Search the Community
Showing results for tags 'iMac 27'.
-
16 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე კომპანია Apple მა თავიანთი პროდუქტის განახლების შესახებ გვამცნო , ამეჯერად სიახლე ეხება მის Desktop კომპიუტერებს , პლანშეტებს და ახალ OS X Yosemite ოპერაციულ სისტემას , დღეს კი ჩვენი განხილვის საგანი იქნება კომპანიის All In One კომპიუტერი 27 ინჩიანი iMac , რომელიც მნიშვნელოვნად განახლდა და მას უკვე გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი გარჩევადობის 5K Retina ტიპის ეკრანი. ისევე როგორც მისი წინა ვერსიებიც ეს კომპიუტერი გამოირჩევა თავისი შთამბეჭდავი დიზაინით , რომელსაც დაემატა მართლაც რომ შთამბეჭდავი ეკრანი 5K Retina IPS , გაფართოებით 5120x2880 , რაც მოიცავს 14.7 მილიონ პიქსელს , დისპლეი პანელის სისქე შეადგენს სულ რაღაც 1.4 მმ.ს საერთო სისქე კი 5მმ. ს რაც მას ძალიან დახვეწილს ხდის. ახლა კი ვნახოთ მისი მოანცემები . მომხმარებელს ასევე შეუძლია აარჩიოს მისთვის სასრუველი კომფიგურაცია. პროცესორი: 4 ბირთვიანი 3.4GHz Intel Core i5 ( Turbo Up To 3.9GHz ) , მომხმარებლის სურვილით შესაძლებელია მასში მოთავსდეს 4 ბირთვიანი 4.0GHz Intel Core i7 ( Turbo Up To 4.4GHz ). ოპერატიული მეხსიერება : 2X4GB 1600MHz DDR3 , მაქსიმუმ 16 ან 32GB მდე მყარი დისკი: სტანდარტულ კომფიგურაციაში 1TB , მაქსიმუმ 3TB Fusion HDD ტევადობით ან 256,512,1TB SSD ვიდეო ბარათი: AMD Radeon R9 M290X 2GB GDDR5 მეხსიერებით ან AMD Radeon R9 M295X 4GB GDDR5 მეხსიერებით. FaceTme HD კამერა , BlueTooth 4.0 და WiFi კავშირი , მძლავრი სტერეო სპიკერები , და ყველა საჭირო პორტი > კომპლექტში როგორც ყველა iMac ს მასაც მოსდევს კვების კაბელი , Apple ს Magic Mouse და Wireless კლავიატურა. და უახლესი ოპერაციული სისტემა OS X Yosemite. უახლესი 27 ინჩიანი 5K iMac ის საწყისი ფასი 2500 ამერიკული დოლარია.