რაც მინიმალურ სხვაობას მოიცემა ტემპერატურასა და დენის მოხმარებაში.

გადავდივართ დაჩქარებულ რეჟიმში

აქვე მინდა დავამატო რომ ვტესტავ ჩემთვის აბსოლუტურად სტაბილურ 24/7 დაჩქარებას.

ეს არაა არც მაქსიმუმი და არც ნაწვალები შედეგი.საკმაოდ იოლი 4.4 გიგაჰერცია ასევე იდეალურ ძაბვასა და ტემპერატურაზე.

მე ვერ დავპირდები ბოქს ქულერის პატრონებს რომ 4.4 ექნებათ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ძაბვაზე სკალირებას ტემპერატურაზე დამოკიდებულებიტ 4 გიგაჰერცი აუცილებლად იმუშავებს 1.25-1.3V-ით.

სუპერ პი

d54d1ff7aae1.jpg

ვიპრაიმი

85362e6afb55.jpg

ჩესი

98578226e19d.jpg

ვენტეიჯი

6703ef3d5e9e.jpg

2006 ის მხოლოდ პროცესორის ტესტი

b7a019e82358.jpg

დენის მინიმალური მოხმარება

8d3c11fa5dcc.jpg

დენის მაქსიმალური მოხმარება

0731eb58c383.jpg

იოლი შესამჩნევია წარმადობის არათუ მატება არამედ აფეთქება.უზარმაზარი სხვაობაა მულტითრედინგ ტესტებში

დენის მოხმარებამ რა თქმა უნდა ადამიანურ ფარგლებში მოიმატა

კერძოდ, IDLE რეჟიმში 30 ვატი ხოლო დატვირთულ რეჟიმში მაქსიმალურმა მოხმარებამ ოდნავ გადააბიჯა 200 ვატს რაც 60 ვატიანი ცვლილებაა სტოკთან შედარებით.

ანუ I3 4.4 გიგაჰერცზე უკვე ცდება 73 ვატიან მოხმარებას რასაც ინტელი გვპირდება და უახლოვდება 135 ვატს.შედარებისთვის I7 920 4.4 გიგაჰერცზე 280 ვატს უკაკუნებს.

თამაშებში ნაკლებად სავარაუდოა რომ იგივე ტაქტზე 920მა რამენაირად აჯობოს I3ს.ხოლო ბენჩმარკებში იცოცხლე...8 თრედი და 3 არხიანი მეხსიერება რა ტქმა უნდა აჯობებს I3-ს.

მცირედი დასკვნა

იმის გათვალისწინებით რომ I3 530 და 540 სადღაც 250-350 ლარის ფარგლებშია , უნდა იტქვას რომ თიტქმის იდეალური კონფიგურაციაა რისი ყიდვაც დღესდღეობით ღირს.

ნორმალური დედაპლატა+530 მოგდით 200 დოლარად და წარმადობა იდეალურია.ასევე დენის მოხმარებაც მშვენიერია თუნდაც დაჩქარებულ პირობებშიც კი.რა თქმა უნდა თამაშის დროს ჩემი გრაფიკული პროცესორი კიდევ აუწევს 70 ვატს და ჯამური მოხმარება მიუახლოვდება 300 ვატს 4.4 გიგაჰერცზე მაგრამ ეს მაინც დაბალი მაჩვენებელია ამ კონფიგურაციაზე.ეს პროცესორი არ იქნება დენის მხაპავი მოწყობილობა ტქვენს კომპიუტერში და მოგამარაგებთ საკმარისზე მეტი სიმძლავრით.უკეტესი კონფიგურაცია რისი აწყობაც შეიძლება წარმადობის მხრივ ღირდეს ,სულ ცოტა ორმაგი დაგიჯდებათ.

კარგი თვისებები:

ძალიან გრილია

ეკონომიური

იოლად რაზგონდება

დაბალი VID

ფასი

ძალიან კარგი წარმადობა

4 ნაკადი 2 ბირთვზე

უარყოფითი თვისებები:

ოპერატიული მეხსიერების შეზღუდული რაზგონი

არახელსაყრელი შიდა არქიტექტურა ოპერატიული მეხსიერების წარმადობისთვის

ჩემი სუბიექტური აზრით ეს პროცესორი გახლავტ ამ სოკეტის ბაზარზე არსებობის ერთადერთი ლოგიკური გამართლება

დიდი მადლობა ყურადღებისათვის

თქვენი ვესტსაიდერი

© overclockers.ge by georgian OC Team

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.