zaqrinio Posted January 18, 2015 Share Posted January 18, 2015 Dead Rising-ის სერიის შემქმნელებმა დაანონსეს პროექტ Dead Rising: WatchTower-ის რელიზის ზუსტი თარიღი. Dead Rising: WatchTower წარმოადგენს სერიის ეკრანიზაციას ცოცხალი მსახიობების მონაწილეობით. სურათი კინოგაქირავებაში ჩაეშვება 2015 წლის 27 მარტს. ტრადიციული ფილმებისგან განსხვავებით Dead Rising: WatchTower-ს აჩვენებენ ნაწილ-ნაწილ. სურათის რეჟისორი არის ზაკ ლიპოვსკი, ხოლო ფილმში როლებს ასრულებენ ჰარლი მორენსტეინი, კიგან კონორ ტრეისი, ალექს პაუნოვიჩი, ჯესი მეთკალფი და სხვები. ფილმის სცენარისტი არის ტიმ კარტერი, რომელმაც დაწერა სცენარი პოპულარული თამაშისთვის Sleeping Dogs. 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts